შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ გადავცურავთ ზღვას!! 4


3-07-2015, 00:00
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 4 197

-მოკლედ ეს დემეტრეა. ეს გიო. ეს კიდევ ჩემი პატარა ძმაა სანდრიკა. ეს ანაა და ეს მისი რომეოა ქეთი. გასაგებია? ქეთი და ანა ერთ ოთახში არიან. კიდევ ორი ოთახია. მე და გიო ერთად დავწვებით და დემეტრე და სანდრიკა ერთად. აქ მე ვარ უფროსი ყველა ჩემს ბრძანებას ასრულებს. -სწრაფად თქვა ლუკამ და ბავშვებს გადახედა. ის ასაკით უფროსი იყო ამიტომ თვითონ ითავა მათი მოვლა და უფროსობა.
-ისადა უფროსო. საჭმელსაც შენგააკეთებ ხო? -იკითხა ღიმილით ანამ და ლუკას გადახედა
-მოკლეედ. სახლის საქმეები გოგონებს. საჭმლის მოტანა და სხვა რამე კიდევ ბიჭებს გაწყობთ? -თქვა სანდრიკამ და ისე გაიჭგიმა თითქოს ლუკას ასაკის ყოფილიყოს. არადა სულ 14 წლისაა ეს ლაწირაკი.
-დარჩნენ მშივრები ჩვენ რაგვენაღვლება რო -გაიცინა ქეთიმ და ანას თვალი ჩაუკრა.
-ეხლა კიდევ წავედით ბაზარში და პროდუქტები ვიყიდოთ აბა თავით მანქანაშიიი. -დაიყვირა დემეტრემ
-არა მე ვერ წამოვალ რა თქვენ წადით -თქვა ანამ და ბარგს ხელი მოკიდა
-რატო? -ლუკა გოგონას მიუახლოვდა და ლოყაზე ხელით მოეფერა
-რადგან მე როგორც მოგეხსენებათ მგზავრობა მწყენნს და თან საქმე მაქ.
-კარგი მაშინ მეც ვრჩები და თქვენ წადით.-ლუკამ უმალ გაყარა ბავშვები სახლიდან ანასთან მივიდა და ხელი მხარზე შემოხვია.
-დაიღალე?-ჰკითხა თბილი ხმით..ტუჩები ლოყასთან მიუტანა და მის ნაზ კანზე აასრიალა. გოგონას ტანზე ტაომ დააყარა. არც ლუკას გამოჰპარვია ეს ამბავი და გაიცინა
-ჰო დასვენება მინდა. გამატარე უნდა გავიდე -უთხრა ანამ და ხელით ცადა მისი გაწევა.
-მხოლოდ ჩემთან ერთად საყვარელო-გაიცინა ბიჭმა და გოგონას საძინებელში შეჰყვა. არც გოგო იყო წინააღმდეგი. ან რატო იქნებოდა? ანგელოზივით ბიჭი იყო ჩვენი ლუკა. ანა საწოლში ჩაწვა. ლუკა კი იქვე დაჯდა
-იცი მე შენზე არაფერი არვიცი. -თქვა ანამ და ლუკას გახედა რომელიც გაბადრული სახით იჯდა და გოგონას ლამაზ თვალებს მოშტერებოდა
-ლუკა გეგეშიძე. 25 წლის. მყავს დედა რომელსაც ოცნობ. 14 წლის ძმა და მამა რომელიც გერმანიაშია წასული. მაქვს საკუთარი ფიტნეს კლუბი და რამოდენიმე ფილიალი სადაც მე სიამოვმებით დავდივარ.-ასევე ღიმილით წარმოთქვა ლუკამ ეს სიტყვები და ანას ტელეფონს შეხედა რომელსაც სიმღერა დაესრულებინა და ცეკვაზე იყო გადასული. ანამ ტელეფონს დახედა. წამით სახეზე ფერი დაკარგა. ეს ლუკას არგამორჩენია. ან მან რაიცოდა რომ ანას თვით მისი ყოფილი გიორგი მესხი ურეკავდა. ანამ უცებ გათიშა ტელეფონი
-ვინიყო?-ჰკითხა დაეჭვებით უფროსმა გეგეშიძემ
-არავინ. -მოკლე პასუხით შემოიფარგლა ანა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია. გეგეშიძე კი მის მსხვილ ვარდისფერ ტუჩებს მიაშტერდა და თვალი ვეღარ მოსწყვიტა.
-მოდი აქ-ბრაძანება გასცა მან და ფეხზე წამოდგა
-რა? გაუკვირდა ჯაჭვლიანს
-შენი ტუჩები მიწვევენ.-გეგეშიძემ სიცილით თქვა და ანასკენ მიიწია. ხელი მის ვარდისფერ ტუჩებს გადაუსვა. გოგონამ უნებლიეთ თვალი დახუჭა რამაც ლუკას ღიმილი გამოიწვია.
-შენ გსიამოვნებს ჩემი შეხება -თქვა ბიჭმა სიცილით. ანამ უცებ ჭყიტა თვალები.
-არა არმსიამოვნებს და საერთოდ მომშორდი. მე შენ არგიცნობ და არგაქვს ჩემთან მოახლოების უფლება.-ვითომდა მკაცრად თქვა ჯაჭვლიანმა და ლუკას ხელი ჰკრა
-ბავშვი ხარ. -გულში ჩაიკრა ანა ლუკამ და თავზე აკოცა.
-გამიშვი მე უნდა დავიძინო-თავის დაძვრენა ცადა ანამ
-წამო ჯერ გავისეირნოთ ძილი ღამითაც გეყოფა. არუნდა დამათვარიელებინო ეს მხარე? ბოლოსდაბოლოს პირველად ვარ ბახმაროში.-თქვა ღიმილით ლუკამ და ანას ქურთუკი მიაწოდა. ჰმმ გიკვირთ? ივნისის ბოლოს ქურთუკი? აქ აგვისტოშიც კი ქურთუკია საჭირო. როდესაც ამ ულამაზეს და უმშვენიერეს მხარეს ეწვევით არდაგავიწყდეთ რომ იქ სულ ზამთარია.
-კარგი წამო ტყეში ავიდეთ ოღონდ პლედი წავიღოთ-თქვა ანამ და ქურთუკი ჩაიცვა თავზე ქუდი ჩამოიფხატა და გარეთ გავიდა
-და ბავშვები რომ მოვლენ?-იკითხა ჯაჭვლიანმა და ლუკას გახედა
-არაუშავს მოვიდნენ დაგვირეკავენ და ვუთხრათ სადაც ვართ
-იქ ტელეფონი არიჭერს. ამიტომ ჯობია წერილი დაუტოვო რომ საჭმელი გამზადებული დაგვახვედრონ-ჩაიცინა ანამ. ლუკას ხელკავი გამოესდო და ერთად გაუყვნენ მაღალი მთისკენ ბილიკს. დაახლოებით 1 საათი იარეს. ტყე ძალიან დაბურული იყო ამიტომ გზის მახლობლად ტყის ნაპირზე გაშალეს პლედი. ანა ძირს დაჯდა და ცას ახედა
-როგორ მიყვარს აქაურობა.-დაიჩურჩულა მან და გაიღიმა
-მე ვიცოდი ეს მხარე უბრალოდ არგამჩენია აქ წამოსვლის სურვილი. უბრალოდ ზღვაზე დასვენება მერჩივნა ან თუნდაც ბორჯომში.-მხრები აიჩეჩა ლუკამ და ანას გვერდით მიუსკუპდა
-აქ ისეთი სიწყნარეა. უბრალოდ მინდა მთელი ცხოვრება აქ დავრჩე-ჩაიდუდუნა ანამ და უკან გადაწვა.
-ეს ცუდი საქციელი იყო პატარავ-ჩაიცინა ლუკამ და ანას ზემოდან მოექცა.
-რას აკეთებ ლუკა? გადადი.-ანამ ფართხალი დაიწყო და ლუკას მოშორება სცადა.
-იცი რა? მე ძალიან მინდა შენი კოცნა.-ჩაიცინა ლუკამ და თავი ახლოს მისწია
-კარგი რა ლუკა. რაგინდა? ჯერ მხოლოდ რამოდენიმე კვირაა გიცნობ და თავიდან ვერმოგიცილე. აქაც კი წამომყევი ძმაკაცებთან ერთად როდესაც დედაჩემს ჰგონია რომ მარტო მე და ქეთო ვისვენებთ. მაგ არაფერი ბინის ფულსაც კი შენ იხდი კარგი რაა.-ლაპარაკი დაიწყო ანამ მაგრამ თვითონაც იცოდა რომ ამ მომენტში უაზრობებს ლაპარაკობდა. განა რაიყო ამ საუბარში უაზრობა? მაგრამ როდესაც ესეთი სიმპატიური ბიჭი როგორიც ლუკაა. თქვენს ზემოთა მოქცეული და კოცნით გემუქრებათ თქვენ კი ძალიან ძალიან გინდათ მისი დიდი წითელი ტუჩების დაგემოვნება სულაც უაზრობაა. ლუკამ დიდხანს უყურა ჯაჭვლიანს უნდოდა მისი ემოცია ამოეკითხა. ჰო გოგონასაც ისე უნდოდა მისი კოცნა როგორც ლუკას. თქვენ გგონიათ გოგონა რამეს გრძნობდა ლუკას მიმართ? მწარედ შემცდარხართ. უბრალოდ მისი ყოველი ღიმილისას ჭკუა ეკარგებოდა. მიშტერებოდა მის წითელ ტუჩებს და მისი კოცნა უნდებოდა. მისი ყოველი შეხებისას ელექტროშოკს იღებდა. ხო ეს მართლაც უცნაური გრძნობაა. განა გიორგისთან ესეთ რამეს განიცდიდა? გეგეშიძე გოგონას ტუჩებს წაეტანა მისი ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია ნელა და ნაზად დაუწყო კოცნა. თავიდან გოგონას თითქოს აზროვნების უნარი წაერთვა. ბოლოს ისიც აყვა კოცნაში. მაგრამ არაფერი ზედმეტი. განა ლუკა ეგეთი ბიჭი იყო? არა მაგას არვამბობ ვაჟიშვილიათქო. უბრალოდ აქამდე მას მხოლოდ ძ*კნებთან ჰქონდა საქმე მაგრამ ყველაფერი მაშინ შეიცვალა როდესაც მას დილაადრიან მოთხოვეს რომ მისი ნათლული დაეტოვებინა. ხოლო ცოტახანში პარკში გაეყვანა იქ კი გაერთობოდა. მაგ დღეს ნახა პირველად ანა. ბარბარეს ასეირნებდა. პირველივე დანახვისას მოეწონა ლუკას. მაგრამ განა ესე მივარდებოდა და ეტყოდა რომ მოსწონდა? არა რათქმაუნდა ჩვენი ლუკა გეგეშიძე გაწონასწორებული პიროვნება იყო. ცოტახნით თვალს ადევნებდა შემდეგ კი ისეთ დროს გამონახავდა რომ გაეცნო..მას შემდეგ ყოველ დილით იიმ დროს იქ დადიოდა მაგრამ ანა აღარ ჩანდა. თავს ირწმუნებდა რომ გამოჩნდებოდა. უკვე იმედი ჰქონდა გადაწურული კვირა დილა იყო. ის ისევ მოვიდა. ლუკას გული სიხარულით და სითბოთი ივსებოდა როცა უყურებდა როგორ ეთამაშებოდა ის პატარა პრინცესას. ამის შემდეგ წესათ ექცა ყოველ კვირას დილის 10 საათზე პარკში გასვლა. 2 თვე იყო ესე. შემდეგ გაარკვია რომ მის კორპუსში მერვე სართულზე ბინა იყიდებოდა. დიდი სიამოვნებით შეიძინა ბინა. შემდეგ კი თქვენნც ყველაფერი იცით რა და როგორ მოხდა. გეგეშიძე ჯაჭვლიანის ტუჩებს მოშორდა და გოგონას მისი ლამაზი შოკოლადისფერი თვალები მიანათა. გოგონამ სხვა მხარეს გაიხედა. მისი ნაცრისფერი თვალები უსასრულობაში იხედებოდა. მის ლოყებს კი წითელი შემეფილობა ძალიან უხდებოდა
-რაიყო ეხლა ეს?-იკითხა ანამ და ხელებს ნერვიულად დახედა
-რადა კოცნა იყო, რომელიც შენ ძალიან მოგეწონა-ლუკამ თბილად მიმართა გოგონას შემდეგ კი თბილი ხელი გოგონას ლოყას შეეხო რომელიც სულ მთლად გაყინულიყო
-მიდი ადექი წავიდეთ. სიცივეა, გაცივდები-გოგონას სიჩუმით გათამამებულმა ლუკამ კვლავ თქვა ანა ფეხზე ააყენა პლედი დაკეცა და შინისკენ გზას გაუყვნენ. შინ რომ დაბრუნდნენ უკვე შებინდებული იყო. კარები რასაც ჰქვია შეგლიჯა ლუკამ. მისაღები ოთახიდან კი ოთხი გაბრაზებული თვალი მიშტერებოდათ
-მასე უნდა ხო მოტეხვა? სად გაქრით გოგო ჰა? იქნებ ჩვენც გვინდოდა წამოსვლა? გეკითხათ მაინც თქვე უნამუსოებო.-ატიტინდა ქეთო და გაბრაზებული მიაჩერდა მომღიმარ ლუკას და ლოყებ აწითლებულ ანას
-კარგი ქეთო დაწყნარდი. ამათ მერე მოვუაროთ. ეხლა მიდი გიტარა ჩამოიტანე და ფიჩხი შევაგროვოდ-მიეშველა დემეტრე როდესაც მიხვდა რა ხდებოდა. ლუკამ თვალებით მადლობა გადაუხადა
-მიდი ჭამე მშიერი ხარ. შემდეგ კი გარეთ გამოდი კოცონს ვანთებთ-ჩუმად ჩასჩურჩულა ლუკამ ანას და ლოყაზე აკოცა
-დაგინახეთ-სიცილით თქვა ქეთომ და გაიცინა
-ხოდა მერე ხო უნდა მიხვდე გოგო რო გამოეტიო ოთახიდან ჰა?-უყვირა გიომ, ქეთოს ნაწნავში ჩაავლო ხელი და ოთახიდან გაათრია.
-აუ ეს მინდოდა კიდეე-დაიჩურჩულა გოგონამ და ოთახში შევიდა ისე რომ ლუკასთვის ყურადღება არმიუქცევია.

ველოდები ყველანაირ შენიშვნას ძალიან მინდა დაწეროთ რა არ მოგწონთ
1122 სიტყვაა ცოტა არგეგონოთ



№1  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra magariaaa omg

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent