შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაინც მოგარჯულებ(6 ნაწილი)


26-06-2015, 22:25
ავტორი ანკა
ნანახია 6 898

ოჰოო... აი ლონდონიც ამას ჰქვია. ძალიან მაღალ შენობაში შევიდნენ და მიმღებში დაცვას მიესალმნენ. კატო აქ პირველად იყო. ბექა, როგორც ჩანდა, ყველას იცნობდა. მისი კაბინეტი მე-7 სართულზე იყო. ლიფტში უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. საბედნიეროდ მალე ავიდნენ და კაბინეტშიც შევიდნენ. ბექა პირდაპირ მაგიდას მიუჯდა და რაღაც საბუთების ქექვა დაიწყო.
-რამით დაგეხმარო?(კატო)
-იყოს, არაა საჭირო(ბექა)
-კარგი, თუ არ გინდა(კატო) - უპასუხა უდარდელად და ოთახში ბოდიალი დაიწყო. იქაურობა კარგად დაათვალიერა და ახლა ახალი გასართობის ძებნას შეუდგა.
-დერეფანში გავისეირნებ და მოვალ(კატო) - გააფრთხილა ბექა და მის პასუხს არ დალოდებია ისე გაუყვა ვიწრო დერეფანს. დიდი არაფერი სანახაობა არ იყო... უბრალო კომპანიის უბრალო დერეფანი, თუმცა უსაქმური სად არ იპოვის გასართობს თუ არ მოინდომა! ყველა თანამშრომელს თავიდან ფეხებამდე აკვირდებოდა და თავისი წარმოსახვით ხასიათებსაც უყალიბებდა. ეს რომ მობეზრდა, ისევ ოთახში დაბრუნდა.
-აუუ, დავიღალე!(კატო) - უთხრა უკმაყოფილოდ და ბექას წინ მდგარ სკამზე დაესვენა.
-მერე მე რაგიყო?(ბექა) - გასცა პასუხი ისე, რომ საბუთებიდან თავი არ ამოუყვია.
-ამით მდივანს იძახებ ხო?(კატო) - გადასწვდა ბექას გვერდზე მდგარ ტელეფონს.
-ხო(ბექა)
-უკაცრავად, 1 ყავა თუ შეიძლება(კატო) - ჩასძახა ტელეფონს და კმაყოფილმა „გასცა ბრძანება“.
ოთახში მდივანი შემოვიდა და პრანჭვა-გრეხვით მიუახლოვდა მაგიდას.
-ბატონო ბექა, ინებეთ თქვენი ყავა - მიმართა ბექას და გაუღიმა. აშკარად მოსწონდა. კატოს ამაზე ნერვები მოეშალა. მოუნდა შუაზე გაეგლიჯა, თუმცა მაქსიმალურად სცადა თავი შეეკავებინა.
-ყავა მე გითხარით(კატო) - გამოსცრა კბილებში და მდივანს მიაჩერდა.
-აა, ინებეთ - უპასუხა გულგრილად, ყავა წინ დაუდო და ოთახიდან გაპაკუნდა.
-ცუდი მდივანია, არ მომწონს(კატო) - თქვა და ბექას შეხედა.
-არ მოგწონს, თუ ეჭვიანობ(ბექა) - ტუჩის კუთხე ჩატეხა და კატოს ამოხედა მისი რეაქციის დასანახად.
-კიი, როგორ არა. მეტი საქმე არ მაქვს ახლა შენზე ვიეჭვიანო!(კატო) - უპასუხა ენის ბორძიკით და აგდებით და ყავა მოსვა. მამაკაცს ისევ გაეცინა, შემდეგ კი დასერიოზულდა და საქმეს მიუბრუნდა.
-ბექაა(კატო)
-ხო(ბექა)
-რამეს გავაკეთებ რაა, მთელი დღე ასე რა გაძლებს(კატო) - დაიწყო წუწუნი
-აჰაა, აი ეს საბუთები აიღე და დაახარისხე(ბექა) - გაუწოდა ფურცლების დიდი გროვა და წინ დაუდო. კატოს კინაღამ გულმა დაარტყა ამდენი საბუთების დანახვაზე, თუმცა არაფრის კეთებას ისევ ეს ჯობდა. ყავა გადადგა და ზანტად შეუდგა საბუთების დახარისხებას. 2 საათში ყველაფერი მზად იყო.
-მზადაა(კატო) - ანიშნა დალაგებულ საბუთებზე და ბექას გახედა.
-ვაა, ყოჩაღ შენ!(ბექა) - უპასუხა გაკვირვებულმა.
-კიდევ დიდხანს უნდა ვიყოთ?(კატო)
-არა, მეც მოვრჩი უკვე(ბექა) - მაგიდიდან წამოდგა და კარისკენ დაიძრა. - ახლა სახლში გავიდეთ, ცოტა დავისვენოთ, შენც გაემზადები და მერე წავიდეთ, ხო?
-კაი(კატო)
საღამოსთვის კატომ მორიგი კაბა გამოიღო. მომზადებაში არც თუ ისე დიდი დრო დასჭირდა.

მაინც მოგარჯულებ(6 ნაწილი)


ტელეფონი აიღო და პირველ სართულზე ჩავიდა. შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი ბექა ძალიან სიმპატიური იყო. თვალი ძლივს მოწყვიტა.
-ძალიან გიხდება ეგ კაბა(ბექა)
-მადლობა(კატო) - უპასუხა უხერხულად.
-წამოდი წავიდეთ(ბექა) - ხელი წელზე მოხვია და მანქანაში ჩასვა.
დარბაზში ყველას ყურადღების ცენტრში ყოფნას უკვე მიეჩვივნენ. თავაზიანად მიესალმნენ ყველას და თავიანთი ადგილები დაიკავეს.
-რა კარგი წყვილი ხართ - უთხრა ერთ-ერთმა მოხუცმა ბიზნესმენმა ბექას.
-მადლობთ(ბექა) - უპასუხა თავაზიანად.
-იცით, ჩვენ...(კატო) - შესწორებას აპირებდა, როდესაც ბექამ გააწყვეტინა.
-იცით, ჩვენ ცოტახანს დაგტოვებთ(ბექა) - კატოს ხელი მოკიდა და ცოტა მოშორებით გაიყვანა.
-რატომ არ უთხარი, რომ წყვილი არ ვართ?(კატო) - კითხა და შეუბღვირა.
-მე წინააღმდეგი არ ვარ წყვილი რომ ვიყოთ(ბექა) - უპასუხა ირონიულად.
-წადი და ეგ შენს მდივანს უთხარი, გაუხარდება(კატო) - უთხრა და იმწამსვე ინანა.
-ვიღაცა ეჭვიანობსო(ბექა) - უპასუხა სიცილით.
კატომ ვეღარაფერი მოიფიქრა საპასუხოდ. მხოლოდ შეუბღვირა და მაგიდისკენ დაიძრა.
-თავხედი!!! იდიოტი!!! უზრდელი!!! უტაქტო!!! - კიდევ მრავალი ასეთი სიტყვით „შეამკო“ გულში ბექა.
საღამო ძალიან გაიწელა. კატოს ძალიან მოსწყინდა და უკვე იმასაც ვეღარ ახერხებდა, სახეზე ყალბი ღიმილი აეკრო. ბექამ მას დაღლილობა შეატყო და ყურში ჩასჩურჩულა:
-გინდა წავიდეთ?(ბექა)
-სირცხვილი არაა?(კატო) - უპასუხა ძალაგამოცლილმა.
-შენ თუ დაიღალე შემიძლია ვუთხრა რომ წასასვლელები ვართ.
-კარგი უთხარი მაშინ, თორემ მართლა აღარაფრის თავი არ მაქვს.
-უკაცრავად ბატონები, ჩვენ დაგტოვებთ. სასწრაფო საქმე გამოგვიჩნდა და აქ დარჩენა არ შეგვიძლია. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა(ბექა) - მიმართა დამსწრე საზოგადოებას, კატოს წელზე ხელი მოხვია და ისე გავიდნენ გარეთ. მანქანაში ჩაჯდა თუ არა, მაშინვე კომფორტულად მოკალათდა. ბექამ მანქანა დაძრა და სახლისკენ წავიდა. კატო ისეთი დაღლილი იყო, იმწამსვე ჩაეძინა. მამაკაცს გულში სითბო ჩაეღვარა მძინარე გოგონას დანახვისას. ხელში აიყვანა, ოთახში საწოლზე დააწვინა და საბანი გადააფარა.
დილით კარგ ხასიათზე გამოეღვიძა. არ ახსოვდა თავის ოთახში როგორ ამოვიდა, თუმცა ახლა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ტანზე ჩაიცვა და პირველ სართულზე ჩავიდა. ბექა ტელეფონზე ლაპარაკობდა. კატოს დანახვისას მალევე გათიშა და მას მიუბრუნდა:
-მამაშენს ველაპარაკე, ენატრები და რომ გაიღვიძებს დამირეკოსო(ბექა) - გადასცა მამის დანაბარები და ტელეფონიც გაუწოდა. კატომ მაშინვე მამის ნომერი აკრიფა:
-ალო, მაა რას შვები?
-რავიცი შვილო აბა, კომპანიის საქმეებს ვაკეთებ და ვარ რა. მანდ რახდება?
-არაფერი ისეთი. წვეულებებზე ყოველ მეორე დღეს დავდივართ.
-ხმაზე გატყობ მოგბეზრდა - ჩაიცინა ლევანმა
-ხოო, ძაან მოსაწყენია - დაიწყო წუწუნი
-რას იზავ, კატო, ესაა ბიზნესი და სჯობს თავიდანვე მიეჩვიო - დაარიგა შვილი
-ხო, ხოო... - უპასუხა მობეზრებულად - კაი წავედი ახლა მე და მერე დაგირეკავ კიდე
-კარგად მაშინ
-მიყვარხარ მაა
-მეც, მეც - ტელეფონი გათიშა და სახეზე ღიმილი მოეფინა.
მეორე სართულზე აივანზე გავიდა და ხედის თვალიერება დაიწყო. აქედან ხელისგულივით მოჩანდა სახლის დახვეწილი ბაღი. ფიქრებში გართულმა ვერც კი შენიშნა, როდის მოუახლოვდა ბექა.
-ლამაზი ხედია ხო?(ბექა)
-ხო(კატო) - უპასუხა ჩურჩულით. ბექას მზერას გრძნობდა და ასე ეგონა, იწვოდა. თან ეს სიჩუმეც როგორ ძაბავდა. შებრუნდა, უნდოდა სხვა ოთახში გასულიყო, თუმცა მკლავზე ბექას ძლიერი ხელი იგრძნო, რომელმაც იმწამსვე მიაბრუნა მისკენ:
-მოიცა, სად მიდიხარ?(ბექა)
-რაიყო?(კატო) - ჰკითხა დაბნეულმა.
-მე გამირბიხარ?(ბექა) - თვალებში მიაჩერდა და სახე ახლოს მისწია.
-შენ რატო უნდა გაგირბოდე(კატო) - უპასუხა თვალების იქეთ-აქეთ ცეცებით.
-ეგ მეც მაინტერესებს - უთხრა ვნებამორეული ხმით და გოგონასკენ დაიხარა.
კატოს ტანში ჟრუანტელმა დაუარა, გულმა ძალიან სწრაფად დაიწყო ცემა და არ ეგონა იქვე თუ არ ჩაიკეცებოდა. ბექამ კატოს წელზე ხელები მოხვია, ძლიერად მიიხუტა ტანზე და თავი მის კისერში ჩარგო. გოგონა გაშტერებული იყო ერთ ადგილას და განძრევასაც ვერ ახერხებდა. მამაკაცის ცხელ სუნთქვას გრძნობდა კისერზე და სიამოვნებისგან თავბრუ ეხვეოდა.
-ბექა რას აკეთებ?(კატო) - ჰკითხა გულისფანცქალით.
-არაფერს(ბექა) - გასცა პასუხი თავის აუწევლად.
-რა არაფერს, გამიშვი(კატო) - უთხრა და მკლავებზე დაეჯაჯგურა. თავი დაიძვრინა და დენდარტყმულივით შევარდა ოთახში.
ამის მერე ბექას თვალებში როგორ ჩახედავდა! საშინლად რცხვენოდა!!! ტახტზე დაჯდა და ტელევიზორის ყურება დაიწყო. ბექა საღამომდე არ უნახავს. ოთახში ავიდა და დაიძინა.
მამაკაცმა მთელი დღე თავის ოთახში გაატარა. კატოზე ფიქრები თავიდან არ ამოსდიოდა. მის გარეშე უკვე ვეღარ ძლებდა, მეტს ვეღარ მოითმენდა! შუაღამეს კატოს ოთახის კარი შეაღო. ეძინა. კატოს ღამით ვერანაირად ვერ გააღვიძებდით. თუ დაიძინა, მორჩა! ზარბაზნის ხმაზეც ვერ გამოაფხიზლებთ... საწოლს მიუახლოვდა და მის თავთან ჩამოჯდა. ხელით თმებზე მოეფერა, შემდეგ მის სახეზე აასრიალა, გოგონასკენ დაიხარა და შუბლზე აკოცა. აგიჟებდა მისი სურნელი, თვითონაც უკვირდა ამდენს როგორ ითმენდა. ნებისმიერ სხვა ქალს აქამდე საწოლში ჩაიგორებდა, თუმცა კატო სხვებს არ გავდა. ის სხვანაირი იყო, განსაკუთრებული. ამიტომაც უფრთხილდებოდა ასე ძალიან. საწოლს მეორე მხრიდან მოუარა, გოგონას გვერდზე მიუწვა და ძლიერად ჩაეხუტა. ძალიან ტკბილად დაეძინა...
დილით კატომ თავის სხეულზე ვიღაცის მძიმე ხელები იგრძნო. ვინ იქნებოდა, თუ არა ბექა! მისკენ შებრუნდა და ნჯღრევა დაუწყო.
-ბექაა, გაიღვიძეე!!!
-მმმ, რაიყოო! - ამოიზმუვლა უკმაყოფილოდ
-აქ რაგინდა?
-აქ კომფორტულად მძინავს - უპასუხა თავის აუწევლად.
-მერე მე რაში მაინტერესებს! ადექი და გადი ეხლა! – „უბრძანა“ მკაცრად და ისევ შეანჯღრია.
-ოოო, გოგო გაჩერდი ახლა! - ამოსძახა მკაცრად, წვრილ წელზე ხელები მოხვია და მჭიდროდ მიიხუტა.
-აუუ, ბექაა... - დაიწუწუნა და გაჩუმდა. იცოდა, რომ აზრი არ ჰქონდა. სანამ „დიადი ბექა“ ადგომას არ მოისურვებდა, მანამდე ვერც თვითონ ადგებოდა. სიამოვნებდა მის მკლავებში მოქცეულს წოლა, თუმცა მაინც მისგან გაქცევა უნდოდა. ნახევარსაათიანი ძილის შემდეგ ბექამ თავი წამოყო.
-აბა როგორ გეძინა?(ბექა) - ჰკითხა უფრო დაბოხებული ხმით და გაუღიმა. რაღაც სხვანაირად იღიმოდა, თვალებში სხვანაირი სითბო ჰქონდა ჩამდგარი.
-გადასარევად(კატო) - უპასუხა ირონიულად და თვალებში მიაჩერდა.
-მეც - უპასუხა მთელი სერიოზულობით და მზერა ტუჩებზე გადაიტანა. ხელის ერთი მოძრაობით მისწია კატო თავისკენ და თვითონ ზემოდან მოექცა. გოგონას ტანზე ეკლებმა დააყარეს და გული აუჩქარდა. მამაკაცმა ერთი ხელი წელზე ქვემოთ შეუცურა, მეორეთი კი ტანზე აიკრო, ნელ-ნელა დაიხარა მისკენ და ქვედა ტუჩზე ნაზად აკოცა. კატომ სიამოვნებისგან თვალები მილულა. ბექა მის ბაგეებს ოდნავ მოშორდა და გოგონას თვალებში ჩააცქერდა. როგორ უყვარდა ეს ზღვისფერი თვალები!
-კატო, მიყვარხარ! ძალიან მიყვარხარ! ყველაზე და ყველაფერზე მეტად! - კატო დაიბნა, არ იცოდა რა ეპასუხა.
-ბექა, მე... ისა... - დაიწყო უაზრო ბუტბუტი. ბექას გაეღიმა კატოს ასეთ დაბნეულობაზე და ტუჩებში აკოცა. დიდხანს კოცნიდა, გოგონას ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
-ისეთი ტკბილი ხარ, რომ თავის შეკავება მიჭირს - ამოიჩურჩულა ვნებიანად, კისერში ხმაურიანად აკოცა და მოშორდა. კატო ისევ ვერ იღებდა ხმას. ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო. საწოლიდან წამოდგა და სააბაზანოში შევიდა. აზრზე მოსასვლელად დიდხანს იდგა წყლის ქვეშ. შემდეგ პირსახოცი მოიხვია და ოთახში შევიდა. ტანზე გამოიცვალა და სამზარეულოში ჩავიდა. ძალიან შიოდა. ბექა უკვე იქ იყო. ოთახში მორიდებულად შევიდა და მაცივრიდან მზა საჭმელი გამოიღო.
-დღეს წვეულება არაა, მინდა ჩვენ გავიდეთ სადმე(ბექა) - დაიწყო საუბარი.
-კარგი(კატო) - უპასუხა და თავი ჩახარა. თავს ძალიან უხერხულად გრძნობდა, თუმცა რა ექნა... დარჩენილი 3 დღეც ასეთ არეულობაში მოუწევდა ყოფნა.
-სად გაქრა შენი გამბედაობა(ბექა) - ჰკითხა სიცილნარევი ხმით.
-არსად
-კი, როგორ არაა...
-დავუშვათ კი, რა შენი საქმეა! - უპასუხა დაბღვერილმა
-მე ვიცი სადაც გაქრა - უთხრა, უკვე სიცილით
-რა იცი - ჰკითხა და თვალებში მიაჩერდა
-მ ო გ ა რ ჯ უ ლ ე - მიუგო დამარცვლით და ბედნიერმა გაუღიმა.
-აჰაა, ანუ... შენ, მე... აჰაა, კაიი... - დაიწყო ბოდიალი და ოთახიდან გამოვარდა.
ბექას კატოს ასეთ რეაქციაზე გაეცინა. არა რა, მაინც რა ჯიუტია ეს პატარა გოგო. ბოლომდე შეიძლება ვერა, მაგრამ ნახევრად მაინც ხომ დაიმორჩილა...
მაინც მოარჯულებს!!!

..........
ესეც მორიგი თავი.
ბავშვებო ბოდიში დაგვიანებისთვის, უბრალოდ დღეს ძალიან დატვირთული დღე მქონდა. მეტი ასე აღარ განმეორდება <3 <3 <3
ისე გამახარეთ თქვენი თბილი კომენტარებით, რომ არ შემეძლო დღეს ახალი თავის გარეშე დამეტოვებინეთ
ძალიან მიყვარხაართ ყველა! <3 <3 <3
ველი შეფასებას... love



№1  offline წევრი მარი ნოზაძე

მაგარიაააააა wink love

 


№2  offline მოდერი ანკა

მარი ნოზაძე
მაგარიაააააა wink love

მადლობაა <3 მიხარია რომ მოგწონს love

 


№3  offline წევრი მარი ნოზაძე

ეს ისტორია რო არ მოგეწონოს სულელი ინდა იყო wink

 


№4  offline მოდერი ანკა

მარი ნოზაძე
ეს ისტორია რო არ მოგეწონოს სულელი ინდა იყო wink

love love love

 


№5  offline წევრი sali))

Au magariaa da male dade raa

 


№6  offline წევრი Tako Gogelia

ძანნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნ მომეწონააა

 


№7  offline წევრი მარი ნოზაძე

ანკა
მარი ნოზაძე
ეს ისტორია რო არ მოგეწონოს სულელი ინდა იყო wink

love love love

ხედავ აქ სულელები არარიან
love

 


№8  offline მოდერი ანკა

sali))
Au magariaa da male dade raa

აუცილებლაად <3 შემდეგ თავს დღეს დავდებ :))
მადლობაა love
Tako Gogelia
ძანნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნ მომეწონააა

მადლობაა love ძალიან მახარებთ ასეთი კომენტარებით! უბედნიერესი ვაარ love

მარი ნოზაძე
ანკა
მარი ნოზაძე
ეს ისტორია რო არ მოგეწონოს სულელი ინდა იყო wink

love love love

ხედავ აქ სულელები არარიან
love

ჩემო საყვარელოოო!!! უკვე შემიყვარდი ძალიან ძალიან love

 


№9  offline წევრი lamazmani

ძაან მაგრაია მომწონს ძაან love

 


№10  offline წევრი masu

აუუ ძაან მაგარია და მალე დადე ახალი თავი <3

 


№11  offline მოდერი ^paradise^

ვაიმე ამას რას კითხულობს ჩემი თვალები ??? :დ ძალიან მაგარი გოგო ხარ!! უფრო და უფრო მომწონს ეს ისტორია <3 ველოდები შემდეგ თავს !!!

 


№12  offline მოდერი ანკა

lamazmani
ძაან მაგრაია მომწონს ძაან love

მადლობაა ჩემო საყვარელოო!!! <3 <3 <3

masu
აუუ ძაან მაგარია და მალე დადე ახალი თავი <3

ახალი თავი უკვე ავტვირთე და იმედია მალე გამოქვეყნდება :) მიხარია რომ მოგწონს love

^paradise^
ვაიმე ამას რას კითხულობს ჩემი თვალები ??? :დ ძალიან მაგარი გოგო ხარ!! უფრო და უფრო მომწონს ეს ისტორია <3 ველოდები შემდეგ თავს !!!

მადლობა მადლობა და მადლობააა <3 <3 <3 ვერ წარმოიდგენ როგორ მაბედნიერებს ასეთი კომენტარების კითხვა! მიხარია თუ უფრო უკეთესად ვწერ ვიდრე ვწერდი request
ისე მახარებთ ასეთი თბილი კომენტარებით, რომ მინდა რაც შეიძლება უკეთესად ვწერო! <3 ასე რომ ეს თქვენი დამსახურებაა love love love

ყველა ძააააალიან მიყვარხართ!!!!!!!! <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent