ჩვენ გადავცურავთ ზღვას!!
დილით რომ გავივიძე ტელეფონი ბალიშზე აღმოვაჩინე გათიშულა. არადა გუშინ ღამის 5 საათამდე ვსაუბრობდით. მერე ჩამეძინა. იმედია დღეს ვნახავ. სიხარულით წამოვფრინდი აბაზანაში შევვარდი და კბილები გამოვიხეხე. მოკლე შორტი შავი კედები და მაისური ჩავიცვი. სწრაფად გავვარდი ოთახიდან და მშობლების ოთხში შევვარდი -გაიღვიძეეეთ მე ბარბის სასეირნოდ გავიყვან თქვენ საჭმელი გაგვიკეთეთ. -ვუყვირე მშობლებს და საწოლიდან ჩემი თოჯინა ამოვიყვანე. ვარდისფერი ბოდე ეცვა გავხადე კარგად ჩავკოცნე და ეხლა უკვე ყვითელი ბოდე ჩავაცვი. მერე ყვავილებიანი ელასტიკი ამოვაცვი და აკისკისებული ბარბი ხელში ავიყვანე დღეს ჩემი კუდრაჭა 10 თვის გახდა. -წავედიით -დავიძახე და პასუხს არც დავლოდებივარ ისე დავეშვით 12 სართულიდან ფეხით გზაში ბარბის ვკოცნიდი ის კი იღრიჯებოდა მალევე გაისმა ტელეფონზე ზარი -ხოო გიოო -ვუპასუხე მხიარულად -სიცოცხლე დღეს ვერ გნახავ მაპატიე რაა -თქვა სერიოზული ხმით -რამე მოხდა პატარავ? -ვკითხე და მეც დავსერიოზულდი ხო ესე მივმართავ სასაცილო რაარის? -არა სიხარულო მე და ნიკას საქმე გვაქვს.კაი ეხლა წავედი მერე დაგირეკავ გაკოცე -თქვა და გათიშა. ხშირად არიან ის და ნიკა ერთად ამიტომ არ ვნერვიულობ. ესეც დილის ვარჯიში. კარგა დაღლილი ჩავედი ქვემოთ და იქვე მდგარ ძელსკამზე დავჯექი თან ბარბარეს ვეთამაშებოდი და ვკოცნიდი -რამე მოხდა პატარავ?- გავიგონე სასაცილო ხმა და მოულოდნელობისგან შევხტი -უკაცრავად?-გაკვირვებული გავხედე ჩემს გვერდზე მჯდომ ბიჭს რომელიც იცინოდა სიმპატიური იყო დიდი წითელი ტუჩები და სწორი ცხვირი. შოკოლადისფერი თვალები და ოდნავ წამოზრდილი წვერი -ხო რა?-გააგრძელა სიცილი ოღონდ ეხლა ბოხი ხმით წარმოთქვა -მომეჩვენა რომ დამცინით-ვუთხარი და ბაბის გავხედე რომელიც თმებს მწიწკნიდა -არ გეჩვენება. გინდა რაღაც გითხრა? -თქვა და ბაბისკენ მიიწია ხელით გაეთამაშა. -აბა მიდი -ვუთხარი სიცილით და ბაბი ჩემკენ გამოვწიე ჩემ ეგოისტობას რავუთხარი თორე ისე საყვარელი იქნებოდა ბავშვთამ ერთად -მე შენს მეზობლად გადმოვედი. ჰო კიდევ ძალიან ეგოისტი ხარ. -მითხრა და ბავშვი ხელიდან გამომგლიჯა ამაზე ბაბი გახალისდა და სახეზე ხელები დაადო -მომეცი ბავშვი უნდა წავიდე-შევუღრინე როდესაც ბაბი მის მკლავებში დავინახე და ვცადე ბავში გამომერთმია მაგრამ ბაბიმ ტირილი დაიწყო -არუნდა შენთან ანუ ერთად წავალთ -თვალი ჩამიკრა და ბაბი მიიხუტა -გამყიდველი ლაწირაკი არუნდა მეორედ გავასერინო -ჩავიბუტბუტე ჩემთვის და ნელა გავუყევი გზას -სისულელედ არ მიგაჩნია 10 თვის ბავშვზე გაბუტვა? თანაც მას მე მოვწონვარ ნუ შენც მოგწონვარ მაგრამ -თქვა სიცილით მან და ერთი ხელი გადამხვია მეორეში კი ბაბი დაიჭირა -გადი იდიოტო. არავის გავბუტვივარ ბავშვი მომეცი და მომშრდი -ვუთხარი გაბრაზებულმა და მისი ხელი მოვიშორე შემდეგ ბარბი გამოვართვი მივიხუტე და ჩქარი ნაბიჯით მოვშორდი უცნობს -ჰო ისე მე ლუკა ვარ მიცნობდეე-მომაძახა ეგრედწოდებულმა ლუკამ და სხვა მიმართულებით წავიდა.მე და ბაბიმ ცოტა ვისეირნეთ და მალევე სახლში წავედი. -დეე ბაბის შია აჭამე მე კიდევ წავედი მასწავლებელი მაქ დღეს.-ვუთხარი დედაჩემს ჩანთა ავიღე მათემატიკის და ინგლისურის რვეული ჩავაგდე (არასდროს არ ვიწუხებდი თავს წიგნების თრევით. ) და სახლიდან გამოვედი ამჯერად ლიფტით ჩავედი და ფეხით გავუყევი გზას.. -არა ისე რა სიმპატიური იყო?-ჩუმად დავიჩურჩულე და ჩემს თავზე გავბრაზდი როდესაც შეყვარებული მყავს ვიღაც ლუკაზე რატომ ვფიქრობ. მალევე მივედი მათემატიკის მასწავლებელთან სადაც 2 საათიანი მეცადინეობის შემდეგ მასწავლებელმა გამოგვიცხადა რომ ქვეყნიდან მიდიოდა და სხვა მასწავლებელი შეგვერჩია. ნაცევარი საათით ადრე გამოგვიშვა რაც ძალიან მაწყობდა რადგან მათემატიკა 3ზე გვიშვებდა და ზუსტად ამ დროს მქონდა იგლისურიც ამიტომ რომელიმეს აუცილებლად ვაკლებდი დროს. ინგლისურზე თავის დროზე მივედი გაკვეთილები ჩავაბარე ახალი ჩავიწერე და უკვე 6 საათი იყო სახლში რომ ვბრუნდებოდი. ნელა მივბოდიალებდი როდესაც გვერდით ვიღაც ამომიდგა გავხედე და ხელში მომღიმარი ლუკა შემრჩა -გამარჯობათ ქალბატონო გაცნობა შეიძლება?-მკითხა მან -ანუკი ჯაჭვლიანი-ვუთხარი და ხელი გავუწოდე -ლუკა გეგეშიძე სასიამოვნოა-თქვა და ხელი ჩამომართვა -ლუკა გეგეშიძე როგორც მგლებში?-ვთქვი და გავიცინე -ხო მამაჩემი მაგ წიგნის დიდი მოყვარულია ამიტომ როდესაც აღმოაჩინა რომ ერთი გვარისა იყვნემ გადაწყვიტა რომ ლუკა გეგეშიძე დაბადებულიყო-თქვა და გაიცინა -მეც მიყვარს მაგ წიგნი და ლუკაც ძალიან მიყვარს. შენადა ზონაში კაი პონტებია?-ვკითხე და გავიცინე -არც მაინდამაინც კარგი პონტია-თქვა და გაიცინა -რომელსართულზე ცხოვრობ?-ვკითხე როდესაც ჩვენს საერთო სადარბაზოსთან მივედით -8 ამიტომ შენ მოგიწევს ჩემი აცილება საყვარელო-თქვა და გამიღიმა -კარგი ნუ თვით ლუკა გეგეშიძე ბრძანდებით და როგორ არ გაგაცილებთ-გავიცინე და ლიფტზე ღილაკ „8“ თითი მივაჭირე. შემდეგ ერთმანეთს დავემშვიდობეთ და მე სახლში შევედი -დედა. მათემატიკისასწავლებელმა მითხრა რომ სხვა ქვეყანაში მიემგზავრება და ვეღარ გვამეცადინებს-ვუთხარი და იქვე დივანზე დავენარცხე -არაუშავს. დღეს გავიგე მერვე სართულზე მათემატიკის მასწავლებელი გადმოსულა და იქ ჩავალ ვკითხავ კარგი?-მითხრა თბილად -კარგი მე უკვე გავიცანი მერვე სართულზე ახლადგადმოსული -ვთქვი და გავიცინე -მართლაა ვინნ?-გამომხედა დედამ -ვინ და ლუკა ქვია რავი კარგი ბიჭია -ვთქვი და მხრები ავიჩეჩე -კარგი მიდი ბაბის მამაშენს მიუყვანე და ქვემოთ ჩავიდეთ-მითხრა დედამ და ბაბი მომაწოდა თვითონ კი სხვა ოთახში გავიდა -მააა სადხარ?-დავიწყირე და პასუხის მოლოდინში ბაბის ლოყაზე ვუკბინე რის გამოც აჭყავლდა -მისაღებში და ბავშვს ნუატირებბ-გამომძახა მეც მისკენ წავედი და ბავშვი მივუყვანე შემდეგ დედას შევუარე და ორივე მერვე სართულზე ჩავედით -იცი რომელი კარია? -კი აი ესაა-მიმითითა შავ რკინის კარზე და ზარი დარეკა მალევე ნაბიჯების ხმა გავიგონე და კარი ლუკამ გააღო -ჰო ესაა ლუკა-ვუთხარი დედაჩემს და გავიცინე რაზეც მანაც გაიცინა -მათემატიკის მასწავლებელი აქ ცხოვრობს ხო?-ჰკითხა ლუკას და მანაც გაიღიმა -დიახ მობრძანდით დედაჩემია-უთხრა ლუკამ და სახლში შეგვიძღვა ერთ ერთ ოთახში შევიდა და იქ ქალი იჯდა რომელიც პატარა ბავშვებს ამეცადინებდა ესე 5-6 კლასელებს -ნინო შენ გიკითხეს-უთხრა ლუკამ და ოთახი დატოვა -გამარჯობა მე ელენე ვარ, აქ მეთორმეტე სართულზე ვცხოვრობ-უთხრა დედაჩემმა და ეგრედწოდებულ ნინოს ხელი ჩამოართვა -ნინო-გაუღიმა ქალმა-რით შემიძლია დაგეხმაროთ? -მეთერთმეტე კლასელებს თუ ამზადებთ მაინტერესებს-თქვა დედამ -დიახ ვამზადებ, თქვენ გსურთ მომზადება?-მკითხა მე -ამ დიახ-ვთქი და თავი ძირს დავხარე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.