შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგობრები?! (თავი 1)


4-07-2015, 21:15
ავტორი harryhermione
ნანახია 2 386

გაბმული ზარის ხმა.
ოოო როგორ ვერ იტანს ამ ხმას. დღეს რომ ამ ნერვებისმომშლელი ხმით დაიწყებ კარგს რას უნდა მოელოდე. საწოლში მოიბუზა და საწოლის გვერდით მდგარ კარადაზე დადებულ საათ-მაღვიძარას გამწარებულმა ჩასცხო ხელი. ჩასცხო და ტკივილისგანაც წამსვე ამოიზმუვლა. ჯანდაბა! არადა უნდოდა დილა კარგად დაწყებულიყო. ამრეზილი სახით გაახილა უცნაურად ცისფერი თვალები და უსახურ ოთახს თვალი მოავლო. ერთ დროს ხასხასა თეთრი კედლები, გახუნებულიყო და დაეკარგა ძველი დიდება. მაგრამ ლილეს არც ახსოვდა ამ ოთახის დიდებულება. იქნებ იმიტომ რომ არც ყოფილა დიდებული. ზედმეტად პატარა იყო ოთახი. იმდენად პატარა, რო კედელთან დადგმულ ოვალურ სარკეში თითქმის მთლიანად ისახებოდა. ოთახის შუაში უბრალო, პატარა საწოლი იდგა. სწორედ ამ საწოლიდან იყურებოდა ლილე. საწოლის გვერდით საშვალო ზომის კარადა იდგა, რომელიც რამოდენიმე ფუნქციას ასრულებდა: იგი იყო ტანსაცმლის კარადა, წიგნების „თარო“ და ნივთების შესანახი „მაგიდა“. მეორე კუთხეში პატარა მორყეულფეხებიანი მაგიდა იდგა, რომელსაც ყვავილებიანი ხასხასა გადასაფარებელი ამშვენებდა, ზედ კი დაუდევრად ეწყო ფურცლები რვეულები და წიგნები. ეტყობოდა გუშინდელი ცხარე მეცადინეობის კვალი. ფურცლებზე ალგორითმები გენური ამოცანები, მათემათიკური ნახაზები და გამოთვლები იყო დაწერილი. მაგიდასთან ახლოს იდგა სკამი და მარცხენა მხარეს ეგდო ძველი ლურჯი პუფი, რომელიც სულაც არ ეხამებოდა გაქუცულ თეთრ კედლებს. მაგრამ როგორც ამ ოთხში არსებული საგნების მნიშვნელოვანი ნაწილი, ესეც არ იყო ლილეს არჩეული. საწოლის პირდაპირ კედელზე ეკიდა აშკარად ამ ოთახისთვის შეუფერებელი ულამაზესი ნახატი, რომელიც ლილეს მიერ იყო შესრულებული. ყველაზე მეტად ამ ოთახში ლილეს ფანჯარა მოსწონს, რადგან მას დიდი რაფა ჰქონდა. საათობით შეუძლია ჯდომა ფარდების ჩამოფარება გარე სამყაროსგან მოწყვეტა და წიგნის კითხვა, ან მუსიკის მოსმენა.
ლილემ ამოიზმუვლა და ფაჯარაში ზანტად გაიხედა. ვერაფერი დაინახა, მას გუშინ ღამით ჩამოფარებული მუქი ფარდები ეფარებოდა. ნელა წამოდგა და თვალები დაახამხამა ხედვის არის დასაწმენდად. დილით ყოველთვის ასეა, თაბრუს ხვევა აქ მანამ სანამ ცოტა არ გამოფხიზლდება. თავი აქეთ-იქით გადააქნია და ხელები გაიქნია, კუნთები ასამუშავებლად. ფეხები იქვე დაწყობილ ქოშებში გაუყარა და ფანჯრისკენ წავიდა ფარდების გადასაწევად. როგორც კი გადაწია მაშინვე სახეში მოხვდა ბრდღვიალა მზის სხივები და თვალი მოსჭრა. სასწრაფოდ უნდა მოემზადოს სკოლაში წასასვლელად უკვე რვა საათი ხდება. სწრაფად გადაასწორა არეული საბანი, ყვავილებიანი გადასაფარებელიც გადააფარა, ზედ ბალიში და თავისი საყვარელი დათუნია დასვა. ეს დათუნია მამამ აჩუქა მისგან მხოლოდ დათუნია და თავისნაირი ცისფერი თვალების მზერა შემორჩა. სულ რაღაც ათი წლის იყო მამა რომ დაკარგა ახლა ჩვიდმეტი წლისაა. მეხსიერებიდან მამა უფერმკრთალდება ნელ-ნელა მაგრამ მის მოსიყვარულე თვალებს ვერაფერი დაავიწყებს რადგან ყოველი სარკეში ჩახედვისას მამისმსგავსი თვალები უმზერენ. ოღონს ლილეს თვალებში სითბოს გარდა უდავოდ დიდი სევდა ჩაგუბებულიყო. მიუხედავათ ამისა სახე მუდმივად უცინოდა, ვერავინ ატყობდა უხასიათობას. ლილემ ოთახს თვალი მოავლო და ხალათი მოიცვა. სახლში დედა და თვითონ ცხოვრობდნენ მარტო, მაგრამ ახლა მისი ბიძაშილი სანდროც მანდ იყო. სანდრო ლილეზე ერთი წლით დიდია. უნივერსიტეტში ვერ მოხვდა ხოდა მათ ქალაქში გამოამწესეს რიგით ჯარისკაცა. ლილეს უზომოდ უყვარს სანდრო, მაგრამ ხშირად არ ესმოდა მისი, მას ხომ შეეძლო სულ სხვა მომავალი ჰქონოდა. ამბობს რომ მომავალ წელს აუცილებლად ცდის უნივერსიტეტში მოხვედრას, მაგრამ ლილეს ძალიან ეეჭვება მისი წარმატების. წარმატება ლილეს აზრით სწავლით მიიღწევა, სანდრო კი ძალიან ზარმაცია.აი უკვე ოქტომბერია მას კი ჯერ კიდევ არ აუღია წიგნი ხელში. მისაღებში არავინ იყო. პატარა ტელევიზორიც ჩამქრალიყო და უსიცოცხლოდ იდგა პატარა მაგიდაზე. მდივანზე უსახური ნაცრისფერი ნაჭერი გადაეკრათ, რაც უფრო მეტად პირქუშს ხდიდა არემარეს. ხმაური სამზარეულოდან შემოესმა ლილეს, მაგრამ იქით არ წასულა სააბაზანოსკენ აიღო გეზი. სწრაფად მოწესრიგდა და ისევ ოთახში შებრუნდა. არც ისე ბევრი ტანსაცმელი ჰქონდა და არც იმ გოგოებს გავდა წარამარა „აუუუ რა ჩავიცვას“ რო იმეორებდა გაწელილი გატყლარჭული ხმით. არ უყვარდა ავანგარდული სტილი. საკმარისი ავანგარდი მას უკვე ჰქონდა მხატვრობაში. არც კლასიკურ სტილს უსვამდა ხაზს, არც სპორტუს მისდევდა მაინცდამაინც. იცვამდა იმას რაშიც თავს კომფორტულად გრძნობდა. ალბათ ამიტომაც არ გამოირჩეოდა სკოლაში პოპულარობით ან უბრალოდ თავის კომფორტზე, რომ ფიქრობდა არ მოსწონდა. კარადის უჯრა მძლავრად გამოსწია, რადგან ძველია და ხშირად იჭედება. ახლა გასაკვირად დაჰყაბულდა გოგონას ნებას და ნაზად გამოსრიალდა. იქიდან გრძელკლავიანი კოხტად დაკეცილი ვარდისფერ-ატმისფერი ზედა გამოიღო და ხელში შეათამაშა. ჰოო, ეს კარგია უკვე აცივდა. მეორე უჯრიდან კი თეთრი არც თუ ისე ტანზე მომდგარი შარვალი გამოიღო. ბევრი არც უფიქრია საწოლზე დადო არჩეული სამოსი და საღამურები გაიხადა. სწრაფად გამოეწყო და სარკესთან მივიდა. ალბათ უკვე მიხვდებოდით რომ დიდი პრანჭია სულაც არაა ჩვენი ლილე. მაკიაჟი მისგან ისევე შორსაა, როგორც ვთქვათ და ქუსლიანი საშინლად მოუხერხებელი ფეხსაცმლი. სავარცხელი აიღო ისედაც არ აქვს ურჩი თმები. დაუდევრად ჩამოივარცხნა და ტალღოვანი ქერა თმა კუდად შეიკრა. აჰაამ უკვე მზადაა მეტი არაფერი სჭირდება.
მეგობრები?! (თავი 1)


ოთახიდან სწრაფად გავიდა და ამჯერად გეზი სამზარეულოსკენ აიღო. იქ რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის ქურასთან მოფუსფუსე დედა დახვდა. მაიას ლილესავით ქერა დატალღული თმა ჰქონდა, ოღონდ მას ბზინვარება დაკარგვოდა და კოსად იყო შეკრული. მაია აშკარად ძალიან ლამაზი ქალი იქნებოდა ახალგაზრდობაში. არა ახლაც ლამაზია უბრალოდ მისთვის ცხოვრებას და ასაკს ხელი დაუტყვია. მეუღლის გარდაცვალება ადვილად ვერ გადაიტანა. მუდამ უზრუნველი ოჯახი წამში დაეშალა და ამან გატეხა ახალგაზრდა ქალი. ოჯახის უფროსი ახლა ის გახდა, ძველი დიდი ბინა გაყიდეს და ისევ იმ უბანში, იყიდეს შედარებით უფრო მომცრო ბინა. მაიას თავისი ბიზნესი ჰქონდა ასე ვთქვათ გასართობად, რადგან მისი მეუღლე გიორგი საკმაოდ კარგ ანაზღაურებას იღებდა, ის ხომ შესანიშნავი ადვოკატი იყო. გიორგის სიკვდილის შემდეგ კი პატარა ბიზნესი, სამკერვალო მათი ოჯახის მთავარი შემოსავლის წყარო გახდა. ცოტა ხანს უყურა ლილემ დედას მოფუსფუზე სხეულს შემდეგ კი სანდროს ხმამ გამოიყვანა ფიქრებიდან:

-ვაა ჩვენს მოღუშულ მაგრამ ულამაზეს ქალბატონს მოკრძალებული და თავდახრილი სალამი ჩემგან-როგორც ყოველთვის მხიარულ ხასიათზე იყო სანდრო. ბიჭი უღიმოდა და სულელურად უქნევდა ხელს. უნებურად ლილესაც გაეღიმა. ამ ბიჭის დანახვა რატომღაც სულ ახარებს.

-ნუ მაიმუნობს სან-თბილად უთხრა ბიჭს და მაგიდისკენ დაიძრა.

-დედა გენაცვალოს ლილე, ხომ კარგად გეძინა?-მაიაც მოტრიალდა შვილისკენ და თბილად შეჰღიმა. სითბო ჩაეღვარა გულში რატომღაც და მასაც გაუნათა სახე თბილმა ღიმილმა.

-კი დეე კარგად მეძინა, თქვენ როგორ გეძინათ?-ორივეს მიმართა ლილემ.

-მე როგორც ყოველთვის ძაან მაგრა ლილიჩკაა-აი ისევ ნერვებს უშლის ეს ბიჭი. იცის რო ვერ იტანს ლილიჩკას რომ ეძახიან, სანდრო კი მის გასაწვალებლად სულ ამას ეძახის. თვალები ავის მომასწავლებლად მოწკურა ლილემ და მობუზული ვითომ შეშინებული სანდროს დანახვაზე სიცილი ვერ შეიკავა.

-ეგრე რაა, დედას ვფიცავარ ეგეთი თვალებით რო მიყურებ მაგრად მეშინია ხოლმე ტოო- სანდრომაც გაიცინა და ბიძაშვილს ლოყები გაუწელა.

-ისეთი მასხარა ხარ რო, ხო ხედავ ვეღარც გიბრაზდები-ლილემაც გაუწელა ლოყები და შემდეგ ხმაურიანად დაუკოცნა.

-მოდით ეხლა ჭამეთ საუზმე მზადაა-მათი შემხედვარე თბილად იღიმებოდა მაიაც. ლილემ თავისკენ მიიწია ჩაი ყიყლიყოც აიღო და მადიანად ჩაკბიჩა.

-ამას ნახე რა რა მადა აქ, არადა ასეთი გაკნაჭულია-შემომცინა სანდრომ.მას უკვე ბოლო მოეღო ერთი ნაჭრისთვის და მეორეს იღებდა.

-ვიზე რას ამბობ, ჯერ შენ თავს შეხედე.-ლილემაც საყვარლად გაუღიმა. სანდრო მართლაც კარგ ტანზე იდგა, მაღალი საშვალოდ დაკუნთული, თავგადაპარსული, მწვანეთვალებით. ნამდვილი ბაბნიკი იყო, ყველა ლამაზ გოგოს აძლევდა შანსს, როგორც ამას თვითონ უწიდებდა. ჩემი აზრით კი სანდროსთვის ყველა ლამაზი მაგრამ ჩერჩეტი გოგო გასართობი იყო. ზოგს მხოლოდ ერთი დღე ხვდებოდა მეორე დღეს კი მისი სახელიც აღარ ახსოვდა. არაა ავარდნილი ბიჭი. ნუ კაი ცოტათი დალევა ასე თუ ისე მაინც უყვარს, ხოლო სიგარეტს რა თქმა უნდა ეწევა აბა ისე როგორ.

-მადლობა დე სკოლაში მაგვიანება უკვე ცხრის ნახევარია-გაუღიმა ლილემ და ოთახისკენ წავიდა. ფეხზე nikeს საყვარელი ბოტასები ამოიცვა და სკამზე გადაკიდული ჯინსის ქურთუკი მოიცვა. უკვე გაზადებული ჩანთა აიღო და ხელში რამოდენიმე რვეული და ფაილი დაიჭირა. ჩანთაში ვერც ჩაეტივნენ და ლილემაც არ ჩადო. ჩანთა მხრებს ძალიან ატკივებს სუსტ ლილეს. ყურსასმენები მოისინჯა ჯიბეში ედო იქვე მაგიდაზე მიგდებული ტელეფონი აიღო რომელიც დედამ აჩუქა შარშან დაბადების დღეზე და სახლიდან გავიდა. სკოლა ლილეს სახლთან ახლოს იყო. მალე მიუახლოვდა. აი გამოჩნდა სილუეტი დიდი ლამაზად წამოჭიმული თეთრად აბრდღვიალებული ხუთსართულიანი შენობის, რომელსაც გარს ერტყა ულამაზესი ბაღი. თავისი ფეხბურთის და ჩოგბურთის მოედნებით. გრაციოზული, ულამაზესი შენობა იყო. ერთ დროს ლილეც აქ სწავლობდა, მაგრამ შემდეგ მამას გარდაცვალების გამო დედამ ვეღარ შეძლო გიმნაზიის მაღალი ფასის გადახდა და გვერდით მდგარ სკოლაში მიიყვანა. ლილი ხშირად ფიქრობდა მას შემდეგ რა საჯარო სკოლაში დაიწყო სიარული, თუ რომელ იდიოტს მოუვიდა თავში ამ გრანდიოზული სახელგანთქმული, დავით აღმაშენებლი სახელობის გიმზანიის გვერდით ასეთი უსახური საჯარო სკოლა აეშენებინა. თუმცა სკოლა სულაც არ უჩიოდა მოსწავლეების რაოდენობას. გაჭირვებული ადამიანი ბევრი იყო, რომელსაც არ შეეძლო გიმნაზიაში მიეყვანა თავისი შვილი. ლილეს მაინცდამაინც გული არ სწყდებოდა გიმნაზიაში, რომ არ სწავლობდა, რადგან არ იცოდა როგორი იქნებოდა იქ თუ ისწავლიდა. გიმნაზიის ბავშვები ქედმაღლები, გულცივები, ამპარტავნები იყვნენ. საჯაროს სკოლის ამშენებელმა ვერ გაითვალისწინა ის რომ ამ დიდებული გიმნაზიის გამო საჯარო უსახური სკოლა და ამ სკოლაში მოსიარულე მოსწავლეები მუდმივად იქნებოდნენ დაცინვის და ზემოდან ყურების საგანი. გიმნაზიელი ბავშვები ყოველთვის ამრეზად უყურებენ საჯარო სკოლის მოსწავლეებს. მათ არარაობებად სთვლიად. ეს გულცივობა და ამპარტავნობა ხშირად გადასდით ძალადობაში, სიუზრდელეში. ძირითადად უფროსკლასელებისგან მოდიოდა განსაკუთრებულად მძაფრია აგრესია.
ლილე ჩაფიქრებული მიუყვებოდა გზას. რატომღაც მარცხნივ მოდიოდა. მარცხენა მხარეს კი პირდაპირ მიყავდა გიმნაზიის ჭიშკრამდე უკან ბიჭების სიცილის ხმა მოესმა ლილეს. შედგა რატომღაც გულში შიშმა გაჰკრა. ბიჭები აშკარად უფროსკლასელები იყვნენ და ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ.

-ნიკუშ შეხედე აშკარად საჯაროდანაა-სიცილით და ხმამაღლა უთხრა ერთმა მეორეს აშკარად მათ "სასტავში" ლიდერს. ნიკუშად წოდებულმა ბიჭმა ხმა არ ამოიღო, ერთი ეგ იყო აშკარად ნაბიჯს მოუმატა. ლილემაც აუჩქარა ნაბიჯს მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მარჯვენა მხარეს ძლიერი ბიძგი იგრძნო, მჭოლავმა ტკივილმა დაუარა და ინსტიქტურად გაუშვა ხელი რვეულებს და ფურცლებს. ისინი სველ ქვაფენილზე დაიყარა ტყაპუნით. ბიჭებმა ხმამაღლა გადაიხარხარეს. აშკარად ნიკუშა კი ლილეს წინ დაუდგა. ლილეს ბოღმა ახრჩობდა ყელში ბურთი გასჩხერვოდა. ნიკუშა კი ირონიული მზერით უყურებდა. შემდეგ გადმოიხარა თვალებში ჩააცქერდა და უთხრა:

-ფრთხილად იარა-მის ხმაში იმდენი ირონია იგრძნობოდა რომ ლილემ ვეღარ მოითმინა და უყვირა:

-მადლობა დე სკოლაში მაგვიანება უკვე ცხრის ნახევარია-გაუღიმა ლილემ და ოთახისკენ წავიდა. ფეხზე nikeს საყვარელი ბოტასები ამოიცვა და სკამზე გადაკიდული ჯინსის ქურთუკი მოიცვა. უკვე გაზადებული ჩანთა აიღო და ხელში რამოდენიმე რვეული და ფაილი დაიჭირა. ჩანთაში ვერც ჩაეტივნენ და ლილემაც არ ჩადო. ჩანთა მხრებს ძალიან ატკივებს სუსტ ლილეს. ყურსასმენები მოისინჯა ჯიბეში ედო იქვე მაგიდაზე მიგდებული ტელეფონი აიღო რომელიც დედამ აჩუქა შარშან დაბადების დღეზე და სახლიდან გავიდა. სკოლა ლილეს სახლთან ახლოს იყო. მალე მიუახლოვდა. აი გამოჩნდა სილუეტი დიდი ლამაზად წამოჭიმული თეთრად აბრდღვიალებული ხუთსართულიანი შენობის, რომელსაც გარს ერტყა ულამაზესი ბაღი. თავისი ფეხბურთის და ჩოგბურთის მოედნებით. გრაციოზული, ულამაზესი შენობა იყო. ერთ დროს ლილეც აქ სწავლობდა, მაგრამ შემდეგ მამას გარდაცვალების გამო დედამ ვეღარ შეძლო გიმნაზიის მაღალი ფასის გადახდა და გვერდით მდგარ სკოლაში მიიყვანა. ლილი ხშირად ფიქრობდა მას შემდეგ რა საჯარო სკოლაში დაიწყო სიარული, თუ რომელ იდიოტს მოუვიდა თავში ამ გრანდიოზული სახელგანთქმული, დავით აღმაშენებლი სახელობის გიმზანიის გვერდით ასეთი უსახური საჯარო სკოლა აეშენებინა. თუმცა სკოლა სულაც არ უჩიოდა მოსწავლეების რაოდენობას. გაჭირვებული ადამიანი ბევრი იყო, რომელსაც არ შეეძლო გიმნაზიაში მიეყვანა თავისი შვილი. ლილეს მაინცდამაინც გული არ სწყდებოდა გიმნაზიაში, რომ არ სწავლობდა, რადგან არ იცოდა როგორი იქნებოდა იქ თუ ისწავლიდა. გიმნაზიის ბავშვები ქედმაღლები, გულცივები, ამპარტავნები იყვნენ. საჯაროს სკოლის ამშენებელმა ვერ გაითვალისწინა ის რომ ამ დიდებული გიმნაზიის გამო საჯარო უსახური სკოლა და ამ სკოლაში მოსიარულე მოსწავლეები მუდმივად იქნებოდნენ დაცინვის და ზემოდან ყურების საგანი. გიმნაზიელი ბავშვები ყოველთვის ამრეზად უყურებენ საჯარო სკოლის მოსწავლეებს. მათ არარაობებად სთვლიად. ეს გულცივობა და ამპარტავნობა ხშირად გადასდით ძალადობაში, სიუზრდელეში. ძირითადად უფროსკლასელებისგან მოდიოდა განსაკუთრებულად მძაფრია აგრესია.


-მადლობა დე სკოლაში მაგვიანება უკვე ცხრის ნახევარია-გაუღიმა ლილემ და ოთახისკენ წავიდა. ფეხზე nikeს საყვარელი ბოტასები ამოიცვა და სკამზე გადაკიდული ჯინსის ქურთუკი მოიცვა. უკვე გაზადებული ჩანთა აიღო და ხელში რამოდენიმე რვეული და ფაილი დაიჭირა. ჩანთაში ვერც ჩაეტივნენ და ლილემაც არ ჩადო. ჩანთა მხრებს ძალიან ატკივებს სუსტ ლილეს. ყურსასმენები მოისინჯა ჯიბეში ედო იქვე მაგიდაზე მიგდებული ტელეფონი აიღო რომელიც დედამ აჩუქა შარშან დაბადების დღეზე და სახლიდან გავიდა. სკოლა ლილეს სახლთან ახლოს იყო. მალე მიუახლოვდა. აი გამოჩნდა სილუეტი დიდი ლამაზად წამოჭიმული თეთრად აბრდღვიალებული ხუთსართულიანი შენობის, რომელსაც გარს ერტყა ულამაზესი ბაღი. თავისი ფეხბურთის და ჩოგბურთის მოედნებით. გრაციოზული, ულამაზესი შენობა იყო. ერთ დროს ლილეც აქ სწავლობდა, მაგრამ შემდეგ მამას გარდაცვალების გამო დედამ ვეღარ შეძლო გიმნაზიის მაღალი ფასის გადახდა და გვერდით მდგარ სკოლაში მიიყვანა. ლილი ხშირად ფიქრობდა მას შემდეგ რა საჯარო სკოლაში დაიწყო სიარული, თუ რომელ იდიოტს მოუვიდა თავში ამ გრანდიოზული სახელგანთქმული, დავით აღმაშენებლი სახელობის გიმზანიის გვერდით ასეთი უსახური საჯარო სკოლა აეშენებინა. თუმცა სკოლა სულაც არ უჩიოდა მოსწავლეების რაოდენობას. გაჭირვებული ადამიანი ბევრი იყო, რომელსაც არ შეეძლო გიმნაზიაში მიეყვანა თავისი შვილი. ლილეს მაინცდამაინც გული არ სწყდებოდა გიმნაზიაში, რომ არ სწავლობდა, რადგან არ იცოდა როგორი იქნებოდა იქ თუ ისწავლიდა. გიმნაზიის ბავშვები ქედმაღლები, გულცივები, ამპარტავნები იყვნენ. საჯაროს სკოლის ამშენებელმა ვერ გაითვალისწინა ის რომ ამ დიდებული გიმნაზიის გამო საჯარო უსახური სკოლა და ამ სკოლაში მოსიარულე მოსწავლეები მუდმივად იქნებოდნენ დაცინვის და ზემოდან ყურების საგანი. გიმნაზიელი ბავშვები ყოველთვის ამრეზად უყურებენ საჯარო სკოლის მოსწავლეებს. მათ არარაობებად სთვლიად. ეს გულცივობა და ამპარტავნობა ხშირად გადასდით ძალადობაში, სიუზრდელეში. ძირითადად უფროსკლასელებისგან მოდიოდა განსაკუთრებულად მძაფრია აგრესია.
ლილემ ჩაფიქრებული მიუყვებოდა გზას და საყვარელ მუსიკას უსმენდა. რატომღაც მარცხნივ მიდიოდა, ამ გზას კი პირდაპირ მიყავდა გიმნაზიისკენ. არ ჩქარობდა მარჯვნივ გადასვლას ჯერ ისედაც ადრე იყო. უცბათ უკნიდან ბიჭების სიცილის ხმა მოესმა და უნებურად შედგა. რატომღაც გულში შიშის ნაპერწკალი გაუღვივდა, მაგრამ ჯიუტად არ შეიმჩნია. ერთი ეგ კი იყო მუსიკა გამორთო.

-ნიკუშ შეხედე აშკარად საჯაროდანაა-უთხრა ხმამაღლა ერთ-ერთმა აშკარად მაგათი "სასტავის" მთავარს და გაიცინა. ნიკუშად წოდებულმა ხმა არ ამოიღო. მხოლოდ ნაბიჯს მოუმატა. ლილემაც აუჩქარა ფეხს მაგრამ უკვე გვიანი იყო. მარჯვენა მხარზე ძლიერი ბიძგი იგრძნო და მჭოლავმა ტკივილმა დაუარა. ინსტიქტურად გაუშვა ხელი რვეულებს და ფურცლებს. ისინი სველ ქვაფენილზე დაიყარა ტყაპანით. ბიჭებმა გადაიხარხარეს. ლილეს ბოღმა აწვებოდა, ყელში ბურთი გასჩხერვოდა. ნიკუშა უკვე მის წინ იდგა და ირონიული ღიმილით დასცქეროდა ფურცლების აკრეფიტ დაკავებულ გოგონას. როდესაც ლილე გასწორდა მან თვალებში შეხედა და უთხრა:

-ფრთხილად იარე-მის ხმაში იმდენი სარკაზმი იგრძნობოდა რომ ლილემ ვეღარ მოითმინა და უყვირა:

-შენ დამეჯახე და კიდე მე ვიარო ფრთხილად?!-ნიკუშას მიმიკა არ შესცვილა ისევ მისჩერებოდა თაფლისფერი გამჭოლი თვალებით. შემდეგ წარბები ზემოთ აწკიპა მოხდენილად და უთხრა:

-ენას ნუ მითრიალებ გოგონი, და ტონი აკონტროლე

-თორემ რა?-არ დანებდა ლილე და ახლა მაგან შეუტია.

-ნახავ...-თვალი მაცდურად ჩაუკრა და თავის დამქაშებს ანიშნა წავედითო.
მეგობრები?! (თავი 1)


მოგესალმებით ჩემო საყვარლებოო ძალიან ძალიან მომენატრეთ...
პირველ თავს შეიძლება არ შეესაბამება სათაური...
მაგრამ სიუჟეტი სხვანაირად განვითარდება...
იმედია მოგეწონებათ, ყველანაირად ვეცადე დიდი თავი გამომსვლოდა...
გთხოვთ შემაფასოთ...
ძალიან მომენატრეთ და მიყვარხართ



№1  offline მოდერი ჯია

საინტერესოაა! გააგრძელე აუცილებლად, ძალიან ძალიან კარგად წერ და ნუ ზარმაცობ. ველოდები მეორე თავს ❤️

 


№2  offline წევრი Duda_012

კარგია და გააგრძელე აუცილებლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent