შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი მოგონებები (თავი მესამე)


27-06-2015, 17:42
ავტორი Moonlight
ნანახია 2 180

მეორე დღეს ზურამ ხალისიანად გაიღვიძა, თითქოს ესიამოვნა წინა საღამოს გრძნობები ასეთუ ისე რომ გამოხატა. სამზარეულოში გავიდა და დედამისს ღიმილით მიესალმა და შუბლზე აკოცა. დედას გაუკვირდა, მისი შვილისგან ასეთი საქციელი მოულოდნელი იყო, ზურა მადუღარასთან მივიდა
– ჯერ კიდევ ცხელია, ფრთხილად – უთხრა დედამისმა და ჩაიდანზე ანიშნა. ზურამ დედამისს ყური დაუგდო და დახლისკენ ზურგით დადგა
– სადაა თორნიკე?
– არ ვიცი, დილით საქმეზე გავიდა დათოსთან ერთად, თქვა არ ვიცი როდის მოვალო
ზურამ წარბები აქაჩა და დედამისისთვის პასუხი უნდა ეთქვა რომ მობილური ჯიბეში აუწკრიალდა, ეკრანს დახედა თუ არა უკმაყოფილოფილობა დაეტყო სახეზე
– რა ხდება ზურა? ვინმე გოგო მოგეწონა? – ღიმილით კითხა დედამისმა
– არა დედა, მაცადე ორი წუთით – უთხრა ისე რომ ტელეფონის ეკრანისთვის თვალი არ მოუშორებია, მეორე ოთახში გავიდა და უპასუხა
– რაგინდა?
– დილამშვიდობის ‘ზუუ’
– მორჩი რა თათია, რამე გჭირდება?
– ოო შენ ხო უჟმური ხარ რა
– მალე ეხლა თორე ვთიშავ არმაქ შენთვის დრო.
– მოკლედ სერიოზული საქმე მაქ, ვფიქრობ მოგეწონება 3ზე მუსიკალურთან მოვალ და გამოდი ვილაპარაკოთ
– ლაპარაკისთვის მიბარებ გოგო? – თვალები მოისრისა ზურამ თან სარკეში იყურებოდა.
– წინადადებამაქთქო, მოკლედ დროებით – ესღა თქვა გოგონამ და ტელეფონი გაუთიშა.
– ძუკნა – ჩაილაპარაა თავისთვის ზურამ, საკუთარი თავი კიდევ ერთხელ აათვალიერა სარკეში და აბაზანაში შევიდა, როგორც ყოველთვის სახე საგულდაგულოთ გაიხეხა და აბაზანიდან აწითლებული სახით გამოვიდა. რაღაც დამარბინებელი გამოიღო უჯრიდან და ლოყებზე შეიტყაპუნა. როცა საკუთარი თავის მოვლას მორჩა საათს დახედა, 4ის ნახევარი ხდებოდა, შემდეგ ტელეფონთან მივიდა,
– 6 გამოტოვებული ზარი? თათია სერიოზულად? – თავისთვის ჩაილაპრაკა და მაშინვე სახლიდან გავიდა.
სანამ მუსიკალურთან შეუხვევდა ერთი ღერი გამვლელს გამოართვა და მოუკიდა, თათია იქვე დახვდა, დაინახა თუ არა ზურა მაშინვე მისკენ გაექანა და კისერზე ისეთ დონეზე ჩამოეკიდა ხელიდან სიგარეტი გააგდებინა.
– ცუდი გოგოხარ – ცივად უთხრა ზურამ და თათიას ხელები გააშვებინა.
– მომენატრეე – გოგონა აცანცარებული იყო და ზურას გახალისებასაც ცდილობდა.
– მალე თქვი მეჩქარება – იქვე ჩამოჯდა ზურა და დაგდებულ გადამტვრეულ სიგარეტს მიაშტერდა.
– მოკლედ ჩემი დაქალები წვეულებას მართავენ და იქ უნდა წამოხვიდე
– გოგოებში რამინდა ღადაობ?
– არა უბრალოდ ყველას მისი შეყვარებული მიყავს.. მე კიდევ მეწყვილე არმყავს
ზურას გაეცინა: – დამცინი ხო?
– გთხოვ ეს ერთხელ დამთახმდი
– სანაცვლოდ რას მივიღებ? – კითხვის ნიშნით გახედა ზურამ თათიას
– იცი რასაც!
– კაი შევთანხმდით, მოკლედ 8ისკენ შენთან ვიქნები რა და წავიდეთ მერე -ესღა უთხრა ზურამ და არც კი შეუხედავს მისთვის ისე დატოვა იქაურობა.
***
ელიზაბეტის დილა შავთეთრად დაიწყო, ზურგზე მწოლიარემ გაიღვიძა თუარა მაშინვე ჭერს მიაშტერდა, საერთოდ არაფერზე არ ფიქრობდა, საერთოდ. დღეს შაბათი იყო და სავარაუდოდ ფიგურულ სრიალზე წავიდოდა რომ განტვირთულიყო. ასეც მოიქცა, სპორტულად ჩაიცვა, სქელი ნაჭრის აბადოკი ჩანთაში ჩადო და გზას გაუყვა.
მიწისქვეშიდან უნდა მაოსულიყო რომ წინ რაღაცამ ელვის სისწრაფით ჩაურბინა, რამ ვერ დიანახა მაგრამ რაღაც ლურჯი იყო.. ალბათ ზედა ან ქურთუკი. დიდი ყურადღება ამისთვის არ მიუქცევია და დარბაზში შევიდა. ყინულზე დადგა თუარა მოძრაობების კეთებას შეუდგა, ჯერგაურდა, შემდეგ კი ამა თუ იმ ფიგურებს მთელი გრძნობით ხაზავდა ყინულზე.. მერე რა რომ რამდენჯერმე წაიქცა კიდეც.. მაგრამ ეს შველოდა, ცივ გარემოში ყოფნა შველოდა, ტვინს საშვალებას აძლევდა ყველაფრისგან გათავისუფლებულიყო..
***
ზურა 8 საათისთვის უკვე თათიას სადარბაზოსთან იყო. გულში ფიქრობდა რეებს ვაკეთებო და საკუთარი თავისთვის გასამართლებელ საბუთებს ვერ პოულობდა. თათიას ზარი გაუშვა, როგორ იკადრებდა ანგარიში მისთვის შეეხარჯა. თათიამ კი მესამე სართულიდნან გადმოყო თავი: – ამოდი რა, ჯერ არ ჩამიცვამს.
ზურამ თვალები აატრიალა და კიბეებზე მიიზლაზნებოდა. თათიას სახლის კარი ღია დახვა, დაიძახა მაგრამ ხმა არვაინ გასცა და ცალი თვალით შეიჭყიტა, როდესაც მიხვდა რომ სახლში იმ ჩურჩუტი გოგოს გარდა არავინ იყო თამამად გადადგა ნაბიჯები მისი ოთახისკენ და კარებზე დაუკაკუნებლად შევიდა.
– ოუ. – მხოლოდ ეს სიტყვები აღმოხდა ზურას პირიდან როდესაც ნახევრად შიშველი თათია საცვლებში სარკესთან დაინახა. თათიას ჩაეცინა და გაურკვეველი მზერით შეხედა.
– საწოლზე დაჯექი მალევე მოვემზადები და გავიდეთ.
– ჩემს წინაშე აპირებ გამოცვლას? – ცალყბად გაღიმებულმა ჰკითხა ზურამ ,თან მკერს თვალს არ აშორებდა. თათიამ ზურას კითხვა დაუიგნორა და ყვითელ დეკოლტიან კაბაზე მიუთითა,
– ეს ჩავიცვა?
– არა, გამოიცვალე, ყვითელი ეჭვიანობის ფერია. ლურჯი ჩაიცვი.
– მე არ მიყვარს ლურჯი.
– თუ ჩემთან ერთად გინდა იმ რაღაც სულელურ წვეულებაზე წასვლა მოგიწევს.
თათიას სხვა რა გზა ჰქონდა, ლურჯი გრძლმკლავიანი მოკლე მოტკეცილი კაბა გადმოიღო და ამოიცვა.
– შესანიშნავი ხარ!
– კომპლიმენტები ზურა?
ზურას გაეღიმა, მისკენ მივიდა წელზე ხელი მოხვია და ნაზად ეამბორა.
– აი ასე, ზოგჯერ ხომ შეგიძლია საყვარელი იყო?
– კი, შემიძლია, მაგრამ მხოლოდ მაშინ როცა მე მინდა
მეტი აღარ ულაპარაკიათ და სახლიც დატოვეს…
***
ზურა ღამის 5 საათზე მიადგა საკუთარ სახლს, და იმის გამო რომ საკმაოდ ნასვამი იყო კიბეებზე ფეხების ხმამაღალი ბაკუნით ავიდა. შუქები ჩამქრალი იყო, ბიჭი სამზარეულოში შევიდა, იფიქრა წყალს დავლევო, რომ სიბნელეში სიგარეტის ალი ანათებდა.
– გღვიძავს? – გაკვირვებულმა იკითხა ზურამ, სინათლე აანთო და თორნიკეს მიაჩერდა. ინსტიქტურად ცალი ხელი თვალებზე ჩამოიფარა რადგან უეცარმა განათებამ თვალები ატკინა.
– სად იყავი რაიყო კარგ ნათრევს გავხარ – ცალყბად ღიმილით და ხმადაბლა უთხრა თორნიკემ.
– რა? – წაბარბაცდა ზურა და წარბები აწია. სკამი გამოწია და ჩამოჯდა.
– საროჩკა გაქ გახეული- სიგარეტით მიუთითა თორნიკემ, თითქოს მეორე ხელის ჯიბიდან ამოღება ეზარებოდა. ზურამ საროჩკას ღილებთან დახედა და შემოფხრეწილს თითი ფრთხილად გადაუსვა.
– ჯანდაბა – ჩაილაპარაკა თავისთვის – ეს გოგო ველურია, ხომ ვუთხარი რომ ეს ჩემი საყვარელი საროჩკა იყო.
– ცოტა ჩუმად ილაპარაკე დედას სძინავს – სერიოზულად უთხრა თორნიკემ და მერე სიცილით განაგრძო -ვისთან იყავი რაიყო აქეთ გიხმარა?
– ეგ იუმორი დაბადებიდან გამოგყვა
– ხო შენიც მე მივითვისე – თვალი ჩაუკრა თორნიკემ. – ხო და მართლა, შენი ‘რიჟიკა’ დღეს ვნახე.
წამით ჩაფიქრდა ზურა, შემდეგ კი გაახსენდა და გონებამ სწრაფად დაიწყო სისხლის მიწოდება უჯრედებისთვის, თვალები გადმოკარკლა:
– დაგინახა? რაუთხარი?
– ეი ეი მშვიდად, არა არ დავუნახივარ და არც არაფრის თქმას არ ვაპირებდი
ზურა საზურგეს მიეყრდნო და თავი უკან გადააგდო
– მალე იჩალიჩე რა მაგარი გოგოჩანს – ნიშნის მოგერიებით უთხრა თორნიკემ
– შენ მას თითს არ დააკარებ, გაიგე? – დამარცვლით უთხრა ზურამ და საჩვენებელი თითი წინ აუტრიალა.
– შენ რა მესაკუთხრე ყოფილხარ, ძმაო – ესღა უთხრა თორნიკემ, სიგარეტი საფერფლეს მიაფერფლა და ოთახი დატოვა.
ზურას უნდოდა ეკითხა, ამდროს რატომ ეღვიძა მას,მაგრამ თავი შეიკავა, მიზეზი ისედაც იცოდა..
***
ახალი წელი მოდიოდა. 5 დღეღა იყო დარჩენილი სკოლის საახალწლო არდადეგებამდე. ელიზაბეტ ჩვეულ რიტმში მისდევდა ცხოვრებას.. ერთერთ დღეს დამრიგებელი ამოვიდა მათ კლასსში და ბავშვების ყურადღება მოითხოვა. განაცხადა რომ ახალ წელთან დაკავშირებით დღეს სკოლის შემდეგ ხელოვნების მასწავლებელი კლასს მუზეუმში წაიყვანდა. ბავშვებსაც დიდად არ გახარებიათ, ეს აზრი უარზროდ ეჩვენებოდათ მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდათ. ელიზაბეტმა მიმოიხედა და მაშინვე სთხოვა ლანას რომ გაერკვია მისთვის სანდრო მიდიოდა თუ არა. გოგონა ღელავდა, და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა ოღონდაც დიდი დრო გაეტარებინა სანდროსთან ერთად. მალევე მიიღო დადებითი პასუხი სანდროსგან, მით უიმეტეს რომ თვითონ მან უთხრა ელის წავიდეთო. გოგონას გაეცინა და ისევ თავი დაუქნია ჩუმად.
გაკვეთილებმა სწაფადვე ჩაიარა. და ბავშვებმა მუზეუმისკენ აიღეს გეზი. ელიზაბეტი წინ მიდიოდა გოგონებთან ერთად. სანდრო ოდნავ მოშორებით მიყვებოდა და მის ფეხებს თვალს არ აშორებდა. გოგონას მოკლე მოტკეცილი შავი კაბა ეცვა, გამჭირვალე მოშავო ‘კალგოტკა’ და ტყავის კურკა. გიჟი იყო, სეზონის გიჟი. რომ გეკითხათ შუა ზამთარში ასე რატომ იცვამდა გიპასუხებდათ რომ არ სციოდა, მაგრამ ერთი იყო.. გოგონასაც ზაფხულშიც კი გაყინული ხელები ჰქონდა. არასდროს უთბებობა. ყოველ შემთხვევაში არ გასთბობია.
მუზეუმი დიდი და 3 სართულიანი აღმოჩნდა. მასწავლებელმა ბავშები დაბლა ჩაიყვანა სადაც ჩანთების და ქურთუკების დატოვებას შეძლებდნენ. ელიზაბეტმა ქურთუკი გაიხადა და ყველაზე ბოლო საკიდზე მიკიდა. ჩანთაც იქვე მიდო და წინ ჩამოყრილი თმა უკან გადაიწია. ოთახიდან რომ გამოდიოდა კარებში სანდრო დახვდა. აათვალიერა ბიჭმა გოგონა და ისე გაუარა გვერდი ვითომც არაფერი მაგრამ მაინც მოასწრო გოგონას კაბის მატერიაზე და ფეხებზე თითის ფაქიზად გადასმა. გოგონას გააჟრიალა. ვერმიხვდა რა მოხდა. სანამ დანარჩენები თავიანთ ნივთებს დააბინავებდნენ ელი საპირფარეშოში გავიდა, ონკანი მოუშვა და წყალი სახეზე მიისხა, შემდეგ ხელები გადაიბანა და საკუთარ თავს ურეაქციოდ უცქერდა სარკეში. სიმყუდროვე მხოლოდ ერთმა რამემ დაურღვია. გარედან სანდროს ხმა გაიგო, კლასელს ეუბნებოდა „მე აქეთკენ შევალო..“ ელიზაბეტი მოტრიალდა, კარებიც მალევე გაიღო და სანდრო გაკრეჭილი შემოვიდა. გოგონას ფეხებზე უყურებდა, ხან სახეზე.. ხან კვლავ ფეხებზე. ელიმ ხმაში შეპარული შიშით უთხრა
– გოგოებისაა ალბათ შეგეშალა.
სანდრომ სიცილი დაიწყო. – არა ნამდვილად არ შემშლია -ნელნელა გოგონას მოუახლოვდა, მათ შორის ორიოდე ნაბიჯიღა იყო დარჩენილი რომ კარები ლანამ შემოაღო, მადლობა ღმერთს თორემ აქ რა მოხდებოდა კაციშვილმა არ იცოდა.
– ელი მალე მივდივართ ზემოთ – ლანამ სანდროს მზერა აარიდა და ელიზაბეტმაც გვერდი აუარა მას. გავიდნენ თუ არა გარეთ მაშინვე კითხა ლანამ
– იქ რა ხდებოდა?
– წარმოდგენა არმაქვს უბრალოდ შემოვიდა
– შეეშალა? – ურეაქციოდ კითხა ლანამ.
– არა არ შეშლია! – ბრაზნარევი ხმით უთხრა გოგონამ. ლანამ თავი ჩახარა რაღაცის თქმა დააპირა მაგრამ ენას კბილი დააჭირა და თავი გააქნია..
მუზეუმში საინტერესო არაფერი მომხდარა, თუ იმას არ ჩავთლით რომ მთელი ეს დრო სანდრო ზურგს უკან დაყვებოდა ელიზაბეტს. სულელი გოგო ვერაფერს ხვდებოდა, უბრალოდ ხანდახან გახედავდა კიდეც სანდროს.
მუზეუმიდან გამოსული ბავშვები მალევე აიშალნენ, მხოლოდ ლანა, ელიზაბეტი და ერთი მათი კლასელი ჩამოჯდნენ გიმნაზიის წინ და სხვადასხვა თემებზე დაიწყეს საუბარი. ცოტახნის შემდეგ ელიზაბეტმა აიტეხა მზესუმზირას ვიყიდი გამომყევითო, ლანა უხასიათოდ იყო ამიტომაც კლასელი გაიყოლა თან. მასაც ელი ერქვა. დიდად ურთიერთობა არ ჰქონია უბრალოდ კარგი გოგო იყო. გიმნაზიის წინ ჩაიარეს და მზესუმზირის გამყიდველთან მივიდნენ. გიმნაზის გვერდით სკამზე ბიჭები იყვნენ შეკრებილნი. ბაკოც იყო. მაგრამ ტყუპები არა. ბაკომ ლანა დაინახა მაგრამ ლანამ ვერა. შორიდან უყურებდა. მას და მის კლასელებს. კიდევ ერთს, რომელმაც წამების წინ ცხვირწინ ჩაუარა და მზესუმზირის გამყიდველთან მივიდა. გოგონა ჯერ ფეხებიდან აათვალიერა, მოეწონა და წარბი აქაჩა, შემდეგ კი თმებზე შეხედა.. წითელი. წითური, გაიფიქრა და გოგონას სახეზე რომ დააკვირდა მიხვდა. მიხვდა რომ ეს ის ელიზაბეტი იყო ვის გამოც რა ხდებოდა კაციშვილმა არ იცოდა. ბაკომ მაშინვე ტელეფონი ამოიღო და ზურას დაურეკა

-სალაპარაკო გვაქ

-რაზე?

-სადხარ?

-სახლში რა..

-კაი ამოვალ მეთვითონ – ესღა უთხრა ბაკომ და გაუთიშა. კიდე ერთხელ შეხედა გოგონას თავი სინანულით გააქნია და მთაწმინდისკენ აუყვა გზას…

***

როდესაც გოგოები გაიფანტნენ, ელიზაბეტი მეტროში ჩავიდა, ყურსასმენები გაიკეთა და ეკსკალატორზე შედგა. ფიქრობდა, რაზე არც იცოდა. ჩავიდა დაბლა და მატარებლის მომლოდინე უკნიდან ვიღაცამ შეაშინა. გოგონამ მაშინვე ყურსასმენები მოიხსნა დ აუკან მიტრიალდა. გულიც გაუსკდა რამის მაგრამ ნაცნობი სახე რომ დაინახა ყველანირმა შიშმა გადაურა. სანდრომ სთხოვა სკამზე ჩამოვჯდეთო. ასე იჯდნენ არაფერს ამბობდნენ. ბიჭი გოგონას უყურებდა, მატარებელი მოვიდა. ელიზაბეტ,ა იფიქრა ახლა წავაო მაგრამ გაუკვირდა როცა სანდრო კვლავ ურეაქციოდ იჯდა.

-არმიდიხარ?

-არა შემდეგს გავყვები.

-ა.. კაი. – ესღა უთხრა ელიმ და თავი ჩახარა. ელიზაბეტის მატარებელი მოვიდა. გოგონამ ჩანთა მხარზე მოიკიდა და ის ის იყო უნდა დამშვიდობებოდა სანდრო რომ ხელით დაიჭირა.

-ამას არა რა.. შემდეგს გაყევი..- გოგონას სანდროს ქცევა გაუკვირდა, ჩანთა თავის ადგილას დააბრუნა და დაჯდა. არცერთი იღებდა ხმას. სანდროც ელიზაბტს უყურებდა ისევ, რაღაცნაირი თვალებით, თითქოს ბიჭს ელიზაბეტი მოწონებაზე მეტად მოსწონდა. სიყვარული იყო თუ არა ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი არვიცი მაგრამ ფაქტი სახეზე იყო რომ სანდრო ელის მიმართ გულგრილი არ ყოფილა.

ელის ტელეფონი ხელში ეჭირა, როდესაც ბებიამისის ზარი შემოვიდა, ტელეფონს ხმა გაუთიშა და სანდროს ღიმილით ახედა. აბა რაიცის ეხლა ბებიამისმა მეტროში გადის თუ არა ზარი. სანდროსაც გაეღიმა და როდესაც მატარებელი მოვიდა უთხრა

-აი მოვიდა, წადი

-კარგი ხვალამდე.. – ესღა უთხრა გოგონამ და ვაგონში შევიდა…

***

-შენ ნორმალური თუ ხარ ბიჭო?- ყვირილით შუვარდა ზურას ოთახში ბაკო. ზურა საწოლზე იყო წამოწოლილი და ბაკოს ხმაზე წარბიც არ შესტოკებია, ისევ ისე იწვა, თითქოს არც ესმოდა.

-ბავშვია, დღეს ვნახე პატარა ბავშია, შეეშვი, ნუ დაუნგრევ ცხოვრებას. ვიცი ეგ რისთვისაც მოგწონს, თანაც ლანას კლასელია. გესმის??- კარებში იდგა ბაკო და ზურას უყვიროდა მაგრამ ზურა ურეაქციოდ იწვა ისევ. ბაკომ თვალები მოისრისა და ზურას მიუახლოვდა

-შენ რა ყრუ ხარ თუ… -ლაპარაკი შეწყვიტა როდესაც ძმაკაცის აწითლებული ლურჯი თვალები დაინახა, რომლებიც არაფრის მეტყველად მისჩერებოდნენ კედელს.

-რაგჭირს ბიჭო რა მოწიე – მაშინვე პლანზე გაიფიქრა ბაკომ.. ან ბიოზე.. მაგრამ ზურას არაფერი მოუწევია. თავი წამოწია და საწოლზე ჩამოჯდა. თავი ჩახარა.. ბაკომ კი არ აცადა და გააგრძლა

-რაც არ უნდა მოგეწია ეხა უნდა მომისმინო. ყველაფერი ისე არაა როგორც შენ გგონია რა, მოეშვი მაგ გოგოს ნუ ეთამაშები, დაგელია გოგოები? ნუ ....ობ მოდი გონზე

ბაკო ლაპარაკობდა ერთი და იგივეს იმეორებდა როდესაც ზურამ დაბალ ხმაზე თავჩაღუნულმა ამოიბურტყუნა

-მიყვარს

ბაკომ ლაპარაკი შეწყვიტა, ზურას გახედა და პირდაღებული მიაჩედა.

-რა თქვი ეხლა შენ თუ ააზრებ.

-მიყვარს ბაკო მიყვარს! გგონია ეს მე მინდოდა? გგონია მინდოდა? ყველაზე მეტად ამას გავურბოდი და რა?? მძულდა, მთელი არსებით მძულდა ეგ გოგო, ვერვიტანდი, მეგონა რომ მეზიზღებოდა, მაგრამ საკუთარ თავს ვაიძულებდი ასე ყოფილიყო. არმინდოდა გრძნობა გამჩენოდა. გამიგე რა.. – ესღა თქვა და თვალები მოისრისა.

ბაკო ჩაფიქრდა და ღრმად ამოისუნთქა. არ სჯეროდა რომ ზურას შეიძლბოდა ვინმე შეყვარებოდა. ზურა და სიყვარული? კაით რა. დაუჯერებელი იყო თითქოს შეუძლებელი რომ შეუყვარდა. აღიარებაც გაუჭირდა, რაღაც სასწაული მოხდა თითქოს..

მალევე ეს ამბავი ლანამაც გაიგო. თორნიკეს არ ეუბნებოდნენ სპეციალურად, რადგან იცოდნენ როგორიც იყო…მისი თავი ახლა ზურას ნამდვილად არ ჰქონდა..მაგრამ რასაჭირო იყო თქმა, იმის გაფიქრებაც რომ მის აზრებს და გამჭრიახობას ჩასწვდებოდნენ შეუძლებელი იყო. მგონი ისედაც ზურაზე ადრე იცოდა, რომ მას ელიზაბეტის მიმართ რაღაც გრძნობა ჰქონდა. რაღაც სხვა.. განსხვავებული.

ზამთრის არდადეგებიც დაიყწო. ელიზაბეტი სახლში იყო თბილად, მეგობრებთან ერთად ნაძვისხეს რთავდა და თავს მუსიკებით იმხიარულებდა. სანდროს იშვიათად თუ იხსენებდა მაგრამ ამბობდა დაჟინებით რომ მოწონებაზე მეტად მოსწონდა ის! თითქოს ამოიჩემაო რა. სახლიდან ელიზაბეტი არ გადიოდა. რაუნდოდა გარეთ. დიდაც არც ქუჩებში სიარული არ უყვარდა და სახლში კომფორტი და სიმყუდროვე ერჩივნა.

რას აკეთებდა ამ დროს ზურა? ელის სახლის წინ ყოველდღე ორ ორი საათით ადიოდა. მარტო უბირჟავებდა, იმ იმედით რომ გოგონა გამოვიდოდა ან თუნდაც მაღაზიაში გავიდოდა და წამით მაინც მოჰკრავდა თვალს. უცნაური იყო, ბრაზმორეული გოგოებს გოგოებზე იცვლიდა, იმისგან გამწარებული რომ ყოველდღე უფრო და უფრო უცრუვდებოდა იმედი და ტყუილად იყინებოდა ზამთრის სუსხიან დღეებში ერთ ადგილას ორ ორი საათით ანდაც უფრო მეტიც.იმაზე საზიზღარი პიროვნება გახდა ვიდრე აქამდე იყო. აქამდე თუ ორიდე სიტყვას იმეტებდა მისი გოგონებისთვის (და ჰო ამას მრავლობითში ვამბობ რადღან ზოგჯერ სახელებიც კი ერეოდა ) ახლა უხეშად თუ ეტყვის რამეს ისიც ზრდილობის ფარგლებს გარეთ.

ლანამ რათქმაუნდა ყველაფერი იცოდა.. მაგრამ ელიზაბეტს ვერაფერს ეუბნებოდა 1) იმის გამო რომ ზურამ ძალიან სთხოვა. და 2) იმიტომ რომ ლანამ იცოდა ელის სანდროს გარდა არავინ აინტერესებდა.

რაც უფრო ახლოვდებოდა ახალი წელი მით უფრო ციოდა.. მოთოვა კიდეც.. ზურა ქუჩებში დადიოდა, ძმაკაც ძმაკაც. და დღესაც არ აგდებდა გოგოს გარეშე. თოვლში მისი თვალები ულამაზეს ელფერს იძენდნენ…

ელიზაბეტი სახლში იჯდა. თითქმის ყოველ კვირა წერდნენ გოგონა და სანდრპ ერთმანეთს და ამა თუ იმ თემაზე ლაპარაკობდნენ. გოგონას ერთი სული ჰქონდა 21 იანვარი როდის მოვიდოდა რომ სანდრო ენახა. ხო და ბარემ ვიტყვი. ‘21’ ეს რიცხვი ყველაფერს ნიშნავს ელიზაბეტისთვის, ცუდსაც და კარგსაც. უცნაურად მოგეჩვენებათ მაგრამ 21 რიცხვში ყოველთვის რაღაც საშინელება ხდება გოგონასთვის ან ძალიან კარგი. ეს არამხოლოდ რიცხვზეა დამოკიდებული.თითქმის ყველგან თვალებში ეს ციფრი ხვდება და რაღაცნაირი შეგრძნება ეუფლება.. ასეა.. 21 იანვარსაც მთელი გულით ელოდებოდა და სიხარულს ის უმწვავებდა რომ იცოდა ამ დღეს მისთვის სასიხარულო მოხდებოდა. ანუ სანდრო ნახავდა..

31 დეკემბერი.. წუთებიღა ეკლდა 12ის შესრულებას.ამბობენ ჰო… რომ რაც მთელი გულით გინდა ახალ წელს უნდა ჩაიფიქროვო. ელიზაბეტი მშვიდად იჯდა სავარძლში წამებს ითვლიდა, რომ ის სურვილი ჩაეფიქრებინა რაც აკვიატებად ჰქონდა ქცეული. და აი გახდა 12იც…

-მინდა სანდროს ვუყვარდე.. – გონებაში ჩაილაპარაკა ელიზაბეტმა და შამპანიური მოწრუპა. სანდრო არაფერს აკეთებდა, ძმაკაცებთან იყო და სვავდა, სულაც არ ახსოვდა ელიზაბეტი.

ზურას სურვილი კი შემდეგი იყო.. – ელიზაბეტმა წამით მაინც შემამჩნიოსო..- სასმლით სავსე ჭიქა ხელში ეჭირა და თხევად სითხეში საკუთარ ანარეკლს დაყურებდა.

-იცი.. სასმელი უფრო გემრიელია, ვიდრე ფიქრები მასზე და შენზე – ისე მიუჯდა თორნიკე გვერდით ვერც გაიგო და მის ამ ნათქვამზე შეიშმუშნა, გაიაზრა რომ ყველაფერი იცოდა ისედაც მან და არაფრის ახსნა არ სჭირდებოდა. შემდეგ ძმას გახედა და ოდნავ გაუღიმა, თორნიკემ თვალი ჩაუკრა დაჭიქა აუწია, ზურამაც იგივე გაიმეორა. ჭიქა ჭიქას მიყვა.. და გათენდა კიდეც.

***

21 იანვარი.

ელიზაბეტი სკოლის წინ დადგა.. ღრმად ამოისუნთქა და სკოლაში შეაბიჯა. შემდეგ კლასს აუყვა. შევიდა და როგორცკი სანდრო დაინახა გაეღიმა.. სანდრო მისკენ წამოვიდა და და ჩაეხუტა. ელიზაბეტი ამას არ ელოდა და გულს უჩვეული ბაგა-ბუგი აუტყდა… დღე მისთვის არაჩვეულებრივი იყო. 21. ბედნიერი ოცდაერთი. ლანასთან ერთდ იჯდა და სანდროზე ელაპარაკებოდა. ლანას კი შიგნიდან რაღაც ღრღნიდა… მაგრამ მაინც ჩუმად იყო.

ზურა დერეფანში გამწარებული დადიოდა.. უნდოდა ენახა. ის ენახა მაგრამ ელიზაბეტი არადა არ გამოდიოდა კლასიდან. პრინციპში რაუნდოდა გარეთ, სანდრპ ხომ კლასსში ყავდა. ბიჭი ვერადა ვერ ისვენებდა, რაღა ექნა არ იცოდა, საბოლოოდ მოიფიქრა, ლანას შეტყობინება გაუგზავნა ტელეფონზე, „დასვენებაზე ორი წუთით გამოიყვანე“. ლანამ მალევე ნახა და ელიზაბეტს მიუტრიალდა.

-ელი წამო რა გარეთ გამომყევი.

-აუ კაი რა რაგინდა გარეთ..

-წამოდი გამომყევი უბრალოდ

ელიზაბეტს აღარაფერი უთქვამს უკმაყოფილოდ ადგა, სანდროს შეხედა ერთხელაც და კლასიდან გამოვიდა. ლანამ მოაჯირისკენ წაიყვანა და ორივე იქ დადგნენ. რაღაცაზე დაიწყეს ლაპარაკი, უფროსწორად ლანა ელაპარაკებოდა რომ როგორმე ცოტახანი გაეჩერებინა გარეთ.

ზურა უკან ედგა.. ოდნავ მოშორებით.. სახეზე უამრავი ემოცია უტრიალებდა და ცისარტყელასავით იცვლიდა ფერებს.. ლანაც ზურას გახედავდა ხოლმე.. და გული ეწვებოდა ძმაკაცის გულისტკივილის გამო.. ზურა ელიზაბეტს უყურებდა, მართალია ზურგიდან მაგრამ ესეც საკმარისი იყო მისთვის. „გული ხომ ზურგიდან უფრო ახლოსაა“.. თავისთვის ფიქრობდა და გოგონას პირდაღებული მისჩერებოდა. ბოლოს თვალები მოისრისა.. ლოყები, ნიკაპი, და კედელს მიეფარა.

ლანამ ღრმად ამოისუნთქა, ვეღარ ძლებდა, ელიზაბეტისთვის უნდა ეთქვა რომ არსებობდა ბიჭი რომელსაც უყვარდა. სანდროზე მეტად უყვარდა.

-ელ რაღაც უნდა გითხრა

ლანა ნერვიულობდა. როგორ ეთქვა იმ პიროვნებაზე, ვინც ელიზაბეტს საერთოდ არ აინტერესებდა. ელიმ კითხვის ნიშნით შეხედა და ლანამაც დაიწყო..

-იცი..- და უცებ ზურა. ლანას მკვლელი როჟით უყურებდა . საჩვენებელი თითი ტუჩებზე აიფარა, და ანიშნა გაჩუმებულიყო. ლანამ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და განაგრძო..

-იცი გუშინ ბაკო ვნახე – ნაძალადევად გაიღიმა. ელიზაბეტი არაფრის მეტველად უყურებდა, და უპასუხა..

-ხო კაია – კლასსში შევიდა. ლანამ ბოლოჯერ გახედა ზურას და თავი სინანულით გააქნია..

ზურამ თორნიკეს დაუძახა, ლარიანი გამოართვა და ბუფეტში მძიმე ნაბიჟბით ჩაიზლაზნა, თორნიკეც უკან გაყვა. კოკაკოლა და პიცა იყიდეს ორივემ და მწვანე მაგიდებთან მოკალათდნენ. მალევე სანდროც ჩამოვიდა, ხელი ჩამოართვეს და გადაკოცნეს. ზურა გემრიელად შეექცეოდა საჭმელს როდესაც სანდრომ თქვა

– ჩემი კლასელი როა. ელიზაბეტი. აი ეგ მომწონს

ზურამ საჭმელი მაგიდაზე დადო. ღეჭვა გააჩერა და ძლივ ძლივობით გადაუშვა ლუკმა მუცელში. გაწითლდა გამწარა. ცალი ხელი მომუშტა, ცალი კი დაბლა.. მაგიდის ფეხს მოუჭირა

-შენ სად იყავი მე რო მაგ გოგოს ვაკონტროლებდი – და ეცადა გაეღიმა, საკმაოდ კარგადაც გამოუვიდა, სანდრომ გაიცინა და თავი გააქნია. ზურამ კისრის ძარღები დაჭიმა სანდროს მოძალადედ გახედა

-ეს შენ დალიე, მადა დამეკარგა. – უთხრა თორნიკეს და კოკაკოლის ბოთლი მუხლებში უხეშად ჩაუგდო. ადგა, კურტკა გაისწორა და ბუფეტიდან გავიდა.

-რა სჭირდა ამას – იკითხა სანდრომ მხრების აჩეჩვით.

-მადა დაეკარგა – უთხრა თორნიკემ ნიშნის მოგერიებით და კოკაკოლა მოსვა. რათქმაუნდა თორნიკე იმაზე ჭკვიანი იყო ვიდრე ერთი შეხედვით ეტყობოდა. კარგადაც იცოდა რაც ხდებოდა, და ფიქრობდა რომ ელიზაბეტი მისი ძმისთვის მიუწვდომელი იყო. ფიქრობდა რომ ერთადერთი გოგო იყო ვინც ზურასთან დაწოლაზე უარს იტყოდა. თორნიკეს ისეთი აზრები უტრიალებდა თავში, კაციშვილი რომ ვერც კი გაარტყავდა.
დილა ჩვეულებრივ გათენდა. ვინაიდან რომ ჯერ კიდევ ახალი დაწყებული იყო თებერვალი დილით მაინც საკმაოდ ბნელოდა.ელიზაბეტს გათიშულს ეძინა სანამ ბებიამ არ შეანჯღრია სკოლაში წასვლის დროაო. თვალები მოჭუტა, გაახსენდა რომ დღეს სანდროს ნახავდა და მაშინვე წამოწია თავი. გარდეროფს მიადგა და ნაცრისფერი სვიტერი შეარჩია. სარკეში საკუთარ თავს შეხედა, ჩაი უცებ დალია და სახლიდან გავიდა..

დილა ზურასთვის უღიმღამოდ ნამდვილად არ დაწყებულა. თებერვლის 11იყო. ზურამ თვალები დილის 7ზე დაჭყიტა. თორნიკე შეაჯანჯღარა უთხრა რომ რაღაც ისე არ იყო როგორც ფიქრობდა.

-რაგჭირს დაიძინე რა..

-შენ თუ გინდა იყავი ელიზაბეტთან უნდა წავიდე. – თქვა ზურამ და საწოლიდან წამოხტა.

თორნიკემ ერთი ამოიფშნიტა, ბალიშზე გვერდი იცვალა და თვალები დახუჭა ისევ. ზურა ტუმბოსთან მივიდა უჯრა გამოაღო და ნაცრისფერი სვიტერი ამოიღო. ამანაც ნაცრისფერი. თორნიკემ როგორცვე ტუმბოს ხმა გაიგო თვალები გაახილა და ჩაილაპარაკა

-ეგ ზედა ჩემია

-დღეს არა – ჩაიცინა ზურამ და გადაიცვა. თორნიკემ თვალები გადაატრიალა საბანი გადაიძრო და ლოგინიდან წამოდგა.

-წოლილიყავი

-წამოგყვები – თვალი ჩაუკრა და მხარზე ძმურად დაუტყაპუნა ხელი. ზურას ცალყბად გაეღიმა და ძმას კმაყოფილი სახით გახედა მაგრამ მალევე დასერიოზულდა

– რა თამაშს თამაშობ?

– ოუ საწადელს მიმიხვდი? – ახარხარდა თორნიკე, მალევე სახე დაალაგა და მშვიდად გააგრძელა – ამყევი თამაშში და გაიგებ – თვალი ჩაუკრა კვლავ, სარკეში ჩაიხედა, ისედაც დაბალზე გადახოტრილ თმაზე სავარცხელი გადაისვა, რატომ თვითონაც არ იცოდა უბრალოდ ჩვევააქ ასეთი. ზურას სარკეში არც ჩაუხედავს, დაუვარცხნელ დახვეულ თმაზე ქუდი დაიმხო და გარეთ გავიდნენ.

სადღაც ნახევარ საათში ელიზაბეტის უბნის ბოლოში იდგნენ დააბირჟავებდნენ. ზურა ამჩნევდა თორნიკეს ნელნელა როგრ ეხუჭებოდა თვალები და ეცინებოდა

-ხო გითხარი წოლილიყავითქო

თორნიკემ თავი შეიფერთხა და წარბის აწევით გახედა ძმას. ზურას აღარაფერი უთქვამს. და აი ისიც, 9ის ნახევარზე ელიმ უბანი გადაკვეთა და გაჩერებისკენ გაემართა. ტყუპებისკენ არც გაუხედავს. ყურსასმენებში იყო ჩაძირული და ნახევრად ეძინა, მისი თავი კი სანდროთი იყო გამოტენილი. ორივე უხმოდ გაყვნენ, ზურა თვალს არ აშორებდა, მის თმებს დაჟინებით მისჩერებოდა უკნიდან და უკვირდა კიდეც

-რატომ მაინდამაინც წითლად, გამომწვევი ფერია

-გიწვევს ძმაო, მაგ გოგოს უნდა რომ ‘გაეკიდო’.

-რას ცანცარებ დარჩენილიყავი სახლში ჯობდა

-კაი თუ შენ არ აპირებ მაშინ შენ მაგივრად ამას მე გავაკეთებ

-ამაზე მერე ვილაპრაკებთ!“ სერიოზულად გახედა ზურამ

-აუცილებლად – ცინიზმით სავსე ხმით ჩაილილინა თორნიკემ.

სკოლას მიუახლოვდნენ. ზურამ დაინახა ელიზაბეტი როგორ შევიდა სკოლაში. ამოისუნთქა და თორნიკეს ცალი ხელით დაეყრდნო.

-მოვწიოთ და მეორეზე ავიდეთ რა

-კაი

ზურამ ჯიბიდან მარლბორო შავი გოლდი ამოიღო, ერთი ღერს ტუჩებით წვდა, კოლოფი კი ძმას გაუწოდა. მერე ისევ იბეში ჩაიდო. თორნიკე გამვლელს მიადგა სანთებელა სთხოვა, და როდესაც ორივემ მოუკიდა სიგარეტს, გამოფენის წინ ბოძებს მიეყრდნენ და ეწეოდნენ. ჩუმად იყვნენ. ვინ რაზე ფიქრობდა ვერ გაიგებდით.

***

გავიდა ერთი კვირა და ზურა სკოლაში არ გამოჩნილა. ელიზაბეტი ღელავდა და აკვირვებდა კიდეც ის ფაქტი რომ სანდროსთან ურთიერთობით ამ ხნის განმავლობაში დიად მოხიბლული არ დარჩა. სანდროც თითქოს დღითიდღე გრძნობდა რომ ელიზაბეტი მის მიმართ არანაირი გრძნობით იყო განწყობილი. რათქმაუნდა ელიზაბეტისგან ყურადღებაც კი მოაკლდა. რადგან თბილი ქცევები სიტყვები სადღაც უცებ გაქრა და აორთქლდა..

სკოლის 45 წუთი მალე მიილია და სკოლაშიც ავიდნენ. ზურა მაშინვე მესამეზე ავიდა. ელიზაბეტის კლასისგან არც თუ ისე მოშორებით. თავი ჩაღუნული ჰქონდა. დერეფანში გამვლელი გოგოები ყველა მას უყურებდა ზურა კი არცერთს აქცევდა ყურადღებაც და ამდენითვალი რომ სჭამდა არც კი აწუხებდა. თავი უცებ აწია. დაინახა როგორ გამოვიდა აცრემლებული ელიზაბეტი კლასიდან და დაბლა როგორ ჩავიდა. ზურაც უკან გაყვა. არა უფროსწორად ჯერ კლასსში შეიხედა და დაინახა სანდრო კლასელს როგორ ეხუტებოდა. თავი გააქნია და ელიზაბეტს გაყვა თუმცა ვეღარ იპოვა. მეორე დასვენებაზე დაინახა ლანას რომ ეხუტებოდა და ტიროდა.. ზურა უკან იდგა. თვალებზე ცრემლები ედგა და სტკიოდა. ელიზაბეტის ტკივილი სტკიოდა. და არა ის რომ ელიზაბეტი ალექსანდრეს გამო ტიროდა… მარტო ეს არყოფილა. ყოველთვის ყოველ დღე ასე ხდებოდა. უყურებდა როგორ უყურებდა მისი საოცნებო გოგო სანდროს. ზურა ამას ხედავდა და გული სტკიოდა იმის გამო რომ ვერ ამჩნევდა. ფიქრობდა რომ ცხოვრებაში არაფერში გაუმართლა. 21 თებერვლამდე. ისევ 21. მერე ყველაფერი შეიცვალა.

*2 დღით ადრე*

ელიზაბეტი მოაჯირთან იდგა ლანასთან ერთად და გამწარებული სანდროზე ჯავრს იყრიდა. ბავშვებს დააკვირდა დაბლა რაფასთან. არაფრის მეტყველი თვალებით უყურებდა ყველას.უცებ აყალ მაყალი შემოესმა და მარჯვნივ გაიხედა. ბიჭი იყო. რაღაცნაირი.. ლურჯთვალება, გადაპარსული თავით და არაამქყვენიური სიცილით..მარიმ მაშინვე ლანას გაჰკრა იდაყვი

-რა იყო?

-ის..

-ვინ?

-აი ლურჯ ჟაკეტიანი, რომ იცინის..

-ღმერთო არა.. – ჩუმად ჩაილაპარაკა ლანამ

-ვინარის?

-ბაკოს ძმაკაცია. თორნიკე ჰქვია

-თორნიკე.. კაი სახელია. – გაეღიმა ელის აღარაფერი უთქვამს და ბიჭის თვალიერება გააგრძელა. ბიჭი ძალიან ხმაურიანი იყო. მისი სიცილი ყველგან ისმოდა. ელის სანდრო სულ გადაავიწყდა და მთელი ყურადღება თორნიკესკენ მიმართო.

თორნიკე კოშკას (თავის ძმაკაცს) ეკინკლავებოდა. და ამიტომაც ხითხითებდა ბოლო ხმაზე. კოშკა ხო.. ასე ეძახის ყველა უკვე კარგი ხანია. ღრმა ბავშობიდან. სინამდვილეში ლუკა ჰქვია, მაგრამ მასწავლებლების გარდა ნამდვილ სახელს უკვე არავინ ამბობს… თორნიკე იცინოდა. გაჩენდა ოდნავ დაიხარა მუხლებს დაეყრდნო, ღრმად სუნთქავდა სიცილით და კოშკას უყურებდა, მაგრამ უცებ მწველი მზერა იგრძნო მარცხნიდან და გაიხედა სიცილით. ელიზაბეტი. ჯანდაბა. თორნიკემ სიცილი გააგრძელა გოგონას თვალებში ჩააშტერდა. მიხვდა ვინც იყო. და მაგრად გაისწორა რომ გოგონამ ის შეამჩნია. თორნიკემ ელიზაბეტი მაშინვე მის სიაში ჩაწერა. (მიხვდებით რისთვისაც) გოგონას აგდებული მზერა შეატოვა და იქიდან გავიდა.

***

-პროსტა რამაგარი თვალებიაქვს როგორ მომწონს – ამბობდა ელიზაბეტი ბოლო ხმაზე კლასსში და თან იცინოდა. ლანა ვერაფერს ეუბნებოდა, ზედმეტად ჩახლართული იყო ეს სიტუაცია. და ამ დროს სანდრპც შემოვიდა კლასსში. სანდროს ყურში ცუდათ მოხვდა სიტყვები „რამაგარი თვალები აქვსო“ ტიპს გაუსწორდა, თავის თავზე მიიღო და კმაყოფილი სახით მერხზე დაჯდა. და ელიზაბეტის ყურება გააგრძელა.

-ვის გოგო თორნიკეს?- უცებ კითხრა ლანამ

-ხო – ელიზაბეტმა ხმადაბლა უპასუხა. რაო რაო? რა გაიგო სანდრომ? ყურები დაძაბა თვალები რამის გადმოსცვივდა. მაშინვე მერხიდან ადგა და სულ უკან ფანჯარასთან გადაჯდა. ისიც სკამის ბრახუნით და ხმაურით..

იმდღემ ჩვეულებრივად ჩაიარა. ელიზაბეტი მთელი დღე ლანას იმაზე ელპარაკებოდა თუ როგორ მოეწონა თორნიკე. თორნიკე მთელი დღე გასწორებულში დადიოდა. მითუმეტეს რომ გოგოს დაკერვა თავის ძმას დაასწრო. რათქმაუნდა ზურასთვის არაფერი უთქვამს და ძმას მთელი დღე ნაგლურად ექცეოდა მაგრამ დიდი ყურადღება არც ზურას მიუქცევია თორნიკეს ქცევებზე. საკუთარი თავსატეხები ყოფნიდა.

მეორე დღე დასვენება იყო. რომელიღაც დღესასწაული.. ზუსტად არ მახსოვს რა ხდებოდა 20 თებერვალს. მაგრამ სკოლა აშკარად თავისუფალი იყო..

მესამე დღე. 21 თებერვალი.

ისევ იგივე დილა. ადგომა.. ჩაი სკოლა.. ელიზაბეტს სკოლაში კვლავ იმედგაცრუება დახვდა. კლასსში შესულს სანდრო შერჩა ხელში როგორ ეხუტებოდა ანის. (ერთერთ) კლასელს. ელიზაბეტმა იეჭვიანა. ვერც გაეგო. ამბობდა თორნიკეზე მომწონსო.. მომეწონაო.. ალექსანდრეზე ეჭვიანობდა.. ნუ მოკლედ. ჩანთა მაგიდაზე დადო და უხმაუროდ ჩამოჯდა. პირველი მათემატიკა ჰქონდა. როგორც ყოველთვის. და ამ გაკვეთილზე ასევე როგორც ყოველთვის სულ ‘ეძინა’ ხოლმე. ფიქრობდა რაზე არციოცდა. ზარი დაირეკა. ელიზაბეტი ზანტად წამოიზლაზნა. ლანას მიადგა და სთხოვა ბუფეტში ჩამომყევიო. ლანამ თავი დაუქნია. ნელნელა ჩაალაგა წიგნები და რვეულები ჩანთაში. სკამიდან ჩამოხსნა კურტკა. მოიცვა და დერეფანში გაყვა ელიზაბეტს. ელიზაბეტმა ნელნელა ჩაირბინა კიბეები. ჯერ საჭირო ოთახში შეირბინა, შემდეგ კი ბუფეტში ჩავიდნენ ორივე.

კარი ელიზაბეტმა გააღო და პირველი შევიდა.

დაინახა ბიჭი. ზურგით იდგა. გამორჩეული იყო. გამორჩეულად ეცვა, ჯერ თმებზე დააკვირდა. უკან ჟელეთი გადავარცხნილი ჰქონდა თმა და ბოლოში აპრეხილი ხვეული თმა საკმაოდ მკაფიოდ ეტყობოდა. შარვალ-კოსტუმი ეცვა. კოსტუმი აი ისეთი უკან ჩახსნილი რომაა. და ოდნავ გრძელი.. ფეხზე კი all star-ის კედები. მშვენიერი შეხამებაა. გოგონას თვალები გაუშტერდა. ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. ბიჭი მოტრიალდა. გოგონას მზერა დაინახა. გაშრა გაფითრდა. ხან გაწითლდა ხან გალურჯდა. ცისარტყელას დაემსგავსა. ელიზაბეტს მუცელში სასიამოვნო მწველი სითხე ჩაეღვარა თითქოს. მუხლები აუკანკალდა. და გაოცებისგან არც კი იცოდა რა ერქნა. უბრალოდ ფაქტი ერთი იყო, ბიჭს თვალს ვერ წყვეტტა. რაღაც სასწაული დაემართა. ისეთი რაც ცხოვრებაში არასდროს განუცდია. ბიჭი გონს მოეგო. თავი ჩახარა. ღმერთს გუნებაში მადლობა გადაუხადა, ისევ შეხედა გოგონას თვალებში, ჩაეღიმა.. დაიძრა მისკენ.. გვერდი ძალიან ახლოს დაუტოვა. გრილი ადიკალონის სურნელი შეატოვა და იქაურობა დატოვა. ეს ის იყო. ზურა იყო.

-ღმერთო ვერ ვიჯერებ! – გაბრწყინებული თვალებით და სიცილთ ეუბნებოდა ბაკოს ზურა. რათქმაუნდა ძმაკაცის სიხარული მასაც ახარებდა და ეს ყოველივე ერთი ბოთლი ლუდითაც აღნიშნეს. ზურა დინავზე გადაწვა. ცალი ხელი თავქვეშ ამოიდო ღრმად ამოისუნთქა თვალები დახუჭა და გაიღიმა. პატარა დეტალითაც კი ბედნიერი იყო. გულს უხაროდა რაღაც, თანაც ძალიან…

***

-ლან თორნიკეს თმები როგორ გაზრდია.. რა ლამაზია.. ჯანდაბა..

ლანას ჩაეცინა, დაქალს გახედა და უთხრა:

-სულელო. ეგ ხომ თორნიკეს ტყუპისცალი – ზურაა..

ელიზაბეტი ადგილას შეშრა.. ტყუპისცალიო? რატომ არ იცოდა ეს აქამდე? პრინციპში საიდან უნდა სცოდნოდა. გაიხსენა. ის დღე გაიხსენა თორნიკე რომ ნახა.. არა ის უბრალოდ მოეწონა. ზურაზე კი იგივეს ვერ იტყოდა. თავიდან ფეხებამდე რომ აუარა რაღაცამ და ჩამოსცხა. ამას სიტყვებით ვერც აღწერდა. მთელი დღე ჩუმად იყო ელიზაბეტი. ხმაც კი აღარ ამოუღია. სახლში რომ მივიდა ჩანთა იქვე მიაგდო და საწოლზე წამოწვა. ჭერს მიაშტერდა და ფიქრობდა. დაახლოებით ასე ნახევარი საათი იწვა და იმ მომენტს იხსენებდა როგორ დაინახა ზურა. როგორ შეხვდნენ მათი თვალები ერთმანეთს. და თუ როგორ ჯობდა ის თორნიკეს! თავი წამოწია. უჯრას მიადგა, რაღაც ცარიელი ბლოკნოტი მონახა და დაიწყო წერა..

„მისი თვალები ისეთია თითქოს რომ უყურებ ზღვაში იძირები, ამოსვლა აღარ მინდა და უბრალოდ სურვილი გაქვს უყურო და დატკბე ამ მშვენიერი პეიზაჟის ცქერით. მაოგნებდა ის ფაქტი რომ ასეთი მშვენიერი არსება ორი იყო. ‘ორი ცალი’.. ორი ტყუპი. თანაც როგორი დამთხვეა რომ ისინი ბაკოს საუკეთესო მეგობრები იყვნენ. რათქმაუნდა ლანა მათ იცნობდა მაგრამ როგორ გავარკვიე არის რაღაც მიზეზები რის გამოც სკოლაში არ კონტაქტობენ. „

ბლოკნოტი გვერძე გადადო… ამ დღემ მშვენივრად ჩაიარა იმას თუ არ ჩავთვლით რომ ელიზაბეტიმთელი დღე უცნობზე ფიქრობდა.

-მოიცა რა ვთქვი? ანუ სანდროს გარდა ამ ქვეყნად რაღაც დამამახსოვრდა – გაიფიქრა გოგონამ და ღიმილით თავი ბალიშზე დააბრუნა. პრინციპში ვინ იყო სანდრო?.. მასზე ელიზაბეტს წამითაც არ უფიქრია რაც ზურა დაინახა..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent