შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვუყვარდი?არ ვუყვარდი? (ჩემი ცხოვრების ისტორია) თავი 13


26-06-2015, 19:25
ავტორი Dippie
ნანახია 1 909

პატარაობიდანვე სუსტი გული მქონდა. ექიმები სხვადასხვა მკურნალობებს მინიშნავდნენ მთელი ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ ბოლო დროინდელი მოვლენების ფონზე წამლები და მკურნალობა საერთოდ არ მახსოვდა. ჩემი მთავარი საზრუნავი დემე იყო ჩემი ჯანმრთელობა კი უკვე აღარ იყო მნიშვნელოვანი. ალბათ ამიტომაც ამოვყავი თავი ემერჯენსიში.
როდესაც გავიღვიძე პირველი რაც ვიგრძენი თავბრუსხვევა და თავის ტკივილი იყო. ჩემს გარშემო მხოლოდ ექთნების ფუსფუსი და სხვა პაციენტების წუწუნი ისმოდა. თვალები ძლივს გავახილე და რამდენიმე წუთში აზრზეც მოვედი. საწოლში წამოჯდომა ვცადე, მაგრამ ძლიერი თავბრუსხვევა ამის უფლებას არ მაძლევდა. პატარა, დაკარგული ბავშვივით აქეთ-იქით ვიხედებოდი და ნაცნობ სახეებს ვეძებდი. ნაცნობი არავინ ჩანდა და ნელ-ნელა პანიკის შეგრძნებამ ამიტანა, მაგრამ სანამ ბოლომდე ავყვებოდი ამ გრძნობას შემოსასვლელში ელენემ შემოაბიჯა. სუნთქვა ამოვუშვი, რომელიც არც ვიცოდი რომ შეკავებული მქონდა. როგორც კი ელენემ შემამჩნია ცინიკურად გამიცინა და სწრაფი ნაბიჯებით ჩემ საწოლთან მოვიდა. ხელში ყავა ეჭირა, რომელიც პატარა ტუმბოზე ჩამოდო და თვითონ პატარა სკამზე ჩამოჯდა. კიდევ ერთხელ ჩაეცინა და დიდი ენთუზიაზმით მითხრა:
- კიდევ კაი გაიღვიძე, თორე მეგონა, რომ მთელი ცხოვრება იმ უტვინო ფეხბურთელთან ერთად მომიწევდა ლოდინი- როგორც ყოველთვის ცინიკური ტონით მითხრა და მეც გამეღიმა. უტვინო ფეხბურთელი ალექსანდრე იყო და მისმა აქ ყოფნამ საოცრად გამახალისა- აქაურობას ვერ მოვაცილე ეგ საწყალი, ისე ნერვიულობდა ტვინი გადამეწვა მაგის მოსმენისგან.
- რამდენ ი ხანია რა ც აქ ვარ? - ეს იყო ჩემი პირველი კითხვა - დემე სად არის? საერთოდ რა მოხდა? - ჩემს ყოვედღიურ საფიქრალს დავუბრუნდი და ისევ პანიკა მომაწვა
- ნუ გეშინია, დემე ბაღშია და ერთი დღეც არაა რაც აქ ხარ ამიტომ პანიკაში ნუ ჩავარდები, როგორც შენ გჩვევია და მენდე - ელენემ თვალი ჩამიკრა და გამიღიმა. ჩემი სუნთქვა და გულის ცემა დაწყნარდა და მეც დავმშვიდდი. - მოიცა ახლავე მოვალ. შენს დაბალ პრინცს მოვიყვან- ელენემ უცებ დააყოლა სიტყვები და ბოროტი სიცილით ისევ დერეფანში გავიდა. მეც გამეცინა. ის ყოველთვის ასე ცინიკურად და წუნით მოიხსენიებდა ჩემს „პრინცებს“ და ამით ყოველთვის მახალისებდა.
ალექსანდრე განათებული და ნერვიული სახით შემოვარდა ოთახში, უცებ მოვარდა ჩემსკენ, მაგრამ ასევე უცებ გაჩერდა. ეტყობოდა, რომ ჩახუტება უნდოდა მაგრამ თავი შეიკავა. მას ნელი ნაბიჯებით ოთახში ელენე შემოყვა, რომელმაც თავისი ყავის ჭიქა აიღო და ისევ უკან გაბრუნდა, მაგრამ მაინც მოგვაძახა თავისი ცინიკური მოსაზრება:
- ნინ იცი რა შემაწუხებელი იყო ამის ნერვიული წუწუნი? შენზე იმდენ რამეს მეკითხებოდა ახლა რომ არ გაგეღვიძა ალბათ ეზოში სადმე მიტოვებულ ადგილას დავმარხავდი- ელენემ გადაიხარხარა და ოთახიდან გავიდა. მე ალექსანდრეს ავხედე და სუსტად გავუღიმე. ისიც მიღიმოდა, მაგრამ რობოტული მოძრობებით ძლივს გაწია სკამი თავისკენ და დაჯდა. მის თვალებში იმდენ გრძნობას ვხედავდი, რომ უკვე გაურკვევბელი იყო ზუსტად რა გრძნობები იმალებოდა მასში. ცოტახანი უბრალოდ თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს და ოთახში სიჩუმემ დაისადგურა. პალატაში მხოლოდ სამი სხვა პაციენტი იყო და აქედან ორ ბებოს ჩასძინებოდა მესამე, კი წიგნს კითხულობდა და დროდადრო თვალს მოაყოლებდა ჩვენსკენ. მე ჩამეცინა და ალექსანდრეც ამყვა. როდესაც ორივე ისევ გავჩუმდით ალექსანდრემ ამოიღო ხმა:
- როგორ ხარ? რამე ხომ არ გტკივა? - მე ცოტახანი დავფიქრდი და წყნარად ვუპასუხე რომ ახლა არაფერი მაწუხებდა. მართლაც ასე იყო. ყველანაირი ტკივილი დამავიწყდა ამ მომენტში. მე და ალექსანდრე ლაპარაკს შევყევით. ერთმანეთს სასაცილო ისტორიებს ვუყვებოდით, მაგრამ მალე საუბარი ჩვენს სერიოზულ გრძნობებს შეეხო. მოვუყევი როგორ მარტოსულად ვგრძნობდი თავს და მის თვალებშიც იგივე დავინახე. ის საუბრის დროს ნელ-ნელა უფრო და უფრო ახლოს იწევდა ჩემსკენ და ეს მე არანაირად არ მაწუხებდა. მალე ის ჩემს საწოლზე იჯდა და ლაპარაკ-ლაპარაკში მისი სახე ძალიან ახლოს აღმოჩნდა. სუნთქვა შემეკვრა და ჩემი თვალები მის ტუჩებს დაადგა. როგორ მენატრებოდა მისი კოცნა და ალერსი. ზუსტად ამ მომენტში ჩვენს შორის სივრცე გაქრა და მისი ტუჩები ჩემსას ეძგერა. ვნებიანად მაკოცა და სივრცე ისევ დაბრუნდა. გაკვირვებული სახეებით ვუყურებდით ერთმანეთს, მაგრამ ეს გაკვირვება მალევე მოშორდა ჩემს სახეს. ეს ერთი კოცნა ჩემთვის არ იყო საკმარისი. მე უფრო მეტი მინდოდა და ამიტომაც მის ტუჩებს ალერსიანად დავეწაფე. მან ხელები წელზე მომხვია და მეც ძველ გრძობებში ჩავიკარგე. მაშინ მივხვდი, რომ ალექსანდრე ისევ მიყვარდა. პირველი სიყვარული მართლაც დაუვიწყარია და ჩემთვის ის არ დამთავრებულა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent