Butterfly (VI თავი)
მძიმე დღეების მიუხედავად ყველაფერი გადავიტანეთ, როდესაც დილით თვალს ახელ ვხვდები რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ახალი დღე ახალი ცხოვრების საწინდარია, ხვედები რომ ღმერთმა კიდევ ერთი ლამაზი დღე გაჩუქა... ყოველ დილით ადრე ვიღვიძებდი და ვცდილობდი ანდროს გაღვიძებამდე მის გვერდით ვმჯდარიყავი რომ არასდროს ეგრძნო უჩემობა... ანდრო სრულიად გამოჯანმრთელდა, სულ ანდროს სახლში ვიყავი, მისი მშობლები უკეთ გავიცანი, ანდროს პატარა და ლილე ძალიან შემიყვარდა და თითქოს ეს ატმოსფერო ეს სახლი არ გავდა სხვისას, ირინა ძალიან თბილი ქალია, სულ ცდილობდა თავი უხერხულად არ მეგრძნო და ყველაფრით გავეხარებინე, ანდროს მამა მიხეილი ანდროს გამოწერიდან იმ ღამეს წავიდა მივლინებაში, როდესაც მიდიოდა ოთახში შემოვიდა ანდროსთან, ანდროს დაემშვიდობა და ოთახიდნ რომ გადიოდა _ჩემ შვილს 3 ულამაზესი ქალბატონის ხელში ვტოვებ და ვიცი რომ არაფერს მოგაკლებენ.. გაგვიცინა და წავიდა.. ანდრო ძალიან ბედნიერი იყო, ირგვლივ ისეთი ადამინები ყავდა რომ შეეძლო ნებიემიერ დროს მათი იმედი ქონოდა.ხშირად მოდიოდნენ ბავშვები, ნინი და სანდრო გიორგი და ჯორჯი ფატრობრივად 24 საათი აქ იყვნენ, მათი მოსვლით ყველაფერი ფერადდებოდა, ნინი და ჯორჯი მსოფლიოში ყველაზე პოზიტიური ადამინები არიან, ასე რომ მათ გვერდით ყოფნა უკვე ნიშნავს დღესასწაულს, მოკლედ რომ ვთქვათ როდესაც ყველანი ერთად ვართ ეს უკვე დღესასწაულია.თან ამ დროს უკვე ნელ-ნელა ნინი და ჯორჯი დაახლოვდნენ, ჯორჯმა ერთ ჩვეულებრივ დღეს როდესაც ანდორსთან ამოვიდნენ, ზედმეტი აპლოდისმენტების გარეშე დაპირებული ნახატი აჩუქა, ნინის თვალები უბრწყინავდა, ეს იყო ძალიან ჩვეულებრივ მონენტში არაჩვეულებრივიი წამი რომელმაც გარდასახდა ყოველივე....ზოგადად ვთვლი რომ როდესაც ადამიანს ახარებ არ არის საჭირო ზედმეტი რაღაცეები, ვთვლი რომ უბრალოება ეს ყველაზე ლამაზი ბწყინვალებაა და ჯორჯმა ეს შეძლო. ანადროს 2 კვირის რეაბილიტაციის შემდეგ მოვიდა აქტიური ცხოვრების პერიდოი, დავიწყეთ უნივერსიტეტში სიარული და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდით. გადიოდა კვირეებიი თვეები და ჩვენ უცვლელდ და უვნებლად მივყვებოდით ცხოვრების რიტმს, ჯორჯმა ნინის ცხოვრება ანდრომ კი ჩემი ცხოვრება უფრო მეტად გააფერადა. გიორგის და სანდოს სულ ვეხმურებოდით მარტოსულები ხართ რა გიხარიათქო, მაგრამ ამ სიტყვებით არასდროს არ ვაგრძნობინებდით ბიჭებს თავს ცუდად. სანდრო ყოველთვის ამაბობდა რომ ცხოვრებაში ისეთი 2 მეგობარი და ყავდა ჩვენი სახით რომ რთული იყო ვინმეს მოწონება, ყველას ვუწუნებდით და ვებუზღუნებოდით თვალი გაახილეთქო, აი გიორგის კი ყავდა ძალიან მაგარი გოგო, მაგრამ ისე მოხდა რომ აი რაღაც რომ უნდა დასრულებულიყო, ასე დასრულდა მათი ისტორია... უკვე ახალი წლის ციებცხელება იწყებოდა, გადავწყვიტეთ ყველანი თბილისიდან გავსულიყავით და მშვიდად და ჩვენთვის აღგვენიშნა ახალი წელი, გიორგის ბორჯომში ქონდა სახლი და გადავწყვიტეთ ყველანი წავსულიყავით იქ რადგან სიწყნარე და სიმშვიდე იქნებოდა. 30 დეკემბერს ყველანი გავემზადეთ და საღამოს უკვე ბორჯომში ვიყავით, გზად ყველაფერ ვიყიდეთ ახალის წლის ღამეს რომ მშვენიერი და ლამაზი სუფრა გვქონოდა. 30 ში ძალიან დაღლილებიი მალევე დავწექით დასაძინებლად, მაგრამ ერთი რამ გვაწუხებდა ეს იყო თოვლი, საახალწლო განწყობას მხოლოდ თოვლი აკლდა და ეს იქნებოდა ნამდვილი ჯადოსნური ახალი წელი, სახლი ძალიან მოგვეწონა , ბუხარი იმ საღამოსვე დავანთეთ და ჭიქა ღვინოზე გავიხსენეთ ყველაფერი, როგორ მოვედით დღემდე აქამდე და ჩვენიანი რომ გახდა ჯორჯი, ყველაფერმა იმ საღამოს მშვენივარად ჩაიარა, მე და ნინიმ ოთახები მივალაგეთ და დავიძნეთ. დილით ადრე არასდროს ვდგებოდი , მაგრამ რატომღაც გამეღვიძა საათს რომ დავხედე დილის 8 საათი იყო, ვეცადე ისევ დამეძინა, მაგრამ ვერ დავიძინე, ავდექი ჩავიცვიი და ქვემოთ ჩამოვედით, არავის ეღვიძა, ფარდები გადავწიე და არ არსებობს, ღმერთო ჩემო აი ნამდვილი ახალი წელი მოვიდა, გარეთ იმხელა თოვლი იყო, გავგიჟდი, გარეთ გავედით შეშა შემოვიტანე და ბუხარი დავანთე, გათბობა იყო მთელ სახლში ჩართული მაგრამ როდესაც სახლში ბუხარი გიზგიზებს აი ეს არის ნამდვილი ზამთარი, სწარაფად დავანთე ცეცხლი და გადავწყვიტე ბავშვებისთვის საუზმე მომეზადებინა, სამზარეულოში გავედი და დილის მსუბუქი საუზმე მოვამზადე, ამ მზადებაში 2 საათი გავიდა არავინ იღვიძებდა, ამიტომ გადავწყვიტე მე გამეღვიძებინა ყველანი, ჯერ ნინი გავაღვიძე რომ ვუთხარი გარეთ იმხელა თოვლია ვერც კი დაიჯერბთქო რომ წამოფრინდა და ფანჯარაში გაიხედა, როგორ ჩაიცვა არ მახოსვს, ნინიმ ჯორჯი და გიორგი გააღვიძა, მე ანდრო და სანდო და ყველანი სულ მალე სასტუმრო ოთახში ჩავედით, სუფრა უკვე გაშლილი იყო ამიტომ ყველამ ერთად გემრიელად ვისაუზმეთ და საგუნდაოდ წავედით, ძალიან ბევრი ვიგუნდავეთ, გავერთეთ და დაღლილები და სველები დავბრუნდით სახლში.მთელი დღე მე და ნინი ვფუსფუსებდით საღამოს მე და ნინის უნდა გაგვყეწო სახალწლო სუფრა ამიტომ ყველაფერი უნდა მოგვესწრო, ცოტა ხანში ანდრო და ჯორჯი მოგვეხმარა მერე გიორგი მაგრამ სანდრო ვერაფრით ვერ ავიყოლიეთ, ის მხოლოდ ნერვებს გვიშლიდა ... უკვე 11 საათი იყო სუფრა გავშლეთ და მე და ნინი გავიპარეთ გასაპრანჭად, მე შავი ლამაზი კაბა მქონდა ნაყიდი, ნინის მწვანე კაბა, გავიპრანჭეთ და ქვემოთ ჩამოვედით, ბიჭებმა კომპლიმენტები არ დაიშურეს, უკვე 12 ხდებოდა ფეიერვერკი, შამპანური მეგობრები და ყველაზე საყვარელი ადამიანები ახალი წლის ღამეს, ეს იყო საოცარო ღამე რადგან ყველა ვინც გვიყვარდა ჩვენთან ერთად იყო.. ჩემი და ანდროს პირველი ახალი წელი, ნინის და ჯორსჯის პირველი ახალი წელი, ეს იყო ნამდვილად განსაკუთრებული ახალი წელი, რომელიც საოცრად დაიწყო და ასევე მშვენივრად დამთავრდებოდა, უკვე დილის 5 საათი იყო ბუხართან მოვკალათდით ყველანი და ვლაპარაკობდით ყველაფერზე, რაზეც გვინდოდა და რაც იმ მონეტში გვახსენდოებოდა, კარგა ხანს შემოვრჩით ბუხარს, ამიტომ 7 საათი ხდებოდა ბიჭები დაწვენენ, მე და ნინი კი ჩუმად ჩამოვიპარეთ ქვემოთ და ნაძვის ხიშ ქვეშ ყველასთვის დავდევი საჩუქრები და მერე წავედით დასაძინებლად, შუდღით ანდრომ გაგვაღვიძა, ძლივს ავდექით მოვემზადეთ და ქვემოთ ჩამოვედით, ნაძვის ხის ქვეშ ძალიან ბევრი საჩუქრები იდო, ანუ ბიჭები ჩვენს დაძინებას ელოდებოდნენ რომ ნაძვის ხიშ ქვეშ სჩუქრები დაედოთ, ყველა ყუთს ეწერა სახელი, 5- 5 ყუთი გვქონდა ყველას, დავიწყეთ გახსნა, ბოლოს მინდოდა ანდროს ყუთი გამეხსნა , მე ანდროს საწერკალამი ვაჩუქე თავისი სახლი და გვარით წარწერით ანდრო კანდელაკი.ძალიან გაუხარდა ჩემი საჩუქარი ანდორს, ნინიმ ჯოჯრს აჩუქა ნახატი, თანამედროვე ხელოვნების ნიმუში, ჯორჯი ხელოვანი იყო და უყვრადა ესეთი რაღაცეები, ჯორჯმა კი ნინის აჩუქა ნინის საყვარელი მულტფილმის გმირის „აგნესის“ სათამაშო, ნინის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უნდოდა მაგრამ საქართველოში არ იყიდებოდა, ანდროს ყუთს რომ ვხსნიდი ანდრო ძალიან ნერვიულობდა, ყუთი რომ გავხსენი შიგნით კიდევ ყუთი იდო ეს ყუთი რომ გავხსენი სუნთქვა შემეკრა, გული გამალებით მიცემდა, არ მჯეროდა, ცრემლები წამომივიდა და სწრაფად წამოვდექი ფეხზე, ამ დროს ანდრო მომიტრილადა _დიდხანს ვფიქრობდი ამ დღეზე, მინდოდა ყოფილიყო ჩვეულებრივიი და თან არაჩვეულებრივი, მინდოდა ეს ჩვენი საუკეთესო მეგობრების გვერდით მომხდარიყო, რადგან ისინი ჩვენი ოჯახის წევრები არიან, მარიამ ცოლად გამომყვები??? ეს სიტყვები რომ გავიგე, უფრო მეტად ავნერვიულდი, ხელები გამეყინა, ცრემლები უფრო მეტად მომდიოდა, ანდროს გაბწყინებულ სახეს ვუყურებდი და ვერ ვაცნობიერებდი რომ ეს ყოველივე ჩემს თავს ხდებოდა, უცებ _კი კი კი კი, გავიქეცი და ჩავეხუტე, ეს იყო უბედნიერესიი წამები ჩემს ცხოვრებაში, ტაში, სიცილი და ბედნიერების ცრემლები თანმდევი პროცესი გახდა ამ დღის, ყველანი ისეთიი ბედნიერები ვიყავით, რომ სიტყვები არ არსებობს აღწერო იმ მომენტში როგორი ბედნიერი ხარ და საერთოდ არ ხარ იმ მონეტში დედამიწაზე. ამასობაში ნინი და ჯორჯი სულ ერთად იყვნენ, ყველაფერი მშვნივრად მიდიოდა, ბორჯომში კიდევ 4 დღე დავრჩით 6 იანვარს უკვე თბილისში ვიყავით, ცოტა ხანში გამოცდები იწყებოდა და ყველანი ნელ-ნელა ვემზადებოდით გამოცდებისთვის, მე და ნინი სულ ერთად ვმეცადინეობით, ჩემებს ჩემი ახალი ამბავი ვუთხარი, ანდრომ თავისინაებს, ამიტომ გადაწყვიტეს ერთმანეთი უკეთ გაეცნოთ და ჩემმა ოჯახმა გადაწყვიტა ჩემთან დაეპატიჟებინათ ანდროს ოჯახი. ეს კი გამოცდების მერე იქნებოდა, რადგან ჯობდა ეს გამოცდების ციებ-ცხელება მორჩენილიყო. ამ პერიოდში ნინი და ჯორჯი ხშირად ნახულობდნენ ერთმანეთს და ნელ - ნელა მათი ურთიერთობა წინ მიდოდა.ძლივს მოვრჩით გამოცდებს და უკვე თებერვლის პირველი რიცხვები იყო, ზუსტად 3 თებერვალს გვესტუმრებოდნენ ანდროს მშობლები. ნინი სულ ჩემთან ერთად იყო, ხან კაბაზე, ხან რაზე დავდიოდით რომ ეს დღე ყოფილიყო მშვნიერი და დაუვიწყარი.. .და აი მოვიდა 3 თებერვალიც.... ბავშვბეო ბოდიში ასეთი დაგვიანებისთვის :* :* მადლობა მათ ვინც კითხულობს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.