შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბანდიტი და მე ( Part III)


1-07-2015, 16:23
ავტორი Beatrixkiddo
ნანახია 3 638

სახლში მისულს გეგა ოთახში დამხვდა, ცარიელ კოლოფს ხელში ატრიალებდა, სადაც კატოს ნომერი ეწერა, მე კი მეგონა რომ უკვე გადაგდებული მქონდა იგი. ძალიან დავინტერესდი, რატომ იყო გეგა ასე სევდიანი, რამდენჯერაც ამ გოგონაზე ჩამოვარდებოდა ლაპარაკი. ახლოს მივედი და უკნიდან ჩამოვეკიდე კისერზე, გეგას გაეღიმა შემობრუნდა და ჩამეხუტა.
- ლუდი დალიე?
- ხო მე და სალიმ.
არ დავიბნები, გეგამ კი მხრები აიჩეჩა და თმაზე ხელი მზრუნველად გადამისვა. შემეშინდა არ ეგრძნო რამე სუნი, იქ, წვეულებაზე ზოგი რას ეწეოდა, ზოგი რას სვამდა, ყველაფერი იყო. ნებისმიერი გემოვნების ადამიანი გაერთობოდა, მაგრამ მათი თავისუფლების არ მესმოდა. ბოლომდე ეკიდათ ყველაფერი, არაფრის ეშინოდათ, არანაირი სამომავლო გეგმები არ ჰქონდათ, გაბრომაც კი თქვა, არ ვიცი ერთ წელიწადში რას ვიზამო, არც უფიქრია მაგდენი, მე კი გაწერილი მაქვს მთელი ცხოვრება, უნივერსიტეტი, მუშაობა, მაგისტრატურა, ოჯახის შექმნა, შვილის გაჩენა და კარიერაზე ზრუნვა. ყველაფერი მზად მქონდა, ხელსაც მიწყობდა ბევრი ფაქტორი... მაგრამ გაბრო შემიყვარდა, მგონი... გეგა ოთახიდან გავიდა და დასაძინებლად დაწვა, ველოდებოდი როდის დაიძინებდა . მე ტელეფონს დავტაცე ხელი და გაბროს მივწერე. როგორ ხარ? . საკმარისია, მეტი არ უნდა არაფერი. მაგრამ ცოტა ხნის წინ ვნახე... ფუ რადებილი ვარ...აი არ მწერს, ხოვიცოდი რომ რაღაც სისულელე გავაგზავნე. მალე ტელეფონმა რეკვა დაიწყო. იმ წამსვე ავიღე.
- გოგოსთვის მესიჯობანა არ დამიწყია მესამე კლასის მერე, და ისე სულ 8 კლასი დავამთავრე, ამიტო ძაან გთხოვ, დამელაპარაკე და ნუ იქნები მორცხვად.
მე გამეღიმა და მართალიც იყო, ძალიან ვმორცხვობდი, მესიჯებში უფრო გამბედავი ვარ,როგორც წესი, მაგრამ გაბრო არ იყო სხვა ბიჭების მსგავსი. სულ გამოვყავდი ჩემი კომფორტის ზონიდან და დღემდე ვერ ვხვდები ამ გრძნობაზე ვიყავი შეყვარებული თუ გაბროზე.
- კიდე მინდა შენი ნახვა.
გამბედავად და ჩქარა ჩავილაპარაკე ტელეფონში, გაბროს ვიცოდი რომ ეღიმებოდა,ტონზე დაეტყო.
- აქამდე გაიქცეოდა ბევრი გოგო. მე არ მინდა შენი ნახვა. მე მჭირდება რო გნახო...
გული ამიჩქარდა, პასუხის გაცემას ვაპირებდი, როდესაც ტელეფონში მუხრუჭის ხმა გავიგე და ტელეფონი გაითიშა. თავბრუს დახვევა ვიგრძენი, გადავრეკე, ტელეფონს არ იღებდა. გეგას შევუხედე, ოთახში გათიშულს ეძინა, მისი მანქანა გარაჟში ეყენა, გარეთ გავარდი და დაცვასთან მივედი.
- ძალიან დიდი სათხოვარი მაქვს.
- რა ხდება ქალბატონო ქეთევან?
შუა ასაკის მამაკაცმა თავაზიანად გამიღიმა და ტანით გადაეფარა ჭიშკარს, მაშინვე მივხვდი, არ გამიშვებდა.
- მემგონი რაღაც მოუვიდა სალის, ავარიაში მოყვა,ბოლოს რაღაც უბანში იყო, გალფის ბენზინ გასამართ სადგურთან.
დაცვამ არ გამიყოლა თან, მაგრამ 2 კაცი გადასამოწმებლად წავიდნენ. დრო საშინლად გაიწელა, თითოეული წუთი და წამი გულს მიხეთქავდა. თავში გაბროს სისხლიანი სახე და უსულო სხეული მელანდებოდა. კარგს ვერაფერს ვფიქრობდი და მაშინ ვიგრძენი,რომ უცნობი ბიჭი ჩემი გულისთვის არც ისე უცხო არ იყო. შემიყვარდა.
დაცვა მალევე დაბრუნდა სახლში და ასეთი რამ მიამბო:
- არაფერი არ ხდება, ვიღაც დაუჭრიათ, ორი კაცი კიდე მოკლეს, თქვენი მეგობარი ახლოსაც არ იყო იქ. პოლიცია საერთოდ არ ჩარეულა.
- კი მაგრამ რატო?! ვინ მოკლეს??
- ვიღაც ხულიგნები, მათი ბედი არც არავის აინტერესებთ.
ოთახში ავარდი და მწარედ ავტირდი, სინანულის და სიმწრის ცრემლებს ვღვრიდი, გაბრო ხომ არ იყო ერთ-ერთი მოკლული? უცებ ტელეფონმა დარეკა, გაბრო იყო. წამში ვუპასუხე.
- მაპატიე, ჩემო გოგო,გამეთიშა ქეთუს. ეხლა არ მცალია, მერე დაგირეკავ.
- გაიგე რა მოხდა? იცი 2 კაცი მოკლეს, ერთი დაჭრეს, ვინმე შენიანი ხომ არ არის??
გაბრომ ღრმად ამოისუნთქა. აშკარად იცოდა რაც ხდებოდა. უეცრად ტელეფონი გათიშა. რომ გადავურეკე აღარ იღებდა. გულში რაღაც ჩამწყდა.
........
- კატო, გტკივა?
თავი უარყოფის ნიშნად გააქნია პატარა ჯიუტმა გოგომ,თან მარჯვენა ხელით ჭრილობას იჭერდა. თვალები სულ წყლიანი ჰქონდა, თან სახეზე თეთრი იყო. ფეხები ცოტა უკანკალებდა, ცდილობდა დაემალა ნერვიულობა, მანქანას უყურებდა, ოთხი ნატყვიარები აშინებდა, თუ მისი სისხლით დასვრილი სხეული არ ვიცოდი.
- საწყალი....
თავისთვის ჩაილაპარაკა და თვალიდან ცრემლი მოიშორა. მე თავი მაღლა ავწიე, თან ვერცხლისფერ იარაღს ხელში ვათამაშებდი, უსაფრთხობის პატარა დამცავი ავწიე და ისევ შარვალში ჩავაბრუნე.
- შენი ... და მგონი ჩემი მოკვლა უნდოდათ იმ ორს, რატო არიან საწ....ბი.
კატოს გაეცინა და ისევ წყლიანი თვალებით შემომხედა.
- მანქანაზე ვამბობ,თორე მაგათ ჯოჯოხეთამდეც უვლიათ, ფეხით....
მე გამეცინა და პატარა გოგონას თავზე ხელი გადავუსვი. საშინელი თავისუფლების განცდა მქონდა, ასეთი ცხოვრება არ მაშინებდა, არც მკვლელის იარლიყი იყო ჩემთვის საშიში, ყველაზე დიდი საფრთხე ვიგრძენი, როდესაც მივხვდი, რომ ასეთ ცხოვრებას მიჩვეული, მალე დავტოვებდი ამ სამყაროს. ტელეფონი ავიღე და ქეთას გადავურეკე. მის ხმაში პანიკა და შიში ამოვიცანი,წინ კი მედგა ჩემთვის დასავით საყვარელი ადამიანი, რომელიც უარყოფის ნიშნად თავს აქნევდა და ბოროტი თვალებით მიყურებდა. კატომ ორი თითი მიიდო საფეთხელზე და ჩახმახის გამოკვრის იმიტაცია გააშარჟა. მაშინვე მივხვდი რა იგულისხმა და ტელეფონი დავკიდე. ასეთ ლამაზ, სათუთ და ჭკვიან გოგოს, ქეთას, ვერ გავწირავდი ამ ცხოვრებისთვის. კატომ გაკვირვებული შემომხედა.
- მოიცა მართლა გაუთიშე?
- ერთმანეთის პლიუსი და მინუსი ვართ, ვერ გავუგებთ, თან რომ გაიგებს ის ორი ტიპი მე მოვკალი....
- ყოჩაღ შენ.
უკმაყოფილოდ გადაიჯვარედინახელები კატომ. ვეღარ გავიგე რა უნდოდა ჩემგან.
- გაეკიდე, დაუახლოვდი,წადი გაბრო აქედან, ჭკუაც გაქ, ნიჭიც და შესაძლებლობაც, გეგასთან იმუშავებ ან რატომ?? ფული ხომ გაქვს, გახსენი შენი ავტოგარაჟი, იცხვორე ჩვეულებრივი ადამიანივით, ოღონდ გაეკიდე! გაეკიდე და დაედევნე ბოლომდე, რით ვერ ისწავლეთ ამ კაცებმა რა... თავის დანებება ადვილია, მე მოვაგვარებ ამ ტიპების ამბებს, ვინც გამოგზავნა ესენი იმათაც დავხოცავ, შენ უნდა გაიქცე აქედან, ეს არის ცხოვრება? ეს სიგიჟეა, თავისუფლებასაც აქვს ჩარჩოები, გაბრო, წადი, წადი და მიხედე ადამიანს რომელიც გიყვარს. დამიტოვე მე ეს ყველაფერი, მე და ბიჭები მივხედავთ უბანს, საკმარისია... გაეკიდე, გაბრო, არ დატოვო მარტო ცოდოა. მარტო დავიბადე და შენს გარდა არავინ მყავს, არც მეყოლება, მე ვინ გამიძლებს, გაბრო, შენღა დამრჩი იმედი იცოდე და არ მინდა 30 წლამდე ვერ მიაღწიო, ან დაგცხრილონ, ან ავარიით გარდაიცვალო. დაანებე ამ ცხორებას თავი და ახალი დაიწყე, რომ დამტოვო კი მეწყინება, ხო იცი რა ჯიუტი და ეჭვიანიცვარ, მაგრამ თუ მეცოდინება ბედნიერი იქნები, მირჩევნია წახვიდე, ამ უბანში ბევრმა იპოვა თავისუფლება, მაგრამ ოჯახი და სტაბილურობა ჩვენნაირებისთვის სიზმარივით არარეალურია.... იმანაც ეგრე დამტოვე, ვერ გავუგებთ ერთმანეთსო და დაივიწყა ყველაფერი. მე რომ დღემდე მახრჩობს ეს სიყვარული რა ვქნა, არა მაგას ჯობდა დღეს მომკვდარიყავი...
გაოგნებული ვუსმენდი კატოს გულწრფელ სიტყვებს, მაგრამ მაშინ ბოდვად მეჩვენებოდა. აშკარად სიცხემ აუწიე, ჭრილობიდან სისხლმა დაიწყო დენა, მაშინვე ხელში ავიყავნე და მანქანაში ჩავსვი, ექიმისკენ გავაქანე. არც გზაში გაჩერებულა.
- მე ხომ მიყვარდი.. რატომ ჩათვალე რომ ერთმანეთს ვერ გავუგებდით, სიყვარულზე მაღლა რა გაგება უნდა იდგეს? არ გიყვარდი ესეიგი,ან ჩემი გრცხვენოდა, ელიტაში გამოსაჩენი ხომ არ ვარ, მაგრამ ჩემზე მეტად არავინ შეგიყვარებს, გეგა.
მანქანა სწრაფად მივაქანე ექიმთან და კატო საწოლზე დავაწვინეთ, ხელი არ გამიშვია ისე გაუკერეს ჭრილობა, მასაც ჩაეძინა. სისხლი მიდუღდა, გეგა... კიდე უყვარს... ჯანდაბა. მთელი ღამე საწოლთან ვიჯექი და ვფიქრობდი კატოს სიტყვებზე, ვიცოდი , რომ გაიღვიძებდა,ალბათ ინანებდა თავის სიტყვებს, მაგრამ ახლა უკვე გვიანი იყო, ჩემში რაღაც ახალი დაიბადა, რაც აქამდე არ არსებობდა, გაბრიელის ცხოვრებაში ისევ გაჩნდა მომავლის იმედი.


1000 სიტყვაა ეხა არ გამაფრენინოთ, დიდი ხანი ვწერდი და ვფიქრობდი, დატოვეთ კომენტარები თორე იცოდეთ სულ სექსი სექსის დავაწერ სათაურში რო ვინმემ მაინც წაიკითხოს !!!!!! ))))))))))

არავის არ ვუკბინე პროსტა კარგ ხასიათზე ვარ, მეორე კურსზე გადავბრძანდი.



№1  offline წევრი marisa

ოოჰ, მეც უნდა დამეწერა სექსები და ხომ ნახავდა ბევრი?! პიარზე მაინც არ სწავლობდე.. ლოლ .. ამას 1000 ძალიან ბევრი გონია, რა.. კარგი ხო :) მომწონს ძალიან. ერთი სული მაქვს, როდის დაახლოვდებიან ეს ორი და უფრო დაიძაბება სიტუაცია, ან იქნებ, სხვანაირად შემოატრაილო, რა ვიცი, რა ვიცი. შენც ხომ არ გაქვს გაწერილი შენი მომავალი? მე მაგაზე ფიქრიც არ მინდა. შემჭამეს უკვე, სად აბარებო :/ ჰოდა, რას ვამბობდი, დიდი გოგო ხარ უკვე, მეტი მოგეთხოვება, მათ შორია შედის, აქ წერაც.. გილოცავ ♡ წარმატებას გისურვებ ^^

 


№2  offline წევრი Beatrixkiddo

marisa
ოოჰ, მეც უნდა დამეწერა სექსები და ხომ ნახავდა ბევრი?! პიარზე მაინც არ სწავლობდე.. ლოლ .. ამას 1000 ძალიან ბევრი გონია, რა.. კარგი ხო :) მომწონს ძალიან. ერთი სული მაქვს, როდის დაახლოვდებიან ეს ორი და უფრო დაიძაბება სიტუაცია, ან იქნებ, სხვანაირად შემოატრაილო, რა ვიცი, რა ვიცი. შენც ხომ არ გაქვს გაწერილი შენი მომავალი? მე მაგაზე ფიქრიც არ მინდა. შემჭამეს უკვე, სად აბარებო :/ ჰოდა, რას ვამბობდი, დიდი გოგო ხარ უკვე, მეტი მოგეთხოვება, მათ შორია შედის, აქ წერაც.. გილოცავ ♡ წარმატებას გისურვებ ^^

დიდი მადლობა შენ <3 love

 


№3  offline წევრი blackboss

sheni aqtiuri mkitxveli var <3 yovel jerze ufrodaufro maoceb da sasiamovnod makvirveb sheni chamtrevi da supersaintereso istoriebit <3 dzaloan momwonxar da warmatebebi

 


№4  offline წევრი Beatrixkiddo

blackboss
sheni aqtiuri mkitxveli var <3 yovel jerze ufrodaufro maoceb da sasiamovnod makvirveb sheni chamtrevi da supersaintereso istoriebit <3 dzaloan momwonxar da warmatebebi

დიიიდიი მადლობა შენ <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent