მომავლის იმედი (10)
ჩემი ცხოვრება დალაგდა,ამიხდა ყველა ის ოცნება რაზეც ვოცნებობდი.გვერდით მყავს ძმა რომელსაც 16 წელი ვნატრობდი,მყავხარ შენ,თოკა,ნინა და ბექა.არვიცი ჩვენს ურთიერთობას რა შეიძლება დავარჰქვა მაგრამ ერთი რამ ვიცი,მე მიყვარს ბექა,მასაც ვუყვარვარ!დარწმუნებული ვარ, ვგრძნობ რო ვუყვარვარ!. -მაშინ აქ რას მიზიხარ? მიდი მასთან! (გვანცა) -მინდა! მაგრამ რაღაც მაკავებს! -რა? -ის იმდენად ამაყია!მეშინია ჩვენი სიყვარული არ უარყოს! -თუ არ სცადე ვერაფერს გაიგებ! -როგორ მოვიქცე? -წადი მასთან! -მეშინია! -რისი? -არვიცი!უბრალოდ მეშინია! -გინდა მასთან ყოფნა? -ძალიან! -ხოდა წადი! -კარგი! ___ბექა___ ბექა როგორც ყოველთვის ზის სახლის წინ აუზთან კონიაკით ხელში და თავის მეგობარ თორნიკეს ესაუბრება. -რა გაწუხებს? -რასისულელეა! -მაშინ რატო სვავ? -ასე მინდა! -ადრე ასეთი არიყავი! -როგორი? -ამაყი! -არ ვარ ამაყი!! -ხარ! -თოკა საქმე არ გაქვს? შემეშვი ტო!! -ვიცი რო გიყვარს! -ვინ? -ანა! -დავუშვათ,მერე შენ რა? -ასე ნუ იქცევი! -როგორ ასე!? -თითქოს ყველა და ყველაფერი გკიდია! - ყველა და ყველაფერი! -გკიდია ყველა, ანას გარდა! (გაჩუმდა და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი) -შენს და ანას შორის დიდი განსხვავებაა.ის გაიზარდა ობოლთა თავშესაფარში,შენ ცნობილი ბიზმესმენის და მოსამართლის ოჯახში,ხარ კომპანიის მომავალი მფლობელი,ყველაფერი რაც გაგაჩნია შენი მშობლების დამსახურებაა შენ არაფერი გაგიკეთებია ამისთვის!მან კი ყველაფერს თავად მიაღწია.ვიცი ხარ ძალიან ამაყი და შენთვის მნიშვნელოვანია რას იტყვის ხალხი! მაგრამ ფრაზა „რას იტყვის ხალხი?!“ ეს სიტყვებია რომელიც ბევრისთვის მეტად მნიშვნელოვანია.დამიჯერე ხალხს რაც უნდა იმას ყოველთვის იტყვის,არ ღირს ამის გამო მიზნების შეცვლა,შენ რაც გინდა ის უნდა გააკეთო,ხალხი კი რასაც უნდა იმას იტყვის მაინც!. თოკას სიტყვებმა ბექაზე იმოქმედა.კონიაკის ბოთლი აუზში მოისროლა და ფეხზე წამოდგა -იცი რაა? მართალი ხარ! წავალ და ვეტყვი თუ როგორ ძალიან მიყვარს!შემდეგ დავბრუნდები და ყველანი ერთად გავერთოდ! რამნიშვნელობა აქვს რას იტყვის ხალხი?! სახლში შევარდა თავი მოიწესრიგა და ანას შეხვედრა სთხოვა.რამოდენიმე წუთით ადრე მისულმა ბექამ, ხესთან ჩამოჯდა და ნერვიულად ითვლიდა წამებს. -ჰაი! როგორ ხარ? აჩქარებული ნაბიჯით მიახლოვდება და ჩემს წინ,თითქმის ცხვირებით ვეხებით ერთმანეთს.დგება.დგება მაგრამ არ მეხება.მკაცრად მიყურებს -შენ? -კარგად! რაგჭირს? -არვიცი! ტუჩებზე თითს მადებს და ნაზად ხატავს ფორმას.მის აჩქარებულ გულისცემას ვგრძნობ, ვგრძნობ სუნთქვა როგორ უხშირდება.თმაში მიცურებს ხელს და ვნებიანად მკოცნის. დილით მობილურის ბჯუტუნი მაღვიძებს.თვალებს ვახელ და გვერდით ბექას დანახვისას ბედნიერებით ვივსები მაგრამ მალევე ვდგები და შენობიდან გამოვდივარ თან მობილურს ვპასუხობ.ოჰ ეს ნატალი! ნატალიმ შემატყობინა დღევანდელი ფოტოსესიის და ინტერვიუს შესახებ! ერთ-ერთ ჯურნალს უნდა მივცე ინტერვიუ.რაც შეიძლება მალე უნდა დავბრუნდე სახლში და ინტერვიუსთვის მოვემზადო ამისთვის სულ რაღაც ერთი საათი მაქვს. სახლში დავბრუნდი,შხაპი მივიღე და ფოტო სესიისთვის მოვემზადე.გვანცამ კითხვები დამაყარა როგორც ყოველთვის აინტერესებს ჩემი ახალი ამბები მაგრამ სიჩქარის გამო მისთვის არაფერი მომიყოლია. დაიწყო ინტერვიუს ჩაწერა,რომელიც არამარტო ჯურნალში არამედ რადიოშიც გავა პირდაპირი ეთერით. ანა,თქვენ ხართ,ადამიანი რომელიც ობოლთა თავშესაფარში გაიზარდა,რომელსაც არაფერი გააჩნდა და უცებ ჰოპ! და გახდით ცნობილი და პროფესიონალი მოდელი და ასევე აღიარებული როგორც ყველაზე ლამაზი ქალი! რა არის თქვენი წარმატების მიზეზი? -დიახ,მე ობოლთა თავშესაფარი დავტოვე სულ რაღაც ერთი წლის წინ,არაფერი გამაჩნდა ჩემი წითელი სვიტრისა და შავი შარვლის გარდა,მაგრამ სავსე ვიყავი იმედებით და მიზნებით.ახლა მაქვს ყველაფერი რაზეც ოდესმე მიოცნებია და რაც მთავარია მყავს ადამიანები გვერდით რომლებიც ჩემთვის სულერთი არ არის. წარმატებას მიზეზი არ სჭირდება,მთავარია გულით გინდოდეს და იწამო! რა არის ცხოვრება? -რა არის ცხოვრება?ზოგისთვის წიგნის ფურცელია რომელსაც ზოგი ავსებს, ზოგიც ვერა.....ზოგისთვის ერთი წამია რომელშიც ყველაფერი უნდა მოასწროს და გააკეთოს, ეს ცხოვრება სპექტაკლია,რომელიც სავსეა დრამატული ტრაგიკული და ბედნიერი წუტებით,ყოველი ცჩვენგანი ამ სპექტაკლის მთავარი გმირია....სპექტაკლის რეჟისორი კი უფალია, უფალი რომელიც ალბათ ოპტიმისტურად აფასებს მსახიობის მიერ დაშვებულ შეცდომას და ცდილობს კიდევ მისცეს შანსი ...თუმცა ადამიანები ისეთი უსინდისოები ვართ რომ ამ შანსს არასდროს ვიყენებთ და ზოგჯერ არც კი ვფიქრობთ იმას რომ უფალმა მეორე შანსი მოგვცა დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად , ჩემთვის კი მორიგი ეტაპია , მზადებააა უკეთესისაკენ ... საერთოდ ესეთი ადამიანი ვარ, ვცდილობ ყველაფერში კარგი დავინახო...ცხოვრებასაც ასე ვუყურებ ...ეს მმზადებაა ....მომზადება სხვა უკეთესი ცხოვრებისათვის, ეს არის ციკლი დაბადებიდან სიკვდილისკენ ზოგისთვის სიკვდილი დასასრულია ყველაფრის ჩემთვის კი დაბადებააა ახალ სამყაროში დაბადება , სეიძლება მე ვცდები , მაგრამ ამას ვერავინ ვერ გაიგებთ სანამ სიკვდილი არ ჩაგვხედავს თვალებში.მაგრამ ჩემთვის მთავარია რწმენა , რწმენა მომავლის,უკეთესი მომავლის!. რა უნდა გააკეთო ბედნიერებისთვის? გინდა რომ იყო ბედნიერი?! უნდა მოიპოვო... ცხოვრება ბრძოლაა და თუ არ იბრძოლებ, გაუჩინარდები… არასოდეს არ დაკარგო იმედი, გჯეროდეს სამართლიანობის, გქონდეს „მომავლის იმედი“ რადგან მთავარი რწმენაა… არ შეგაშინოს ცხოვრების ეკლებმა, იმიტომ რომ მათში ხშირად ვარდები იმალება… კარგი და -ცუდი- კი ყოველთვის იარსებებს, რადგან ცხოვრება ბრძოლაა სიკეთესა და ბოროტებას შორის… ხან ერთი იმარჯვებს, ხან მეორე, მოსპობით კი არც ერთი არ მოისპობა, რადგან ცხოვრებისთვის ორივე თანაბრადაა საჭირო. ერთი მეორის საზომია… ბოროტება რომ არსებობს ამიტომ ვაფასებთ სიკეთეს… ზოგჯერ, გული ცრემლებად უნდა დაიღვენთოს, რომ მიხვდე, ღიმილი რამხელა ბედნიერებაა… აღმართი გაჭირვებით უნდა აიარო, რომ შეიგრძნო რას ნიშნავს მწვერვალზე დგომა. ხანდახან უნდა წაიქცე კიდეც, რომ ადგომის ფასი გაიგო… სხვანაირად ადამიანად ვერ იქცევი… მთავარია, არასოდეს დანებდე, იბრძოლე ბედნიერებისთვის, იცხოვრემართალიცხოვრებით და იყავი სხვებისთვისმაგალითი… არა მარტო სიტყვით, არამედ შენიცხოვრების წესით ! გახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს მხოლოდ სიტყვა, მაგრამ არ გააჩნია საქმე, ხის მსგავსია, რომელსაც ფოთლები აქვს, მაგრამ ნაყოფი – არა. ამიტომ, ნუ იქნები გზაზე დამდგარი სვეტი, რომელიც ქალაქის გზას მიუთითებს, მაგრამ თავად ადგილიდან არ იძვრის… არამედ იყავიწინამძღოლი, რომელიც სხვებსაც უჩვენებს გზას და თავადაც წინ მიდის. იარე უკეთესი მომავლისკენ, არასოდეს შეჩერდე, უნდა იბრძოლო, იბრძოლო,ბედნიერებისათვის! რა არის სიყვარული? როდესაც გიყვარს მზე სხვანაირდ ანათებს, დეედამიწა სხვანაირად ბრუნავს, ყველაზე ცივ და სუსხიან ამინდშიც კი შენ გთბილა რადგან ეს გულიდან წამოსული სითბოა კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია, მაგრამ ეს მაგალითები თქვენც კარგად იცით, ჩემი აზრით სიყვარული ის გრძნობაა, რომელსაც სიტყყვეით ვერ გამოხატავ , ამაზე შეგიძლია საათობით ილაპარაკო მაგრამ საბოლოო დასკვნამდე მაინც ვერ მიხვიდე. ბევრი ამბობს სიყვარული ვერ დამაბრმავებსო იმასაც კი გეგმავენ როდის შიიყვარონ მაგრამ სიყვარული უეცრად მოდის ერთხელ და სამუდამოდ შემოდის და ისე მყარად იკალათებს ადგილს შენს გულში რომ იქიდან ვერანაირი ძალით ვერ გამოიყვან და ის სიცოხლის ბოლო ამოსუნთქვამდე შენთან დარჩება. ჩემი აზრით არაფერი შეედრება იმას რასაც სიყვარული და საყვარელი ადამიანი ჰქვია ამ დროს ყველაზე მცირედიც გიხარიათ. წყარო რომელიც წყურვილს გიკლავს. ჰაერი რომლითაც სუნთქავ საკვები რომლითაც იკვებები სიცოცხლე რომლითაც არსებობ, როდესაც გიყვარს საყვარელი ადამიანის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი გეჩვენება და ეს ასეცაა, და თუ მართლა გიყვარს მუდამ მზად ხარ უთხრა უამრავი ტკბილი სიტყვა თქვა სხვასთან მასზე უამრავი ტბილი სიტყვა და ყოველთვის შეგეძლოს მას უთხრა გრძნობით "მიყვარხარ!! თქვენი სიტყვებისგან გამომდინარე ჩნდება კითხვა,შეყვარებული ხარ? -ძალიან! ვინ არის თქვენი რჩეული? -ჰმმ.სამწუხაროდ ვერ გეტყვით! კარგით შემდეგი და ბოლო კითხვა, გაქვთ სურვილი რომლის ასრულებაც შეუძლებელია? -მინდა რომ ბავშთა სახლში ყველა ბავშვს უთხრან: „ჩაიცვი შენთან დედაშენი მოვიდა!“ სულ ეს იყო,მადლობა ყურადღებისთვის და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ ცხოვრებაში და ასევე კარიერაშიც! -მადლობა თქვენ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.