ვარსკვლავების მეჯლისი (3 თავი) დასასრული
-ჩვენებს უნდა გავაგებინოთ,მე ამას ვერ დავმალავ,ვხვდები რომ ეს მათთვის შოკის მომგვრელი იქნება ,მაგრამ სხვა გზა არ გვაქ,ჩვენ უკვე ბავშვები არ ვართ, არ შეგვშვენის მსგავსი საქციელი-ვეჩურჩულებოდი დანიელს -დამშვიდდი,თბილისში ყველამ ყველაფერი იცის -რას ქვია დავმშვიდდე,მაინც ვინ იცის,ასე უცებ საიდან გაიგეს?-დაფეთებული წამოვიწიე საწოლიდან და თვალებში ჩავაშტერდი -მე ვუთხარი ყველას ყველაფერი სანამ წამოვიდოდი,ნუ მიყურებ ეგრე შენებთანაც ვიყავი,მამაშენს ველაპარაკე,თავიდან გაუკვირდა ეგონა ვხუმრობდი,მერე გაგიჟდა,გადაირია,შენ არ იცი რა გადავიტანე.წამოსვლამდე ერთი კვირით ადრე ვუთხარი რომ გადაეხარშა ყველაფერი,მამაშენი მოსაკლავად დამსდევდა,ბიძაშენმა და შენმა მამიდაშვილმა ძლივს დააწყნარეს. -კი,მაგრამ მე რატომ არავინ არაფერი მითხრა?ან ამდენი ხანია აქ ხარ და სიტყვა არ დასცდენია დედას -მამაშენს ვუთხარი მიყვარს და მივდივართქო,ელენეს ჯერ არ უთქვამს მაგრამ ვგრძნობ ასე რომ არისთქო,წავალ და მივხედავთქო ვერ ვისვენებ იქ იმდენი ბიჭის გარემიცვაში რომ არის მარტო და დაუცველითქო,გპირდები ცუდს არაფერს ვაკადრებთქო,თუ მას არ ექნება გრძნობა უბრალოდ როგრც ძმა ისე დავუდგები გვერდითთქო,მერე ჭკუაში დაუჯდა მამაშენს ეს აზრი და სულ ხვევნა-კოცნით გამომაცილა აეროპორტში. -გთხოვ ასე თავზე ხელაღებით ნუ შემაყვარებ თავს,საოცრად კარგი ხარ და ჩემთვის ზედმეტად იდეალური -ნუ სულელობ,შენ ხარ ჩემი მეორე მე,უშენოდ მე არაფერი არ ვარ,ეს შენ მაიდეალურებ -ისე მე სულ მეგონა რომ ლამაზი შხვართი გოგოები მოგწონდა,არ მეგონა არჩევანს ჩემზე თუ შეაჩერებდი -შენ თავს რას უწუნებ ერთი -უშნო ტანს,დაგრეხილ ფეხებს,სხვა რომ არაფერი ხუთი ჩემ სიმაღლე ხარ,ნუ კაი ჯანდაბას სახეზე არც ისეთი მახინჯი არ უნდა ვიყო რო კაცს გული გაუსკდეს -ნერვებს ნუ მიშლი ახლა,ტანიც ძალიან კარგი გაქვს,ფეხებიც სწორი გაქ რას ერჩი არ ვიცი,მართალია ჩემ სიმაღლე არ ხარ,მაგრამ არც შენ ხარ პატარა,ცოტას გახდები და მორჩა,თუნდაც ეგეთი ხარ შენ ჩემთვის იდეალური,შენი ლურჯი უძირო თვალები მატყვევებს,შენი ტუჩები ალუბალივით მჟავე და თან ტკბილი უგემრიელესია რაც გამისინჯავს-გული მიფრიალებდა ამ სიტყვებს რომ ვისმენდი,ასე მეგონა ფრთებს შეისხამდა და ამოხტებოდა თან წაიღებდა ჩემ ემოციებს და უსასრულობაში ჩაიკარგებოდა,ნაზად მიკოცნიდა ტუჩებს და გულში მიკრავდა. ძალიან კარგ დროს ვატარებდით ერთად. თითქოს რაღაც დალაგდა ჩემს გონებაში.მარტოობის შიშიც სადღაც მიიჩქმალა. უგონოდ ვიყავი შეყვარებული. მის გვერდით მუდამ პატარა,დაუცველ გოგოდ ვიქცეოდი. ბოლომდე ვენდობოდი. თბილისში ყველამ ყველაფერი იცოდა,ჩემები გახარებულები იყვნენ. მამასთან ამ თემაზე საუბარი რომ წამოვიწყე გამაჩუმა და მხოლოდ ის მითხრა არაფრის ახსნაარაა საჭიროო,შენ თვალებში ბედნიერებას ვხედავო,ძალიან მიჭირს შევეგუო ამ ფაქტს მაგრამ ვცდილობო,პატარა ხარ ჯერ და არ მინდა ბუდიდან მალე გამიფრინდეო,დანიელს ვენდობი და ახლა სიმართლე თუ გინდა გითხრა უფრო მშვიდად ვარო. მეც და დედაც გაოგნებულები ვუსმენდით,არ მეგონა ასე მშვიდად თუ ჩაივლიდა ყველაფერი. უზომოდ მადლიერი ვიყავი დანიელის რომ ასე წინდახედულად მოიქცა. მერე გაგრძელდა ჩვენი მოგზაურობები. შემდეგი ქალაქი ბერლინი იყო. შეუდარებელია თავისი არქიტექტურული ნაგებობებით. ბერლინის კედელმა ხომ საოცარი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ბევრის ნახვა ვერ მოვასწარით რადგან ერთი დღით ვიყავით ჩასულები. მოკლედ ულამაზესიქალაქია მაგრამ რატომღაც ჩემ გემოვნებაში არ ჩაჯდადა დიდად ვერ მოვიხიბლე. ჩვენი ვოიაჟი ავსტრიაში გაგრძელდა. ვენა ყველაზე დიდი და შოკის მომგვრელი ქალაქია. ეს არის 21ე საუკუნის ქალაქი, მოდური ტენდენციებით... რაც ეტყობა როგორც შენობების უმეტესობას ასევე ქუჩაში მოსიარულე ადგილობრივი მოსახლეობას ... ეს არის მეტად დახვეწილი კულტურული ქალაქი, სადაც ყოველ კუთხე-კუნჭურში შეგვიძლია წავაწყდეთ ხელოვნების ნიმუშებს... უზარმაზარი ცაში აზიდული ცათამბრჯენები, რომელსაც ტოლს არც ისტორიული ძეგლები უდებს... აქ შეხვდებით საოცარ სინთეზურ შერწყმას, ახალ და ძველ ეპოქას შორის. ულამაზესი სასახლე Belverde უმშვენიერესი ბაღით,სადაც უამრავი სახეობის ყვავილია დარგული,ლამაზი და გიგანტური ზომის ფანტანებით. სასახლეში მუზეუმია მოწყობილი,ბევრი ცნობილი მხატვრის ნახატებია გამოფენილი ვან გოგი,კლოდ მონე,უამრავი სხვა მაგრამ ბელვერდი თავს ყველაზე მეტად კლიმტით იწონებს თავს,ალბათ ბევრს გინახავთ კლიმტის-კოცნა.თითქოს დიდი ვერაფერი მაგრამ ახლოდან ნახვისას იმდენ დეტალს აღმოაჩენ გაგიკვირდება. არასდროს მიტაცებდა დიდად მუზეუმებში სიარული და არასდროს მესმოდა ხალხის ვისაც საათობით შეეძლო დგომა და ეყურებინა ნახატებისთვის,მხატვრობა კი მომწონდა ზოგადად მაშინ კი უბრალო ინტერესის გამო დავიწყე თვალიერება და თითოეულ ნახატთან მართლა შემეძლო ვმდგარიყავი მთელი დღე თათია,ლანა და დანიელი რომ არ ყოფილიყვნენ. მარლაც იმდენ დეტალს ვხედავდი,თითოეული წერტილიც კი ისეთი სიზუსტით იყო აღებული მაოცებდა.უბრალო ფოტოზე ამას ვერ შეამჩნევ. განსაკუთრებით დიდი ნახატები მომწნდა მთელ კედლს რომ იკავებდნენ. საოცრება იყო. ბელვერდიდან შონბრუნში წავედით(Schönrunn).ესეც უძველესი და უზარმაზარი სასახლეა. მის ბაღებში რომ დავსეირნობდი მინდოდა წინა საუკუნეებში გადავმხტარიყავი,დიდი ფუშფუშა კაბა მცმოდა,წელზე კორსეტ მოჭერილი,პატარა კოხტა ქოლგა მჭეროდა და ოქროსფერი თევზებით სავსე შადრევანთან ვმდგარიყავი. ქვეყნად არაფერზე და არავისზე მეფიქრა,უბრალოდ ამ სილამაზით მინდოდა ტკბობა. აქედან მთელი ვენა ხელის გულზე იშლებოდა. საქართველოს შემდეგ სადმე თუ ვიცხოვრებდი ეს იქნებოდა ვენა. ვინაიდან და რადგანაც ბევრი დრო არ გვქონდა სწავლის გამო,თითო ქვეყნის ერთ ქალაქს ვათვალიერებდით. ჩვენი ევროტური ჩეხეთში გაგრძელდა. პრაღა.... ესაა ქალაქი,სადაც უდიდესი სიამოვნება მივიღე. აქ არც მუზეუმები მითვალიერებია და არც ბევრი ღირსშესანიშნქობა. ჩასვლის წუთიდან უცნაური გრძნობა დამეუფლა, სიძველის და სიახლის სინთეზი მძიმე და ამავდროულოდ თავისუფალ ატმოსფეროს ქმნიდა, ჰარეიც თითქოს განსხვავებული და ჰაეროვანი იყო... აქ სულაც არ ჭირდა სუნთქვა !!! მთელი ქალაქი ღია ნაცრისფერი და მოწითალი ფერის ქვაფენილითაა მოკირწლული. ქალაქის ქუჩებში უკიდურესი სისუფთავე, მომღიმარი ადამიანების მასაა, რომლებიც ჯგუფ-ჯგუფად გადაადგილდებიან ხოლმე და ემოციებით დამუხტულები საოცარ ბგერებს გამოსცემენ, რომელიც ხშირ შემთხვევაში აღფრთოვანებას და არარეალურ სილამაზესთან კავშირს გამოხატავს. ქალაქის ცენტრალური ნაწილი, რომელიც "ოლდ თაუნითაა" ცნობილი, სამი უდიდესი რუხი კოშკითაა გარშემოტყმული, რომელიც დაღამებისას ოქროსფრად იფერება და ბრწყინავი სხივებით საოცარ ატმოსფეროს ქმნის, თითქოს წინარე საუკუნეებში გადაფიხარ და თავი რომელიღაც ისტორიული ფილმის გმირი ან მინიმუმ პერსონაჟი გგონია. საოცნებო ქალაქი უნდა ერქვას პრაღას. როდესაც საღამოს ან დღის ნებისმიერ მონაკვეთში მოსეირნემ არ იცი რომელ მხარეს გაიხედო, რადგან ნებისმიერი მხარე სანახაობრივია. რაღაც საოცარი, ჯადოსნური შეგრძნება გიპყრობს, მთელ ტანზე ეკლები გარის და რადიკალურად სხვა სამყაროში გადადიხარ. სხვადასხვა ეროვნების ადამიანი, ყველას ბედნიერი ღიმილი სახეზე, მოციმციმე თვალები.. აქ ემოციების დამალვა სისულელააა, შეგიძლია იყვირო და ეს სულაც არაა არადეკვატური საქციელი იმიტომ რომ სხვაც შენს დღეშია... როდესაც ნაყინს მიირთმევ და ყველა გეძახის "შეგერგოს" "ისიამოვნე" სრულიად უცხო ადამიანებიი... ცენტრალურ მოედანზე გასვლისას კი ათასი მუსიკალური ბგერაა მიმოფანტულია ჰაერში და ჰარმონიული მუსიკის ჰარმონიულ ჰანგებს ქმნის. ზოგი მღერის, ზოგი უკრავს, ზოგი აკრობატობს, ზოგი იოგათია დაკავებული, ზოგი უზარმაზარ საპნის ბუშტების გაკეთებით ერთობა, ზოგი რობოტის კოსტიუმში გამოწყობილი საოცარ მოქმედებებს აკეთაბს, ზოგიც კიდე მოჩვენების სამოსით ერთგვარ შიშს და ადრენალინს იწვევს ტურისტებში. მოხუცი კაცი რომელიც აკორდეონით ხელში სასიამოვნო მელოდას მღეროდა,მის კრგლივ უამრავი ხალხი იეროდა,საიცრად თბილი და საყვარელი მოხუცი იყო.ხმა რაღაც ჯადოსნური ჰქონა. შენ თვალწინ იხსნებოდა თითქოს სიყვარულის მორევი და იძირებოდი მასში,მხუცის ხმა კი ქალთევზების მომაჯადოებელ ხმას უგავდა,რომელიც გეძახის და გიხმობს თავისთან სადღაც შორს და შენც დაუფიქრებლად მიყვები.რეალობაში მოხუცის სიმღერის შეწყვეტაც ვერ გბრუნებს, არ გქვს სურვილი ამოყვინთო ამ მორევიდან. რაც შეეხება პრაღის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათს რათქმაუნდა მისი უდაოდ ეგზოტიკური და ტრადიციული სამზარეულო წარმოადგენს. მეტსაც გეტყვით რომელიმე კერძის დაუგემოვნებლად პრაღის დატოვება არფერია, ჩათვალეთ ის ვერ იგძენით ბოლომდე და დიდი სიამოვნება მოიკელით... აუცილებლად უნდა დალიოთ ჩეხური ლუდი,უნდა გასნჯოთ ნაყინი და რაც მთავარია მათი ტრადიციული ტკბილი ხვეულები დარიჩინითა და ნუშით,რომელსაც შამფურზე წამოგებულებს ნაკვერჩხალზე აცხობენ. მოკლედ საოცარი ემოციებით დახუნძლულები დავბრუნდით უკან. დრო სწრაფად გავიდა. განსაკუთრებით მძიმე საგამოცდო პერიოდი იყო. დანიელმა მშვენივრად აუღო ალღო გერმანულს,უკვე ჩემზე უკეთაც საუბრობდა. საზაფხულო არდადაგები ახლვდებოდა. აგვისტოში საქართველოში ვაპირებდით ცოტა ხნით ჩამოსვლას. ბილეთები უკვე ნაყიდი გვქონდა,დღეებს ვითვლიდი როდის ჩავიკრავდი გულში ჩემ მშობლებს. წასვლამდე ორი კვირა იყო დარჩენილი,დანიელმა ჩვენი ოთახის კარი რომ შემოაღო ბილეთებით ხელში. ინტერესიანი სახით მივაჩერდით სამივე -გოგონებო ბარგი ჩაალაგეთ,ზეგ სამი დღით მივდივართ პარიზში. ფეხზე წამოვხტი და კისერზე ჩამვეკიდე ჩემ მზრუნველ ბიჭს,იცოდა მთელი გულით მინდოდა წასვლა და გული მწყდებოდა სასექტემბროდ რომ უნდა გადაგვედო მისი მონახულება. პარიზი ითვლება შეყვარებულების ქალაქად და საოცნებო ადგილს წარმოადგენს ახალგაზრდა თუ ხანშიშესული წყვილებისთვის. პარიზი ნებისმიერი ადამიანისთვის რომანტიკის სიმბოლოა. ზოგადად ფრანგი ხალხი სტუმართმოყვარეობითა და ტურისტებისადმი კეთილგანწყობით გამოირჩევა. მათი ეს თვისება პარიზში განსაკუთრებით იგრძნობა. ქალაქში სტუმრობისას გამოცდილ მოგზაურსაც კი განსაკუთრებული აღტაცებისა და ბედნიერების გრძნობა ეუფლება. პარიზს არ უნდა დავუკარგოთ ის რომ ეს ქალაქი ნებისმიერი მოგზაურის მოლოდინს 100 პროცენტით ამართლებს. უამრავი რომანტიკული ადგილი, სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა, მსოფლიოში ცნობილი მუზეუმები, სავაჭრო და გასართობი ცენტრები, გალერეები ეს ის ფაქტორებია, რომლებიც პარიზს განსაკუთრებულს, თავისებურსა და მიმზიდველს ხდის. ყველაზე ცნობილი პარიზის ღირსშესანიშნაობებს შორის ეიფელის კოშკია. მასში მიმზიდველია თავად კონსტრუქცია. ფერები, რომლებიც ეიფელის კოშკზეა ღამით, მნახველზე განუზომელ შთაბეჭდილებას ახდენს ეს 300 მეტრი სიმაღლის კოშკი. არ დავიწყებ ტრიუმფალური თაღის,ლუვრის და პარიზის ღვთის მშობლის ტაძრის აღწერას. ამითი ხომ უკვე ყველაფერია ნათქვამი. თუმცა მე პარიზი სხვა რამემ დამამახსოვრა და ჩაბეჭდა ჩემ გონებაში. პარიზში ჩასვლიდან მეორე დღეს სეირნობიდან დაღლილები სასტუმროში ვბრუნდებოდით დანიელმა რომ მთხოვა საჭმელად გავყოლოდი.გოგონებმა დაღლილობა და უმადობა მოიმიზეზეს არ წამოგვყვნენ,ისინი დავაბინავეთ და ჩვენ ამოჩემებული კაფესკენ გავემართეთ. სასიამვნო და მყუდრო ადგილი იყო,აქ ბევრი ტურისტი არ გვხვდებოდა,არც ხალხისგან იყო გადატვირთული ამიტომ მოგვწონდა. მე კრეპებს მივირთმევდი დანიელი იქაურ კერძს მადიანად შეექცეოდა თავზე სამი მამაკაცი რ ომ დაგვადგა, გაოცებულმა შევხედე ველოდი როდის გვეტყოდნენ რისთვის მოვიდნენ. უცბად სამივემ ზურგს უკან დამალული ვიოლინო რომ გამოაჩინეს და ფრანგული მელოდია რომ ააჟღერეს,დანი წამოდგა,ჩემ წინ დაიჩოქა და ჯიბიდან პატარა ლამაზი ყუთი ამოაძვრინა. -ფრანგულად მითხრა რაღაც,კიდევ უფრო გაოცებული მივაჩერდი,მერე ქართულად გადმომითარგმნა -ელე,ცოლად გამმყვები?-თავისი ბოხი ხმა შეცვლილი იყო და ამ სიმღერის ფონზე საოცრად მელოდიური მეჩვენა,ჩემ ღაწვებზე სიხარულის ცრემლებმა გაიკაფეს გზა,კაფის შემოსასვლელთან ჩემი გოგოები დავლანდე ფოტოებს რომ გვიღებდნენ,დანიელთან ერთად დავიჩოქე და თანხმობის ნიშნად ტუჩებზე ვაკოცე. ხომ თითქოს ბანალურია,თითქოს ზღაპარს გავს მაგრამ ასეთი რეალური და მოულოდნელი ჩემ ცხოვრებაში არაფერი ყოფილა. უბედნიერესი წუთები წლებად მეჩვენებოდა,არასდროს არ მინდოდა დასრულებულიყო,შემეძლო მთელი ცხოვრება ასე ვყოფილიყავი მასთან ჩახუტებული. თბილისში ჩასულებს აეროპორტში ბევრი არავინ დაგვხვედრია,მხოლოდ ოჯახის წევრები.უკვე დანიშნულები რომ გვნახეს გაუკვირდათ. მერე ყველაფერი დაწვრილებით მოგვაყოლეს.ჩემი მშობლების თვალებში უზომო სიხარულს და სიამაყეს ვხედავდი. მამა როგორც ყოველთვის ლაკონურობით შემოიფაგლადა მითხრა ვიცოდი საუკეთესო არჩევანს რომ გააკეთებდიო. რადგან აგვისტოს ბოლომდე ვრჩებოდით ერთი თვე სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ქორწილის დასაგეგმად. ჯვრისწერა ჩასვლიდან ერთ კვირაში გვქონდა,რადგან აგვისტოში მარიამობის მარხვაა და მერე ვეღარ მოვახერხებდით. ჯვრისწერა სვეტიცხოველში გვქონდა,ჩემმა მამაომ დაგვწერა ჯვარი. ლამაზი მუხლამდე სადა,მაქმანებით გაწყობილი კაბა მეცვა. მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლობლები იზიარებდნენ ჩვენ ბედნიერებას. ქორწილი კი პომპეზური იყო. უამრავი ნათესავი თუ მეგობარი ირეოდა ერთ დიდ დარბაზში. ამჯერად დიდი,ზურგ ამოჭრილი და წინ მაქმანით დეკოლტე დაფარული კაბა მეცვა. დანიელი ყველაზე სიმპატიური სიძე იყო. ეს დღე ემოციებისგან ყველაზე დატვირთული და დამღლელი იყო. პირველ ღამე??? ნუ მკითხავთ,ეს ყველაზე არასასიამვნო ფაქტად აისახა ჩემ ცხოვეებაში.მიუხედავად იმისა რომ დანიელი საორად ფრთხილი და ამავდროულად საოცრად ვნებიანიც იყო,მაინც ამ მწარე ტკივილს ვერსად გავექეცი. მეორე ჯერზეც რომ იგივე მოხდა მერე მთელი ერთი თვე არ ვიკარებდი ახლოს.ძალიან კი უჭირდა მაგრამ ითმენდა,სხვა გზა არ ჰქონდა,არ უნდოდა ჩემთვის რამე დაეზიანებინა. გერმანიაში კიდევ ერთი წელი მოგვიწევს ცხოვრება,სწალას დავამთავრებთ და საქართველოში დავბრუნდებით. Fin ესეც დასასრული ველოდები თქვენ შეფასებებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.