შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე ქორწილის შემდეგ (სრულიად)


1-07-2015, 09:38
ავტორი lisebeth
ნანახია 14 000

გამარჯობათ ეს ისტორია ადრე მედო ,მაგრამ მერე ნიკი გამიუქმდა თუ რაღაც დაემართა და მოკლედ რა...
მინდა ხელმეორედ დავდო
იმედია მოგეწონებატ იმათაც ვინც ადრე არ კითხულობდით <3


მე ნია ვარ ცხრამეტი წლის . რომ ვთქვა ბევრი მეგობარი მყავს მეთქი ტუილი იქნება,მაგრამ მყავს ორი საუკეთესო თიკო და ნანკა რომლებთანაც სკოლის მერხიდან ვმეგობრობდი . ჩემი მეამბოხე სულის გამო ყველა ფიქრობდა ,რომ ჩვენს შორის პირველად მე გავთხოვდებოდი ,მაგრამ ასე არ მოხდა.ორივემ ''დამასწრო '' . ნანკა ერთი წლის წინ გაიპარა და დღეს უვე დედაა ,თიკო კი სულ რაღაც ორი თვის წინ დავაქორწინეთ . უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება არ ისურვეს. ამის ბედნიერება მხოლოდ მე მხვდა წილად . ნანკა და მისი ქმარი ნიკა ჩემთან ძალიან ახლოს ცხოვრობდნენ ,საკუთარი ბინა ჰქონდათ, თიკო და ირაკლი ჯერ ისევ მშობლებთან გარეუბანში . თითქმის მთელი დღე ტელეფონზე ვეკიდეთ ,ან სკაიპით სამივე ერთად . ლამი იყო ნიკა და ირაკლი ჭკუიდან იყვნენ გადასულები. სახლში ვერ დაგვირეკავს სამსახურიდან ტელეფონი სულ დაკავებულიაო .
იმ დილიიმ დილით ნანკამ დამირეკა და ლამის შოკში ჩავვარდი ისეთი რამე მომიყვა . გავგიჟდი ასეთ რამეებს დღესაც თუ გეგმავდნენ არ მეგონა. თურმე მის ძვირფას დედამთილს მისი მაზლისთვის ლევანისთვის , სოფელში საცოლე შეერჩევია და მისი ოჯახის მოპატიჟებას აპირებდა ამათ ბინაში .ის ბიჭი ბათუმში მუშაობდა ბანკის მმართელად და იმდენად დაკავებული იყო ნანკას და ნიკას ქორწილშიც კი არ ჩამოსულა . სამაგიეროდ ერთი თვის ძმისშვილს ანანოს არაფერს აკლებდა . ხან ფულს ურიცხავდა ხან საჩუქრებს უგზავნიდა. მოკლედ იმ დილით ჯერ კიდევ ტანზე არ ჩაცმულს ნანკამ გამაღვიძა:
_ნია როგორ ხარ?
_საშინლად , გაღვიძება არ მინდა.
_შენთან სათხოვარი მაქვს .შეგიძლია ერთი დღე მაჩუქო ?
_რა ხდება???
_აუ გოგო არ მკითხო. წუხელ ჩემმა დედამთილმა დამირეკა. თურმე ლევანსთვის საცოლე შეურჩევია თავის სოფელში ხოდა მისი ოჯახი უნდა მოიპატიჟოს . ხვალ ლევანიც ჩამოდის და ... მოკლედ რა
_რა შეურჩია გოგო ? შენ ხომ არ მეკაიფები _ სიცილი ამიტყდა .თავი ისევ სიზმარში მეგონა
_გოგო ქალბატონი ნელიკოს ამბები არ იცი ??? 29 წელი უსრულდება ბიჭს და დარჩა უცოლოდ . ჰაჰაჰაჰ _სიცილი ატეხა ნანკამაც
_მოიცა თვითონ თანახმაა?
_კი გოგო მოწონებიასავით . თუ რაღაც მსგავსი . ზუსტად არ ვიცი
_ჩემს თავს გაფიცებ ეგ ბანკის მმართველად ვინ დანიშნა საკუთარ ცხოვრება ვერ უმართავს ნელიკო დედიკოს გარეშე.
_აუ გოგო შენ არ იცი ვინ არის ნელიკო . თავი გააბეზრა ბიჭს . თან გოგო ცოლს ,რომ მოიყვანს აქეთ გადმოჰყავთ თბილისში .აქაურ ფილიალშიი უფროსად .
_ კაი რა სოფელში არ წასულიყო ქალაქში გოგო ვერ ნახა ?
_სოფლელი არ არის . სამი წელია ქალაქში გადმოსახლდა
_ეუფ ... მე ბოდიში .... კაი ჩემგან რა გინდა მითხარი ახლა .
_გოგო ხვალ მოვლენ და სახლი უნდა დავალაგო. ნელიკოს ამბავი არ იცი ?მთელი სანათესაო გაიგებს ''ტრილიაჟზე '' მტვერი დამხვდაო . მოკლედ მოდი და ანანო გამირთე სანამ მე მივლაგდები
_ნანკა 2 დღეში გამოცდა მაქვს. დღეს შენთან რომ მოვიდე მაგარ შარში ვიქნები. თიკოს დაურეკე . მაგას საქმე მაინც არაფერი აქვს . მოვა და მოგეხმარება .
_ ხო კარგი ,თიკოს ვთხოვ
_გოგო თავისთან ვერ დაპატიჟა? შენ რას განგრევს ტყუილა?
_აუ რა ვიცი გოგო . ახირებული ქალია რა .
_გეხვეწები ხვალ საღამოს, რომ დაგირეკავ მაგ ცირკის ამბები სულ წვრილ წვრილად მიამბე
_ნუ მაიმუნობ გოგო .
მოკლედ იმ დღეს თიკო მისულა ნანკასთან და მთელი დღე ამ ამბით გართობაში სახლიც დაუწკრიალებიათ . მე მთელი დღე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ვიჯექი და ვკითხულობდი . მეორე დღეს გვიან ნანკას დავურეკე . ყველაფერი მიამბო . თურმე ''საქმე გადაწყდა '' და მთელი ცერემონიალებით გაუცვლიათ ეგრეთ წოდებული ''კალიცო '' . დედამთილს სარძლო ისე მოსწონს თურმე გიჟდება,ეგაა რომ ცოტა გამოუსვლელი გოგოა და ნელიკოს უთქვამს ნანკასთვის ცოტა ''გამოჩისტეო'' . საყიდლებზე წაყოლაც უთხოვია რამე თანამედროვე და მოდური შეუძინეო . მოკლედ რომ ვთქვათ ქორწილიც დაიგეგმა . ფიზიკურად კარგი გოგოაო დამიდასტურა ნანკამ .ეგაა რომ მეტისმეტად სოფლელს გავსო . ლევანისაც მოეწონაო ,მაგრამ სიყვარულის რა მოგახსენოო . ნელიკო თურმე მთელი ცერემონიალებით აცხადებს სიყვარული ურთიერთობაში მოვაო .
მთელი კვირა სამივე დავიკარგეთ . მე გამოცდები მქონდა. ნანკა იმ გოგოს დაათრევდა საყიდლებზე , თიკო კიდე თავს ცუდად გრძნობდა და როგორც აღმოჩნდა ორსულლად ოოყო. ისე გამიხარდა ლამის ტელეფონში გავძვერი.საღამოს თიკოსთან შევიკრიბეთ და ბევრი ვისაუბრეთ . ნანკა ამბობდა ისეთ საშინელ საქორწილო კაბას ყიდულობდა ლამის გული წამივიდაო . ძლივს გადავათქმევინეო . თვითონ ულამაზესი ლურჯი კაბა ეყიდა . საოცრად უხდებოდა. მე და თიკო ლამის ერთმანეთს მივაწყდით . მომავალ ქორწილზეც ბევრი ვილაპარაკეთ და ვიცინეთ . საბოლოოდ ათისკენ დავიშალეთ .
გამოცდების ამბებით გადაღლილი ლამის სახლიდან არ გამოვდიოდი . თიკო სულ იწვა თავბრუ ეხვეოდა. ნანკა კი საქორწილო სამდადისში იყო . ყელაფერს ლამის თვითონ აკეთებდა . ქორწილისთვის ანანოს ჩემთან დატოვება გადაწყვიტეს. ჩვენც კარგად მოვილხენთ და უფრ მეტად საიმედო ვინ გვყავსო . კვირა დილით რვა საათზე მომადგნენ ხელში ანანო ეჭირათ და ჩანთა ტანსაცმელებით . ნიკა და ნანკა გადავკოცნე და ბავშვი დავიტოვე. ვუთხარი ხვალაც დატოვეთ ალბათ მეორე დღესაც იქეიფებთ მეთქი . უარი მითხრეს მეორე დღე არ იქნება,ზედმეტად ჩათვალესო . მე თუ მკითავდით ქორწილიც კი ზედმეტი ცირკი იყო . მოკლედ როგორც იმ დღეს შეეფერებოდა ისე ჩაატარეს . სიძე პატარძალზე მეტად სტუმრებმა იმხიარულეს . მე კიდე ანანოს მოფერებით გული ვიჯერე და მეორე დღეს მშობლებს მე თვითონ დავუბრუნე . ახალდაქორწინებულეი ბათუმში წასულიყვნენ . ლევანის სამსახურის საქმეებსაც დაასრულებდნენ და ორი კვირა დაისვენებდნენ .
ჩვენც ჩვეულ რიტმში ჩავჯექით . ზაფხულის გამოცდები დავასრულე და ქულებით კმაყოფილი სულ ცეკვა-ცეკვით მივადექი ბინაში ნანკას.
_თავისუფაალი ვარ სრულიად . სამი თვე თავიდან ვეღარ მომიცილებთ _მივახალე ორივე ცოლ-ქმარს და ანანოს დავსტაცე ხელი და ავაბურთავე.
_ჩვენც დავისვენეთ ამ საქორწინო მზადებისგან და ამოვისუნთქებთ აწი _ თვალები დაატრიალა ნანკამ .
_ხო მართლა როდის ჩამოდიან ?_ვიკითხე სხვათაშორის . თან ერთი სული მქონდა ის გოგო მენახა .არც ლევანის ვიცნობდი მაგრამ ამბობდნენ უსიმპატიურესიაო .
_ნანკას დაბადების დღეს ჩაოვლენ _თქვა ნიკამ
_ლევანიმ შემპირდა ჩამოალ და მაგარ საჩუქარსაც მოგიტანო _ხელი გამჰკრა ბეჭზე
_ხო ჩემი ცოლ-შვილი დიდ პატივში არიან .
_გუშინ თიკოსთან ვიყავი და არ მომეწონა . ცუდი ფერი ადევს . ძალიან გამხდარია_მომიყვა ნანკამ
_ირაკლიმ მითხრა ძალიან უჭირსო _ვთქვი სინანულით
_არაუშავს გამოძვრება, ასე იცის ამ მდგომარეობაში
_კარგი დედა მელოდება უნდა გავყვე სადღაც _ამოვთქვი და ბავშვი დავუბრუნე
საშინელი სიცხეები წამოვიდა. უკვე თბილისში ვეღც ვჩერდებოდით ისე ვიყავით. ნიკა ამბობდა როგორც კი შვებულებას ავიღებთ მაშინვე წავიდეთ ხუთივე დასასვენებლადო,მაგრამ თიკო თავს კარგად ვერ გრძნობდა და მგზავრობის შიშით დარჩენა გადაწყვიტეს . ნიკას შვებულებამ ერთ თვეში მოუწია .მე და ნანკა ლამის გავგიჟდით კიდე ერთი თვე თბილისში რა გაგვაჩერებსთქო. თან ანანოს სიცხისგან უკვე წითლად აყრიდა .ამაზე ნანკა სულ გიჟდებოდა ბავშვი რას დაემსგავსაო . ამ გაწამაწიაში ვიყვით ნანკას დაბადების დღე კარზე, რომ მოგვადგა. ნიკას ტორტის გაბარება უნდოდა ,მაგრამ ნელიკომ თავი გაიგიჟა მე უნდა დავაცხოო და ყველა დაჰმორჩილდა . მოკლედ მთელი ამბები გადავიტანეთ ამ სამზადისში. ხან ანანო ტიროდა ხან სტუმრები კარზე რეკავდნენ . ბოლოს ქალბატონი ნელიკო მოვიდა თავისი ''ტორტი შედევრით '' .გამიკვირდა მართლა ძალიან მაგარი გამოსვლია .
ანანოს ვუცვლიდი ტანზე ნანკამ ,რომ დაიძახა ლევანი და მისი ცოლი მაია მოვიდაო . ისე მაინტერესებდა ის გოგო როგორი იყო ხელის მოძრაობას ავუჩქარე და ბავშვით ხელში გამოვვარდი . კარში ახალმოსული თიკო და ირაკლი მომეგება და ორივემ მაგრად გადამკოცნა . თიკო უკეთესად გამოიყურებოდა. ცოტა ფერიც დაბრუნებოდა,რამაც ძალიან გამახარა . საგანგებოდ გამოწყობილი ანანო ხელში მივაჩეჩე დედამისს და მისაღებში შევედი . ბევრი სტუმარი იყო მაგრამ მათ შორის ლევანის ცოლი მაია ნამდვილად გამოირჩეოდა. ყველას ვარსკვლავივით ეცვა ის კი საშინლად უგემოვნოდ და უსახურად იყო გამოწყობილი . ფიზიკურად უშნო არ ეთქმოდა მაგრამ ის რაც ტანზე ეცვა ნამდვილად უარესს აჩენდა. თვალები დავატრიალე ოთახში. ნანკა მიხვდა ვისაც ვეძებდი და კედლისკენ მიმინიშნა .
_ის არის ლევანი
არც კი მახსოვს რამდენ ხანს ვიდექი თავზარდაცემული . უფრო სიმპატიური და მომხიბვლელი მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში არ მენახა . თეთრი პერანგი და შავი შარვალი ეცვა , ისეთი შესახედავი იყო ლამის იქვე დავეცი. მხოლოდ მაშინ მოვცოცხლდი ჩემს თვალსაწიერში ის უსახური არსება გვერდით რომ ამოუდგა . ხედი დამძიმდა
''_ეს დანაშაულია ''_გაავიფიქრე გულში და კედელთან ავიწურე .ნანკამ და თიკომ ხელი მიჯიკეს მაგიდასთან დაჯექიო .
ერთიანად დავკაგე ყველფრის ხალისი . იმ დღეს ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა . იმ ადამიანად ვიქეცი ვინც არ ვიყავი . ვნც არ მინდოდა რომ ვყოფილიყავი ,მაგრამ სხვანაირად მოქცევა უბრალოდ არ შემეძლო . იმ დღეს მივხვდი რომ სამუდამოდ შემიყვარდა . მაია უბრალოდ ამოვშალე ჩემი ცხოვრებიდან. იმ წამიდან ფეხებზე დავიკიდე ის ,რომ მას ცოლი ჰყავდა. არ ვიცი როგორ მოხდა მაგრამ ჩემდა უნებლიედ აღმოვჩნდი მის წინ დაამჯდარი . ნუთუ ბედის ირონიაა? გულში გავიფიქრე და სკამზე შევიშმუშნე .
''_ნუ უყურებ '' _ჩემს თავს შევძახოდი, მაგრამ არ შემეძლო .პირველად მაშინ შემომხედა თეფშით კერძი რომ გადავაწოდე . ისე გამიღიმა ლამის მიწა გამისკდა და ჩავვარდი . ბოლოს ნიკა წამოდგა ფეხზე და ჩემი და თიკოს სადღეგრძელო დალია . საქვეყნოდ გამოაცხადა ესენი ჩემი ცოლის დები არიან და მეც დებს ვეძახიო . მერე ირაკლის მიუჭახუნა და მომდევნო სადღეგრძელო მათი მომავალი შვილისაც დალიეს ერთად.
არ ვიცი მეჩვენებოდა თუ არა მაგრამ იმ ''გადაწოდებული კერძის '' მერე ლევანი დაჟინებით მაჩერდებოდა . მთელი დღე ვგრძნობდი რომ ეს მაია მისთვის არ არსებობდა ,ზედმეტი ბარგივით დაზდევდა უკან . სუფრა ,რომ აიშალა ჩვენ ხუთისთვის მხიარულება მაშინ დაიწყო . ლევანი და მაია დივანზე ისხდნენ შორიშორს . თითქოს უცხოები იყვნენ . სახლში მე,ნანკა ,ნიკა, ირაკლი და თიკო დავრჩით. რათქაუნდა ახალშეუღლებულ წყვილთან ერთად . ნანკამ ორი შამპანიურის ბოთლი გამოიტანა . ერთი ხელში მომაჩეჩა დაარყიეო ,მეორე თვითონ დაიჭირა და დაარყია. მერე ხმაურით გავხსენით და ლამის ერთმანეთს გადავასხით . მერე მუსიკა ბოლო ხმაზე ავუწიეთ და იმდენი ვიცეკვეთ სანამ ძირს არ გავიშოტეთ . ისევ და ისევ ვგრძნობდი როგორ მალენჩდებოდა ლევანი ,მაგრამ მე არ ვიმჩნევდი .სამაგიეროდ საშინელებას ჩავდიოდი . ყურადრებას არ ვაქცევდი ტითქოს არ ასებობდა. სამაგიეროდ ისე ვეკეკლუცებოდი ამას თვითონაც ვერ ხვდებოდა.
უბრალოდ ნერვები მეშლებოდა იმის გამო რომ ასეთ არსებას ეს უსახური ქალი ყავდა გვერდით . თითქოს ჩემდა უნდებლიედ ვაგრძნობინებდი ,რომ უკეთესს იმსახურებდა. რომ ბედნიერებას იმისნაირ ქალთან ვერ იპოვიდა . ვაგრძნობინებდი ,რომ მას სიცოცხლით სავსე გოგო სჭირდებოდა და არა მუდამ მოღუშული ,უგემოვნო და სულელი მაია . რომელმაც ისიც არ იცოდა რა იყო კოქტეილი .
ის დღეც დავასრულეთ ცოტა ნასვამი ვიყავი და მთელი ღამე არ დამიძინია. პირაღმა ვიწექი და ვფიქრობდი , რათქმაუნდა ლევანიზე . თვალწინ მედგა მისი უნაკლო და უსიმპატიურესი სახე .მერე მაია გამახსენდებოდა და ცხვირ-პირს ბალიშში ჩავრგავდი . გათენებამდე ვიწრიალე . იმასაც კი ვფიქრობდი იმ უსახურმა კაცი როგორ უნდა წამართვას მეთქი. თითქოს მისი ცოლი მე ვიყავი და ის მართმევდა. მერე ჩემს თავს ვუსაყვედურე და გადავბრუნდი ურყევი გადაწყვეტილებით რომ დავიძინებდი ,მაგრამ ვინ მაცალა . შეტყობინება მომივიდა თიკოსგან . მწერდა ირაკლის სამსახურში გადაუდებელი საქმე აქვს და ექიმთან წამომყევიო . აბა იმას როგორ ვეტყოდი უარს. მაშინვე ფეხზე წამოვხტი და ჩაცმა დავიწყე. ერთ საათში ტაქსით ჭისკართან ვეახლე . თიკოს მუცელი ოდნავ წამოზრდოდა და ისე საყვარლად ჰქონდა გამობზეკილი მანქანიდან გადმოვხტი და ზედ ვაკოცე .
_ გოგო შენ რა დაგაჭკვიანებს არ ვიცი _ გამიღიმა
_აბა გოგო მაიკოს ხომ არ დავემსგავსები
_საწყალი მაგის ქმარი _თან მომაძახა _მიდი მანქანის კარიც გამიღე _მეც მაშინვე მივვარდი და კარგი ჯენტლმენივით ბოლომდე გამოვუღე .
მონიტორზე ბავშვი ,რომ გამოჩნდა ისე ჩავეხუტე ლამის ძირს გადმოვაგდე. იმდენს ვლაპარაკობდი ექიმი ალმაცერად მიყურებდა. მგონი ფიქრობდა ნორმალური არ არისო. გარეთ, რომ გამოვედით თიკო ტაქსიში ჩავაჯინე ფულიც გადავუხადე და ვუთხარი მარტო წადი მეთქი . რატომღაც ხასიათი წამერთვა და ფეხით წასვლა ვარჩიე,. თანაც ვიცოდი ჩემს უხასიათობას რაც განკურნავდა. ერთი კარგი შოპონგი მჭირდებოდა სასწრავოდ .იმანაც საყვედურით გამომხედა ,მაგრამ ბოლოს მაპატია და ტაქსის გაჰყვა .ლამის მთელი მაღაზიები გამოვზიდე ,მაგრამ შენც არ მომიკვდე მაინც ცუდად ვიყავი.
დაახლოებით რვა თუ ათი მაღაზიის ჩანთა მეჭირა ხელში და როგორც პატარა ბავშვი ისე მოვყვებოდი ბარდიულის ზოლს . რამდენჯერმე ფეხი ავაცილე და ისევ ნერვები მომეშალა . არასდროს გამომდიოდა უნაკლოდ ამ ხაზებზე გავლა . ბარდიულიდან ასკინკილით გადმოვხტი და ის იყო გზაზე უნდა გავსულიყავი ,რომ ფეხებთან მანქანა გაჩერდა. მაშინვე ადგილზე შევხტი და ჩემებური ხულიგნური მანერით მივვარდი მძღოლს და ფანჯარაზე მივუკაკუნე ,თუ ამას მიკაკუნება ერქვა . შავი მინა ნელ-ნელა ჩამოოიწია და მეც მივაყვირე
''_ახლა იმის ღირსი ხართ პოლიციაში დავრეკო ''_ მძღოლი რომ დავინახე ვიგრძელი თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილებამდე როგორ დამიარა . ის იყო , ზუსტად ისე გამოწყობილი როგორც გუშინ. როგორც ქართველეი იტყვიან ''პრინცივით გამოწკიპული '' . ვიგრძენი როგორ გადამცდა უზარმაზარი ნერყვი კისერში და ლამის დამახრჩო .მაგრამ მე რის ნია ვიყავი ამას თუ შევიმჩნევდი . თიქთოს ვერც ვიცანი ვინ იყო . არადა მის ანგელოზისებრ სახეს რა დამავიწყებდა . მსახიობური ნიჭი მოვიშველიე და თვალები მივჭუტე .ზუსტად ისე როგორც მჩვეოდა.
_უკაცრავად მგონი სადღაც შევხვედრივართ ხომ ?
ვიგრძენი როგორ გაუცრუვდა იმედი . გაიფიქრა არ ვახსოვარო და დაიმანჭა.
''_მეტის ღირსი ხარ იდიოტო . ''_გავიფიქრე გულში და ცალყბად გამეცინა .
_მე ნიკას ძმა ვარ ლევანი_შემახსენა თვი
_აჰ ხო გამახსენდა ,ახლახანს არ დაქორწინდით? _განგებ შევახსენე ეს ამბავი და იქვე დავაფიქსირე რომ ხელზე ზემოთ ხსენებული ''კალიცო'' არ ეკეთა .
_ხო ის ვარ, რა გულ მვიწყი ყოფილხართ_მისაყვედურასავით და მივხვდი როგორ აეშალა ნერვები. მე კი სიამოვნებისგან გამაჟრჟოლა და მერე დავუმატე
_არა უბრალოდ ბეჭედი არ გიკეთიათ და გავიფიქრე იქნებ ის არ არის მეთქი _უკვე იმდენად მაინტერესებდა რატომ არ ეკეთა ან საერთოდ სად ჯანდაბაში იყო ის ოხერი ბეჭედი ლამის პირდაპირ შევეკითხე ,მაგრამ თავი ხელში ავიყვანე .
_ამ დილით მოვიხსენი და გაკეტება დამავიწყდა . ჯიბიდან ამოიღო და თითზე დემონსტრაციულად წამოიცვა _თითქოს გამომაჯავრა .მეც იდიოტივით ავვარდი და წამოვიჩურჩულე
_''მისტერ და მისის სმიტები ''
_უკაცრავად როგორ ?
_არაფერი ,უცებ რაღაც გამახსენდა და ...
_რამე პრობლემაა?
_არაფერი ნიკა და ნანკა ზეგ წვეულებაზე მიდიან და ანანოსთან მე მტოვებენ მარტოს_რაღაცნაირად მივახვედრესავით რომ მისი ძმის ბინაში მარტო ვიქნებოდი ანანოსთან ერთად ''_იქნებ მოვიდეს ''_გავიფიქრე გულში და საკუთარი თავი შემძულდა ასე უნამუსოდ. რომ ვიქცეოდი ,მაგრამ როგორც იტყვიან სიყვარულში და ომში ყველა ხერხი გამართლებულია.
_რა ხდება?
_ნიკას სამსახურში კორპორაციული აქვს თუ რაღაც მსგავსი
_აჰ გასაგებია .
_ მე სჯობს წავიდე .სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა
_დაჯექი და სახლამდე გაგიყვან _ეს უკვე მეტისმეტი იყო
''_დამშვიდდი ნია ,თავი ხელში აიყვანე ''_ გავამხნევე ფიქრებში ჩემი თავი და ჩემებურად დავგესლე _ სჯობს სახლში წახვიდეთ ცოლი გელოდებათ . მე როგორმე თვითონ მოვახერხებ რამეს . ''_ღმერთო რა ქაჯი ხარ ნია '' _ჩავძახე საკუთარ თავს .სოფლელს მაია კი არა მე ვგავდი ახლა . ვერასდსროს ვიგებდი ჩემს თავთან ლაპარაკი ასე რატომ მიყვარდა. მეგონა მანქანიდან გადმოხტებოდა და შემეხვეწებოდა,კარსაც გამიღებდა ,მაგრამ შენც არ მომიკვდე . ალმაცერდად ჩამიღიმა ,მზის სათვალე მოირგო და წავიდა .
''_მგონი მაიაც ზედმეტია შენთვის '' _ჩავიდუდღუნე და გზა განვაგრძე .რაც მთავარი იყო ზეგის ინფორმაცია მიწოდებული მქონდა . '' ისე რომ მოვიდეს მერე რას შვები ნია რა მაინტერესებს ?'' _თითქოს ჩემს თავს ნიშნის მოგებით ვკითხე და პასუხს დაველოდე ,მაგრამ სამწუხაროდ არ მქონდა .
სახლში ტაქსით მივედი და საწოლზე დავეხეთქე . არ ვფიქრობდი ,მაგრამ კითხვა მქონდა .
''_ნეტა ლევანი მართლა შემთხვევით შემხვდა? ''_პასუხი არ მქონდა . წინა ღამის უძინარს ბავშვივით ჩამეძინა . ექვსი ხდებოდა თვალი რომ გავახილე . ტელეფონზე ცამეტჯერ დაერეკა ნანკას . ''_რა ხდება ომი იწყება '' _გავიფიქრე და ნომერი გავიმეორე .
_რა გჭირს გოგო,ომი იწყება ?რამდენჯერ დაგირეკავს _ გაფიქრებული ხმამაღლა გავიმეორე
_რძალი მყავდა სტუმრად და ვიფიქრე გამოვა და ცოტას მოაფხიზლებს სიტუაციას მეთქი
_დამცინი გოგო ? ახლა მაგის კარის მასხარა გავხდე???
_შენ რაღაც ძალიან ახლოს მიგაგვს გულთან ლევანის ''უბედური '' ქორწინება .
_რაიცი უბედური რომაა ???
_კარგი როგორც არის ,რა მნიშვნელობა აქვს .დღეს კაბა ვიყიდე ნიკას კორპორაციულისთვის .
_აუ როდის წავალთ ბათუმში ერთი სული მაქვს.აქაურობას ვეღარ ვიტან _უკვე მართლა ისე მინდოდა წასვლა ლამის იყო ვგიჟდებოდი . მე და ლევანი ერთ ქალაქში ვეღარ ვეტეოდით . ვგრძნობდი რომ საშინელების ჩადენის ზღვარზე ვიდექი . ვიცოდი რომ საქმეს გაქცევით ვერ უშველი ,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა . ან მე ან ის ....
_აი კორპორაციულსაც გადავაგორებთ და ეგაა..ჩავბარგდეთ და წავიდეთ. სასტუმრო მაინც არ გვჭირდება .დავრჩეთ რამდენ ხანსაც გვინდა
_რა არ გვჭირდება გოგო ?აბა პალმის ქვეშ წამოვწვეთ? _ვიხუმრესავით ჩემებურად
_არა გოგო მაიკომ დაგვპატიჟა . ეგ და ლევანიც მოდიან .
_შენ მაგენთან ერთად აპირებ დასვენებას? _იმხელა ხმაზე შევიცხადე ლამის ჭაღი შეირყა .
_კაი გოგო ახალი რძალია და ვერ ვუთხარით უარი . თან ნელიკო დედიკოს საყვედურების თავი არ მაქვს .
თავში ხელები შემოვირტყი .ტელეფონი სასწრაფოდ გავთიშე და კედლისკენ გასაქანებლად მოვამზადე, მაგრამ შემენანა და აღარ ვისროლე .''_შენ ვინ ხარ ლევანი , რომ შენს გამო ტელეფონი ვიმსხვერპლო ?''. კბილები დავღრიჯე სიმწრისგან . უკვე ყველა ვერსიას ვუშვებდი დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ''_იქნებ ლევანის ჩააწვეთა მაიას, რომ დავეპატიჟებიეთ. იქნებ მაბამს . არა მაგის თავი რომ ქონოდა მაგ საწყალს ნელიკო დედიკო კი არ მოუყვანდა ცოლს . იქვე ვინუგეშე თავი და ეს ვერსია გამოვრიცხე '' .
მეორე დღეს არც გოგონებთან დამირეკავს და არც სახლიდან გამოვსულვარ. ანანოს დასატოვებლად, რომ მივედი ცოტა გონება მოვიკრიბე. ბავშვმა გამამხიარულა ,მაგრამ ის ამბავი რაც დამახვედრეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა.ნიკამ დემონსტრაციულად მომახალა ანანოს შენ და ლევანი მონათლავთო . ვიცოდი რომ ბავშვს ან მე ან თიკო მოვნათლავდით მაგრამ ლევანი ? მგონი ბედისწერა მეთამაშება ,გავიფიქრე გულში .
_მე თიკოზე ვფიქრობდი _ამოვილუღლუღე უცებ
_გოგო შენ და თიკოს ორივეს უნდა მოგენათლათ,მაგრამ თიკომ დამასწრო . ბავშვი უნდა მოგანათლინოო ხოდა ამიტომაც მას ვერ ვეტყვი .მოკლედ შენ და ლევანი .
_ხო თვითონ წამომიყენა ეგ აზრი .შენ რომ იქნები მეორე ნათლია ეგეც იცის _დამიდასტურა ნიკამ და ჰალსტუხის შეკვრისთვის ნანკას მიადგა
''_ყველა გზას მიჭრის _უცებ გამინათდა გონებაში და დილით უარყოფილმა აზრმა გამიელვა . ბათუმშიც ამიტომ დაგვპატიჟა. _უხ ნეტა მოვიდოდეს პირდაპირ აივნიდან ვისვრი ''
_ჩვენ წავედით ნია. საჭმელი მაცივარშია. ანანოსი ჩემს ოთახში. წერია ქაღალდზე როგორ უნდა მომზადო .
_კარგი რა გეგონება პირველად ვიტოვებ _ვისაყვედურესავით და კარი მივხურე . ანანოს ეძინა .დაახლოებით ერთი საათი რაღაც სულელურ გადაცემას ვუყურე .მერე მომწყინდა და გადავწყვიტე რაღაც გამომეცხო . მაგრამ სამზარეულო მეტისმეტად არეული დამიხვდა და ჯერ მილაგება ვიფიქრე .დაგვა, რომ დავიწყე ფიქრებიდან სულის შემძვრელმა ზარმა გამომაფხიზლა. კარზე ვიღაც იყო ,იმ წამსვე გავიფიქრე, რომ ის იყო და არც შევმცდარვა . კარიდან ,რომ გავიხედე სწორედ ის იდგა მის მიღმა. სხვა გზა არ მქონდა და გავაღე. რაღაცნაირად მიყურებდა . შიგნით არ შემიპატიჟებია ისე მივახალე
_შინ არ არიან
_ვიცი .მათთან არც მოვსულვარ
_ბავშვს სძინავს
_არც ბავშვთან მოვსულვარ .შენთან მოვედი
_ჩემთან ? რა უნდა ცოლიან კაცს სხვა გოგოსთან შესახვედრად ? მით უფრო თუ ის გოგო ბინაში მარტოა?
_მე შენ მიყვარხარ ! _ მარტო ეს მითხრა და მაგის მერე რა მოხდა აღარც მახსოვდა . ხელი მსტაცა და ისე ძლიერად მიმიკრა გულზე ლამის გონება დავკარგე .კარი ფეხით მიახეთქა და მაკოცა ,მაგრამ ეს კოცნაზე მეტი იყო .მივხვდი და დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ვუყვარდი . არავის არ შეუძლია გრძნობების ასე გამოხატვა სიყვარულის გარეშე . მეც ავყევი ,არ შემეძლო ასე არ მოვქცეულიყავი . თუ კი როდესმე ვინმეს ერთი ნახვით შეყვარებია ეს ნამდვილად მე ვიყავი . მე მან მომაჯადოვა,მაგრამ მაია ???? ბოლოს თავი ხელში ავიყვანე და როგორც იქნა მკლავებიდან გამოვექეცი .
_შენ მაია გყავს .შენს ცხოვრებაში ჩემი ადგილი არ არის_ ცრემლნარევად ვუპასუხე
_რომელი მაია ,ის უბრალოდ არ არსებობს . მე შენ მიყვარხარ,შენ მაგიჟებ და მაღელვებ. მთელს სამყაროს დავთმობ ,მაგრამ შენ ვერა
_ყველა ცოლიანი კაცი მაგ ზღაპარს ყვება,მაგრამ ბოლოს მაინც მასთან გარბიხართ,
_იმასთან ვერ გაიქევი ვინც არ არსებობს .ის ჩემთვის არავინაა . მხოლოდ ფორმალობა ფურცელზე .მასთან სული მეხუთება,მითუმეტეს როცა თვალწინ შენი სახე მიდგას .მე მას ვერასდროს შევიყვარებ .მითუმეტეს როცა შენ არსებობ
_ოჰ ცოლად კარგად მოიყვანე
_სულელი ვიყავი და იმიტომ . გგონია ამას არ ვაღიარებ ,რომ ნამდვილი იდიოტი ვარ? ნელიკოს ჭკუაზე გავიარე
_და ახლა რას აპირებ ? იმ საწყალ გოგოს ერთ თვეში გააგდებ და მე მომიყვან ცოლად? მერე ნელიკო რას იტყვის?
_რაც უნდა ის თქვას. მაია მაგან მოიყვანა და მაგანვე მოუაროს. მე და შენ ბათუმში წავიდეთ და იქ ვიცხოვროთ ჩემს სახლში
_იქედან ხომ წამოხვედი ?
_ოფიციაურად არა . ჯერ იქ ვარ .
_ხვდები მაინც რაზე მელაპარაკები ?_ცრემლები წამომცვივდა .ეს რომ დაინახა სულ გაგიჟდა . მომვარდა და წინანდელივით ჩამიკრა გულში .ანანომ წამოიტირა და პირდაპირ იქეთ გავიქეცი . საწოლიდან ამოვიყვანე და ხელში დავარწიე.მანაც მაშინვე მილულა თვალები . ვიგრძენი ხელი როგორ მომხვია მკლავებზე და თმაზე მაკოცა
_არ გინდა ასეთი პატარა ერთ დღეს ჩვენც გვყავდეს ?
_იდიოტივით შემიყვარდი _ამოვილუღლუღე მე
_ვერც წარმოიდგენ რა ბედნიერი ვარ ,რომ შეგიყვარდი . ვერ გადავიტანდი ეს მარტო მე რომ დამმართნოდა .
_რა მოხდებოდა იმ დღეს მოვსულიყავი მაია რომ დანიშნე? არადა გამოცდა მქონდა
_რა მოხდებოდა ქორწილში, რომ ჩამოვსულიყავი . _მე ყველაფერს მოვაგვარებ გპირდები _მითხრა და ბავშვი გამომართვა .მერე საწოლში ჩააწვინა ,ხელიი მომკიდა და მისაღებში გამათრია .დიავანზე წამოვწექით და სხვა სულელურ გადაცემას მივაშტერდით . არაფერს ვამბობდით ,მაგრამ ვხვდებოდი როგორ მეხებოდა თმაზე მისი ტუჩები .
''_რას იტყვის ნელიკო ?ჩემები ? მაია ასე იოლად დათმობს ლევანის??? ჩემზე რას იფიქრებს ნანკა და ნიკა? ''_ლამის ჭკუიდან შემშალა ფიქრებმა .არ ვიცი როგორ ,მაგრამ ის უკვე ყველა ჩემს განცდას ხვდებოდა .
_რაზე ფიქრობ ?_მკითხა და ლოყაზე თითი ჩამომისვა
_ნანკა და ნიკა რას იფიქრებენ ჩემზე .
_რა უნდა იფიქრონ . თვითონაც ხომ უყვართ ერთმანეთი ?
_ისე გამოდის თითქოს ოჯახს გინგრევ
_ის რაც არ არსებობს ვერ დაანგრევ
_სულ არ გიყვარს?
_ვინ გოგო ის სულელი?კაი რა ნუ დამცინი.
_ლოგიკურია
_ხანდახან მგონია ჩემი ცოლი კი არა დამლაგებელი მყავს მოყვანილი . მთელი დღე სახლს ალაგებს . არანაირი ემოცია არ გააჩნია
_შენ რა იცი მე რა გამაჩნია? ორჯერ მნახე
_შენ ისეთი მხიარული ხარ.მომხიბვლელი ,ჭკვიანი და ზღვასავით ბობოქარი
_ზღვას ისე მიეჩვიე მის გარეშე ვეღარ ძლებ ხო ?
_შენ იმ ზღვას მაგონებ ყოველ დღე ფანჯრიდან, რომ ვხედავ
_მე კიდევ გავიფიქრე ,რომ შენზე სიმპატიური კაცი ჯერ არ მენახა
_მე ცოლი მჭირდება,ქალი ,ადამიანი რომელიც ამაღელვებს და ცხოვრებას გამილამაზებს . ცოლი მოვალეობის მოხდის მიზნით არ მჭირდება.
_მესმის.. გგონია ეს არ მესმის? მაგრამ ის გზა რომელსაც ჩვენ დავადექით ეკლიანია
_ნელიკო ცხოვრებას ვერ დამინგრევს. მაგისთვის რომ გეკითხათ არც ნანკას და ნიკას უნდა ექორწინათ ,მაგრამ ნიკამ მაგრად დაუდგა. უმცროსმა ძმამ როგორ უნდა მაჯობოს ამ ამბავში
_ბათუმში მე ,შენ და მაია ერთად როგორ ვიქნებით?
_მაია არ იქნება. სანამ წავალთ მანამდე დაველაპარაკები ორივეს .აბა ერთი ნელიკო ჩარეულა.მისი აზრი არ მაინტერესებს.მე კარგი სამსახური მაქვს ,შენ იქ გააგრძელებ სწავლას,გადასახადს მე გადავიხდი .~
_მარტო ნელიკო არ არის,ჩემების რეაქცია წარმომიდგენია რომ გაიგებენ რა ხდება
_მთავარია ჩემი განქორწინება მოვაგვარო.დანარჩენს მივხედავთ
_მეცოდება ის გოგო .არ არის ისეთი რომელიც მრებს ცხვირსახოცივით გამოიცვლის. დღევანდელ თბილისში განქორწინება დიდი მოვლენა არ არის , მაგრამ ის ხომ პროვინციელია. ვერ გაიგებს
_შენ მაგაზე არ იჯავრო . ახლა მე წავალ და შენ ანანოს მიხედე .
_არ მინდა ბათუმში წამოსვლა
_შენ მაგაზე არ იჯავრო .აქედან პირდაპირ ნელიკოსთან მივალ და დაველაპარაკები. უფრო სწორად ჩემს გადაწყვეტილებას მოვახსენებ .
_გამაგებინებ რას იზამ ?
_შენი ნომერი ჩამიწერე _ტელეფონი მომაჩეჩა და ანანოსთან საკოცნელად გავიდა.მეც სწრაფად ავკრიფე და მივაძახე რა სახელი დავწერო მეთქი .მანაც ტელეფონი გამომართვა და ღიმილით წამჩურჩულა_ეგ მე ვიცი _მაკოცა და წავიდა. გული ისე მიძგერდა და ისე ვიყავი განერვიულებული ,კიდევ კარგი ანანომ არ გაიღვიძა თორემ ჭკუიდან გადავიდოდი . ნელიკოს ამბავი, რომ ვიცოდი შეიძლებოდა გულის შეტევაც კი მოსვლიოდა . წარმოვიდგინე რა ამბებს დაატრიალებდა ან კიდევ ჩვენი ამბავი ნანკასთვის ,რომ დაებრალებინა და აშარებოდა ამას ხომ საერთოდ ვერ გადავიტანდი . ვხვდებოდი ,რომ ყველაფერი ჩემს გამო ირეოდა .ცრემლები ისევ წამსკდა და იმდენი ვიტირე ვერც მივხვდი როგორ დამაბნელდა .უკვე შვიდი იყო დაწყებული შეტყობინება, რომ მივიღე .ლევანი მწერდა ნელიკოსთან მივედიო . ლამის ისტერიკა დამეწყო და ნერვული შეტევა დამემართა. ტელეფონს ხელი დავსტაცე და თიკოს დავურეკე .ვუთხარი ახლა ნანკასთან ვარ ალბათ გვიანობამდე არ მოვლენ ,თავს ცუდად ვგრძნობ და იქნებ გამოხვიდე მეთქი . დამპირდა ირაკლის დავურეკავ,ტაქსს გამოვიძახებ და მოვალო . შვებით ამოვისუნთქე .გვერდით ვინმე თუ მეყოლებოდა შეიზლებოდა გაგიჟებას გადავრჩენოდი .
ბევრი არ დაუგვიანია ,აბა ირაკლი ქ მოსვლაზე უარს ეტყოდა ? ოთახში რომ შემოვიდა წამში მომახალა ჩემი ქმარი ორ საათში სამსახურიდან გამომივლისო . ვიცოდი ამას რაც მოჰყვებოდა . ორი საათი გათენებაში გადაიზრდებოდა თუ ნიკა და ნანკაც მოუსწრებდათ . თურმე ისე ვკანკალებდი თიკომ მაშინვე მიხვდა რაღაც, რომ მჭირდა. ელვასავით მომახალა რა გჭირსო და პატარას მივარდა.
_რომ იცოდე რა მოხდა ჩემს თავს გაგიჟდები
_შენ ისეთი გადარეული ხარ არც მიკვირს .მიდი მოყევი ერთი რა ჩაიდინე
_ ცოლიან კაცს ავეკიდე _ისე მივახალე მე თვითონ გამიკვირდა. საბრალო ჩემს მეგობარს ლამის ბავშვი გაუარდა ხელიდან .
_რა ქენი გოგო ? შენ სულ გააფრინე ?
_თან ბრალო ცოლიანს კი არა პირდაპირ ლევანის_ ხელი ავიქნიე ჰაერში და რეაქციას დაველოდე.
_ვის ლევანის გოგო ნიკას ძმას? ეს რამ გაფიქრებინა ? შენ არ იყავი რომ გაიძახდი დედიკოს ბიჭია და იდიოტიო ?
_აუ კარგი რა მაგას იმიტომ ვიძახდი ,რომ მაიასი მშურდა .
_გოგო მერე მაია ქორწილიდან ორი თვე ძლივსაა გასული ? ნელიკო ვერ გადაიტანს .
_მიყვარს გოგო არ გესმის ? შენ გგონია ახლა მაიაზე ვფიქრობ ?
_იმას უყვარხარ ?
_მგონი გავიჟდით . დღეს აქ მომადგდა გამომიცხადა მიყვარხარო . მეც მეტი არაფერი მწირდება. გეფიცები სხვა რამის მოსმენა არ მანაღვლებს . არც ჩემების და არც ნელიკოსი .
_აუ თქვენ რა დღეში ხარტ ხედავ ?
_ნელიკოსთან წავიდა სათქმელად. უფრო ზუსტად გადაწყვეტილი აქვს და არ შეცვლის
_რას აპირებთ?
_მაიას გაშორდება და ჩვენ დავქორწინდებით . ლევანის კარგი სამსახური აქვს.სანამ მე დავამთავრებ მანამდე მისი ხელფასი გვეყოფა ,მერე მეც ვიმუშავებ . შემპირდა სწავლის ფულს მე გადაგიხდიო .
_დაგიგეგმავთ ყველაფერი და მე რა მეთქმის?_ისაყვედურასავით _ გოგო შენ იცი რას ნიშნავს ქალისთვის ქმარი სხვის გამო რომ ტოვებს? ჩვენ ვხუმრობდით , მაგრამ ის მისი ცოლია . ქალია ხვდები ? არაფერზე არ ფიქრობთ?
_ არ მაინტერესებს მისი ცოლია თუ ვინცაა . სამაგიეროდ მე ის ქალი ვარ ვინც უყვარს . ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და ვიღაცეების გამო ამაზე უარს არ ვიტყვით . გამორიცხულია
_ლევანიმ ასე როგორ დაგაჯერა ყველაფერი . ეგებ გეთამაშება
_გამორიცხულია .დარწმუნებული ვარ, რომ ვუყვარვარ . ისევე ვარ დარწმუნებული როგორც ჩემს თავში . იცი გოგო იმ დღეს როგორ მიყურებდა?
_რომელ დღეს?
_ნანკას დაბადების დღეზე ,მაგრამ მეგონა მეჩვენებოდა
_ შენგან ყველანაირ სიგიჟეს ველოდი ,მაგრამ ცოლიან კაცთან ურთიერთობა მეეტისმეტია . გოგო მოიცადე ჯერ ეგებ და გატყუებს. გაშორდეს და მერე ააწყვე კოშკები
_დამპირდა მაია ბათუმში ვერ წამოვაო
_რაა? მასთან ერთად აპირებ წასვლას?
_მის სახლში მივდივართ ხომ არ გავიწყდება?_ თიკომ ავის მომასწავებლად ამოიხვნეშა. მგონი ჯერ ისევ ვერ ხვდებოდა რაა ამბები დატრიალდებოდა ჩვენი ურთიერთობის გამო .თორმეტი ხდებოდა ნიკა და ნანკა რომ მოვიდნენ . ცოტა ხანს ხუთივემ ვისაუბრეთ ,მაგრამ ჩემი და ლევანის ამბავი არ გამიმხელია . მთელი ღამე ვფიქრობდი ,ვერ ვისვენებდი . ეს ლევანიც, რომ არ რეკავდა ლამის ჭკუიდან შევიშალე . უკვე მერამდენე ღამეა ნორმალურად არ მძინავს . უვე თავის ტკივილები მაქვს .მერე ყურსასმენები გავიკეთე და მუსიკის ხმამ ჩამაძინა . დილით ტელეფონის ხმამ გამომაღვიძა.ხელი დავსტაცე და დავინახე ''ნანკა'' ციმციმებდა. მაშინვე ვუპასუხე,მივხვდი ,რომ ჩვენს ამბავთან დაკავშირებით რაღაც მოხდა .
_გისმენ ნანკა ,მოხდა რამე?
_მოხდა კი არა გოგო ნელიკომ ლამის მთელი სახლი დალეწა. ლევანიმ წუხელ გამოუცხადა მაიას ვშორდებიო . თქვენ, რომ წადით ძლივს დავიძინეთ და ცოტა ხანში დარეკა მთელს ხმაზე კიოდა.ნიკა მაშინვე გავარდა და უკან ამ დილით დაბრუნდა ლევანისთან ერთად .
_მერე რაო ?_გავიოცესავით მე . მივხვდი, რომ ჩვენზე არაფერი იცოდნენ
_ლევანის უთქვამს რაც არ უნდა მოხდეს მაინც გავშორდებიო. გამოუცხადებია სხვა მიყვარს და ის უნდა შევირთოო . ნელიკო იმ სხვას მოსაკლავად დაეძებს_''ესეიგი მე '' გავიფიქრე გულში
_ახლა თქვენთანაა ?
_დიახ ქალბატონო ჩვენთანაა და ნიკას თვალწინ აღარებით ჩვენებას იძლევა რა მოხდა თქვენს შორის . ახლავე აიბარგე მაგ სახლიდან და აქ მოდი თორემ მოგკლავ იცოდე .
_ნანკა მაპატიე გთხოვ. ეს ისე უცებ მოხდა მე თვითონაც ვერ მივხვდი . გეფიცები ჯერ მეც არ მჯერა
_გელოდები დროზე სანამ ნელიკომ მოგაგნო და მოგკლა _ზუსტად ვერ გავიგე დამცინოდა და მეხუმრებოდა თუ გაბრაზებული იყო .
ტანზე ჩავიცვი ,მაგრამ წავსულიყავი თუ არა არ ვიცოდი . მრცხვენოდა ნიკასთვის თვალებში შეხედვა. ნანკასთან კიდე გამოვძვრებოდი ,რადგან მაინც ბავშვობიდან ერთად ვიყავით . ნიკასთან კი ისე გამოდიოდა თითქოს მის ძმას ოჯახი დავუნგრიე. საკუთარი თავი შემზარდა .კართან რამდენჯერმე მივედი და უკან მოვბრუნდი . ბოლოს გამბედაობა მოვიკრიბე და ტაქსი გამოვიძახე .

რამდენიმე წუთში უკვე ნანკას კართან ვიდექი. ისეთი სახით გამიღო კარი მაშინვე მივხვდი ,რომ კარგი არაფერი ხდებოდა. ერთადერთი რაც ორივე ცოლ-ქმარმა მოგვახალეს ის იყო ამ ყველაფერს ბოლო ჩვენ რატომ უნდა ვიგებდეთო . ნანკამ შემომიბღვირა კიდევაც არ მეგონა თუ რამეს დამიმალავდიო . მეც და ლევანიც თავდახრილი ვისმენდით მათ დატუქსვას . მე კედელთან ვიყავი აწურული ,ის კიდე დივანზე იჯდა და თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული. მათი ლაპარაკიდან სჩანდა ,რომ ნელიკოს რეაქცია აშინებდათ და შეშფოთებულები იმის გამო იყვნენ და არა ჩვენი ურთიერობის . ეს ორივეს შვებას გვგვრიდა ,რადგანაც მეც და ისიც ვგრძნობდით ,რომ მათი იმედი შეგვეძლო გვქონოდა. მაგრამ რჩებოდა ერთი პრობლემა, ეს იყო მაია .
_ბიჭო მაიას რას უპირებ ? ქალს ორ თვეში მამამისთან დააბრუნებ ? ხო გაგიჟდება მისი ოჯახი, რომ გაიგებს რატომაც შორდები ?
_მისმა ოჯახმა კარგად იცოდა რომ დიდი სიყვარულით არ შემირთავს ცოლად .ეს მათ გადაწყვიტეს და არა ჩვენ
_ნელიკო ამას არ შეეგუება _ ამოთქვა ნანკამ
_მოუწევს ,რადგანაც ეს ჩემი საბოლოო სიტყვაა _გადაჭრით თქვა ლევანიმ .
რატომღაც თიკოს სიტყვები გამახსენდა ასე როგორ ენდობიო და გულში საოცარი სითბო ჩამეღვარა. მივხვდი ,რომ მისი ტყუილად არ მჯეროდა . მეორეს მხრივ კი სრულიად არ ვგრძნობდი თავს დამნაშავედ ჩვენი ურთიერთობის გამო . ყოველთვის მიმაჩნდა ,რომ ბედნიერების უფლება ყველას აქვს და არავის გამო არ უნდა დათმო იგი . ამ ფიქრებში ვიყავი წასული კარზე ზარი გაისმა . ნანკამ მაშინვე გააღო და სახლში განერვიულებული ნელიკო შემოვარდა . მე და ლევანი ფანჯარასთან ვიდექით . მას ჩემს მხრებზე ჰქონდა ხელი შემოხვეული . ამ დროს ოთახში ნელიკო შემოვარდა. მთელს ხმაზე ქაქანობდა და ხელებს იქნევდა. როგორც კი დაგვინახა მაშინვე მიხვდა , რომ მე ვიყავი ის გოგო ვის გამოც ლევანი მაიას ეყრებოდა . იმ წუთას სწორედ ის მოხდა რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა მთელს ამ ამბავში . ნელიკომ ისეთი მტრული თვალებით შეხედა ნანკას იმასინვე მივხვდი , რომ მას დაადანაშაულებდა . გაიწწია კიდევაც მის გამოსალანძღად, მაგრამ ნიკა როგორც ყოველთვის ყველას მითითების გარეშე დაიცვა თავისი ცოლი და დედამისს დაუყვირა არ გაბედოო . ეეს ის იყო რად ყველაზე მეტად მომწონდა მასში . ნელიკო ყოველთვის მტრულად უყურებდა ნანკას მაგრამ ნიკასი ეშინოდა და ამას ვერ ავლენდა . აახლა კი პირდაპირ შეტევაზე გადავიდა
_ კიდევ მაგას იცავ ? ვერ ხედავ რომ მისმა დაქალმა შენს ძმას ოჯახი დაუნგრია? ვინ იცის ეგებ ეს დაგეგმეს კიდევაც
_რომელი ოჯახი დედა ხომ არ გაგიჟდი ? მაია სახლში ძალით მოიყვანე . ეს შენ ქმნი ოჯახის ილუზიებს _ ჯერ კიდევ მშვიდად ლაპარაკობდა ლევანი . სამაგიეროდ ნიკას შეეტყო ისეთი გამწარება, რომ თავი ხელში ძლივს აიყვანა. ნელიკოს ყველაზე კარგად გამოსდიოდა ადამიანების წყობიდან გაამოყვანა . მერე ნანკას უთხრა ოთახში შედი ანანოსთანო და ისიც მაშინვე გავიდაა. დედამისი იმხელა ხმაზე გაჰკიოდა იქ ბავშვი კი არა დიდიც ვერ დაიძინებდა .ბოლოს ნელიკომ ტირილი დაიწყო თქვენ ჩემი მოკვლა გინდათ ნერვიულობითო . რომ დავაკვირდი მის ამ საქციელზე არც ნიკას ჰქონია რეაქცია და არც ლევანის . ბოლოს ნელიკო იატაკზე გაიშოტა და გონება დაკარგა . არც ერტი ადგილიდან არ განძრეულა ,მხოლოდ მე დავსტაცე ჭიქას ხელი რომ წყლით მომებრუნებია ,მაგრამ ლევანიმ მაჯაში ხელი წამავლო და კარისკენ მიბიძგა.
_რას აკეთებ ლევანი ცუდად არის ვერ ხედავ ?_დავუყვირესავით და შევეწინააღმდეგე
_არაფერი მოუა . ეს მის მიერ წარმატებით დადგმული სპექტაკლია ,რომელსაც წლებია ბრწწყინვალედ ასრულებს როცა ოჯახის წევრების დამორჩილება უნდა _ პირი ღია დამრჩა. ვერც წარმოვიდგენდი ,რომ ნელიკომ გაითამაშა ეს ყოველივე. მიუხედავად ამისა ლევანის დავემორჩილე და გასასვლელისკენ გავყევი . ლევანიმ დედამისის ხელს გადააბიჯა და იქეთ წამათრია .მერე ნიკას მოუბრუნდა და უთხრა
_რომ მოფხიზლდება უთხარი ეს სპექტაკლები აღარ გაგივათქო
_ნიკას მხოლოდ გაეღიმა ამაზე
მანქანაში ჩამსვა . მე კართან ავიბუზე .მეტყობოდა , რომ კარგად არ ვიყავი . მერე ჩემსკენ გადმოჩოჩდა და გულზე მიმიკრა .მითხრა ნუ გეშინი ნელიკო ნიადაგს სინჯას თუ გაუა თავისას გაიტანსო , მაგრამ ამის უფლებას აღარ მივცემო . მერე მითხრა წუხელ სახლში აღარ მივსულვარ და არც მივალ სანამ მაია იქ არისო . გადავწყვიტე დედაჩემსთვის მანამ მეთქვა რა ხდებოდა სანამ სხვისგან გაიგებდა დამახინჯებულ ვერსიას . სახლთან შორიახლოს ჩამოვხტი მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ ნანას დაველაპარაკებოდი. ლიფტს ავყევი. მიუხედავად იმისა ,რომ ადამიანებთან კონტაქტი არ მიჭრდა და ბავშვობიდან თავს დამოუკიდებელ ადამიანად ვთვლიდი ,მაინც ვნერვიულობდი . როგორი სათქმელია დედისთვის ცოლიან კაცთან მაქვს ურთიერთობა და ველოდები როდის გაეყრება რომ დავქორწინდეთთქო . ლიფტი როგორც კი გაიღო და სალაპარაკოდ შევამზადე ჩემი თავი ადგილზე გავშრი . დედაჩემი კარში დოინჯშემორტყმული იდგა. ქალბატონ ნელიკოს უკვე ეზრუნა მის ინფორმირებაზე. სახლშიც სტუმრებია და გამოულანძღია .ხის ამოღება არ მაცადა ისე დამეტაკა .
_შენ ჭკუა სულ დაკარგე გოგო ? _ლამის თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა _ მამაშენი ცოცხალი რომ იყოს ხელახლა მოკვდებოდა. ცოლიან კაცთან სარული როგორ დაიწყე?
_დედა ეს აქ ასე საქვეყნოდ უნდა გავარჩიოთ?
_ის გიჟი ქალი დღეს სახლში მომივარდა. იმხელა ამბავი ატეხა უკვე ყველამ გაიგო_თავზარი დამეცა. მგონი ლევანი მართალი იყო და ნელიკო ცოტას აფრენდა.
_მე და ლევანის ერთმანეთი გვიყვარს . ის ცოლს შორდება . ეს მე არ მითხოვია მან გადაწყვიტა
_მას ცოლი ყავს ნია ...ცო-ლი _დამიმარცვლა გასაგებად
_ის არ უყვარს
_ შენ ხომ არ გამოშტერდი გოგო . დღეს 90% ისე ქორწინდება რა არის სიყვარული არ იცის . ყველამ რომ ოჯახი დაანგრიოს რა მოხდება იცი ?
_მე ყველა არ ვარ და მორჩა . ვისაც უნდა უსიყვარულოდ ცხოვრება იცხოვროს ბატონო არ ვერევი. სხვა არ მაინტერესებს . გადაწყვეტილებას არ შევცვლი _ ყველაზე კარგად ამქვეყნად დედაჩემი მიცნობდა. ჩემი პასუხი არც გაჰკვირვებია.ის კი არა ჩემი ბარგიც კი გაემზადებინა ,რომელიც დემონსტრაციულად გამომიყარა გარეთ .
_რას აკეთებ დედა?_ წამოვიყვირე გიჟივით
_თუ გადაწყვეტილებას არ შეცვლი თვალით არ დამენახვო . სხვის ქმრებზე მონადირე შვილი არ მჭირდება . ამ სახლის კართან დილანდელ სცენებს მეორედ ვეღარ ავიტან_კარი ბრახუნით მოახეთქა და გასაღები გადააბრუნა .გაშტერებული გამოვედი ბინიდან ჩემი ორი ჩანთით ხელში . გონზე მოსასვლელად იქვე ბარდიულზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე. დაახლოებით თხუთმეტი წუთი გავიდა .სად წავსულიყავი არ ვიცოდი . ჯერ ნანკა ვიფიქრე მაგრამ მეთქი ნელიკო ისევ იქ ,რომ იყოსთქო . თან არ მინდოდა მისთვის ისევ პრობლემები შემექმნა. რა დამავიწყბს ნელიკოს მტრულ გამოხედვას . მერე ლევანიც გავიფიქრე, მაგრამ მეტისმეტად მომერიდა და ბოლოს თიკოზე შევჩერდი . მასზეც ვყოყმანობდი ისედან ირაკლის მშობლებთან ცხოვრობდნენ . მიუხედავად ამისა სახლის კარი მაინც გამიღეს. ეს იყო ,რომ თიკოს ძალიან შეეშინდა ჩანთებით ხელში რომ დამინახა . მონაწყოლა სულ გადარია . ერთადერტი შვილი იმ გიჟი ნელიკოს გამო სახლიდან როგორ გამოაგდოო . ისიც მოვუყევი ლევანის თქმით როგორი სპექტაკლი დადგა ქალბატონმა .
_გოგო თქვენ მაგ ქალს არ მოუსმინოთ . ნამდვილი გიჟია არ გახსოვს ნანკას და ნიკას რა დღეში აგდებდა? ნია მაგრად რომ არ დამდგარყო ოჯახს დაუნგრევდა_ გამამხნევა ირაკლიმ და მომეხვია
_არ ვიცი რა მოხდება . მაიამ რომ არ დასთანხმდეს გაყრას?
_მოუწევს . თუ ერთად აღარ იცხოვრებენ ლევანის მოთხოვნას ცალმხრივად დააკმაყოფილებს სასამართლო _დამაიმედა ირაკლიმ
_რას აპირებთ _მკითხა თიკომ . მას თავიდანვე ეშინოდა ამ ურთიერთობის
_ლევანის უნდა ბათუმში წავდეთ. თქვა ამ საქმეს ჩემი ადვოკატი მიხედავსო
_წახვალთ?
_ხო , სხვა გზა უკვე აღარ მაქვს. ვერ ხედავ ? დედაჩემმა სახლიდან გამომაგდო_ვისაყვედურესავით და უკვე ვგრძნობდი რამდენად მჭირდებოდა ახლა ლევანი ჩემს გვერდით ყოფილიყო და გავემხნევებინე . არც დაუყოვნებია ტელეფონზე მისი ზარი გაისმა . მხოლოდ ის მკითხა სად ხარო .ვუთხარი დედაჩემმა გამომაგდო და თიკოსთან მოვედითქო .მასინვე გამითიშა და მივხვდი , რომ მოდიოდა . ამან ცოტა გამამაგრა და ხასიათზე მოვედი . საერთოდ ცუდად ყოფნა არ მეტყობოდა ხოლმე. მეტისმეტად ცანცარა ვიყავი სამაგისოდ . თიკოს დედამთილმა ცივი ყავა გამოგვიტანა რამაც საბოლოოდ მომასულიერა და ლაპარაკის ხალისიც დამიბრუნა . ეს ქალი ნამდვილი ანგელოზია მეთქი გავიფიქრე. ნელიკოს სრულიად საპირისპირო ხასიათების იყო . თიკოს თავს ევლებოდა განსაკუთრებით ახლა როცა ორსულად იყო . ყავა ბოლომდე არ გვქონდა დალეული ქუჩასი მანქანის ხმა რომ გავიგონე . თითქოს ამ ხმაზეც კი ვცნობდი ,რომ ის იყო . მასინვე წამოვდექი და ფანჯარაში გავიხედე. არც შევმცდარვარ . ნამდვილად ის იყო . აქ სხვის ოჯახში აცანცარება ცოტა მომერიდა და თვინიერად დაველოდე მის შემოხვლას. მხოლოდ ირაკლი მიეგება ჭიშკართან.თავზე მაკოცა .ზუსტად ისე როგორც ჩვეოდა .
_ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა. ჩვეული ქართული მანერაა_გამამხნევასავით ლევანიმ
_ახლა რა ვქქნათ?_სასოწარკვეთილი მზერა მივაპყარი
_ბათუმში მივდივართ დაგავიწყდა? ადვოკატს უკვე დავურეკე . მითხრა იოლი არ იქნება ,მაგრამ მემგონი განქორწინებას დაგიკმაყოფილებენო . მთავარი დაბრკოლება რაც იქნებოდა ის არ გყავთო . შვილი იგულისხმა_განმიმარტა იქვე. რატომღაც გული შემეკუმშა როცა წარმოვიდგინე რომ შეიძლებოდა მისგან სხვა ქალს შვილი ჰყოლოდა . ისიც კი მანადგურებდა ,რომ ის და მაია ერთი ჰაერით სუნთქავდნენ .ამ ბოლო დღეებში აღმოვაჩინე რა მესაკუთრე ვყოფილვარ . თუ მხოლოდ ლევანისთან მემართებოდა ეს ჯერ ვერ მივხვდი .
_მაიას რა ეშველება?_იკითხა თიკომ
_თავის სახლში დაბრუნდება .
_ქონების გაყოფა მოგიწევთ? _ისევ იკითხა თიკომ
_არამგონია,თაანაცხოვრების პერიოდში არაფერი შევიძენია .
_მაგას რა მნიშვნელობა აქვს_წამოვიყვირე მე _მთავარია თავისუფალი იყო და ერთად ყოვნა შევძლოთ .
_არამგონია მაია უარზე დადგეს განქორწინებაზე . საწყალი გოგოა _თქვა თიკომ
_ნელლიკომ თუ არ გადარია_ეჭვით წარმოთქვა ირაკლიმ
_აბა ერთი გაბედოს _დაიყვირა ლლევანიმ
_როდის მივდივართ?_ვიკითხე მე
_თუ გინდა ხვალვე . აქ გაჩერება აღარმინდა . ნანკა და ნიკაც მოდიან . _გამამხნევა
_როგორ მინდა რომ თქვენც ჩვენთან იყოთ _ მივეხუტე თიკოს. მან კიდე მუცელზე მანიშნა არ შემიძლიაო .
_კარგი შენ აქ დარჩი. მე ჯერ ჩემს ადვოკატს ვნახავ და მერე ნიკასთან გავივლი. გავიგებ მზად თუ იქნებიან ხვალისთვის _ისე მომხიბლავად გამიღიმა ლამის ადგილზე წავიქეცი . ხელი ჩამკიდა და მანიშნა ჭიშკრამდე გამაცილეო . მეც მორჩილად გავყევი .მანქანის კარზე მიეყუდა და ცოტახანს მიყურა . მე თავს უხერხულად ვგრძნობდი ასე , რომ მაშტერდებოდა . სამაგიეროდ ძალიან მსიამოვნებდა . მაშინ ვხვდებოდი ხოლმე როგორ ვუყვარდი . ჩემთვის მისი ეს მოშტერება ყველაფერზე მეტყველი იყო . ხელი წელლზე მომხვია და მისკენ მიმიზიდა . ამას სულ რაღაც მეორედ აკეთებდა . ის ისეთი მაღალი და ძლიერი იყო, მე კი ასეთი სუსტი და კაფანდარა. მეგონა წელში გადამამტვრევდა . ზუსტად ისე მაკოცა როგორც ფილმებში . ლამის სულთქვა შემეკრა და წავიქეციი . იმ წუთას მივხვდი ,რომ არ შევმცდარვარ . ამისთვის ღირს ბრძოლა . ის ხომ ჩემი ერთადერტი სიყვარულია . სულ არ მაინტერესებს , რომ მაიას ქმარია. ჩემია და ამას დიდი სიამოვნებით გავუმეორებ თუ საჭირო გახდა!
მეორე დილით ჯერ კიდევ გათენებული არ იყო ლევანი მომადგა . მითხრა ნიკა და ნანკა არ მოდიანო . იმათ უთქვამთ ნელიკოს მარტო დატოვება არ ღირს ჯობია ჩვენ აქ დავრჩეთ და თქვენ წადითო. პირველად ვიგრძენი შიში . მასთან მარტო წასვლა არ მინდოდა . ისე გამოდიოდა რომ სხვის ქმრთან ვიწყებდი ცხოვრებასს თითქოს არაფერი მომხდარიყოს . მათთან ერთად სულ სხვა იყო ,მაგრამ მარტო ? ლევანი მაშინვე მიხვდა რაზეც ვფიქრობდი და გამაგხნევა ჩემს სახლში მარტო ერთი ოთახი არ არისო . ამ უშნო ხუმრობაზე მეც კი გამეღიმა ,მაგრამ რომ მითხრა ჩემი და მაიას ბინაში მივდივარ ბარგის წამოსაღებადო და მივხვდი მეც მივყავდი ლამის გული გამიჩერდა .მიუხედავად ამისა არ შევიმჩნიე . მანქანაში დამტოვა და დამიბარა მალე მოვალო.. რისი მეშინოდა ლევანიმ უკვედამიმტკიცა ,რომ მარტო მე ვუყვარდი და სხვა არც არსებობდა და ვერც იარსებებდა . მიუხედავად ამისა არ მინდოდა რამე უსიამოვნო სცენებს შევსწრებოდი თუმცა ეს გარდაუალი აღმოჩნდა . ლევანი უკან ,რომ დაბრუნდა უკვე წასვლას ვაპირებდით მაია ,რომ გამოჩნდა .იმ სცენამ რაც იქ მოხდა კარგა ხანს დამამახსოვრა თავი . იმდენ ხანს მედგა თვალწინ ლამის შემშალა . ლევანის მუხლებში ჩაუარდა და სთხოვდა არ წახვიდეო .როცა გავიგე რისიც ეშინოდა ამან სულ შოკში ჩამაგდო . ევედრებოდა არ მიმატოვო თორემ ჩემები უკან არ მიმიღებენ და უპატრონოდ დავრჩებიო . ლევანის სახეზე შეეტყო რომ ამ სიტყვებმა მეტისმეტად იმოქმედა ,არც მე დავრჩი კარგად ,მაგრამ მან ხელი ოკიდა და წამოაყენა .
_თუ რამე დაგჭირდება შეგიძლია დამირეკო . ნუ გეშინია ქუჩაში არ დარჩები . გაყრის მერე ამ ბინას შენ დაგიტოებ. შენებმა რომც არ მიგიღონ შენი სახლი გექნება_ მააიას თითქოს იმედი დაუბრუნდა თვალებში ,მაგრამ უკანასკნელად მაინც ჰკითხა
_იქნებ არ წახვიდე _მაგრმ ლევანიმ უკანასკნელად გაუმეორა
_არ შემიძლია _და მანქანაში ჩაჯდა .
ბათუმამდე ისე ვიარეთ მთელი გზა ხმა არ ამომიღია . ვგრძნობდი ,რომ ჩემთან გამოლაპარაკება უნდოდა ,მაგრამ მე ნანახისგან ისე ვიყავი შოკში ვერ ვაზროვნებდი . ყველანაირი განცდა ერთდროულად დამეუფლა . პირველად ვიგრძენი თავი დამნაშავედ .ალბათ ასე ძალიან რომ არ მყვარებოდა იმ წუთას ადგებოდი და წავიდოდი მისგან ,მაგრამ არ შემეძლო . ეს გრზნობა ყველაფერზე ძლიერი აღმოჩნდა!
თბილისიდან ბათუმამდე გზა მეტისმეტად დამღლელი აღმოჩნდა . ლევანის სახლი სანაპიროსთან ახლოს იყო . მოცულობით არც ისე დიდი ,მაგრამ კოხტა და მოწყობილი . ფეხზე ძლის ვიდექი დაღლილობისგან . თანაც უკვდე რამდენიმე ღამე იყო ადამიანურად არ მეძინა . ლევანი მაშინვე მიხდა ,რომ ვერ იყავი კარგად და პირდაპირ საძინებელში შემიძღვა და მითხრა დაიძინეო . მეც დავწექი, მაგრამ არ დამეძინა. უფრო სწორად არ შემეძლო. გამუდმებით მაიაზე ვფიქრობდი და გული მისკდებოდა. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი მის უბედურებაში . სამწუხაროდ ის ვერ გავაცნობიერე ,რომ მაიას უბედურება სიყარულში კიარა გაყრაში იყო .მას ეშინოდა, რომ ოჯახი აღარ მიიღედა და ამის გამო ლევანის ეტმასნებოდა. ლევანი კიდე მისთვის ბინის მიცემასაც კი აპირებდა ოღოონდ გაყროდა და ჩემთან ცხოვრება შეძლებოდა. არ ვამხელდი ,მაგრამ მეშინოდა ყველაფრის გარდა ლევანის სიყარულის დაკარგვისა . ბოლოს საწოლზე მოვიკუნტე და ჩემდაუნებლიედ ჩამეძინა .
საღამოს ვიღაცის თბილი ხელის შეხებამ გამომაღვიძა . საწოლზე შევიშმუშნე და რამდენჯერმე გადავბრუნდი ,მაგრამ მაინც მოვფხიზლდი . თურმე ლევანი მეფერებოდა სახეზე .საწოლზე წამოჯექი და ცოტა გონზე მოვედი .ბოლოს მან მკითხა:
-ბოლოს და ბოლოს არ დამელაპარაკები ?
_შენ არაფერ შუაში ხარ_ამოვილუღლუღე ძლივს
_ვიცი ,რომ ეს ყველაფერი შენთვის იოლი არ არის ,მაგრამ ცოტაც გავუძლოთ
_რამდენსაც გინდა იმდენს გავუძლებ . ქაღალდები არ მაინტერესებს . მე მხოლოდ შენი სიყარულიც დამაკმაყოფილებს. უბრალოდ მაია მეცოდება .
_მეც, მაგრამ რას ვიზზამთ . მე არაფრის შეცვლას არ ვაპირებ
_დღეს მივხვდი რომ არ უყარხარ . უბრალოდ ეშინია . ან უყარხარ, მაგრამ სიყვარულზე მეტად სხა რამ ანაღვლებს
_მთავარია ,რომ ჩვენ გვიყარს ერთმანეთი _მითხრა და ხელები ძლიერად მომხვია . კარგხანს ვიწექით ასე ჩახუტებულები . ბოლოს მითხრა პიცა შევუკვეთე და მოიტანებენო . მართლაც არ დაუგვიანიათ . გემრიელმა პიცამ და ცივმა კოკაა-კოლამ ბოლომდე მოგვაფხიზლა . მერე პლაჟზე გავისეირნეთ და დაღამებულში მოვედით .
მომდენო დღეებმა ერთფეროვნად ჩაიარა . ვდგებოდით , ვვსადილობდით, ვსეირნობდით ,ხანდახან ვცურადით ან კარტს ვთამაშობდით .რათქმაუნდა ლევანი დიდსულონად მაგებინებდა . ნანკასთან და თიკოსთან ყოველდღე ვჭორაობდი . ნანკა მიყვებოდა ნელიკო რა გაცეცხლებული იყო და რა დღეში აგდებდა საწყალ მაიას . აძალებდა არ გაეყაროო . ლვანისთანაც რეკავდა, მაგრამ ის არ პასუხობდა .ხან ჩემს უგემურ კერძებს ვაკეთებდი ,ხან კიდევ ლევანის მოჰქონდა. რაც მთავარი იყო ლევანი ძველ სამსახურში დიდი სიხარულით დატოვეს და გაუხარდათ კიდევაც. ამასობაში ერთი თვე გავიდა . ბათუმის უნივერსიტეტში მიედი და ვიკითხე ადგილები თუ იყო და როდის უნდა მიმეტანა საბუთები . მომახსენეს აგისტოშიო . ლევანი ძალიან მონდოებული იყო რომ ერთი წელი არ გამცდენოდა და ეს საქმე დროზე მოგვეგვარებინა . ადვოკატმაც იმარჯა და განქორწინების საბუთები მოამზადა. მხოლოდ მაიას ხელმოწერა იყო საჭირო . ლეანიმ მასაც დაურეკა და ელაპარაკა. თუ არ გაჯიუტდები და პრობლემებს არ შექმნი ბინასაც დაგიტოვებ და როცა დაგჭირდება მხარში დაგიდგებიო . მაია დათანხმდა მაგრამ მაინც გვეშინოდა ნელიკო არ ჩარეულიყო მისებურად და ტვინი არ გადაეტრიალებია .
ყველაფერი კარგად მიდიოდა.მხოლოდ ერთი პრობლემა გვქონდა ურთიერთობა არ გამოგვდიოდა . არ ვიცი შექმნილი სიტუაციის და ნერვიულობის ბრალი იყო თუ რისი მაგრამ რამდენჯერაც ვცადეთ იმდენჯერ ცუდად დავასრულეთ . ხან ისტერიკული ტირილი მივარდებოდა ხან კიდევ ოთახში ვიკეტებოდი და არ გამოვდიოდი . ერთხელ ლევანი სახლში , რომ არ იყო სკაიპით ნანკას და თიკოს ველაპარაკე და ვუთხარი რა პრობლემაც მქონდა . იმათ გამამხნევეს ეგ თითქმის ყელას ემართებაო . ეგ კი არა ნანკამ ისიც კი მეხუმრა ერთი კარგად გამოთვერი და ყველაფერი მოგვარდებაო . ეს იდეა ჭკუაში დამიჯდა ,მაგრამ არ დაგვჭირვებია . თბილისში წამოსვლას ვაპირებდით . მე უნივერსიტეტის საბუთების წამოსაღებად . ლევანის კი გაყრის პროცესი ჰქონდა . ათი იყო დაწყებული კარზე შამპანიურით და ყვავილებით მომადგა . კარგადაც დავლიეთ და წყნარ მუსიკაზეც ვიცეკეთ . მთვრალები არ ვიყავით, მაგრამ არც ფხიზლები გვქვიოდა . უთხარი წყნარ მუსიაზე ვერ ვცეკვავ მეთქი და ხმაურიანი ჩავრთე . ლევანი მეტისმეტად სერიოზული აღმოჩნდა სამაგისოდ . სამაგიეროდ სიამოვნებით მიყურებდა როგორ ვხტუნავდი, მანამ სანამ არ წავიქეცი . ხტუნვის დროს სასმელი მომეკიდა და ბარბაცი დავიწყე . ხელი მსტაცა და კალთაში ჩამისვა . მერე დამცინა მგონი გასაზრდელი ბავშვი ვიშვილეო . მე თვალებთან თითი დავუტრიალე მე ბავშვი არ ვარ მეთქი . მერე კიდევ გამიმეორა და მერე კიდევ . შემატყო ,რომ მეწყინასავით. ვუთხარი მაგას იმიტომ მეუბნები შენთან ,რომ არ ვწვებითქო . მერე ჩამეხუტა და მომეფერა. მითხრა ეს ,რომ მაჯავრებდეს ერთი თვე აქ ერთად არ ვიცხოვრებდითო . მივხვდი, რომ გულწრფელად მეუბნებოდა და მეც მივეხუტე .
ვერც ვიფიქრებდი თუ ყველაფერი ასე სწრაფად მოხდებოდა თუმცა რა სწრაფად უკვე თვეზე მეტი გავიდა რაც ერთ სახლში ცხოვრობთ . მხოლოდ ახლა მივხვდი რას გულისხმობდა ტიკო როცა მეუბნებოდა ,ყველაფერს თავისი დრო აქვსო .
დილით ერთად ,რომ გაგვეღვიძა თავი ამქვეყნად უბედნერეს ადამიანად ვიგრძენი,მაგრამ საათს ,რომ დავხედე გიჟივით გადმოვხტი საწოლიდან და ლევანის დავუყვირე ადექი მეთქი . უვე ათი დაწყებულიყო . ორ საათზე ლევანის და მაიას სასამართლო იყო და რომ დაეგვიანა არ შეიძლებოდა . ადვოკატმა უთხრა მოსამართლე მაგასაც გაითვალისწინებსო . მე მაინც და მაინც არ მეჩქარებოდა ,მაგრამ ლეანის დაგვიანება არაფრით არ შეიძლებოდა . ძლივს გაიღვიძა და ისევ ჩემსკენ გამოიწია ჩასახუტებლად , მაგრამ ხელი ვუჯიკე და მკაცრად ვუყვირე :
_ადექი დროზე თორემ დაგვაგვიანდება ჩასვლა. იქნებ ეს სიგიჟე დღესვე დავასრულოთ და მოვრჩეთ ბატუმსა და თბილისს შორის წანწალს მეთქი
_მოიცა რა არც მასე ცუდადაა საქმე
_რა არ არის ათი დაიწყო . დროზე ადექი თორემ დარჩი ისევ ცოლიანი და ეგაა
_არაუშავს თუ დამაგვიანდება . იფიქრებენ ეს უპასუხისმგებლო ქმრად არ ვარგია და ჯობს განქორწინება მივცეთო .
_მაიმუნობის დროა? დღეს შეიძლება ითქვას ჩვენი მომავალი წყდება
_ჩვენი მომავვალი უკვე გადაწყეტილია _თვალი ჩამიკრა და სასწრაფოდ ჩაცმა დაიწყო . მერე გამახსენდა ნანკამ და ნიკამ ბავშვის მონათვლა რომ გვთხოვეს
_სხათაშორის ჩვენ ჯერ ისევ მოსანათლი გვყავს ანანო
_მაგას ჩვენს ქორწილზე მოვაგვარებთ _ თვალები დავქაჩე .არ მეგონა ამას თუ აპირებდა მაგრამ სიხარულით დავთანხმდი და მიუხედავად იმისა ,რომ უკვე კატასტროფულად ვიგვიანებდით კალთაში ჩავუხტი და ვაკოცე . მერე სამზარეულოში შევვარდი . ორი სენდვიჩი და ყავა გავამზადე გზისთვის. ლევანი უკე მზად იყო და მანქანაში ჩავჯექით .
მთელი გზა ხან ვმღეროდი და ხან რაღაც სისულელეებს ვყვებოდი .ისიც ზრდილობის გულისთვის იცინოდა ჩემს სულელურ მონაყოლზე . მხოლოდ რიკოთთან გავჩერდით ,რომ საჭმელი გვეყიდა ,მაგრამ არ შევყოვნებულვართ რადგან არ გვინდოდა თბილისში დაგვეგვიანებია. თბილისში როგორც კი შემოვედით მაშინვე ვიგრძენი ჩემი ქალაქის სურნელი და მივხვდი როგორ მომნატრებოდა აქაურობა . ჩემი ცხოვრება ხომ მასთან იყო დაკავშირებული . აქ დავიბადე,გავიზარდე,შევიძინე ჩემი საუკეთესო მეგობრები და რაც მთავარია ის ერთადერთი ვინც ცხოვრებას მერცივნა და ვის გამოც მივატოვე ყველაფერი. საკუთარი დედაც კი . ნანკას და ნიკას ბინასთან ჩამოვხტი ,ლევანი კი პირდაპირ სასამართლოში გაიქცა . მითხრა წამომყევიო ,მაგრამ ჩემი იქ მისვლა არაკორექტულად მივიჩნიე . პირველ რიგში მაიას გამო .არ მინდოდა თავი დამცირებულად ეგრძნო . კარზე ზარი ,რომ დავრეკე თიკომ გამიღო . რომ დამინახა სიხარულისგან იმხელაზე ახტა სულ არ ეტყობოდა ორსულად ,რომ იყო . არადა მუცელი იმხელაზე წამოზრდოდა გეგონებოდათ უკვე ცხრა თვისააო . მერე ნანკაც გამოჩნდა .ანანო უკვე სამი თვის იყო და ისე შეცვლილი მეჩვენა ლამის გავგიჟდი .
მაშინვე დამაყარეს კითხვები.გაუკვირდათ იქ რომ დამინახეს . მე კიდევ იმან გამაოცა ნანკამ ლევანის და მაიას განქორწინების ამბავი რომ არ იცოდა .
_შენ რა არ იცი ,რომ დღეს მაიას და ლევანის სასამართლოა?
_მაგათი აღარაფერი ვიცით ნია _თავი გადააქნია ნანკამ და მივხვდი, რომ კარგი არაფერი ხდებოდა.
_რა მოხდა? ნელიკომ ეს ამბავი არ გაცნობათ?
_ნელიკოსთან ურთიერთობა გავწყვიტეთ
_რაა ? რას ამბობ გოგო ?_მერე თიკოს გადავხედე და იმანაც თანხმობის ნიშნად თაავი გადააქნია.
_ხო ,თქვენ რომ წახვედით სახლში მომივარდა. ნიკა არ იყო და მიყვიროდა ჩემს შვილებს ცხოვრება შენ დაუნგრიეო . მემუქრებოდა ანანოს წაგართმევო და სახლიდან გაგდებით დამემუქრა . ამ დროს ნიკამ მოუსწრო და ერთი ამბავი დაატრიალა . ჩემი ქმარი ასეთი არასდროს მინახავს, ნელიკო გარეთ გააგდო და აქ მოსვლა აუკრძალა . მაგის მერე აქ დარეკვას და მოსვლას ვერ ბედავს _პირი ღია დამრჩა. უცებ გავიფიქრე მაია სასამართლოზე, რომ არ მივიდესთქო . მთელს ტანში გამაჟრჟოლა .
_დედაჩემზე ხომ არაფერი იცი ?_იმედი არ მქონდა ,მაგრამ მაინც ვიკითხე .
_რამდენჯერმე დავრეკე და მოვიკითხე . კარგადაა მაგრამ განიცდის შენს საქციელს _მითხრა თიკომ .
_გადაუვლის როცა მე და ლევანი დავქორწინდებით_გავირიმე ეშმაკურად და ორივე მიხვდა ,რომ ჩვენს შორის აღარანაირი პრობლემა არარ იყო .
_ესეიგი ბათუმში გადადიხარ?_შემომიბღვირა ნანკამ და მომეხვია .მერე ორივე თიკოს მივეხუტეთ და გაგვახსენდა სკოლის პერიოდში როგორები ვიყავით . ერტი-ორი ისტორიაც გავიხსენეთ .მერე ფეხზე წამოვხტი და წასასვლელად მოვემზადე
_სად მიდიხარ?_ მკითხა ორივემ
_უნივერსიტეტში . საბუთები უნდა წამოვიღო . ლევანი კატეგორიულად მოითხოვს სწავლა დავამთავრო . მეც ძალიან მინდა . ორი წელი დამრჩა . შუა გზაში ხომ არ მივატოვებ ?
_არა გოგო რას ამბობ. ამდენ წვალებას წყალში ხომ არ გადაყრი ?
_ლევანი თუ მოვიდეს დამელოდოს . ვეცდები რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვარო ყველაფერი .
ქუჩებს ფეხით დავუყევი. ისე მენტრებოდა აქაურობა, როგორც დედას საკუთარი შვილი .ვცდილობდი რაც შეიძლებოდა ღმად შემესუნთქა აქაური ჰაერი რადგან აღარ ვიცოდი როდის დავბრუნდებოდი მეორედ . ზღვისპირეტისგან განსხვავებით თბილისში მზიმე ჰაერია ,მაგრამ ეს ის არის რაც ყველაზე მეტად მიყვარს .
თბილისი წარსულის ტკბილ მოგონებებს აღმიძრავს . ბათუმი ზღვასავით მღელვარე აწმყოს და მომავალს !
უნივერსიტეტში როგორც წესია ოთახიდან ოთახში მამოგზაურეს სანამ საბოლოოდ ყველა საბუთს მომცემდნენ და გამომისტუმრებდნენ . ორი საათი დერეფანში ვიდექი იმის მოლოდინში როდის გაიღებოდა რომელიმე კარი და დამიძახებდნენ შემოდიო . ამ მოლოდინს ნერვიულობა უარესად მიმწარებდა . ლევანი არ რეკავდა და არც მე ვაწუხედი. ვფიქრობდი ისევ პროცესზე, რომ იყოს ხელს არ შევუშლი მეთქი. სადაც ორი თვე ვიცადეთ ორ საათსაც მოვიცდიდი , ოღონდ ყველაფერი კარგად დასრულებულიყო . ბოლოს როგორც იქნა საბუთების ფაილით ხელში გამოვაბიჯე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტიდან . უკანასკნელად მოვავლე თვალი იქაურობას .იმ ადგილებს სადაც ორი წელი დავდიოდი . ქუჩაში გადმოვაბიჯე და ამით ახალ ცხოვრებასაც შევეგებე . ახლა მხოლოდ ერთი რამის გაგონება მინდოდა ,რომ ლევანი თავისუფალი იყო.
ტაქსის ფანჯარაზე თითებს ნერვიულად ვაკაკუნებდი .ლამის იყო გავგიჟებულიყავი . ნანკას სახლის წინ , რომ ჩამოვხტი ლამის უნივერსიტეტის საბუთები იქ დამრჩა . მძღოლმა მომაძახა და მეც ხელი დავსტაცე და უკანმოუხედავად გავვარდი .ლიფტზე მანამდე ვუტყი ხელი სანამ კარი არ გაიღო . ამაზე მხოლოდ მაშინ გამეცინა შიგნით , რომ შევედი მაგრამ რად გინდა იგივე სისულელე ახლა ნანკას სახლის კარზე გავიმეორე . კარი ვინ გამიღო არ დამინახავს მარტო ის ვიგრძენი ვიღაცამ ჰაერში როგორ ამიტაცა და დამატრიალა . ლამის გული წამივიდა ,მაგრამ დავინახე ჰაერში ფურცლები როგორ აფრიალდა . გავაცნობირე ,რომ ხელში ლევანის ვეჭირე .
_რა ხდება ?_იმხელა ხმაზე შევიცხადე ლამის ჭაღი ჩამოვარა
_რა ვერ გაიგე გოგო თავისუფალი ვარ _როგორც იქნა ჩამომსვა ძირს და გიჟივით დამეძგერა ტუჩებზე .
_მერე ეს ფურცლები ასე ჰაერში ასაფრიალებელია ? ფასდაუდებელია _ ხტუნვა ხტუნვით დავიწყე მოკრეფა ძირს და ხელში ავაგროვე .
_მოაშორე გოგო აქედან თვალით აღარ დამანახვო მეორედ _ დამიღრიალა და ისევ ჰაერში მოისროლა .ქაღალდები უფორმოდ ტრიალებდა კარგახანს . ოთახსი მარტო დამსწრეების სიცილი ისმოდა .
ლევანიმ დანაპირები შეასრულა და ბაბუას ნაჩუქარი ბინა მაიას დაუტოვა განქორწინებით . გაიძახოდა შენ თუ არ მეყოლები ბინა რა ჯანდაბად მინდოდაო . ბაბუას მეორე ბინაში ნანკა და ნიკა ცხოვრობდნენ . ოთხივე მთელი ღამე გეგმავდნენ როდის უნდა გაგვემართა ქორწილი . მე და ლევანის მთელი დღის ნამგზავრებ ჩვენს მომავალ ნათლულთან ერთად ჩაგვეძინა . დილით ყველა საქმე მოგვარებული დაგვხვდა . ოთხივეს უზარმაზარი სია ჩამოეწერა რა გვჭირდებოდა ქორწილისთვის . იმხელა ქორწილი დაეგეგმათ , ამ ამბავს ერთი თვე მაინც დასჭირდებოდა . სასადილო ოთახსი ,რომ გამოვედი ნანკა ტელეფონზე საუბრობდა . როგორც კი გათიშა იქვე მომახალა ქალაქის საუკეთესო სალონში ჩაგწერე კაბის შესაკერადო .
_გოგო შენ ხომ არ გაგიჟდი ცოტა გონზე მოსვლა მაცადე _ მივახალე და თმა გავუჩეჩე
_ სანამ იმ სალონში შენი კაბა შეიკერება გონზეც მოხვალ და უფრო მეტიც . მკერავთან შეხვედრა ზეგ დილას გიწევს . ალბათ ორი სამი კვირა შეკერვას მოუნდება . ხომ ვიცი მაგენის ამბავი . მერე ჩვენ ,რომ ბათუმში წავალთ და იქ საქორწილო სამზადისს დავასრულებთ თვე ან თვენახევარი დაგაგვიანდებათ . ლევანიმ იმხელა ხმაზე შეიცხადა საბრალო ტიკო ლამის სკამიდან გადმოვარდა.
_რა მოხდა ძმაო შენ ჩემი ცოლის მოკვლა გინდა ?_ გულზე მიიხუტა თიკო ირაკლიმ
_თვენახევარი რა ამბავია. ორი თვე ,რომ ვიცადეთ საკმარისი არ არის?
_არ გინდათ ყველაფერი საუკეთესო იყოს? მეორედ ხომ არ დაქონწინდებით?
_არა_ერთდროულად ვიყვირეთ ორივემ
_ეჭვიც არ მეპარებოდა _ გადაიკისკისა ნანკამ
_ესეიგი ,ვქორწინდებით და იმ დღეს ანანოსაც ვნათლავთ. გამომრჩა რამე ?_ დაამატა ლევანიმ
_ნამდვილად არა _დააზუსტა ნიკამ
_ჩემს საცოლეს საუკეთესო კაბა უყიდეთ . მე ვიხდი _ თავმომწონედ თქვა ლევანიმ _ თუ უნდა მოვიცადოთ დაე იყოს ყველაფერი საუკეთესო . ამ ქორწილზე მთელს ჩემს დანაზოგს ვხარჯავ .
_შენ ხომ არ გაგიჟდი ? სანამ ოჯახში ერთი ვმუშაობთ ფული უნდა დავზოგოთ _ ვისაყვედურე მე
_ ჰე დაიწყო თავისებურად . ერთი კითხეთ მაღაზიაში რომ შედის უკან როგორი გამოდის _დამცინა ნანკამ
_კითხვა არ მჭირდება ,საკუთარი თვალით მაქვს ნანახი __თვალი ჩამიკრა ლევანიმ და გამახსენდა ჩვენი მეორე შეხვედრა ქუჩაში .
_რაღაცას მალავთ ხომ ?_ დაგვცინა ნანკამ და ხელი გაჰკრა ნიკას
მერე დავჯექით და ყველაფერი მოვყევით. ჩვენზე იმდენი იცინეს სანამ არ მობეზრდათ. მთელი ერთი თვე ნანკამ ჭკუიდან გადამიყვანა. ხან სად დამათრევდა ხან სად .თიკო ორსულობის გამო მხოლოდ სახლში გვსტუმრობდა. ასე, რომ ვთქვათ შავ სამუშაოს ჩვენ ვასრულებდით. მე და ლევანი თვეზე მეტხანს ვცხოვრობდით ნანკას და ნიკას ბინაში ისე როგორც უკვე ცოლ-ქმარი . ბედნიერები ვიყავით ,როგორც არასდროს . ჩვენს ცხოვრებაში აღარ იყო არც მაია და არც ნელიკო. გული გვწყდებოდა იმის გამო რომ მშობლების გარეშე უნდა შევხვედროდით ჩვენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ დღეს.
კაბა გაცილებით დიდებული აღმოჩნდა ვიდრე ველოდი . ქორწილამდე ერთი კვირით ადრე წავედით ბათუმში . მიუხედავად იმისა რომ ქორწილი კარს იყო მომდგარი ,პირველად უნივერსიტეტში გავიქეცი . უკვე აგვისტო იყო და მეშინოდა არ დამეგვიანებია . რადგან ეს საკითხი მოვაგვარე თავს მშვიდად ვგრძნობდი . ლევანიც გახარებული იყო ამის გამო .
ნანკა და ნიკა, რომ ჩამოვიდნენ ქორწილამდე ორი დღე იყო დარჩენილი . იმ დღეს დავინახე ნიკა და ლევანი რაღაცაზე საუბრობდნენ .ჩვენ, რომ მივუახლოვდით ნიკამ გვითხრა როგორც მაია ვარაუდობდა ოჯახმა არ მიიღოო და ახლა სამსახურს ეძებს სკოლებშიო .მაია პროფესიით ინგლისურის მასწავლებელი იყო . ყველას ძალიან გვეწყინა მისი ამბავბვი. ლევანიმ როგორც შეჰპირდა მაშინვე დაურეკა და საწყალმა ლამის იტირა მისი ხმა ,რომ გაიგონა . მანაც უპირობო დახმარებას შეპირდა. მიუხედავად იმისა ,რომ ორ დღეში ჩვენი ქორწილი იყო დილასვე გადარეკა რამდენიმე ადგილას და გაარკვია სადმე ადგილი თუ იყო . სკოლაში ვერა ,მაგრამ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში თარჯიმნად მოაწყო . სადაც უფროსი ლევანის მეგობარი იყო . სთხოვა იდევაც ყურადრება მიაქციე კარგი გოგოა ,მაგრამ ცოტა მორიდებულიო .
ქორწილის წინ დღეს ისე ვღელავდი ნანკამ და ტიკომ სამჯერ დამალევინეს ''კორვალოლი'' . თმას , რომ მიკეთებდნენ მღელვარებისგან სკამზე ვხტუნავდი. ნანკამ ლამის სახეში გამილაწუნა გონზე მოსასვლელად. ბედნიერებისგან ენა მქონდა ჩავარდნილი ,მაგრამ ერთი რამ მაინც მაკლდა სრულყოფილებისთვის .ეს იყო დედაჩემი ,რომელიც ოცდათხუთმეტი წლის დაქვრივდა და სრულიად მარტომ გამზარდა. ვერასოდეს ვიფიქრებდი თუ ვერ გამიგებდა და უარმყოფდა . მიუხედავად ამ ტკივილისა ვგრძნობდი, რომ ამ დღეს ვერაფერი ჩამაშხამებდა.
ჩემთან ერთად პატარა ანანოც გამოვპრანჭეთ . კართან თეთრი ლიმუზინი დაგვხვდა რომელშიც ლევანი,ნიკა და ირაკლი იჯდა. ბიჭებს ნამდვილად ყველაფერზე ეზრუნათ . თვალები ცრემლით ამევსო.არ მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა. გოგონებმა ხელი მკრეს მაკიაჟი გაგიფუჭდაო და მეც გავჩერდი . ნიკამ თავისი გოგონა ხელში აიტაცა და ლოყაზე აკოცა . ქორწილში ათამდე ადამიანი იყო . ჩვენ და ლევანის რამდენიმე თანამშრომელი ,რომლებიც იმ დღეს ისვენებდნენ .
ჯვრისწერაზეც ისე ვიყავი ნერვიულობისგან ვკანკალებდი . ცერემონია ძალიან გაიწელა რადგან მერე ნათლობაც მოჰყვა. ამდვილი სიურპრიხი ქორწინების სახლში დაგვხვდა . დედაჩემი ნანა და ლევანის მამა თემური ჩამოსულიყვნენ და იქ გველოდნენ . ბოდიშების ნამდვილი ზეიმი მოაწყვეს .მაგრამ ბოდიშზე მთავარი ის იყო, რომ ისინი ჩამოვიდნენდა ჩვენს გვერდით იყვნენ .
_ნია მაპატიე ,რომ ვერ გავიგე შენი გრძნობები სათანადოდ ვერ დავაფასე . გპირდები ,რომ დღეიდან ყველაფერი შეიცვლება _დედა ზუსტად ისე მომეხვია როგორც ადრე . ვიგრძენი რომ ის ისევ ძველი ნანა იყო . საუკეთესო დედა მთელს მსოფლიოში. ალბათ ყველა ქალისთვის ძნელი აღსაქმელი იქნებოდა ის რაც მე და ლევანიმ ჩავიდინეთ . იმ დღეს პირველად გავუგე მას.
თემურიმაც თავი იმართლასავით და შვილებს ბოდიში მოუხადა
_მაპატიეთ ,რომ წლების მანძილზე ნელიკოს ყურმოჭრილი მონა ვიყავი . გადავწყვიტე ,რომ ჩემი შვილები და შვილიშვილები ჩემთან უნდა იყვნენ . თქვენ დაკარგვას არ ვაპირებ . რაც შეეხება ნელიკოს მე და ის ვეყრებით _ მივხვდი როგორ იმოქმედა ბოლო სიტყვებმა ნიკაზე და ლევანიზე ,მაგრამ არ შეიმჩნიეს. ალბათ ესმოდათ კიდევაც მამამისის . ნელიკოს გაძლება მარტივი ამბავი არ იყო .
ახლა ნამდვილად შემეძლო მეთქვა რომ სრულიად ბედნიერები ვიყავით . არც მსობლებზე გვწყდებოდა გული და აღაც მაიას წინაშე ვგრძნობდით თავს დამნაშავედ . ქორწილი მეგობრულ წრეში დავასრულეთ .მეორე დღეს კი თიკო და ირაკლი უკან თბილისში დაბრუნდნენ ,რადგან ტიკო დიდხანს მგზავრობას ვეღარ შეძლებდა . ნანა და თემურიც თან წაჰყვათ . მხოლოდ ნიკას ოჯახი დარჩა სექტემბრამდე .
დილაობით ანანოს პლაჟზე ვასეირნებდით . მე და ლევანი იახტით ვსეირნობდით . ლევანის ათ დღიანი შვებულება ,რომელიც საქორწილოდ მისცეს ბოლომდე გამოვიყენეთ . ყოველ წუთს ერთად ვატარებდით . ეს იყო საუკეთესო ათი დღე ჩვენს ცხოვრებაში. შვებულების ბოლო დღეს სიმინდს ვწვავდით პლაჟზე დანთებულ კოცონზე და ვარსვლავებს ვუყურებდით . იმ დღეს გავიგე, რომ ერთ კვირაში სწავლას იწყებდა ჩვენი უნივერსიტეტი . ისე გამიტკბა უდარდელი ცხოვრება უკვე ვნანობდი რომ ნანკას და თიკოს გზას არ დავადექი , მაგრამ ლევანიმ შემომიბღვირა და მისაყვედურა სწავლას ისე ნუ უყურებ როგორც გასართობსო . მეც დავმორჩილდი და მივეხუტე . ლევანი დამპირდა კვირას საყიდლებზე წამოგყვები ,რომ უნივერსიტეტისთვის გამოეწყოო.
ორშაბათს სამსახურში წავიდა. მანამდე ნანკა და ნიკა გამოვაცილეთ თბილისში . უკვე თიკოს ბავშვსაც ველოდებოდით და მგონი მასზე მეტად მე ვნერვიულობდი. ყველა ვამხნევებდით ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნებათქო .
ლევანიმ სამსახურში სიარული , რომ დაიწყო მასინვე დაეტყო ჩემს ცხოვრებას ერთფეროვნება. უნივერსიტეტი ძალიან მჭირდებოდა ,რომ საღამომდე დასაქმებული ვყოფილიყავი და საათები საუკუნედ არ მქცეოდა . ვირას ნამდვილი დღესასწაული მოვაწყვეთ . ლევანიმ ყველაფერი საუკეთესო მიყიდა ჩემი ცოლი გამორჩეულად უნდა გამოიყურებოდესო . პიცა და ნაყინიც მივირთვით მერე,კი რომანტიკულად ავღნიშნეთ ჩემი წასვლა ახალ უნივერსიტეტში .
როგორც ყველა ქართველმა ქმარმა მანაც მანქანით მიმიყვანა უნივერსიტეტში . ჯავახიშვილისგან ძალიან განსხვავდებოდა ,მაგრამ მომეწონა . მხიარულება შეინისნებოდა ,რაც მე ასე ძალიან მიყვარდა ,მაგრამ ორმოცი გრადუსი სიცხე და ხალხით გადავსებული უნივერსიტეტის ეზო ცუდად მხდიდა . აუდიტორიაში ცოტა მოვსულიერდი . ლექციები არ იყო ,მაგრამ ჩამოჯდომა ისე მინდოდა ,რომ მაინც შევბარბაცდი . მხოლოდ ორი გოგონა იჯდა . ერთი ჩემსავით ხულიგნურად გამოიყურებოდა ,მეორე სუფთად '' ხუტოსან'' მოსწავლეს გავდა . ბოლო მაგიდასთან ჩამოვჯექი და ფანჯრისკენ შევტრიალდი ,რომ მესუნთქა . ლექტორი შემოსვლას მაინც არ აპირებდა . ის გოგონა ჩემს თავს ,რომ მივამსგავსე ზუსტად ჩემებურად მოიქცა და თავზე დამადგა .
_ცუდად ხარ?_მომახალა პირდაპირ
_გარეტ ისე ცხელა ლამისაა წავიქცე _გავირიმე რამდენადაც შემეძლო . გოგონა ხელზე დამაშტერდა და მივხვდი ,რომ ''კალიცოს'' უყურებდა .
_ორსულად ხარ? ამ სიცხეში რამ მოგიყვანა დღეს არაფერი არ იქნება _ თავზე ხელი გადამისვა და გამიღიმა .
_არა არ ვარ ... კი არა და არ ვიცი _ჩავილაპარაკე და ფეხზე წამოვდექი . ჯერ ისევვ მაბარბაცებდა და ოფლი მასხამდა .
_წამოგყვები _მითხრა და ხელი მომკიდა _სჯობს ტესტი იყიდო . მერე ექიმთანაც წახვალ _ ლაპარაკი არ შემეძლო და მხოლოდ თავი დავუქნიე .
პირველსავე აფთიაქისკენ დავაპირე წასვლა მაგრამ გოგონამ მანიშნა მე წავალოდა მერე სახლამდეც გამომყვა . ვიცოდი , რომ ლევანი არ იქნებოდა . ძალაგამოცლილი დავეცი დივანზე . გოგონამ კონდიციონერი ჩართო და სიგარეტს მოუკიდა მოსაწევად . როგორც კი გააბოლა მაშინვე გულისრევა დამეწყო . სარკეზე ვიყავი აყუდებული თავი ,რომ შემოყო და მომაძახა
_მგონი ტესტი აღარ გჭირდება ხო ?
_მგონი,მაგრამ მაინც გავიკეთებ _ მანაც მაშინვე მარტო დამტოვა . განერვიულებული მეჭირა ხელში ტესტი და დავშტერებოდი.თან ვლოცულობდი სიმართლე აღმოჩენილიყო და ზაფხულისგან არ ყოფილიყო გამოწვეული . გოგონამ ისევ შემოიხედა . უკვე ისე ვკანკალებდი ,რომ ხელიდან გამომართვა და დახედა . მერე ჩემსკენ მოაბრუნა და გააქნია .
_ეგააა . ორსულად ხარ _ ეგ რომ გავიგონე ისე წამოვვარდი ფეხზე და ხტუნვა დავიწყე სულ დამავიწყდა ჩემი ცუდად ყოფნა. ახალგაცნობილი ისე მიყურებდა აშკარა იყო ,რომ ჩემი ბედნიერება ძალიან უხაროდა . ახლა მარტო იმაზე ვფიქრობდი ლევანის როდის ვუთახრა,ან სად,ან როგორ მეთქი ,რომ სწორედ ამ დროს ლევანის ხმა გაისმა . მეძახდა ,მაგრამ გამიკვირდა ამ დროს არასდროს არ მოდიოდა შინ . გავნერვიულდი და კიბეზე შევხვდი . სასწრაფოდ გადამკოცნა და მომახალა
_მიდი ჩაიცვი თბილისში მივდივართ
_რაა? ეგ როგორ ?რა მოხდა ?
_თიკოს და ირაკლის ბიჭი შეეძინათ _ იყვირა და ხელში ამაფრიალა . აქამდე გახარებული ვიყავი ,მაგრამ ახლა შოკში ჩავვარდი . სტუმარმა კი რაღაც წამოიძახა
_რაიყო დღეს ბავშვთა დღეა ? _თვალები დავუქაჩე და მივახვედრე , რომ ეს მე უნდა მეთქვა ,მაგრამ ლევანი უფრო ჭკვიანი იყო ვიდრე მეგონა
_რა მოხდა? კიდე ვინმეს შეეძინა ბავშვი ?
_არა _დაამატა სტუმარმა
_ჯერ არა ,მაგრამ მალე შეეძინებათ _ეშმაკურად გავუღიმე. ზუსტად ისე როგორც მჩვეოდა და როგორც მას უყვარდა.
_არ არსებობს ,არ მითხრა , რომ ..._ გაოგნებისგან ლამის წაიქცა ამხელა კაცი
_ჰოოოო ჩვენ მალე შვილი გვეყოლება _ჩემი ფიცარივით მუცელი ვაჩვენე და იმანაც გიჟივით დამატრიალა კიდევ ერთხელ . ოთახში ,რომ მიმოვიხედეთ სტუმარი სადღაც გაპარულიყო. მგონი ასჯერ მაინც მომაყოლა როგორ გავიგე ეს ამბავი და რა მოხდა უნივერსიტეტში. კიდე ბევრჯერ მომაყოლებდა თბილისში წამოსასვლელები, რომ არ ვყოფილიყავით.
თიკოს და ირაკლის ულამაზესი შვილი ,რომ დავინახეთ მაშინვე წარმოვიდგინეთ ჩვენი როგორი იქნებოდა . ნანას და თემურის ,რომ ვუთხარით ლამის გაგიჟდნენ სიხარულით . მთელი ცხრა თვე თავს მევლებოდა. ცივ ნიავს არ მაკარებდა . სამსახურიდან მოსული გვერდით მეჯდა და მამეცადინებდა . ექიმთან დავყავდი, საჭმელს მიმზადება ,უნივერსიტეტში მივყავდი და მერე უკან მოვყავდი . გრძნობები არ ნელდებოდა,პირიქით უფრო მეტად ძლიერდებოდა .
ჩვენი ბიჭი ლუკა ,რომ შეგვეძინა ჩემს კურსელს და ბათუმში ერთადერთ მეგობარს ვიკას მოვანათლიეთ . სწორედ იმას ვინაც პირველად აღმოაჩინა მისი არსებობა . ლევანი ამბობდა დაიმსახურა ნათლიობაო და არც მე შევდავებივარ .პირიქით სიხარულით დავთანხმდი . ლევანმა ყველაფერზე იზრუნა . ოთახიც მოუწყო და ყველაფერი უყიდა ჩვენს ბიჭს . საჩუქრები არც სხვებმა დააკლეს .
ერთი წელი ,რომ შეუსრულდა პირველად მაშინ დავბრუნდით თბილისში და ზუსტად იმ ქუჩაზე ჩავიარეთ , სადაც პირველად გამიჩერა ფეხებთან მანქანა ლევანმა . კისერზე შესმული მოჰყავდა და თან რაღაცეებს ელაპარაკებოდა . მიუხედავად იმისა ,რომ ერთი წლის იყო მთელი ინტერესით უსმენდა მამამისს. სულ ასე ხდებოდა . ერთი შეხედვითაც ეტყობოდა ,რომ ჩემსავით გიჟდებოდა მასზე. რატომაც არა ის ხომ საუკეთესო მამა იყო . რატომღაც ყურადრება გამეფანტა და აღარ ვუსმენდი რას ელაპარაკებოდა .მხოლოდ ერთმა ფრაზამ გამომაფხიზლა
_შვილო იცი? დედაშენი პირველად არ შევაბი _ მე გამეცინა და დავუყვირე
_შემიყვარე ქორწილის შემდეგ!

დ ა ს ა ს რ უ ლ ი ! ! !



№1  offline წევრი mbella

მე მახსოვს ეს ისტორია :D და ძალიან მიყვარს, კარგია რომ დადე, სიამოვნებით წავიკითხავ ხელახლა :***

 


№2  offline წევრი lisebeth

mbella
მე მახსოვს ეს ისტორია :D და ძალიან მიყვარს, კარგია რომ დადე, სიამოვნებით წავიკითხავ ხელახლა :***

მე შენ მახსოვხარ ჩემი ერთგული მკითხველი იყავი მაგრამ მერე მე გავქრი
უფრო სწორად ჩემი ნიკი გაუქმდა თუ რაღაც
როგორახარ?

 


№3  offline წევრი -tiko))

Mmm… rogor miyvarda es istoria… ecla Ro wavikitxe satauri mecxe caze avfrindi… didi siamovnebit wavikitxav axlidan
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№4  offline წევრი mbella

lisebeth
mbella
მე მახსოვს ეს ისტორია :D და ძალიან მიყვარს, კარგია რომ დადე, სიამოვნებით წავიკითხავ ხელახლა :***

მე შენ მახსოვხარ ჩემი ერთგული მკითხველი იყავი მაგრამ მერე მე გავქრი
უფრო სწორად ჩემი ნიკი გაუქმდა თუ რაღაც
როგორახარ?

გმადლობ,კარგად
შენ როგორ ხარ??
იმედია ახალი ისტორიითაც მალე დაგვიბრუნდები ;))

 


№5  offline წევრი lisebeth

mbella
lisebeth
mbella
მე მახსოვს ეს ისტორია :D და ძალიან მიყვარს, კარგია რომ დადე, სიამოვნებით წავიკითხავ ხელახლა :***

მე შენ მახსოვხარ ჩემი ერთგული მკითხველი იყავი მაგრამ მერე მე გავქრი
უფრო სწორად ჩემი ნიკი გაუქმდა თუ რაღაც
როგორახარ?

გმადლობ,კარგად
შენ როგორ ხარ??
იმედია ახალი ისტორიითაც მალე დაგვიბრუნდები ;))

დავდე გუშინ ახალი ისტორია
მადლობა

 


№6  offline მოდერი ანკა

ახლა წავიკითხე და მომეწონა, კარგი იყო love

 


№7  offline წევრი lisebeth

-tiko))
Mmm… rogor miyvarda es istoria… ecla Ro wavikitxe satauri mecxe caze avfrindi… didi siamovnebit wavikitxav axlidan

ანკა
ახლა წავიკითხე და მომეწონა, კარგი იყო love

დიდი მადლობა

 


№8  offline მოდერი sopiko

ისტორია იყო მშვენივრად დაწერილი მაგრამ თვითონ შინაარსი არ მომეწონა. ეს ლევანი იყო საშინლად უპასუხისმგებლო კაცი. ჯერ უცბად დათანხმდა ნელიკოს მერე კი მის წინაამღდეგ ურჩხული გახდა. ის მაია კიდე საშინლად დაჩაგრა რადგან პატრონი არ ჰყავდა, იქნებ უყვარდა კიდეც რა უფლება ჰქონდა ამ გოგოსაც რომ ოჯახი დაანგრია ქორწინებიდან ორ კვირაში. პირადად მე მათ საქციელს არ ვამართლებ. იმედია ჩემი კომენტარით არ გაწყენინებ.
მოთხრობა დახვეწილი იყო უბრალოდ აი ეს არ მომეწონა.

 


№9  offline წევრი lisebeth

sopiko
ისტორია იყო მშვენივრად დაწერილი მაგრამ თვითონ შინაარსი არ მომეწონა. ეს ლევანი იყო საშინლად უპასუხისმგებლო კაცი. ჯერ უცბად დათანხმდა ნელიკოს მერე კი მის წინაამღდეგ ურჩხული გახდა. ის მაია კიდე საშინლად დაჩაგრა რადგან პატრონი არ ჰყავდა, იქნებ უყვარდა კიდეც რა უფლება ჰქონდა ამ გოგოსაც რომ ოჯახი დაანგრია ქორწინებიდან ორ კვირაში. პირადად მე მათ საქციელს არ ვამართლებ. იმედია ჩემი კომენტარით არ გაწყენინებ.
მოთხრობა დახვეწილი იყო უბრალოდ აი ეს არ მომეწონა.

რას ამბობ ჩემო კარგო პირიქით დიდი მადლობა რომ წაიკითხე
ყველას აქვს სეხედულების უფლება
ნუ ასეთებიც ხომ არსებობენ არა? ლევანისნაირები ,ნიასნაირები,მაიასნაირები

 


№10  offline წევრი Annee

ახლა წავიკითხე. ძაან მომეწონა. ლევანის პირველ ქორწინებას ეგეთი დასასრული რომ ექნებოდა ისედაც ცხადი იყო.. ეს ნელიკო რანაირი ვინმეა რაა.. არტისტკა.. :დდ მომიშალა ნერვები. -_-
კარგი ნაწერი იყოო.. :*:*:**:

 


№11  offline წევრი monika.niqo

ვააიმეე :დ აიი ამას ქვიია გრძნობების ნამდვილი კარნავალი )) აღფრთოვანებუულიი ვარრ :*

 


№12  offline წევრი Tako Gogelia

ძანნნნნნნნნნნნნნნნნნ მომეწონაააააა

 


№13  offline წევრი lisebeth

დიდი მადლობა ყველას <3
მგონი მეტს აღარ დავწერ აქ მაინც არავინ კითხულობს და
მიხარია ეს მაინც თუ მოგეწონათ

 


№14  offline მოდერი sopiko

lisebeth
დიდი მადლობა ყველას <3
მგონი მეტს აღარ დავწერ აქ მაინც არავინ კითხულობს და
მიხარია ეს მაინც თუ მოგეწონათ

რას ქვია არავინ არ კითხულობს, ვერ ხედავ რამდენი გამოგეხმაურა. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გთხოვ გააგრძელო წერა

 


№15  offline წევრი lisebeth

sopiko
lisebeth
დიდი მადლობა ყველას <3
მგონი მეტს აღარ დავწერ აქ მაინც არავინ კითხულობს და
მიხარია ეს მაინც თუ მოგეწონათ

რას ქვია არავინ არ კითხულობს, ვერ ხედავ რამდენი გამოგეხმაურა. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გთხოვ გააგრძელო წერა

იმის მერე სხვაც დავწერე და არ კიტხულობენ
ადრე რომ ვიყავი ასე ტუ ისე მიცნობდნენ აქ და ახალი ნიკიტ ვეღარ მცნობს მკიტხველი
ახლა ფეისბუქ გვერდი შევქმნი და იქ დავწერ ჩემს ნაწარმოებს იმედია ნახავთ ვისაც მოგწონთ ჩემი ნაწერები

 


№16  offline წევრი Margvelashvili

Ra kargi xar gogoni shen :) magari gogoxar dzalian dzalian momewona wina sheni niki arvici da arc es istoria armaxsendeba magram vaime magari xar ra magari <3 sityvebs tavs vegar vabam ukve :D

 


№17  offline წევრი lisebeth

Margvelashvili
Ra kargi xar gogoni shen :) magari gogoxar dzalian dzalian momewona wina sheni niki arvici da arc es istoria armaxsendeba magram vaime magari xar ra magari <3 sityvebs tavs vegar vabam ukve :D

უდიდესი მადლობა ჩე.ო კარგო

 


№18 სტუმარი krinkrin

მეზიზღებიან ასეთი ადამიანები (აბსოლუტურად ყველა პერსონაჟს ვგულისხმობ). ისიც მეზიზღება სიყვარულს ადამიანების განადგურებით რომ ანაგვიანებენ. მეზარება განათლების და ინტელექტის როლზე საუბარი ახლა, მაგრამ რავიცი... ასე რომ გულშემატკივრობთ მსგავს "სიყვარულებს" ცოტა გარშემოც მიმოიხედეთ.
ისე მართალია, ყველანაირი ნაგავი არსებობს, უბრალოდ, ამაში რომანტიკული არაფერია.

 


№19  offline წევრი lisebeth

krinkrin
მეზიზღებიან ასეთი ადამიანები (აბსოლუტურად ყველა პერსონაჟს ვგულისხმობ). ისიც მეზიზღება სიყვარულს ადამიანების განადგურებით რომ ანაგვიანებენ. მეზარება განათლების და ინტელექტის როლზე საუბარი ახლა, მაგრამ რავიცი... ასე რომ გულშემატკივრობთ მსგავს "სიყვარულებს" ცოტა გარშემოც მიმოიხედეთ.
ისე მართალია, ყველანაირი ნაგავი არსებობს, უბრალოდ, ამაში რომანტიკული არაფერია.

??????????????

 


№20  offline წევრი mariam m.k

kargi iyo ???

 


№21 სტუმარი ავტორს

გულის ამრევი ისტორიაა..."ლევანიმ დედის ხელს გადააბიჯა"_ო. ასე შექმნილი ვაი ოჯახები არასოდეს ბედნიერები არ არიან...ავტორო სხვა თემა ვერ შეარჩიე?!ასეთი ისტორიები მოსწონთ მათ, ვინც სხვის ქმარს შარვლის ტოტებზე ეკიდება..და ასეთებს ბოზები ჰქვიათ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent