შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიროსმანიც ხომ ვარდებს ჩუქნიდა...! (თავი 5)


28-06-2015, 00:15
ავტორი llella
ნანახია 3 834

სანამ დავიძინებდით კიდევ წავიჭორავეთ, მერე კიდევ დავემხეთ საწოლებზე და ძილს მივეცით.
მე კარგახანს არ დამძინებია, ისევ ნუცას სიტყვებზე ვფიქრობდი, არ მინდოდა მაგრამ მაინც ვფიქრობდი.
განა ვუყვარდი ყიფიანს?! მინდოდა დამეჯერა ეს მაგრამ ვერ ვიჯერებდი, გამა უბრალოდ ნაჩუქარი ვარდები სიყვარული იყო?! ის ხომ ყოველთვის ჩვეულებრივად მექცეოდა, მის არცერთ ქმედებასა თუ სიტყვაში არ იყო სიყვარულის ნატამალი... მისი ყოველთვის ცივი გამოხედვა, ამ ფიქრებს მიბლოკავდა და მაიძულებდა მისგან მხოლოდ სიცივე შემეგრძნო, მაშინ როცა ვცდილობდი მის ღიმილში, მის თვალებში, მის უბრალო მოქმედებაში ცოტაოდენი სითბო მაინც დამენახა, ვერ ვხედავდი... არადა ვცდილობდი... მე კიდევ... მე კიდევ ასე უნამუსოდ შემიყვარდა ყიფიანი, ასე უიმედოდ შემოიძარცვა ჩემს გულში და დაიდო ბინა, რომლიდანაც გასახლებას არც აპირებს...
ალბათ 3 წელზე შემეძლო გადამეყვარა კიდეც... მაგრამ არა! არ მინდოდა... ხანდახან მიფიქრია კიდეც ამაზე, მაგრამ არა... ვერ შევძელი, მე ჩემს სიყვარულს ვუერთგულებდი, ერთგული ვარ, ერთი გული მაქვს და თუ მიყვარს ბოლომდე მიყვარს!!!
ეს იყო და ეს... და ეს იყო ყველაფერი...!
ფიქრებში გახვეულს როდის ჩამეძინა არც კი მახსოვს, აი დილით კი ნუცას კივილმა გამაღიძა.
-ო დელი დელი დელიააააააააა, გული ბედნიერიააააა-გაჰკიოდა ბოლო ხმაზე და თან ცეკვავდა, თავი ნელა წამოვწიე და მოცეკვავე დაქალს გავხედე.
-რაიყო კვდები და ინაზღაურებ?!-გავიცინე და გამოქნეული ბალიში ავიცილე.
-აუ რა გველი ხარ რაა-მასაც გაეცინა.
-აბა რა გჭირს?!
-არაფერი, რა უნდა მჭირდეს?! უბრალოდ ძალიან კარგ ხასიათზე ვარ.
-ოოჰ, ზედმეტადაც კი-გავიცინე და საწოლზე წამოვჯექი.
-ვაიმე ნუ მიშლი ადამიანო ნერვებს-დამიცაცხანა და ჩემს საწოლზე გაიშოტა.
-მეე?!-კაი მოხუცივით შევიცხადე.
-არა მე, კაი მიდი ადექი თორე სირცხვილია.
-ხო, ხო აბა რაა სირცხვილია ბოლოს და ბოლოს მომავალი დიდი დედამთილის სახლში ხარ და რას იფიქრებს ქალი, ზარმაცი სარძლო მყავსო-გადავიხარხარე და მის მკვლელ მზერას რომ გავქცეოდი სააბაზანოში შევვარდი.
-სად წამიხვალ ერთი ვიცოდე, ხომ გამოხვალ მანდედან.
-მეც მიყვარხარ-გავიცინე და წყალი მოვუშვი, დიდი ხანი დავყავი აბაზანაში, რომ გამოვედი ნუცა იქ აღარ დამხვდა, თმები მაღლა ავიწიე და ჩავიხვიე, შარვალი, უბრალო მაისური და მზად ვიყავი.
-დილამშვიდობისა.
-ოოხ ვინ ამდგარა ჩვენი ჭინკა-გამიცინა ბერომ.
-ბაბუ შენ რაღაცა იუმორში ვარჯიშობ გეტყობა-გავიცინე და ლოყაზე ვაკოცე-რაიყო თეკლას უტარებ მასტერკლასებს?!-თვალები მოვჭუტე და დაკრეჭილმა გავხედე.
-არაა რაა, ამას არაფერი არ ეშველება-ხელი ჩაიქნია სიცილით ბაბუამ-შენ ვინმე ჭკვიანი და გამძლე გინდა თორემ ისე არ გამოვა არაფერი, რომ მოგარჯულოს და გასწავლოს ჭკუა.
-მე ვინ უნდა მომარჯულოს ბაბუკო-კმაყოფილმა წარმოვთქვი და მაგიდაზე დადებულ წყალს დავსწვდი.
-ბიჭები სად არიან?!-იკითხა ნუცამ, მე რომ მკითხოთ მაგ „ბიჭებში“ უფრო „ სად არის გეგა?!“ იგულისხმებოდა.
-მეზობელთან არიან გადასულები, ზურასთან-განმანათლა თეკლამ.
-ვაახ ზურაბა აქეთაა?!-გავიცინე.
-აბა სად უნდა იყოს ბები?!
-რავიცი აბა-მხრები ავიჩეჩე.
-აქეთაა აქეთ, იცი რაფერი დავაჟკაცებულია, გასიმპატიურებულია ბები.
-ზურაბას გირიგებენ უეჭველი-მიჩურჩულა ნუცამ სიცილით.
-აბა აბა-დავეთანხმე ბებიას და ოთახში შემოსულ ბიჭებს გადავხედე.
-დილამშვიდობის-ჩაიჩურჩულა ნუცამ და მისი ასეთი მორცხვობისთვის მინდოდა იქვე მიმეხრჩო.
-დილამშვიდობის-პასუხი არ დააყოვნა გეგამაც და ნუცას გვერდით ჩამოჯდა.
-2 წუთიც და მზად იქნება ყველაფერი-გვახარა თეკლამ და ისევ შეძვრა სამზარეულოში.
-უუხ ახლა რა ხაჭაპურებს დავარტყამთ-თავი გაიმხნევა გეგამ და ნუცას თბილი მზერით გადახედა.
მე კიდევ ტელევიზორს ვუყურებდი და ყიფიანის მზერის დაიგნორებას ვცდილობდი, ის კიდევ ჯიუტად არ მაცილებდა თვალს... იდიოტი...!
-ვაიმე გავიგუდე ბიჭო-უცებ გავიგე ნუცას ნაწამები ხმა.
-ნუ იტყუები, არაჩეულებრივად სუნთქავ-დატუქსა საყვარლად მოწუწუნე გოგონა გეგამ და შუბლზე აკოცა.
-სანდროოო-დაიყვირა.
-ხო-სიცილით გასცა პასუხი ძმამ უმცროს დას.
-რა ხო ბიჭო რა ხო?!
-რა ხო და ხო სანდროო და ხო თქო-თავი იმართლა სიცილით უფროსმა აბაშიძემ.
-ბიჭო ძმა არ ხარ შენ?!
-კი კაცო აბა არ ვარ?!-შეიცხადა და დივნის საზურგეს მიეყრდნო.
-ხოდა მომაშორეთ ეს-მიყთითა გეგაზე.
-ეგ ჩვენ ძალებს აღემატება-დანანებით გააქნია თავი ნიკამ და საცოდავად დაადო თავი ბიძაშვილს.
-ხო... მართალია ნიკა-ისეთივე ინტონაციით აყვა ღლაბურცობაში უფროსი აბაშიძე ბიძაშვილს.
-ვერ გიტანთ ვერცერთს!-გამოაცხადა ნუცამ და კიდე ერთხელ დაეჯაჯგუნა გეგას.
-ბიჭო დაანებე მართლა თავი ცოდოა ბავშვი-ნუცას ირაკლი გამოექომაგა.
-აჰა გესმის შენ რას გეუბნებიან?!-დაიმედიანდა ნუცა, მაგრამ ამაოდ.
-ყიფიანი შენ ჩუ თორე...-გაიცინა და მე გამომხედა.
-თამრიკო ბებოოო-ბოლო იმედს მოეკიდა ნუცა.
-ხო ბები.
-უთხარით რამე ამ... ამ ნივთს-საწყლად შეხედა და დახმარების მოლოდინი ჩართო.
-კაი გეყოფათ ახლა მაიმუნობა, წამოდით ვჭამოთ-ეტყობა ჩვენი თეკლაც ხვდება ყველაფერს და არ უშლის მტრედებს ხელს ბუდის შენებაში, მე და ბერო ხმას არ ვიღბდით, მაგრამ გულიანად ვიცინოდით.
-შენ ხომ დაქალი არ ხარ რაა-გაიცინა ნუცამ და ხელკავი გამომდო.
-ხო, მართალი ხარ, მომავალი მული ვარ-ვუჩურჩულე.
-ბებიას და ბაბუას გადაუხადე მადლობა ეგ თმები ღერა-ღერა რო არ აგაცალე.
-აუცილებლად-გავიცინე.
დავნაყრდით, მე და ნუცამ თეკლას დალაგებაში მივეხმარეთ, მერე კი მისაღბში დავბრუნდით, ხან ტელევიზორს ვუყურეთ, ხან რა ვქენით, ხან რა, წვიმდა და ამიტომაც გასეირნება და ა.შ. გამორიცხული იყო. ამდენ ბოდიალში კი დაღამდა კიდევაც.
-ვახ ზურიკო-გავიგე ბაბუაჩემის ხმა-რაფერ ხარ ბიჭო?! ასე შეიძლება ადამიანის დავიწყება?!
-კარგად ვარ თავად როგორ გიკითხოთ?! საქმეები ხომ იცით და...-თავი იმართლა ზურიკელამ და ახლა ძმაკაცები შემოატარა სახლში, ბაჩანას და გაბოს კარგად არ ვიცნობდი, მაგრამ მათზე ბევრი მსმენია, ჩემი ძმებიდანაც და ზურადანაც.
-ჩვენც რა ვქნათ, ჩამოგვივიდნენ შვილიშვილები და რაღა გვიჭირს.
-ხო... ვიცი...-ამ დროს მე და ნუცაც გავედით მისაღებში.
-გამარჯობა-მიესალმა ბიჭებს ნუცა და თავაზიანობის გამო გაუღიმა, გაბოსთვის არც კი შეუხედავს,არ მოსწონდა ეს ბიჭი, მაგრამ ვერ გამეგო რატომ.
-გაგიმარჯოს-მერე მე გამომხედა-ანეტა როგორ ხარ?!
-კარგად ვარ ზურიკო შენ როგორ ხარ?! სად ხარ დაკარგული?!
-მეც რა ვქნა, სად მცალია გოგო, სოფელში საქმეს რა გამოლევს...-გამიცინა.
-ხო, მაგაში გეთანხმები-ყველანი დივანზე განთავსდნენ, მე კიდევ ყავის მოსადუღებლად შევძვერი სამზარეულოში, ყველაფერი მოვამზადე და მაგიდაც მალევე გავაწყე, ნუცას გვერდით დავჯექი და ოთახში მყოფებს თვალი მოვავლე.
-ანეტა როგორ გაზრდილხარ, გალამაზებულხარ, დაქალებულხარ!!!-უცებ გავიგე ზურას ხმა.
-მადლობა-გაკვირვებულს გამეღიმა და პირდაპირ თვალებში ჩავხედე.
გაგიკვირდებათ და მის შავ თვალებში დიდი სევდა იკითხებოდა, აი რაღაცნაერი თვალებით მიყურებდა, მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა, გავშეშდი.
-როგორც გეტყობა წინა ჩამოსვლაზე კარგად დაკვირვებიხარ-ოთახში გაისმა ყიფიანის ბოხი, უფრო გესლიანი ხმა.
-ხო! არაჩეულებრივად დავაკვირდი!-ასეთივე ტონით უპასუხა ზურამაც.
-მერედა მაგდენი დაკვირვება რომ არ შეიძლება შენ არ იცი?!-აგრძელებდა ყიფიანი, ყველანი ჩუმად ვიჯექით, ბებია და ბაბუა სახლში არ იყვნენ, მეზობელთან გადავალთ ჩვენო, ნუცამ მაგრად მომიჭირა ხელზე ხელი, მეც ასეთივე ძალით ჩავებღაუჭე მისას.
-არა!-მტკიცედ უპასუხა ზურამ და მამისკმვლელი თალებით გახედა ყიფიანს, იმ თვალებით ამ დრომდე მე რომ არ მცილდებოდნენ.
-ხოდა მე გეუბნები! თვალებს აზიანებს ეს და იცოდე...!-არცერთი არ მაცილებდნენ თვალს, ისე გესლავდნენ ერთმანეთს.
-შენ ჩემს მხედველობაზე ნუ ფიქრობ!
-მხედველობის რა გითხრა, მაგრამ შენი სხეულის ნაწილებზე უეჭველი ვიზრუნებ! თუ მაგ თვალებს ადგილს არ უნახავ!-მისი ხმა ექოსავით გაისმა მთელს ოთახში, გეგაც, რატიც, ნიკაც და სანდროც წყნარად უყურებდნენ ორ იდიოტს რომლებიც ცოტაც და ერთმანეთს მგლებივით ეცემოდნენ. გაბოც და ბაჩანაც წყნარად იჯდნენ და ხმას არ იღებდნენ, გემრიელად მიირთმევდნენ ბებიას გამომცხვარ ნამცხვარს და ხვრიპავდნენ ყავას.
-სადაც მინდა იქ გავიხედავ!
-ბიჭო შენ...
-ყიფიანი!-გაისმა რატის მკაცრი ხამ, უფროს ძმას გავხედე და თვალებით მადლობა გადავუხადე-მოკეტეთ ახლა ორივემ, დალიეთ ეს დასაწვავი ყავა და მერე მოკალით თუ გინდათ ერთმანეთი, მაგრამ სახლში არა!
ხმა არცერთს არ ამოუღია, მაგრამ მე ეს სიჩუმე უფრო მაშინებდა, სულ არ მაინტერესებდა არცერთი, მაგრამ მაინც მეშინოდა. არცერთი არ მაშორებდა თვალს, ცეცხლი როგორ არ მომეკიდა მიკვირს.
ბაჩანა და გაბო მალევე წავიდნენ, გაბომ მომღიმარი სახით გახედა ნუცას და ისე გავიდა სახლიდან, ამ დროს ბებია და ბაბუა მოვიდნენ.
-რას შობით ბაღნებო?!-ღიმილით გვკითხა თეკლამ.
-არაფერს ბებო ვლაპარაკობთ-გასცა პასუხი რატიმ.
-კაი დავწვებით ჩვენ, ძილინებისა-გვითხრა ბერომ, მეუღლეს ხელი გადახვია და წავიდა.
უცებ გახედეს ერთმანეთს ირაკლიმ და ზურამ, ორივე ერთად წამოდგა ფეხზე და გავიდნენ გარეთ.
-მალე მოვალთ-გაგვაფრთხილა ყიფიანმა და სახლი დატოვა.
-წავედი მე დავიძინო თორემ ვითიშები-წამოიძახა სანდრომ, საათი თორმეტს უჩვენებდა, ყიფიანი და ზურა კი ნახევარი საათი იქნებოდნენ უკვე გარეთ.
-მეც მოვდივარ სიხარულოოო-გადაიხარხარა ნიკამ და ბიძაშვილს გაყვა.
-ჩვენც დავწვებით-თქვა რატიმაც.
-მე ჯერ არ მეძინება-გამოვაცხადე და დივნის საზურგეს მივეყუდე.
-ბავშვი-გავიგე ნიკას ხმა-მოვა ყიფიანი ნუ გეშინია-გადაიხარხარა და სანდროსგამ თავში წამორტყმაც დაიმსახურა.
-ეგ რა შუაშია?!-გავიკვირვე.
-თავშია ბავშვი თავში-არ წყვეტდა ღლაბურცობას.
-ვაიმე ნიკა წაეთრიე და დაიძინე-გაიცინა ნუცამაც და დატუქსა ბიძაშვილი.
-ხო კაი კაი წავედი „ბაიუ ბაიუშკი“ უნდა ვქნათ მე და ჩემმა ცხოვრებამ-თვალები ქალივით ააფახურა და პირდაპირი გაგებით სანდროს კისერზე ჩამოეკიდა.
-შენი პიდარასტი ************-დაიგვირგვინა სანდრომ და ძლივს მოიშორა, მასზე საყვარლად აკრული სხეული.
-ამათ რა ეშველებათ-გავიცინე.
-არც არაფერი-ამყვა ნუცაც.
ბიჭები დასაძინებლად დანაწილდნენ, მხოლოდ მე და ნუცა ვიყავით სახლში.
-ახლაც თქვი ჩემს გამო არ ჩხუბობსო-უცებ ნუცას ხმა გავიგე.
-ვაიმე ნუცა არ დაიწყო, იცოდე ჩემი ხელით მიგახრჩობ.
-აი ისევ... ისევ აიგნორებ ფაქტებს.
-არ მაინტერესებს მე ეგ ფაქტები! არ ვაპირებ ამაზე საუბარს.
-კაი არ გაბრაზდე რაა-მოვიდა და ჩამეხუტა-უბრალოდ ნერვები მეშლება, იმას რომ ვერ ხედავ რაც უნდა დაინახო.
-რაც მე ადრე ვაცეცე თვალები მეყოფა-გავიცინე.
კიდევ დიდხანს ვილაპარაკეთ, უცებ კარები გაიღო და სულ მთლად გალუმპული ყიფიანი შემოვიდა სახლში.
-მე წავალ-წამოიძახა ნუცამ და სირბილით აიარა კიბეები, მე კიდევ დამტოვა ასე.
-რატომ არ გძინავს?!-მკითხა მისი ჩვეულებისამებრ ბოხი ხმით.
-არ მეძინება.
-გვიანია, მიდი ადი დაიძინე.
-შენ თუ გეძინება შეგიძლია წახვიდე და დაიძინო-ხმა არ ამოუღია, პირდაპირ მისი ოთახისკენ აიღო გეზი, მეგონა დასაძინებლად წავიდა თქო, მაგრამ იმედები მალევე დამემსხვრა, როცა სპორტულებში გამოწყობილი ყიფიანი გამოვიდა ოთახიდან.
-არც მე არ მეძინება!
-...........-ხმა არ ამომიღია.
-ჩაის დამალევინებ?!-უცებ მისი ხმა გავიგე.
-ახლავე-მეც სამზარეულოსაკენ წავედი.
-3 კოვზი შაქარი-გაკვირვებულმა გავიხედე მისკენ, მაგიდასთან მოკალათებულიყო, ვერც კი გამეგო როგორ შემოვიდა სამზარეულოში.
-გემრიელად მიირთვი-ჩაის ჭიქა და ხაჭაპურები დავუდგი პირდაპირ, მე კი წასვლა დავაპირე.
-მოიცა!
-რაიყო?!-გაკვირვებულმა გავხედე ჩემზე მოჩერებულ ყიფიანს.
-შეეცადე ის ტიპი არ ნახო!
-ვერ გავიგე?!-მართლა ვერ გამეგო რას გულისხმობდა.
-რა ვერ გაიგე ტო...! არ დაგინახო მეტი იმ ზურასთან ერთად!-გაბრაზებულმა წარმოთქვა ზურას სახელი.
-ვერახარ შენ!-დავდე განაჩენი-რას ქვია არ დამინახო?! ჩემი მეგობარია და ესეც რომ არა შენ არ გაქვს იმის უფლებ რომ დამიდგონო ვისთან ერთად უნდა ვიარო და ვისთან არა!-ჩამოვუყალიბე გაბრაზებულმა.
-მე გაგაფრთხილე!-მხრები აიჩეჩა და ჭამას შეუდგა.
-მეც გითხარი სათქმელი.
პირდაპირ ოთახში ავედი, ნუცას ჯერ არ ეძინა, ყველაფერი მოვუყევი მას კი როგორც ყოველთვის არც ახლა არ მოუშორებია ღიმილი სახიდან.
-აი ხომ ვამბობდი-წამოიძახა კმაყოფილმა-ეუფ რა სასიძოა ბიჭოს-გადაიხარხარა და საწოლში შეძვრა.
-არაფერიც! დებილია ეგ ყიფიანი!
-ხო ხო, აბა რაა-გაიცინა და საბანში თავი ჩამალა, რომ ბალიში არ მოხვედროდა.
-დაიძინე!
-ვიძინებ, ვიძინებ.
ადრე, აუცილებლად დავფიქრდებოდი მის ამ საქციელზე, მაგრამ ახლა არა! ჩემს თავს ვუთხარი, ნუ ვაიძულე რომ ამაზე არ ეფიქრა, გამიკვირდა მაგრამ დღეს რატომღაც მე გავიმარჯვე და ფიქრის გარეშე ჩამეძინა.
დილით გვიან გავიღვიძეთ, მეც და ნუცამაც, ისე სწორად რომ ვთქვათ, მე ნუცას კივილმა გამაღვიძა, აი ნუცა კი მის გვერდით მოკალათებულმა სხეულმა, ამ შემთხვევაში კი გეგამ.
-აააააააააააა
-რა იყო გოგო?!
-რას ქვია რა იყო?!! აეგდე დროზე ბიჭო.
-დაი ხელს გიშლი?!-თავი წამოყო და სიცილით მკითხა.
-კი ნუცას აკივლებ და მე ძილს არ მაცლი.
-აჰა, ანუ არ გიშლი, აბა ნუცას ისეც არ ვუშლი ხელს და...-გადაიხარხარა და ნუცას ხელები მაგრად მოხვია.
-დებილია ეს! ღმერთო შენ მომეხმარე! მომშორდი ბიჭო!
-ვაიმეეეე წავედი მე!-წამოვიძახე, სწრაფად დავსტაცე ხელი ტანსაცმელს, შევვარდი სააბაზანოში, ჩავიცვი ტანზე და გავვარდი გარეთ.

ნუცას ნაამბობი:

დილით მძიმე ხელის შეხებამ გამაღვიძა, გამიკვირდა ჯერ ჩემი ძმა ან ნიკა მეგონა, მაგრამ ვიცოდი რომ ისინი აქ არ შემოვიდოდნენ, კანკალით გავბრუნდი უკან და როცა მომღიმარი გეგა დავინახე, გულმა რამოდენიმე დარტყმა გამოტოვა, მერე კი ორჯერ სწრაფად დაიწყო ფეთქვა, ანეტა ვითომ გაბრაზდა და გარეთ გავიდა, არადა მე ვიცოდი ეგ უნამუსო რატომაც გავიდა გარეთ... ამის გამო კი მერე პასუხს მოვთხოვდი... ახლა მთავარი იყო ეს რამოდენიმე წუთი გადამეტანა...
-ნუ კივიხარ გოგო!
-რას ქვია ნუ ვკივივარ! გაეთრიე დროზე აქედან!-არადა სასტიკად მსიამოვნებდა მისი სიახლოვე.
-არსადაც არ წავალ!-დამიყვირა გაბრაზებულმა და ფეხზე წამოვარდა, მეც ამიყოლა და მის პირდაპირ დამაყენა.
-გადი!-არ ვთმობდი პოზიციებს.
-გოგო დავიჯერო ბრმა ხარ?!
-...............-ხმა არ ამომიღია, კი ვხვდებოდი საითაც მიყავდა საუბარი, მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი ამ საუბრისთვის თავი ამერიდებინა...
-დავიჯერო ვერ ხვდები ვერაფერს?!
-ვერა!
-ვერ ხვდები რომ ჭკუიდან გადაგყავარ?! რომ მხოლოდ შენ შეგიძლია ჩემით მანიპულირება?!
-მე არაფერს არ ვაკეთებ...
-როგორ არა... ყოველ დღე ცდილობ რომ ნერვები მომიშალო!-გაბრაზებული საუბრობდა, ყველა ძარღვი დაჭიმვოდა და ხელებს ისე მიჭერდა ცოტაც და ალბათ დამილეწავდა ძვლებს.
-არაფერსაც არ ვცდილობ!
-გაჩერდი!-დაიგვირგვინა-აბაშიძე გაჩერდი მეთქი! სულ არ გადამრიო გოგო!
-.............-ხმას ვერ ვიღბდი.
მე თავი დავხარე, შემეშინდა.... მართლა შემეშინდა გეგასი... ასეთი არასოდეს არ მენახა...
-დავიჯერო ვერ ხვდები რომ...-ჩურჩულით დაიწყო-რომ სიგიჟემდე მიყვარხარ?!-მაგრამ ხმა მალევე გაუმკაცრდა.
-შენ...-დავიბენი, საშინლად დავიბენი... მე თვითონ რას ველაპარაეკბი ანეტას და აგერ რას ვაკეთბ... არავარ მე ნორმალური...!
-ხო! მე... მე მიყვარხარ გესმის?! ძალიან მიყვარხარ!-წამით გაჩუმდა, ნიკაპზე მომკიდა ხელი და თვალებში ჩამხედა-ვიცი ბანალურად ჟღერს, მაგრამ რა ვქნა... სხვანაერად არ ვიცი მე სიყვარულის ახსნა-ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი და გამიღიმა.
-...........-როგორ მინდოდა რაღაც მეთქვა, არადა თითქოს ხმა ჩამწყდომოდა.
-მაგრამ, იცოდე-მკაცრად წარმოთქვა, მისი ხმის გაგონებაზე კი მთელს ტანში ჟრუანტელმა დამიარა-ჩემს იქეთ გზა არ გაქვს!
-სხვა გზაზე სიარულს არც ვაპირებ!-ძლივს ამოვიღე ხმა, მივხვდი ახლა რომ არაფერი არ მეთქვა, ვერც მერე ვერ ვიტყოდი ვერაფერს.
-რა... რა თქვი?!
-მიყვარხარ გადარეულო-გავიცინე და პირდაპირ თვალებში ჩავხედე.
-ჩემი ცხოვრება-წამოიყვირა და ხელში ამიტაცა, გული კინაღამ საგულედან ამომივარდა-მაბედნიერებ!-ჩამჩურჩულა და შუბლზე მაკოცა.
-მაგრამ...
-სანდროს და ნიკას გულისხმობ?!-მკითხა ღიმილით, მეც თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე-მაგაზე არ ინერვიულო! იციან ყველაფერი, შენი აზრით ასე რომ ვმაიმუნობდი, რომ არ ცოდნოდა ყველაფერი მაცოცხლებდა შენი ძმა?!-მკითხა სიცილით.
-არა-მეც გამეცინა.
-მიყვარხარ!
-მეც!-გავუღიმე.
-გავალ მე-ისევ გადაისვა თავზე ხელი და შემათვალიერა, ახლა გამახსენდა რომ ძალზედ „მიმზიდველი“ პიჟამოებით ვიდექი მის წინ, ამიტომაც ლოყები ამიხურდა-შენ ჩაიცვი და ჩამოდი.
-აჰამ-უცებ მაკოცა ლოყაზე და გარეთ გავიდა.
მე... მე კიდე გახარებულს სად წავსულიყავი და რა მექნა აღარ ვიცოდი, ასეთი ბედნიერი 22 წლის განმავლობაში არ ვყოფილვარ... მაბედნიერებდა გეგა ჯაფარიძე... უფროსწორად ჩემი ბედნიერების მიზეზს ერქვა გეგა ჯაფარიძე...
მალევე მოვემზადე და ქვემოთ ჩავედი.

- - - - - - -
გამარჯობა love ესეც ახალი თავი love feel იმედია მოგეწონებათ, არ ვიცი რა გამომივიდა, მინდოდა კარგი გამომსვლოდა და რა გამოვიდა მეც არ ვიცი feel love
ველოდები კომენტარებს და შეფასებას love



№1  offline წევრი lika

pirveli var .. vaime rogor gamaxare didi madloba chemi tkbili tbili da gamgebiani gogo xar exla wavikitxav

 


№2  offline წევრი Only DrEAmer

ზაღვარელო ტვინი ხარ <3 მაგრად წერ და ვგიჟდები შენზეე <3

 


№3  offline წევრი -tiko))

Vaimeee... chemi chkvianiii... ai imdenad magari xar ro sityvebi ar myofnis... dzaaaaannn magari xar... es aneta kide nervebs mishlis ... debilia es gogo? Ver xvdeba verafers raa... xo kide nuca da gega magrebi arian dzaaaaaann... xo kide yifiani momewona kai tipia... xo da bolos ... leluuuu mikaqaalooooo
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№4  offline წევრი llella

-tiko))
Vaimeee... chemi chkvianiii... ai imdenad magari xar ro sityvebi ar myofnis... dzaaaaannn magari xar... es aneta kide nervebs mishlis ... debilia es gogo? Ver xvdeba verafers raa... xo kide nuca da gega magrebi arian dzaaaaaann... xo kide yifiani momewona kai tipia... xo da bolos ... leluuuu mikaqaalooooo

მეც მიყვარხარ გადარეულო <3 :დდდდ

 


№5  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ჯერ კიდევ წინა ისტორიას ვკითხულობდი შენსას და ძალიან მიყვარდა <3 ეხლა ესეც დაემატა და შემიყვარდა ძალიან.. მინდა გითხრა რომ ძალიან ნიჭიერი ხარ <3

 


№6  offline წევრი llella

ტომაჩკა
ჯერ კიდევ წინა ისტორიას ვკითხულობდი შენსას და ძალიან მიყვარდა <3 ეხლა ესეც დაემატა და შემიყვარდა ძალიან.. მინდა გითხრა რომ ძალიან ნიჭიერი ხარ <3

მადლობა დიდი <3 ^_^ თქვენ არ იცით მე როგორ მიხარია როცა ასეთ კომენტარებს ვკითხულობ ^_^ :3 <3

 


№7  offline წევრი lika

ai xedav ramdens moswons es istoria :p

 


№8  offline წევრი llella

lika
ai xedav ramdens moswons es istoria :p

ვხედავ :((( მაგრამ მაინც მწყინს ამდენი ადამიანი კითხულობს და არავინ არ ტოვებს კომენტარს... :((((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent