მარიამი (თავი 1)
თავი 1 მოკლედ,ვცხოვრობ თბილისში.21 ვარ.ასე მგონია ტო,ბავშვი ვარ ისევ,მაგრამ აი ვალდებულელებზე და რამე რო დამიწყებენ ხოლმე მაგრად მაბეზრებენ თავს.აი დედაჩემი პროსტა რაა.აი სულ ტო,“ნიკუშ მაგის დრო აღარ გაქვს“,“მალე მოდი“,“შეეშვი ტიპობას“ და მსგავსი იდიოტობები.სამსახურზე და ფულზე ხო იმენა ტვინი გამობუღეს,აღარ შემიძლია.სწავლითაც პროსტა ტეხავდა ჩემნაირი მამის შვილს ბოლობოლო პროფესია მაინც ხო უნდა მქონოდა.ისე მაგრად გამიტყდა სამედიცინოზე რო შემტენეს.აი ვაბშე გაგებაში არ ვარ.გამოცდებზე ხო საცოდავად 100 ქულიდან 35-36 ქულას ვიღებ,ისიც ვინმესგან თუ გადავწერე.მამაჩემი იმენა გავატყავე,ყოველ გაცდენებზე ხო ფულს ვახდევინებ და იქ ლექტორის პატივისცემა და ამბები ხო, მოგეხსენებათ რამედენი უჯდება.და მყავს ტო,იმენა წყობილებიდან გამოვყავარ.3 წლისაა ტიპი და სიცოცხლეს მიმწარებს.მაგრრამ სიცოცხლეზე მეტად მიყვარს.წარმომიდგენია რო გაიზრდება დაშოკავს ჩემნაირ ტიპებს,მარა ტო ვინმემ რო რამე გაუბედოს ხო მოვაჩრი თავს. ისე ვაბშე რაზე დავიწყე,ახალი კურსელი მყავს.ნუ ხო ხვდებით რო გოგო იქნება.იმდღეს ჩემ ბედზე წავეთრიე უნივერსიტეტში.ავდივარ რა კიბეზე და ტიპიც მოდიიიის.გაიჩითა მოკლე თმით.ტიპს თვალები ქონდა ლამის ფეხი გამოვდე კიბეს.მეთქი არ დამცინოს თქო და თავი შემიკავე ძლივს.ისე კი წავიბარბაცე და მოვიდა ბიჭის ზმანით, ცუდად ხო არ ხარო? აუ მაგრად გამისწორდა ყურადღება და რამე.მეთქი მადლობ არაფერია.ბიჭო,ისე გავინაზე ეს ახვარი ტიპი,გამიკვირდა ჩემი თავის რა დამემართა.სხვა რო ყოფილიყო საცოდავად გადავხედავდი და გავივლიდი,მაგრამ ეს რაღაცნაირი იყო ტო.ვეფხისტყაოსანში რო თინათინი ატყვევებს თავისი მზერით ავთანდილს თუ ტარიელს აღარ მახსოვს,ისე დამატყვევა იმ გოგომ.აუუ შევედი ლექციაზე,ბიჭოო პროსტა იმ გოგოზე ფიქრმა არ მომასვენა.ტიპი გავგიჟდი.არ გასულა რამოდენიმე წუთი და ეგეც შემოვიდა.ავენთე რასაც ქვია.მახსოვს,ბავშვობაში დედაჩემს ფაიფურის გოგონა გავუტეხე და სანამ სახლში მოვიდა ნერვიულობით კუჭი ამტკივდა.ასე დამემართა მაშინაც მეორედ რო დავინახე.ლექტორმა სახელი და გვარი ჩაიჩურჩულა და მიანიშნა დაჯექიო.აუ ტო ისე ვიყავი დაბნეული ვერც სახელი გავიგონე.მაგაზე ხო სუ დავიბრიდე.კი გავიგონე რო თქვა ბოლოში „....ამ“ და რაღაცა გვარი.მგონი მარიამი ქვია - მარიამ რაღაცა.რა კარგად ჟღერს.მარიამ რაღაცამ აქეთ-იქით მიმოიხედა,თავისუფალ ადგილს დაუწყო ძებნა.ნელ-ნელა კიბეზე ამოვიდა და ჩემსკენ იყურება.სულ ამაკანკალა.ტიპი ჩერდება და მიღიმის.ლამის ვიტირე ნერვიულობით.ვერც გავიღიმე,ვერც ვერაფერი ვუთხარი,გაშტერებული უყურებდი.მარიამ რაღაცა მოვიდა უფრო ახლოს და მეკითხება“გამატარებ?“ - თურმე ჩემს გვერდით ადგილი ცარიელი იყო,ვერც კი შევამჩნიე.მეც დებილი ბიჩივით ავედგე ფეხზე,აი შკოლნიკი ტიპები რო არიან აჩკებში და კაი ტიპების რო ეშინიათ და მათ დანახვაზე ეგრევე რო სმირნაზე დგებიან ეგრე.გაეღიმა ნაგავივით რო ვიქცეოდი.მოკლედ შევატარე და მეც როგორღაც მოვახერხე დაჯდომა.ლექტორმა მალევე გააგრძელა მაღალფარდოვანი სიტყვებით ბაზრობა.ვფიქრობ ახლა გავხედო თუ არა? კი,არა,კი,არა........დავიტანჯე.ბოოლოს მეთქი რაც არის არის და ცალი თვალი გავაპარე ვითომდა შეუმჩნევლად.აუ ტო იგრძნო თუ არ ვიცი მარა,მაშინვე გამომხედა მაგანაც.კიდე გამიღიმა,უფრო თბილად.აუუ,აუუ რაებს ვბაზრობ რა სითბო ამიტყდა.გავიდა სატანჯველი 1 წუთი და კიდე გავხედე სასხვათაშორისოდ.აღარ შემოუხედავს.პროფილში რომ გავხედე, თვალი ცხვირისკენ გამექცა ეგრევე.ლამაზი ცხვირი ქონდა,რაღაცნაირი - კურნოსა.უცბად მომინდა მეკბინა ზედ,მაგრამ ლექტორის ჩრდილმა რო გადაფარა მარიამი,მივხვდი ცუდად მქონდა საქმე და საბოლოოდ შევრცხვებოდი ამხელა აუდიტორიის წინაშე.“თუ არ გაინტერესებდათ და სწავლა არ გინდოდათ,გამაგებინეთ რამ გაგხადათ ვალდებული უმაღლესში გესწავლათ და მაინდამაინც სამედიცინოზე ჩაგებარებინათ?“ - მეკითხება ლექტორი არაფრისმთქმელი როჟით.“რამ გამხადა ვალდებული პატივცემულო და პატივცემულმა მამამ და დედამ“ - მეც სიმართლე ვხიე.ლექტორმა მიყურა მიყურა,ისევ დაბლა ჩავიდა და გააგრძელა ლაყბობა.ვითომ არაფერი,მაგრამ გავშრი.თვალები მაგრად დავხუჭე და მარიამს გავხედე ისევ.ხელში რაღაცას ათამაშებდა,რგოლი იყო ბუმბულებიანი.ვერ მივხვდი რა იყო ტო და ბავშვი რო მაღაზიაში კამფეტს მიაშტერდება უნახავივით,მეც ეგრე უყურებდი.რატო არ ვიცი მაგრამ მაგიდაზე ნელა,შეუმჩნევად,ისე რო ჩემთვის არ შემოუხედავს,გამომიცურა სათამაშო.შევათვალიერე მეც ვითომ მივხვდი რა იყო და ვეცადე იგივენაირად მიმეწოდებინა.მიხვდა ხელი რომ გავწიე და,და ....ხელზე ვიგრღენი საშინლად,ყინულივით ცივი ხელი.ბიჭო ჯერ ხელით რო შევეხე,მაგან ამლეწა და მერე ესეთი ცივი ხელი ტო არავიზე არ მინახავს.მეკკიდე სიცხიანივით,სულ ცხელი მაქვს ხელები და ტვინიც მგონი.რაღაცნაირად გავხდი ტო,თავი მაგიდაზე დავაბრეხვე და ხელები ამოვიდე.ცოტა მოვეშვი ვითომ.სანამ ლექცია არ დამთავრდა მანამდე არ ამიწევია.ისე კი ვფიქრობდი, რო შემდეგ ლექციაზეც აქ იჯდებოდა და ამას ვეღარ გავუძლებდი.და მაინც რა დამემართა,ვერ ვხვდები.მე ისეთი ტიპი ვარ გოგოები იმენა კისერზე მეხვევიან და ქუჩაში ბებრების გარდა ყველა მე მიყურებს ჰოლივუდის მსახიობივით.გარეგნობა და გოგოები არ მაკლია,მაგრამ როგორც ასეთი არ დამმართნია არასოდეს.გოგოებთან იმენა სწერვა ვხდები თუ არ დამევასა,მარა აზრი ძმა? მაინც მეტენებიან.ხოდა,ტო ამ გოგომ გადამრია.აი ბიჭო ვითომ არაფერი ერთი შეხედვით,მარა რაღა არაფერი,პირველივე დანახვაზე როჟა ამეხია.მოკლედ,ისე დამთავრდა ის დღე,იმ ლექციის მერე აღარ მინახავს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.