შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსიქოპატი (3) ვაგრძელებ!!


28-06-2015, 16:19
ავტორი Khatina
ნანახია 1 632

პ.ს. ეს მოთხრობა ითარგმნება,ოღონდ უკვე აღარ ჩემს მიერ...

თავი 3


" იქნებ ამიხსნა აქ რა ჯანდაბას აკეთებ? " დაუფიქრებლად შემოვბრუნდი უკან , ისე რომ მისი სახე ვერ დამენახა. ერთხელ უკვე შევხედე, და შვება ვიგძენი. საშუალო ასაკის ჟღალთმიანი ქალბატონი იყო. აქამდე ის არასდროს მენახა.

" ბოდიში, შესვენება მაქვს, ამიტომ მინდოდა აქაურობა დამეთვალიერებინა.."
" შენ არ შეგიძლია აქ ყოფნა " მკაცრი ტონით მომმართა.

"ოჰ, ბოდიშს გიხდი. " სწრაფად გავეცალე იმ ოთახს, რათა საუბრის გაგრძელებისთვის თავი ამეცილებინა. იმედია არაფერს ეტყვის მის ჰელმენს. მაგრამ არამგონია სანერვიულოდ მქონდეს საქმე, მას ჩემი სახელიც კი არ უკითხავს.

სწრაფად გავიარე დერეფანი და მედდების ოთახში შევედი. დრო ისევ მქონდა, რომ ჩამოვმჯდარიყავი და ოდნავ დამესვენა. საშინლად დაღლილი ვიყავი და დასვენება მჭირდებოდა. ცოტა ხანში საათს გავხედე. უკვე შუადღე იყო, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ პაციენტებისთვის უნდა მეყარაულა, სანამ ისინი ლანჩს შეჭამდნენ. შეწუხებულმა ამოვიხვნეშე, როცა გამახსენდა, რომ ხვეულთმიანი ბიჭი იქ იქნებოდა.

უემოციოდ ჩავიარე კორიდორი და კაფეტერიის კარი გამოვაღე. არავინ მომაქცია ყურადღება , როგორც ყოველთვის ხდება, ყველა ყოველთვის თავისი საქმითაა დაკავებული . გეზი ოთახის ბოლოსკენ ავიღე, საიდანაც ვყარაულობ ხოლმე პაციენტებს. ეს ძალიან ადვილი სამუშაო იყო. პაციენტებს ძალიან იშვიათად აქვთ პანიკური შეტევები, და თუ ექნებათ, დაცვა ყოველთვის მზადაა ჩემს დასახმარბლად.

დღეს საშინლად დავიღალე. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყოველ წამს უფრო და უფრო მეტად ვიქანცები. კედელს მივეყრდენი და ვიგრძენი თუ როგორ მეხუჭებოდა თვალები. მაგრამ უეცრად ვიღაცის ხმა გავიგე , რომელიც მე მომმართავდა. " ჰეი "

გვერდზე შევტრიალდი და ჰარი დავინაზე , რომელიც ჩემთან იდგა. ზუსტად ისევე იყო მიყრდნობილი კედელს, როგორც მე. პირში სიგარეტი ჰქონდა გარჭობილი, რომლის კოლოცი ხელში ეჭირა. მინდოდა გავქცეულიყავი, როგორც წინა ჯერზე ვქენი.

" გინდა მოგაწევინო ?" მითხრა და თვალებით სიგარეტისკენ მანიშნა.

" არა, მე არ ვეწევი," ვუთხარი, ჩემი ტონი ოდნავ გამკაცრდა.

სიგარეტის კოლოფი მაგიდაზე მოისროლა. " როუზ – ესაა შენი სახელი ხო? "

თავი დავუქნიე.

" რამდენი წლის ხარ? "

" ოცის . "

" მე ოცდაორის ვარ."

" რატომ მელაპარაკები ? " ვკითხე, და ცალი წარბი ავწიე.

" არვიცი. " მიპასუხა და მხრები აიჩეჩა. " დაცვის ბიჭები არც ისე მხიარულები არიან, დანარჩენი კი შეშლილია "

" აჰ, და შენ შეშლილი არ ხარ ?"

" მე ეს არ მითქვამს. "

არაფერი არ მიპასუხია. მან კიდევ ერთი ღერი სიგარეტი ამოიღო . " ჩემი რატომ გეშინია? ... ეს ესე არ არ უნდა იყოს "

მიზეზი ნათელი იყო. " პირველ რიგში იმიტომ, რომ სამი ქალი გაატყავე – "

" და შენ ამის გჯერა? " შემაწყვეტინა ჰარიმ.

" ეს რომ ასე არ იყოს, აქ დაგამწყვევდნენ ? "

მინდოდა დამესრულებინა, მაგრამ მაინც განვაგრძე : " და საიდან მოიტანე, რომ შნი მეშინია ? "

მისი მეშინოდა, მაგრამ არ მინდოდა, რომ ეს სცოდნოდა. არ მინდოდა, ეფიქრა, რომ სუსტი ვარ. ორი ადამიანი, რომლისაც მეშინოდა ჰარი და მის ჰელმენი იყო.

" აშკარად გეტყობა "

" სად შეამჩნიე? "

" ნუ " მითხრა და ენა ვარდისფერ ტუჩებზე გადაიტარა " თვალყურს გადავნბდი იმ დღიდან, როცა აქ გადმომიყვანეს და – "

" შენ ამბობ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობში მითვალთვალებდი ?" მისი მწვანე თვალები არ შორდებოდა ჩემს სახეს.

" უბრალოდ გიყურბდი, როცა აქ იდექი ხოლმე "

" რატომ ? " დამაინტერესა.

" ძნელი მისახვედრი არაა. შენ ულამაზესი ხარ " მითხრა და ეშმაკურად მოეფინა ღიმილი სახეზე . მინდოდა მისი ნათქვამისთვის ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ ამაოდ. სახე მთლიანად გამიწითლდა. ჰარიმ ეს შეამჩნია და უფრო ღრმად გაიღიმა.

" და კიდევ, დავინახე, თუ როგორ ესაუბრბოდი პაციენტებს . და შემიძია ვთქვა, რომ შენ ისინი გიყვარს. შენ ყველაზე მეგობრული მედდა ხარ ამ საავადმყოფოში. ჩაკეტილი ადამიანი ხარ. აქამდე სიტყვაც კი არ გითქვამს, ეს კი იმაზე მეტყველებს , რომ ჩემი გეშინია. " პირიდან სიგარეტი გამოიღო და პირდაპის სახეში მომაბოლა. საშინელი სურნელი დატრიალდა, მაგრამ ჰარი საშინად სექსუალურად გამოიყურებოდა, როდესაც ამას აკეთებდა. ის ისევ მძულდა და არ ვიცოდი რატომ. შეიძლება მისი ხმის ტემბრის გამო, რომელიც გაგრძნობიებდა, თითქოს ჰარი შენზე მაღლა იდგა.

" ანუ მე ანტისოციალური, და არამეგრობული ვარ შენს მიმართ? ჰარი შენ აქ ერთი კვირაა რაც აქ ხარ, შენთან ნორმალურად გამოლაპარაკებაც კი ვერ მოვახერხე " ვუთხარი.

" ზუსტად . შენ ყველას ელაპარაკები ჩემს გარდა. ვიცი, რომ არავისთვისაა საიდუმლო, რომ არ მოგწონვარ. მაგრამ იმიტომ, რომ არ მიცნობ. ამიტომაც გეშინია ჩემი "

" ჰო, ყველამ იცის, რომ ვერ გიტან " არ ვიცოდი რატომ ვუთხარი ს. ოჰ, სულ დამავიწყდა , ის ხომ მკვლელია .

ჰარიმ თავი უკან გადაწია და გადაიხარხარა . " ჰმ, შენც ბოროტი ყოფილხარ "გამომწვევად მითხრა და ამათვალიერ–ჩამათვარლიერა. "ეს მომწონს "

ჰმ, მეზიზღებოდა, ვერ ვიტანდი. მინდოდა, რამე საშინლად უხეში მეთქვა, მაგრამ ჰარიმ დამასწრო.

" სასიამოვნო იყო შენთან საუბარი, როუზ. კიდევ შევხვდებით ერთმანეთს " მითხრა, თვალი ჩამიკრა და სიგარეტი ჩაიდო პირში. ტანი კედელს მოაშორა და მარტო დამტოვა. თვალები გავაყოლე..

საწოლზე წამოვწექი, ძვლივს , სახლში ვიყავი. პატარა ბინაში ვცხროვრობდი, რომელიც ლონდონის ცენტრში მდებარეობდა. მყუდრო და დაცული ადგილი იყო. შავ–თეთრი ტელევიზორი მქონდა.მინდოდა ტელევიზორისთვის ყურადღება მიმექცია , მაგრამ ამაოდ. ისიც კი არ ვიცოდი რა შოუ გადიოდა, რადგან სულ სხვა რამეზე ვფიქრობდი. არ მინდოა ამაზე მეფიქრა, მაგრამ არ გამომდიოდა.

ჰარი.

როგორც არ უნდა მეცადა, მაინც მაშინებდა. ვიცოდი, რომ მისი არ უნდ შემშინებოდა. იგი ვერაფერს დამიშავებდა დაცვის და მედდების გარემოცვაში . და მე ისევ მეშინოდა.

მხოლოდ ამას ვგრძნობდი მის მიმართ – შიშს. და იმის გამო, არა რაც გააკეთა. შიშს არ შეიძლება იმის გამო გრძნობდე, რაც მოხდა. შიშს მაშინ გრძნობ, როდესაც გგონია, რომ რამე მოხდება. როდესაც ჰარისთან ვარ, ვუყურებ, თუ როგორ მომჩრებია, აზრზე არ ვარ რითი დამთავრდება ყველაფერი.

მაგრამ მხოლოდ დარდი არ იყო ერთადერთი რამ, რასაც მის მიმართ ვგრძნობდი. კიდევ იყო რაღაც. რაღაც სრულიად განსხვავებული, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რა. შეიძლება ეს ცნობისმოყვარეობა იყო . ყველაფერი მისი ტანი, სახე, თვალები, თმები... მისი რღმა , მწვანე თვალები , მისი ვარდისფერი ტუჩები, თუ როგორ ასველებდა მას თავისი ენით.... ის, თუ როგორ ეწევა სიგარეტს... მისი მუქი, ხვეული თმები...

კარგი, გეყოფა ! ვუთხარი ჩემ თავს. ის მკველია. ღმერთო, რატომაა ასეთი მომხიბვლელი? თავს კარგად ვგრძნობდი, არ ვიცოდი მ რატომ. ყოველდღე ვიხსენებდი პაციენტებს, მაგრამ როგორც შეშლილ ხალხს. ისინი დაავადაბულები არიან . მაგრამ ჰარი, ზედმეტად თავდაჯერებული იყო, თითქოს ამაყობს იმით, რაც გააკეთა. შეშლილს საერთოდ არ გავს. იმაზეც ვნერვიულობდი, რომ გამაწითლა. არ ვიცოდი რატომ ვბრაზობდი ამაზე. ეს გიჟურად ჟღერდა, მაგრამ ის ჩემით მანიპულირებდა. კონტროლს მაკარგვინებდა.

და ისევ , უამრავი ცრემლის შემდეგ, ჩემი სიზმრები ახალგაზრდა , სიმპათიურ ბიჭზე იყო...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent