გიორგი ჩაფიჩაძე -უცნაური კაკტუსი
სკოლაში დავდივარ. 12 კლასში ვარ. პირადი დღიურიც მაქ . ორი საუკეთესო და ისე უამრავი მეგობარი მომეძებნება... დაბადების დღე ამასწინებზე მქონა. როგორც წესი სრული იდიოტობა იყო... ჩემი, ალბათ, უცნაური ხასიათის გამო ცოტა თაყვანისმცემელი მყავს. ჩემზე ჭორებიც კი დადის შეპყრობილიაო. რა თქმა უნდა, ტყუილი. სულ დამავიწყდა, მართა მქვია. რავი გვარი რაში გაინტერესებთ... ნუ მოკლედ ჩვეულებრივი გოგონა ვარ. ზამთარში ყელამდე სვიტერით, ცხელი ყავით და კრუასანით ხელში. სახლში დედმამასთან და ორ დასთან ერთად ვცხოვრობ. დაგაინტერესდებოდათ რაზე ვგონივარ ხალხს შეპყრობილი. ალბათ იმიტომ რომ ამქვეყნიური უაზრობის შემყურეს უბრალოდ მეტად მიტაცებს მისტიკა. მისტიკა და ყველაფერი აბსოლიტურად რაც პარანორმალურ მოვლენებთანაა დაკავშირებული. ამასწინებზე ფოთში ვიყავი დედაჩემის მამიდაშვილთან. ღმერთო რა უაზრობაა ეს ნათესავებთან ტანტალი... იქ ვერანაირად ვერთობი. სახლში ვზივარ სულ. ფილმებიც მომბეზრდა. აი წიგნებიც კი უაზრობად მეჩვენება. სწორედ ამიტომ შემარქვეს შეპყრობილი, ალბათ, სკოლაში სულ ასე უხასიათოდ რომ ვარ. ზოგი ცივსისხლიანსაც მეძახის. არადა, არადა ერთდროს ხომ კარგად ვიყავი? ერთდროს ხომ მხიარულად დავრბოდი დერეფნებში? მაგრამ არა. რატომ ? რატომ ? ეს კითხვა მიტრიალებს. ამის ამბის შემდეგ სამი წელი გავიდა. აი ამ სამ წელში შემიპყრო ისედაც სინანულით შეპყრობილს დემონმა! მეც დაუძლურებულმა ვეღარ გავუწიე წინააღმდეგობა. ჩემი ტრაგიკით შეიძლება ბესტსელერს ვწერდე, მაგრამ არარის ეს ბესტელერი! ეს რეალობაა, მკვდარი რეალობა რომელიც არ მაძლებს უფლებას გავშალო ფრთები, ამაყად, ღიმილით გავხედო მომავალს. რატომ ღმერთო, რატომ შემიბოჭე მომავალი? ტრაგიკული გეგონებით,მაგრამ ვარ ხალხნო ვარ! რატომ არ ვარ ნორმალური? კეკლუცი ხალხი რომ არ მომწონს? სოციალურ ქსელში რომ გულებზე და „ლაიქებზე“ რომ ვაჭრობენ ეგენი რომ არ მომწონს? რეალურად ჩემი არანორმალურობის მიზეზი სამი წლის წინ გადაწყდა. ჩემი ცისარტყელაც კი გააშავთეთრა. ალბათ, ბევრს ვახვევ ჩემ შავბნელ ცხოვრებას თავზე, მაგრამ გამიგეთ, ჩემი თავი მეცოდება უკვე. განა ცოდო არვარ 18 წლის ასეთი ცხოვრებისთვის. ჩვენ შეიძლება ერთადაც კი ვთამაშობდით სილაში. ერთმანეთს სილას თავში ვაყრიდით. ვჩხუბობდით ნიჩაბზე რომელიც ორი გვქონდა და შეგვეძლო გაგვეყო. უკიდეგანობის ზღურბლზე მიდგას ცალი ფეხი. წარსულის ამბავი, ამბავი რომელმაც ხელი მკრა და ცის უსასრულობაში ჩამაგდო. ღრუბლის ნახევარს დღესაც ვეპოტინები რომ საერთოდ არ მოვწყდე ამქვეყნიერებას და არ ჩავარდე სამარადისო უფსკრულში. მიმიფურთხებია სასკოლო წვეულებებისთვის, სკოლის დამთავრებისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის, უაზრო პრანჭვისთვის რომელიც სევდით მთავრდება. მრცხვენია უკვე იმის რომ მიწევს სხვებთან შეტენვა რადგან ვჩანდე მათთნაირი. ჰო, არ მჭირდება არავინ. დღეიდან არ მჭირდება არავინ გარდა ორისა. რომლებიც მფარველობენ ჩემს აწყმოს და განაგებენ ჩემს მომავალს. რომლებთთან ერთადაც განვიცდი ადრენალინის პიკს! ჰო, ვფიქრობ რომ ჩვენ სამნი განვსხვავდებით სხვებისგან. დროა სხვები დაგვყვებოდენ ჩემს მაგიდასთან ვზივარ ახლა. სანათის ყვითელი შუქი მელანს აბრჭყვიალებს. ზამთრის სუსხიანი საღამოა. ფანჯრებიდან ქარი ხმაურით შემოდის და აზრებს მიფანტავს. შაბათია. დღეს ოთახიდან არც კი გავსულვარ. ახლა ლოგინზე ერთი ნახტომით გავჩნდი. თერმომეტრი ავიღე და მჭიდროდ ჩავიდე... ოხ, როგორ სძულდა მას ქვიშა... ბედის ირონია არაა უდაბნოს გავლა რომ უწევს? შავი თმა შეეკრა, თუმცა არ უყვარდა შეკვრა. ზოგადად თავისუფლება უყვარდა. საზიზღარი მზე მის ჯინაზე უფრო მკვეთრად ანათებდა და ძვალ-რბილს უდუღებდა. ქვიშა სიცხესთან იყო დაკავშირებული, სიცხე მეტწილად უწყლოობასთან. ალბათ, ამიტომ სძულდა ქვიშა. მისი გაცვეთილი ფეხსაცმელი რომელსაც მრავალი ჭირ-ვარამი გამოევლო ახლა უფრო საშინლად გამოიყურებოდა. ცხელოდა, თუმცა მას გრძელი აგურისფერი შარვალი ფეხებზე შემოტკეცოდა. არამგონია ის ჩვეულებრივი გოგო ყოფილიყო. რამარტივია ამ ყველაფრის დაწერა, როდესაც მან ამხელა ამბავი ჩვეულებრივ განიცადა. უდაბნოს მყარ მცენარეებს გვერდი აბზუებული ცხვირით აუარა. შემდეგ ის გატენილი ჩანთა მოიხსნა (ძლიერი გოგო იყო, არ ამძიმებდა ჩანთა) უფილტრო სიგარეტი ამოიღო (რაც იქ იშოვებოდა) და ძველმოდური ასანთი გაკრა. სიგარეტს ისეთი შემაწუხებელი სუნი ადიოდა რომ გოგონამ თავი ვერ შეიკავა და ქვიშაში ჩატენა. შემდეგ, კვლავ, წაიბუზღუნა და ქვიშას უიმედოდ გაუყვა. რამდენი ხალხი ჰყავდა ამ უდაბნოს გაცნობილი დროთა განმავლობაში და რამდენი შეუწუხებია სიცხით. დიახ, გოგონა მათ რიგში მოხვდა... ჩანთიდან ამოაძრო ცელოფანი და ჯოხებს შორის ჩაჭედა. არ ისურვა შეძრომა, რადგან ცაზე ათასგვარი ვარსკვლავი გამოსულიყო... იქვე მიეძინა (მზე ჩასული იყო. ალბათ, ათი საათი იქნებოდა) დილით დატოვა ქოხი. დიდი ბოთლი რომელიც, ალბათ, ყველაზე მეტად ამძიმებდა მის ჩანთას ნახევრამდე დაცლილიყო. გოგონა გაბრაზებული ხან კაკტუსს დაუშენდა ხანაც ჰაერივით ქვიშას აქეთ-იქით ფეხით თელავდა...მალევე მიადგა სოფელს. სოფელს რომელშიც უცხო რჯულის ხალხი ცხოვრობდა. არ გავწელავ. ბევრი იმოგზაურა. გემი რომელიც აფრებს ლამაზად შლიდა აზიისაკენ მიექანებოდა. გოგონაც გაყვა. (ჩანთა ისევ თან დაჰქონდა) აზიასაც გაეცნო. მაშინ არამგონია ჩინეთის კედელი აშენებული ყოფილიყო. გოგონას საიდანღაც ჰქონდა ცელოფანი, პოლიეთინენის ბოთლი და ტყავის ჩანთა. ასევე კარგად შეკერილი ტანსაცმელი. ეს , ალბათ, აქედან გადაყვა. მაინც ვფიქრობ, რომ მისი წასვლის მიზეზი აქაური უაზრობა იყო. ბევრი ადამიანი გაიცნო. არა ბევრი არ შეეფერება ამ ხალხთა ოდენობას. ალბათ, უფრო უამრავი. ეს მხოლოდ დასაწყისია... მე გიამბობთ გოგონაზე რომლის სახელსც სამი მარტივი ასო წარმოადგენს. რომელმაც გადაცურა ზღვები, იფრინა ღრუბლებში, გაიცნო მსოფლიო ხალხი. რომელმაც საკუთარი თავი დაკარგა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.