შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი მთვარე [2]


28-06-2015, 03:44
ავტორი შიკალატკა
ნანახია 2 303

დილით გაღვიძებისას თავი საშინლად სტკიოდა. ეგინა ვიღაც ეჯდა და ტვინს უქაჩავდა. არა, ამდენი არ უნდა დაელია. წამოჯდა და გარშემო მიმოიხედა. ისევ სასტუმრო ოთახში იყვნენ. ვის ვიზე ეძინა ვერ გაარჩევდით. თავად იატაკზე იყო გაწოლილი, რის გამოც სხეულში ტეხდა. წინა ღამიდან ბუნდოვნად ახსოვდა რაღაც-რაღაცები, თუმცა ნათლად იხსენებდა გიორგის ნათქვამ ხუმრობას და ნატრობდა, ესეც დაევიწყებინა, როგორც სხვა მოვლენები არ ახსოვდა. ფეხზე ძლივს წამოდგა და სამზარეულოში ბარბაცით გავიდა. მაცივარი გამოაღო, იმ იმედით რომ შიგნით ნაბეღლავს იპოვიდა, თუმცა ამაოდ. უკმაყოფილომ ამოიოხრა და ძლიერი ყავა გაიკეთა, რამაც ცოტა უშველა და თავის ტკივილი ოდნავ გაუყუჩა. საათის მერე გაიღვიძა ანასტასიამ და ტანჯული სახით შეეგება.
- ევა.. - სიტყვებს ძლივს წარმოთქვამდა. შუბლზე ხელი მიიდო და ტკივილისგან სახე დამანჭა. - არ უნდა დამელია ამდენი.
გოგონას ჩაეცინა.
- ვაა, მართლა? მიხვედრილი ქალი ხარ, ანასტასია. - ცინიკურად უთხრა და ყავის გასაჯეთებლად წამოხტა, როდესაც მეგობრის სახე დაინახა, რომელზეც "მიშველე თორემ თავს გაგიხევ" იკითხებოდა.
- შენი აზრით. - დაიწყო ევამ. - გუშინდელი გიორგის ნათქვამი.. მართლა ხუმრობა იყო? - ფრთხილად ჰკითხა და ცხელი სითხით სავსე ფინჯანი წიმ დაუდო.
- კარგი რა ევა. - საყვედურ ნარევი ხმით უთხრა და ხელი მობეზრებულად აიქნია. - რა თქმა უნხა, აბა მართლა იტყოდა?
- რა ვიცი, ხომ ამბობენ მთვრალი კაცი სიმართლეს ამბობსო. - შეწუხებულმა ამოილაპარაკა.
- ასევე ბევრს ხუმრობენ და მორჩი ამ სისულელეზე დარდს. რომ გღალატობდეს ხელს არ გთხოვდა. - თვალბით მიანიშნა საქორწილო ნეჭედზე და თბილად გაუღიმა. გოგონას ოდნავ მოეშვა გულზე დაწოლილი ლოდი. ცოტა ხანში ყველას გამოეღვიძა და თავს იწყევლიდნენ ზედმეტი სასმელის მიღების გამო. ბოლოს დაიშალნენ და მომავალი ცოლ-ქმარიმარტო დატოვეს.
- ევა, წამო ავთოს დავადგეთ თავზე და დღესაცმაგრად დავთვრეთ. - შესთავაზა ბიჭმა და მომლოდინე თვალებით დააშტერდა.
- ავთო? - ვერ მიხვდა გოგონა.
- ჩემს თანამშრომელთან. - აუხსნა. - რას იტყვი?
- გიო, ძალიან დავიღალე. თან სახლიც მისალაგებელია. - დაღლილი ალაპარაკდა.
- მერე მიალაგე შენც კიდე.
- დღეს არა რა. - მუდარით ახედა. - ხვალ დავადგეთ, ოღონდ დღეს არა.
- კარგი. - უკმაყოფილოდ გამოსცრა და ოთახში შევიდა. გოგონამ შეწუხებულიმზერა გააყოლა. არ სურდა საქმროს წყენინება, მაგრამ იმდენად ქანცგაწყვეტილი იყო, არაფერი ადარდებდა. სახლის მილაგებას რომ მორჩა, ნაბიჯების ხმა მოესმა.
- მე გასასვლელი ვარ და ალბათ გვიან მოვალ. - მამაკაცი მისკენ მიიწევდა, თან პერანგის ღილებს იკრავდა. - თუ დამაგვიანდა არ დამელოდო და დაიძინე. - ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა და გასასვლელისკენ წავიდა.
- საჭმელი მოგიმზადო? - დააწია კარში გასულს.
- არა, გარეთ შევჭამ. - უპასუხა და კარი გაიხურა. გოგონას მოეჩვენა, რომ მის ხმაში ბრაზი შერეულიყო. თავი გადააქნია, უაზრო ფიქრების მოსაშორებლად და დივანზე ჩამოჯდა. დრო უაზროდ გადიოდა. გაკვირვებულმა ახედა საათს, რომელიც სამს აჩვენებდა, როდესაც კარზე დააზარუნეს.
- ალბათ გიო მოვიდა. - თავისთვის ჩაილაპარაკა და კარი გამოაღო. გაკვირვებამ პიკს მიაღწია, როდესაც საქმროს მაგივრად ვულგარულად გამოწყობილი ქალი დაინახა.
- ევა შენ ხარ? - წრიპინით ჰკითხა. გოგონას ხმა ეცნო, კი, ნამდვილად ის პიროვნებაა, ღამით რომ დაურეკა.
- თქვენ სატელეფონო ზარის ავტორი ხართ? - ირონიულად ჰკითხა.
- ხო და ისევ გეუბნები, გიორგისთან არაფერი გამოგივა. - ევამ მობეზრებულად ამოიხვნეშა და შუბლი მოისრისა.
- თქვენი სახელი? - უინტერესოდ შეეკითხა.
- ნინო. - ამაყად უთხრა.
- დიახ, ნინო. მოკლედ გეტყვით რომ თქვენი წანოხტომები და ასეთი ამბები სულ არ მანაღვლებს. იმის ახსნასაც არ დაგიწყებთ რომ მე და გიორგი ერთად ვიქნებით. თავს ნუ იწუხებთ აქ მოსვლით და შეგიძლიათ სახლში წაბრძანდეთ. - მშვიდად ლაპარაკობდა და ნინოს შპაკლიან სახეს შეჰყურებდა.
- კიდევ შევხვდებით, ძალიან მალე. - მიაძახა და სახლს გასცილდა. გაოგნებული კარგა ხანს გონს ვერ მოეგო. ბოლოს კარი მიკეტა და თვალებგაფართოებული, არეული ნაბიჯით შევიდა მისაღებ ოთახში. მოწყვეტით დაეშვა დივანზე და სივრცეს გაუშტერა თვალი. "რა სისულელეზდ დარდობ, ევა! რამდენჯერ მოგსვლია ასე!" უყვიროდა ქვეცნობიერი. დენდარტყმულივით წამოხტა ფეხზე და ტელეფონს დაწვდა. ერთი.. ორი.. სამი ზარი და ისევ აუღებელი ყურმილი. ნერვიულად სცემდა ოთახში ბოლთას და მეოთხეჯერ აკრიფა მამაკაცის ნომერი.
- გისმენ ევა. - გაისმა ბოხი ბარიტონი.
- გიო, სად ხარ? - ანერვიულებულმა ჰკითხა.
- საქმიან შეხვედრაზე ვიყავი და მაგიტომ ვერ გპასუხობდი. მოხდა რამე?
- არა, არაფერი. - ამოისუნთქა. - მალე მოხვალ?
- ვეცდები, მაგრამ არა მგონია. ბევრი საქმე მაქვს. - უკმაყოფილოდ ალაპარაკდა.
- კარგი კარგი. ეცადე მალე მოხვიდე. - უთხრა და გათიშა.
უკვე ღამის ორი საათი იყო. გოგონამ ამოიოხრა და თავის ოთახში ავიდა. აშკარად აგვიანებდა მამაკაცი და მოცდას აზრი არ ჰქონდა. ძილ-ბურანში იყო, როდესაც ქვემოთა სართულიდან ხმაური შემოესმა. იფიქრა გიორგი მოვიდაო და ძილოს შებრინება დააპირა, როდესაც ქალის კვნესა გაიგო. დენდარტყმულივით წამოხტა. თავბრი ეხვეოდა, ამიტომ საწოლზე წამოჯდა, შემდეგ ფრთხილად ჩავიდა პირველ სართულზე. ნანახმა გააოცა. გიორგი და ის ქალი, ვინც დღეს ნახა, ნინო ერქვა მგონი. ადგილს მილურსმულიყო. ვერ ინძრეოდა, თითქოს მოძრაობის უნარი დაკარგა. გაყინული თვებით შეჰყურებდა მათ და გულის რევის შეგრძნება არ შორდებოდა. იმედგაცრუებული იყო, საშინლად იმედგაცრუებული. მათი ყურება აღარ შეეძლო, ვერ უყურებდა, თუ როგორ ეფერება საყვარელი მამაკაცი სხვა ქალს. ნელა ავიდა საკუთარ ოთახში. არ უტირია, არაფერი გაუკეთებია. ლოგინზე ჩამლმკდარი ერთ ადგილს მიშტერებულიყო. ბუნდოვნად გაიგო კარის გაკეტვის ხმა. ალბათ ქალბატონი წავიდა. უცებ წამოდგა ფეხზე. ირონიული ღიმილი აიკრო და ქვემოთ ჩავიდა. მამაკაცი თავზე ხელებდაკრეფილი იჯდა.
- რა თქვეს საქმიან შეხვედრაზე, გიორგი? - მთელი ირონია ჩართო. მამაკაცი უეცრად შეხტა, აშკარად არ მოელოდა მის გამოჩენას. თვლებში ჩააშტერდა. სურდა, მთელი არსებით სურდა მამაკაცის თვალებში სინანული ამოეკითხა, თუმცა ვერ შეძლო, რამაც გული უარესად ატკინა.
- ევა. - დაიწყო კაცმა, თუმცა დადუმდა. ვერაფერს აუხსნიდა, ან რა უნდა აეხსნა? ის რომ სხვა ქალთან ღალატობდა?
- არ არის ახსნა-განმარტებები საჭირო, ყველაფერი ნათლადაა. - მშვდად აგრძელებდა გოგონა, თუმცა ვინ იცის რად უჯდებოდა ამ სიმშვიდის შენარჩუნება. - შენი სულელური პირობა, რომელსაც ხუთი წელია მიმეორებ, ჰაერში ნასროლი სიტყვები აღმოჩნდა. - გაახსენდა მამაკაცის "ფიცი", რომ ცხოვრების ბოლომდე ერთად იქნებოდნენ და უარესად მოუნდა ტირილი. - ყველაზე საშინელება კი იცი რა არის, გიორგი? განა ის, რომ მიღალატე, არამედ ის, რომ მოღალატე შემიყვარდა. არაკაცი ხარ, ნაძი**ლა არაკაცი. ფურთხის ღირსიც არ ხარ, გიორგი ახვლედიანო. - მიაძახა და შენობა დატოვა. განადგურებული იყო. იმედგაცრუებული, რაც საშინელებაა. ახლა მხოლოდ ტირილი უნდოდა, საკუთარ ბინაში მარტო ყოფნა და გულიანად ტირილი. სურდა ცრემლებისთვის გაეტანა ემოციები, ის გრძნობები, შიგნეულებას რომ უკლავდა. ტაქსი გააჩერა და სახლში წავიდა. შინ მისული ოთახში შეიკეტა და ცრემლებს გასაქანი მისცა. ფანჯრიდან, თითქოს სევდიანად იჭყიტებოდა თეთრი მთვარე.

=_=_=_=

ვიცი, ვიცი დამაგვიანდა და ჩემი უპასუხისმგებლო საქციელისთვის უდიდეს ბოდიშს გიხდით. ესეც მეორე თავი და ვიმედოვნებ რომ მოგეწონებათ ^.^



№1  offline წევრი ნინი-21

მე მომწონს ეს ისტორია. აბა შენ იცი ველოდები ხვალ ახალ თავს. წარმატებები ♥!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent