10 დღეში მოსული სიყვარული - სრულად
თავჩარგული იჯდა და ცდილობდა მუზა მოეხმო თავისთან , რას აღარ აკეთებდა ლამის იყო იოგაზე შესულიყო ცოტა ნერვები , რომ დაეწყნარებინა , მაგრამ ამაშიც ხომ ბედი არ აქვს , ნუცამ დაიჟინა მეც მინდა იოგაზე და ერთათ შევიდეთო , მიზეზი თუ რატომ არ შედის ახლა ? ხასიათზე არ არის . კი მაგრამ ხასიათზე , რომ არაა იმიტომ უნდა იოგაზე შესვლა მის არა ადეკვატურ საქციელზე კი ეცინაბ ხან და ხან . იმდენად დამღლელი სამუშაო აქვს ლამისააა ჭკუიდან გადავიდეს , გაწამაწიაშია . ხან აქედან დიაბარებენ ამაზე დაწერე სტატიაო , ხან იქიდან იმაზეო . რამე წესიერზე მაინც აწერინებდნენ , კი მაგრამ ვის რაში აინტერესებს ვის ვინ უყვარს და ვიზე ჭედავს ? რაში აინტერესებს ხალხს , როგორი ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვან ? ისე ეშლება ნერვები ასეთ სისულელეებს , რომ აწერინებენ ლამისაა დაადოს თავი და წამოვიდეს სამსახურიდან , მაგრამ ვაი , რომ ამაშიც ბედი არ აქვს . ვინ არჩენს მერე ? ორი მეგობარი ყავს და ძმა გურაბანიძეები . ნუცა და აკო . ისე ახლოსაა ორივესთან , წამით მომენტში ისიც კი ჰქონია ხოლმე , რომ და ძმა არიან სამივენი . ნუ ისინი ისეც არიან მაგრამ ესეც შეუსისხლრხოცდა . დედა და მამა უცხოეთში ყავს და იქიდან ცდილობენ რამით იცხოვრონ , ეს კიდევ იმის გამო წამოვიდეს ნერვები მეგლიჯება ვერ ვუძლებო ? სხვა რამეზე მინდა წერაო ? კი გაუგებენ და აქეთ შეეხვეწებიან წამოდი შვილო არ ღირსო , მაგრამ ნამუსი აწუხებს ბოლოს და ბოლოს . 25 წლისაა და ახირებული 18 წლის გოგოსავით ხომ არ მოიქცევა ? არიქა მუშაოის დაწყება მინდა და , რომ დავიწყებ აღარ მინდა მეზარებაო ? ხო და იძულებულია გაუძლოს ასეთ საშინლად დატვირთულ გრაფიკსა და ცოხვრებას . -თათუკა , ნანიკო გეძახის - კარში ღიმილით შევიდა კაბინეტზე კაკუნით ნათია . -რა უნდა ხომ არ იცი ? - ღიმილით წამოდგა ფეხზე და კარისკენ წავიდე მზერით კი მადლობა უთხრა და ანიშნა ახლავე შევალ უფროსთანო . კიდევ , რომ აქვს ღიმილის ძალა შერჩენილი მაგაზე ყველაზე მეტად ეცინება , იმდენად არა სრულფასოვან ქალად თლის თავის თავს კარიერული თვალსაზრისით არასრულფასოვნების განცდა უჩნდება მთელს სხეულში . არ უნდა წეროს , მსგავს სისულელეეებზე , თუ როგორ უნდა დავიზღვიოთ თავი ფრჩხილის მოტეხვისგან . არ ესმის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ჟურნალი რატომაა , როცა ასეთ სისულელეებზე წერენ . ურჩევნია წეროს , ზოგადსაკაცობრიო თემებზე , უნდა ხალს გაუზიაროს ის რასაც თვითონ გრძნობს და ხალხსიგან იგებს მეტად სერიოზულ თემებზე . ახლაც მიდის უფროსის კაბინეტისკენ და ფიქრობს ცინიკური ღიმილით თუ რომელ სულელურ თემას მისცემს დასაწერად -მეძახდით ? - ღიმილით შევიდა კაბინეტში და სავარძელში ჩაჯდა . -კი თათუკა მინდა რაღაც სერიოზული თემა მოგცე დასაწერად - ჩაფიქრებულმა უთხრა უფროსმა და ცხვირზე დაკოსებული სათვალე მაგიდაზე დადო . ყოველი მათი საუბარი მსგავსი რამით იწყებოდა უკვე ეცინებოდა ეს ქალი სეიოზულს რატომ უწოდებდა ასეთ თემებს. -გისმენთ - ყალბი ღიმილით შესციცინებდა სახეში. -მოკლედ შემოთავაზება მაქვს თუ ამ საქმეს მოკიდებ ხელს , გპირდები დაწერ იმაზე რაზეც გინდა , გექნება თავისუფალი არჩევნის უფლება . -რაო ? - სავარძელზე ფეთიანივით წამოჯდა და თვალების ცეცება დაიწყო აქეთ იქით , არ ჯეროდა , რომ უფროსი ეუბნებოდა , დაწერ იმაზე რასაც გინდაო , ეს ხომ მისი ოცნება იყო ? -და ამისთვის ჩემგან რას მოითხოვთ ? - იდაყვით მაგიდას დაეყრდნო და წარბი ჰაერში აზიდა . -სულ რაღაც იმას , რომ სტატია დაწერო , ბიზნესმენ ზუკა გვიჩიანზე . -მაგაში რა არის ძნელი ? - მხრები აიჩეჩა უდარდელად . -მეკაიფები ? - "აჟარგონდა ნანიკო" - არავის აძლევს ინტერვიუს . -დაგენიძლავები მე მომცემს - ჩაიცინა ცინიკურად ყიფშიძემ . -დამენიძლავე მაგრამ იცოდე ძალიან გაგიძნელდება - თვალი ჩაუკრა საუკეთესო ჟურნალისსტს . -კი მაგრამ პიარი არ უნდა მაგ კაცს ? - დაეჭვებულმა იკითხა ყიფშიძემ. -პიარი რათ უნდა გაივლის ქუჩის ერთ მხარეს და სამი ქუჩა მაგაზე ლაპარაკობს . -რატომ ? მე , რომ არ ვიცი ვინ არის ? გაკვრით კი მაქვს მოსმენილი მაგრამ ... -საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბიზნეს მენია . -ვააუ , კარგი როდისთის გინდა ინტერვიუ ? - ჩაიცინა ცალყბად , ასეთია ჯერ თავის თავი და იცის , რომ ყველაფერი გამოუვა . არა იმიტომ , რომ თავში აქვს ავარდნილი და ამპარტავნია , არამედ იმიტომ , რომ იცის ეს მას სჭირდება და ყველაფერი უნდა გააკეთოს ამისთვის . -სასურველია ხვალისთვის დაიწყო მაქსიმუმ 1 თვე მაინც გაიწელება. -რა ერთი თვე მეღადავები ? - უცებ მოდუნდა უფროსთან ყიფშიძე - 10 დღეში მაქსიმუმ ინტერვიუზე დაგიკერავ მაგას მე პირადად . -კარგი რა შანსი არ გაქვს - აიქნია ხელი უფროსმა . -ნანიკო კარგი რა მაგას რა უნდა . -დავნიძლავდეთ ? - იკითხა და გაიცინა უფროსმა . -დავნიძლავდეთ - ამაყი გაიჯგიმა სკამზე . -კარგი თუ შენ მოიგებ მე თავისუფალი წერის საშუალებას მოგცემ და თუ მე მოვიგებ დაწერ სულ იმაზე რაზეც გეტყვი მე გასაგებია ? - ჰკითხა უფროსმა. -გასაგებია - თავ ჩახრილმა ამოილაპარაკა, არა მართლა , რომ არ მისცეს ინტერვიუ იმ ზუკამ მერე რა ქნას ? რამხელა რისკზე მიდის , წუწუნსაც კი ვეღარ გაბედავს იმაზე , რომ თავისუფლად უნდა წეროს , ნიძლავი ? ეს რაღამ მოაიფიქრებინა , მაგრამ უარსაც ვეღარ იტყვის იმდენი ილაქლაქა თავის თავს ვეღარ გადააბიჯებს . -კარგი ხვალ მივაკითხავ პირდაპირ კაბინეტში - ჩაიქირქილა თავისთვის. -არა , რა კაბინეტში ხვალ , კორპორატიული , რომ გვაქვს დაგავიწყდა ? თანამშრომლები და სტუმრებიც იქნებიან მთელი ელიტა , უნდა მოხვიდე უეჭველი ეგ კაციც იქნება . -კარგი - მხრები აიჩეჩა - უი ისე ეგ სულ დამავიწყდა , რომელზეა ? -9 საათზე ... - შენ ალბათ 10თზე მოხვალ ფურორი , ხომ უნდა მოახდინო ? - გაიცინა ნანიკომ. - ხო მართლა შეგიძია ორი ადამიანის წამოყვანა ... -მართლა ? ძალიან კარგი წავალ მაშინ მოვემზადები . -კარგად და წარმატებები ნიძლავი შენი უნდა იყოს ! - გაამხნევა ქალმა - ეგ მეც მაწყობს - გაეკრიჭა უფროსი . უცნაურ განწყობაზე გამოვიდა მისი კაბინეტიდან და თავის კაბინეტში შევიდა მობილური მოიმარჯვა და და ძმა გურაბანიძეებს დაურეკა . -აბა ძმებო რას შვებით ? - ჰკითხა გახარებულმა . -აუუ ხო გთხოვე იოგაზე არ შეხვიდე ჩემს გარეშეთქო ? - აწუწუნდა ნუცა . -და როდის შევედი რო ? - იკითხა გაოცებულმა . -აბა კარგ ხასიათზე რატომ ხარ ? - გაეღაადავა თავისი აზრით . -1 კვირაა აშხამული დავდივარ და საუკუნო შინაბერად ნუ მაქცევ გეფლიზები - ჩასძახა მხიარულ ნოტაზე დაქალს - აკუნკულ აქ ხარ ? - ჰკითხა ბიჭს . -აქაა ხო გაუთიშე ამას სპიკერზე ჩავრთავ გვერდით მიწევს . -უი მართლა ? კაი მოიცა - ჯგუფიდან აკო გამოთიშა და მობილური კმაყოფილმა მიიდო ყურთან - მოკლედ ხვალ საღამოს 9 ზე . -ანუ ათზე - ჩასძახა ირონიულად აკომ მობილურში და გაიცინა ნუცასთან ერთად . -აჰააამ - გაიკრიჭა ყიფშიძეც - მოკლედ კორპორატიული მაქვს და ნანიკომ ორი ადამინის წამოყვანა შეგიძლიაო ხომ წამოხვალთ ? - ჰკითხა და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა პასუხის მოლოდინში . -აბა რას ვიზამთ - გაიცინა ნუცამ . -აკოო შენც ხომ წამოხვალ ? -სხვა გზა მაქვს ? - მოესმა აკოს ჩაცინება და თვითონაც გაიბადრა. -არა , ნუც კაბა მინდა ვიყიდო და წამოხვალ დღეს ჩემთან ერთად? -წამოვალ წამოვალ გამოგიარო ჩემი მანქანით თუ სად შეგხვდე ? -არ მინდა ჩემი მანქანით მოვალ , თბილისი მოლთან 1 საათში კარგი ? -კარგი - ჩასძახა და გაუთიშა . ნანიკოსთან შევიდა და უთხრა ცოტა ადრე წავალ კაბის ყიდვა მინდაო იმანაც კარგი იცოდე ხვალ შენი დღეაო . მანქანაში ჩაჯდა და თბილისი მოლისკენ გზას გაუდგა . ^^^ ზუსტად 9 საათზე დაიწყო მომადება , მაშინ როცა უკვე იქ უნდა ყოფილიყო . ულამაზესი მუქი ლურჯი , შავში , რომ გადადის ეგეთი მუქი კაბა იყიდა . მკერდის ზემოთ სულ გიპიიურით ხელებზეც და ზურგ ამოღებული , მკერდიდან მთელი კაბა უკვე ლურჯ მუქ ნაჭერში იყო შემალული . მუხლს კარგად აცდენილი მოკლე. კაბის სიგრძის პრობლემა არ აქვს , აკომ თუ არ გაუჭედა შეუძია ისე გავიდეს , რომ ძალიან მოკლე კაბა ეცვას , მაგრამ არა ვულგარული . ყოველთვის გემოვნებიანად აცვია , რასაც ყველა მისი ნაცნობი უსვამს ხაზს. კრემისფერი მაღლები მოირგო და რიჟა ბუნებრივი თმა დახვეული ლამაზად გაისწორა . სათვალე გაიკეთა მსუბუქ მაკიაჟზე და თავისი თავით კმაყოფილი გაიჯგიმა სარკის წინ . ქვემოთ ჩასული აკოს ჩაუხტა უკანა საავარძელზე მანქანაში და საჭესთან მჯდომს მუდარით სავსე თვალებით გადახედა . შემდეგ ნუცას სიცილით შეხედა და ანიშნა ახლა მიშველეო . -ახლავე ადი და გამოიცვალე - ხმა გაიმკაცრა გურაბანიძემ . -აუ აკო აი დღეს ძალიან გთხოვ რაა აი მარტო დღეს ისე ხომ სულ გიჯერებ ხოლმე გთხოვ რაა - შეეხვეწა მეგობარს . გაგიკვირდებათ ახლა რატომ ეხვეწება 25 წლის გოგო ამდენს ბიჭს, რომ არ გამოცვლევინოსო მაგრამ ასეთები არიან ისინი . ერთმანეთის აზრს უდიდეს პატივს სცემენ და თავიანთ ცხოვრებაში ერთმანეთს პირველ ადგილზე აყენებენ . -მხოლოდ დღეს გაიგე ? არ დავინახო მსგავსი სიგრძის კაბა შენს სხეულზე გადაგებია ?! ვინმემ არა სწოად თუნდაც თვალი , რომ დაახამხამოს შენთან მიმართებაში ან შენს ზუგრს უკან იცოდე გაჩერება არც კი მომთხოვო . -გპირდები - გაუცინა მეგობარს და ღრმად ამოისუნთქა . ^^^ -ზუკა შე ტრუხა -გაიცინა ძმაკაცს ვაკომ და მხარე ხელი მიჰკრა . -ვაკო შე ტ*აკო - გამოვიდა სიტყვით თორნიკე და ძმაკაცებს გაეკრიჭა . -ვახ ჩემ რა გეშვლებათ - გაიცინა გვიჩიანმა და ლამაზი ტუჩები ოდნავ შეარხია , რის შედეგადაც ლამაზაი ქათქათა , ჩამწკრივებული კბილები სააშკარაოზე გამოამზეურა . -აუ რა გოგოები არიან უყურე ძმობას გაფიცებ - მხარი გაჰკრა თორნიკემ ვაკოს და თვალებით შავგრემან გოგონებზე ანიშნა . -დიდი ვერაფერი - მხრები აიჩეჩა ზუკამ . -შენ ეხლა გოგო ვერ დაგიკერია რა ამ გოგოების ბრალია - ეშმაკურად ჩაიხითხითა თორნიკემ , იცოდა ძმაკაცს ასე , რომ უფრო ააგდებდა ვიდრე ჯინში ჩადგომით და მტკიცებით , რომ მაგარი გოგოები არიან ის შავგრემნები , თორემ მაგაზე უკეთ ვინ იცის , ამის შესაძლებლობები ? დაკერვა ? მაშინ ნახეთ უბრალოდ , რომ შემოგხედავს გვიჩიანი ზუკა და იქვე ჩაგადნობს . -აბა აბა , მე როდის იყო გოგოს ვკერავდი - გაიცინა ზუკამ . -ამას აქეთ კერავენ შე*ემა - მხარი გაჰკრა თორნიკეს. -არა დამიმტკიცე , რომ შეგიძლია გოგოს დაკერვა - მხრები აიჩეჩა თორნიკემ . -აუ მოაშორე ეს ძალით ინტრიგანი რაა - მხარი გაკრა ვაკოს . -მიდი შენც კიდე მოიშორებ ადვილად . -მოდი დავნიძლავდეთ , რომ ვერ დაკერავ - გაიცინა თორნიკემ და ძმაკაცის აგდებით კმაყოფილმა ჩაიცინა . -რა გინდა ტოო - ხელი აიქნია მობეზრებულმა ზუკამ . -მიდი და თუ მოიგებ აღარ შეგიჭამ ტვინს - იცოდა ახლა ეს აბსურდული რაღაც , რომ წამოროშა მაგრამ ერთადერთი იყო რითიც შეძლებდა სვანის მოსყიდვას . -ვინც არა ? - ეშმაკურად ჩაიცინა სვანმა. -დაგინებულია - მხრები აიჩეჩა თორნიკემ , კარგად იცოდა ახლა რაც თქვა იმას , რომ ვეღარ გადაახტებოდა მაგრამ ჯიუტად განაგრძობდა ძმაკაცის ნერვებზე თამაშს. -კარგი , რომელი აბა ავარჩიო - თვალების ცეცება დაიწყო აქეთ იქით გვიჩიანმა. -ოპ ოპ ჩვენ აგირჩევთ - თითის აწევით გააჩერა ძმაკაცი - შენ ვინმე ნაცნობს აირჩევ უკვე დაკერილს , ისედაც იმდენი ქალი გყავს გარშემო , მინიმუმ 20 აქ გაგეჩითება - უკმაყოფილომ აიბზუა ხელი . -კარგი გისმენ და გიყურებ - გაიცინა სვანმა . -ვაკო იმაზე რას იტყვი ? - გაახედა ხანში შესული ქალისკენ , რომელსაც ლეოპარდისებრი კაბა ეცვა - ბრის - ხელები მოკუმა და კატის იმიტაცია გააკეთა . -შენ ხო არ ან*რევ ბიჭო ? - წარბები შეკრა გვიჩიანმა . -გრრრ - აყვა ვაკოც სიცილით . -ამმ აი ის ? - კრემის ფერი კაბით პუტკუნა ქალისკენ ანიშნა ძმაკაცს . -დაახვიე აქედან ეხლა - შეკრული მუშტი გასწია მისკენ , რომ არა გვერდით გაწეული თორნიკე ღმერთმა იცის რა მოხდებოდა . -აი ის - დაბნეულმა ამოილუღლუღა ვაკომ და კარისკენ გაახედა მოხარხარე თორნიკე , ბიჭმა სიცილით გაიხედა და ღიმილი სახეზე შეახმა რიჟა ულამაზესი და უსექსუალურესი გოგონა , რომ დაინახა . -აბა რომელი საფრთხობელა ამირჩიეთ ამჯერად - ირონიულად ჩაიხითხითა გვიჩიანმა და ბიჭების მზერას თვალი გააყოლა . რიჟა გოგონას , რომ გადააყწდა თვალებით ტუჩები ერთმანეთს დააშორა ოდნავ და ქვედა ტუჩზე ენა გადაიტარა . ფეხებიდან დაიწყო ათვალიერება და კმაყოფილმა მოავლო მზერა , შხვართ ფეხებს , გამოყვანილ წელს და აშკარად მრგავალ უკან მდებარე ბურთებს , მზერით ზემოთ აუყვა და ორ წინა აშკარად გემრიელ ბურთულად , რომ გადააწყდა ქვედა ტუჩს კბილები დაასო , ლავიწებს გაუსწორა მზერა და ცხადად წარმოიდგინა მის ლავიწებზე თავისი კბილები , მზერა ახლა ტუჩებს გაუსწორა და კმაყოფილმა ჩაიღიმა დიდი ლამაზი ტუჩების დანახვისას , თანდათან ზემოთ აუყვა და კუროსა ცხვირის კონტური წარმოსახვაში თითით დახატა . თვალები , მისი თვალების წინ გააუსწორა და თაფლისფერ მუქ თვალებში მთელი ინტერესით შეხედა . ბუნებრივი თმა წარმოსახვით ხელებითაც კი მოუსინჯა და მოეჩვენა , რომ ხელში რაღაც ფაფუკი ეჭირა და ეფერებოდა რაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა . როგორ უნდოდა გოგონას თვალებისთის უფრო დიდ ხანს ეყურებინა , მაგრამ მან მალევე მოაშორა მზერა და ღიმილით გაიხედა ვიღაც ქალისკენ . ქალში ერთ-ერთი ჟურნალის დირექტორი , რომ ამოიცნო კმაყოფილმა ამოიგმინა და შეკრული მუშტები მოადუნა , შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო და მის ქათქათა კბილებს დაუწყო ყურება . ულამაზესი ღიმილით , რომ იღიმოდნენ . -ოე , ოე სვანო - გაუცინეს ბიჭებმა ძმაკაცს . -ეს გოგო თქვენი ნძლავის გარეშეც უნდა გახდეს ჩემი - ამოილაპარაკა დარწმუნებით და ვნებიანი მზერით აათვალიერა რიჟა. -ნიძლავი ძალაშია ? - ჰკიტხა შეპარული ღიმილით ძმაკაცს ძმაკაცმა. -ძალაშია ეს გოგო ამ ღამესვე თუ არა რამდენიმე დღეში ჩემი გახდება - წარმოსახვაში ათასჯერ გააშიშვლა უნაკლო სხეულის და სახის პატრონი და კმაყოფილმა ჩაიცინა . -ეჭვიც არ მეპარება -ამოილაპარაკა თორნიკემ . -აბა ეს ნიძავი რა ჩემ ფეხებად გინდა ? - ჰკითხა ისე , რომ გოგონასთვის თვალი არ მოუშორებია . -რათ მინდა და ისე ვერ აგაგდებდი და - ჩაიცინა ბიჭმა . ^^^ -ნანიკო - ღიმილით მიესალმა უფროსს ყიფშიძე . -ულამაზესი ხარ თათუკა - შეაქო ჟურნალისტი . -მართლა ? ძალიან დიდი მადლობა შენც - "დააკომპლიმენტა" მართლაც , რომ ლამაზი მაგრამ ხნიერი ქალი . -მადლობა ჩემო საყვარელო , უი ჩვენი სამიზნე აქ უნდა იყოს სადღაც -თვალების ცეცება დაიწყო ქალმა - აი ისიც - მის მზერას თვალი გააყოლა ფრთხილად და მუქ შავ თვალებს , რომ შეეჩეხა , აბობოქრებულ ზღავს , რომ მიაგავდა ინსტიქტურად გაატრიალა თავი . -მგონი გიყურებს - უთხრა და თმა იიქითა მხარეს გადაიწია მალულად უფრო კარგად , რომ ეთვალთვალა სამინესთვის - სიმპატიური კია იცოცხლე. -მგონი აქეთ შემეხვეწება ინტერვიუს მოგცემო ისე მიყურებს - ჩაიცინა მისი მზერით დამწვარმა ყიფშიძემ . -აარამგონია ეს ასე გიყურებდეს მგლის გამომეყვლება აქვს ამ წამს . -მერე დავკერავ რა პრობლემაა - მხრები აიჩეჩა გოგონამ . -იზავ მაგას ინტერვიუს გამო ? - შეიცხადა ქალმა . ისეთს არაფერს ვიზამ , დარწმუნებული ვარ მისი მზერიდან გამომდინარე რაიმე სახის ფლირტს წამოიწყებს და მეც ავყვები სანამ ინტევიუს არ მომცემს - მხრები აიჩეჩა გოგონამ . იცოდა რა საშინელ რაღაცას ხლართავდა ახლა , და თავის თავისაც საშინლად რცხვენოდა ამ ყველაფრის გამო , მაგრამ მართლა სჭიდებოდა ახლა ის რასაც ნიძლავის მოგების შემთხვევაში მიიღებდა . არ უნდოდა ხალხის ტვინი მსგავსი სისულელეებით გამოეტენა და უნდოდა ყველაფერი ისე ექნა ისიც , რომ გაბედნიერბეულიყო და ხალხსაც ცოტა სერიოზული სტატია , რომ დაეკითხა . შამპანურს "წრუპავდა" და ყველას უღიმოდა ნაზად , ცდილობდა სამიზნესკენ არ გაეხედა ისე მოქცეულიყო . გურაბანიძეებს საერთო ნაცნობი კერძოდ გურაბანიძეს ძმაკაცი შეხვედრიათ იქ გამოუხადეს დიდი ხანია არ მინახავს საზღავარგარეთ იყო წასულიო და უნდა ვნახოო ხო და დაც წაიყვანა . ტვინი შეუღნა წამოდი შენც გაგაცნობო მაგრამ ძმაკაცში გვიჩიანი და მისი თანმხლები ბიჭები , რომ ამოიცნო არჩია ადგილზე დარჩენილიყო და ჯერ ჯერობით თავი მოეთოკა საქციელებთან ერთად . ჩანთა დაუვარდა და ასაღებად გადაიწია , უცებ აიღო ჩანთა და იქვე მაგიდაზე დადო უსაფრთხოდ , კაბა გაისწორა თმაზე ხელი ჩამოისვა და ღიმილით აიღო თავისი შამპანურის ჭიქა მაგიდიდან , უკან შეტრიალდა და ღიმილით კინაღამ სახეზე შეახმა ცალ ყბა ღიმილის ავტორად ზუკა გვიჩიანი , რომ ამოიცნო . ღიმილი შეინარჩუნა და გამომეტყველებით ჰკითხა რა გინდაო . მამაკაცი გოგონას წინ დაუდგა და ჯიბეებში ხელი ჩაიწყო . ისეთი მომაკვდინებელი მზერა ჰქოპნდა , ადგილზე ჩაადნობდა ნებიესმიერ გოგონას მაგრამ ვერა და ვერ მოახერხა მსგავსი ადვილი ხერხებით მოძრაობა ყიფშიძესთან . გოგონა ისეთი მოტივირებული იყო ინტერვიუზე , რომ ყველა თავისი ქალური სურვილები და გრძნობები უკანა პლანზე გადასწია , წინ კი კარიერა და "იმიჯი" გადმოიტანა . -გამარჯობა - მიესალმა მამაკაცი და მისი ხელი თავისაში მოიქცია შემდეგ კი მტევნის ზურგს ტუჩებით შეეხო . დავლილი ჟრუანტელი , ცხელი ტუჩებისგან , რომ იყო გამოწვეული უმალვე მიჩქმალვა და ფრთხილად "გამოგლიჯა" ხელი . -გამარჯობა , გიცნობთ ? - ჰკითხა და ისეთი მზერით შეხედა თითქოს არ იცოდა საიდან ეცნობოდა და გახსენებას ცდილობდა . -არა , რაც ძალიან სამწუხაროა - მამაკაცმა ცალყბა სიციილი მოიშორა და ირონიულად ჩაიცინა . -ვერ გავიგე ? - ჰკითხა ვითომ დაბნეულმა . -არაფერი , არაფერი - გაუღიმა მამაკაცმა - გავიგე აკოს მეგობარი ყოფილხარ . -დიახ , გურაბანიძეების მეგობარი ვარ - მიანიშნა როგორც ნაშას ვერ შემომხედავო . ასეთი რაღაცეები სულ აწუხებდა , მზერით ხვდებოდა ვის რატომ უნდოდა მასთან ყოფნა , ამიტომ ამბობდა ყოველთვის კაცებთან ახლო ურთიერთობაზე უარს . -რას საქმიანობ ? - უცებ გადავიდა შენობით ფორმაზე და თათუკასთვის სასურველ თემაზე . -ზუკა ... - ახლახანს გაეცნო გოგონას . -თათუკა - გაუღიმა , მზაკვრული ღიმილით . -ისე მიღიმი თითქოს რაღაცის გამოსვლა გიხაროდეს გულში - უცებ გაშიფრა მამაკაცმა და მისი ლოყებზე ახურებაც გამოიწვია . -არა მე ასე ვიცინი - უცებ იმართლა თავი . შეეძლო მამაკაცს ჩასძიებოდა და გამოეტეხა მაგრამ რატომღაც თავი შეიკავა. - ჟურნალისტი ვარ . -ოო არაა - ამოიხვნეშა ნირწამხდარმა . დაბნეულმა ააფახუნა წამწამები თათუკამ . -მესმის , საშინელი პროფესიაა , მითუმეტეს იმაზე რასაც მე ვწერ - გამოუტდა და გაუშინაურდა უცებ . -რაზე გაწერინებენ ? როგორ დავიზღვიოთ თავი ფრჩხილის მოტეხვისგან ? - ირონიულად ჩაიცინა მამაკაცმა და თავის აზრით დასცინა გოგონას და მის პროფესიას , მაგრამ ვაი , რომ ეს მართალია . -კითხულობ ? - ჰკითხა ირონია შეპარული ტონით გოგონამ და ისიც უცებ გადავიდა შენობით ფორმაზე. -მართლა მაგაზე გაწერინებენ ? - გაიცინა ბიჭმა - არა არ წამიკითხავს და არც მაქვს სურვილი , მაგაზე როგორ წერ - იუკადრისა უცებ . -გგონია მე მინდა ? - მხრები აიჩეჩა და თმის ერთი მხარე უკან გადაიყარა თავის გაქნევით და ხელის ერთი მოძრაობით . -ძალით რატომ წერ აბა ? - აიჩეჩა მხრრები სვანმაც. -ჩემი სამსახურია , არ მინდა ვწერდე ასეთ სისულელეებზე , უფროსთან სულ იმაზე მაქვს კამათი , რომ მინდა ვწერდე რაიმე სერიოზულზე , პოლიტიკაზე , ზოგად საკაცობრიო თემებზე , არ მინდა მსგავსი სისულელეებით გამოვულაყო ტვინი ხალხს , მინდა მეც გავბედნიერდე და მათაც მივცე შანსი რაიმე სერიოზული წაიკითხონ . -მეგონა გსიამოვნებდათ ქალებს ასეთ ბარბულ თემებზე წერა . -კარგი რა - ხელი ნაზად აიქნია და ჭიქის ოვალურ ფორმას მოატარა თლილი თითი . - ვერ ვიტან , მინდა რამე სერიოზულზე დავწერო - ტუჩები გაბუსხა მოწყენილმა და ნამიოკი ჩაურტყა შენზე დამაწერინეო . -თუნდაც ? - ჰკითხა და ეშმაკურად ჩაიცინა . მიხვდა მამაკაცი რითიც შეიძლებოდა ასეთ ქალთან დაახლოვება . -თუნდაც : პოლიტიკა , ზოგად საკაცობრიო თემები , ეკოლოგია ან სულაც ბიზნესი , ყველაფეი ფრთხილების , პარფიუმერიის და მოდის გარდა .- ამოიოხრა გოგონამ და ტუჩები გაამაცმაცუნა საყვარლად . -ერკვევი რომელიმეში ? - ჰკითხა ზუკამ . -რა ვიცი ასე თუ ისე ყველაში , არც პოლიტიკოსად გამოვდგები არც ეკოლოგიის დამცველად და არც თარჯიმნად , რომ მთავრობის ენიდან ხალხისთის ვთარგმო მათი სათქმელი , არც ბიზნეს"ვუმენად" , მაგრამ შემიძლია წერა და ყველაფრის ღიად გამოჩენა , ყოველ შემთხვევაში მინდა - მხრები აიჩეჩა უდარდელად . -ხვალ საღამოს 8 საათზე რესტორან ფუნიკულიორზე გაწყობს ? - ჰკითხა და აჯახა გოგონას უცებ . -რა ? - პირი დააღო თათუკამ - იცი ვერ გავიგე - ალუღუღდა დაბნეული. -ხვალ საღამოს 8 საათზე რესტორან ფუნიკულიორზე , განვაგრძოთ ამ თემაზე საუბარი გაწყობს ? ბიზნესმენი ზუკა გვიჩიანი სასიამონოა - მოჩვენებით ჩაუკრა თვალი გოგონას . -ხო მგონი სადღაც მომიკრავს ყური - მხრები აიჩეჩა და თავის მსახიობურ მონაცემებს 10 ქულა დაუწერა . -ე.ი შევთანხმდით ? - ჰკითხა შეპარული ღიმილით ყიფშიძეს . -არ ვიცი - ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და გაიცინა - ალბათ კი . -ანუ კი - ჩაეიკითხა ისევ . -ანუ კი - გაუცინა მანაც . -კარგი მაშინ ხვალამდე - ხელზე ეამობორა და წასასვლელად დაიძრა . -ნომერი ? - გაოცებულმა გააყოლა თვალი . მამაკაცმა უბრალოდ ირონიული ღიმილი აჩუქა და გზა განაგრძო . დღეს დაბნეულმა მხოლოდ იმაზე ფიქრი დაიწყო , როგორ დაუკავშირდებოდა მამაკაცი . გონს ნუცას ხელების ქნევამ მოიყვანა . -ჰო რა ? - ჰკითხა თვალების ცეცებით გურაბანიძეს. -ჰო რა კი არა გოგო რა ჯანდაბა გჭირს ? - ჰკითხა დაფეთებულმა - გვიჩიანს შენთან რა უნდოდა ? -შენც იცნობ ? მეგონა მარტო აკო იცნობდა . -ბავშვობის მერე აღარ მინახავს - მხრები აიჩეჩა გოგომ. -ნანიკოს დავენიძლავე ინტერვიუს მოვიპოვებ 10 დღეში მეთქი , თურმე არავის არ აძლევს და ... ვჩალიჩობ , რომ ინტერვიუ ავიღო და დღეს თვითონ გამომეცხადა . -ხო აკოსაც ჰკითხა ის გოგო ვინ არისო - სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა უმცროსმა გურაბანიძემ . -რაა ? მერე აკომ რა უთხრა ? - დაფეთებულმა მოუწყო დაკითხვა დაქალს და კმაყოფილებისგან ადგილი ვერ იპოვა , კანში ძლივს ეტეოდა . -რაო და ჩემი მეგობარია ძაან ახლო დასავით მყავსო , ნუცას დაქალია და კაროჩეო - თქვა სიტყვა სიტყვით გურაბანიძემ . -მერე იმან რა უთხრა ? - დაკითხვას არ წყვეტდა ყიფშიძე. -არაფერი - მხრები აიჩეჩა უდარდელად - შენ რაღაც ძალიან დაინტერესებული ხარ მაგ კაცით - ჩაიხითხითა ეშმაკურად - აბა რა ხდება თქვი დროზე ! -არაფერი , ხვალისთვის სავახშმოდ დამპატიჟა - ჭიქას წაეთამაშა ყიფშიძე . -რაო ? - დაცქვიტა ყურები და გადმოკარკლა თვალები ახლად მოსულმა აკომ. -შენ საიდან გაჩნდი ასე ჩუმად აქ ? - გაუცინა მეგობარს . -რა გითხრა გვიჩიანმა ?- გაიმეორა კითხვა აკომ. -სავახშმოთ დამპატიჟა საქმეზე სალაპარაკოდ , თან ინტერვიუზე ვჩალიჩობ მაგისგან , რომ ავიღო - დაუყვავა მშვიდი ღიმილით ყველაფერი . -ააა - ჩაილაპარაკა , საეჭვოდ მშვიდად . -ოჰ როგორ მოხდა საცემად , რომ არ მიდიხარ ? - ჰკითხა სიცილით თათუკამ. -არ ვთვლი საჭიროდ - მხრები აიჩეჩა და ეშმაკურად ჩაუკრა თვალი ნუცას . ^^^ საწოლზე იჯდა და ფიქრობდა , დაურეკავდა თუ არა მართლა მამაკაცი 8 საათზე . უკვე 6 საათი შესრულებულიყო და 7 ის წუთები იყო . ნუცა და თათუკა გართხმულები იწვნენ საწოლზე და ჭერს უყურებდნენ . -მარტო არ გეშინია ცხოვრება ? - ჰკითხა უეცრად დაქალს გურაბანიძემ , რაზეც ძალიან გაეცინა ყიფშიძეს . -რისი უნდა მეშინოდეს გუდიანის? -რა ვიცი , რა ვიცი - მხრები აიჩეჩა ნუცამაც . -მობილური მომაწოდე რაა - თხოვა ზარის შემდეგ , დაფეთებული წამოჯდა საწოლზე და აკოს ზარს , იმედ გაცრუებული მზერა შეანათა . -ხო აკო - ჩაიჩურჩულა თავისთვის . -რას შვებით ჭკვიანად ხართ ? - ჰკითხა ჩვეული კითხვა. -კი ჭკვიანად ვართ - გაუცინა ტელეფონში . -კარგი გაკოცეთ შუბლზე - მობილური გათიშა და იქვე მიაგდო . ზარი 2 წუთის ინტერვალის შემდეგ კიდევ განმეორდა , იფიქრა ისევ აკო იქნებაო და მწვანე ღილაკს თითი გადაუსვა, მერე მიხვდა უცხო ნომერი , რომ ურეკავდა და ყურთან მიიდო თვალებ დახუჭულმა. -გისმენთ - ნაზი ხმით ამოიჩურჩულა და ბალიშზე თავი უფრო კომფორტულად მოაკალათა . -1 საათში მოგაკითხავ სახლთან და მზად იყავი კარგი ? - მოესმა ნაცნობი ხმა და დააჟრჟიალა . -ზუკა ? - წარმოთქვა გაოცებულლმა . -მე ვარ - გაუცინა ტელეფონის მეორე მხრიდან . ნათლად წარმოიდგინა მისი თეთრი ქათქათა კბილები და ბაგეები , მარწყვივით ბაგეები , რომლებიც ოდნავ შეირხა და ერთმანეთს დაშორდა , შავი მუქი თვალები ცეცხლის ფრად , რომ ანათებდა მომენტებში და იგრძნო , როგორ გააცხელა მთელს სხეულში . მისი ბოხი ხმა ისეთი ტემბრის იყო , შეუძლებელია ვინმე არ ჩაადნოს ადგილზე . კიდევ კარგი ახლა ვერ ხედავდა რა დღეში იყო თვითონ და როგორ უკანკალებდა სხეული , თორემ ხომ ეგონებოდა სულელი ? არ არის თუ ? -კარგი მზად ვიქნები - მობილური გათიშა და გაოცებული საწოლზე წამოჯდა ნუცას ზემოდან დააცქერდა და საუბარი დაიწყო . -რომ იცოდე რა სახე გაქვს , გადაიხარხარებდი - ნუცამ იმხელა ხმაზე მორთო სიცილი , თვითონაც გაეღიმა - გაები ჩიტო ? - ჰკითხა სასაცილო ტემბრით და საწოლზე წამოჯდა თვითონაც . -რა ჩავიცვაა - აბუზღუნდა ყიფშიძე და ნუცას მავედრებელი თვალებით გადახედა . -მე ამას ჩავიცვმადი - ხელში ლამაზი კაბა მიაჩეჩა , შავი ოდნავ დეკოლეთი , წელზე ოდნავ ამოღებული და ვიწრო , მუხლებამდე შემოტკეცილი მთლიანი კაბა - არც ძალიან ვულგარული , არც ძალიან გამომწვევი , მაგრამ ლამაზი და სექსუალური , ისეთია ამ სიტუაციას , რომ შეეფერება - დაარიგა დაქალი . -მართალი ხარ - ბიუსჰალტერი გაიხადა და ეგრეთ წოდებული "ტანგა" ამოიცვა . -ლიფს არ იცვამ ? - ჰკითხა ნუცამ . -ხომ იცი , რომ არ მჭირდება - ამაყი გაიჯგიმა და კაბა გადაიცვა . -აუ რა ბედნიერებაა წარმომიდგენია - ოცნებებში წასულმა სახე დაბრიცა გურაბანიძემ . -ახლა შენ ხარ სასაცილო - კისკისი დაიწყო ყიფშიძემ და თან სარკეში კმაყოფილმა შეათვალიერა თავი . -აი ეს ქუსლები ჩაიცვი მაგაზე - შავი მაღლები მიაწოდა და ჩააცმევინა . -ლამაზია , უხდება ხო იცი შენ - გაიცინა და საბოლოოდ შეათვალიერა თავისი თავი. ვარცხნილობა არ შეუცვლია , ფაფუკი რბილი და რიჟა თმა , ოდნავ დახვეული ბუნებრივად , ზურგს უკან გადაიყარა და საყურეები გაიკეთა . მკრთალი მაკიაჟი გაიკეთა და შავ ქლაჩს ხელი დაავლო. -მგონი მზად ვარ - ამოილაპარაკა კმაყოფილმა . -მგონი ? - საეჭვოდ შეხედა და ცალი წარბი ზემოთ აზიდა გურაბანიძემ .-შოკი ხარ - ცერა თითი ზემოთ აღუმართა და გაუცინა . -მართლა ? - ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და მოზუზუნე ტელეფონს დასწვდა . -უი რა დრო გასულა - ტელეფონი აიღო და ნაცნობ , უცნობ ნომერს კანკალით უპასუხა . -მზად ხარ ? -მოესმა ინტონაციურად , ბოხი მაგრამ გასაგიჟებლად ტკბილი ხმა და ნარნარით ამოუშვა ჰაერი გაპობილი ბაგეებიდან . -კი მზად ვარ მოხვედი ? - ჰკითხა გაოცებულმა , კი მაგრამ ამ ბიჭს ან ნომერი ვინ მისცა ან მისამართი . -კი მოვედი ჩამოდი - უთხრა და გაუთიშა . -ნუცას გასაღები ხო იცი სადაც დევს ? მივიდვარ მე - უთხრა და გადაკოცნა . -ხო მიდი წადი - აკოცა დაქალს და თვალებით გაამხნევა . ქვემოთ ჩასულს , მუქ გაქექილ ჯინსებში ჩაცმული ზუკა დახვდა , შავი საროჩკა ეცვა და შავი პიჯაკი , კლასიკური კედები მოერგო და სათვალე , სწორ ლამაზ ცხვირზე დაეკოსებინა . მანქანას მიყუდებულმა ,გოგონა გადაკოცნა და კარი გამოუღო ღიმილით . -შესანიშნავად გამოიყურები - "დააკომპლიმენტა" და ყიფშიძე და დაელოდა , როდის ჩაჯდებოდა მანქანაში კარი ჯელტმენურად , რომ მიეხურა . -მადლობა , შენც კარგად გამოიყურები - ნაზად გაუღიმა და მანქანაში ჩაჯდა . კარი მიუხურა და სწრაფად მოუარა მანქანას მეორე მხარეს , თავის ადგილად დაჯდა და ძრავა ჩართო . -აბა წავედით ? - ჰკითხა ღიმილით ისე , რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია . -წავედით - გაიღიმაა და ადგილზე გაისუსა . -ჩემი ნომერი და მისამართი საიდან გაიგე ? - ჰკითხა მაინც , რომ ვერ მოისვენა ინტერესისგან და ცნობისმოყვარეობისგან . -მაგაზე ადვილი რა არის ? - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. -შენ ხარ ჟურნალისტი თუ მე - გაიცინა გოგონამ და მობილურის უკანა პანელს წაეთამაშა ფრჩხილებით . -რა ვიცი - გაიცინა და გოგონა ვნებიანი თვალებით აათვალიერა . ორივეს კარგად ახსოვდა , რომ მათი ურთიერთობა 10 დღის ამბავი იყო . ორივე იმისკენ მიილვტვოდა , როგორ ჩაეგდოთ ერთმანეთი 10 დღეში . მაგრამ არავინ იცოდა რა მოხდებოდა ამ 10 დღეში , დამთავრდებოდა ყველაფერი ისე , როგორც იყო დაგეგმილი თუ დაიწყებოდა ყველაფერი თავიდან , ახალი ეტაპიდან ? ეგ არავინ იცოდა . ^^^ -რას მიირთმევთ ? - 5 წუთი იყო რაც რესტორანში იყვნენ შესულები , ჯიქურ უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში , არც ერთი ფიქრობდა რამის შეკვეთაზე და ხმის გაღებაზე . ოფიციანტის ხმა , რომ არა ეშმაკური და ჯიუტი მზერა ვინ იცის რამდენ ხანს გასტანდა . -რას შეუკვეთავ ? - ჰკითხა მამაკაცმა , კმაყოფილი ღიმილით . -და რას შემომთავაზებ ? - ჰკითხა ეშმაკური ღიმილით თვითონაც , ითამაშებს ცოტა ხნით საინტერესო , თამამი და ინტრიგანი ქალის როლას არაფერი უჭირს . მამაკაცმა ვნებიანად აათვალიერ ჩაათვალიერა ერთი შეხედვით თამამი ქალი და ტუჩის კუთხე მომაკვდინებლად ჩატეხა . -მე ძალიან მიყვარს ცეზარი - ტკბილი და ჰარმონიული ხმით წარმოთქვა და გოგონას თვალებში ჩააშტერდა , რომელმაც ქვედა ტუჩს ოდნავ დაასო კბილები . -იყოს ცეზარი - ჩაილაპარაკა ვნენიანი და სექსუალური ხმით . -ანუ ცეზარი ? - იკითხა დაბენულმა ოფიცინტმა - კარგით რამეს დალევთ? - იკითხა მას შემდეგ რაც დადებითი პასუხი მიიღო . -წითელი თუ თეთრი ? - ჰკითხა მამაკაცმა ყიფშიძეს. -წითელი - გაუღიმა ლოყებ აფარკლულმა. -კარგით ახლავე - ოფიციანტი მაგიდას გაშორდა და მარტო დატოვა "წყვილი" -წითელი ? - იკითხა გაკვირვებულმა მამაკაცმა - ქალები თეთრს უფრო ირჩვენ ხოლმე - მხრები აიჩეჩა გვიჩიანმა . -წითელი უფრო მშვიდი , ნაზი და სხვანაირი დასალევია - ჩაიჩურჩულა და ცარიელი ჭიქის ოვალურ ზედაპირს საჩვენებელი თითის გული მოავლო , რაზეც მამაკაცს მზერა გაეყინა . -ინტიმური გინდოდა გეთქვა ? - წარბი აზიდა ზემოთ სვანმა. -თუნდაც - მხრები აიჩეჩა უდარდელად ყიფშიძემ . შეკვეთა მიიტანეს და მაგიდაზე დაალაგეს . ღვინო ფრთხილად ჩამოასხა გვიჩინმა , ისე , რომ თათუკასთვის მზერა არ მოუშორებია . -იცი ? მგონი ამ ღვინოზე წითელი შენ ხარ - გაუცინა ირონიულად ზუკამ და გოგონა უფრო აახურა მთლიანად . -მაღალი ტემპერატურის ბრალია , საკმაოდ ცხელა - კისერში ხელი შეიცურა და თავი ოდნავ გადააკონწიალა მეორე მხარეს. -დაცხა ხო ? - ხელებით მაგიდას დაეყრდნო და გოგონას სახე უფრო მიუახლოვა. -ძალიან - სახე გათანგულმა ამოიჩურჩულა და სკამის საზურგეს აეყუდა მძლავრად. -გუშინ ამბობდი ჩემი სამსახური არ მომწონსო ხო ? - იკითხა გვიჩიანმა და ჩანგალი თეფშს უხმოდ დაუბრუნა . -არა ეგრე ვერ ვიტყვი , ძალიან მომწონს , მაგრამ არ მომწონს ის თემა , რომელზეც მაწერინებენ , მინდა უფრო სერიოზულზე ვწერო , მაგალითად პოლიტიკაზე - მხრები აიჩეჩა გოგონამ . -და რატომ არ მოგწონს ? -სისულელეა , ვის რაში აინტერესებს ვის ვინ მოსწონს , როგორი ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვა და როგორ უნდა დიაზღვიო თავი ფრჩხილის მოტეხვის გარდა ? - მხრები აიჩეჩა და ტუჩები გაბუსხა. -ხო ეგეც მართალია - მხრები აიჩეჩა მამაკაცმაც და საზურგეს მიეყუდა . ჯიუტად არ იღებდა ხმას , და არ ამბობდა არაფერს ინტერვიუზე . ლაპარაკობდა ყველაფერზე გარდა სამსახურისა , ყიფშიძეც აღარ ეძიებოდა . საუბრობდნენ დაბალ , ვნებიან ტონალობაზე და ასე უფრო იზიდავდნენ ერთმანეთს. ისეთი დაუკებელი სურვილი გაუჩნდა , ახლა ამდგარიყო და ყველა მისი სიამაყე ხელებში მოექცია , მაგრამ ვაი , რომ ყიფშიძე ასე ადვილად არ ჩაუვარდებოდა მკლავებში. ეტყობოდა გოგონას მოთმინების უნარი , რომ ჰქონდა . ეტყობოდა , როგორ იწვევდა მამაკაცს , ამით კი უფრო ხელდებოდა გვიჩიანი და უასმაგდებოდა სურვილი მისი ხელში ჩაგდების . ^^^ -შესანიშნავი დრო გავატარე , დიდი მადლობა - გაუღიმა გოგონამ და ქლაჩი ხელში აიღო. -არაფერს - გაუღიმა მამაკაცმა - იმედია ისევ შევხვდებით , ოღონდ არა ფორმალურ ადგილებში - ნამიოკი ჩაურტყა ქალს და ჩაიღიმა მისი დაბნეული სახის დანახვისას. -იმედია - ჩაიცინა და კარი გამოღო - კარგად - მისკენ მოწეული მამაკაცი ნაზად გადაკოცნა და მანქანიდან გადავიდა . მშვიდად მიდიოდა სადარბაზოსკენ , გრძნობდა მწველ მზერად უკნიდან სავარაუდოდ , სავარაუდოდა კი არა გვიჩიანისგან , მაგრამ ჯიუტად არ იხედებოდა უკან , მანქანა უძრავ მდგომარეობაში იდგა . სანამ თვალს არ მოეფარა , სწრაფად ავარდა სადარბაზოში და კარი დაფეთებულმა გააღო . გასაღები იქვე მიაგდო და ჩანთაც მის გზას გაუყენა . გადაფარებული ფარდა სამზარეულოდან ოდნავ გადმოწია და მანქანას ღიმილით დააშტერდა . მამაკაცმა ხელი დაუქნია და ირონიული ღიმილით გაშორდა ტერიტორიას მანქანით . ზედიზედ მეხუთე დღე იყო რაც გვიჩინას ხვდებოდა , "ოფიციალურ" რესტორნებში. მამაკაცმა დაუგეგმა , რომ მეექვსე შეხვედრა აუცილებლად ბუნებაში უნდა ყოფილიყო და , რომ მას უნდა წაეყვანა იმ გასაიდმულოებულ ადგილას , რომელზეც 2 დღის წინ უყვებოდა სვანს . ადგილი აქვს საიდუმლო , რომელიც მხოლოდ მან იცის , არ იცის რატომ მაგრამ შუა ლაპარაკის დროს , ფაქტია მამაკაცს უთხრა ამ ადგილის შესახებ. მობილურზე ზარმა გამოაფხიზლა და ტელეფონი აიღო. გვიჩიანის ნომერს ღიმილით დახედა და მის ფოტოს საჩვენებელი თითის ზურგი აწითლებულმა გადაუსვა. -საღამომშვიდობისა - მოესმა ბოხი მაგრამ ტკბილი ხმა და ადგილზე ჩადნა კინაღამ. -საღამომშვიდობისა - მიესალმა თვითონაც და საწოლზე ოდნავ წამოჯდა . -აბა დღეს მივიდივართ შენს გასეკრეტოეუბულ ადგილას ? - ჰკითხა ყიფშიძეს. -იცოდე სპორტულად ჩაიცვი -გააფრთხილა სიცილით . -შენ კიდევ თბილად , ღრუბლიანი ამინდია - მის ნათქვამზე , სითბო ჩაეღვარა გულში , იგრძნო ან უბრალოდ უნდოდა , რომ ეგრძო თუ , როგორ ზრუნავდა მამაკაცი მასზე. გაბადრულმა დაუქნია თავი მობილურში , ისე თითქოს დაინახავდა გვიჩიანი და თავის საქციელზე გაეცინა. -დავინახე , როგორ დააქნიე თავი - უთხრა ჩახშული ხმით და ყურმილის მეორე მხრიდან ჩაიცინა . -ეე საიდან - გაოცებულმა წამოიძახა და სამსახურის ქაღალდებს ხელი დაავლო შემდეგ კი მაგიდაზე დადო დასტა. -რა ვიცი მივხვდი , შენი მიმიკები ძალიან ადვილად დასამახსოვრებელია - გაუცინა გვიჩიანმაც - რომელზე გამოგიარო ? - ჰკითხა გაოცებულს. ანუ რა გამოდის ახლა ? ე,ი აკვირდება , ხოლმე ყიფშიძის მიმიკებს ? -ნახევარ საათში გამომიარე - უთხრა და მობილური შეათამაშა ხელშI ოდნავ . -ანუ 1 საათში - ჩაილაპარაკა სიცილით . -ხო ეგრე გამოდის - გაიცინა თვითონაც . -კარგი სანამ 2მდე გაზრდილა წადი და მოემზადე - ხმა ისევ მკაცრი მოესმა და ჩაეღიმა. -კარგი დროებით - გაბადრული სახით გათიშა ტელეფონი და იქვე მიაგდო. რადგან ღრუბლიანი ამინდი ელის სასურველია მართლა თბილად ჩაიცვას. შავი კოჭს ოდნავ აცდენილი შემოტკეცილი ელასტიკები მოიზომა ტანზე , ამავე ფერის სპორტული შემოტკეცილი მაიკა და შავივე ჟაკეტი მოიცვა . შავი აირმაქსები ამოიცვა ფეხზე და თმა ცხენის კუდივით გაიკეთა . თავის წითურ თმაზე გიჟდება, ისე უვლის , როგორც საკუთარ შვილს . მაკიაჟი არ გაუკეთებია ისე დაავლო მობილურს ხელი და შემოსული ზარის შემდეგ სადარბაზოში გაიქცა. კარი გადაკეტა გასაღებით და კიბეები ჩაირბინა . მანქანაში ჩახტა და სუნთქვის დარეგულირება სცადა . -რა იყო გუდიანი მოგდევდა? - ჰკითხა გაოცებულმა და თან ჩაიცინა . -გამარჯობა - გაუცინა ნარნარი ხმით და მამაკაცი გადაკოცნა. ^^^ -ახლა საით წავიდე ? - ჰკითხა და რული მარცხენა მხარეს მოატრიალა . -აუ მოდი დამსვი და მე ავიყვან -გაუცინა მამაკაცს და მისი სპორტული სტილი შეთვალიერა . როგორ უხდება თავისუფალი სტილი , რომ იტყვიან აკვდება . -იცი ტარება ? - ჰკითხა ეშმაკური ღიმილით . -რას მკადრებ - გაუცინა გოგონამაც - პრავაც მავქს დაჟე - ამაყი გაიჯგიმა სავარძელზე. -პრავის ყიდვა 300 ლარი , რომ ღირს ეგ პრავა გაქვს შენც ? - ჰკითხა სიცილით . არა მაინც , რომ არ ეშვება ნერვების მოშლას ? როგორ კბენს ხოლმე. -საიდან იცი შენ იყიდე ? - ჰკითხა ირონიული ღიმილით. -კარგი მოდი დაჯექი - მანქანა გააჩერა და თვითონ გადმოვიდა . გოგონა არც გადმოსულა ისე გადაფოფხდა საჭესთან და , უფრო მძაფრად , რომ შეიგრძნო სასიამოვნო სურნელი ლამის იქვე ჩადნა . -რა სუნამოს იყინებ ? - ჰკითხა უკვე ჩამჯდარ მამაკაცს და მანქანა ადგილს მოწყვიტა. -შანელის ალური სპორტს - გაუცინა გოგონას კმაყოფილმა -რა იყო მოგეწონა ?- ეშმაკურად აათამაშა წარბები . -ძალიან - ტუჩები გამობურცა და გაუცინა . მანქანა ადგილს , რომ მიუახლოვდა კმაყოფილმა ჩაიცინა და მინდორს თვალი მოავლო. -ეს რა ადგილია ? - ჰკითხა გაოცებულმა და მანქანიდან გადმოვიდა. მწავენ მინდორი , იებით გადაფენილი . არც თუ ისე ბევრი ხით და ერთი პატარა სახლით . -ეს მამაჩემმა ამიშენა დაახლოებით 10 წლის , რომ ვიყავი , ასე მითხრა ცუდ ხასიათზე როცა იქნები აქ მოდი და უბრალოდ ყველაფერი დაივიწყეო , ასეც ვიქცევი ხოლმე , აქ , რომ მოვდივარ ყველაფერი ნული ხდება ჩემთვის , არ ვიცი იოგაზე შესვლა რატომ ავიკვიატე მაგრამ , აშკარად ამ ადგილის მაგიურ ძალასთან ვერც იოგა მოვა და ვერც შელოცვა - ჩაიცინა და პატარა ია მინდორს მოსწყვიტა , შემდეგ კი თმაში გაიკეტა . -შავ თმაზე მეგონა აკვდებოდა მაგრამ რიჟას მართლა დააკვდა - ცერა თითი აუწია მამაკაცმა და გოგონას სახლზე ანიშნა . -ეს თქვენ ააშენეთ მართლა ? - გაიოცა მამაკცმა . -აჰამ - თავი დაუქნია გვიჩიანს - წამოდი შიგნით შევიდეთ . შიგნით შესულს , მთლიანად ხის სახლი დახვდა , შიგნით ყველაფერი , იყო რაც კი საჭირო იყო ადამიანის კომფორტისთვის . ტელევიზორის და ტექნიკის გარდა. -ტექსნიკა სპეციალურად მოტეხე ხო ? - გაუცინა გოგონას. -ხო აქ ყველაფრის დასავიწყებლად მოვდივარ და არ მინდა რამემ ჩემი ყურადღება მიიქციოს . დიდხანს იყვნენ ერთ ადგილას და ერთმანეთს ბედნიერები შესციცინებდნენ . -იცი ? - მანქანა გოგონას კორპუსთან გააჩერა და ლაპარაკი დაიწყო - არავისთვის მიმიცია ინტერვიუ , მაგრამ მინდა შენ იყო ის ერთადერთი ჟურნალისტი , რომელიც ჩემზე დაწერს . ამის თქმა და გოგონას გაოცება ერთი იყო , შიგადაშიგ ყველაფერს წერდა ჟურნალისთვის. სიტყვა სიტყვით იწერდა დღის განამვლობაში მომხდარს და აპირებდა სააშკარაოზე გამოეტანა ყველაფერი იმ შემთხვევაშიც კი თუ მამაკაცი ინერვიუს არ მისცემდა , მაგრამ ახლა ეს , რომ უთხრა ლამის ადგილს მიეყინა. იცოდა თუ გვიჩიანი გაიგებდა ნიძლავის შესახებ და იმის შესახებ , რომ ყველაფრის დაწერას აპირებდა რაც მათ შორის ხდებოდა არავითარ შემთხვევაში გააგრძელებდა მასთან ურთიერთობას . ღამე ხშირად ფიქრობდა , უკან ხომ არ დაეხია და ყველაფერი ხომ არ მიეტოვებინა , არ უნდოდა მამაკაცის თვალებში იმედგაცრუების დანახვა მაგრამ უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრიილი ჰქონდა. -მეკაიფები ? - გაოცებულმა ამოულუღლუღა და ზღვის ფერ თვალებში , ცეცხლივით , რომ გიზგიზებდა სხვივები დაბენულმა ჩახედა . -არა ! - განაცხადა სერიოზული ხმით . -სიამოვნებით - გაუცინა ყალბი ღიმილით , როგორ ცხვენდა საკუთარი საქციელის , როგორ უნდოდა უკან დახევა და ყველაფრის ნორმალურად , პატიოსნად გაკეთება ,როგორ არ უნდოდა ეს ყვეაფერი ახლა ცხადში , რომ მომხდარიყო მაგრამ ვაი , რომ ეს მართლა ხდებოდა . -ხვალ ჩემს საყვარელ ადგილას წაგიყვან , ზეგ კი ინტერვიუს მოგცემ - თვალი ჩაუკრა გოგონას - ხო და კიდევ ერთი , ზეგ მინდა სამსახურში კორპორატიულზე წამომწყვე , როგორ ჩემი მეწყვილე - გაუღიმა და მიახვედრა არაფერი არ გაქვს საუხერხულო და სანერვიულოო . -მე ? -ალუღლუღდა დაბენული . -შენ - გაუღიმა და თვალი ჩაუკრა კიდევ ერთხელ . -სიამოვნებით - დათანახმდა და გაიღიმა ისევ ნაზად - კარგად - ფრთხილად გადაკოცნა მამაკაცი და მანქანა გამოღო. სახლში ასულმა შხაპი გადაივლო და საწოლს მიესვენა. მასთან გამოსულ ნუცას ყველაფერი უამბო და მის გაოცებულ რეაქციებზე ბევრი იცინა . როგორც კი ჩაეძინა , დაქალი სახლიდან ღიმილით გამოეპარა და სახლში გადაცუნცულდა . ^^^ გვიჩიანის საყვარელ , საიდუმლო ადგილზე ბევრს ფიქრობდა , ისეთი სიმშვიდე იყო ჩიტების ჭიკჭიკიც არ ისმოდა . ამაღლებული და თითქოს მიტოვებული ადგილი იყო . პატარა "შტაბით" და სიმსვიდით მოცული . -ძალიან ლამაზი ადგილი იყო -გაოცებული ალაპარაკდა , როდესაც კორპუსთან მანქანა გააჩერა სვანმა . -ხვალ ინტერვიუს დღე გვაქვს - შეახსენა ღიმილით. -კარგი ხვალ ველოდები შენს ზარს . -ჩემთან ავიდეთ - უთხრა და გაუღიმა. -შენთან ? - დაბნეულმა ამოლუღლუღა და ეშმაკურად მოცინას გვიჩიანს შეძლების და გავრად გაუღიმა , რაც მგონი არ გამოუვიდა ეჭვი აქვს. -ხო რა იყო - გაუცინა - მიდი ახლა შენ ადი და ხვალ დაგირეკავ - თვალი ჩაუკრა და ანიშნა გადადიო. ღიმილით გადავიდა მანქანიდან და სახლში ავიდა . ^^^ -მოვდივარ გამოდი კარგი ? - ჰკითხა მობილურში , როგორც კი აიღო ტელეფონი ყიფშიძემ . -მოდი მისამართი მითხარი და მოვალ ჩემი მანქანით . -კარგი მოგწერ - უთხრა და გაუთიშა. მესიჯს , რომ დახედა შავი სარაფანი გადაიცვა წინ მოკლე უკან ოდნავ გრძელი და ბალეტკები ჩაიცვა . ბიუსჰალტერი რათქმა უნდა "არ იკადრა" და ქვემოთ ჩაირბინა . გაშლილი თქმა სახეზე ელამუნებოდა . კარი გამოღო და საჭეს მიუჯდა , მისამართზე მივიდა . ხელის კანკალით დარეკა ზარი კარზე და ძლივს გაიღიმა კარში გვიჩიანი , რომ დაინახა. -შემოდი - გაუღიმა და წელზე ხელი მოხვია . დავლილი ჟრუანტელი ვერც , თვითონ დააიგნორა და ვერც მამაკაცისგან მიჩქმალა. ზუკას კმაყოფილს ჩაეღიმა და მისაღებ ოთახში შეიყვანა მოცახცახე. -მეჩვენება თუ ნერვიულობ ? - ჰკითხა წარბაწეულმა. -გეჩვენება - ნერვიული სიცილით ჩაიცინა და მაგიდასთან დაჯდა . მამაკაცმა ტკბილეული დაუდო ყავასთან ერთად და წინ მიუჯდა. -აბა დავიწყოთ ? - ჰკითხა ეშმაკური ღიმილით. -დავიწყოთ - უთხრა და კითხვები ერთმანეთის მიყოლებით მიაყარა. -აუ რაა კოღო ხარ - დაღლილი , სიცილით ჩაეშვა რბილ სავარძელში და "ჟურნალისტს" გაუცინა . - ცვეტში სისხლი გამომწოვე , ინფორმაციის შემცველი - ჩაიცინა და ანიშნა გევრდით დამიჯექიო . ფურცლები იქვე დადო და გვერდით დაუჯდა . -ასეთი სამუშაო მაქვს რას ვიზამთ - მხრები აიჩეჩა გოგონამ . ფეხი ფეხზე გადაიდო და აწეული კაბის ჩამოწევა სცადა გვიჩიანმა ხელი , რომ აასრიალა შიშველ ფეხზე და მოუთმენლად წაეტანა ბაგეებზე . ვნებიანად უკოცნიდა ჯერ ზედა შემდეგ კი ქვედა მერე ორივე ტუჩს და კმაყოფილი ირინდებოდა ზენიტში . ყიფშიძემ კარგად იცოდა , რომ მამაკაცზე "მგონი" უკვე უგონოდ იყო შეყვარებული , იმასაც კარგად აცნობიერებდა , რომ როცა ყველაფერს გაიგებდა გვიჩიანი , როცა წაიკითხავდა სტატიას , ძალიან იმედგაცრუებული დარჩებოდა და აუცილებლად ჰკითხავდა რატომ გააკეთა ასეთი საშინელება . იცოდა მისი მოფერების და ალერსის შანს მოერეჯერ ხელში , რომ ვეღარ ჩაიგდებდა , ისე სიმაოვნბედა მამაკაცის ყოველი შეხება მსუბუქ კვნესას ვერ იკავებდა კარგად ხვდებოდა ახლა თუ არ გააჩერებდა მერე ვერც თვითონ შეძლებდა ემოციების და ჰორმონების დაოკებას და ამას ვერც მამაკაცს მოსთხოვდა , ამიტომ ვნებიანად აყვა ალერსში და ხელი თმაში შეუცურა . გვიჩიანმა მუცელზე შემოისვა და ფეხები წელზე შემოახვევინა . საწოლ ოთახში გაიყვანა და ფრთხილად მიაწვინა საწოლზე . კაბა ერთი ხელის მოსმით გააძრო და ვნებიანი თვალებით აათვალიერა "რატომღაც" შიშველი მკერდი . -შენ რა ბიუსჰალტერს არ იყენებ ? - ცალი წარბი ჰაერში აზიდა მამაკაცმა და ხელებით მკერდს წაეტანა ტუჩებით კი ბაგეებს. ხელებს უმისამართოთ დააცოცებდა მის სხეულზე ისევე როგორც ყიფშიძე და ამით უფრო ვენბიანს ხდიდა მოფერებას ორივე . ქალმა ძლიერი მაგრამ სასიამონო ტკივილი , რომ იგრძნო ხმა მაღალი კვნესა ამოუშვა გაპობილი ბაგეებიდან და ობოლი ცრემლი გადმოაგდო თვალებიდან . მამაკაცმა გაოცებულმა დახედა მის ქვეშ მოქცეულ გოგონას , იმდენად სიამონებდა მისი ალერსი იმაზეც კი ვეღარ ფიქრობდა , რომ ეს ერთი შეხედვით თამამი და გამოცდილი ქალი ქალიშვილი , რომ აღმოჩნდა . არასდროს ჰქონია პრეტენზია "ქალიშვილი ცოლი" მინდაო , არც იმის პრობლემა ჰქონდა , რომ ეს ქალი მასთან ძალიან თამამი მაგრამ ამავდროულად ძალიან მორცხვი და ნაზი იყო. ბოლო წამამდე ეპარებოდა მის უმწიკლობაში ეჭვი , მერყეობდა მაგრამ , ფაქტი ერთი იყო . გათანგულები ერთმანეთს მიესვენენ , ყიფშიძეს მაშინვე ჩაეძინა , რასაც გვიციანზე ვერ ვიტყოდით , მთელი ღამე დილის 8 საათამდე თმაზე ეფერებოდა გოგონას , და ხან ტუჩებზე კოცნიდა ხან თმაზე ხან შუბლზე , ცხვირის კონტუს , როგორც მაშინ პირველად წარმოსახვაში კონტურს ავლებდა ამჯერად უკვე რეალურად , მის ფაფუკ თმას ეთამაშებოდა ამჯერადაც რეალურად და ვერ იჯერებდა , რომ მისი იყო ეს ქალი , ხო უკვე ქალი ! ასეთი საოცარი და ლამაზი ქალი . გული სიამაყით ევსებოდა და ათასჯერ წყევლიდა იმ ნიძლავს , რომელიც ბიჭებთან დადო . ნიძლავის გარეშეც შეამჩნევდა ამ ანგელოზს , მაგრამ ზუსტად იცოდა ეს , რომ როდესმე გოგონას გაეგო აუცილებლად დაინახავდ ამის თვალებში იმედგაცრუებას , რაც ყველაზე მეტად აშინებდა და ანევრიულებდა . არ უნდოდა მის თაფლისფერ , ცეცხლისფერ თვალებში რაიმე დაინახოს ბედნიერების სხვიბეს გარდა . ^^^ -მოვედი ჩამოდი - ჩასძახა ტელეფონში ისევ გუშინდელიდან ჯერ გონს ვერ მოგებულ გოგონას და მობილური გაუთიშა . სარკეში შეათვალიერა თავისი თავი და ლოყებ აწითლებულმა ჩახარა თავი. რამდენ ცვლილებას ამჩნევდა საკუთარ თავში , არა ფიზიკურს არამედ სულიერს . იყო ყველაზე ბედნიერი და ამავდროულად ყველაზე უბედური ადამიანი . თითქოს მიიღო ის რაც უნდოდა , მიიღო ინტერვიუც , გახდა ის ერთადერთიც , რომელმაც ეს შეძლო და აისრულა ოცნება , მიზანს მიაღწია , მიზანს , რომელიც თავისუფალი წერისკენ მიილტვოდა . სარკეში ანარეკლს თვალი მოავლო . გასწორებული რიჟა თქმა კოსად გაკეთებინა , მსუბუქი მაკიაჟი წაესვა , და ოდნავ გარუჯულ ტანზე შავი გრძელი კაბა მოერგო , ცალ ფეხზე დიდი პრარეზით (ანუ ჩახსნილით) ზურგზე ღრმად ამოღებული , ოდნავ დეკოლტე . შავი მაღლები შეუასაადაგა , რომელიც თითქმის კაბის სიგრძის გამო არ ჩანდა . თეთრი ლამაზი სვაროვსკის ყელსაბამი ყელზე გაიკეთა და სარკის წინ დატრიალდა . ქლაჩს ხელი დაავლო და მობილური შიგნით ჩააგდო . ქვემოთ ჩასულს მანქანაზე მიყურებული სოლიდურ ფორმაში გამოწყობილი გვიჩიანი დახვდა , რომელმაც კმაყოფილი ღიმილით მიიკრა სხეულზე და ვნებიანად წაეტანა გემრიელ ტუჩებზე . -აბა დატრიალდი - მსუბუქად დაატრიალა და მისი ფორმებით , ჩაცმულობით და საერთოდ მისი თავით კმაყოფილი ქალის სხეულს აეწება , უფრო სწორად თვითონ აიწება ქალი . წელზე მოხვია ხელი და ძალუმად აიკრა გულმკერდზე. -ულამაზესი ხარ - ჩახშული ხმით უჩურჩულა და ყელში ყურის ქვეშ გახურებული ბაგეებით სველი კოცნა დაუტოვა რაზეც მისი სხეული დაიხორკლა . - ვგიჟდები ჩემი შეხებისას , რომ იხორკლები - უჩურჩულა და გაღებულ კარზე მიუთითა , ღიმილით დაეხმარა ჩაჯდომაში და უკვე მანქანში მოკალათებულს კარი მიუხურა . ^^^ -ვხედავ ნიძლავი მოგიგია და ხელში ჩაგიგდია ის გოგო - ახითხითდა თორნიკე და გაღიმებულ ვაკოს მხარი გაკრა. -ეე რა გჭირს ბიჭო შენ შეყვარებული ხო არ ხარ ? - ჰკითხა ვაკომ , როდესაც ძმაკაცის ღიმილიანი სახე დაიჭირა შორს მდგომი გოგონას მიმართ , რომელიც მის უფროსს ნანიკოს ესუაბრებოდა . -ოოო - მხარი აიქნია გვიჩიანმა და ბიჭებს არეული მზერით მიუბრუნდა. -რა ოო ბიჭო - შეკრა წარბები თორნიკემ . -ეე მართლა კაი ეხლა რაა ნიძლავი ნიძლავია - ჩაილაპარაკა ზუკას გვერდით მდგომმა ვაკომ და საუბარი მაშინაც გააგრძელა , როცა თორნიკემ თვალები დაუქაჩა და ანიშნა მოკეტეო . -მოკეტე არ უნდა მაგას ! - უფრო გაბრაზდა ვაკო - შენ ხომ უთხარი , რომ თუ იმ რიჟას ხელში ჩაიგდებდა ტვინს აღარ შეუჭამდი ხო და აასრულე ეხლა და ჩააბარე თავანი - გაუცინა ბოლოს ძმაკაცს . -რა საინტერესო დამთხვევაა ბიჭებო , ჩვენს დავდეთ ნიძლავი , რომ თუ თათუკა 10 დღეში ზუკას ინტერვიუს მოიპოვებდა თავისუფალი წერის საშუალებასაც მიიღებდა - ჩაილააპარაკა მხიარულ კილოზე ნანიკომ და გაოცებულ სახე ალეწილ ორ სხეულს თვალი ჩაუკრა სიცილით . ადგილს აცრემლებული თვალებით მოწყდა ყიფშიძე და მას გაცეცხლებული მზერით გაჰყვა უკან გვიჩიანიც . -ეს სიმართლეა ? - ჰკითხა გაცეცხლებულმა და რესტორანს კარგად მოშორებულს შუა ტროტუარზე ხელი ჩაავლო . კიდევ კარგი ღამე იყო და ხალხი არ მოძრაობდა . -შენ ? , შენ მართლა დადე ნიძლავი , რომ ხელში ჩამიგდებდი ? ეს მხოლოდ ნიძლავის გამო გააკეთე ? - ტიროდა ყიფშიძე და ცდილობდა დამშვიდებოდა . -და შენ ? ჩემთან ურთიერთობა მხოლოდ იმის გამო დაიჭირე , რომ ინეტვიუ აგეღო ? - გაოცებულმა დააკვესა თვალები აცრემლებულს და ხელი მაჯაზე უფრო მოუჭირა . -ჩვენი ნიძლავები ერთმანენითსგან რაღაცით განსხვავდება მგონი ხო ? - ძლივს მოაბა სათქმელს თავი - მე დავდე ნიძლავი იმაზე , რომ შენს ინტერვიუს მოვიპოვებდი 10 დღეში რადაც არ უნდა დამჯდომოდა ეს იქნებოდა ფლირტი თუ არა , მაგრამ მე გეგმაში არ მქონდა არც შენი შეყვარება და არც შენთან დაწოლა გასაგებია ?! - ემოციურად იქნევდა ცალ ხელს და მასში მოქცეულ ჩანთას მომტირალი - ვნანობდი მაგ სისულეელსაც , არ ვიცოდი როგორ შემომეხედა თვალებში შენთვის , შენ კი თურმე რაზე ჩალიჩობდი ? , რომ გავმხდარიყავი შენი და მერე მიგეგდე ? ყოჩაღ ! ბრავოო ! მაგარიაა ! -მიიღე არა შენი ? ნიძლავი ნიძლავია ! დაწერე მიდი ხო დაწერე ყველაფერი , ისიც დაწერე როგორ გენდე და როგორ გაგიშალე გული , დაწერე ყველაფერი ეს ხომ შენი პროფესიაა ! შეთხზი სისულელეები და ეგენიც მიამატე , მოიპოვე თავისუფალი თემის წერის უფლება და მე ვაფშე დამიკიდე - ღრიალებდა გაცეცხლებული სვანი . კარგად ხვდებოდა ახლა ყიფშიძე მართალი , რომ არ იყო და ყველანაირი ნიძლავი ნიძლავი , რომ იყო მაგრამ მაინც ვერ პატიობდა იმას , რომ მხოლოდ სექსისთვის უნდოდა მამაკაცს. -წადი , წადი და იბლატავე ძმაკაცებში , რომ ამაგდე თქვი , რომ ნიძლავი მოიგე და საწოლში შემითრიე , თქვი , რომ თავი შემაყვარე თქვი არ არის პრობლემა ეს ხომ მართალია ? - ცრემლები მოიწმინდა და გგაოცებულ მამაკაცს ხელი გამოგლიჯა ხელიდან . გაიყინა , ადგილზე გაიყინა , გოგონსგან აღიარებითი ჩვენება , რომ მოისმინა "თქვი , რომ თავი შემაყვარე თქვი არ არის პრობლემა ეს ხომ მართალია ?" სანამ ყველაფერს გადახარშავდა ყიფშიძე უკვე ტაქსში იჯდა და სახლისკენ მიმავალ გზას ადგა . სწრაფად შევარდა რესტორანში და ბიჭებს დაემშვიდობა . უთხრა არ მელოდოთ მე მივიდივარო . რამდენიმე ხელ ტანსაცმლებს ხელი დაავლო და მობილური სახლში მიაგდო . მანქანაში ჩაჯდა და თავისი ადგილისკენ წავიდა , იქ სადაც შეიძლებოდა სიმშვიდის მოპოვება . იჯდა საყვარელ ადგილას , საყვარელ სახლში , მაგრამ მაინც ვერაფერს ივიწყებდა. სამი დღე იყო გასული რაც ელოდა ჩვეულ სიმშვიდეს , რომელიც აქ მოსვლის დროს ეუფლებოდა მაგრამ , აშკარად არ ჩანდა ის . არაფერი უნდოდა . სამსახურში იყო ერთხელ ღამე გაათენა და ახალი სტატია დაწერა არ უნდოდა ის ყველაფერი რაც მისთვის ასეთი ძვირფასი გახდა სააშკარაოზე გამოეტანა , უნდოდა ეს 10 დღე მხოლოდ მის თავში ყოფილიყო დარჩენილი და არავის ცოდნოდა ეს სამოთხისეული დღეები . ეგოისტურად უნდოდა მხოლოდ მასსა და საყვარელ კაცს შორის დარჩენოდა ეს დღეები . ახალი სტატია ეგონა ნანიკოს არ მოეწონებოდა რადგან ის მხოლოდ მის კარიერულ წინსვლაზე იყო , იფიქრა ზუკას კარიერული წინსვლა რაში დააინტერესებსო და ამიტომ დაწერა ის რასაც გულის სიღრმეში მამაკაცის მიმართ გრძნობდა . ყველაფერიდ დაწერა და სახალხოდ ბოდიში "ნამიოკურად" მოიხადა მის წინაშე . მშვიდად ეძინა ამას თუ მშვიდი ძილი ერქვა , სიზმარში ზმანებად მხოლოდ ერთ ადამიანს ხედავდა და ცხადად შეიგრძნობდა ძილში გაბადრული მის შეხებას , სურნელს და კოცნას . ^^^ -შეიძლება ? - კარში თავი შეყო ვაკომ და თორნიკეს უჯიკა მშვიდადო. ბიჭი მაინც ვერ დამშვიდდა და ძმაკაცის კაბინეტში გაცეცხლებული შევარდა. ვაკოც მიიყოლა და კაბინეტის კარი დაკეტა . -კი შეგპირდი ტვინ აღარ შეგიჭამთქო მაგრამ ეს რა არის ? - ჟურნალი დაუგდო წინ , მთავარ გარეკანზე კი მისი ფოტო იყო გამოჭიმული - ჩვენ ხომ შევთანმხდით ინტერვიუს არ მისცემდი არავის ჩვენს დაუკითხავად ? კიდევ კარგი ... ლაპარაკი აღარ დააცადა ისე იღრიალა სვანმა. -მაგის სახელის გაგებაც აღარ მინდა , სამი დღეა ვეძებ და თითქოს მიწამ ჩაყლაპა ! ისე დატყდა , ისე გაქრა , რომ არც კი დამელაპარაკა . -შენ ხვდები ამის სტატიამ რეიტინგი , როგორ აგიწია ? ხვდები მაგდენს ? არ წაგიკითხავს არა ? -არც მინდა წაკითხვა -წარბები შეკრა კუშტად გვიჩიანმა და შეკრული მუშტი მინის მაგიდას დასცხო. -28 წლის ბიზნესმენი ზუკა გვიჩიანი , ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ჭკვიანი ქართველი - ამოიხვნეშა ვაკომ - ეს კარიერის განხრით იმდენი გაქო მემგონი ყველა კომპანია ჩვენთან დაიჭერს საქმეს , ორმაგად ბევრი კომპანია გესმის ? და ის რატო არ თქვი , რომ უყვარხარ ? - ჰკითხა გაოცებულმა - ისეთი რაღაცეები წერია რაც ჩვენ აქამდე უნდა გვცოდნოდა მგონი - წამოდგა თორნიკესთან ერთად ფეხზე და ძმაკაცს მხარზე ხელი მიჰკრა . -წაიკითხე და იმოქმედე - უთხრა თორნიკემ და ჟურნალი ცხვირ წინ დაუდო. ბიჭები გასული , რომ დაიგულა იმ წამსვე ჟურნალს გადაავლო თვალი და პატარა ამონარიდი წაიკითხა. -ერთი რჩევა გოგონებს : ნურასდროს იზამთ ისეთ რამეს რაც თქვენს საყვარელ ადმიანებს გულს ატკენს მე ამ ადამიანის გაცნობით მივხვდი , რომ ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი რამ შევიძინე სიყვარული , და მაშინვე დავკარგე , ისწავლეთ ბოდიშის მოხდა და პატიება ! მაშინვე წამოვარდა ფეხზე და ჟურნალი ხელში დაიჭირა მანქანაში ჩაჯდა და მისი ოფისისკენ გაეშურა . ნანიკოს ისე შეუვარდა კაბინეტში მდივანს არც კი დააცადა რამის თქმა. -სად არის თათუკა ყიფშიძე ? მითხარით გთხოვთ - ჟურნალს ხელი მოუჭირა და გაცეცლებული თვალებით შეხედა ქალს. -არ ვიცი შვილო , მან სამსახური დატოვა და წავიდა , თავისუფალ წერაზეც უარი თქვა - მხრები აიჩეჩა ქალმა. -რაა? - იღრიალა და გარეთ გავარდნილი მანქანაში ჩაჯდა. ჟურნალს ხელი მოუჭირა და ყველაფერი გაიხსენა რაც კი მასთან ძვირფასი აკავშირებდა . განვლილ 10 დღეს თვალი გადაავლო წარმოსახვაში კი ისევ მოუჭირა მის ფაფუკ რიჟა თქმას ხელები , მისი კურნოსა ცხვირის კონტურები კი ერთხელ კიდევ დახატა . მანქანა გაბდრული სახით დაძრა და გზას დაადგა , გზას , რომელიც მისკენ ეგულებოდა . რადგან სახლში არ იყო იქ იქნბეოდა ! იქ სადაც სიმშვიდე ეგულებოდა. მინდვრებში მიაბიჯებდა და ხის სახლს უფრო და უფრო უახლოვდებოდა , ღია კარი ღიმილით შეაღო და გაბადრული მიუწვა გვერდით საყვარელ სხეულს . -მეც მიყვარხარ ჩემო პატარა - უჩურჩულა ყურში და ლოყაზე ტუჩები მიაწება. დაფეთებული წამოჯდა საწოლზე და ტირილი მორთო . ეგონა ყველაფერი სიზმარი იყო და ტირილთან ერთად სულელურად სლუკუნებდა. -დავკარგე , ჩემი უგუნური საქიელის გამო დავკარგე - ტიროდა და ხელებით ცრემლებს იშორდებდა. -ჩშ აქ ვარ ჩემო პატარა - ხელები მძლავრად მოუჭირა მუცელზე და სავარელ რიჟა თმაზე აკოცა , გაწითლებულ კურნოსა ცხვირზე კი თითი დაკრა -მართალია ? - ჟურნალი აუფრიალა ცხვირ წინ დაბნეულს . -მე ... რამნიშვნელობა აქვს - განთავისუფლება სცადა მაგრამ გვიჩიანმა არ გაუშვა. -მართალია მეთქი ? - ხმა გაიმკაცრა მამაკაცმა. -კი - თავი ჩახარა და კისერშიგახურბეული ტუჩები მიწება . -ძალიან მიყვარხარ ! -მეც ! ბოდიში ჩემო პატარა , ყველაფერს მირჩვენიხარ და არ მინდა ჩემგან შორს იყო ! -ბოდიშს მეც გიხდი - ამოიისლუკუნა და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა - მიყვარხარ ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.