"სიყვარული სიცოცხლის ფასად"(დასასრული)
აი დასრულდა ჩემი ისტორიაც..მართლა ბევრი ვეცადე რომ ისეთი ყოფილიყო როგორიც თქვენ გაგახარებდათ და მოგეწონებოდათ..გუშინ დადება ვერ მოვახერხე რის გამოც ბოდიშს გიხდით..მადლობა ყველა ჩემი ისტორიის მკითხველს რომ ბოლომდე "გამომყვა" და დაინტერესდა მისით..იმედი მაქვს მოგეწონებათ და ისიამოვნებთ..გთხოვთ არ დაიშუროთ კომენტარები ყველამ, ვინც კითხულობდით რადგან ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია <3, მიყვარხართ!.. 7 7 7 ჩვენთვის, ადამიანებისთვის უამრავი "რადიკალური", განსაცდელის შეგრძნება არსებობს, რომელიც გამოწვეულია ან ღალატით, ტყუილით, რაიმე საფრთხის შეგრძნებით ან თუნდაც დაკარგვით..ადამიანების დაკარგვით..უკანასკნელს განსაკუთრებით გამოვყოფ მისი სიმძაფრის გამო..ადამიანს ყველაფრის გადატანა შეუძლია თუკი თავს ძალას დაატანს და მოინდომებს, მაგრამ არსებობს ხანგრძლივობა "გლოვისა" გამოწვეული თითოეული "შემთხვევით"..ალბათ, ყველაზე დიდხანს ადამიანი დაკარგულს ვერ ივიწყებს..იმ დაკარგულს, რომელიც ძვირფასი იყო მისთვის..შენ კარგავ შენს საყვარელ ადამიანს, რომელსაც აფასებდი და უკვე აზრი ეკარგება თუ როგორი იყო იგი..რა გააკეთა ან რის გაკეთებას გეგმავდა..მთავარი ხდება მხოლოდ ის, თუ რა გააკეთა მან შენს მიმართებაში და ვინ იყო შენთვის..და ყოველივეს გააზრება იქცევა ხოლმე ყველაზე მტკივნეულ, რთულად გადასატან მომენტად ადამიანისთვის..მიღებული გეგმის გადაწყვეტილებით იარაღის ხმაზე ინსტიქტურად შედგა ლენას წინ სწრაფად , სხეულისკენ მომავალი ტყვიის მიერ გამოწვეული ტკივილის შესაგრძნებად მოემზადა და თვალები ძლიერად დახუჭა..მერე იყო შეკივლება..ხალხის გაკვირვებული სახეები, გოგონას აკანკალებული სხეული და დიმიტრის ტკივილიანი მზერა და სიმწრისგან დაბერილი ძარღვები იმის დანახვისას თუ როგორ დაეცა მის წინ უსულოდ მისი ერთადერთი მეგობარი..შოკირებულმა ერთხანს კახას უსულო სხეულს მიაშტერდა მაგრამ ბრაზმა იმდენად იფეთქა მასში რომ მაშინვე მკვლელის თვალებით ძებნა დაიწყო და მის წინ მდგომი მამაკაცის დანახვისას ყოველი ემოცია სახეზე მიეყინა..იმდენად გაუჯდა გონებაში რომ ყველას ნაცვლად ის უნდა მომკვდარიყო, არც კი დაფიქრებულა რას გააკეთებდა ან როგორ გადაიტანდა იმ ფაქტს თუკი გეგმის მიხედვით არ წავიდოდა საქმე და ამ ორიდან რომელიმეს დაკარგავდა..ეხლა სწორედ ეს იგრძნო, საშინელი ტკივილი გულის არეში ერთადერთი მეგობრის დაკარგვით გამოწვეულ, მიუხედავად იმისა რომ ეს მეგობარი მის საყვარელ ქალს კლავდა მაინც..მაინც დიმიტრი მზად იყო თავი გაეწირა მათთვის ოღონდ რომელიმე არ დაეკარგა..ოღონდ არ..მაგრამ.."მამა?!" გაიგონა მისუსტებული, აკანკალებული ხმა უკნიდან როცა მკველისკენ მიიწევდა იმის გასაგებად თუ საიდან გაჩნდა აქ..სწორედ ამ დროს გაიგო უკნიდან სხეულის დაცემის ხმა,მოიხედა და გულწასული ლენას დანახვისას საერთოდ გადაავიწყდა ყველაფერი..სწრაფად მივარდა მასთან, ხელში აიტაცა და ცივი წყლით მის მოსულიერებას შეეცადა.."ახლადმოსული" მამაკაცი შეშინებული სახით ცდილობდა შვილის გონზე მოყვანას და პარალელურად მზერას დიმიტრისკენ აპარებდა..სურდა კარგად დაენახა იმ მამაკაცის სახე ,რომელიც წამის წინ მისი შვილისთვის თავის სიცოცხლეს წირავდა.. -დიმიტრი..-ძლივს ამოილუღლუღა გოგონამ, თავს ძალა დაატანა და ხელებით წამოიწია რომ ბიჭს ჩახუტებოდა..-შენ..შენ ჩემს წინ გადადექი..ეს ტყვია შენ უნდა მოგხვედროდა ხო?! ამას როგორ ბედავდი საერთოდ?! ვერასოდეს გადავიტანდი დიმიტრი ასე რომ მოხდარიყო..შენნ...მე რომ..დამეკარგე..-აკანკალებული ლუღლუღებდა და თვალებიდან ცრემლების ნაკადს ვეღარ აჩერებდა..-ეს ..ეს რა იყო..-მთელი სხხეული უკანკალებდა და დასაწყნარებლად მამაკაცის სხეულს ეკვროდა..უემოციო ქვადქცეულ მამაკაცს გოგონას შეხებისას სითბო მაშინვე ჩაეღვარა გულში, ხელები მჭიდროდ მოჰხვია ლენას და სიმწრისგან დაძაბული მზერის და ტკივილის ჩასახშობად, ძლიერად დახუჭა თვალები..ლენას სიახლოვე, ეს ერთადერთი იყო რაც მას ეხლა შველოდა, ამ საზიზღარი სიცარიელის ამოვსებაში ეხმარებოდა.. -ვწუხვარ..-გაისმა მამაკაცის ხმა უკნიდან..-ვიცი ყველაფერი ასე არ უნდა დამთავრებულიყო მააგრამ..მე ვერ დავუშვებდი ჩემს ქალიშვილს მომავალშიც შექმნოდა საფრთხე და თქვენ ალბათ კარგად იცით, რომ ეს ასეც იქნებოდა თუკი ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით წავიდოდა..ამასთანავე ისეთი ადამიანი როგორიც თქვენ ხართ..არ იმსახურებდა სიკვდილს.. -გინდათ თქვათ რომ კახა იმსახურებდა?!-ნელა მოშორდა დიმიტრი ლენას და სიმწრისგან გაწითლებული თვალები მიაბყრო მის წინ მდგომს-თქვენი მეგობარი იმსახურებდა?! ადამიანი რომელიც მთელი თავისი ცხოვრება საკუთარ ძმად გთვლიდათ..თქვენ კი?!(ზიზღისგან პირი მოკუმა) თქვენ კი მაშინ მიატოვეთ იგი როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა გვერდით დგომა, მართალია კარგ საქმეს არ ეწეოდა მაგრამ..როგორ შეგეძლოთ..(გაწითლებულმა სისხლძარღვებმა თვალები უფრო აუნთო და მთელი მისი სხეული ტკივილმა მოიცვა) როგორ შეგეძლოთ ციხეში მარტოდ დაგეტოვებინათ იგი?!..იმ უცხო გარემოში რასაც ქვია მიგეგდოთ და სიტყვიერი მხარდაჭერა მაინც არ გამოგეხატათ?! სწორედ ამან გაამწარა კახა(შედარებით დამშვიდდა) სწორედ ამან და არა თქვენმა ხელისკვრამ მის ბიზნესში..ამხელა ზიზღი და ასეთი საშინელი შურისძიების სურვილი სწორედ თქვენმა სიტყვებმა გაუჩინა რომელიც ციხეში უთხარით.."ეს კარგი გაკვეთილი იქნება რომ შემდეგში ბიზნესი აღარ გააგრძელო" (ირონიით გაიხსენა ალექსანდრეს სიტყვები) განა ეს მეგობრის მიერ წარმოთქმული სიტყვებია?! იმ მეგობრის რომელსაც ძმად მიიჩნევ?!-სიბრაზისგან დაიღრიალა და შემდეგ თავს ძალა დაატანა რომ დამშვიდებულიყო-არა ბატონო ალექსანდრე..თქვენ ეხლა არავინ არ დაგიცვიათ..თქვენ ჩაიდინეთ მკვლელობა..და მოკალით ის ადამიანი რომლისთვისაც ერთ დროს ოჯახზე მეტი იყავით..-ცივად დაასრულა საუბარი, კახას უსულო სხეული ოთახიდან გაიტანა და მანქანაში ჩაასვენა..წამით შედგა იმის გახსენებაზე რომ ლენას ასე არაფრის თქმის გარეშე ტოვებდა..საჭეს თავი ჩამოადო, შემდეგ სწრაფად გამოვარდა მანქანიდან ლენასთან შევარდა და გაშეშებული მამაკაცის წინ მდგომ გოგონას მთელი ძალით ჩაეხუტა-მიყვარხარ ლენა..საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ..და ასე იქნება სულ..სამუდამოდ..მშვიდობით..-ხმაჩავარდნილმა წარმოთქვა ბოლო სიტყვა და უკანმოუხედავად წავიდა გასასვლელისკენ.. -ეხლა კი ამაზე დავიქრდით ბატონო ალექსანდრე..(უცებ მამაკაცისკენ მობრუნდა და უემოციო სახით წაიჩურჩულა) ორივეს ასეთი ტანჯვა..ეჭვი მეპარება რომ თქვენიც იყოს..ასეთი ტანჯვა ღირდა იმ"გმირულ" საქციელად რაც ჩაიდინეთ და ჩემი სიცოცხლის შენარჩუნებად?!..არ ღირდა..-ცივად დაასრულა საუბარი, სწრაფად აარიდა მზერა და ოთახიდან უკანმოუხედავად წავიდა..მოწოლილი ცრემლები კბილების ღრჭიალით შეაჩერდა და მთელი ძალით მოაჯახუნა მანქანის კარები.. -დიმიტრიი..დიმიტრი..გთხოვ დამელოდე..-სწრაფად შემოვარდა მისი ნათესავი მანქანაში და აკანკალებული ხმით მის რეაქციას დაელოდა-მე არ დავუშვებდი შენს სიკვდილს დიმიტრი..მაგრამ არ მეგონა თუ ის კაცი..ის ასე.. -გთხოვ გაჩერდი ალექსანდრე..-ცივად შეაწყვეტინა საუბარი-მე შენ მხოლოდ ერთი რამ გთხოვე..გადაგერჩინა ლენას სიცოცხლე როცა იმ ტყვიის მსხვერპლი თვითონ ავღმოჩნდებოდი..შენ კი..ესეც კი ვერ შემისრულე.. -დიმიტ.. -მარტო დარჩენა მინდა..დაკრძალვისთვის ბევრი რამ არის მოსამზადებელი..-სწრაფად შეაწყვეტინა ნათესავს და მანქანიდან გადასვლისკენ ანიშნა..უემოციოდ მოსწყდა ადგილს და გეზი ქალაქისკენ აიღო..უამრავ გრძნობას მოეყარა ეხლა მასში და მთელი ძალით ცდილობდნენ გადმოხეთქვას, მაგრამ დიმიტრი ცდილობდა..ცდილობდა ყოფილიყო ძლიერი რომ გადაეტანა ეს საშინელი სიცარიელე..სულის რაღაც ნაწილი წაართვესო თითქოს ისეთი შეგრძნება დაუფლებოდა..ახსენდებოდა კახას მამობრივი სიყვარული მის მიმართ, მისი ყოველი დარიგება და გვერდში დგომა.."ვიცოდი მეგობარო..ვიცოდი რომ ვერავის გამო ვერ იტყოდი ამ შურისძიებაზე უარს მაგრამ..შენ არ უნდა მომკვდარიყავი..შენ არა..ვიცი ჩემი გეგმით სამუდამო სატანჯველისთვის გიმეტებდი რადგან ალბათ მთელი ცხოვრება საკუთარ თავს დაადანაშაულებდი იმისთვის რაც ჩაიდინე..მაგრამ..(საჭეს ბრაზისგან ხელი დაჰკრა) ღმერთო..რომელი უფრო სწორი იქნებოდა?! ის არ იმსახურებდა სიკვდილს..-გაწითლებული თვალებით კბილებს აღრჭიალებდა და მანქანას მთელი სისწრაფით მიაქანებდა..კახა თავის ბიზნესშიც კი ისეთ ადამიანებს არჩევდა, რომელნიც მეგობრობაშიც არ მიატოვებდნენ..ამიტომაც იყო მისი კოლექტივი ცოტა მაგრამ შეკრული და ძლიერი..ყველა დიდმა მწუხარებამ მოიცვა როცა უსულო კახას სხეული შემოასვენა დიმიტრმა სახლში..გამალებით შეიარაღებული ხალხის გაკავება დიდხანს მოუწია რომ ალექსანდრეზე არ აეღოთ იერიში..არწმუნებდა რომ ეს ახალ ომს გამოიწვევდა..დაიღუპებოდა უამრავი ადამიანი და ეს აჟიოტაჟი არ ღირდა..ეს არეულობა აღარ ღირდა..მალევე დაკრძალეს კახა..ორ დღეში..ხალხი ბევრი არ იყო, მხოლოდ ერთგულნი..შავსათვალეებიანი მამაკაცი ფრთხილად მიუახლოვდა დიმიტრს და ჩუმად ჩასჩურჩულა -ჩაბარდა..ალექსანდრე მეტრეველი პოლიციას ჩაბარდა..ვატყობ თქვენმა სიტყვებმა ძლიერად იმოქმედა მასზე..მთელი კომპანია თავის შვილს ჩააბარა..გამოუცდელ ლენას..-მცველმა ყველაფერი მოახსენა და დიმიტრის რეაქციას დაელოდა..მოსმენილმა ნამდვილად გააოცა იგი..ცოტახანს ჩაფიქრდა და საფლავზე თვალისმოუშორებლად ჩუმად ჩაილაპარაკა -გასაგებია. დაკრძალივიდან რამოდენიმე საათში სრულიად დაცარიელდა სასაფლაო.."არ მემეტებოდი სიკვდილისთვის კახა მაგრამ იქნებ ასეც სჯობდა..იქნებ ეს ჯობდა შენს საუკუნო ტანჯვას..მშვიდად განისვენე.."ჩუმად ჩაილაპარაკადა მძიმე ნაბიჯებით მოშორდა ერთადერთი ახლობლის საფლავს..სახლამდე მთელი გზა ფეხით გაიარა და ფიქრებით შორსწასული ირგვლივ ვერაფერს ვერ ამჩნევდა..უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა..იხსენებდა მისი მეგობრის სიტყვებს დიმიტრის და ლენას მომავალთან დაკავშირებით და ხვდებოდა რომ ისინი ერთად ვერასოდეს ვერ იქნებოდნენ..მაგრამ აბა რისთვის ღირდა..კახას სიკვდილი და მათი სიცოცხლის შენარჩუნება განა ამ ტანჯვად ღირდა? "ყველაფერს გამოუცდელი ლენა უძღვება" გაახსენდა მცველის სიტყვები და იმაზე დაფიქრდა თუ რა ცუდ მდგომარეობაში შეიძლებოდა ყოფილიყო ახლა გოგონა..მას უარის თქმა მოუწია თავის პროფესიაზე, დარჩა მამის გარეშე და ამასთანავე საყვარელი ადამიანის, დიმიტრის გარეშე..წარმოიდგენდა თუ რა საშინელ სულიერ ტკივილს განიცდიდა იგი მის მსგავსად ახლა და გული უფრო მეტად ეკუმშებოდა.. -მთელს ბიზნესს თქვენ გაბარებთ..მე ქვეყნიდან მივდივარ..-განუცხადა ერთ კვირაში კახას ხალხს, საბუთებს ხელი მოაწერა და სამუდამოდ მოშორდა იმ სახლს რომელთანაც უკვე კარგი არაფერი აკავშირებდა კახას მოგონებების გარდა. ბინაში საჭირო ნივთები ჩაალაგა და უკვე გასაღებს ატრიალებდა საკეტში როცა ნათესავის ხმა მოესმა უკნიდან -არასოდეს მაპატიებ ჰო?-გაისმა ალექსანდრეს სევდიანი ხმა რომელიც გაფაციცებით ელოდა დიმიტრის რეაქციას -მე..ვიცი რომ ცუდი არაფერი გამოძრავებდა და არ გინდოდა შენი მეგობარი ნათესავი დაგეკარგა..საპატიებელი არაფერია..შეგიძლია არ ინაღვლო-ჩუმად წაიჩურჩულა დიმიტრმა და კარები ჩაკეტა -შენ სრულიად მარტო დარჩი დიმიტრი..მე ყოველთვის მინდოდა შენი მეგობარი ვყოფილიყავი მაგრამ ერთმანეთს ვერასოდეს ვუგებდით და ეხლაც..როცა შანსი მომეცა შენთვის ერთგულება დამემტკიცებინა, ყოველივეს შენი როგორც მეგობრის დაკარგვა ვარჩიე შენი სიცოცხლის დაკარგვას და განა ეს დანაშაულია?!..დიმიტრი ძალიან გაფასებ მაგრამ შენ შენი გეგმით კახას ვერ უშველიდი, განა ვერ ხვდები რომ მას სამუდამოდ დატანჯავდა სინდისი იმის გახსენებისას რომ მისი ხელით გამოგასალმა სიცოცხლეს?! განა ეს უარესი სასჯელი არ იქნებოდა ვიდრე მისი სიკვდილი?! გთხოვ დაფიქრდე ამაზე დიმიტრ..ლენა..ლენა ისე ცუდადაა შენს გარეშე..ოთხი დღე საავადმყოფოში გაატარა სახლში მისვლის შემდეგ..საშინელ მდგომარეობაში იყო..სიცხეს ვერ უწევდნენ და ბოდვით მოცული სულ შენს სახელს იმეორებდა..მამამისი რაც ციხეში წავიდა შევეცადე ყურადღება მიმექცია მისთვის შენი სახელით, ისე რომ ეს არ იცოდი..ერთხელ მივაკითხე მხოლოდ დასანახად ისე კი შორიდან ვკითხულობდი რომ მერე შენთვის ყველაფერი მეთქვა და გაგეგო თუ რა ცუდად არის შენს გარეშე და რომ კახას სიკვდილი მიუხედავად მისი სიმძიმისა არ ღირს თქვენს დაშორებად დიმიტრი..ლენას საშინლად, მთელი სულით უყვარხარ..მამა ციხეში წავიდა კაცის მკვლელობის გამო, ის კი მთელი ეს დრო იმას მიმეორებდა დიმიტრი როგორ არის..მამაჩემის გამო არ უნდა იტანჯებოდეს..ყველაფერი ჩვენი ბრალიაო..თვალებჩავარდნილი, მისუსტებული ხმით საუბრობდა და ძალის მოსაკრებად თვალებს ძლიერად ხუჭავდა..შენ თუ ეხლა წახვალ..ჩათვალე რომ სამუდამო ტანჯვა მიუსაჯე შენს თავსაც და ლენასაც..-მშვიდად დაასრულა საუბარი ალექსანდრემ და დიმიტრის რეაქციას დაელოდა -მადლობა მხარდაჭერისთვის..-დიდხნიანი პაუზის შემდეგ უემოციოდ ჩაილაპარაკა დიმიტრმა-უნდა წავიდე. -ჩუმად ჩაილაპარაკა, ბარგს ხელი დაავლო და კიბეებიდან გაქრა. აზრებარეული უკვე ვერ ხვდებოდა რა გაეკეთებინა..ლენას ტანჯვის გახსენებისას, ტკივილი უორმაგდებოდა მაგრამ ვერც დაბრუნებას ბედავდა..ყველაფრისგან მოშორებით, სადრაც მთებში სახლი მოძებნა და იქ დასახლდა..გადაწყვიტა ყველაფერი გადაეხარშა და ისე მიეღო გადაწყვეტილება, ლენასთან დაბრუნდებოდა თუ სამუდამოდ წავიდოდა ქვეყნიდან..დროისშეგრძნება დაკარგული სულ ლენაზე ფიქრობდა და ცდილობდა წარმოედგინა თუ როგორ იყო ეხლა გოგონა..უკვე ხუთი თვე გასულიყო მისი გადმოსახლებიდან და დეკემბრის სიცივეთიშებყრობილი ხელებს ერთმანეთს ახახუნებდა და თან საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანას ლამობდა..მთელი ეს დრო..სულ ლენაზე და მასთან ყოფნაზე ფიქრობდა, რამდენჯერ მოძალებია სურვილი მისულიყო მასთან და მთელი გრძნობებით ჩახუტებოდა..გოგონას გამოუცდელობა, სისუსტე და გულუბყვილობა კიდევ უფრო უძლიერებდა ამის სურვილს, მაგრამ მომხდარი ამბავი არ აძლევდა ამის უფლებას..თითქოს აქ ყოფნა ერთი დიდი გამოცდა იყო მისთვის რომ დარწმუნებულიყო იმაში თუ რამდენად უყვარდა ლენა მას და შეეძლო თუ არა მის გარეშე ცხოვრების გაგრძელება, ყოველივემ კი ეს შედეგი გამოიტანა.. სავარძელში მჯდარმა სვიტერი ჩამოიცვა, ფეხზეც თბილად ჩაიცვა და მოსაღამებულზე მანქანას მიაშურა..საჭესთან წამით შეჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა და ჩაილაპარაკა "ვეღარ ვძლებ ლენა..მჭირდები..", მანქანა დაქოქა და მთელი სისწრაფით მოსწყდა ადგილს. * * * * * * გქონიათ შეგრძნება იმისა რომ არასოდეს..არასოდეს აღარ იქნება კარგად ყველაფერი?! რომ ვერასოდეს ვერ ეღირსებით ნამდვილ სიხარულს, სიყვარულის შეგრძნებას და ვერ ვიქნებით ბედნიერები?! თუკი არა, გისურვებთ რომ არც არასოდეს განგეცადოთ, რადგან გეფიცებით, მსგავსი საშინელება არ არსებობს..მსგავსი საშინელი შეგრძნება იმისა რომ ხარ სრულიად მარტო, მიგატოვა საყვარელმა ადამიანმა, კარგავ შენ პროფესიას და სრულიად გამოუცდელი უდგები ამხელა კომპანიას სათავეში..ანა სრულიად "გადამეკარგა"..მამაჩემის ამბით შეწუხებულს დიდი ხანი ვაწყნარებდი, ყოველდღე ციხესთან ატუზული მის მონახულებას ცდილობდა და არცერთი წამით არ ტოვებდა მარტო..მამაჩემის კოლეგები მეხმარებოდნენ ყველაფერი გამეგო რაც კომპანიაში საქმიანობას ეხებოდა და მალევე ყველაფერი ავითვისე..ყველაფერი თითქოს მწყობრში ჩადგაო დაახლოებით ზამთრისთვის, მაგრამ ის სიცარიელე რომელიც სულს მიწვავდა მაინც არ მშორდებოდა..სიცარიელე რომელსაც "დიმიტრი" ერქვა..ეხლაც ვერ ვხვდები რატომ გამიმეტა ამ ტანჯვისთვის.."ალბათ საკმარისად არ ვუყვარდი რომ ჩემ გამო ყველაფერი დაევიწყებინა.."ვეუბნებოდი საკუთარ თავს და მისი სიახლოვის გახსენებისას თვალებზე ცრემლები მაწვებოდა..უკვე ახალი წელი დგებოდა.. ბედნიერების დღესასწაული, როცა ვემშვიდობებით რაღაც ძველს და სიხარულით აღვსილნი ახლის მოლოდინში ბედნიერი სახეებით ვულოცავთ მის დადგომას ერთმანეთს..ყოველთვის ვთვლიდი რომ ეს დღესასწაული ყველაზე ჯადოსნურად ითვლებოდა მაგრამ წელს ყველაფერი სხვანაირად იყო ჩემთვის.. არც გახარებული სახე..არც სურვილი იმისა რომ გამეღიმა და მისი მოსვლა ყველასთვის მეხარებინა..რადგანაც ალექსანდრესთან ურთიერთობა დამეძაბა მომხდარის შემდეგ, გადავწყვიტე ახალ წელს მასთან მისვლისგან თავი შემეკავებინა.. -კომპანიაში აწყობენ რამე წვეულებას?-მკითხა ანამ სანამ სახლიდან გავიდოდა -არა..არც დაქალებთან მივდივარ..მარტო დავრჩები სახლში..-ჩუმი ხმით ვუთხარი და შევეცადე გამეღიმა -ასე არ შეიძლება ლენა..-ისევ აპირებდა "ლექციების" დაწყებას ანა როცა სწრაფად გავაწყვეტინე -დედა გთხოვ..მე კარგად ვიქნები..წადი..-თბილად ვუთხარი და სახლიდან გავაცილე..სავარძელში მოვთავსდი, ცხელი ყავა ავიღე და ჩაფიქრებულმა მზერა ფანჯარას გავუსწორე..უკვე თორმეტის ნახევარი იყო როცა ნაღვლიანს იდეა დამებადა..სწრაფად ჩავიცვი კედები, თბილი მოსაცმელი მოვიცვი და კიბეებს ჩავუყევი.. მამაჩემის მანქანით ნაცნობ გზას დავადექი და მიუხედავად უამრავი საცობისა მალე უკვე დანიშნულ ადგილზე ვიყავი..ნელი ნაბიჯებით გავეშურე მონატრებული კორპუსისკენ მაგრამ არ შევსულვარ..ვიცოდი რომ იქ არ დამხვდებოდა.."დიდი ხანია წავიდა" რამოდენიმე თვის წინ ასე მითხრა მისმა ნათესავმა და იმის შემდეგ აღარც მომიკითხია..იქვე მდგომ სკამზე ჩამოვჯექი, რომელთანაც უამრავი მოგონება მაკავშირებდა და მზერა ცას მივაბყრე..საათს დავხედე. უკვე თორმეტი ხდებოდა, ნაღვლიანმა ღრმად ჩავისუნთქე და დროის ათვლა დავიწყე "10..9..8..7.." ცარიელ სივრცეში ვითვლიდი და ბოლოს მხიარულების ხმაც გაისმა.. უამრავმა ფერადმა მაშხალამ მოიცვა ცა და თვალისმომჭრელად აკიაფდა.. -ახალ წელს გილოცავ დიმიტრი..-ნაღვლიანად ჩავილაპარაკე ცარიელ სივრცეში და თვალიდან ცრემლი გადმომიგორდა -მეც გილოცავ ლენა..-მოისმა ბოხი ბარიტონი უკნიდან და იქვე გავშეშდი..."ნუთუ ის არის?" ვეკითხებოდი საკუთარ თავს და მოპასუხის დასანახად თავი ნელა შევატრიალე.. -დიმიტრი..-ამოვიგმინე მთელი ემოციებით და მთელი სახე სიხარულის, მონატრების ცრემლებმა დამისველა, როცა ფერადი მაშხალების შუქზე მისი მოკიაფე მწვანე თვალები გავარჩიე. სწრაფად გამოექანა ჩემსკენ და მთელი ძალით ჩამიკრა გულში. მისმა სიახლოვემ უფრო დამაბნია, ხელები ძლიერად მოვხვიე და ბავშვივით ავსლუკუნდი- მე..შენ აქ ხარ დიმიტრი..რამდენი ხანია გელოდებოდი..დიმიტრი..-ვლუღლუღებდი და თვალებიდან ცრემლებს ვიწმენდდი -არ შემიძლია ლენა..ვერ მიგატოვე..ვერ გავძელი..ბოდიში ყველა ცრემლისთვის და ტკივილისთვის რისი გადატანაც ჩემს გამო მოგიწია..შენ არიყავი ამის ღირსი-ნერვიული ხმით მეჩურჩულებოდა და თან თმაზე მეფერებოდა-მე..ძალიან მიყვარხარ ლენა, ჩემი სულის ნაწილი ხარ რომელსაც ვერასოდეს ვერავინ ვერ ამოავსებს შენს გარდა!-თბილად ჩამჩურჩულა ყურში და ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია -არასოდეს აღარ დამტოვებ?-ვკითხე გულუბყვრილო ხმით და ცრემლების შესაჩერებლად ტუჩები დავბრიცე -მე შენ არასოდეს..არასოდეს აღარ მიგატოვებ ისევ..-მტკიცე ხმით ჩაილაპარაკა, თვილად ჩაიღიმა და მთელი გრძნობებით დამეწაფა ტუჩებზე..მთელი სხეული სითბოთი ამევსო, სულის სიცარიელე თითქოს სადღაც გაქრაო და გულში სიყვარული ჩამეღვარა..მინდოდა ეს მომენტი სამუდამოდ გაგრძელებულიყო რადგან მთელი სხეული ბედნიერებამ მოიცვა..გისურვებ მკითხველო..ყველას გისურვებთ მსგავსი ბედნიერება თქვენც განგეცადოთ..მსგავსი მომენტი გრძნობების ასეთი მოზღვავებისა, რადგან არასოდეს..მე არასოდეს არ ვყოფილვარ ასე ბედნიერი!... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.