შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ფორმულა


3-07-2015, 19:38
ავტორი Natalie
ნანახია 2 097

ეს ზაფხულში დაიწყო.... მაშინ როცა ყველაზე მეტად მინდოდა ზუსტად იმ დროს მოვიდა ჩემთან და დამიტოვა რაღაც განსაკუთრებული ის რასაც სიტყვებით ვერ აღვწერ. შემიძლია ვთქვა ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი ივლისი და აგვისტო გავატარე. სანამ დავიწყებ მოდით გაგეცნობით
სახელი-ნიტა
ასაკი-16
მყავს ძმა დედა, მამა და მეგობრები ვცხოვრობ თბილისში. სკოლაშ ნამდვილად კარგი მოსწავლე ვარ. შეყვარეებული არ მყავს, აი თაყვანისმცემლებს კი არ ვუჩივი. ჩემს უკეთ გასაცნიბად ჩემი ისტორიის მოსმენა საკმარისი იქნება:
ჩემი საუკეთესო მეგობრის- ნინუცას დაბადების დღე იყო. 16 წლის ხდებოდა ხომ იცით ეს რა ასაკია მისი აღნიშვნა ყველას განსაკუთრებულად სურს. ნინუცა საკუთარ სახლში ცხოვრობდა დიდი ეზოთი, აუზითა და ულამაზესი ბაღით. 3 თვით ადრე ვგეგმავდით თუ როგორ მოგვეწყო აქაურობა, ბოლოს და ბოლოს ჩემი საუკეთესო დაქალის დაბადების დღე იდეალური უნდა ყოფილიყო. გეგმა სრულიად შედგენილი გვქონდა, დაფინანსება-ნინუცას მამის, ბატონი დავითისგან. დიზაინი-ჩვენი, იდეები?-თავზე საყრელად, მხოლოდ განხორციელება იყო საჭირო. როგორც კი გამოცდებს მოვრჩით საქმესაც შევუდექით. მე ნინუცა, სესილი, ვიკა და გაბი ყველანი გიჟებივით დავრბოდით...ბუშტები, სანთლები, ყვავილები, ლენტები, ფოიერვერკი, კაბები, სიმღერები ყველაფერს ვარჩევდით 2 ღამე გავათენეთ ნინუცასთან. და აი დადგა ის დღეც-1 ივლისი ნინუცას 16 წლის დაბადების დღე. დილიდან სალონში შემდეგ ნინუცასთან მერე ისევ სალონში მერე ისევ ნინუცასთან, მერე სახლში და ბოლოს ზუსტად 7 საათზე ისევ ნინუცასთან. ხუთივენი თვალისმომჭრელნი ვიყავით ხალხი აღტაცებას ვერ მალავდა, ნინუცას მამა ხუმრობდა ამ საღამოს დაცვა უნდა მოგიჩინოთო. წვეულებაზე მთელი სკოლა იყო მოსული, ადამიანები რომლებიც გვიყვარდა და ისინი რომლებიც დიდად გულზე არ გვეხატებოდნენ. ნაცნობები, უცნობები, უფროსები, უმცროსები ყველანი ერთმანეთში იყვნენ არეულნი. დროს არჩვეულებრივად ვატარებდით, ბევრი სიცილი, ცეკვა, სიმღერა... და აი უცებ მესმის ნინუცას განწირული კივილი, მაშინვე მისკენ გავარდი და რას ვხედავ ნინუცას ძმა- დემე,რომელიც 1 წელიწადია საფრანგეთშია მის დაბადების დღეზე ჩამოვიდა. ნინუცა შოკში იყო კიოდა, ტიროდა თვალებს არ უჯერებდა., უფროსი ძმის სტუმრობა დღის ყველაზე მაგარ სიულპრიზად იქცა. გეგას თან რამდენიმე მეგობარი ახლდა მათ თვალი მოვავლე და... ღმერთო ის... ის.... არა... ნუთუ ისაა...კი, კი ნამდვილად გეგაა არა არ მელანდება, ო.. არა ჩემკენ მოდის, ახლა რა ვქნა....და უცებ გავტრიალდი წასვლას ვაპირებდი როცა შეხება ვიგრძენი, ვიღაცამ შემომაბრუნა და აი ისიც, მის პირისპირ ვდგავარ და არ ვიცი რა ვქნა მიყურებს, ზუსტად თვალებში, ის,ის ისეთი სიმპათიურია მაღალი, შავი თმითა და ულამაზესი მწვანე თვალებით, ცოტა წვერი რომელიც საოცრად უხდებოდა, ჩემმა გულის ცემამ საგრძნობლად იმატა ცოტაც და მოვკვდები , ის იყო გული მიმდიოდა რომ ხმა ამოიღო
-ნიტა, ნუთუ ეს შენ ხარ? ულამაზესი ხარ, პირდაპირ ბრწყინავ. როგორ ხარ?. მის ხმაში ერთიანად დაბნევაც და აღტაცებაც იყო.
-გეგა, კარგად შენ როგორ ხარ? შევეცადე თავი ხელში ამეყვანა.
-კარგად, ვიცოდი აქ გნახავდი, ამ ბოლო დროს რამდენი მოგწერე პასუხი არასოდეს გაგიცია
-მე, მე დაკავებული ვიყავი. ეხლა კი ბოდიში, ნინუცას ვჭირდები. ეს ვთქვი და გოგონებისკენ დავიძარი. ალბათ ძალიან გაინტერესებთ ჩემი დაბნევის მიზეზი... ამიტომ სანამ გავაგრძელებ აქ შევჩერდები და ცოტა ხნით წარსულში დავბრუნები.
ერთხელ ნინუცას ვესტუმრე, სახლის კარი დემემ გამიღო.
-ნიიტ, შემოდი, როგორ ხარ?
-კარგად დემე შენ როგორ ხარ? ნინუცა სახლშია?
-არაა გასულია მაგრამ მალე მოვა შემო დაელოდე. მითხრა დემემ და ოთახში შემიყვანა სადაც მისი მეგობრები იყვნენ. ყველანი გამაცნო:
-ნიტაა, ეს საბააა, ეს ნიკა ეს კიდე გეგაა. ეს ბიჭებო ნიტაა , ნინუცას მეგობარი. ბიჭებს მივესალმე და მათ გვერდით ადგილი დავიკავე, დაახლოებით ერთი საათი გავატარე მათთან ერთად, და ამ დროის განმავლობაში შემიძლია დავიფიცო, გეგა დევდარიანს ჩემთვის თვალი არ მოუშორებია. ვერ გეტყვით არ მსიამოვნებდათქო მაგრამ, ამით ძლიერ მოხარულიც არ ვყოფილვარ, მიზეზი დევდარიანის რეპუტაცია იყო ნინუცა მიყვებოდა მასზე და მის „გმირულ მიღწვებზე“გოგონების საკითხში, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ 20 წლის ასაკში საკმაო ავტორიტეტი ჰქონდა, ყველა პატივს სცემდა. მათთან ერთად ყოფნა მომბეზრდა, ცოტა ხნით აივანზე გავედი, მალევე გეგაც მომყვა, სიგარეტს მოუკიდა და მკითხა:
- ნიტა, დაახლოებით ერთი საათია გიყურებ, და შენგან ერთი მზერაც კი ვერ დავიჭირე.შემიძლია გავიგო რატომ?
მე მხოლოდ გავიღიმე და ჩემებური ირონიული მზერა ვსტყორცნე.
-ოპააა. დაიძახა გეგამ. - ეს რა იყო? ყველა ახალ გაცნობილ ბიჭს ასე უყურებ? მე ისევ, მხოლოდ ვიღიმი.
- ნიტაა შენ რა ლაპარაკი არ იცი. ცუდია ასეთი კარგი გოგო ხარ და მხოლოდ შეგიძლია გაიგიმო. მე ჩემსას არ ვიშლი და ისევ ვიღიმი.
გეგა უკვე ბრაზდებოდა, ოთახში შებრუნება გადაწყვიტა როცა ვუთხარი:
- მე ლაპარაკიც ვიცი, უბრალოდ ვერ გავიგე რა მეპასუხა. დევდარიანმა ჩუმად ჩაიცინა
და ისევ მე გამომხედა. აივანზე კარგა ხანს ვიყავით ბევრი ვისაუბრეთ. ზუსტად ვიცოდი როგორიც იყო რომ მასთნ საქმის დაჭერა კარგი იდეა არ იქნებოდა მაგრამ იმ მომენტში მე მასთან მინდოდა. იმ ღამესვე facebookze დამამატე დაახლოებით ერთი თვე ვწერდით ერთმანეთს, თითქმის ყოველ საღამოს ვხვდებოდი. ჩვენ შორის რაღაც აშკარად იყო, ოღონდ არც ერთხელ უთქვამს სიტყვა მომწონხარ, არც მე. მაგრამ შეგვეძლო მიწერ-მოწერაში მთელი ღამე გაგვეთია. ყველას უკვირდა ჩვენი ურთიერთობა დაქალები მეუბნებოდნენ თქვენ შორის რაღაც ქიმიააო. რა იყო ეს არც-ერთმა არ ვიცით, არც მოწონება, არც სიყვარული, ეს იყო რაღაც, რასაც ფლირტს თუ ვუწოდებ ვერ ვიტყვი ეს ურთიერთობა დამღლელი იყოთქო, პირიქით ეს ჩემთვის რაღაც აბსოლიტურად ახალი ხილი იყო, მსიამოვნებდა ეს ამოუცნობი ურთიერთობა, მოულოდნელობებით სავსე. ჩვენ არ ვიყავით შეყვარებულები, თუმცა უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით, სწორედ ეს მაგიჟებდა ასე ძალიან. ის მიყურებდა რაღაც ამოუცნობი ირონიული მზერით, გაგიკვირდებათ და ეჭვიანობდა კიდეც.
ჩემს დაბადების დღეზე,დამირეკა შეხვედრა მთხოვა. ხელში უზარმაზარი თაიგულით დამხვდა, გამოვართვი და ჩავეხუტე, ის ისეთი თბილი იყო, მხურვალე, რომ შემძლებოდა წამს გავაჩერებდი.

- შეგიძლია , მეგობრებთან დაბრუნდე ჩემო პატარა ქალბატონო. ეს მითხრა შუბლზე მაგრად მაკოცა და წავიდა.
ერთხელ ღამის ორი საათი იყო უბრალოდ მომწერა: „შენი ნახვა მინდა, არანორმალურად, მოვდივარ ჩამოდი“ მეც ჩავედი. ორი, სამი საათი მხოლოდ ვუყურებდით და ვუღიმოდით ერთმანეთს. ის-მე, მე-მას. სიჩუმე მე დავარღვიე, არ ვიცი რატომ, მაგრამ რაღაც ვუთხარი:
-გეგა, შენ როგორც ჩემმა მეგობარმა მინდა რაღაც საკითხზე რჩევა მომცე.
- აბა ნიტა გულის-ყურით გისმენ მითხრა მან.
- ჩემი სკოლიდან ერთ ბიჭს მოვწონვარ, რამდენიმე დღეა ვწერ, გუშინ მომწერა ვცადოთ და ურთიერთობა დავიწყოთო. და რას მირჩვ დავთნხმდე?- ეს ვკითხე და თან გავიტრუნე მისი პასუხი არანორმალურად მაინტერესებდა.
- ნიტა მე ამას რატომ მეუბნები. გინდა რომ ის ბიჭი ცემაში მოვკლა? უეცრად ეს მიპასუხა ადგილზე გავშრი ყველანაირ პასუხს ველოდი ამის გარდა, არ ვიცოდი რა მეთქვა.
-გეგა შენთის არავის უთხოვია მისი ცემა უბრალოდ შენგან რჩევა მინდოდა
-ჰოდა ჩემი რჩევაა-არა. იმ ტიპს არ შეხვდები ეხლა კი დროზე მანქანიდან გადადი საქმე მაქვს. მითხრა გაბრაზებულმა.
მეც მაშნვე გადასვლა დავაპირე, მაგრამ ჯერ ვუთხარი ის რისი თქმაც ამდენი ხანი მინდოდა:
-მისმინე გეგა მე შენი ვერაფერი გავიგე, გაიძახი მეგობრები ვართო, ვიღაც ბიჭზე რაღაც მოგიყევი და მაშინვე აფეთქდი, ღამის 2 საათზე მირეკავ და შეხვედრას მთხოვ მერე უცებ საქმე მაქვსო გაიძახი. იქნებ გამაგებინო რა გინდა ჩემგ...
სიტყვა არ დამამთავრებინა, ჩემს ტუჩებს დააცხრა, სიმხურვალე ვიგრძენი, ტანში რაღაცამ დამიარა, გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა, არ ვიცი რამდენი წამი გაგრძელდა, მის ტუჩებს, შეხებას ჭკუიდან გადავყავდი. ეს იყო ყველაზე ამაღელვებელი მომენტი ჩემს ცხოვრებაში, რაღაც რასაც სიტყვებით ვერ გადმოვცემ, და მომენტი რომელიც არ მინდოდა დასრულებულიყო. თვითონ მომშორდა. მე გაბრუებული ვიყავი არ ვიცოდი რა მეთქვა. უცებ აზრზე მოვედი და პირველი რაც გავაკეთე ის იყო, რომ რაც ძალა მქონდა სახეში გავარტყი
- ეს რა იყო? შე არანორმალურო, შენ მე პირველი კოცნა მომპარე. ღმერთოო, მე ვაკოცე ადამიანს რომელთანაც მხოლოდ ერთ თვიანი ურთიერთობა მაქვს. გეგა მე შენ არ გიცნობ ჩვენ, ჩვენ ხომ ესე არ ვიყავით.
დაბნეული ვიყავი უცებ ტირილი დავიწყე.
- ნიტაა, ჩემო პატარა, რა სულელი მყავხარ, ამაზე ტირი? კარგი რა უბრალოდ კოცნა იყო, სხვა ხო არაფერი, ჩემო ლამაზო აბა შემომხედე.
ჩემი სახე ხელებს შორის მოიქცია, ცრემლები მომწმინდა და მაგრად ჩამეხუტა.თავზე ხელს მისვამდა და თან ჩურჩულებდა „როგორი სულელი მყავხარ“. მალევე გამოვერკვიე, თავი მოვთოკე და ვკითხე.
-გეგა, სერიოზულად ეს რა იყო?
-ნიტაა ძალიან გთხოვ რა ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, ნუ გავაფუჩებთ ამ ერთი კოცნით ყველაფერს. გოგონებს უყვართ ყველაფრისთვის სახელის დარქმევა მე ვიცი რომ შენ ყველას არ ჰგავხარ. შენ ჩემი პატარა, ლამაზი გოგო ხარ, რომლისთვისაც ყველაფერს გავაკეთებ, შენს თვალზე ცრემლი რომ დავინახო ყველას გდავუვლი, ხომ იცი. მაგრამ, ეს კოცნა მხოლოს კოცნა იყო არ ვიცი რა დამემართა, უბრალოდ ზოგჯერ ისეთი საყვარელი ხარ... მინდა ყველაფერი სწორად გაიგო ნიტაა, არ მინდა რაიმე გეწყინოს. შენ ჩემი ანგელოზი ხარ, ესეც ხომ კარგად იცი?
საუბარი დაამთავრა თუ არა სახე მეცვალა. იმ მომენტში მძულდა, მძულდა მთელი არსებით, მთელი გონებით და გულით. მისთის ეს არაფერს ნიშნავდა. მისთვის უბრალოდ პატარა გოგო ვიყავი, რომელსაც არასოდეს შეხედავდა სერიოზულად. და საბოლოოდ მაინც რა იყო ჩვენი ურთიერთობა? სიტყვები, კოცნა, შეხვედრები, ჩახუტება, თბილი ტექსტები. არ ვიცი რატომ მაგრამ ზუსტად ვიცოდი გეგა დევდარიანს ვუყვარდი, უბრალოდ ამას არამარტო მე, არამედ საკუთრ თავსაც არ უტყდებოდა. იმდენად ამაყი იყო, არავის ეტყოდა რომ უყვარდა, რომ მოსწონდა. ვგრძნობდი რომ მას ვუნდოდი, მისი რაღაც ნაწილი არ მიშვებდა, მეორე კი გამუდმებით გულს მტკენდა. მის სიყვარულს ვგრძნობდი ყველა მზერაში, თითო შეხებაში, გამოხედვაში, ქცევაში. მაგრამ ის ისე ახლოს და ამავე დროს ისე შორს ჩემგან.
მისთვის არაფერი მითქვამს მანქანიდან გადმოვედიოდი რომ შემაჩერა და მითხრა
- ნუ გწყინს, არ გაბრაზდე , ხომ იცი უშენოდ მე ვერ გავძლებ.
მითხრა ეს თუ არა წამოვედი. მას შემდეგ ყოველ დღე მაკითხავდა მე თავს ვარიდებდი. მწერდა, მაგრამ არც-ერთისთვის პასუხი არ გამიცია, ბოლოს მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა და ბოლო ესემესი მომწერა:
„ნიტა არ მეგონა ესე თუ გამიბრაზდებოდი. მაგრამ იყოს როგორც გინდა. შენ მაინც ჩემი პატარა ანგელოზი ხარ. რა ურთიერთობაც შენთან მქონდა, მსგავსიც კი არ მქონია არავისთან და მე ეს მომწონდა, მომენატრები ჩემო ნიიტუუ, უბრალოდ ერთი მინდა იცოდე. შენ არასოდეს ყოფილხარ ჩემთვის სულ-ერთი. „
ეს იყო და ეს მას შემდეგ აღარ მინახავს. მხოლოდ ნინუცას დაბადების დღეზე გამოჩნდა, ზუსტად იმ დროს როცა უკვე დავიწყებული მყავდა. გამოჩნდა და ჩემი დალაგებული ცხოვრება თავდაყირა დააყენა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent