ჩემი ხარ
ფიქრებში გართული კარის გაღების ხმამ გამომაფხიზლა, ოთახში მაღალი შავგვრემანი, ენით აუღწერელი სილამაზის ბიჭი შემოვიდა და შავი თვალებით მომაშტერდა. ერთხანს ასე გაუნძრევლად ვიყავით ერთმანეთის თვალებში ჩაფლულები. მერე რაღაცამ გამოაფხიზლა ზურგი შემაქცია და სავარაუდოდ სააბაზანოში შევიდა. 10 წუთი არ იქნებოდა გასული უკან გამობრუნდა –კიდევ დიდხანს აპირებ ეგრე ჯდომას? – მკითხა გაღიზიანებულმა. მეც უცებ ავდექი ჩემი ბარგი გავხსენი საჭირო ნივთები ამოვალაგე და სააბაზანოში შევედი. ოთახში დაბრუნებულმა პლედი ავიღე და დივანზე მოვკალათდი, მალევე ჩამეძინა. დილით რომ გავიღვიძე რაც არუნდა გასაკვირი იყოს საწოლში ვიწექი, ოთახი მოვათვალიერე მაგრამ არავინ იყო. საათს რომ დავხედე 10 ხდებოდა, ავდექი შორტი და თეთრი მაისური ჩავიცვი, წაბლისფერი თმა ავიკოსე და წიგნების კარადას მივუახლოვდი იმ იმედით რომ რაიმე საინტერესოს ვიპოვიდი –სენ ელეკლეს აქალი გოგო ქალ? – უკნიდან ხმა მომესმა, შევტრიალდი და პატარა ოქროსფერ კულულებიანი გოგონა დავინახე რომელიც თავის დიდ თვალებს აქეთ–იწით აცეცებდა. –შენ ვინ ხარ პატარა? აქ ცხოვრობ? –მე მალიამი ვალ და აქ ნათლიასთან მოვედიი –აჰა გასაგებიაა – გავუღიმე – წამო შენი ნათლია მოვძებნოთ – ბავშვი ხელში ავიყვანე, ოთახიდან გავედი და კიბეს ჩავუყევი რომელსაც მისაღებში ჩავყავდით. –ვაიმე მარიამ – წამოიძახა მისაღებში მჯდომი ორი გოგოდან ერთ–ერთმა –გამარჯობათ – მორცხვად გავუღიმე –მოდი ალექსანდრა – მითხრა შავთვალება გოგომ, რმომელიც ჩემს ქმარს მივამსგავსე – მე ბარბარე ვარ ეერეკლეს და –სასიამოვნოა – გავუღიმე –ეს კი ჩემი მეგობარი იზაბელა და მისი შვილი მარიამი –ანუ ბაბი, ბელა და მარიამი –უკვე მომწონს ეს გოგო – თქვა ბაბიმ –რაო საყვარელო ჩემი დაქალის ძმამ ძაან ხომ არ გაწვალა? – მკითხა ღიმილით ბელამ, მე კი ლოყებაწითლებულმა თავი მორცხვად ჩავხარე. –ბელა რატო მიწითლებ რძალს – უკვე სამივე ვიცინოდით. მარიამი ჩემთან მოვიდა, ხელში ავიტაცე და თამაში დავუწყე –იცი სეკალებული ლო წამალთი? – მკითხა სასაცილოდ და ტუჩები დაბრიცა –ვაიმე საყვარელო არ ვიცოდი ერეკლე შენი შეყვარებული თუ იყო თორემ მაგას როგორ ვიზამდი – ვუთხარი და ლოყები ავუწითლე იმდენი ვკოცნე –კაი ალაუსავს – სიცილი დაიწყო – თუ გინდათ ლო გაპატიოთ აქალი ბიწი მაცუქეთ –კუდრაჭ ეხლა შენ უმატებ? დედაშენი არ ეყო? – სიცილით უთხრა ბაბიმ გოგოებს კარგად გავუგე საღამომდე ვიჯექით და უაზრო თემებზე ვსაუბრობდით. ბელამ და მარიამმა წასვლა რომ დააპირეს ოთახში ავედი. იქ კი მდივანზე სავარძელზე წამოგორებული წლს ზევით შიშველი ერეკლე დამხვდა –გამარჯობა – მივესალმე და თვალი ავარიდე –გაგიმარჯოს ლამაზო – მითხრა მხიარულად და ამათვალიერა. – ცოლო როდის უნდა გამეცნო? – მკითხა პაუზის შემმდეგ –არამგონია ჩემზე რამე არ იცოდე – ვუთხარი და თვალი თვალში გავუყარე –მაგრამ შენ არ იცი არაფერი, სახელს და გვარს თუ არ ჩავთვლით – ცალყბად გამიღიმა და მანიშნა მივსულიყავი – ესეიგი მიყვები შენს შესახებ მოკლე ბიოგრაფიას მერე მე გიყვები –კაი – გავუღიმე –ალექსანდრა დადიანი, 17 წლის ... – გამაწყვეტინა –სერიოზულად 17–ის ხარ ტო? – მკითხა თვალებგაფართოებულმა –კი – მორცხვად ვუპასუხე –მეგონა ჩემი და მეღადავებოდა როცა შენს ასაკს მეუბნებოდა –არა მართლა 17–ის ვარ – გავუღიმე –ჩემი ჯერია....... ერეკლე ბურდული, 26 წლის, წარმატებული ბიზნესმენი და ჩე.... ალექსანდრა დადიანის მეუღლე – გამიღიმა მეც გადავიკისკისე – სწავლობ ხო? –კი, წელს ვამთავრებ სკოლას –რაზე გინდა ჩაბარება? –რავი იურიდიულზე ვფიქრობ, თუმცა არ ვარ დარწმუნებული –სხვათაშორის კარგი არჩევანია – ორივეს გაგვეცინა –ალექსანდრა შეყვარებული ყოფილხარ? ოღონდ არ გეკითხები თინეიჯერულ გატაცებაზე, მაინტერესებს ნამდვილი სიყვარულით თუ გყვარებია ვინმე – ჩემთვის ყველაზე მოულოდნელი კითხვა დამისვა „მეუღლემ“ –არა , არასდროს მყვარებია –გულწრფელად ვუპასუხე –კარგი მაშინ ერთი ნახვით შეყვარების გჯერა? –ორი წლის წინ საერთოდ სიყვარულის არ მჯეროდა და არა მარტო სიყვარულის , მეგობრობისაც არ მჯეროდა, თუმცა ორივე ერთად მეწვია. სიყვარულში მეგობრულ სიყვარულს ვგულისხმობ. ჩემმა მეგობრებმა შეძლეს და დამაჯერეს რომ სიყვარულიც არსებობს და მეგობრობაც თუმცა ორივე მათგანის პოვნა ძალიან რთულია, ამას პირადი გამოცდილებიდან გეუბნები ასე რომ არა ერთი ნახვით სიყვარულის არ მერა –ეხლა ისეთი მონოლოგი მომიყევი ლამის მეც გადამარწმუნე რომ ერთი ნახვით შეყვარება არ არსებობს თუმცა მეც პირადი გამოცდილებიდან გეუბნები რომ ეს შესაძლებელია –ანუ გიყვარს – გამეღიმა –და თუ გიყვარს მე რატო მომიყვანე ცოლად? –შენ რომ არა არც შემიყვარდებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.