შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიროსმანიც ხომ ვარდებს ჩუქნიდა...! (თავი 7)


30-06-2015, 01:00
ავტორი llella
ნანახია 3 500

მეც ვერ გამეაზრებინა რა გავაკეთე, ან საერთოდ რატომ, ისევ ემოციების მოზღვავებას დავაბრალე, მართლაც მისი თქმით ფინალი უბრალოდ შოკი იყო, იმ ყველაფრის შემდეგ რაც დღის განმავლობაში გავაკეთეთ, ასეთ ბოლოს ნამდვილად არ ველოდი.
როცა სალომე დავინახე რა დამემართა არ ვიცი, ამდენი ხნის შემდეგ მისი ნახვა მართლაც რომ უდიდესი საჩუქარი იყო ჩემთვის, ღიმილიანი სახით პირდაპირ მისკენ გავიქეცი.
-სალომეეე-დავიკივლე და მაგრად მოვხვიე ხელები.
-ანეტააააა-არც მან დამაკლო.
-ვაიმე, რა მაგარია, აუ როგორ გამიხარდა შენი ნახვა.
-მე მკითხე-გაიცინა და ძმას გახედა, რომელიც ჩვენსკენ ნელი ნაბიჯებით მოდიოდა.
-ვაიმე მგონი სიხარულისგან შეტევა მომივა.
-შენი შეტევა მინდა მე ახლა?!-დამიცაცხანა და გაეცინა.
-ხო კაი კაი.
-რამდენი ხნით ხარ ახლა ჩამოსული?!-ვკითხე წარბაწეულმა.
-სამუდამოდ!-სალომეს ნაცვლად მიპასუხა ირაკლიმ.
-ხო-დაეთანხმა უმცროსი ყიფიანიც-აღარ ვაპირებ არსად წასვლას, სულ აქ უნდა ვიყო და ნერვები უნდა გიშალო.
-აუ რა კაია, ვაიმე სალომეეე-დავიკივლე და ისევ მოვეხვიე მონატრებულ მეგობარს.
-მე არ მეხუტები?!-გაკვირვებულმა იკითხა ირაკლიმ.
-ნწუ-ენა გამოუყო სალომემ.
-ნუ თუ ნწუ მაშინ წავედი მე-გაიცინა, ვითომ გაბრაზდა და წავიდა უკან.
-აე აე რემბო მოდი აქ ბიჭო, სად მიდიხარ-დაუყვირა დოინჯშემორტყმულმა დამ ყიფიანს.
-სახლში! არ გეხუტებიო და-აიჩეჩა მხრები და მე გამომხედა, ამ ჩახუტებას გაუსვა ხაზი ბოროტმა, მეც ლოყები ამიხურდა.
-გველო და ეჭვიანო-გაეკრიჭა და მაგრად მოხვია ხელები უფროს ძმას, მანაც ჰაერში ააფრიალა სალომე და მაგრად აკოცა ლოყაზე.
-მომენატრე...-უჩურჩულა დაიკოს.
-მეც ძალიან-ლოყაზე მაგრად აკოცა, მერე მე გამომხედა და გამიღიმა-ისე ჩემს მოსანატრებლას გულში ადგილი გქონდა?!
-ისევ ისეთი ხარ-გადაიხარხარა ყიფიანმა.
-კაი წავედით ახლა!-წმოიყვირა სალომემ.
-ისევ ისეთი გიჟი ხარ როგორიც ადრე იყავი-მეც გამეცინა.
-და რა შემცვლიდა რო?!-ენა გამომიყო და მხარზე ჩამომეკიდა.
-რავიცი მე ვიღაც გერმანელი ბიჭი-წარბები მაღლა ავწიე.
-სადაა გოგო ვიღაც გერმანელი ბიჭი-დანენაბით გააქნია თავი.
-სად და გერმანიაში.
-მე ვერ მინახია მაშინ.
-შენ მაგაზე არ ინერვიულო ქართველებიც „ოფტომ“ გვყავს.
-ყველას ჩვენი ჯობია, ქართული, აქაური-გადაიხარხარა და ტაჩი შემოჰკრა.
-აბა რაა-მეც გამეცინა.
-შენ რას შობი მე რომ მლანძღავ აქ?!-ყიფიანს გახედა და ბოროტულად გაიცინა.
-და მე რა უნდა ვქნა რო?!
-დავიჯერო შეყვარებული არ გყავს?!
-როგორც შენ ამბობ ნწუ.
-რაარი გოგო ერთი ქართველი ვერ ააგდე?!-ისევ ყიფიანს უყურებდა.
-ისა და მეც აქ ვარ!-დაგვიღრინა ბატონმა ირაკლიმ.
-მერე?!-კაი ბიჭივით წაიწია სალომე, რაზეც მე გამეცინა.
-მერე ის რო ჭკვიანათ თორე...
-ხო რა თორე?!-აგრძელებდა სალომე მაიმუნობას.
-რადა...-წამით გაჩერდა, უცებ მივარდა სალომესთან, ხელში აიტაცა და გაიქცა.
-ირაკლიიი-დაიყვირა და სიცილი დაიწყო.
-გისმენთ ქალბატონო „სიმაიმუნევ“-ახარხარდა ყიფიანი.
„ღმერთო როგორ უხდება სიცილი, დასთან სულ სხვანაერია, უფრო გახსნილი“ გავიფიქრე და სიცილით გავაყოლე თვალი მორბენალ-მოცინარ გიჟებს.
-არა არაფერი-ყიფიანმა დასვა მოკისკისე და, ცხვირზე ხელი მოუჭირა და ლოყაზე აკოცა.
-ბევრს ნუ ლაპარაკობთ თორე დაგტოვებთ გაუთხოვრებს-დაგვაშინა და გვერდით ამომიდგა.
-ანეტას ვერ დატოვებ-წარბი მაღლა აწია სალომემ და ძმის მკვლელ მერას რომ გაქცეოდა ზურგს უკან ამომეფარა.
-მაიმუნობ!
-სულ შენ გეკითხებით ახლა გავთხოვდებით თუ არა-ჩემს ზურგს უკან ამოფარებულმა წამოიძახა.
-აბა ვის ეკითხები?!
-მე არავის, მე მეკითხებიან თუ გახდები ჩემი ცოლიო-გაიცინა და წელში გასწორდა.
-ვაიმე ეს დამაწყვეტს მე ნერვებს-ჩაუბურტყუნა და თავი გააქანა-ისე მე რატო, იმ დებილს უფრო-ეს ჩურჩულით თქვა, ისე რომ სალომეს არ გაეგო, მაგრამ ამას რამეს გამოაპარებ?! ვერც ვერაფერს.
-ვინ დებილი?! რა დებილი?!
-არაფერი, არაფერი, მიდი ჩაჯექით ახლა მანქანაში რომ სახლში მივაღწიოთ.
-აუ სახლში არ მინდა რაა-დაიწუწუნა და პროტესტის ნიშნად გაიჯგიმა.
-აბა სად გინდა?!
-ბარში წავიდეთ და მერე წავიდეთ თეკლას ხაჭაპურების დასაგემოვნებლად-გაგვეკრიჭა და ხვეწნის ინსცენირების შესასრულებლად ყელი გამოიბდღნა.
-შენ რას იტყვი?!-ყიფიანმა გამომხედა და მკაცრად მკითხა.
-ჩემთვის სულერთია.
-შენ რას იტყვი თქო გკითხე და ეგ პასუხი არაა!
-მას ასე უნდა და წავიდეთ ბარში.
-ვსო მივდივართ ბარში-წამოიყვირა სალომემ და მანქნის უკანა სავარძელზე გაწვა.
-ბავშვი მიიწიე მეც დავჯდე-ვუთხარი სიცილით, მაგრამ მას რეაგირება არ მოუხდენია.
-გოგონი შენ წინ-თითი გაიშვირა წინა სავარძლისაკენ.
-ჩემს გვერდით დაჯექი!-მკაცრად მითხრა ყიფიანმა, მეც გამოვაღე კარები და მოვთავსდი ჩემს ადგილას.
დიდი ხნის სიარულის შემდეგ მივედით ჩემთვის და სალომესათვის უცნობ ბარში,მაგრამ ეტყობოდა რომ ყიფიანს აქ ყველა იცნობდა, მგზავრობის დროს ყიფიანი თვალს არ მაშორებდა, ერთხელ ვიფიქრე ვეტყვი წინ გაიხედე რამეს არ შეასკდე თქო მაგრამ გადავიფიქრე.
-გამარჯობა, რას დალევთ?!-მოგვიახლოვდა ისევ ვიღაც უცნობი ბიჭი.
„ისა და ხალხო გოგოები ამოწყდნენ?!“ გავიფიქრე და დივნის საზურგეს ავეყუდე.
-ერთი ვისკი, და ორი წვენი, ატმის!
-მიცნობს რაა-კმაყოფილმა თქვა სლომემ.
„არამარტო შენ გიცნობს...“ გავიფიქრე და გავხედე ყიფიანს, რომელიც დიდი მონდომებით მაკვირდებოდა და ასე ძალიან მბოჭავდა მისი კუპრივით შავი თვალები.
-აი ინებეთ, გემრიელად მიირთვით-ისევ გამიღიმა და გაგვშორდა.
-მოეწონე!-დარწმუნებულმა წარმოთქვა სალომემ.
-რა სისულელეა! ვისაც გაუღიმებს ეგრე ყველა მოწონს მაშინ-გამეცინა.
-ჭკვიანად თქო!-ისევ ირაკლის ხმა.
-მერედა ჭკვიანად ვართ! კაი წამო ვიცეკვოთ.
-ამ... არ მინდა მიდი შენ იცეკვე.
-მარტო მიშვებ?!-ქვედა ტუჩი ააცახცახა და მობრიცა, მეც მის გამომეტყველებაზე გამეცინა, ფეხზე წამოვდექი და გახარებულ დაქალს უკან გავყევი.
-ისადა მე სულაც არ მაცვია შესაფერისად.
-რავიცი მე ვერ ვამჩნევ მაგას, კი იქცევ ყველას ყურადღბას და-გაეცინა სალომეს.
-ბოროტო.
-რატომ ვარ ბოროტი, უბრალოდ სიმართლეს გავუსვი ხაზი.
-ხო აბა რაა!
-გოგო ის გადარეული როგორაა?!
-ნუცაზე ამბობ?!-გამეცინა.
-ხო აბა ვიზე.
-კარგადაა, რაღა უჭირს რო-წარბი მაღლა ავწიე და გავიღიმე.
-არ თქვა რომ...-გაჩერდა და ხელები ერთმანეთს გაუხახუნა.
-აჰამ.
-ვაიმეე, რა მაგარიაა, ეღირსათ რაა, ამდენი ხანია უჟუჟუნებენ ერთმანეთს თვალებს და ვერ აღირსეს აქამდე ვითო ვერაფერი.
-მაგაში მართალი ხარ.
-ისა და ნუცას სახე კი მაინტერესებს როგორი იყო როცა გეგამ სიყვარული აუხსნა.
-ეგ მეც მაინტერესებს-გამეცინა და ცეკვა გავაგრძელე.
-თეკლა და ბერო მაგრა მომენატრნენ.
-გაუხარდებათ შენი ნახვა.
-ვიცი გოგო, ჩემი ნახვა ვის არ გაუხარდება-დამეჯღანა და მელოდიას აყვა.
-ისევ ისეთი გიჟი ხარ-გავუმეორე ათასჯერ ნათქვამი ფრაზა.
-რა შემცვლიდა რო?!-მანაც როგორც ყოველთვის ისეთი პასუხი გამცა.
-გამარჯობა, შეიძლება გეცეკვოთ?!-გავიგე ზურგს უკან უცნობი ხმა.
-უკაცრავად?!-გაკვირვებულმა გავხედე უცნობს.
-მხოლოდ ერთი ცეკვა-საყვარლად გამიღიმა.
-გეცეკვებათ!-წამოიძახა სალომემ, მე კდიევ გაკვირვებულმა გავხედე მოცინარ დაქალს.
-ერთი წუთით გაგშორდებით და მოვალ!-ყურში მიჩურჩულა უცნობმა და დიჯეისაკენ წავიდა.
-ჩემი ძმის რეაქცია მაინტერესებს!-მიჩურჩულა და ბიჭი აათვალიერა.
-რა რეაქცია უნდა ქონდეს რო?!
-აი მაგას კი ვნახავთ მალე-გაიცინა.
-დამრთავთ ნებას?!-ხელი გამომიწოდა, უცებ ნელი მელოდია ჩაირთო, მეც მის გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე-მე ვაკო.
-ანეტა.
-ულამაზესი ხარ!
-სპორტულებში...-გამეცინა.
-ზუსტადაც! ასეთი უფრო ლამაზი ხარ! ვიდრე უბრალოდ კაბაში-მიჩურჩულა ყურში და წელზე ხელები უფრო მაგრად შემომხვია.
-თუ ხელებს ცოტათი მაინც არ შემიშვებ, გავიგუდები და ვერანაერად ვერ ვიქნები ლამაზი-გავიცინე და მისი ხელების ცოტათი მოშორება მაინც ვცადე.
-მე კიდევ არ მინდა რომ საერთოდ მოგშორდე!
-არადა არ გავხარ მთვრალს-წარბაწეულმა ავხედე ჩემზე ერთი თავით მაღალ სხეულს.
-არც ვარ მერე!
უცებ გავიხედე იმ მაგიდისკენ სადაც ჩვენ ვიჯექით, სადაც მხოლოდ სალომე იჯდა, რომელიც აი რაღაცნაირად მიღიმოდა, თითქოსდა იმას მიაღწია რაც უნდოდა, მის გამომეტყველებაზე უბრალოდ გამეცინა.
-ულამაზესი ღიმილი გაქვს!
-არადა მართლა არ გავხარ მთვრალს...
-ისეთთან როგორიც შენ ხარ... მთვრალი არც მივალ!
-დავიჯერო?!-რატომღაც მსიამოვნებდა ამ ბიჭთან საუბარი.
-უნდა დაიჯერო!
-ხელები მოაშორე!-გავიგონე ყიფიანის გაბრაზებული ხმა.
-რა?!-გაკვირვებულმა კითხა ვაკომ ყიფიანს, ისე რომ ერთი სანტიმეტრითაც არ მომშორებია.
-ხელები მოაშორე თქო!
-რომ არა?!
-დაგიმტვრევ ძირზე!-განაჩენივით გაისმა ყიფიანის ზედმეტად ბოხი ხმა.
-შენ ვაფშე ვინ ხარ?!
-ირაკლი ყიფიანი!
გაგიკვირდებათ და ვაკომ მისი სახელის გაგონებისთანავე მომაშორა ხელები.
-უკაცრავად-ბიჭი გამშორდა, მისი ადგილი კი წამის მეასედში ყიფიანმა დაიკავა, მისი ცივი ხელი მწვავდა და მეც არ ვიცოდი სად გავქცეოდი ამ ცეცხლს.
-რა გინოდა იმ ახ***თან?!
-ვერ ხედავდი?!
-ხოდა რომ დავინახე მაგიტომაც გეკითხები!
-უბრალოდ ცეკვა მინდოდა!
-მერედა ვერ ცეკვავდი?!
-ირაკლი რა გინდა?!
-არაფერი! საერთოდ არაფერი!
-ხოდა არაჩვეულებრივი!
-ჯერჯერობით არაფერი!
-ჯმუხი ხარ!
-ზედმეტად საყვარელი და მიმზიდველი ხარ! ამ სპორტულებში!
-ამ....
-გთხოვ არაფერი არ თქვა... უბრალოდ ვიცეკვოთ!-მეც ხმა არ ამომიღია და ვეცადე ეს გადარეული გული როგორმე დამეწყნარებინა და მელოდიას ავყოლოდი.


ირაკლის ნაამბობი:
ცხოვრებაში გამოჩნდება ისეთი ადამიანი, ვის გამოც სხვანაერი ხდები. არ აქვს მნიშვნელობა, ეს დიდ ბედნიერებას მოგიტანს, თუ დიდ ტკივილს, მაგრამ ისეთი როგორიც იყავი ვეღარასოდეს იქნები!!!
ხო... ზუსტად ასე მოხდა ჩემს ცხოვრებაშიც... ის ბუნტისთავი ირაკლი სადღაც გაქრა, გადაიკარგა... თანაც ისე მას რომ ვერ გაეგო...
ანეტას დანახვის მერე, მივხვდი რომ ის იყო ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილი, მაგრამ ვიცოდი, რომ ის ჩემი ჯერ ვერ იქნებოდა, მე უნდა შევცვლილიყავი, მისთვის მაინც! თუ მინდოდა რომ მას ჩემი რქმეოდა უნდა შევცვლილიყავი, მისგან შორს ყოფნა არ შემეძლო, ამიტომ როგორც მეგობარი ისე ვტრიალებდი მის გარშემო... როგორც კარგი მეგობარი, მეც ვხვდებოდი რომ ეს მაგარი სისულელე იყო, რომ ასე უფრო და უფრო მიყვარდებოდა ანეტა მაგრამ დანებებას არ ვაპირებდი.
როგორც ყოველთის გამოჩნდება პრობლემა რომლის გამო გიწევს ადგე და წახვიდე, მოშორდე საყვარელ ადამიანს რამოდენიმე ხნით, 1, 2 ან 3 კვირით... 1,2 ან 3 თვით... მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე არ მოხდა... მისგან შორს ყოფნა მომიწია ზუსტად 3 წლით, ეს დედა ****** 3 წელი სიკვდილის ფასად დამიჯდა, ბიჭების გადმოცემით ვიცოდი მის შესახებ.
და მოხდა ის რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა... მე მას შევუყვარდი... ხო, სასაცილოა არა?! თუ უყვარს როგორ უნდა ეშინოდეს იმის რომ გოგონას სიყვარულთ უპასუხებსო... მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე მოხდა... სიკვდილი მინდოდა როცა ვიცოდი რომ ჩემს გამო იტანჯებოდა, მინდოდა ჩავსულიყავი და მეთქვა, რომ მიყვარდა, რომ მის გარეშე ჩემი ცხოვრება არაფერს არ წარმოადგენდა, მაგრამ არ შეიძლებოდა.
მაბრალებდნენ ნარკოტიკების გასაღებას და მოხმარებას, საქართველოში კი ასეთი ამბები არ დაიმალებოდა, ისევ გერმანიაში წასვლა გადავწყვიტე, ასე მხოლოდ მის გამო მოვიქეცი, არ მინდოდა ეფიქრა ჩემზე რაღაც სისულელე, ის რომ ნარკოტიკებს მოვიხმარდი და ა.შ. მანამ ვერ გამოვჩნდებოდი სანამ ამ ამბავს არ მოვაგვარებდი, ამას კი 3 წელი დასჭირდა.
როცა მონატრებულ სხეულს ვკიდე თვალი რა დამემართა მეც არ ვიცი... ეს იყო ის რასაც ერთდროულად შეეძლო მოვეკალი და გავეცოცხლებინე... ერთდროულად ჩემი იარაღიც და უკვდავების წამალიც ანეტა იყო...!
ძველი ჩვევების მიტოვებას არც ვაპირებდი, ისევ ღამის 3 საათზე 3 ცალი ვარდი, ისევ ჩხუბები მის გამო... მისი ღიმილი ჩემი ბედნიერების მიზეზი იყო...
ახლა კი, ის თავს მარიდებს... ვიცი რატომაც... ვხვდები, მას ხომ ჩემზე უკეთ არც არავინ არ იცნობს და ვერც ვერ გაიცნობს... მე არ მივცემ მისი გცნობის საშუალებას სხვას...!
ეშინია... იმ გრნობის ეშინია რასაც ჩემს მიმართ გრძნობს...! ეშინია რომ ისევ წავალ და მივატოვებ, მაგრამ ეს აღარასოდეს აღარ განმეორდება!
ამიტომ მოუწევს დათმოს საკუთარი პრინციპები!
ამისათვის კი ბევრი წვალება მოგიწევს ყიფიანი, მაგრამ არაუშავს, ამასაც გადავიტან!!!
ის მხოლოდ ჩემია...! მხოლოდ ჩემი...!


- - - - - - -
გამარჯობა ხალხო <3 იმედია მოგეწონებათ ახალი თავი ^^
ვიცი რომ ასეთი ჩემი მოვლენების ნელა განვითარება დამღლელია, მაგრამ რა ვქნა... ასე ვწერდი და ასე ვწერ... მინდა რომ ისეთივე გაწელილიდ ა 403 სერიანი ტელემუნდოს სერიალი არ გამომივიდეს და მალე დავამთავრო, მაგრამ ესაა რაც გამომდის და იმედია ეს ჩემი ნაჯღაბნი მოგწონთ... ^^
მადლობა დიდი ლიკას და თიკოს რომ მხარში მიდგახართ და ყველანაერად მამხნევებთ, მიყვარხართ ძალიან, ძალიან.. <3 ვაფასებ თქვენს ასეთ სიკეთეს და რაღა გითხრათ გარდა მადლობისა მეც არ ვიცი... <3
ეს თავი კიდე საშინელ ხასიათე მყოფმა დავწერე და არ ვიცი როგორი გამოვიდა, ასე ვთქვათ მთელი დღე დეპრესიაში ვიყავი, მთელი დღე ვბღავივარ ბოლო ხმაზე და ვერავინ ვერ მამშვიდებს, მაგრამ მაინც მოვედი გონს, ავიყვანე თავი ხელში და დავწერე ახალი თავი და ამიტომც გიხდით ბოდიშს თუ სისულელე გამოვიდა და ისეთი არ იყო როგორსაც თქვენ ელოდით... :(
სიყვარულით თქვენი "მჯღაბნელი" რომელსაც ძალიან უყვარართ, ი ვაფშე ყველა ვინც კითხულობთ და მიტოვებთ კომენტარებს... <3
სიტყვ გამიგრძელდ მაგრამ მგონიმეპატიება... <3:
ველოდები შეფასებას და კომენტარებს...



№1  offline წევრი -tiko))

Aba exla kargat momisminet saqalbatone Lela… arc shen dzveli istoria iyo 403 seriani telemundos sapnis opera da arc es iqneba marto imitom Rom sxva istoriebtan shedarebit meti tavia… mere Ra Tu grdznobebit wer? Piriqit es dzalian kargia… xo kide madloba aq sachiro araa. ... Piriqit mixaria Roca komentars giwer da Amit Sul cotati mainc gaxareb… kide geubnebi nu usmen sxvebis nabodvrebs… mtavaria Shen gixaria Roca ase wer da mand ukve yvelaferi morchenilia
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№2  offline წევრი Only DrEAmer

ცოტა მაკლია შემოგიძვრები ისტორიაში და მაგ ანეტას წავართმევ ყიფიანს ^^ ძაან მაგარი ხარ

 


№3  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

აუ ყუფიანიიი *_* რა საყვარელია ^_^ წინა კომენტარებშიც გითხარი როგორ მიყვარს შენი ისტორია და როგორ მომწონს. ძალიან მაგარი წერის სტილი გაქ ^_^ საერთოდ მაგარი ხარ და არც კი ვიცი რაგითხრა მეტი <3

 


№4  offline წევრი სპენსერი

ვააიმეე!! იცი როგრ გელოდებოდი??!! მეთქი რო არ დადოს არ ვიცი რას ვუზავ თქო :დდ კიდე კაი :დდდ კარგგიაა <3 :3

 


№5  offline წევრი llella

მარიამი(მია)
ვააიმეე!! იცი როგრ გელოდებოდი??!! მეთქი რო არ დადოს არ ვიცი რას ვუზავ თქო :დდ კიდე კაი :დდდ კარგგიაა <3 :3

შენ არ იცი მე რამდენი ვიღაც მიპირებს მოკვლას :დდდდ ამიტო თავს ვერ გავწირავ :დ დდ

 


№6  offline წევრი lika

momismine lela sulac ar aris rogorc shen ambob telemundos 403 seriani seria rasc wer es sheni stilia da me es stili momwons ai amito vkitxulob shens yvela istorias ro kargad agwer yvelafers yvela detals ... aba isa kargi dialogebi roa marto da 5 tavshi ro ateven yvelafers. . .... rasac wer were me eseti momwonxar da miyvarxar .. es tiko xo ver movishore ra sadac me var iqa rogor miyvars es sasizgari rorive dzan miyvarxart :D

 


№7  offline წევრი llella

lika
momismine lela sulac ar aris rogorc shen ambob telemundos 403 seriani seria rasc wer es sheni stilia da me es stili momwons ai amito vkitxulob shens yvela istorias ro kargad agwer yvelafers yvela detals ... aba isa kargi dialogebi roa marto da 5 tavshi ro ateven yvelafers. . .... rasac wer were me eseti momwonxar da miyvarxar .. es tiko xo ver movishore ra sadac me var iqa rogor miyvars es sasizgari rorive dzan miyvarxart :D

mec miyvars eg sazizgari bavshvi :dddd madliba yvelafristvis <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent