შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანეთვალებას გადაყვარება შეუძლებელია (სრულად)


2-07-2015, 15:36
ავტორი mariam-mariam
ნანახია 8 186

გამაყრუებელი სიჩუმეა გარეთ.... კაციშვილი არ ჭაჭანებს მხოლოდ ის...
არა მანქანა და არა ადამიანი რომ კითხოს რა ჭირს, ან რამე ხომ არ ჭირდება...
ზამთარია... 25 დეკემბერი..
ესეთი სიცივე ალბათ კაციბრიობას არ ახსოვს... ისედაც წითელი ცხვირი უარესად აუწითლდა... გაყინული ხელები პალტოს ჯიბეებიდან ამოიღო და შარფი რაც შეეძლო მაღლა აიწია, რომ როგორმე გაეთბო პატარა და სიცივისგან აწითლებული ცხვირი...
თოვს....
გადაუღებლად თოვს...
ტირილი უნდა თუმცა ეშინია, სახლში მისულს კვლავ მთვრალი დედა რომ შეეჩეხება უარესები არ მოიმოქმედოს..
თან როგორია 20 წლის გოგოსთვის იმის აღიარება, რომ დედა ჯავრს შვილზე იყრის, რომელიც გონზე არაა რა ხდბა და ესე უმოწყალპდ ცემენ...
ქუჩები მოყინულა, დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის რომ ფეხი არ მოგიცურდეს....
ქუსლიან ფეხსაცმელს გამაყრუებელი კაკუნი გააქ ყინულზე, გეგონება თავში ჩაქუჩს გირტყამენო...
საათს დახედა და კვლავ განაგრძო რუსთაველზე ნელა სეირნობა.. ოღონდაც ეხლა სახლში არ მივიდეს და ყველაფერზეა წამსვლელი...
მერე რა რომ პირველი საათი დაიწყო.... მერე რა რომ ცივა....
ეს ყველაფერი ურჩევნია ეხლა სახლში ჯდომას და მეზობლების ერთი და იგივე ტექსტის მოსმენას, რომელიხ უკვე ზეპირად იცის...
-"საწყალი გოგო.. ჯერ იყოდა მამა ცემდა, მასსაც და დედამისსაც, მამა გარდაეცვალა და დედამ დაიწყო მამის საქციელის გაგრძელება.... საცოდავი გოგო მშველელიც არავინ ყავს.... არდა რა ლამაზია...."
ყოველ წელს, ყოველ თვე, ყოველ დღე , ყოველ საათს, წამს, წუთს.... ეს სიტყვები ესმის და მოსვენებას არ აძლევს...ნამდვილად არ სურს რამე ჭირდეს სხვების შესაცოდი და ცდილობს კიდეც ამ ყველაფერს, მაგრამ მისდაუნებურად ხმამაღლა ატირდება როცა დედა ქამრით დაუწყებს ცემას...
ერთადერთი ადამიანი ვისაც მთელი გულით და სულით ენდობა მისი მეზობელია....
ნათელა დეიდას უსიტყვოდ ესმის ნიას ყოველი ცრემლის და გამოხედვის..
რამდენჯერ უხსნია დედამისის კლანჭებისგან...
ცოტა არ იყოს სცხვენია უკვე იმ ქალის და ცდილობს სახლში რაც შეიძლება გვიან მივიდეს...

პირველ ჯერზე ძალიან ეშინოდა ღამე "მარტო" ხეტიალი, მაგრამ ბოლოს მიეჩვია....
ნია?
ულამაზესი გოგოა....
ნაზი, ქალური, სუფთა, საოცარი ტუჩები აქვს...
ღვინისფერი, ბუთქუნა და საშინლად მადისამღძვრელი...
პატარა, კოხტა, კურნოსა ცხვირი...
მწვანე თვალები და ყავისფერი, გრძელი თმა... მღალი...
მთლიანობაში ძალიან ლამაზი გოგოა.... აი ისეთი ყველა ბიჭს რომ ნერწყვებს აყლაპვინებს...
დიდი დაბრკოლებისდა მიუხედავად, სკოლა წარმატებით დაასრულა, თუმცა უმაღლეს განათლებაზე უარი თქვა...
ოჯახური პირობებიდან გამომდინარე... დედა უმუშევარი და ლოთი... მამა არ ყავს...
ხოლო სახელმწიფოს დახმარება, როგორც ობოლს არც ისე ბევრი აქვს... რაც აქვს იმასაც დედა უხარჯავს სასმელებში...
რომ ვთქვა შეყვარებული არასდროს ყოლია თქო მოვიტყუები... ყავდა და თანაც ძალიან სიმპატიური ბიჭი...
თუმცა.... თუმცა.....
მეგობრები?!
ერთი და ნაღდი... ის ერთი რომელიც სიცოცხლეს ურჩევნია და ყველაზე რთულ მომენტში მის გვერდზე იდგა...
ეხლაც მისი ტელეფონი აწკრიალდა... დედამისს ელოდა, მაგრამ ხელში ელენე შერჩა..
-ხო ელო..
-სად ხარ? ანდა რა კითხვაა სად იქნები.. დროზე ჩემთან მოდი...
-ხო მშვიდობაა??
-კი კი უბრალოდ პატარა საქმე მაქ შენთან და დეიდაჩემთან....
ელენეს დეიდა ნიას მეზობელი, ნათელაა რომელიც ძალიან უყვარს...
ნახევარ საათში უკვე ელენეს სახლში იყო და ანერვიულებული ელოდებოდს დაქალის ახსნა განმარტებას...
-მოკლედ რისთვის შეგკრიბეთ აქ...- ხელების მტვრევით დაიწყო ლაპარაკი ელენემ და ხან ნიას გადახედა, ხან დეიდამის და ხანაც მის მშობლებს.. -მოკლედ ვთხოვდები...
ყველას ელდა ეცა მისი ამ სიტყვებით, გარდა ნიასი... იცოდა რომ მისი დაქალი რამდენიმე წელია ერთ ძალაინ მაგარ ბიჭზეა შეყვარებული და იმ ბიჭსაც სასწაულად უყვარს.... ყველამ "ჩხუბი" დაუწყო...
-"არ უნდა ვიცნობდეთ ვის მიყვები ცოლადო, როგორი ბიჭიაო.. რა ოჯახიდანააო" და მსგავსი ბანალური ფრაზები, თუმცა მხოლოდ ნია ადგა გაწონასწორებული და თავის თავში დარწმუნებული... გადადგა რამდენიმე ნაბიჯი რლენესკენ და მთელი ძალით მოხვია ხელები წელზე.. იცოდა რამდენს ნიშნავდა მისი ეს საქციელი ელენესთვის... მთელი დედამიწა რომ მის წინააღმდეგ წამოსულიყო და ერთი ნია დამდგარიყო მის გვერდზე, ყველას აზრს დაიკიდებდა და იმას გააკეთებდა რასაც ნია ურჩევდა... იცოდა, რომ ამას მხოლოს მისი კეთილდღეობისთვის აკეთებდა...
ბევრი "გაიწი-გამატარეს" შემდეგ მშობლები როგორც იქნა შეეგუენ ელენეს ამ გადაწყვეტილებას და ბედნიერება უსურვეს, თუმცა მხოლოდ ერთი პირობით ამ კვირაში აუცილებლად გააცნობდა მათ სიძეს...
ორი სააღი ხდებოდა ნია სახლში რომ მივიდა და კარებში კვლავ მთვრალი დედამისი შეეჩეხა..
წარმოგიდგენიათ როგორი დაარტყმაა ეს ამხელა გოგოსთვის...
რამდენი ხანია ამ ყველაფერს ითმენს, თუმცა რა მხოლოდ ორ ადამიანს ესმის მისი ნათელას და ელენეს...
-სად ხარ ამდენხანს?
ჩვეულო მთვრალი და აწეული ტონით "კითხა" დედამისმა...
ნიას რაც შეეძლო ღრმად ჩაისუნთქა, მოწამლული ჰაერი და თავისი ოთახისკენ წავიდა...
-მემგონი გეკითხები...
უცვლელი ტონით მიადგა დედამისი მის ოთახს და მუჭების რტყმა დაიწყო კარებზე...
ნიას ცრემლები ღაპა-ღუპით მოსდიოდა და არ იცოდა რა უნდა ექნა....
ბოლოს მაინც იმ დასკვანზე დადგა რასაც, რამდენიმე თვეა გეგმავს მაგრამ განხორციელება ვერ გაბედა.. რაც ქონდა ტანსაცმელები ერთ ზურგჩანთაში ჩაყარა, იქვე მის საყვარელ კედებს დაავლო ხელი, რომელიც შარშან გარდაცვალებამდე მისმა ერთადერთმა საყვარელმა ადამიანმა, ბაბუამ აჩუქა. ისიც ზურგჩანთაში ჩააგდო და ბეჭზე მოიკიდა... კარების საკეტი გადაატრიალა და თვალებ დაპრაწულ დედამის შეეჩეხა..
გვერდი ამრეზით აუარა და მთავარი კარებისკენ წავიდა..
-რას აკეთებ?
-იმას რაც დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა...
მისი მდგომარეობისთვის საკმაოდ მშვიდად უპასუხა და კარებში გაუჩინარდა.. იქ დატოვა მისი წარსულიც და აწმყოც.... დღეიდან სულ ახალი ნია იწყებს ცხოვრებას...
ერთი დაბრკოლება გადალახა, თუმცა წინ მეორე ელის... სად გაათიოს ღამე?!
შეუძლებელია ვერც ნათელასთან და ვერც ელენესთან ვერ წავა... თან სამსახურიც ესაჭიროება... მის ბედზე, გაზეთების მაღაზია ჯერ კიდევ ღია იყო... გულამოვარდნილი მივარდა გამყიდველთან და გაზეთი, თხოვა სადაც სამსახურთან დაკავშირებით რამდენიმე განცხადება მაინც იქნებოდა...
თუმცა ამ ქვეყანაზე უსასყიდლოდ რამე ხო არ შეიძლება იყოს...ჯიბეები მოიქექა და მხოლოდ ერთი ორმოცდაათ თეთრიანს მიაგნო, გაზეთი კი აულ რაღაც 70 თეთრი ღირს...
გულსამწყდარმა გაზედი უკან მიაწოდა და გზა განაგრძო, როდესაც უკინდან დანაოჭებული ხელი იგრძო დაფეთებული მიტრიალდა.
-აი ეს გოგონა 70 თეთრი არაფერია ისე წაიღე და წარმატებებს გისურვებ ნებისმიერ სამსახურში...
ბევრი მადლობების და ბოდიშების შემდეგ საათს დახედა და მიხვდა, რომ ამ წუთში ყველა ნორმალურ ადამიანს ეძინებოდა...
რომელი იმუშავებს ღამის ორ საათზე... გარდა ღამის კლუბებისა, სადაც არც ისე კარგი ყოფაქცევის ქალები მშაობენ... ამიტომ ეს იდეა თავიდან ამოიგდო და გადააწყვიტა ელენესთან წასულიყო ეს ღამე და დილიდანვე შეუდგებოდა სამუშაოს მიძებნას....
კარები დაფეთებულმა ელენემ გააღო და ტირილის პირას მისულ დაქალს გადაეხვია... დროის მიუხედავად ყველაფერი მოაყოლა და მხოლოდ მაშინ მიცა დაძინების საშუალება...
დილით ექვს საათზე წამოდგა ნია... რა ქანსს რაც არ უნდა ეძინებოდეს რობოტივით მიჩვეულია... ზუსტად ამ დროს დაიწყებდა დედამისი ჩხუბს, რაც იმის მიმანიშნებელია რომ ოთხი საათიდან სვამს და ღამის თორმეტამდე გააგრძელებს...
ადგომისთანავე დაიწყო გაზეთის თვალიერება და შესაბამისი სამსახურების მოძებნა....
-აი მემგონი ვიპოვე...-ხმამაღლა წამოიძახა და განცხადების კითხვა გამაგრძო... - ვეძებთ ახალგაღდა გოგოს 20-25 წლამდე ბანკში სამუშაოდ... აუცილებელია იცოდეს ინგლისური და კომპიუტერი....
აი აქ კი გაჭედა ინგლისური იცის მაგრამ კომპიუტერის....
ესეც წითელი პასტით გადახაზა და შემდეგ განცხადებას მიმაართა.... ყველგან აუცილებელი იყო ინგლისური კომპიუტერი, კომპიუტერი ბერძნული, კომპიუტერი რუსული და ასე შემდეგ..
ერთადერთი განცხადება რომელიც არ მოითხოვდა არც კომპიუტერს და არაფერს იყო ბარში მიმტანად მუშაობა...
ნომერი ამოიწერა და ცოტა "გათენებას" დაელოდა... რვა საათზე სხვა ოჯახის წევრებმაც გაირვიძეს და სამსახურებისკენ წავიდნენ... სახლში მხოლოდ ელენე და ნია დარჩა...
-რას აპირებ?
მყუდროება ელენემ დაარღვია და ერთ ადგილს მიშტერებული ნუცას შეხედა და გაოსაფხიზლებლად, ოდნავ უჯიკა...
-არ ვიცი ელე... რაღაცეები ვიპოვე და დღეს წავალ ვნახავ რამეს....
-კარგად დაფიქრდი და ისე მიიღე გადაწყვეტილება....
-არ მინდა კიდე დიდიხანს ვიყო შენ კისერზე.. ისედაც ძალიან შეგაწუხე...
-ამაზე ხმა მეორეჯერ არ ამოიღო... შენ ჩემთვის ტვრთი არასდროს იქნები. . თუ პირობები არ მოგეწონება არდათანხმდე და სხვის ძებნას შეუდექი... ეხლა კი დროა ადგე და გაემზადო თორმეტე უნდა შეხვდე...
წასვლამდე კიდე დიდხანს ფიქრობდა ღირდა თუ არა წავლა,მაგრამ ბოლოს მაინც გადაწყვიტა წასულიყო ....
ბარში უარი უთხრეს უკვე ავიყვნეთო... თუმცა მიცეს მეორე ბარის მისმართი, რომელსაც ჭირდებოდა ახლაგაზრდა გოგო...
ნახევარ საათში დანიშნულების ადგილას იყო.... კარებში შევიდა თუ არა თვალში მაშინვე მოხვდა საკმოდ გამომწვევად ჩაცმული რამდენიმე ქალი, რომელმაც ალმაცერად შეათვალიერა და გარკვეულ მიმიკებს იღებდა....
-რამ შეგაწუხათ?
მათ შორის ყველაზე ასაკიანმა გამოყო თავი და კიდევ ერთხელ შეთვალიერა ნია.....
-იცით მე სამსახურს ვეძებდი, მაგრამ აშკარად მისამართი შემეშლა...
-არა, არა გოგონი მოიცადე... აქ ქაბატონმა მაკამ ხო არ გამოგზავნა?
-დ..დიახ
ენის ბორძიკით უპასუხა და პასუხს დაელოდა..
-არანაირი მისამართი არ შეგშლია... წამომყევი ოთახს გაჩვენებ მოწესრიგდი და გაემზადე...
ოთახში შეაგდო და კარები გადაუკეტა... ეხლა ყველაზე მეტად წყლის გადავლება უნდოდა... აბაზანაში შევიდა თუ არა "პოვა ნეტარება".... იქიდან გამოსული კი მიხვდა რომ ნამდვილ ჯოჰოხეთში მოხვდა.... ლოგინზს მიგდებული მოკლე ტყავის ქვედაბოლო და ბრჭყვიალა ზედა რომელსაც ღრმაზე ღრმაზე დეკოლტე ჰქონდა.. აი ეხლა კი როგორმე უნდა უაველოს თავს... ფანჯარა გამოაღო და სკამაოზე მაღალი იყო... რამდენჯერმე მოათვალიწრა ოთახი და როცა დარწმუნდა რომ არავინ შევიდოდა ტანასაცმელი უცებ გამოიცვალა, ისევ მისი ძველები ჩაიცვა და ფანჯარასთან მივიდა...
ფეხი არ ქონდა გადაწეული კარები ვიღაცამ რო შემოგლიჯა...
გახევებული ნია ვერც წინ მიდიოდა და ვერც უკან.... ყურთასმენა სადინლად ბოხმა ხმამ დაუხშო...
-რას აკეთებ?
-მ...მე..ისა..
-მორჩი და შენ საქმეს მიხედე...
-მე?? მე არ ვიცი...
-რა არ იცი?
-არ ვიცი რა მევალება...
თავჩახრილმა აღიარა და ცალითვალით გახედა მის წინ მდგომ ადამიანს, რომელზეც თვალითც არ უნახავს ამ დროის მანძილზე რაც ელაპარაკებოდა.
ირონიული ღიმილით უყურებდა მამაკაცი....
-მაშინ მე გასწავლი....
წამებში დააგდო ლოგინზე და არც ეცვა ზედ შემოახია... ნია ამაოდ ცდილობდა მის მშორებას... ცრემლები ღაპა-ღუპით ცვიოდა.. ამაოდ ცდილობდა მის მოშორებას...
ამ ღრიალზე რამდენჯერმე სახეში მწარე გარტყმა მიიღო თუმაცა მაინც არ ჩუმდებოდა...
უკვე ბედს დამორჩილებულმა საოცარი სიმსუბუქე იგრძო სხეულზე.... თვალები გაახილა და ძირს დაგდებული ის კაცუ და ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი გამეტებით ურტყამდა..
გონს მალე მოეგო და შიშველ სხეულზე პლედი მიიფარა....
ამაოდ ცდილობდა ახალგაზრდის შეჩერებას
-გთხოვთ არ გინდათ... გთხოვთ შეჩერდით...
ამ სიტყვების მერე აღარაფერი ახსოვს... მხოლოდ სიბნელე...
ცოტა გონს რომ მოვიდა, მაშინვე იგრძნო წამლების სუნი.. თვალები გაახილა თუ არა თეთრი კედლები მოხვდა თვალში და მაშინვე გაახსენდა წუხანდელი ამბავი და ტირილი აუვარდა... არც უფიქრია რომ ნასთან ერთად ვინმე იქნებოდა ოთახში და მთელი სულით და გულით ატირდა....
წამებში იგრძნო სახეზე ძლიერი ხელის შეხება და თვალები ელდანაცემივით გაახილა..
-კარგად ხარ?
ხმაც როგორი ქონდა ამ ახალგაზრდას... ბოხი... აი ისეთი ბოხი ყველა გოგო რო გიჟდება... არც ჩვენი ნიაა გამონაკლისი... თვალები რამდენჯერმე დაახამხამა ბურუსის მოსაშორებლად, რომლებიც, ცრემლებმა დაუტოვეს... გაახილადა ჯობდა არც გაეხილა....
ბიჭი იყო საოცრება... პატარა ცხვირით, თხელი ტუჩები, ცისფერი თვალები და ოდნავი წვერი, რომელიც საშინლად სიმპატიურს ხდიდა...
ნია ოცნების მორევში გადაეშვა და არც უფიქრია ბიჭის კითხვაზე კვლავ განაგრძო მისი ნაკვთების შესწავლა....
ფიქრებიდან ბიჭის ირონიულმა ღიმილმა გამოიყვანა და თვალი ამჯერად სივრცეს გაუსწორა თვალი....
-კარგად ვარ მადლობა...
უხეში პასუხი მიუგდო და კარებს გახედა საიდანაც ასაკოვანი ექიმი შემოვიდა..
-ესეიგი ნია ჯოხაძე.... არაფერი სერიოზული უბრალოდ ნერვიულობაზე გული წაგივიდათ.. რამდენიმე წამალს გამოგიწერთ და შეგიძლიათ სახლში წახვიდეთ..
თბილად გაუღიმა ექიმმა და პალატა დატოვა...
-შეგიძლია მომიყვე რა მოხდა?
ისე კითხა ნიამ თვალითაც არ შეუხედავს იმ ბიჭისთვის..
-ერთ-ერთი ოთახიდან გამოვდიოდი როცა განწირული კივილი შემომესმა ჩემ ბედად კარები ჩაკეტილი არ დამხვდა და შემოვედი... მერე ის ნაბი*ვარი ვცემე და მერე აქ მოხვდი..
ამ ყველაფრის გახსენებაზე თავიდან აუვარდა ტირილი... რადგან ექიმმა დართო ნება წასასვლელად უნდოდა რაც შეიძლებოდა მალე მოშორებულიყო აქაურიბას და უცნობ "გმირს" აქედან წაყვანა სთხოვა..
ოც წუთში მანქანაში ისხდნენ და ნიას სახლისკენ მიდიოდნენ...
-მითხარი სად ცხოვრობ რომ მიგიყვანო..
-იცი მე..... მე...
-გასაგებია სახლი არ გაქ და მაგიტომ მიხვედი ბორდელში სამუშაოდ..
-არა... ნაწილობრივ კი მაგრამ უფრო არა...
სახლი მაქვს მაგრამ არ მინდა იქ წასვლა, რადგან მთვრალი დედაჩემი იქნება და არ მინდა ისევ იმას დავუბრუნდე, რასაც ძლივს გამოვექეცი....
თითოეული ეს სიტყვა ნიას ძალიან ძვირი უჯდებოდა..მხოლოდ მაშინ გადახედა უცნობს როდესაც მოყოლა დაასრულა...
-გასაგებია... ჩემთან წაგიყვან ოღონდ მარტო არ ვცხოვრობ... ნუ მე ვცხოვრობ სხვასთან რამდენიმე დღე სანამ ჩემი სახლის რემონტს დაასრულებენ.. დარწმუნებული ვარ ისე მიგიღებს როგორც საკუთარ დაქალს...
მხოლოდ გაუღიმა და თავი მინას მიადო.... მგზავრობა ყოველთვის თენთავდა და ეხლაც ჩაეძინა... რომ გაეღვიძა უკვე მისულები იყვნენ და უცნობს ხელში აყვანილი მიჰყავდა.. ყურადღება არ მიუქცევია და თავი ისევ გულზე მიადო... კარები გაიღო თუ არა ნაცნობი სურნელი და ხმა გაიგონა...
-ნია... ნია... რა ჭირს დემეტრე... ნია
ელენეს ხმა ბუნდოვნად ჩაესმოდა თუმა მაინც გაარკვია მისი ერთადერთი დაქალის ხმა, რომელსაც მილიონშიც კი გამოარჩევდა..
სწრაფად ჭყიტა თვალები და ფერწასულ ელენეს გადახედა..
დემეტრეს შეხედა იმის მისახვედრად რომ უნდა დაესვა მიწაზე... ფეხი დადგა თუ არა ეგრევე ელენესკენ გაიქცა.. გულში ჩაიკრა და ერთად ატირდნენ... როცა დამშვიდდნენ ყველაფერი დაწვრილწბით მოუყვა და გაბრაზებული ელენეს სახეზე უარესად ებორკებოდა ენა...
-მე შენ რა გითხარი ნია... -მაშინვე დაიწყო გაბრაზებულმა, როგორც კი ნიამ ბოლო ასო თქვა...- ხომ გითხარი თუ არ მოგეწონება არ შეგრცხვეს დაბრუნდი უკან ჩემთან თქო... ან იმ სიბინძურეში რამ მიგიყვანა?!... სულ გამოშტერდი..
დემეტრე ამ ხნის მანძილზე ჩუმად იყო მიყუდებული კარებზე და დაქალების ლაპარაკს ისმენდა...
მხოლოდ ნიას გაახსენდა მისი აქ არსებობა და მადლიერი თვალებით გადახედა... ელენემ თვალი გააყოლა ნიას მზერას და დემეტრეს მასთან მოუხმო..
-ნუ უკვე იცნობთ მაგრამ უფრო კარგად გაიცანი ჩემი დაქალი ნია და ნია გაიცანი ჩემი ბიძაშვილი დემეტრე.... მე უნდა წავიდე სასწავლებელში რაღაც საქმე მაქ და თქვეენ იმედია ერთმანეთ არ დახოცავთ..
თვალი ჩაუკრა და კარებში გაუჩინარდა... საშინელი დაძაბულობა ჩამოვარდა.. არცერთი არ იღებდა ხმას... დემტრე ირონიული ღიმილით უყურებდა ნიას და თვალებით ბურღავდა... გადაწყვეტილი ქონდა რომ ერთ დღესაც არ დარჩებოდა ელენეს სახლში ამ დეგენერატთან ერთად... მიუხედავად იმისა რომ "სიკვდილს" გადაარჩინა ერჩივნა ისევ იქ წასულიყო...
-რაზე ფიქრობ?
ფიქრებიდან დემეტრეს ხმამ გამოიყვანა რომელიც დივანზე მის გვერდზე იჯდა...
-არაფერზე...
უხეშად უპასუხა და გათიშულ ტელევიზორს მიაშტერდა...
საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა....
როგორ აბნევდა დრმეტრე ნიას.... არავისთან ამდაგვარი "შეცდომა" არ მოსვლია... ყველას თავის ადგილს მიჩენდა ორ წუთში მაგრამ ორი დღეა ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის უნარი დაკარგა, დემეტრესთან მითუეტეს...
უხედი სიტყვის გარდა ვერაფერს ვერ ეუბნებოდა...
დუმილი კარების ხმამ დაარღვია საიდანაც გახარებული რლენე შემოვარდა..
-ააააა მაგარიაააა...... გერმანიაში მივდივარ სასწავლებლიდან ერთი კვირით.... აააააა
ბოლოხმაზე წიოდა და ხან ვის ჩაეხუტა ხან ვის.....
ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა ორივეს და გგახარებულნა ტაში შემოცხო..
-ეგ ყველაფერი კარგი მაგრამ როდის მიდიხარ?
ნიამ მისთვის ყველაზე მტკინვეული კითხვა დაუსვა...
-დღეს ღამე
თავჩახრილმა ამოილაპარაკა და ტირილის პირას მისულ ნიას გახედა....
დიდი ძალისხმევა დაჭირდა ნიას, რომ ცრემლები არ გადმოეგდო...
ნელა წამოჯდა და ელენეს გაყვა ბარგის ჩასალაგებლად....
ელენეს მშობლება ყველაფერი გაუგეს და სიხარულით მეცხრე ცაზე იყვნენ შვილის ესეთი წარმატებით და თანაც მიაყოლეს რომ ახალ წელს ელენეს დედის მშობლებთან შეხვდებობდნენ... აქედან გამომდინარე გამოდის რომ ნია მარტო უნდა შეხვდეს ახალ წელს ელენეს სახლში...
ორმაგად გულდაწყვეტილი გამოვიდა ოთახიდან და სამზარეულოში შევიდა წყლის დასალევად...ჭიქა აღებული არ ქონდა დმეტრეს ხმამაღალმა გინებამ ხელიდან რომ გააგდებია წყლით სავსე ჭიქა...
დაფეთებული გამოვარდა ელენე ოთახიდა და ნერვებ მოშლილ ბიძაშვილს მიაშტერდა..
-რა ხდება?
-რა ხდეაბა კი არა მუშებმა ბინას იანვრის ბოლომდე ვერ დავასრულებთო....
-ანუ...
ლაპარაკში ნია ჩაერთო და მისთვის არასასიამოვნო პასუხოს მოლოდინში თითები გადააჯვარედინა
-ანუ ნიაიანვრის ბოლომდე ამ სახლში ცხოვრება მომიწევს ...
ირონიული ღიმილით ჩაილაპარაკა და მოცახცახე ნიას გადახედა....
საღამომდე დრო როგორც იქნა გაიყვანეს და დადგა ელენეს აეროპორტში წაყვანის დრო, ყველა ხარჯი სასწავლებელმა დაუფარა... ნიამ არ მიყვარს გაცილებებიო და სახლში დარჩა...
თავი მაინც ვერ შეიკავა და რამდენიმე ობოლი ცრემლი გადმოუშვა.
უკვე დასაწოლად ემზადევიდა, კარზე გაბმულმა ზარმა, რომ მოაბრუნა ოთახიდან...თხელი ხალათი მოიცვადა კარები გააღო...
ზედაც არ შეუხედავს დემეტრესთვის ისე გაბრუნდა ოთახისკენ...
მთელი ღამე ვერ მპივენა და ლოგინში წრიალებდა... ფიქრობდა და მისთვის ყველაზე არასასურველ ადამიანზე ფიქრობდა...
დემეტრე......
როგორ არ უნდოდაამაზე ეფიქრა მაგრამ ამ ერთ დღეში ამ ბიჭმა დიდი ადგილი დაიკავა ნიას გულში ისე რომ ნიამ ვერც კი გაიგო...
ძილბურანში იყო როცა მისი საძინებლის კარები ვიღაცამ გააღო, ვიღაცამ რა დემეტრემ...
თავი მოიმძინარა და თვალები უფრო მჭიდროდ დახუჭა...
სახეზე მძიმე ხელი იგრძო და სადიამოვნოდ დაუარა ტანში...
-"ნია...ჩემო ნია... რომ იცოდე როგორ მიყვარხარ.... ორი წლის სიყვარული არაა ცოტა...ჩემთვის მითუმეტეს... როგორ მახსოვს როგორი პატარა იყავი რომ დაგინახე პირველად... მაშინ ვთქვი რომ ცხოვრების ბოლომდე მეყვარებოდი...ჩემი რომც არ გრქმეოდა მაინც მეყვარებოდი....
როგორი მწვნაე თვალები გქონდა...
აი მაშინ დავრემუნდი რომ
მწვანე თვალებას გადაყვარება შეუძლებელია...."
შუბლზე ცხელი კოცნა დაუტოვა და ნიას ოღახიდან გავიდა.... ნიამ თვალები გაახილა და მიხვდა რომ ატირებამდე სულ ცოატაღა აკლდა.. რომ ფეკითხათ რა ატირებდა ვერ გიპასუხებდათ....
ვერც მე ვერ გიპასუხებდით რა ატირებდა ამ სულელ გოგოს...
ალბათ ალბათ სიხარულის ცრემლები იყო... პირველად იგრძნო ცხოვრებაში ვიღაცის ძლიერი სიყვარული... ცხოვრებაში პირველად იგრძნო ბედნიერება და ცხოვრებაში პირველად დასვა სწორი დიაგნოზი...
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი....
ცრემლები მოიწმინდა და გახარებული შეწვა ლოგინში...
დილით სილ სხვა ნოტაზე გაიღვიძა... კი არ დადიოდა დაფრინავდა... ათიდან ერთ ნაბიჯს ადგამდა მარტო ძირს, ისიც იმისთვის რომ უფრო მაღლა აფრენილიყო....
დემეტრე მისაღებში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა..
-დილამშვიდობის...
გულით მიესალმა და სამზარეულოში გავიდა...
-დილამშვიდობის...
არც დემეტრემ დააყოვნა პასუხი გა გაღიმევული სემოვიდა სამზარეულოში..
-ყავას დალევ?
დადებითი პასუხოს მოსმენის შემდეგ, ნიამ კიდევ ერთი ფინჯანი გადმოიღო და გაამზადა... მისაღებში გაიტანა და ფეხმორთხმით დაუჯდა გვერდზე დემეტრეს...
-იცი...
მორიდებით დაიწყო ლაპარაკი ნიამ და ყავა მაგიდაზე დადგა....
-ვიცი ნია რომ წუხელ არ გეძინა და ჩემი ყოველი სიტყვა გაიგე და ძალიან ცუღლუტი გოგო რო ხარ...
სიყვარულით სავსე თვალებით გადახედა დემეტრემ გაოცებულ ნიას...
-კი მაგრამ როდის აპირებდი თქმას?..
გაბრაზება მაინც ვერ დამალა ნიამ და შეტევაზე გადავიდა...
-არ ვიცი ალბათ ახლო მომავალში გეტყოდი, მაგრამ ფხიზელი ამას ვერ შევძლებდი... "მძინარესაც" იმიტომ გითხარი, რომ შენი ამღვრეული თვალები არ მენახა...ამაზე ორმაგად გავბრაზდებოდი ჩემ თავზე და ვეღარასდროს გეტყოდი...
ლაპარაკი დაასრულა თუ არა დამნაშავეს სახით შეხედა ნიას და თავიჩაღუნა...
ნია უფრო ახლოს მიიწოა დემეტრესთან და თავი ბეჭზე ჩამოადო...
დემეტრე ვერ მიუხვდა ნიას მის საქციელს და კითხვის ნიშნის თვალებით გადახედა...
-მოიშორეეგ უაზრო სიფათი და ჯობია ჩამეხუტო...
სიცილით მიაყარა ნიამ და ყურებამდე გაღიმებული დემეტრეს დანახვაზე ნიად უფრო გაეღიმა...
დემეტრემაც განზე გაშალა ხელები დარაც ძალი და ღონე ჰქონდა ჩეიხუტა მისი ნია...
-ელენემ იცის?
შეშინებულმა ახედა ნიამ და ნიკაპი მკერდზე მიადო...
იგრძნო ცხელი ტუჩები შუბლზე და პასუხის მოლოდინში გაისუსა
-აბა შენი აზრით რატო წავიდა "გერმანიაში" და რატომ გაგრძელდა ჩემი ბინის რემონტი იანვრამდე...
-ანუ?
დაბნეულმა ამოილაპარაკა და მომღიმარ დემეტრედ გახედა.
-ანუ ის რომ ჩემი ბინა დასრულებულია და ელენე ჩემ ბიანაში იქნებოდა მანამ სანამ შენ არ შეგიყვარდებოდი... როგორც ჩანს ამასარც ისე დიდი დრო არ დაჭირვებია..- გაიცინა და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა...- ეხლა კი გაემზადე და ელენე ვნახოთ...
ნახევარ საათში მისულები იყვნენ და ელენესაც ამცნეს მათი ბედნიერება.... ალბათ იმწუთში ნიაზე ბედნიერი არავიან იყო... ორი უსაყვარლესი ადამიანი მის გვერდზე იდგა...
ორი ადამიანი რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა და ორი ადიანი რომელიც გონების დაკარგვამდე უყვარდა....


3წლის შემდეგ...
-დემე მჟავე კიტრი მინდა...
უკვე მერამდენე ღამეა,ღამის სამ საათზე აღვიძებს ნია დემეტრეს მჟავე კიტრის გამო...
-აუ ნია კიდე რამე ხო არ გინდა ბარემ რო მითხრა მერეფო არ გამაღვიძო?
-არა დემე მარტო მჟავე კიტრი...
ხუთ წუთში მჟავე კიტრით, მარწყვით და შოკოლადით ხელში დაადგა თავზე...
-რა იცოდი რომ ესენიც მინდოდა?
-ნია შენ და მამას ვაჟკაცს უკვე ხუთი თვეა ერთი და იგივე საკვები ერთსა და იმავე დროს გინდება...
-მიყვარხარ დემეტრე..
-მწვანეთვალებსა გადაყვარება შეუძლებელია....
დაასრულა გამოსვლა და გაბერილ მუცელზე აკოცა..


პირველი სრული ნაწარმოებია ჩემგან....იმედია მოგეწონევათ დააკომენტარეთ...



№1  offline წევრი salobalo

ვაიმეე ძაან მაგარიააა

 


№2  offline წევრი Margvelashvili

Pirveli var komebshi

 


№3  offline წევრი Tako Gogelia

ძანნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნ მომეწონააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

 


№4  offline წევრი dddddddd

Kargi iko <3

 


№5  offline წევრი Ninuca)

ეხლა წავიკითხე ისტორია და ძალიან ძალიან მაგარიი იყოო <3

 


№6  offline წევრი ucnobi_18

ძალიან საყვარლობაიყო მაგრამ პატარა((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent