შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაინც მოგარჯულებ(10 ნაწილი)


1-07-2015, 12:43
ავტორი ანკა
ნანახია 5 760

იმ დღეს კატომ ბექას დედა კარგად გაიცნო. ძალიან საყვარელი ქალი ყოფილა, თან ყურადღებიანიც. შემდეგ კომპანიაში შეიარეს. კატომაც ისაქმიანა ცოტა და შემდეგ სახლში დაბრუნდა. ერთი კვირა თვალის დახამხამებაში მიილია.
კვირა დღე იყო, კატო მარისთან იმყოფებოდა სტუმრად და წვენს წრუპავდა.
-კატოო... ბავშვები სადმე არ წავიდეთ დღეს გასართობად?(მარი) - დაიწყო რაღაცნაირად შეპარვით ლაპარაკი.
-წავიდეთ, რაპრობლემაა(კატო) - გაიკვირვა დაქალის ფრთხილი ტონი.
-ბიჭებსაც დავურეკოთ ხო?
-მოიცა, მოიცა... რა შეპარვით მელაპარაკები(კატო) - უთხრა და ფხუკუნი დაიწყო.
-რა შეპარვით, ჩვეულებრივად გელაპარაკები(მარი) - გაიჯგიმა იმწამსვე და „სახე დაიყენა“
-აბა ეხლაა, დროზე დაფქვა ყველაფერი!!! ხომ იცი მაგ თვალებს ვერ გამომაპარებ!(კატო) - მიუთითა გაბრწყინებულ თვალებზე.
-რა უნდა დავფქვა, არაფერი არ ყოფილა - დაიმორცხვა და თავი ჩახარა
-კაი, როცა მოგინდება მაშინ მომიყევი - თვალი ჩაუკრა და წვენის სმა განაგრძო.
საღამოს ყველა კლუბში იყო შეკრებილი. კატო და ბექა ერთმანეთით ტკბებოდნენ. ნელ სიმღერაზე იცეკვეს კიდეც და მალევე წამოვიდნენ. ბექამ მანქანა კატოს სახლის წინ გააჩერა.
-როგორ არ მინდა შენი გაშვება(ბექა) - ყურში ჩასჩურჩულა და კისერში აკოცა. კატოს ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. მამაკაცი გოგონასთან უფრო ახლოს მიიწია და ტუჩებიც დაუგემოვნა.
-კარგად - გაუღიმა, უკვე როდესაც კოცნას მორჩნენ. კარი გააღო და მანქანიდან გადმოვიდა. თითქოს ფეხები უკან რჩებოდა. განა მისთვის არ იყო რთული ბექას გარეშე თუნდაც 1 წუთის გაძლება?! თუმცა რას იზავდა... ვერც ვერაფერს.
მეორე დღეს ადრიანად გაეღვიძა. უცბად წამოხტა საწოლიდან და სამზარეულოში ჩავიდა.
-ვაა, მამა? შენ აქ ხარ კიდევ?(კატო) - გაუკვირდა სამზარეულოში მამის დანახვა.
-ხო კატო. რაღაცის თქმა მინდოდა.
-რაიყო? - მაგიდასთან ჩამოჯდა და ინტერესიანი თვალებით მიაჩერდა.
-დღეს საღამოს არის ბიზნესშეკრება. ძალიან მნიშვნელოვანია და მე წასვლას ვერანაირად ვერ ვახერხებ. აუცილებელი საბუთები მაქვს შესავსები ხვალამდე. ბექა ისედაც მიდის და მინდოდა მასთან ერთად წასულიყავი. არ ვინერვიულებ, კარგი?
-კი, რაპრობლემაა. რომელ საათზეა?
-საღამოს 9 საათზე უნდა იყოთ იქ. ბექამ იცის ეგ რესტორანი, მანდ ხშირად ვიკრიბებით ხოლმე.
-აჰაა, კაი - ყავას ხელი დაავლო და თავის ოთახში ავიდა. დიდხანს ატრიალა ტელეფონი, შემდეგ კი ბექას ნომერი აკრიფა და მონატრებული ხმის გაგების მოლოდინში გაირინდა.
-გისმენთ(ბექა) - ტელეფონში ვიღაცის ნამძინარევი ხმა გაისმა
-გძინავს, ძილისგუდა? - ჰკითხა გაღიმებულმა
-ჩემო ფერია, როგორ ხარ? - მაშინვე დაუთბა ხმა
-მე კარგად, შენ?
-მენატრები
-მეეც... გეძინა?
-ხო, დღეს შეკრებაა და სამსახურში არ მივდივარ.
-უი, მანდ ერთად უნდა წავიდეთ. მამაჩემს არ სცალია
-ხოო? კარგიაა... ახლა სახლში ხარ?
-კი, რაიყო?
-გამოგივლი და ჩემთან წამოგიყვან
-კაიი, გელოდები - ტელეფონი გათიშა და გამოპრანჭვას შეუდგა.

მაინც მოგარჯულებ(10 ნაწილი)


ნახევარ საათში კარზე ზარი იყო. სინათლის სისწრაფით მივარდა და ოთახში ბექა შემოუშვა.
-მოდი(კატო) - მამაკაცი გოგონას მიუახლოვდა, ხელები წელზე მოხვია და ტუჩებში აკოცა. როგორც ყოველთვის, დიდხანს არ მოშორებია მის ბაგეებს.
-კატოო, მაგიჟებ(ბექა) - ჩასჩურჩულა ყურში და კისერში აკოცა. კატომ საპასუხოდ მხოლოდ გაუღიმა.
-წავიდეთ?(კატო)
-წამო(ბექა)
-ბეე, მე მივდივარ და გვიან მოვალ!!! - გასძახა სამზარეულოში და კარი გამოიხურა.
მალე ბექას სახლის წინ იდგნენ. ახლაღა მოახერხა სახლის დიზაინის შესწავლა. თანამედროვე დიზაინის სახლი ჰქონდა, ორსართულიანი. დიდი მწვანე ეზოთი. სახლის კარამდე ბილიკი მიუყვებოდა. ერთი სიტყვით, ნამდვილი სამოთხე იყო.
-დედაშენი სახლშია?(კატო)
-არა(ბექა) - უპასუხა და სახლის კარი გააღო. - მიბრძანდით - უთხრა სიცილით და თავი დაუკრა.
-დებილი ხარ რა - უპასუხა სიცილითვე და სახლში შევიდა. - რამხელა სახლია - გაიკვირვა ოთახში ფეხის შედგმისთანავე.
-ხოო, დიდია - უპასუხა ღიმილით. მიუახლოვდა, ხელები წელზე მოხვია და ტუჩებში აკოცა. კატომაც ხელები მოხვია საყვარელ მამაკაცს და ტანზე აეკრო. რა სასიამოვნო შეგრძნება ყოფილა!
-მშიაა!(ბექა) - უთხრა და საწყალი თვალები მიაპყრო.
-წამო გაჭამო რამე - უპასუხა სიცილით, ტუჩებში მსუბუქად აკოცა და სამზარეულოში გაფარფატდა. - ოჰოო, ეს დედაშენის ნახელავია?! - ჰკითხა გაკვირვებულმა გავსებული მაცივრის გამოღებისას.
-ხო, საქმე არააქვს და მთელი დღე საჭმელებს აკეთებს - უპასუხა და გაიცინა.
დილით გემრიელად ისაუზმეს. კატომ თეფშები აალაგა და რეცხვა დაიწყო.
-აუ დაანებე რა თავი - გაიგო ზურგს უკან ბოხი ხმა და შემდეგ ძლიერი ხელები იგრძნო მუცელზე. ინსტინქტურად შეტრიალდა მისკენ და ხელები კისერზე მოხვია. ბექამ გოგონა დახლზე შემოსვა, ფეხებს შუაში მოექცა და მომთხოვნად დაუწყო კოცნა. კატოც გამოშტერებული და სიამოვნებისგან გაბრუებული იყო. ცდილობდა მამაკაცს კოცნაში აყოლოდა და გამოუცდელ ხელებს მის ტანზე აფათურებდა. ამ დროს კარზე ზარი იყო. ბექა კატოს არ სცილდებოდა, თუმცა სხვა რა გზა ჰქონდა
-ბექა, კარი... -ამოილუღლუღა და ძლივს მოწყდა მამაკაცის ბაგეებს.
-ამის დ**** შე****! - შეიკურთხა კართან უკმაყოფილოდ და გასასვლელისკენ წავიდა. ტუჩებაწითლებული კატო მაშინვე ჩამოხტა დახლიდან და შეძლებისდაგვარად მოიწესრიგა თავი.
-მოდი დე(ბექა) - გაიგო შორიდან ბექას ხმა და უფრო ანერვიულდა. სამზარეულოში ქალბატონი ლელა შემოვიდა.
-გამარჯობათ!(კატო) - მიესალმა და გაუღიმა
-გაგიმარჯოს, გენაცვალე! როგორ ხარ?(ლელა) - ჰკითხა და თბილად გაუღიმა
-კარგად, მადლობთ(კატო)
-ჩვენ ზემოთ ვიქნებით(ბექა) - უთხრა დედამისს და კატოს ანიშნა გაყოლოდა. სირცხვილისგან ახურებული კატო თავჩახრილი გავიდა სამზარეულოდან.
-როგორ გიხდება აწითლებული ტუჩები(ბექა) - უთხრა ღიმილით და ბაგეები ისევ დაუკოცნა.
-ბექა, სახლში წამიყვანე რა, საღამომდე მომზადება ხომ უნდა მოვასწრო.
-კაი, წამო - მანქანაში ჩასხდნენ და ისევ კატოს სახლის გზას დაადგნენ.
კატო დიდხანს ემზადებოდა. უნდოდა იმ საღამოს განსაკუთრებული ყოფილიყო. თეთრი მოკლე კაბა ჩაიცვა, ამოღებული ზურგით და მთელი ენერგია მაკიაჟის გაკეთებას შეალია. ქვემოთ უკმაყოფილო ბექა ელოდებოდა, თუმცა კატოს დანახვისას ყველაფერი გადაავიწყდა. ხელი წელზე მოხვია და მანქანაში ჩასხდნენ. წვეულებაზე ხალხი უკვე შეკრებილიყო. მათაც დაიკავეს თავიანთი ადგილები და ქეიფი დაიწყეს. ბიზნესმენები წარმატებულ წელს აღნიშნავდნენ და ნაყოფიერი შემოდგომის დადგომას ელოდნენ. სწორედ ამისთვის იყო ეს საღამო. ყველამ ბევრი დალია. კატოც მთვრალი იყო და ბექაც. ღამის 2 საათზე ყველამ დაშლა დაიწყო. კატომ ჩანთისკენ წაიღო ხელი და არ დახვდა. გული გაუსკდა, იფიქრა სადმე დავკარგეო, თუმცა შემდეგ, როდესაც გონება დაძაბა გაახსენდა, რომ ბექასთან დარჩა სახლში.
-ბექა, ჩემი ჩანთა შენთან დამრჩა(კატო) - უთხრა და მკლავზე მოკიდა ხელები წონასწორობის შესანარჩუნებლად.
-წამოდი მერე, რა პრობლემაა(ბექა) - უპასუხა და ბექას სახლში წავიდნენ.
ალბათ იფიქრებთ, ასეთი რა იყო იმ ჩანთაშიო, თუმცა იყო... კატოსთვის ძალიან პირადული რამ. ეს მისი დღიური იყო. სახლში არასდროს არ ტოვებდა. ყველა თავისი განცდა ფურცელზე ჰქონდა გადმოტანილი. ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი რვეული, მისთვის ძალიან ძვირფასი იყო. სწორედ ამიტომ აიტეხა იმ შუაღამისას ჩანთის ასაღებად წასვლა.
ბექას ოთახში ავიდა და ჩანთის ძებნა დაიწყო. მალევე იპოვა და კარისკენ წავიდა, როდესაც ძლიერმა მკლავმა თავისკენ მიაბრუნა.
-არ წახვიდე რა(ბექა) - უთხრა ვნებიანად და ტუჩებზე დააცხრა. კატომ ჩანთა ხელიდან გააგდო, თვითონაც ძლიერად მოხვია ხელები ბექას და ტანზე აეკრო. ორივე ძალიან ვნებიანი იყო. თითქოს სასმელიც დაეხმარათო. მამაკაცმა გოგონა წელზე შემოისვა და საწოლზე ფრთხილად დააწვინა. კაბაც მალევე გახადა და ალერსი განაგრძო. გოგონა ვერც კი მიხვდა ისე შემოეძარცვა ტანსაცმელი მთელს ტანზე. იმ ღამის ბექა კატოს მთლიანად დაეპატრონა. კატო არ შეწინააღმდეგებია. მასაც რაღაცის სურვილი კლავდა. არ იცოდა ეს რაიყო, თუმცა ბექასთან უნდოდა. უნდოდა მთლიანად მისი გამხდარიყო და ეს მოხდა კიდეც... მხოლოდ ოდნავ წამოიკრუსუნა ტკივილისგან და შემდეგ ისევ ერთმანეთის ალერსი განაგრძეს. ბექა საოცრად ნაზი და ვნებიანი იყო. ეს ორი ერთად წარმოუდგენელია, მითუმეტეს ისეთ ძლიერ მამაკაცში, როგორიც ბექა იყო, თუმცა ფაქტია, რომ ბექა თავის ჯიუტ გოგოს უნაზესად ეპყრობოდა. ოთახში გამეფებულ სიჩუმეს წყვილის აჩქარებული სუნთქვა არღვევდა. ორივე ერთმანეთით ტკბებოდა და თავს უბედნიერესად გრძნობდა. თითქოს ახლა გააცნობიერეს სიყვარულის მთელი ძალაო. დაღლილებმა ერთმანეთზე „გადაკვანძულებმა“ დაიძინეს. კატომ თავი ბექას მკერდზე დადო, ბექამ კი ხელები წელზე მოხვია და გაირინდა.
დილით ყრუ ტკივილმა გააღვიძა. თვალები გაახილა და მძინარე ბექას გადახედა. მისი სურნელი კიდევ ერთხელ ჩაისუნთქა და სიამოვნებისგან თვალები მილულა. არ იცოდა რა ეკეთებინა ბექას გაღვიძებამდე, ამიტომ თითებით მამაკაცის პრესზე „კუბიკების“ ხაზვა დაიწყო.
-მმმ... მეღუტუნებაა...(ბექა) - ამოიზმუვლა ძილისაგან უფრო დაბოხებული ხმით, კატოს ხელი აიღო და აკოცა.
-ბექაა, გამოფხიზლდი რაა(კატო) - ხელით სახეზე მიეფერა და ღიმილით ახედა.
-ნწ... მეძინება მე - უპასუხა თვალების გაუხელად. კატო ცოტა ზემოთ აჩოჩდა და ბექას ტუჩზე მსუბუქად აკოცა. კოცნაში ბექაც აყვა და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ სრულიად გამოფხიზლებული ბექა კატოს ზემოდან მოექცა.
-ხომ გამოგაფხიზლე(კატო) - ჰკითხა ეშმაკურად და ენა გამოუყო.
-ოხერი მყავხარ რა(ბექა) - უპასუხა ღიმილით და ტუჩებზე მსუბუქად აკოცა.
-გამიშვი, ტანზე უნდა გადავივლო(კატო) - უთხრა და თავის დაღწევა სცადა.
-ჩემთან ერთად გადაივლე - უპასუხა და თვალებში ჭინკები აუთამაშდა.
-აუუ, ნე დებილობ რა... გამატარე
-ნუ ჯიუტობ შენ თორე დაგსჯი - გააფრთხილა მკაცრი ტონით
-აუ ბექაა... - ამოხედა და საწყალი თვალები მიაპრყო.
-მაგ თვალებით მაინც ვერაფერს გახდები(ბექა) - უთხრა ნიშნისმოგებით
-აბაა...
-მაკოცე და გაგიშვებ - კატომ ბექას მსუბუქად აკოცა და უნდა მოშორებოდა, როდესაც მამაკაცმა ძლიერად დაიჭირა და მომთხოვნად დაუწყო კოცნა. შემდეგ ხელში აიყვანა და ოთახიდან გავიდა. თან კოცნიდა და თან აბაზანისკენ მიდიოდა. კატო აბაზანაში ჩააგდო და ცხელი წყალი მოუშვა.
-ააა, ნუ გამწუწეე!!!(კატო) - ამოხტა გაწუწული კატასავით და ბექას დაეჯაჯგურა. იმდენი იწუწავეს, რომ მთელი სააბაზანო დაასველეს. ბოლოს ორივე დაღლილები და გალუმპულები დაბრუნდნენ ბექას ოთახში.
-ხო გადაივლე ტანზე(ბექა) - ჰკითხა და სიცილი დაიწყო.
-დებილო(კატო) - უპასუხა დაბღვერილმა და სველი თმების პირსახოცით მშრალება დაიწყო.
-რა საყვარლად მებუტები კატუუს...(ბექა) - ღიმილით მიუახლოვდა და ტუჩებში კიდევ ერთხელ აკოცა. ვსიოო... კატო უკვე შემორიგებული იყო. ბექას 1 კოცნით უკვე ყველაფერი ავიწყდებოდა. საპასუხოდ თვითონაც აკოცა და თმების გამშრალება განაგრძო.
-ეს რა არის?(ბექა) - იკითხა და ჩანთიდან გადმოვარდნილ რვეულს დაწვდა.
-ხელი გაუშვი მაგას(კატო) - გააფრთხილა იმწამსვე და რვეულის გამოსართმევად წავიდა.
-რაო, რაარისო?? ააა, დღიურია? ნეტა ჩემზე რა წერია? - იცინოდა და კატოს აწვალებდა. ეს პატარა გოგო ამხელა გოლიათს რას წაართმევდა. ბექას რვეული ჰაერში ეჭირა და ფურცლავდა, იქნებ სადმე თავისზე ნაწერი ეპოვნა. - აიი, ვიპოვე. რაოო? „ძვირფასო დღიურო...“
-აუ ბექაა!!! - დახტოდა, რომ როგორმე რვეულს მიწვდენოდა და თან ხელზე ეჯაჯგურებოდა
-„დღეს მაიამიში ჩავედით მე და მარი“ უიი, აი აქ იქნება ახლა პირველი შთაბეჭდილებაა... ეს არ მინდა. აი აქაა... „გიოს ერთი ძმაკაცი - ბექა, მთელი საღამო თვალს არ მაშორებდა და თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი. მაგ იდიოტის გამო კარგად ვერ გავერთე. თან რა ნაგლია! ჯერ ერთი გოგო გამოიცვალა და მერე მე მომადგა საცეკვაოდ! ისე, მეც არ ვიცი ასე რატო მეშლება ბექაზე ნერვები“... ჩემი ჯიუტი გოგოო(ბექა) - რვეული დახურა და კატოს მიუბრუნდა. - აი, ხედაავ? პირველი ნახვისთანავე შეგიყვარდი - უთხრა ნიშნისმოგებით
-კი აბაა...(კატო) - უპასუხა დაბნეულმა და დახურულ რვეულს დაწვდა. - მომეცი რვეული - გაბრაზებულმა ჩადო ჩანთაში და მხარზე მოიკიდა
-სად მიდიხარ?(ბექა)
-სახლში(კატო) - უთხრა და დაბღვერილმა გახედა
-კაი რაა... ნუ მიბრაზდები...(ბექა) - მიუახლოვდა და ხელით სახეზე მოეფერა. კატო პასუხს არ სცემდა. ჯიუტად გვერდზე იხედებოდა. - ხო იცი, რომ ჩემი ჯიუტი გოგო ხარ. სხვა ვერასდროს ვერ მოგეკარება და თუ ვინმე ამას გაბედავს სიცოცხლეს დაემშვიდობება - სერიოზული ტონით ელაპარაკებოდა და თვალებში უყურებდა.
-ვიცი - ამოიოხრა და მანაც თვალებში შეხედა.
-მიყვარხარ(ბექა) - გაუღიმა და ტუჩებში აკოცა.
-მეც(კატო)
შემდეგ მამამისის კომპანიამდე მიაცილა და თვითონ თავის საქმეზე წავიდა. ნელა აუყვა კიბეებს და მამის კაბინეტის კარიც შეაღო.
-მა, აქ ხარ?(კატო)
-ხო კატო, მოდი. გუშინ სახლში რატომ არ მოხვედი?
-ორივე დაღლილები ვიყავით და ბექასთან დავრჩი - მამის მოტყუება არასდროს უყვარდა. არც ახლა აპირებდა რამის შელამაზებას ან შესწორებას, თუმცა გუშინდელ ღამეზე მასთან საუბარი არ უნდოდა. იცოდა, რომ მამა ვერ გაუგებდა. ის ხომ ძველი ტრადიციებით და შეხედულებებით იყო აღზრდილი. ზოგადად სულ ასეა... ყოველთვის, ახალ თაობას ახალი შეხედულებები მოაქვს, რომელსაც ძველი აკრიტიკებს. ეს ბუნების კანონია და ამას ვერავინ შეცვლის. მამასთან ჩხუბის და უსიამოვნების თავიდან არიდების მიზნით კი უმჯობესი იქნებოდა, თუ ბატონ ლევანს არაფერი არ ეცოდინებოდა. კატო მამამისს მთელი დღე შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა. საღამოს კარიდან გამოსვლისას ბექას მანქანა დაინახა და მისკენ წავიდა. მამამისს დაუბარა, რომ ბექა მიიყვანდა სახლში.
-აქ რას აკეთებ?(კატო) - ჰკითხა და კარი გამოაღო.
-შენ გელოდებოდი, ჩაჯექი სადღაც უნდა წაგიყვანო(ბექა) - ტუჩებში აკოცა და მანქანა დაძრა. მშვენიერ რესტორანში შევიდნენ. მაგიდა ცალკე კუთხეში იყო დაჯავშნილი. საკმაოდ რომანტიული გარემო იყო. კატოს გული აუჩქარდა. ბექამ ჯენტლმენივით გამოუწია სკამი და დასვა, შემდეგ თვითონ მიუჯდა საპირისპირო მხარეს.
-მოგწონს?(ბექა) - ჰკითხა და თვალებში შეხედა.
-კი, ლამაზია(კატო) - უპასუხა მორიდებულად.
-ზოგადად, რომანტიკა ჩემი სტილი არაა, თუმცა გოგოები გიჟდებით და მეც მოვინდომე(ბექა) - გაუღიმა და ოფიციანტს დაუძახა. საჭმელი შეუკვეთეს და ლოდინი დაიწყეს.
-ნამდვილად გამოგივიდა - უპასუხა და თვალებში ჩახედა.
-ჩემი ჯიუტი გოგო მორცხვით ჩამინაცვლეს? - იკითხა სასაცილოდ და თვალები მოჭუტა.
-ორივე აქაა - უპასუხა და ისევ გაუღიმა.

.......
ბავშვებოო... დიდი ბოდიშით რა... აი არ ვიცი, უბრალოდ გუშინ ვერ მოვახერხე ახალი თავის დაწერა. იმედია მაპატიებთ <3 <3 <3 შევეცდები მეტი ასე აღარ განმეორდეს <3 <3 <3
ყველა ძალიან მიყვარხაართ და ძალიან მახარებთ თქვენი თბილი კომენტარებით <3
იმედია ისიამოვნებთ, ველი შეფასებას...

პ.ს. წინა თავზე „ჯია“-მ დამიკომენტარა და მინდა მადლობა გადავუხადო. ჩემთვის კრიტიკაც ძალიან მნიშვნელოვანია <3 <3 <3



№1  offline მოდერი ჯია

აუ ძალიან მომეწონა ❤️ დღეს ვერაფერს დაგიწუნებ :D კარგი გოგო ხარ რა ❤️❤️❤️❤️

 


№2  offline მოდერი ანკა

ჯია
აუ ძალიან მომეწონა ❤️ დღეს ვერაფერს დაგიწუნებ :D კარგი გოგო ხარ რა ❤️❤️❤️❤️

მადლობა დიდიი <3 <3 <3 მიხარია რომ მოგეწონა love

 


№3  offline მოდერი ^paradise^

ძააააააააააან მაგარი ხარ<3 მომეწონაა <3

 


№4  offline მოდერი ანკა

^paradise^
ძააააააააააან მაგარი ხარ<3 მომეწონაა <3

მადლობა ჩემო სიცოცხლეეე <3 love ძაან მიყვარხარ love

 


№5  offline წევრი მარი ნოზაძე

ძალიან მაგარია ველოდები 11ნაწილს love

 


№6  offline მოდერი ანკა

მარი ნოზაძე
ძალიან მაგარია ველოდები 11ნაწილს love

მადლობაა <3 <3 <3

 


№7  offline წევრი MaRri

ძაალიანნ კარგიაა ველოდები შემდეგს და მალე დადე love

 


№8  offline მოდერი ანკა

MaRri
ძაალიანნ კარგიაა ველოდები შემდეგს და მალე დადე love

დიდი მადლობაა love შემდეგს მალე დავდებ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent