ვარსკვლავების მეჯლისი- 2თავი-
არაადროს არ მიყვრდა აეროპორტი. მუდამ ვიღაცას ვაცულებთ,ვტირით. მაგრამ შენ რიმ მიფრინვ ეს უფრო რთული ყოფილა. უკან ტოვებ ყველაფერს,ემოციებსაც კი. როგორც იქნა ჩავაღწიეთ. იქ ქართველი ბავშვები დაგვხვდნენ,რომლებიც ჩვენამდე ჩავიდნენ. დავბინავდით თუ არა გარეთ გავედით იქაური ნომრები რომ გვეყიდა, ინტერნეტს ხვალ ჩაგვირთავდნენ სახლში მანამდე კი მშობლებისთვს უნდა გვეთქვა ჩვენი ჩამოსვლის შესახებ. მხოლოდ იმის თქმა მოვახერხე დედისთვის ჩამოვედი კარგად ვარ ახლა ვისვენებ დაღლილი ვარ და ხვალ დაგირეკავთქო.ეს ვუთხარი და ეგრევე გავთიშე რომ ჩემი ტირილის ხმა არ გაეგოთ. მთელი ღამე ტირილში გავათენე.თათიას და ლანას კი მშვიდად ეძინათ. გიკვირთ ალბათ პირიქით სულ გახარებული და ბედნიერი უნდა ყოფილიყავი და რა გატირებსო. დამიჯერეთ ასე არაა. მე ბევრი რამის ნოსტალგია გამიჩნდაა მაშინ. ყველაზე სულელური ის იყო სიმღერებს რომ ვისმენდი ყურსასმენებში და იმაზე ვფიქრობდი ამას ხომ ჩემს თბილისში,ჩემს ქუჩებში ვუსმენდითქო,უკვე მობეზრებულ სიმღერებს ისე ვუსმენდი თითქოს არც მქონდა მოსმენილი. მეორე დღეს საბუთები მივიტანეთ მიუნხენის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში LMU(Ludwig Maximilians Universität München). სახლში ინტერნეტიც ჩაგვირთეს. სახლში რა,ეს იყო სტუდენტების საერთო საცხოვრებელი. მთელი ძალები მოვიკრიბე და ჩემებს დავურეკე სკაიპით. ვცდილობდი ბედნიერი დავენახე მათ,ვუყვებოდი როგორი ლამაზი და ხალხმრავაალი ქალაქია მიუნხენი. ვუყვებოდი როგორ მომეწონა უნივერსიტეტი. მერე იმათი ამბებიც მოვისმინე და ტკბილად ჩამეძინა. ულამაზესი და უძველესი ქალაქია მიუნხენი. ჩახვალ თუ არა შეგიყვარდება. ვისაც ხალხმრავალ ქალაქში უყვარს ცხოვრება ეს თქვენთვისაა მეგობრებო. უამრავი ტურისტ მოძრაობს აქ. ყოველი კუთხე-კუნჭული ლამაზია და გინდა ყველგან გადაიღო ფოტო. უყურებ ამ ლამაზ ქალაქს და გიჩნდება სურვილი შენს სამშობლოშიც ყველა ქალაქი ასეთი ლამაზი იყოს. იმხელაა მიუნხენი ქალაქმა შეიძლება ჩაგყლაპოს,გაგაქროს ისე რომ გააზრებასაც ვერ მოასწრებ. სწავლის დაწყებამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი ამიტომ გოგონებმა გადავწყიტეთ გერმანიის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა გვენახა. მოუნხენთან არც ისე ახლოს პატარა მყუდრო და ულამაზესი ქალაქია შვაგაუ,რომლის მახლობადაც მდებარეობს ულამაზესი სასახლე ნოიშვანშტაინი(Neuschwanstein),მას ზღაპრულ სასახლესაც უწოდებენ,სწორედ დისნეის ლოგო რომელზეც სასახლეა გამოსახული ეს არის ნოიშვანშტაინის სასახლე. იგი გერმანიის მეფე ლუდვიგ მეორემ ააგო,რომელშიც სამწუხაროდ მხოლოდ 172დღე იცხოვრა,რადგან მალევე გარდაიცვალა სასახლის მშენებლობა სწორედ ამ მიზეზის გამო ბოლომდე დასრულებული არ არის. იგი მდწბარეობს მთაზე საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება. სასახლწმდე რომ მისულიყავი ფეხით 40წუთი მაინც უნდა გეარა აღმართზე,თუმცა გზა ისეთი დამღლელი არ აღმოჩნდა როგორიც გვეგონა,ულამაზესი ხედები არ გვაძლევდნენ უფლებას დაღლაზე გვეფიქრა,მართლაც ზღაპრული სანახაობა გადაიშალა ჩვენ თვალწინ როდესაც სასახლესთან არსებულ უმაღლეს ხიდზე გადავედით,საიდანაც გადმოხედვისას მიწა არ ჩანდა. სანახაობით გაოცებულებმა გადავწყვიტეთ იქვე მდინარეზე ნავი გვექირავებინა. ტბაში ერთ საათზე მეტი დავყავით,ნავის მეპატრონე კეთილი კაცი აღმოჩნდა და თვითონ მართავდა ნავს,ჩვენ კი სახლიდან წამოღებული სენდვიჩებით და გზაში ნაყიდი სასმუსნავებით გავუმასპინძლდით. სასიამოვნოდ დავიღალეთ ემოციებისგან. თითქოს ამ რამდენიმე საათმა რეალობას მოგვწყვიტა და ზღაპარში გადაგვისროლა. გადავწყვიტეთ მსგავსი ტურები ხშირად მოგვეწყო და არამარტო გერმანია,არამე სხვა ქვეყნებიც დაგვეთვალიერებინა. შემდეგი გაჩერება ვენეცია იყო ეს არის ქალაქი სადაც უამრავი ტურისტ მოძრაობს მაგრამ ამ ვიწრო ქუჩებში მუდამ უცნაური სიწყნარეა. პირვწლ რიგში რაც გავაკეთეთ მოშიებულებმა პიცერიას მივაშურეთ. არ დავწყებ აღვწერო როგორი გემრიელია ნამდვილი პიცა და პასტა მაკარონი. ნაყინიც იყო საოცრება,ალბათ დამეთანხმებით ვისაც გაგისინჯავთ. ვენეცია ქალაქია სადაც ფეხით სიარული მთელი დღის განმავლობაში არ მოგბეზრდება. განსაკუთრებით გონდოლით სეირნობა არის შთაბეჭდავი ულამაზეს შენობებს გვერდით რომ ჩაუცურებ. იქ ისეთი ვიწრო და გრძელი ქუჩებია ერთ ადამიანზე მეტი რომ ვერ გაეტევა. განსაკუთრებით ერთი მაღაზია მომეწონა, სადაც ხელნაკეთი ნიღბები იყიდებოდა. მაღაზიაში სასიამოვნო მუსიკა ჟღერდა,გამყიდველიც სასოამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა. ბევრი მოგვითხრო ვენეციის შესახებ. მუსიკა რომ მოვუწონეთ, ქალს სიხარულისგან გულწრფელად გაეღიმა გვითხრა რომ მისი შვილი ასრულებდა ამ სიმღერას,რომელიც სამწუხაროდ გარდაცვლილი იყო. განსაკუთრებით კარგად მახსენდება ვენეციის კათოლიკური ტაძარი,სადაც ღვთისმშობლის ულამაზესი ქანდაკება იდგა. იქ შესვლისას მეგონა მუზემში მოვხვდი ისეთი ლამაზი იყო. მიუნხენში დაბრუნებულები უკვე სწავლის რთულ ტემპში ჩავებით. თავიდან გვიჭირდა თუმცა მერე შევეგუეთ და ყველანაიად გერმანიის სწრაფ სტილზე გადავედით. ეს ხომ ქალაქია სადაც ყოვწლი წუთი და წამი გათვლილი უნდა გქონდეს,სახლიდან ერთი წუთით გვიან გამოსულს შეიძლება ავტობუსზე ან მეტროს მატარებელზე დაგაგვიანდეს.დაგვიანებას კი არავინ გაპატებს. ამიტომ გვიწევდა ყოველ დილით ექვს საათზე ადგომა და შვიდს რომ თხუთმეტი წუთი აკლდა უკვე ტრამვაიში ვისხედით. ხო არ გეჩვენებათ,მართლა ტრამვაი მოძრაობს მიუნხენში, ისევე როგორც ავტობუსები. საკმაოდ სუფთა და ტრანსპორტირების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. დეკემბრის მიწურული იყო უკვე,მე ჩემ გოგოებზე ადრე მოვრჩი ლექციებს და ჩვენ საყვარელ კაფეში ველოდებოდი მათ.ცხელ ყავას და ჩიზკქეიქს მივირთმწვდი თან დედას ერთ-ერთი სოციალური ქსელით დღის გეგმებზე ვუყვებოდი უცბად ვიღაც რომ მომეპარა ზურგიდან,წელზე მომხვია ხელები,ჩემ კისერში თავი ჩარგო და სამჯერ მაკოცა.მისი სურნელი მაბრუებდა,უცბად სიზმარი მეგონა ყველაფერი. მოვბრუნდი რომ ის ვიღაც გამელანძღა,ასე უტიფრად რომ მომეპარა, მაგრამ ამ ცხოვრებამ კიდევ ერთხელ გამაკვირვა სასიამოვნოდ. ჩემს წინ დანიელი იდგა,სწორედ ის ბიჭი რომელზეც გიყვებოდით დიდი ხანი ვუყვარდითქო. რადგანაც ვაჟბატონი ჩემზე ბევრად მაღალი იყო(2მეტრს ასცილდებოდა მალე) სკამზე დავდექი და მთელი ძალით მოვხვიე კისერზე ხელები. მას ჩემ ბავშვურ საქციელზე გაეღიმა,წელზე მიჭერდა ხელებს ისე რომ სუნთქვა მიჭირდა,მე ბედნიერების ცრემლები წამსკდა. -ჩუ,ელე,ნუ ტირი,აქ ვარ შენთან ვარ პატარავ-ყველაზე სასიამოვნო მელოდიად ჩამესმოდა მისი ხმა,მის ყოველ ამოსუნთქვაზე რომელის ჩემს ყელში ურცხვად იფანტებოდა,ჟრუანტელი მივლიდა. როგორც იქნა ჩავწყნარდი,გვერდით დავისვი და მივეხუტე -აქ საიდან გაჩნდი? -შენმა გულის ძახილმა მომიყვანა-სერიოზული სახით მიპასუხა -კარგი დანი რაა მართლა აქ რამ ჩამოგიყვანა,როგორ მოახერხე? -მომენატრე,თბილისი თითქოს უშენოდ დაცარიელდა და მეორე დღესვე დავიწყე საბუთების გამზადება,დღეს კი აქ ვარ -შენ არ იცი როგორ გამახარე,რამდენი ხნით ხარ ჩამოსული? -იმდენი ხნით სანამ შენ აქ იქნები. -მეღადავები? აქ რა უნდა აკეთო -ენის კურსებს გავივლი შენ უნიში,მაქედან მივიღე მოწვევა რომ წამოვსულიყავი -რატომ აკეთებ ამას? - გახსოვს შენი წამოსვლიდან ერთი თვის თავზე დედაშენს სკაიპით რომ ელაპარაკებოდი,უცბად რომ გათიშე და მიწერე ინტერნეტმა გაჭედა და მერე დაგირეკავო -უფ,ეგრე ბევრჯერ მომხდარა არ მახსოვს კონკრეტულად რომელზე ამბობ ან შენ საიდან იცი ეგ? -მეც იქ ვიყავი,მამაშენი გეუბნებოდა როგორ მომენატრეო,შენ მხოლოდ ის თქვი მეცო და გათიშე,მაშინ მივხვდი რომ ინტერნეტის ბრალი კი არ იყო,შენ გათიშე პატარა მაიმუნო, მათ რომ არ ენახათ როგორ ტიროდი.ზუსტად ვიცოდი მთელი დღე ტირილში გაატარებდი.მე უკვე მაგ დროს საბუთებს ველოდებოდი და მიხაროდა სწორი გადაწყვეტილება რომ მივიღე და შენთან მოვდიოდი,ვიცოდი როგორ გიჭირდა მიუხედავად იმისა თათია და ლანა აქ რომ გყავდნენ -ასე კარგად რატომ მიცნობ?-მხოლოდ ამისი თქმა მოვახეხე თავი ისევ მის კისერში ჩავრგე და ავტირდი. -შენ მე იმაზე უკეთ მიცნობ ვიდრე მე შენ ელი,ნუ ტირი გთხოვ თორემ ავდგები და წავალ. -არა,არა მოვრჩი.არ წახვიდე-სწრაფად შევიმშრალე ცრემლები-როდის ჩამოხვედი ან რა იცოდი აქ რომ ვიყავი? -დღეს ჩამოვფრინდი დილით,მერე დავბინავდი მოვწესრიგდი და თათიას ველაპარაკე დაწვრილებით ამხსნა სადაც უნდა მომეძებნე. -უზომოდ ბედნიერი ვარ რომ მყავხარ -შენ ხარ ჩემი თილისმა,როგორ დამტოვე მარტო არ შეგეცოდე?! -ხომ იცი რატომაც წამოვედი? -ვიცი და შენი ვერ გამიგია -ამაზე სხვა დროს რომ ვილაპარაკოთ? ეს წუთები არ ჩამაშხამო გთხოვ -ელი 10წლიდან გიცნობ და 11 წელია ვდებთ ამ საუბარს სამომავლოდ სულ,აღარ დადგა დრო ვისაუბროთ? -გევედრები დღეს არა -კარგი-უკმაყოფილება დაეტყო ხმაშიც და სახეზეც,მე როგორც ყოველთვის გავურბოდი ამ თემას,მივხვდი რომ დანიელი ტყუილად მარტო მონატრების გამო არ ჩამოვიდოდა,ვგრძნობდი რომ ისევ ვუყვარდი და უჩემოდ ამიტომ ვერ ძლებდა. მისმა ჩამოსვლამ თითქოს რაღაც ნაწილი შემვსო.იმდენად აღარ მიჭირდა იქ ცხოვრება. დანი გვამხიარულებდა სამივეს უზომოდ დიდ ყურადღებას გვაქცევდა. მერე იყო საახალწლო მზადება. უნიში დასვენება გვქონდა. ამ დროს ულამაზესია სააალწლოდ მორთული მოიუნხენი. ყველა დაფუსფუსებს. სახლისთვის ნაძვის ხეებს და სათამაშოებს ყიდულობენ. ქუჩები ხნალხისგან გადატენილია,თითქოს მანამ ეს ხალხი სახლში ჰყავდათ დამწყვდეული. სხვა დროს თუ ყველა სადღაც გარბის,ახლა მშვიდად დასეირნობენ და გარეთ საახალწლოდ გამოტანილ გასაყიდ ტკბილეულობას თუ საჩუქრებს მშვიდად არჩევდნენ. ჩვენ პაწუწა ნაძვის ხე ვიყიდეთ. ერთმანეთისთის საჩუქრებიც შევფუთეთ. ტრადიციული ქართული აჭმელები არ გვქონდა მაგრამ გოგონებმა იმდენი მოვახერხეთ გოზინაყი გაგვეკეთებინა. დანის ჩურჩხელები ჰქონდა ჩვენთვის ჩამოტანილი. მაღაზიაში ტკბილეულობა ვიყიდეთ და სალათებიც გავაკეთეთ. ერთ-ერთი პაბიდან მზა საკვებიც მოვიტანეთ-ტრადიციული ბავარიული საჭმელი. რა თქმა უნდა, სახლში შევხვდით სამივე და შემდეგ გავედით მიუნხენის ერთ-ერთ ულამაზეს მოედანზე.სადაც დიდი საათი იყო დაკიდებული და ახალი წლისთვის ულამაზესად მოწყობილი. ერთ-ერთი დაუვიწყარი დღე იყო ჩემ ცხოვრებაში. სახლში გვიან დავბრუნდით. გოგონები დასაძინებლად ავიდნენ მე კი დანიმ მთხოვა ცოტა ხანი ჰაერზე ვიყოთო. მიუედავად იმისა რომ ძალიან ციოდა დავრჩი ვიფიქრე ალბათ სასმელმა მასზე ცუდად იმოქმედათქო. იქვე ხის სკამზე ჩამოვსხედით. დანიელს როგორც სჩვევია თავი კალთაში ჩამირგო და ცას ახედა. უცბად ვარსკვლაი ჩამოვარდა -ელი ნახე ვარსკვლავების მეჯლისია. -ვერ მოვასწარი დანახვა,რა ჩაიფიქრე? -შენ ჩაგიფიქრე -რამე ახალი მითხარი მე ისედაც დაბედებული გყავარ-რატომღაც მისი ნათქვამი ხუმრობად მივიღე. -ეხლა ვერსად გამექცევი პატარა ქალბატონო. -რატო უნდა გაგექცე -ჩემ ნერვებზე ნუ მოქმედებ -არც მიფიქრია -ამ დღეს ნუ ჩამიშხამებ -მე დავიწყე?-წამოჯდა და თვალებში ჩამაცქერდა ისე როგორც მას სჩვეივია,მე კი გვერდით გავიხედე,როგორც ყოველთვის თვალს ვერ ვუსწორებდი მეგონა მასში დავიკარგებოდი. -ელენე -დანიელ არ ვიცი ზედმეტად მოზღვავებული ემოციის,თუ ცოტა სასმლისგან გათამამების ბრალი იყო,დანიმ ჯერ ტუჩებზე დამხედა მერე თვალებში ჩამაშტერდა თითქოს პასუხს ეძებსო, არ ვიცი იქ რა დაინახა მაგრამ გააზრება ვერ ვასწარი გათოშილი სხეული წამში რომ გამიხურდა. მანამდე კი მისი ჩურჩულოთ ნათქვამი ძლივს მისწვდა ჩემს სმენას სურვილი ჩაიფიქრეო. იცოდა დანიელმა ჩემთვის პირველი კოცნა რომ იყო,იცოდა და ამიტომაც მითხრა. უნაზესად მიკოცნიდა ბაგეებს,აზრზე მოსულმა ხელები კისერზე შემოვაჭდე და მის კალთაში გადავინაცვლე.უცბად კოცნა შევწყვიტე,თავი გულზე მივადე და მის გულისცემას ვუსმენდი,ჩემსას ვადარებდი,რატომღაც მისი უფრო სწრაფად ცემდა. გულის ცემა რომ შეუნელდა მერე მოვედი აზრზე,მერე გავიაზრე რაც ხდებოდა,მის კისერში ჩავრგე თავი და გემრიელად დავუკოცნე. -რამდენი ხანი ველოდი ამას -თითქმის მთელი ცზოვრება-ვცადე ცოტა დაძაბულობის მოხსნა-დანი ახლა რა იქნება? თუ ფიქრობ რომ არ უნდა გაგვეკეთებინა... სიტყვის თქმა არ დამაცადა ისევ რომ მაკოცა -არც იფიქრო -უბრალოდ არ მინდა ურთიერთობა გაგვიფუჭდეს -მე მგონი პირიქით მოხდება-ხელები წელზე მომხვია და გულზე მიმიკრა მთელი ძალით. ვერც კი გავიგე როდის ჩამეძინა,დილით ისევ მასზე მიწეპებულს გამეღვიძა იღონდ მის ოთახში. წაბლისფერ თმაზე ვეფერებლდი და სახეზე ვაკვირდებოდი. -არ იცი რომ მძინარეს არ უნდა უყურებდე ეგრე მოშტერებული, თორემ გააღვიძებ და მერე მისგან თავს ვეღარ დაიხსნი- ნახევრად მძინარემ კისერში მაკოცა -არაა,აწი გავითვალისწინებ და სხვასთან აღარ დავუშვებ მაგ შეცსომას-წარბაწეულმა ამომხედა და მკაცრად მითხრა სხვა აღარ იქნება იმ წამს რა წამსაც სხვა თვალით შემოგხედავსო და გემრიელი ამბორი დამიტოვა ტუჩებზე -რა გემრიელი ტუჩები გქონია,რას მერჩოდი აქამე? მაინც და მაინც ამდენი წელი უნდა გეწვალებინე და მერე ამ სიშორეზე უნდა გადმოვხვეწილიყაით რომ ერთმანეთის გრძნობებში გამოვტყდომოდით? -არ ვიცი რა გიპასუხო,მართლა არ მაქვს ამაზე პასუხი,უბრალოდ შენ ჩემთვის ზედმეტად კარგი ხარ,არ გახსოვს რა ჯიუტი და ამაყი ბავშვი ვიყავი,რაღაცას თუ ავიჩემებდი ვერ გადამაფიქრებინებდი,მაშინ კი პატარა კამათის გამო შეიძლება ერთმანეთი სამუდამოდ დაგვეკარგა,ახლა კი ჩემთან ხარ,აქ მარცხნივ და ფეთქავ. -იცი რატომ მქონდა ამდენ გოგოსთან ურთიერთობა? ყველაში ვეძებდი იმას რაც შენ გქონდა და რო წამოხვედი მაშინ მივხვდი რომ შენთვის დამახასიათებელი ბავშვურობა მხოლოდ შენშია.შენი ერთი მზერითაც ვხვდები რას ფიქრობ მაგ პატარა და ლამაზ თავში,თოითქოს მგონია კარგად გიცნობ მაგრამ ხანდახან საპირისპიროდ იქცევი და მგონია რაღაცის დამტკიცებას ცდილობ,შენი თავის წინააღმდეგ მდიხარ. ყყოველთვის მომწონდა შენში სამართლიანობა,არავის ჩაგრავდი -მასეც არაა ბევრისთვის დამიცინია -ეგ ვის არ გაუკეთებია,მაგრამ შენ თვალებში მაგის გამო სინანულს ვხედავ,სხვისაში კი არა.მანამ არ ეტყვი ზედმეტად ადამიანს არაფერს, სანამ ძალიან არ შეგაწუხებს ან შენთვის წმინდას არ შეეხება,სანამ ძალიან ცუდად არ მოგექცევა ვინმე.სხვები კი ამას ისე აკეთებენ თითქოს სხვას გული არ ჰქონდეს და არ სწყინდეს რამე,მერე სინანულს კი არ განიციან,არამედ პირიქით ამაყობენ ამით -მაგას ვერც მე ვიტან,თითქოს სხვის თვალში ქულებს რომ იწერენ რა ამაზრზენი საქციელია,ქვეყნად არავინ და არაფერი მძულს,მაგრამ ეგეთი ხალხი უბრალოდ მეცოდება. -შენ ხარ ჩემი ანგელოზი -თავში ამივარდება ახლა. -ვიცი რომ ეგ არასდროს მოხდება,არ ხარ შენ ეგეთი -იცი მენატრება ის დრო კალათბურთზე რომ დადიოდი,რომ გბალეშიკობდი და ვამაყობდი შენი გამარჯვებით,არ უნდა დაგენებებინა თავი. -შენს გამო კიდევ ვივლი თუ გინდა -მარტო ჩემ გამო არა,შენც უნდა გინდოდეს,შენი გულიდან უნდა მოდიოდეს რაღაცის სურვილი ის მერე საუკეთესოდ რომ გააკეთო -მეც ვამაყობდი შენ რომ დარბაზში იჯექი ხოლმე,უფრო დიდი სტიმული იყავი ჩემთვის,ბოლოს რომ აღარ დადიოდი მეგონა არ მოგწონდა ჩემი თამაში და გული ამიცრუვდა -არ მეგონა ამხელა გავლენა თუ მქონდა შენზე თორემ ოცნებაზე ხელს არ ჩაგაქნევინებდი და ვარჯიშებზეც გამოგყვებოდი -ხო ხედავ რამდენს ნიშნავ ჩემთვის შენთან ერთად გადმოვიხვეწე ამ უჟმურთა ქალაქში -არც ისეთი უჟმურები არიან შენ რომ ამბობ. -გოგოები ინევიულებენ გუშინ მათი გაფრთხილწბა ვერ მოვასწარი -ჯერ ერთი ხო იცი რა ძილისგუდები არიან სძინავთ ალბათ ისევ,მერე მეორეც მესიჯები დავუგზავნე ორივეს რომ არ გამეღვიძებინა არც ერთი წუხელ,ასე რომ დამშვიდდი-მის მზრუნველობაზე გამეღიმა და ბედნიერებისგან გამაკანკალა. -მაგისთვის ჯილდო დაიმსახურე -შენ თუ გინდა რომ მაკოცო პირდაპირ თქვი მე ნუ მაბრალებ -საზიზღარო როგორც ვატყობ უჯილდოოდ დარჩები -ნაწყენმა თავი ბალიშში ჩავრგე -ხომ ვამბობ ბავშვი ხართქო-თავი ამაწევინა და დიდი ხნის მოშიებულივით მიკოცნიდა ტუჩებს,სასიამოვნო შეგრძნებამ დამიარა სხეულში,კისრიდან დაიწყო და ნელ-ნელა მიუყვებოდა მთელ ხერხემალს,გზა და გზა მბურძგლავდა კიდეც,ჯერ მხრებს შორის ჩაიარა,მერე წელზე ვიგრძენი,მერე ფეხებზე და ბოლოს ჩემი და დანის ახლართულ ფეხებში იკარგებოდა. სასიამოვნო შეგრძნებიდან უცბად უხერხულ ადგილზე დანის ხელის შეხებამ გამომიყვანა,წამში ვჭყიტე თვალები და ხელები გავაშვებინე -რა მოხდა? -ხომ იცი ზედმეტობები არ მივყარს არაფერში,ყოველთვის ყველგან ვიცავ ზღვარს და არც შენ შენ მოგცემ უფლებას ზღვარს გადახვიდე,თუნდაც ეს საჯდომზე ხელის შემთხვევით გაქცევა იყოს-თვალი ჩავუკარი და კიდევ ერთხელ დავუკცნე ბგეები -მაოცებ როგორ შეგიძლია იყო ასეთი თამამი,მკაცრი და მორცხვი ერთდროულად -რას გულისხმობ? -აი ეხლა აქ ჩემთან წევხარ,თამამდ მკოცნი,მეფერები საერთოდ არ გრძნობ დისკომფორტს მაგრამ საზღვრებს აწესებ და არ არღვევ მათ,მაქსიმალურად იკავებ თავს -ცნობისთვის მე აქ ჩემი ნებით არ მოვსულვაფ და შენ საწოლში არ ჩავმხტარვარ,არც გაკოცებდი შენ რომ არ გამოგეჩინა ინიციატივა გუშინ ასე რო არც მასეთი თამამი ვარ ჩემი პატიოსნება დავდო სასწორზე -იცი,ამდენი ხანია გიცნობ,თუმცა ყოველ დღევპოულობ შენში ახალ-ახალ აღმოჩენებს -დღეს რა აღმოაჩინე? -ის რომ ულტიმატუმების ენაზე უნდა გელაპარაკო,შენთან ტკბილად საუბარი იშვიათად ჭრის,ზწდმეტად ძალდატანება ხომ საერთოდ გამორიცხავს შენთან რაიმეს მიღწევას,ოქროს შუალედი უნდა დავიჭირო რომ რამე გამომივიდეს -რა ვქნა ასეთი ვარ,ვერ ვიცვლები,ვერ ვჯობნი თავს,მაგრამ ისიც არ მინდა შენთვის სათამაშოდ ვიქცე,რომელსაც აზარტში შეყავხარ,თითქოს ამოხსნას ცდილობ და რო არ გამოგდის გბეზრდება და თავს ანებებ -ბარტყი,ამდენს ნუ ფიქრობ,მე ეგ შენს შესაშინებლად არ მითქვამსეგრე რომ იყოს ახლა აქ არ ვიქნებოდი -ვიცი და კიდევ უფრო თავდავიწყებით შემაყვარე თავი.ბევრი ბიჭი არ იზამს იმას,რომ საყვარელი ადამიანის გამო გერმანულის სწავლა დაიწყოს -ისე სულ მაინტერესებდა,ბევრი ბიჭი მოგწონდა,ბევრსაც მოსწონდი,მაგრამ შეყვარებული რატომ არასდროს არ გყოლია? -ალბათ შენ გელოდებოდი -ალბათ? -არა არასდროს არ მიგვრძნია ის რასაც ახლა შენთან ყოფნსას ვგრძნობ,აი ამიტომ. -გაგიკვირდება და მეც -არ მიკვირს -რატომ? -იმიტომ რომ ვგრძნობ და ეს გუშინაც ვიგრძენი -მიყვარხარ -მიყვარხარ ესეც მეორე თავი,იმედია მოგეწონწბათ :)) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.