შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხსნელი 1


3-07-2015, 01:22
ავტორი dona gedi
ნანახია 4 282

საოცარ ადგილას ვცხოვრობ,-უკვე მერამდენედ ვფიქრობდი ამაზე.. ჩემი ოთახის ფანჯარასთან, ფუმფულა სავარძელში სასიამოვნოდ ვიყავი მოკალათებული და თან წიგნს ვკითხულობდი, თან ფანჯრიდან შემოსული თბილი ნიავითა და ულამაზესი ამწვანებული ბუნებით ვტკბებოდი.. მწვანე ჩემი ფერია, საოცრად მამშვიდებს.. სიამოვნებისგან თვალები დავხუჭე და ამ დროს რაღაც ხმაური შემომესმა. ჩემი ოთახი მეორე სართულზეა, მის გვერდით კიდევ ერთი ოთახი, ამ ოთახის წინ კი მოზრდილი აივანი, რომელზე გასასვლელი კარიც ღია მქონდა, რადგან ცხელოდა. მივხვდი რომ ხმაური ეზოდან მოდიოდა, აივანზე კი რაღაც ფაჩუნი გავიგე. წამოვდექი, გვერდით ოთახში გავდიოდი და სანამ ფარდას გადავწევდი ვიღაცას დავეჯახე. საბედნიეროდ არ დამიყვირია, ფარდა მან გადაწია და მაშინვე ტუჩებზე თითი მომადო რომ არ დამეყვირა. თვალებში შევხედე და იმ სიმწვანეში აღმოვჩნდი, რომლითაც ცოტახნის წინ ვტკბებოდი. მან ხელი ჩამკიდა და გვერდით ოთახში გამიყვანა:
_მაპატიეთ ასე რომ შემოგეჭერით, სხვა გზა არ მქონდა. თქვენი დახმარება მჭირდება, ძალიან გთხოვთ უნდა დამმალოთ ან აქედან გამაპაროთ.
ამ დროს კაცების ხმა გავიგე ეზოში, მას ეძებდნენ. იმ მომენტში არ მიფიქრია, რომ შეიძლება დამნაშავე, ბოროტმოქმედი ყოფილიყო ეს ადამიანი და ამიტომ მოსდევდნენ, ინსტიქტურად ვმოქმედებდი და მთელი ძალით მინდოდა მისი დაცვა. უცბად გადავხარშე თავში სად შეიძლებოდა მისი დამალვა. ხელი ჩავჭიდე და სასწრაფოდ პირველ სართულზე ჩავიყვანე, მიწის ქვეშ კიდევ ერთი სართული იყო, იქ კი ნამდვილად ვერავინ მიაგნებდა, რადგან იქ ჩასვლა იატაკიდან იყო შესაძლებელი, ჩასასვლელზე კი ხალიჩა დავაფარე.
_მე ისევ მაღლა ავალ რომ არაფერი იეჭვონ. _მის თვალებში ეჭვი დავინახე და როცა მივხვდი რომ ეშინოდა არ გამეცა დავამშვიდე: _ გპირდები არაფერს ვიტყვი.
_სიტყვაზე გენდობით. კიდევ ერთხელ გთხოვთ მაპატიოთ რომ საფრთხეში ჩაგაგდეთ.
კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა,მაგრამ სიტყვა გაუწყდა. კარზე ზარის ხმა იყო. ავნერვიულდი. სასწრაფოდ ჩავუშვი უცნობი დაბლა. ყურსასმენები ყელზე მოვიხვიე და კარი სიცილით გავაღე. სახე უცბად შემეცვალა ვითომ გაკვირვებისგან.
_მაპატიეთ მეგობარს ველოდი და... ვინ გნებავთ? --ვკითხე კარებში მდგარ ორმეტრიან დაკუნთულ მამაკაცს.
_შეიძლება შემოვიდეთ ქალბატონო? ჩვენ პოლიციიდან ვართ. _დავინახე გარეთ კიდევ ერთი პოლიციელი იდგა.
_მობრძანდით, მაგრამ უფროსი არავინ მყავს სახლში მამა გასულია. _და უცბად ნერვიულად წამოვიყვირე:_მამა! მამას ხომ არ დაემართა რამე?
_არა დაწყნარდით, ჩვენ სხვა საქმეზე ვართ. ცოტახნისწინ ერთი დამნაშავე გაგვექცა, ნუთუ ხმაური არ გაგიგიათ?
_მე ყურსასმენები მეკეთა მუსიკას ვუსმენდი, მეგობარს ველოდები და როცა ზარის ხმა გავიგე მეგონა ის იყო, მაგრამ თქვენ დამხვდით. და რა ხმაური, იქნებ გამარკვიოთ რა მოხდა?
_თუ ყურსასმენები გეკეთათ ზარის ხმა როგორ გაიგეთ? _ მკითხა მეორე პოლიციელმა.
_როდესაც მუსიკა დამთავრდა და სხვა უნდა დაწყებულიყო იმ შუალედში გავიგე. _სიცილით ვუპასუხე მე.
_ჩვენ დავინახეთ, რომ მეორე სართულზე კარი ღია იყო, შესაძლოა დამნაშავე თქვენს სახლში იმალებოდეს._მითხრა ორმეტრიანმა პოლიციელმა.
_ღმერთო! _წამოვიძახე ნერვიულად და წამოვდექი. _ადით ზევით სართულზე, მეც თქვენთან ერთად წამოვალ, ან იქნებ აქვეა, იქნებ დაბლა ჩამოვიდა. _ვითომ შეშინებული აქეთ იქით ვიყურებოდი. _და რა დააშავა იქნებ მითხრათ? მკვლელია? თუ ყაჩაღი? პოლიციელებს უკან დავდევდი და კითხვებით ტვინს ვუბურღავდი.
_ჯერ არ ვიცით. მან მოძრაობის წესები დაარღვია, პატრულის ბრძანებას არ დაემორჩილა და ერთი საათი გვადევ... _მიხვდა რომ ზედმეტს ლაპარაკობდა და გაჩუმდა. _მოკლედ ის დრიფტელების ბანდის წევრია. მე გულში გამეცინა და გამიხარდა რომ დავეხმარე ,,ბოროტმოქმედს“.
_როგორც ჩანს აქ არავინაა._თქვა ორმეტრიანმა პოლიციელმა. ჩვენ წავალთ, თქვენ კი კარები ჩაკეტეთ.
_მეც დავთანხმდი და თან ნომერი გამოვართვი, თუ რამე მოხდა თქვენ დაგირეკავთ მეთქი.

Mwvane
სამზარეულოში შევედი, წყალი მოვსვი და გონებაში მომხდარს გადავავლე თვალი. მგონი პოლიციელებს ეჭვი არ აუღიათ, ჩემი ტყუილებით მე თვითონ ვიყავი გაკვირვებული. მამა ჯერ არ აპირებდა დაბრუნებას, მე კი სამალავისკენ გავემართე. იატაკში ამოჭრილი კარი გავხსენი და ქვევით ჩავედი. უცნობი ვერსად დავინახე.
_ჰეი, სად ხარ?_დავიძახე ჩუმად და ჩემი სხეულის უკან სითბო და სუნთქვა ვიგრძენი.შთაბეჭდილების მოხდენა უნდოდა, მაგრამ არ ვაცადე, წინ წავედი გასასვლელისკენ, უკან არც მიმიხედავს და თან ვუთხარი:
_ისინი წავიდნენ, შეგიძლია მაღლა ამოხვიდე. ისიც გამომყვა, მადლობა მომიხადა და წასვლა დააპირა.
_შეგიძლია ცოტახანს დარჩე, შეიძლება აქ სადმე იყვნენ და დაგიჭირონ. რამეს დაგალევინებ და გაგიშვებ.. ყავას დალევ?
_კარგი, როგორც მიბრძანებთ ქალბატონო. _მითხრა და ტუჩის კუთხეებში ღიმილი შეეპარა._სახლში მარტო ვართ?
_კი. მამა რამდენიმე საათში დაბრუნდება.
_დედა სად გყავს? _მკითხა და ცნობისმოყვარეობით სავსე, მწვანე თვალები მომანათა. _საზღვარგარეთაა, სამსახურის საქმეებზე...
_მეე, სახელიც კი არ მიკითხავს.. მე ანდრია ვარ._ხელი გამომიწოდა და გამიღიმა.
მეც გავუღიმე და ხელი ჩამოვართვი: _ანასტასია..

_ანასტასია მამაცი ჩანხარ.. _ისევ მის თვალებს გადავაწყდი და სიმწვანეში გავეხვიე, ისე მოქმედებდა ჩემზე... მოვდუნდი და ძალა გამომეცალა. ვხედავდი როგორ ჩამშტერებოდა თვალებში და ვგრძნობდი არ უნდოდა რომ სხვაგან გამეხედა.ბოლოს თვალები დავხარე და ვუთხარი:
_ წინასწარ ნუ ჩამოიყალიბებ ჩემზე რამე აზრს, შეიძლება იმედი გაგიცრუვდეს.
_ანუ არ ხარ მამაცი?
_გააჩნია რაში. ახლა ისეთი არაფერი ჩამიდენია რომ სიმამაცე დავარქვათ..
_როგორ არა, გოგოების უმეტესობა, ოთახში ჩუმად შეპარული რომ დავენახე კივილს დაიწყებდა, ან კინწისკვრით გამაგდებდა გარეთ..
_ჩვენზე ცუდი წარმოდგენა გქონია. კივილს ინსტიქტურად ვიწყებთ და არა ძალით, გარეთ გაგდება კი...არამგონია ვინმე ასე მოქცეულიყო, თუმცა საკმაოდ ჭკვიანური ნაბიჯია. მე ხომ არც კი ვიცოდი რა სახის დამნაშავე იყავი, მკვლელი რომ შემეფარებინა ან მანიაკი ჩემი მხრიდან სულელური ნაბიჯი იქნებოდა.ჩემი სიმამაცე კი აქ ნამდვილად აღარ გამოდგებოდა.
_მართალია, მაგრამ რატომ ხარ დარწმუნებული რომ მანიაკი არ ვარ?_ თვალები ცივი და საშიში გაუხდა, დაიბღვირა და თითქოს მსხვერპლზე თავდასხმისთვის მოემზადა. ერთ წამს ჟრუანტელმა დამიარა, მაგრამ არა შიშისგან, არამედ მისი ცივი თვალების დანახვისგან. ვიცოდი რომ ბოროტმოქმედი ვერ იქნებოდა, თუმცა სადღაც მაინც შემეპარა ეჭვი. არაფერი შევიმჩნიე,მის პირდაპირ ვიჯექი, წინ გადავიხარე,მის სახეს მივუახლოვდი, თვალებში ჩავხედე და ღიმილით ვუთხარი:
_არ ვიცოდი დრიფტის მანიაკი თუ იყავი, ამიერიდან ვიფრთხილებ შენნაირ მანიაკებთან..._მას გაეღიმა და თითქოს რომელიღაცა ემოციის დასამალად ყავის სმა განაგრძო.
რამდენი წლის ხარ?_ ვკითხე მე._აქ არასდროს მინახიხარ, საიდან გამოჩნდი?
_25ის ვარ. 18 წლამდე აქ ვცხოვრობდი, მერე წავედი და... მიყვარს აქაურობა, ბუნება, ტყეები..
თვალები დახუჭა, თითქოს წარმოსახვით სხვაგან იყო, ალბათ ბუნებაში.მე კი მის სახეს ვაკვირდებოდი.სიმპატიური იყო.შავი თმა და წვერი თეთრ კანს უფრო კვეთდა, წითელი ტუჩები ჰქონდა, რომელსაც კუთხეებში ღიმილი ეპარებოდა და ლოყებზე ნაჩვრეტებს უჩენდა. სწორი ცხვირი და რაც ყველაზე მეტად მომეწონა,_ გრძელი შავი წამწამები საოცრად უხდებოდა მუქ, ჭაობისფერ მწვანე თვალებს. ნელ-ნელა გავაანალიზე რომ ის თითქმის სრულყოფილი იყო, მაგრამ გარეგნობით.. როცა ჩემი ფიქრებიდან გამოვერკვიე,ის უკვე თვალებში მიყურებდა და თითქოს ჩემ ფიქრებს კითხულობდა. ეს რომ დავიჭირე წამოვწითლდი და თვალები დავხარე, თან გამეღიმა..
_ძალიან გთხოვ მითხარი ახლა რას ფიქრობდი._მთხოვა მან.
_ჩუმი ფიქრები იმიტომ მოგვცა ღმერთმა რომ ერთმანეთისთვის ყველა აზრის გაზიარება არ შეიძლება.
_მართალი ხარ, მაგრამ ყველაფრის გაზიარებას არ გთხოვ, მოხლოდ წეღანდელი ფიქრები მაინტერესებს..
_არ შეიძლება._ისე ვუთხარი ვეღარ შემეკამათა.._ანდრია, ჩემთან ვალში ხარ,_ ვუთხარი ცოტახნის დუმილის შემდეგ და ეშმაკურად გავუცინე,_ასე რომ მოგიწევს ერთი სურვილი შემისრულო.
_მზად ვარ, თუ გინდა პოლიციაშიც გამოგყვები._მითხრა სიცილით.
_არა სულ სხვა რამ მინდა. დრიფტის შეჯიბრებაზე უნდა წამიყვანო, მაგრამ არა მაყურებლად, შენთან ერთად უნდა ვიყო მანქანაში.
_დარწმუნებული ხარ რომ ეს ნამდვილად გინდა?_მკითხა და ეჭვის თვალით შემომხედა._ხომ იცი რომ ეს საკმაოდ საშიშია?
_დარწმუნებული ვარ!
_კარგი და შორიდან მაინც თუ გინახავს დრიფტი?
_ კი. ჩემი ფანჯრიდან რომ ტრასა მოჩანს, პატარა შეჯიბრებებს მანდაც აწყობენ ხოლმე ადგილობრივებიც კი.
_კი შევამჩნიე. კარგი წაგიყვან,_მითხრა ბოლოს,_მაგრამ რამდენი წლის ხარ?
_ცხრამეტის, ნუ ღელავ სრულწლოვანი ვარ.
_კარგია. ესეიგი კიდევ გნახავ, თუ არ გადაიფიქრებ,_თან ჩაეცინა, მგონი ფიქრობდა, რომ შემეშინდებოდა და გადავიფიქრებდი._ახლა კი უნდა წავიდე.
კარამდე მივაცილე და ვკითხე:_როგორ გავიგო როდის უნდა მოვიდე დრიფტზე?
_თვითონ მოვალ, ღამით, წინასწარ დროის და ადგილის ცოდნა არ შეიძლება შენთვის._მაიმუნურად გამიცინა, უნდოდა გავებრაზებინე... ეს ხომ ყველა ბიჭს ახასიათებს, გოგს წვალება არანორმალურ სიამოვნებას ანიჭებთ...
_კარგი,_ვუთხარი მე და დავემშვიდობე.



№1  offline წევრი dona gedi

აგარ ვიცი გავაგრძელო თუ არა... :/

 


№2  offline წევრი MeTReVEli

dona gedi
აგარ ვიცი გავაგრძელო თუ არა... :/

au gaagrdzele ra gtxov
Ai me piradad dzalian momewona da didi siamovnebit wavikitxavdi kide
Aserom velodebi axal tavs

 


№3  offline წევრი dona gedi

MeTReVEli
dona gedi
აგარ ვიცი გავაგრძელო თუ არა... :/

au gaagrdzele ra gtxov
Ai me piradad dzalian momewona da didi siamovnebit wavikitxavdi kide
Aserom velodebi axal tavs

მადლობა :* დავდებ მაშინ დღეს ახალ თავს :* პირველად ავტვირთე ჩემი ნაწერი, აქამდე ჩემი სიამოვნებისთვის ვწერდი მხოლოდ და ვიფიქრე სისულელეათქო, მაგრამ მაინც გავაგრძელებ რადგან ვიცი რომ 2 ადამიანს მაინც მოეწონა ^^

 


№4  offline წევრი ninucela

გააგრძელე კაიაა ^^

 


№5  offline წევრი bar bare

Gaagrdzele sainteresoa :*

 


№6 სტუმარი Guest lena

ors ara sams da sxvebsac moeconebat

ors ara sams da sxvebsac moeconebat :* :* kargi gogo xar .carmatebebi :*

 


№7 სტუმარი Guest lena

ratom ar dade gushin?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent