მაინც მოგარჯულებ(9 ნაწილი)
დილით აღმატებულ განწყობაზე გაიღვიძა. საწოლიდან წამოფრინდა და ტანსაცმელები გადმოქექა. ჯინსის შორტები, თეთრი ზედა და თეთრი კეტები ჩაიცვა. პირველ სართულზე ჩამოვიდა და სამზარეულოში მოფუსფუსე ნათელას მიესალმა -ნათეე... როგორ ხარ აბა?(კატო) - შევიდა და პოზიტიური განწყობაც შეიყოლა. -კარგად შვილო. ხომ შეჭამ? - გადმოხედა სიყვარულით სავსე თვალებით. -არაა, ყავა მინდა მარტო - უპასუხა და სკამზე თავისი ადგილი დაიკავა. -როგორ შეიძლება ასე! ახლა მოზარდი ხარ და კარგად უნდა იკვებო!.. - დაარიგა ჭკუა, უკვე მეათასეჯერ, და ყავის მზადებას შეუდგა. -ბეე...(კატო) - დაუძახა შეპარვით. -რაიყო? -ისა, რა ქვია... გახსოვს, ადრე რომ მეუბნებოდი საჭმლის კეთებას გასწავლიო - მაგიდის გადასაფარებელს ეპოტინებოდა და სიტყვებს წელავდა -კი, მერე? -მასწავლი?(კატო) - ჰკითხა და თვალი მისკენ გააპარა. -რა თქმა უნდა! - უპასუხა მხიარულად - მაგრამ, რამ გადაგრია ერთი გამაგებინე! ცხოვრებაში არ გიყვარდა საჭმლის კეთება... - გაიკვირვა კატოს ასეთი ცვლილება. -რავი, ახლა მომინდა - თქვა მორიდებულად. -იმ ბიჭის გამო, ბები? - ჰკითხა თბილად. -ხო - წაიჩურჩულა და გაიღიმა. -გასწავლი, აბა რას ვიზავ! მოდი ჩემთან, უკვე რამხელა გოგო ხარ... - ბებიამ გოგონა გულში ჩაიკრა და თმებზე მოეფერა. ყავა მალევე დალია, წინსაფარი გაიკეთა და მონდომებული მოსწავლესავით ამოუდგა ნათელას მხარში. -აბა, რა გავაკეთოთ?(ნათელა) - იკითხა და კატოს გახედა. -მმმმ... - თითი ნიკაპზე მიიდო და ფიქრო დაიწყო - აიი, შენ რომ ხაჭაპურები იცი, უგემრიელესია! ეგ მასწავლე - უპასუხა მხიარულად. -კარგი, მაშინ მოდი დავიწყოთ - და საქმეს შეუდგნენ. კატო ძალიან დიდი მონდომებით აკვირდებოდა ყველაფერს. ცომი ძლივს მოზილა. ძალიან არ სიამოვნებდა თითებზე რომ ეკრობოდა და ხელი სულ ფქვილში ჰქონდა ჩაყოფილი. ნათელა ეჩხუბებოდა ამდენი ფქვილი რაუბედურებააო და ასე ხმაურიანად საქმიანობდნენ. კატომ იმდენი მოახერხა, რომ თავისი თავი სულ ფქვილში ამოსვარა. ნათელა კი ისე ოსტატურად აკეთებდა ყველაფერს, რომ ოდნავადაც კი არ იყო დასვრილი. 1საათიანი ჯახირის შემდეგ ხაჭაპურები გაზქურაში შედეს. -უჰჰ... დავიღალე(კატო) - გამოაცხადა და სკამზე დაესვენა -აბა როგორ გინდა. სამზარეულოში ფუსფუსი ისეთი ადვილი კი არაა, როგორიც ჩანს(ნათელა) კიდევ ბევრი ილაპარაკეს და ხაჭაპურების გამოღების დროც მოვიდა. გაზქურა გამოაღეს და ნახელავს თვალი შეავლეს. ამ დროს კარზე ზარი იყო -მე გავაღებ, შენ ეგენი გამოიღე, არ დაიწვას(კატო) - გააფრთხილა ნათელა და კარისკენ წავიდა. იქ ბექა დახვდა. -რა გჭირს გოგო ეს რაარის?!(ბექა) - ჰკითხა გაკვირვებულმა ფქვილში ამოსვრილ კატოს -არაფერი, ცოტა დავისვარე(კატო) - უპასუხა, ვითომც არაფერი და ფქვილი დაიფერთხა. -სამზარეულოში ფუსფუსებდი ჩემო პატარა?(ბექა) - ჰკითხა ღიმილით. კატომაც გაუღმა. მამაკაცი გოგონას მიუახლოვდა, ხელი წელზე მოხვია და ტუჩებში აკოცა. -ბექაა, გაჩე... ნათელაც აქაა(კატო) - უთხრა ჩურჩულით და მისი მკლავებიდან თავი დაიძვრინა. -რა ხარ ასეთი ჯიუტი გოგოო!!! - უპასუხა უკმაყოფილოდ და სამზარეულოსკენ წასულ კატოს გაყვა. -ოჰჰ... მოდი ბექა, როგორ ხარ?(ნათელა) - ჰკითხა და თბილად გაუღიმა. -კარგად, მადლობთ. თქვენ როგორ ბრძანდებით?(ბექა) - უპასუხა ზრდილობიანად. -კარგად, რამიჭირს. მთავარია თქვენ იყოთ კარგად.... -ბეე, გამოიღე?(კატო) - ჰკითხა ახლა კატომ და ოთახი მოათვალიერა. -კი გამოვიღე. გადით თქვენ ოთახში, მე დავჭრი ამას და შემოვიტან. ჩვენი წყვილი მისაღებ ოთახში გამოვიდა. ბექა ტახტზე დაჯდა და კატოც გვერდზე მიისვა. -მომენატრე, ჩემო ჯიუტო(ბექა) - ხელები მოხვია და კისერში აკოცა. კატოს ტანზე ეკლებმა დააყარეს. გოგონა უფრო ახლოს მიიზიდა და ტუჩებიც დაუკოცნა. -აუუ, ჯიუტს ნუ მეძახიი...(კატო) - უთხრა და ტუჩები დაბრიცა. -ჯიუტი ხარ და აბა რა დაგიძახო - უპასუხა ღიმილით და ისევ ტუჩებში აკოცა. -ოოო... - ამოიოხრა და თავი გვერდზე გადაატრიალა. -მებუტება ჩემი ჯიუტი გოგო?!(ბექა) - იკითხა სიცილნარევი ხმით. კატომ პასუხი არ გასცა - კაი რაა... ჩემი პატარა და ჯიუტი ვინაა? - კისერში აკოცა და დაუღუტუნა. კატოს სიცილი აუტყდა. -ააა, ბექაა!!! მეღუტუნება.. აჰაააჰაა.... ვაიმეე!!! გამიშვიი! - იცინოდა და სათქმელს თავს ძლივს აბამდა. ბექამ ხელი შეუშვა და ამოსუნთქვის საშუალება მისცა -აღარ მებუტები?(ბექა) - ჰკითხა და სიყვარულით სავსე თვალებით მიაჩერდა. -იდიოტი ხარ რა(კატო) - უპასუხა სიცილით და ტუჩებში აკოცა. ნაბიჯების ხმაზე იმწამსვე მოშორდა მამაკაცს და ოთახში შემოსულ ნათელას გახედა. -აი, გასინჯეთ აბა...(ნათელა) - ხაჭაპურები მაგიდაზე დადო და თვითონ ოთახიდან გავიდა. -გასინჯეე, მე გავაკეთე(კატო) - უთხრა ამაყად -ხომ არ მომკლავს?(ბექა) - ჰკითხა სიცილით და ხაჭაპურს ხელი დაავლო. -დებილოო(კატო) - შეუბღვირა და თვითონაც აიღო ერთი ნაჭერი. -ვაა, ყოჩაღ! ეს მართლა შენ გააკეთე?(ბექა) - ჰკითხა გაკვირვებულმა -კიიი(კატო) - უპასუხა და გაუცინა. -რა კარგი მზარეული ყოფილა ჩემი ჯიუტი გოგო... მიყვარხაარ!(ბექა) - ხაჭაპური გადადო და ისევ ტუჩებზე დააცხრა. დიდხანს კოცნიდა. კატოც, ბექას შეხებით გაბრუებული, ცდილობდა შეძლებისდაგვარად აყოლოდა კოცნაში. ერთმანეთის ალერსით გული რომ იჯერეს, დღის გეგმებზე ფიქრი დაიწყეს. -დღეს კომპანიაში საქმეები არ გქონდა?(კატო) - ჰკითხა და ზემოდან მომზირალ ბექას ახედა. -არა, დღეს ყველაფერი გადავდე, შენთან ყოფნა მინდოდა(ბექა) - უპასუხა ღიმილით. -რა გავაკეთოთ?(კატო) -წამო ბავშვებთან ერთად გავერთოთ სადმე -კაი, გამოვიცვლი მაშინ და ჩამოვალ -კარგი. - კატო დივნიდან წამოდგა, როდესაც ძლიერმა ხელმა უკან დააბრუნა - კოცნა დაგავიწყდა - ჩასჩურჩულა ყურში და ტუჩებზე მსუბუქად აკოცა. როგორ აგიჟებდა ბექას კოცნა. იმწამსვე ყველაფერი ავიწყდებოდა. მისი ნება რომ ყოფილიყო, მთელ ცხოვრებას ბექას კოცნაში გაატარებდა. ოთახში ავიდა. უბრალო ღია ვარდისფერი კაბა ჩაიცვა. ზურგი ცოტათი ამოღებული ჰქონდა და მუხლებს ოდნავ აცილებული იყო. პირველ სართულზე ბექა ელოდებოდა. -წავედით პრინცესა?(ბექა) -კი(კატო) - ბექამ ხელი წელზე მოხვია, როგორც სჩვევია, და მანქანაში ჩასვა. ცოტა ხანში გიოსთან, დემესთან, ნიკასთან და მარისთან ერთად კლუბში ისხდნენ. -კატოო, მოდი ერთწამს აქეთ(მარი) - დაუძახა იმწამსვე, როდესაც კატოს და ბექას განსხვავებული მზერა დაიჭირა -რაიყო?(კატო) - ჰკითხა გულუბრყვილოდ -რანაირად უციმციმებთ ერთმანეთს თვალებს თქვენ ორი? რამეს ხომ არ მიმალავ? - ბექას გახედა და წარბი აზიდა. -იცი მაარ... მე და ბექა ერთად ვართ(კატო) - ჩასჩურჩულა ყურში და დაქალის რეაქციას დაელოდა. -ვააუუუ!!! რამაგარიააა!!! გილოცაავ! - გახარებულმა შემოჰკრა ტაში და ბარმენს სასმელი შეუკვეთა. -გვრიტებოო!(ნიკა) - იყვირა მხიარულად და გაიცინა. კატომ საპასუხოდ ენა გამოუყო. -კაი ბიჭო ნუ დააკომპლექსე(დემე) - შეეპასუხა და სიცილში აყვა. -დაგაძრობთ ენებს ახლა ორივეს!(ბექა) - გაუცინა ძმაკაცებს და თან დაემუქრა. -მე რომ ენა ამომაძრო, მერე რომელ გოგოს მოვეწონები(ნიკა) - შეიცხადა იმწამსვე. -ისე ხო რას ამბობ რიგში დგანან რაა...(დემე) - კეფაზე ხელი წამოარტყა და გვერდზე გახტა ნიკას მუშტი რომ აეცილებინა. -ნეტა თქვენ ტვინი მოგცათ რა(გიო) - გაიცინა ძმაკაცების უაზრო კინკლაობაზე და სასმელი მოიყუდა. იმ საღამოს ბექამ ბევრი დალია. კატომ შედარებით ნაკლები, თუმცა სიარული ჯერ კიდევ შეეძლო. -ბექა, წამოდი რა სახლში წავიდეეთ. დავიღალე, თან შენც ნასვამი ხარ(კატო) - უჩურჩულა ყურში და მკლავზე დაექაჩა. -მაშინ დღეს ჩემთან დარჩები, არ მაინტერესებს...(ბექა) - დაუმარცვლა ბოლო ორი სიტყვა და კისერში აკოცა. -გაგიჟდი? მამაჩემი მომკლავს!(კატო) - იუარა ბექას შემოთავაზება -არ მოგკლავს! იცის რომ ჩემთან ერთად ხარ. კაი რა... წამოდი გთხოოვ. შენთან ერთად ძილი მომენატრაა - კისერში ისევ აკოცა და კატოს დათანხმებაც მოახერხა. მთელი გზა გაბუსული უყურებდა ბექას. მას კიდევ კატოს საქციელზე ეცინებოდა და ტუჩებში კოცნიდა. ასე ერთმანეთის ფერებ-ფერებით მივიდნენ ბექას სახლამდე. ტაქსისტი კინაღამ გააგიჟეს. ბექას ულამაზესი სახლი ჰქონდა, თუმცა რადროს ეგ იყო! დაღლილი კატო ახლა მხოლოდ ძილზე ფიქრობდა. ჩუმად შეიყვანა სახლში და ოთახისკენ მიმავალ კიბეებსაც დაადგნენ. -კატოო! დედაჩემი უნდა გაგაცნოო!!!(ბექა) - ღრიალებდა ხმამაღლა და დედამისის ოთახისკენ ექაჩებოდა -კაი ბიჭო გაგიჟდი?! დაანებე თავი მაქ ქალს, აცადე ძილი! მერეც გამაცნობ! - უპასუხა მკაცრად და ბექას ოთახის კარი გააღო. -კატოო!!! რა მყავხარ ასეთი ჯიუტი ჰაა? - ჰკითხა ღიმილით და გოგონას მიუახლოვდა. კატოს გულისცემა აუჩქარდა და სისხლი სახეზე მოაწვა. ბექამ ის კარზე ააკრა, კისერში სველი კოცნა დაუტოვა და ტუჩებზე გამალებით დააცხრა. ძალიან მომთხოვნად კოცნიდა. კატო თავის ხელებს ბექას ტანზე უმისამართოდ აფათურებდა. მამაკაცმა ქალი წელზე შემოისვა და საწოლზე დააწვინა. თვითონ ზემოდან მოექცა. ოსტატურად გახადა კაბა და ხელები მის ტანზე აასრიალა. კატო ეიფორიულ მდგომარეობაში იყო. საერთოდ ვერ აზროვნებდა. გონებამ განგაშის ზარები მხოლოდ მაშინ ჩართო, როდესაც ბექა მის ლიფს დაწვდა. -ბექაა, გაჩე... არ შეიძლება - ბურტყუნებდა და თან თავის ხელებს ისევ ბექას ტანზე დაასრიალებდა. -მიყვარხარ კატოო!(ბექა) - ჩასჩურჩულა ყურში, როდესაც გოგონას ტუჩებს მოწყდა და შუბლზე აკოცა. შემდეგ გვერდზე მიუწვა და ძლიერად ჩაეხუტა. კატომ თავის მის კისერში ჩარგო და თავბრუდამხვევი სურნელი ჩაისუნთქა. - იცოდე, რომ რაც შენ არ გენდომება, იმას არასოდეს გავაკეთებ - უთხრა და თავზე აკოცა. -ბექა მიყვარხაარ...(კატო) - თქვა ბედნიერმა და მამაკაცს კისერში აკოცა. ბექას ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, თვალები დახუჭა და ბედნიერმა დაიძინა. დილით თავისტკივილმა გააღვიძა. საწოლზე წამოჯდა და ოთახს თვალი მოავლო. თავისი კაბა ოთახის ერთ კუთხეში იყო მიგდებული, ბექას შარვალი - მეორეში, პიჯაკი კი - მესამეში. ერთი სიტყვით, იქაურობა უკიდურესად არეული იყო. საწოლიდან წამოდგა და ძირს დაყრილი ტანსაცმელი აალაგა. კარადიდან ბექას სპორტულები გამოიღო და გადაიცვა. ძალიან დიდი ჰქონდა, თუმცა რას იზავდა, ახლა აქ სხვა ტანსაცმელი არ ეგულებოდა. -ჩემო ფერიაა... როგორ გიხდება ჩემი ტანსაცმელი(ბექა) - წელზე მსხვილი ხელების შეხება იგრძნო და ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ბექას ძილისაგან ხმა უფრო დაბოხებოდა, გოგონას კისერში აკოცა და თავისკენ მიაბრუნა. -ბექაა(კატო) - უთხრა დიდი ჭიდილის შემდეგ. -ხოო... -სირცხვილი არაა დედაშენი აქ რომ მნახავს?! - ჰკითხა და ეჭვისთვალით ახედა -არა, რას ამბობ - გაეცინა და თითი ცხვირზე ჩამოკრა - სულ მეხვეწება გამაცანი ეგ გოგო, ვინაა ასეთი სულ რომ გადაგრიაო -აჰაა... ანუ მე გადაგრიე ხო? - ჰკითხა სიცილით -კი, შენ გამაგიჟე - უპასუხა ვნებიანად და ტუჩები დაუკოცნა. -ბექაა, კაი გეყოს ვაა... - წუწუნით მოიშორა მამაკაცი და ხელებიდან დაუსხლტა. პირველ სართულზე მისაღებ ოთახში ხნიერი ქალი დაინახა. გული აუჩქარდა და ბექას ხელი ჩასჭიდა. ბოლო-ბოლო მომავალ დედამთილს უნდა შეხვედროდა! -უი ბექა, შვილო, გაიღვიძე? - იკითხა ქალმა და ბაგეები ღიმილმა გაუპო. -დე, გაიცანი, ესაა კატო - ჩემი ცხოვრება - წარუდგინა დედამისს და გოგონას ხელები მოხვია. -რა კარგი გოგოა! სასიამოვნოა შენი გაცნობა კატო! - ქალბატონი ლელა(ბექას დედა) ფეხზე წამოდგა და კატო გულში ჩაიკრა. -ჩემთვისაც, ქალბატონო ლელა(კატო) - მიუგო მორიდებულად და გაუღიმა. -ქალბატონოთ ნუ მომმართავ! უბრალოდ ლელა დამიძახე, დღეიდან შენ ჩემი მეორე შვილი ხარ! სულ მინდოდა გოგო მყოლოდა, თან შენნაირი ლამაზი - თბილად ელაპარაკებოდა ქალბატონი ლელა კატოს - წამოდით ჭამეთ - თქვა და წყვილს სამზარეულოში შეუძღვა. .......... ესეც მორიგი თავი... ვერ წარმოიდგენთ როგორ მიყვარხართ ყველა!!! ისე გამიხარდა თქვენი წერილების ნახვა, რომ ორმაგი სისწრაფით შევუდექი ისტორიის წერას <3 <3 <3 დღეს მგონი ჩემი მუზა გამებუტა :D არ ვიცი რა მჭირდა, უბრალოდ დილიდან წერას გული ვერ დავუდე, ამიტომაც დავიგვიანე ახალი თავის დადება. იმედია ისიამოვნებთ <3 ველი შეფასებას... <3 <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.