შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ცეცხლის ალში (6 ნაწილი)


27-06-2015, 19:37
ავტორი magdagoderidze
ნანახია 1 948

სიზმრებს ძალიან იშვიათად ვხედავ,თუ მესიზმრა ისეთი საოცრება რაღაც დამესიზმრება საერთოდ რომ ვერ მოვალ გონს.ამბობენ რომ ყველაზე მეტად ის გესიზმრება რაზეც დაძინებამდე ფიქრობდი და ოცნებობ ო.ხშირად მართალიც არის ეს ყველაფერი და ხშირად უბრალოდ აბსურდი.ზოგისთვის როგორ არის ზოგისთვის როგორ.იმ ღამის სიზმარი რატომგაც ძალიან კარგად დამამახსოვრდა დეტალებშიც კი.ყველა კადრი კარგად ჩამებეჭდა გონებაში და ვერ მოვიშორე. იმ ღამეს ლევანი მესიზმრა.ბნელ ოთახში ვიყავი და სინათლე საერთოდ არ ჩანდა.შეშინებული ვცდილობდი რაიმე დამენახა და სიბნელისგან თავი დამეხწია.ვერაფერს რომ ვერ გავხდი კედელს გავხევი და ჩამრთველის ძებნა დავიწყე.სანამ მე კედელს შემოვივლიდი და ჩამრთველს ვიპოვიდი რაღაცას დავეჯახე.ძალიან მეტკინა ფეხი და დავიზილე.ამასობაში სინათლეც აონთო,თვალებში მხედველობის დაწმენდას ველოდი რომ რაიმე დამენახა.რასაც დავეტაკე მას გავხედე და ერთ ადგილას გავშეშდი,ჩემს წინ შავი კუბო იდგა.შიგნით კი ლევანის სხეული იწვა,სულ ლურჯი და ყვითელინფერი დაჰკრავდა სახეზე.რომ არ მეყვირა პირზე ხელი ავიფარე და ცრემლები გადმომცვივდნენ.კუბოსთან ჩავიკეცე და კიდევ უფრო ხმამაღლა ავტირდი.რამოდენიმეჯერ წაღებული ხელი შუა გზაში გამიშეშდა და ისევ საწყის პოზიციას დაუბრუნდა.მაინც გავბედედა ხელი შევახე,საშიბლად თბილი იყო მისი სხეული.თითქოს და ცეცხლი ეკიდა ისეთი ცხელი.

მეტი უკვე აღარაფერი აღარ მახსოვს რადგანაც გამომეღვიძა.ალბათ სამი ან ოთხი საათი იქნებიდა რომ გამომეღვიძა,ლიკას მშვიდად ეძინა.მძინარეს გადავხედე,ეხლა ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი სულ აღარ დამეძინება და მომიწევს სიზმარზე ფიქრი.მისი გაანალიზება და ყველაფრის გადახარშვა.ბევრი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ მაიჯც ვერ ავხსენი სიზმარი და აზრი ნორმალურად ვერ გავიგე.სწორი აღმოვჩნდი,ლიკას ძილს ვდარაჯობდი.ტელეფონზე თამაშიც კი მომბეზრდა ორი საათი,გათენებამდე კი ჯერ კიდევ ორი საათი იყო.გამთენისას ჩაძინების პირას მისულს ჩემა ბუდილნიკმა ატეხა სიმღე.ვერ ვარჯიშობ და რათ მინდა რომ მიყენია ვერ ვხვდები.სწრაფად გამოვრთე ლიკასაც რომ არ გაგბიძებოდა და ძილის შებრუნება ვცადე.მაინც ჩამეძინა მთელი ღამის ნათევს. საათისთვის ყურადღება არ მიმიქცევია ლიკამ რომ გამაღვიძა,ისე მეძინებიდა მაგრამ ეხლა თავი ბალიშზე რომ დამებრუნებინა ვიცოდი ვერ დავიძინებდი ამიტომ ადგომა ვარჩიე.მხოლოდ იმიტომ გამაღვიძეს რომ ეკითხათ მსურდა თუ არა ქუთაისის დათვალიერება და სალოცავებზე წასვლა.ესე მაინც ვერსად ვერ წავიდოდი ამიტომ მე და ლიკა დაგვტოვეს სახლში,დღე კობა ბიძიაც ისვენებდა და ისიც გაყვა თან.

-ელა როდის ჩამოდის?_მოვიკითხე აუტანელი მამიდაშვილი მე,არდადეგების დაწყებისთანავე მეგობართან ერთად წავიდა გურიაში,მის მეგობრის სოფელში და ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა.

-დრო გადანაწილებული აქვს ,გურიიდან ერთი დღით ბრუბდება და ისევ მის მეგობართან ერთად მიდის აჭარაში,ოღონდ არ ვიცი ვისთან_პირგამოტენილმა ლიკამ კიდევ ერთხელ ჩაკბიჩა ვაშლი.

-ფრთხილად არ დამეხჩვე_ვაშლი ავაცალე ხელიდან და ამჯერად მე ჩავკბიჩე

-გაიხედე წინ,ხილი იქ არის_ხელით მანიშნა სახილეზე,სიცილით ავიჩეჩე მხრებიბდა ვაშლის ჭამა განვაგრძე.გაბრაზბულმა ხელი საჩვენებელი თითი დამიქნია და მეორე ვაშლი აიღო.სახლში ისეთი მოწყენილობა იყო რავიცი,მე თორნიკესაც ვეღარ ვემესიჯებოდი ისე ხშირად რიგორც ადრე,მუშაობს და არ სცალია.ბავშვებს დავურეკეთ და ვთხოვეთ მოსულიყვნენ.რადგანაც ნინა და ნანა დღეს მიდიოდნენ მხოლოდ ბიჭები გამოვიდოდნებ.ისიც გვეჭვებოდა რადგანაც ძალიან ეზარებოდათ გამოსვლა.სამივე ერთად მოვიდა,ძალიან გამიხარდა ლევანის ხელებში პატარა ნიტა რომ დავინახე.

-ჩემი გოგო_ხელიდან წავართვი მოცინარს და მოვეფერე_ჩემი სიხარული ეს _გატრუნულ კატას ვეფერებოდინდა თან ხანდახან ბავშვებს გავხედავდი ხოლმე.

-შენი ნაკლებად_ირონიულად მოცინარმა ლევანი გამომეპასუხა,ეხლა შანსი მქონდა ოცნება ამესრულებინა და მისთვის ის თვალები დამეთხარა.

-შენი ხმა არ გავიგო მე_დავუღრინე და აკრუტუნებულს მოვეფერე.ლიკა ეშმაკურად მიღიმოდა და მანიშნებდა "არ ვცდები"ო,მგონი მეც დავეთანხმო მას მაგრამ მაიჯც მიჭირს ამის დაჯერება.იმდენი ვეფერე კატას სანამ არ ავაჭყავლე,ისეთი კნავილი ნორთო ძვლივს გავაჩუმე.ლევანს მიზეზი მიეცა და დამცინოდა.რა ჩემი ბრალია ძალიან რომ მომენატრა ჩემი კნუტი.რძე დავალევინე მოშიებულს და ლევანს თვალები დავუბრიალე,აბა ვერა და ვერ გავაჩუმე.

-ხომ ხედავ არ უნდა შენთან,მოდი ნიტ ჩემთან_ჭამით გართულს დაუძახა,მანაც ჭამა მიატოვა და მასთან გაიქცა.გაბრაზებულს სადაც იყო ცეცხლი წამკიდებოდა

-მოღალატე ეს_დავუბრიალე თვალები ყველას და სავარძელზე ჩამოვჯექი

-არ უნდა შენთან და რა ჩემი ბრალია_
დამცინა კიდევ ერთხელ,გაბრაზებული მხოლოდ ვიღრინებოდი.

მოღალატეს მისი ჭირვეულობის მიუხედავად ძალიან ბევრი ვეფერე,სულ ლევანთან უნდოდა ნიტას და სადაც იყო მეკითხა ესეთი რა გაუკეთა ესე რომ მიიჩვია და შეაყვარა თავი.კიდევ დიდი ხანი დაყვნენ ბავშვებმა ჩვენთან,ბიჭების წასვლის შემდეგ მივხვდით რომ დღეს მთელი დღის მანძილზე აღარაფერი გვეჭამა და ძალიან მოგვშიებოდა.უაზროდ ყოფნას ფილმის ყურება ვარჩიეთ,ბევრი ვიდავეთ ჟანრზე მაგრამ მაინც მე გავიმარჯვე და მძაფრ-სიუჟეტიანს ვუყურეთ.ჩვენი ფილმის დამთავრება კარგი იყო,მეორე ფილმი რომანტიული ჩავრთეთ ლიკას გამო. მეორე ფილმის ყურებას რომ ვამთავრებდით მაშინ მოვიდნენ ჩვენები,ისეთი ბედნიერები იყვნენ.ისეთი აღტაცებიუ საუბრობდნენ ათასჯერ ნანახ ღირშესანიშნაობებზე და ქალაქზე.ყველა დეტალი გამოვკითხეთ და მოვაყოლეთ.ყველა ადგილზე,მუზეუმის ამბებზე ცოტა არ იყოს და ვიცინეთ.მაინც ყველაზე სასაცილოდ ის ფაქტი გვეჩვენა და იყო მამამ გიდობა იკისრა და თავისიტ გადაკეთა ისტორიები...


პატარა,პატარა და ძალიან პატარა...
მაპატიეთ ,ბოდიში და მიყვარხართ



№1  offline წევრი magdagoderidze

tamta
chemi ggogooooo <3 :* kai iyooo :*

kai iyoo kai :D shen chemo <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent