შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოტაცება (1)


29-06-2015, 17:56
ავტორი королева
ნანახია 3 690

-არ დამარტყა გთხოვ! - ვევედრებოდი ჩემს მამინაცვალს და ცხარედ ვტიროდი
-შე ბო*ო ღირსი ხარ უნდა დაისაჯო
-მიშველეთ!! - ვკიოდი ბოლო ხმაზე მაგრამ საშველად არავინ არ მოდიოდა
-იყვირე რამდენიც გინდა მაინც არავინ მოვა - ქამრით მცემდა და თან ლუდს სვავდა
-გემუდარები შეწყვიტე რა დაგიშავე ასეთი ასე რომ ვერ მიტან - ვტიროდი და რაღაცეებს ვბუტბუტებდი
-ბევრი რამ დამიშავე შე ბო*ო , საერთოდ ის დააშავე რომ გაჩნდი - მცემდა და იცინოდა
როდესაც ჩემი ცემით გული იჯერა მომშორდა და დივანზე ჩაესვენა , ისეთი კმაყოფილი სახით ჩაჯდა სისხლი ამიდუღდა , მომინდა ჩემი ხელით მომეკლა , მაგრამ ჩემმა სისუსტემ მძლია , როდესაც მისი სახის ატანა გაუსაძლისი გახდა ვეცადე ჩემს ოთახში ავსულიყავი , მაგრამ ეს არ გამოჰპარვია და როგორც კი დამინახა ჩემსკენ წამოვიდა , ერთი ხელის მოსმით ისევ ჩემს ადგილად დამაბრუნა და ქამრის შეხსნა დაიწყო , როდესაც ჩანაფიქრს მივუხვდი , იქვე ძირს დაგდებულ ლარნაკს ვტაცე ხელი და როცა ჩემსკენ გადმოიხარა თავში ჩავარტყი , გაითიშა , იატაკზე დავარდა , მე კი უაზროდ ვიჯექი და ვუყურებდი ადამიანს რომელიც მეგონა რომ მოვკალი......
----------------------------
სანამ იმას დავუბრუნდები თუ რა მოხდა შემდეგ მინდა ცოტა ჩემს თავზე მოგიყვეთ , მე ვარ ანასტასია ონიანი , 19 წლის , ვცხოვრობ საბურთალოზე , დედასთან და მამინაცვალთან ერთად , მამინაცვალთან რომელიც იმ დღიდან მეზიზღება როცა დედაჩემი მას ცოლად გაჰყვა.... ანუ როგორ იყო ყველაზე მაგარი ოჯახის შვილი ვიყავი , მამაჩემი გამოჩენილი პიროვნება იყო , მაგრამ 10 წლის ასაკში ჩემი უსაყვარლესი მამიკო დავკარგე , იმ დღიდან როდესაც მამაჩემი წავიდა და მიმატოვა , ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა , ოთახში ვიკეტებოდი და ვტიროდი , ვნატრობდი ჩემს მამიკოს , არც დედაჩემისთვის ყოფილა ეს ადვილი გადასატანი , ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და ბედმა უცებ მისი მეორე ნახევარი წაართვა , ასე მგონია რომ არა მე დედაჩემი ვერ გაძლებდა, ის ყოველთვის ცდილობდა რომ ამ დროის განმავლობაში უმამობა არ მეგრძნო , ეგ გამოსდიოდა კიდეც , მან ჩემს გამო გააგრძელა ცხოვრება , ყველაფერს აკეთებდა რომ გავეხარებინე ,ყველაფერი მქონდა მაგრამ რაღაც ყოველთვის მაკლდა , გვაკლდა ორივეს... სანამ ყველაფერი არ შეიცვალა , სანამ დედაჩემმა ზურა არ გაიცნო , ყოველდღე ჩვენთან იყო , სულ დედაჩემა ელაქუცებოდა , და ცდილობდა რომ ჩემთვის თავი შეეყვარებინა , ყოველდღე საჩუქრებით მოდიოდა , მაგრამ ჩემი გული ვერაფრით ვერ მოიგო , ორი წელი ასე გაგრძელდა , დედაჩემი ჩემს გამო იკავებდა თავს , შემდეგ კი როდესაც ცოტა გავიზარდე იფიქრა რომ ამ აზრს ადვილად შევეგუებოდი და ერთ თვეში მათი ქორწილი დაინიშნა... ორი თვე დედაჩემს ცივად ვექცეოდი , ალბათ ჩვენს შორის მხოლოდ "გამარჯობა" "გაგიმარჯოს" იყო , დედაჩემს თვალით არ ვენახებოდი , დილით მეგობრებთან ვიყავი , ხოლო როცა სახში მივიდოდი ოთახში ჩავიკეტებოდი და იქიდან არ გამოვდიოდი , ამ ყველაფრის გადამკიდე დედაჩემი ცუდად ხდებოდა , შემდეგ კი შევეჩვიე , თავიდან ყველაფერი კარგად მიდოოდა , მაგრამ შემდეგ ჩემმა მამინაცვალმა დაიწყო სმა , სახლში სულ გვიან მოდიოდა დედაჩემი , ამიტომ ეს კაცი ჩემი ცემით ერთობოდა , არ მიმეტებდა 14 წლის ბავშვს ისე მურტყამს როგორც... არვიციი რას შევადარო პირუტყვსაც არ მოექცევიან ესე.... ასე გავიდა 5წელი , ამ ყველაფერს ვიტანდი... მაგრამ უკვე 19-ის ვარ და იმას ვერ ავიტანდი რისი გაკეთებაც მას სურდა.....
----------------------------
დედაჩემი ადრე დაბრუნდა სახლში , და როგორც კი შემოტრიალდა და დაგვინახა გაფითრდა , სახეზე ფერი აღარ ედო , ჯერ ზურასთან მივარდა , მერე მე შემომხედა და სასწრაფოდ ტელეფონი აიღო..
-ალო.... სასწრაფო მჭირდება მალე... - მისამართი უკარნახა და ჩემსკენ წამოვიდა , მივიდა და მიმეხვია
-ჩემი პატარა გოგო , ჩემი სიცოცხლე , გული მტკივა ჩემს გამო ავდენის გადატანა რომ გიწევს
(ხო მოკლედ აგიხნით დედაჩემს კიბო სჭირს რომელსაც ზურას ფულით მკურნალობენ , შესაბამისად ამ კაცის მიტოვება დედაჩემის სიკვდილს ნიშნავდა მე კი ეს არმინდოდა , ამიტომ ყველაფერს ვიტანდი , დედაჩემმა ყველაფერი არ იცის , მას გონია რომ ის სულ რაღაც ორჯერ შემეხო ხელით , ვუმალავ რადგან არ მინდა ინერვიულოს და ეს მის ჯანმრთელობაზე ცუდად აისახოს)
-დამშვიდდი დე არაფერია- ვუთხარი შევეცადე გამეღიმა მაგრამ ამაოდ,დედაჩემის მკლავები მოვიშორე და ოთახში შევვარდი
მალე სასწრაფოც მოვიდა , ჩემს სახლთან უამრავი ხალხი იყო , მე კი ელენეს დავურეკე და ვუთხარი რომ საჩქაროდ ჩემთან გაჩენილიყო , მანაც არ დააყოვნა და 10 წუთში ჩემთან იყო..
----------------------------
ელენე ჩემი საუკეთესო დაქალია , მისნაირი მეორე არ მყავს , ის ადამიანია რომელმაც ჩემზე ყველაფერი იცის , აი აბსოლიტურად ყველაფერი
-----------------------------
ელენე ჩემს ოთახში გაგიჟებული შემოვადა
-ანა რა მოხდა? - გაფითრებულმა იკითხა და ჩემს წინ ჩაიმუხლა
-აუ გთხოვ არც მკითხო - ვუთხარი და ტირილი დავიწყე
-ისევ იგივე? - მითხრა და მაგრად მომეხვია
-უარესი ელე უარესი
როცა ცოტა დავმშვიდდი ელენესთან პირდაპირ საქმეზზე გადავედი
-ელე უნდა დამეხმარო
-რაშიც გინდა!
-ცოტახნით შენთან გადმოვალ რა , აქაურობას ვერ გავუძლებ , აღარ შემოძლია
-კი ანი მაგას ხომ იცი თხოვნაც არ სჭირდება
-ცოტახნით და მერე ვიქირავებ რამეს და გადავალ
-შენ გოგო ნორმალური ხარ? არსად არ წახვალ! ისედაც მარტო ვარ და მე და შენ იმ ბინაში თავისუფლად მოვეწყობით ! და მეორეჯერ გადასვლაზე ხმა არ ამოიღო
-საუკეთესო მყავხარ!
ჩავეხუტე და ჩანთის ჩალაგებას შევუდექი , ბევრი არაფერი ჩამიწყვია , მარტო ის რაც ძალიან მჭირდებოდა და ძალიან მიყვარდა..
კიბეებზე ჩასვლისას ელენეს ხელზე მაგრად მოვუჭირე და გვერდით დამიდგა
ზურა დივანზე იჯდა , ექიმები თავზე ბამბას ადებდნენ , როგორცკი მე დამინახა ჩემსკენ წამოსვლა სცადა , მაგრამ ვიღაცამ შეაკავა და ისევ მის პოზიციაზე დააბრუნა
-შე ცინგლიანო! - მიყვირა და ზიზღით შემომხედა
მე ამან შემაშინა და კარსკენ გავიქეცი , დედაჩემიც უკან გამომყვა
-ანასტასია!
-დედა - ვუთხარი და თავი დავხარე
-სად მიდიხარ?
-დე სახლიდან მივდივარ
-სულ გაგიჟდი ხომ?
-არა ! არა დე! არ გავგიჟებულვარ ! ამ ყველაფერს ვერ გავუძლებ ვერა დე!!
-მე მარტო მტოვებ?!
-დე შენ ბევრი რამე არიცი , მეც მარტო ვუმკლავდებოდი ამ ყველაფერს 5წელი და უკვე ყელში მაქ! ამდენს ვეღარ გავუძლებ ! უნდა წავიდე!
-სად მიდიხარ?
-ელენესთან
-კარგი წადი - მითხრა დედაჩემმა და ცრემლები ჩამოუვარდა
-მიყვარხარ! და ყოველდღე გნახავ! თუ რამე დაგჭირდა ერთი ზარი და წამებში შენთან ვარ! - ვაკოცე მაგრად მოვეხვიე და მე და ელენე წავედით...
იმ ღამეს არაფრის თავი არ მქონდა , ჩემთვის განკუთნილ ოთახში ჩემი ნივთები მოვაწესრიგე და დავიძინე...
-----------------------------
დილით ელენემ გამაღვიძა
-ან! - შემარყია და გამეღვიძა
-ხო
-უნივერსიტეტში წამოხვალ?
-არა ელე , ვერა , შეუძლოდ ვარ და დღეს დავისვენებ მირჩევნია
-მეც დავრჩები თუ გინდა?
-არა არა წადი ჩემზე არ იდარდო
-კარგი , თუ რამე მოგინდა ყველაფერი სამზარეულოშია
-კარგი მიყვარხარ!
-მეც - მომეხვია და უნივერსიტეტში წავიდა
ვცდილობდი დამეძინა მაგრამ ძილი არ მომეკარა , ავდექი და აბაზანაში შევედი , ცხელი წყალი მოვუშვი და ტანში ჟრუანტელმა დამიარა , ყველაზე მეტად ეს მესიამოვნა , ვიდექი ცხელი წყლის ქვეშ და ვფიქრობდი გუშინდელ დღეზე , დედაჩემზე , ჩემს საქციელზე , იმაზე თუ რამდენაც სწორად მოვიქეცი? , ამ ფიქრებში ნახეევარი საათი გასულიყო , როცა მივხვდი რომ ჩემმა ბანაობამ დიდხანს გასტანა , ხალათი მოვიცვი და სამზარეულოში გავედი , ყავის მოვუღება დავიწყე და ტელევიზორი ჩავრთე , საბავშვო არხზე იყო ჩართული სადაც "Ну, погоди!" გადიოდა და ჩემდაუნებურად გამეღიმა , გამახსენდა როგორ ვუყურებდი ამ მულტფილმს მამასთან ერთად და როგორ მიყვარდა...
მულტფილმის ყურებაში მიმძინებოდა და რომ გავიღვიძე ელენე უკვე სახლში იყო მოსული ,
-ანნ ან ან ან- შემომახტა ძალიან მხარულად იყო
-რახდება ელე? - ვკითხე და გამეცინა
-დღეს ვერთობითთთთ!!! - ისეთი შეყვირა ყურის ბარაბანი დამიზიანდა
-ამიხსენი აბა
-კაროჩე კლუბში მივდივართ რა
-კაი ხოო იცი ეხლა მაგის თავი არ მაქ
-აუაუაუაუ ანაა გთხოვვვვ ჩემ თავს გაფიცებბ არ გამიტეხო რააა , წავიდეთ და შენც გაერთობიიი - მითხრა და აიი შრეკის კატის თვალებით შემომხედა
-ელეეე
-გთხოოვ!!!!!!!
-კაიიხოო
-ვაიმეეეე მიყვარხარრრრრრ - მოვიდაა და ჩამეხუტა , გამჭყლიტა
-მეცმეც - ვუთხარიი და გამეცინა
8საათისთვის ორივე მზად ვიყავით და კლუბისკენ წავედით , მალეე მივედით და ერთ-ერთ მაგიდასთან დავსხედით , თავიდან არაფრის თავი არ მქონდა მაგრამ რომ დავფიქრდი იმ არაკაცის გამო ცხოვრება რატომ უნდა გავინადგურო?! პასუხმაც არ დააყოვნა და მითხრა გაერთეო! სასმელი აი რა მიშველიდა ეხლა მე..სასმელმა შეგვათამამა და ორივეე საცეკვაოდდ გავედით , მერეე ბიჭებიც დავიჭირრეთ და მათთან ერთან ვცეკვავდით
-აუუ ელე გავალ რა
-საით?
-კოკტეილს დავლევ და მოვალ
-მიდი
ბარმენთან მივედი და კოკტეილი შევუკვეთე , 5წუთი ველოდებოდი , შევცქეროდიი ბარმენის მოძრაობებს და თან ვუღიმოდი , შემდეგ გამოვართვი და ცეკვისგან მობეზრებული წყნარ ადგილად გასვლა მომინდა , მივდიოდი და გზაში ვიღაზა ისე შემასკდა 10 წუთი ჩემს თავზე ჩიტები დაფრინავდნენ
-ფუ ჩემი რა მოუხერხებელი მიმტანები ყავთ რა აქ - წაიძახა გაღიზიანებლმა რომელსაც ჩემი კოქტეილი თავზე გადასხმოდა
-ოეე მომტანის რა შემატყვე?! - დავუბღვირე
-გოგო შენი ოეე მერე არვარ და შეარჩიერ როგორ მომართო!
-კარგი ბიჭო მოსამსახურის რა შემატყვე?!
-შენი ბიჭო ვინაა გოგო?! -გაბრაზებულმა გადმომხედა
-შენი გოგო ვინაა ბიჭო?! -არც მე ჩამოვრჩი უკან
გაეღიმა
თვალი ჩამიკრა - რა შეგატყვე და ამათნაერი მოუხერხებელი და შეუხედავი ხარ , ვიფიქრე რომ შენც აქ მუშაობდი - მითხრა და ერთ-ერთი მიმტანისკენ გაიშვირა ხელი
ვუყურებდი და არ ვიცოდი რა მეთქვა , ჩემი თავი ლამაზი მეგონა და ამან ყველაფერი დამიმსხვრია!! დეგენერატი!! ვუყურებდი ზიზღით და თვალს არ ვაშორებდი
-კაიი დამშვიდდი ეხლა თორემ მალე აფეთქდები - მითხრა და ლოყაზე მიჩქმიტა
-ზედმეტები ხომ არ მოდგის? - უკვე ნერვები ძალიან მომიშალა და უკვე მიმავალს დავუყვირე
-არა გოგონა და კიდევ მადლობა მითხარი ამ პიჯაკის გაფუჭების მერე თბილად რომ გექცევი- მითხრა და მიტრიალდა
-როგორც ჩანს თბილად მოქცევის მნიშვნელობა არ გცოდნია
-კარგი - მობეზრებული გამომეტყველებით გადმომხედა ნუ ჩამომხედა



№1  offline წევრი Geek Girl

sainteresoa gaagrdzele

 


№2  offline წევრი Sexy Mädchen

ერთ წერტილს ვერ ნახავ, წამლად რომ გინდოდეს:დდ რა უბედურებაა ესს,რა არის?:დ
--------------------
:)

 


№3  offline წევრი nigita

იმედია არ დაიგვიანებ ხოლმე , სასვენი ნიშნები დასვი ... მთლიანობაში მოთხრობა საინტერესოა ...

 


№4  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent