თვალები (სრულად)
სექტემბრის ღრუბულიანი დილა მშვენივრად იზიარებდა მის ხასიათს. ღრუბლების მთელი გროვა მოგროვილიყო თბილისის თავზე და ნებართვას ელოდებოდა საშინელი წვიმის დასაწყებად. გქონიათ შეგრძნება, როცა ცხოვრება გეზარებათ? თუ კი, მაშინ მშვენივრად შეძლებთ მის გაგებას. თუ არა, მაშინ შევეცდები გაგაგებინოთ. ეს ის შეგრძენებაა, როდესაც გინდა ერთ კუთხეში შეიყუჟო და იქიდან არ გამოხვიდე. გაუნძრევლად იჯდე. ფიქრებისგან დაღლილს კი ფიქრიც არ გინდოდეს. ყურსასმენები კარგად გაიკეთა და გზატკეცილს დაუყვა. ფიქრით თავის დაღლა არ უნდოდა. ერთი ხელით თვალებთან ჩამოფხატული, გრძელი, ქერა (თითქმის თეთრი) თმა უკან გადაიწია, მეორეთი კი სიმღერას აუწია. ისე გაეხვა მომაჯადოებელი სიმღერის ჰანგებში, რომ საბოლოოდ დარწმუნდა: არახალსკოლებოდა. უცხო სახეები. უზარმაზარი, უაზროდ ცარიელი შენობა. თვალები დახუჭა და უცებ საშინლად მოუნდა ამ „ფეშენ“ სკოლისთვის მიეფურთხებინა და მის გიჟებთან წასულიყო მაგრამ რაღაცამ დააკავა. მამა... პირველი გაკვეთილი ახალი, ნახევრად ცარიელი სკოლის, 8 მოსწავლიან, მეთორმეტე კლასში. ნელა შევიდა შიგნით და ადგილი მესამე რიგის ბოლო მერხზე დაიკავა. არ გამორჩენია უცნობი თვალების უცნაური მზერა. ყურადღების ცენტრში ყოფნა. აი, ის რასაც ყველაზე მეტად ვერ იტანდა. ხალხი როდესაც აკვირდებოდა, ხედავდა მის სახეს, როდესაც ხედავდა მის სახეს, ხედავდა მის თვალებს და როდესაც ამ თვალებში ერთს სხვას და მეორეს-სხვას, აშტერდებოდა. აღტაცებით, გაღიზიანებით, შურით, ზიზღით... მაგრამ აშტერდებოდა და მთავარი ეს იყო. თავი ჩახარა. ყურსასმენებში სიმღერა ისევ ხმამაღლა ზუზუნებდა, ამიტომ ძლივს გაიგო ბიჭის ხმა: -მაგ ადგილას, სხვა ზის, მერწმუნე, არ ღირს მისი გაღიზიანება. - გოგომ ერთი ყურსასმენი მოიხსნა. წარბები შეკრა. ადგომას არ აპირებდა, შესანიშნავად იჯდა. -არაუშავს. - თქვა და მზერა კარისკენ გადაიტანა საიდანაც მაღალი, შავებში ჩაცმული ბიჭი შემოვიდა და მისი მერხისკენ წამოვიდა. გოგო მიხვდა, რომ ეს ის ბიჭი იყო, რომლის გაღიზიანებაც არ ღირდა და უკეთესად მოკალათდა ადგილზე. -ჩემს ადგილზე ზიხარ! - უხეშად თქვა ბიჭის ბოხმა, ოდნავ ჩახლეჩილმა ხმამ. პირდაპირ თვალებში უყურებდა გოგოს. უმეტყველო ყავისფერი თვალები ჰქონდა, რომელსაც წრეზე მწვანის თითქმის შეუმჩნეველი მწკრივიც დაჰყვებოდა. ბიჭი არ აღფთოვანებულა გოგოს თვალებით, არც ზიზღი გამოუჩენია, უბრალოდ ისე უყურებდა, თითქოს მას ორივე, ჩვეულებვრივი, მწვანე, ან ცისფერი თვალი ჰქონდა. მაგრამ, მის და სამწუხაროდ, ერთი-ღია ცისფერი იყო, მეორე-ღია მწვანე. -დაყრუვდი? - იკითხა როდესაც გოგომ ხმა არ გასცა. თვალებში ბრაზის ნაპერწკალმა გაჰკრა. გოგონას ხმა არც ახლა ამოუღია. შუა ხნის ქალი რომ შემოვიდა ქოშინით ოთახში და მესამე რიგის ბოლო მერხზე, ძარღვებდაჭიმული, ფეხზე მდგომი ბიჭი დაინახა, თავიდან გაუკვირდა, შემდეგ კი შეუძახა. -რა იყო, დვალო, ადგილი წაგართვეს? დაუჯექი გვერდით, არ მოგივა არაფერი! - ბიჭი არ განძრეულა. - ახალი მოსწავლე ხარ, არა? - ჰკითხა გოგოს. მან ნელა დაუქნია თავი. რა სულელური შეკითხვაა, ახალი არა, პირველივე კლასის პირველივე დღიდან აქ სწავლობს და ეს გაწკიპულ ‘წკაპუნებზე’ შემდგარი ბებერი პირველად ხედავს. -დვალი დაჯექი მეთქი! - ბიჭი განძრევას არ აპირებდა. იდგა მერხთან, ხელებ დაკრეფილი და მოუთმენლად ელოდა როდის აბრძანდებოდა გოგონა მისი ადგილიდან. -მიდი, გოგონა, შენ გადაჯექი გვერდით, თორემ ეს ისეთი ვირია, რომ მოუნდეს ჩემს ადგილზეც დაჯდება. - გოგომ ღმრმად ჩაისუნთქა, ერთხელ კიდევ შეავლო თვალი დვალს და ერთი მერხით წინ გადაჯდა. შემდეგ დაიწყო კითხვები, რა გქვია, რამდენი წლის ხარ, საიდან გადმოხვედი, რატომ აირჩიე ჩვენი სკოლა და ასე შემდეგ... არც წამომდგარა ისე უპასუხა ერთ კითხვაზე: -ლინა ივაშენკო. მეტის თქმის არც ნერვები ჰქონდა და არც სურვილი. თუ ძალიან უნდოდა, შეეძლო ამ ქალს გოგოს პირადი საქმე შეემოწმებინა. მასწავლებელი გაბრაზდა, როგორ გამიბედე და ფეხზე არ ადექი როცა მესაუბრებიო. ამაზე ლინას გადატრიალებულ თვალებს ისევ მოჰყვა ერთი ყვირილი და სიტყვები: მე შენ მოგივლი! და ლინას ჩურჩულით ნათქვამი, მაგრამ ქალის გაგონილი, აბა შენ იცი. სისულელის, უაზრობის, მასწავლებლებთან სიტყვებით ომის 6 გაკვეთილი ძლივს გავიდა. ფრთაშესხმულმა მოიგდო ჩანთა მხარზე და სკოლა დატოვა. ისევ დაუყვა ფეხით წვიმისგან ჩამუქებულ ქუჩას და ერთადერთი რაზეც ფიქრობდა სიგარეტის კოლოფი ოყო რომელიც ძირს, გასრესილი ეგდო. გაიფიქრა, ვინ ექცევა ასე სიგარეტსო და შემდეგ ხარხარი აუტყდა. რა აზრები მაწუხებს, რამდენიმე საათია არ მომიწევიაო. უზარმაზარი სახლის ჭიშკართან რომ მივიდა, მასთან მდგარ, უკვე კარგად ნაცნობ დაცვებს გაუღიმა და სახლში შევიდა. გაუკვირდა რომ სახლი ჩაჩუმებულიყო. არსაიდან ისმოდა მარიას და ნიკას ჩხუბის ხმა, არც ლიკას წუწუნი: „გაჩერდით“ არც დათა ჩანდა და არც ელიზა. და-ძმების გარეშე სახლი ძალიან დაცარიელებული ეჩვენა ლინას და ეწყინა კიდეც. სამზარეულოში დედამისიც რომ ვერ დაინახა, წყენას ანერვიულებაც დაემატა და ვერც კი შეამჩნია როგორ წაიღო ხელი ტელეფონისკენ და როგორ დაურეკა დედამისს: -დედა, სად ხართ? - ჩაჰყვირა. -აჰ, ლინა, უკვე მოხვედი სახლში? როგორი იყო სკოლა? ბევრი ხომ არ ლანძღე მასწავლებლები? - უდარდელი ხითხითით ამბობდა ქალი და გოგონას ნერვები უფრო ეშლებოდა. -ვაიმე სანდრა, სად ხარ? ბავშვები სად არიან? -ლინა, ნუ ყვირი და დამაცადე! -კარგი დე, ბოდიში... ახლა, მითხარი! -ბაკურიანში ვართ, მე, ელიზა და ტყუპები. ლიკა უნივერსიტეტშია, დათაც. - ლინამ წარბები შეკრა. -მანდ რა გინდათ? -მამაშენმა თქვა, ასეა საჭიროო. არ გინდა ზედმეტი კითხვები, ლინა, სკოლაში რომ არ ყოფილიყავი, წამოგიყვანდით შენც. -კარგი დედა, მერე დაგირეკავ, მიყვარხარ. - თქვა გოგონამ და როდესაც დედამისის ნათქვამი: „მეც მიყვარხარ დე“ გაიგონა, ტელეფონი გათიშა. სამ სართულიანი, უზარმაზარი სახლი გიჟი ივაშენკოების გარეშე საშინლად არ მოეწონა. ისიც უღრღნიდა ტვინს, რა მოხდა ისეთი, რამაც მამამისს სანდრას, მარიას და ლუკას ბაკურიანში გაშვება აიძულა. ან კიდევ, რა იყო ის, რომ თავის ოთახში ასულს, გოგომ სახლის უკანა ნაწილშიც დაინახა რამდენიმე დაცვა. არ იცოდა, არაფერი არ იცოდა. ერთადერთი კი რაც დარჩენოდა, სარკეში, საკუთარი, სიგარეტმომარჯვებული, ფერადთვალებიანი თავის ყურება და გაკრიტიკება იყო. *** -ლინა... - თქვა ოთახში შემომავალმა უფროსმა ივაშენკომ და ყურსასმენებგაკეთებული ქალიშვილის დანახვისას, წარბები შეკრა. იმხელა ხმაზე უსმენდა ლინა სიმღერას, რომ თავისუფლად არჩევდა გიორგი სიტყვებს. -ლინა! - კიდევ ერთხელ, ახლა უფრო ხმამაღლა შეუძახა მამამ ქალიშვილს. თუმცა, სულ ტყუილად. ლოგინზე კარგად იყო მოკალათებული ლინა, ლეპტოპი მუცელზე ედო, თავი კი ბალიშებში ჩაერგო და ინტერესით მიჩერებოდა ეკრანს. -გაჩერდი, მამა, ვერ გააგონებ. - სიცილით თქვა ლიკამ და დას ყურსასმენი გამოაძრო. უცებ ამოყო ლინამ ფერადი თვალები და ღიმილით მიაჩერდა ლიკას. -მოხვედით? რა კარგია! მამა, სალაპარაკო მაქვს! - თქვა გოგომ. ლეპტოპი დახურა და ლოგინიდან წამოდგა. -დედაშენი ბაკურიანშია. ამაზე? - ჰკითხა აშკარად შეშფოთებულმა გიორგიმ. ლინამ წარბები შეკრა და თავი გადააქნია. -ნაწილობრივ, მაგაზეც. დათა მოვიდა? - იკითხა გოგომ და თავის დას უკან გაჰყვა, მისაღებში. -არა, არ მოსულა. რა გინდოდა? - იკითხა ლიკამ. მასაც ეტყობოდა ანერვიულება. -რატომაა დაცვა გაორმაგებული და რატომ წავიდნენ ტყუპები, სანდრა და ელიზა ბაკურიანში მაშინ, როცა ელიზა უნივერსიტეტში უნდა იყოს? - შეტევაზე გადავიდა ლინა. -ასეა საჭირო. - თქვა უფროსმა ივაშენკომ და ოთახი დატოვა.. „ასეა საჭირო“, „ასეა საჭირო“, „ასეა საჭირო“ და კიდევ ბევრი „ასეა საჭირო“ მოგროვდა ერთ კვირაში ლინას უამრავი კითხვის პასუხად. ერთადერთი, რითიც თავს ინუგეშებდა, ის იყო რომ მამამისი ღირსეული ადამიანი იყო, რომელიც არასდროს არ გააკეთებდა რამეს ისეთს, რაც მას და მის უზარმაზარ ოჯახს ავნებდა. *** ისევ ღრუბლიანი დილა იყო. ისევ სექტემბრის. წვიმას ისევ ცოტა ხნის წინ გადაეღო და ისევ სძულდა ლინას სკოლა. კლასში შევიდა და ადგილი ისევ ძველ ადგილას დაიკავა. მესამე რიგის, ბოლოს წინის-წინა მერხი. ბოლოს წინაზე იჯდა, საერთოდაც, სულ ბოლოზე უნდოდა, მაგრამ დვალის სიახლოვის და რეპლიკების ატანა არ ჰქონდა და ამიტომ ერთი მერხით წინ წამოვიდა. კლასელებს არა უშავდათ. სიმართლე რომ ვთქვა, სულაც არ აინტერესებდა ლინას ისი. მოვალეობის მოხდის მიზნით დადიოდა სკოლაში, იჯდა იმ ადგილას რომელიც არ მოსწონდა, სწავლობდა, უსმენდა გამოთაყვანებულ, თავის თავზე შეყვარებულ, წკაპუნებზე შემდგარ ბებრებს და იყო ასე. არავინ აწუხდება და არავის აწუხებდა. (თუ დვალს არ ჩავთვლით, რომელსაც გოგოს სუნთქვაც კი ნერვებს უშლიდა) იჯდა თავისთვის, ხანდახან რაღაცას ითხაპნიდა, ხანდახან და კი ყურსასმენებგაკეთებული უყურებდა წვიმის წვეთებს, ფანჯრიდან რომ ჩანდა, იმ ხეებს რომ ეცემოდნენ და ფოთლებს უნამავდნენ. შუა გაკვეთილზე იჯდა ლინა. ისევ ჩაფიქრებული იყო მასწაბლის ხმამ რომ გამოაფხიზლა. -რა? - ჰკითხა შემკრთალი ხმით მაღალ, გამხდარ ქალს. -შენ არაფერი, ივაშენკო, დვალი ჯდება შენთან! - ლინამ ფერადი თვალები გაოცებისგან დააჭყიტა. -ნუ ჭყეტ მაგ ლამაზ თვალებს და დროზე დვალო, დროზე! - შეუძახა შეწუხებული სახით მჯდომ დვალს რომელსაც ყველაფერი უნდოდა განძრევის გარდა და ეს სახეზეც ეხატა. -არ მინდა გადმოსვლა! - თქვა რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ ბიჭმა. -პასუხი მაშინ უნდა გაგცე, როცა გეკითხები! გადმოდი-მეთქი. სიჩუმე. დვალის სახე ირონიულმა გამომეტყველებამ შეცვლა. საღეჭ რეზინს ნერვების მომშლელად ღეჭავდა. -მიდი, ივაშენკო, შენ გადადი! - მიუბრუნდა მასწავლებელი ლინას. ახლა მან მიიღო იგივე ცინიკური გამომეტყველება. აშკარა იყო, არცერთი არ აპირებდა ადგილის დათმობას. ერთმანეთს დასანახად ვერ იტანდნენ, ისიც არ იცოდნენ რატომ და ერთად დასხდომასაც არ აპირებდნენ. -ნუ გადამრიეთ, ქენით რამე, გადის გაკვეთილი! - დაიყვირა მასწავლებელმა. ლინას და დვალის უცვლელმა გამომეტყველებამ კი კლასში დარჩენილი 6 ბავშვის ხითხითი გამოიწვია. -ლინა, გასაგებია, ვირია ის, შენ რა გჭირს? გადადი გოგო! -შეხედე, რამდენი ადგილია, რატომ უნდა იჯდეს ორი ადამიანი ერთად 22 მერხიან და 8 მოსწავლიან კლასში? -იმიტომ რომ ეგრე მინდა მე! -ხო და მე არ მინდა! -მე შენ არ გეკითხები გინდა თუ არა! -კარგი, თუ მე მეკითხები, მეც არ მინდა. - ხმა ამოიღო დვალმაც. -არც შენ არ გეკითხები, დვალო! -არაა შანსი ჩვენი ერთად დასხდომის რა. -რატომ ვითომ? -ეგრე მინდა და იმიტომ! -გინდა არა? მე კიდე ასე მინდა! -გინდოდეს, არ გიშლით. - ხმა ამოიღო ლინამაც. კლასს კიდევ ერთმა ხარხარის სერიამ დაარტყა. -ეხლა, სამ თვლაზე არ გადაეთრევით ერთმანეთთან და გახვალთ კლასიდან, ორივე! - დაიწივლა ქალმა. არც ერთმა აცალა თვლას და არც მეორემ. მოიგდეს ჩანთები და კლასიდან გავიდნენ. უკნიდან ბავშვების სიცილის ხმა და შეძახილები „ძაან მაგრები ხართ“ ისმოდა. იცოდა ლინამ რომ ამ ამბავს „გაუბაზრებდნენ“ მამამისთან და არ ასცდებოდა 45 წუთიანი ლექცია, მაგრამ იმ წამს მხოლოდ თვითკმაყოფილების გრძნობას აქცევდა ყურადღებას და საკუთარ თავზე ეცინებოდა. „დვალთან ჯდომა არა, ტოლმა! მოუნდა ქალბატონს“-ფიქრობდა და კიბეებს მიუყვებოდა. თვალწინ ქალის სახე რომ დაუდგა, ისეთი ხარხარი აუტყდა, კიბეს არ დახედა და ვიღაცის ხელი რომ არა, გორაობას მეოთხე სართულიდან რომ დაიწყებდა, პირველამდე ვერ გაჩერდებოდა. -თუ კიბეს არ უყურებ მეორეჯერ ხელს არ გამოგიშვერ და გორაობას დაიწყებ კიბეებზე. - უთხრა დვალმა და ხელი მის წელს მოაშორა. -მადლ... - დაიწყო მაგრამ დვალის ბრაზიანი გამომეტყველება რომ დაინახა გაჩერდა. - არაფერი. - თქვა და კიბეებზე ჩასვლა ახლა უფრო დაკვირვებით განაგრძო. *** -ფერადო! - მიეგება სახლში შესვლისთანავე ხელგაშლილი ძმა და ჩაიხუტა. -რა მოხდა დათა? - ჰკითხა ანერვიულებული ხმით. ბოლო დროს ნერვიულობა დასჩემდა. ადრე ასეთი სულ არ იყო. ყველა და ყველაფერი სულ ერთი იყო მისთვის, მაგრამ როცა ოჯახი რაღაც არ არსებული საფრთხის წინაშე გიდგება, არაფერი დაგრჩენია ნერვიულობის გარდა. -არაფერი ისეთი, ლიკა მოვა მალე და წავიდეთ ბაკურიანში ბავშვებთან, ხო? -აჰა. - თავი დაუქნია გოგომ და თავის ოთახში ავიდა. უცნაურად გრძნობდა თავს. საწოლს დაეხეთქა და ჭერს უაზროდ ააშტერდა. ყურსასმენებში ისევ ზუზუნებდა მუსიკა. ისევ ეჭირა ხელში სიგარეტი. ისევ სძულდა თავის თვალები მაგრამ ახლა სულ სხვა რამეზე ფიქრობდა. ეს "რამე" კი თავის უცნაურობითა და სისულელით, ლინას აღფოთების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. აბა, მითხარით, რომელი ნორმალური ლინა ივაშენკო იფიქრებს დვალზე? ან რატომ? ან როგორ? და ისევ რატომ? ხო, არც მან იცოდა. უბრალოდ ეფიქრებოდა იმაზე, თუ როგორი იდიოტი იყო, როგორ უწამლავდა ნერვებს მაგრამ იცოდა რომ ამასაც ჰქონდა რაღაც აზრი. ბოლოს და ბოლოს, ეს უხეში ბიჭი ერთადერთი იყო მთელს სკოლაში რომელსაც ერთ-ნახევარი სიტყვა უთხრა მასწავლებლის შემდეგ. ამას მისთვის დიდი მნიშნველობა არც ჰქონდა, უბრალოდ ეფიქრებოდა და რა ექნა. -იდიოტი ხარ ლინა. - შეუთვალა საკუთარ თავს ხმამაღლა და დაძინება სცადა. ჰო, ძილში დვალზე ვეღარ იფიქრებდა. საღამოს ლიკასთან და დათასთან ერთად ბორჯომისკენ მიდიოდა. გაუკვირდა, მამა რატომ არ მოდისო, მაგრამ როგორც 'მანქანაში ყველაზე პატარას' კითხვა 'გაუტარეს' და სიცილით უთხრეს: "საქმე აქვსო" -დავიღალე ამ საქმეებით რა! - გაიბუტა, ყურსასმენები გაიკეთა და თავი ფანჯარას მიადო. -ლინა გეყოფა რა. სკოლაში რა ხდება? - ჰკითხა დათამ მაგრამ გოგონას ეს უკვე აღარ ესმოდა. -ლიკა გამოაძრე ეგ რაღაც! -რა გინდა? - აგრესიულად ჩაილაპარაკა ლინამ. -სკოლაში რა ხდება-თქო. -პირდაპირ გეკითხა, როგორ რეაგირებენ ფერადთვალებიან კლასელზეო, არ მწყინს! -აუ ეს ფერადი თვალები, კარგი რა. -მოდი ასეთი რამ ვქნათ, მე ჩემთვის, ჩუმად ვიქნები სანამ არ შემაწუხებთ. და თუ შემაწუხებთ, მერე უკვე... - ამ სიტყვებს ლინამ ბოროტული სიცილი და ყურსასმენის თავიდან გაკეთება დააყოლა. გზა ბაკურიანამდე იმაზე მოკლე გამოდგა, ვიდრე ოდესმე. რამდენიმე სიმღერა და უკვე ტყის შუაგულში, ჭიშკრით გარშემორტმული სახლის წინ იდგა სამი ივაშენკო და დანარჩენ სამს ეხუტებოდა. -მარია, მახრჩობ! - წვრილი ხმით ამბობდა ლინა, რომელსაც ერთ-ერთი ტყუპი იხუტებდა. -მომენატლე! - წუწუნებდა ქერა კულულებიანი გოგონა და თვალებში ცრემლიც უდგებოდა, დაიკოს ვაწყენინეო. -მეც, არ იტირო! - გაიბადრა ლინა და ახლა მეორე ტყუპს მიუბრუნდა რომელიც ლოყებაღაჟღაჟებული იდგა კუთხეში. გოგომ გაიფიქრა "ალბათ დათამ დაამუშავაო" და მის გამოწვდილ ხელებს ხელები შეაგება. -დედიკო იძაქდა, ველ ვნაქავთ ლინასო. - ისიც აპირებდა ტირილის დაწყებას და ამაზე ლინას ისევ გაეცინა. -არაუშავს და დედიკო სად გყავთ? - იკითხა როცა მასზე დიდს, ელიზას მიუბრუნდა ჩასახუტებლად. -აქ ვარ, ლინ. - გაისმა ქალის სასიამოვნო, ნაზი ხმა და ლინა ბედნიერების ღიმილით გაეშურა მისკენ. რაც თბილისის სახლს მოაკლო ექვსმა ივაშენკომ ერთად, ბაკურიანისას ერთბაშად დაატეხა თავს. ზუსტად 15 წუთში მთელი სახლი ისეთ დღეში იყო, მკვდარი ცოცხალს ვერ იცნობდა. სანდრა ისევ ყვიროდა: თავის ტკივილის წამალი სადააო და უშედეგოდ ცდილობდა ქმართან დაკავშირებას. *** 12 იყო უკვე. ტყუპებს და სანდრას ეძინათ. დანარჩენები კი მისაღებში, დივანზე ფეხმორთხმით ისხდნენ და ჩუმად საუბრობდნენ. ოთხი ივაშენკო ერთად. ოთხივე ქერა და ოთხივე ცისფერი/მწვანე თვალებით. ოთხივე სერიოზული გამომეტყველებით, ლამაზი ნაკვთებით. მოკლედ, არაფერი არ სჯობდა იმ წამს, იმ ოთხი ივაშენკოს ყურებას. -მაინც არ მეუბნებით მამას რა საქმე აქვს... - ჩაილაპარაკა ლინამ. აშკარად ეტყობოდა ხმაში წყენა. -გგონია ამათ იციან? - მზრუნველი ხმით თქვა დათამ. - არაა ეგ ეხლა გასარჩევი თემა. გარჩევა რომ დავიწყოთ, სიმართლის თქმა არ შემიძლია და უნდა მაპატიოთ. სამივემ. - გოგონების სახეზე აშკარა უკმაყოფილება გამოისახა, მაგრამ იცოდნენ რომ თუ მათი ძმა ამბობდა "არა"-ს ეს უბრალოდ ნიშნავდა რომ "არა". კარგა ხანს ილაპარაკეს და ის-ის იყო თავიანთ ოთახებში აპირებდნენ ასვლას, რომ სახლის კარი გიორგიმ შემოაღო და წამონთებული თვალებით მიაშტერდა ლინას. -მამა?! აქ რა გინდა? - აღშფოთდა ოთხივე. - საბა დვალს საიდან იცნობ? - დაძაბული, ძარღვებ დაჭიმული უფროსი ივაშენკოს ბაგეებს მხოლოდ ეს ოთხი სიტყვა მოსწყდა. ლინას ყურებს კი სახელი "საბა დვალი" საშინლად არ მოეწონათ. აი, ისევ დვალი! *** ვინაა საბა დვალი? რა უნდა? ან და საიდან უნდა იცნობდეს ლინა? 'ცნობად' ითვლება სკოლაში მისი ყოველდღე ხილვა? და საერთოდ რა ხდება? კითხვებით შეწუხებულ ლინას მხოლოდ ერთი პასუხი აღმოხდა: -კლასელია ჩემი. - ამ სიტყვებზე გიორგის თვალებს შიშის უეცარმა, პატარა ნაპერწკალმა გაჰკრა, თუმცა შემდეგ ამას ბრაზი დაემატა და ის თითქმის სულ გააქრო. -სკოლიდან გადადიხარ. - თქვა წუთიერი დუმილის შემდეგ. ლინამ წარბები შეკრა და ნაბიჯი წინ გადმოდგა. -არა. - ისეთი ხმით თქვა თითქოს ეს ისედაც ცხადი იყო. -გადადიხარ! მე ვთქვი და წერტილი! -მამის ხმა იმაზე უფრო ცივი ეჩვენა ვიდრე ოდესმე, გააჟრჟოლა. მისმა ტვინმა დვალი უცნაურად დააკავშირა იმასთან რაც მის გარშემო ხდებოდა, თუმცა ამის მიზეზს ვერ პოულობდა. -თქვი? ჰმ, ხო და მე ვამბობ რომ გადასვლას არ ვაპირებ. მომბეზრდა ამ სკოლების ცვლა. მერამდენედ გადავდივარ ახალში? ძლივს შევეგუე ამ სკოლას და ახლა რაღაც სისულელის გამო გადავიდე? - ვერც ამჩნევდა ლინა როგორ უწევდა ხმას. ვერც ის შეამჩნია, როგორ ჩამოვიდა სანდრა და შეშინებული სახით მიაჩერდა მას. -ლინა, მე ვთქვი-მეთქი! ეს საკითხი აღარ განიხილება! -იმასაც არ მეტყვი რატომ? -ასეა საჭირო. აი, ისევ "ასეა საჭირო", "ასეა საჭირო", "ასეა საჭირო" და კიდევ, "ასეა საჭირო" საშინლად დაიღალა ლინა მამამისისგან ამ სიტყვების მოსმენით. ეს სკოლა სულ ოდნავ მოსწონდა. არ იყვნენ ის ბავშვები ცუდები, დვალი კი...? დვალი, ღმერთო, დვალი. სულ ამოუვარდა გონებიდან! საერთოდ რა შუაშია დვალი? კი დააკავშრა მისი სახელი, ან სულაც, გვარი, იმასთან რაც გაათმაგებულ დაცვას და ყველაფერ ასეთს ეხებოდა მაგრამ მისი ტვინი საბოლოოდ პასუხს მაინც ვერ იძლეოდა. გოგონამ იცოდა მხოლოდ ის, რომ არ აპირებდა იმ სკოლიდან გადასვლას. არ აპირებდა, არა იმიტომ რომ არ უნდოდა, არამედ იმიტომ რომ საკმარისი იყო სულ მამამისის "ასეა საჭიროს" და "მე ვთქვი და მორჩას" მოსმენა. მისი გონების რაღაც ნაწილი ფიქრობდა რომ იყო რაღაც რაც გიორგის ასეთ მოქმედებებს განაპირობებდა, იცოდა ისიც რომ 'ყველაფრის ცოდნა ზოგჯერ ზედმეტი იყო' მაგრამ იქნებ ეს 'ზოგჯერ' ახლა არ იყო? ამასაც რომ შევეშვათ, ლინასთვის სკოლა ნიშნავდა ახალ კლასელებს, ანუ ახალ პრობლემებს რომლებიც ამ ეტაპზე სულაც არ აკლდა. შაბათი ამაზე სიტყვის თქმის გარეშე გავიდა, თუმცა კვირა საღამოს, როცა თბილისში უკვე ივაშენკოების სრული შემადგენლობა დაბრუნდა, მამამისმა ლინას გამოუცხადა: "სკოლაში დაცვა მიგიყვანს და დაცვა წამოგიყვანს, თუ ეს არ მოგწონს, მე უკვე ვთქვი ერთი ვარიანტი და ახლა აღარ ვაპირებ აზრის შეცვლას." ჰო, აი ეს იყო ლინასთვის სკოლიდან გადასვლაზე ბევრად, ძალიან ბევრად უარესი. აღსანიშნავია ისიც, თუ როგორ გახედა დათამ მამამისს ამ სიტყვების თქმისას. თითქოს ეუბნებოდა "როგორო" სხვა გზა არ აქვს, არაფრის გაკეთება აღარ შეუძლია. აღარც უნდა. შეეგუება ბედს, როგორც ამას ყოველთვის აკეთებს და დაივიწყებს თავის სურვილის 'ბედნიერი ცხოვრების' შესახებ. ბედნიერი ცხოვრება-ბევრისთვის მიუწვდემელი, ზოგისთვის მისაწვდომი, მაგრამ ყველასთვის სასურველი ცნება. ის რისთვისაც ყველა იღწვის, ყველა იბრძვის. ზოგიც ამ ბრძოლას აკვდება. და არც არის არსება დედამიწაზე, რომელსაც ეს არ უნდა. ბედნიერება ბევრისთვის არის ოჯახი, საყვარელი ადამიანი, შვილები, მეგობრები. დაიჯერებთ?! ასეთი ბედნიერება ლინას არ უნდოდა. ჰო, რა თქმა უნდა, უნდოდა რომ მისი ოჯახი კარგად ყოფილიყო. მეგობრები არ ჰყავდა, საყვარელ ადამიანზე კი სიცილი ეწყებოდა. ფიქრობდა, ვინ უნდა შემიყვაროს, ან ვინ უნდა შევიყვაროო. მისი ბედნიერება რამდენიმე კოლოფ სობრანიეს, ყურსასმენებს და უსასრულოდ გაწელილ მუსიკას შეადგენდა. ყველაფერი ჩვეულებვრივად მიდიოდა. ჩვეულებვრივდ თუ არაჩვეულებვრივად, ვერ გეტყვით. უბრალოდ ყველაფერი "კარგად ყოფნასთან" ძალიან ახლოს იყო და ლინაც ვერ წუწუნებდა რამდენიმე თვე, რა საზიზღარი ცხოვრება მაქვსო. ისევ ადგა ადრე, ისევ ჩაიცვა უხალისოდ და ისევ მიანათა მანქანის მძღოლს სიძულვილით სავსე მზერა. სკოლაში დააგვიანდა მანქანის გაუმართაობის გამო და 10-ის ნახევარზე შეაღო კლასის კარი. ერთი რამ ძალიან ეუცნაურა, დვალი თავის ადგილს მოშორებოდა და ზუსტად ორი მერხით წინ, ზუსტად გოგოს მერხის გვერდითა მხარეს დამჯდარიყო... *** წამით შეგდგა, ტუჩები რაღაცის სათქმელად ოდნავ გახსნა, თუმცა სიტყვაც ვერ ამოუვიდა პირიდან. მასწავლებელმა წარბაწევით შეხედა და უთხრა: -ივაშენკო, შენს ადგილას, დროზე! - სხვა გზა არ ჰქონდა, დვალის წინა მერხისკენ წავიდა მაგრამ ისევ შეაჩერა ქალის ხმამ: -შენს ადგილას-თქო გოგო! -კი მაგრამ ეს... - დაიბნა. მზერა დვალზე გადაიტანა რომელსაც ჩვეული, უემოციო სახე აეკრა და მობეზრებით უყურებდა გოგოს თვალებში. ლინა ამ მზერამ უარესად დააბნია. -დაჯექი! - მასწავლებლის კიდევ ერთი უხეში შეძახილი და ლინა მზად იყო კარგად გაელანძღა ეს ქალი, მაგრამ ამის მაგივრად ნელა შებრუნდა თავის მერხისკენ და მოუხერხებლად დაენარცხა ზედ. და საერთოდ რა ხდებოდა? რატომ დაჯდა დვალი იქ? მილიონი აჩუქეს ამის სანაცვლოდ? ან და რატომ არ ჰქონდა არანაირი რეაქცია ლინას თვალებზე? მაშინ როდესაც გოგონამ არ იცოდა არც-ერთი ადამიანი რომელსაც უნახავს და არ გამოუთქვამს აღფრთოვანება, ან შებრალება, ან ზიზღი მისი თვალების მიმართ. ის კი მუქი ყავისფერი, მომწვანო თვალებით შეაჩერდებოდა და თითქოს ვერაფერს ხედავდა. -რატომ გამოჯექი? - ჰკითხა ბოლო გაკვეთილზე ლინამ. ამას მოჰყვა დვალის ღრმა ამოსუნთქვა, თვალების გადატრიალება და გოგონასგან მზერის მოცილება. ამას მოჰყვა ისიც, რომ ლინას ბიჭთან საუბარი არც არასდროს უნდოდა და ახლა მითუმეტეს დაეკარგა მისი წამოწყების სურვილი. "უზრდელი იდიოტია, მაგრამ მაინც რა ხდება...." გამწარებული ფიქრობდა თუმცა არც ამ კითხვაზე ჩანდა პასუხი... გაკვეთილის დასრულების შემდეგ, ლინას სკოლიდან გამოსვლისას მხარზე ფრთხილად შეეხნენ და შემოაბრუნეს. -შენთან იმიტომ გადმოვჯექი რომ მომბეზრდა მარტო ჯდომა. ეს საკმარისია? საკმარისი იყო? იყო, ლინასთვის, რომ მეორედ საუბრის წამოყების რაღაც სურვილი მისცემოდა. და იყო საკმარისი მათ პირდაპირ, შავ ჯიპში მჯდომი დაცვისთვის, ტელეფონის ამოსაღებად, გიორგისთვის დასარეკად და იმის სათქმელად, თუ როგორ ესაუბრებოდა დვალის ბიჭი, მის ქალიშვილს. *** ზარი 17 წლის ივაშენკოს ტელეფონზე. დაძაბულ საუბარს მოყოლილი ყვირილის ხმა. ანერვიულებული ფერადთვალება გოგონა. კიდევ ერთი 'ასეა საჭირო" და ამჯერად დაჟინებული: "სკოლიდან გადადიხარ" სწორედ ეს ზემოთ ჩამოთვლილი მოჰყვა დვალის ნათქვამ 1 წინადადებას. -გთხოვ, მამა, ძალიან, ძალიან გთხოვ, მითხარი რა შუაშია ეს ყველაფერი დვალთან. ის უბრალოდ უხეში, იდიოტია ბიჭია მაგრამ შემიძლია დავიფიცო რომ ბოროტი არაა. - ეუბნებოდა ლინა მამამისს. გიორგის კაბინეტში იყვნენ მხოლოდ ისინი და იქ შესვლამდე გიორგიმ მკაცრად თქვა, არ გაბედოთ შემოსვლაო და წინააღმდეგობა ვერავინ გაუწია. -ლინა, შენ იცი როგორ ძალიან მიყვარხარ. ყველაფერს იმისთვის ვაკეთებ რომ მინდა შენ და შენი და-ძმები უსაფრთხოდ იყოთ. ჭკვიანი ხარ და ვიცი რომ შეგიძლია გამიგო, მაგრამ არ მინდა, არ შემიძლია შენთან ამაზე საუბარი. უბრალოდ ის უნდა ქნა რასაც ყოველთვის აკეთებ. უნდა მენდო და დვალის ვაჟს მოშორდე. -დვალის ვაჟი, დვალის ვაჟი. საერთოდ იცი როგორი ურთიერთობა გვაქვს? ერთმანეთისთვის ერთად 10 სიტყვაც არ გვითქვამს. დასანახად ვერ ვიტანთ ერთმანეთს და მიზეზიც არ ვიცით რატომ. ის ჩემთვის არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს. ამ სკოლას კი შევეჩვიე, პირველად ვარ დადებითად განწყობილი იმ სკოლის მიმართ რომელშიც გადამიყვანე და კარგად იცი რომ საკმაოდ ბევრი იყო. აღარ მინდა რომ ეს მოხდეს. დავთანხმდი ყველაზე საშინელს, დაცვა მატარებს სკოლაში. იცი როგორ ვერ ვიტან რაღაცით რომ მზღუდავ და ამასაც დავთანხმდი. შეგიძლია მირეკო, მამოწმო. მასწავლებლები მოისყიდო რომ დვალი არ გამეკაროს. მაგრამ იმას ვერ შეცვლი რომ არ ვაპირებ მაგ სკოლიდან გადასვლას. არა იმიტომ რომ არ მინდა, უბრალოდ იმიტომ რომ ასე შენ გინდა! - ლინამ ცრემლები მოიწმინდა, რომლებიც თვითონაც არ იცოდა რატომ წამოუვიდა და კაბინეტი დატოვა. დერეფანში მდგარ შეშინებულ ადამიანებს ყურადღება არ მიაგცია და თავის ოთახისკენ წავიდა. საწოლზე გადაგორდა და ჭაღს ააშტერდა რომლიდანაც სინათლე ბჟუტავდა. უეცრად ძალიან მოუნდა ლონდონში ყოფილიყო, წვიმიანი ქუჩისთვის ეყურებინა და სიგარეტი მოეწია. ლონდონის ჰაერი მისთვის სულ სხვა იყო. გაშრობას რომ ვერ ასწერბს და სულ ტენიანია, ჩასუნთქვისას თუ ამოსუნთქვისას, გრძნობ რომ ეს ის ადგილია სადაც სულ წვიმს და რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს. არც წარმოგიდგენია სხვანაირად. დეპრესიულ, უბედურ ადამიანთან, რომელიც ბედნიერებას არ ეძებს, წვიმა ყველაზე ახლოსაა. ცრემლების დასამალად არა, უბრალოდ საშინლად სასიამოვნოა ქუჩაში ღამით სიარული და ნელ-ნელა დასვლება, მაშინ როდესაც შენი გონებაც ბურუსითაა მოცული და წვიმა მას ფანტავს. ისე რეალურად წარმოიდგინა ლინამ ეს სურათი, რომ თითქოს იგრძნო კიდეც წვიმის წვეტის დაცემა და მზად იყო წამომხტარიყო და სასწრაფოდ დაეხატა, თუმცა ოთახის კარი დებმა შემოუღეს. ლიკა და ელიზა დამნაშავეებივით იდნენ კარის ზღურბლზე და მომდლოდინედ მიჩერებოდნენ ლინას. გოგოს ოდნავ ჩაეღიმა, ამან ცრემლებთან უცნაური ასოციაცია შექმნა, თუმცა გოგონებს ეყოთ თანხმობის მისაღებად და ლოგინზე, ლინას გარშემო წამოსაწოლად. -აბა, 'ცრემლებ-ფართი' გვაქვს? - იკითხა ელიზამ. ამას ლიკას და ლინას ჩუმი სიცილი და სიტყვები "როგორც ყოველთვის" მოჰყვა. კარგახნიანი სიჩუმის შემდეგ ლინას ჩვეულებვრივზე დაბალი, სევდიანი ხმა გაისმა: -მესმის რომ ჩემი დაცვა უნდა, მაგრამ უკვე ძალიან დავიღალე სკოლის ცვლით. ცხოვრების თავიდან და თავიდან დაწყებით. პატარა ხო აღარ ვარ? რატო არ უნდა რო გამიგოს? - კიდევ ერთი ცრემლის ლინას ცისფერი თვალიდან. -ზედმეტად უყვარხარ და ეგოისტია. - თქვა ლიკამ. -არაფერს არ აშავებს დვალი... -ლინ, მოდი დავაზუსტოთ, შენ სკოლის დატოვება არ გინდა თუ მაგ დვალის? - ელიზას ამ სიტყვებს ლინას ხმამაღალი სიცილი მოჰყვა. -კარგი, რა. იცი რა უხეში და არანორმალურია? განსხვავებული ადამიანია ყველასგან. საერთოდ არაა გახსნილი. ძალიან იშვიათად ელაპარაკება ვინმეს. და მაგ სურვილის საქონად, ნორმალურად ნალაპარაკები უნდა გვქონდეს. -კარგი, რადგან ამბობ, მჯერა. - გაიღიმა ელიზამ და დას მიეხუტა. -არც მე არ მჯერა ელიზაბედ! - ჩუმად ჩაიხითხითა ლიკამ და ლინასგან მუბუქი მუშტიც მიიღო თავში. *** დილით თვალები გაახილა თუ არა თვალში მზის ჭყეტელა სხივები მოხვდა, რომლებიც მისი ოთახის მუქი ფარდებიდანაც შესანიშნავად ჩანდნენ. ზოზინით წამოდგა. არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. გუშნდელი ჩხუბის შემდეგ უნდა წასულიყო იმ დაწყევლილ სკოლაში თუ არა? ჩაიცვა და გადაწყვიტა მამამისთან ჩასულიყო რომ ეკითხა. ეკითხა, ეკითხა... ნუთუ მამამისის სურვილს აასრულებდა? -რა გავაკეთო? - ჰკითხა ძმას როდესაც მიხვდა რომ მამამისი სახლში არ იყო. -დღეს დარჩი სახლში რა. გოგოებიც არ მიდიან უნივერსიტეტში და ვნახოთ ხვალ რა იქნება, კაი? - დათას ხმა ჩვეულებვრივზე თბილი იყო. თვალებში კი ნერვიულობის სხივებიც უკრთოდა რომელთა დამალვის მცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა. -იცი ხო რაშია საქმე ? -კი. -და ისიც ხო იცი რა შუაშია დვალი ? -კი. -და მაინც თვლი რო ჩემთვის საშიშია? -ლინა ზედმეტად გადარდებს ეგ ბიჭი. -საერთოდ არ მადარდებს! უბრალოდ მაინტერესებს! -საშიშია შენთვის. ის თუ არა მისი ოჯახი და მისი გარემოცვა. არ დაუმეგობრდე. ლინ, გიორგი არ ვარ, ყვირილს არ დაგიწყებ, ძალიან დიდ შარში ვართ და დვალთან ყოფნა შენთვის ნიშნავს ჩართულ ბომბთან ყოფნას რომლის ტაიმერზეც რამდენიმე წუთია. -მადლობა. -რა? -გიორგიზე მეტი მაინც მითხარი. ამ სიტყვებზე დათას ნაღვლიანად ჩაეღიმა, შემდეგ კი და გულში მაგრად ჩაიხუტა. ლინა ღმერთის მადლიერი ბევრი რამის გამო არ იყო, მაგრამ 'მადლიერების სიაში' ერთ-ერთი მოწინავე ადგილი დათას ეკავა. ძალიან კარგია ძმა რომ გყავს, თან-შენზე უფროსი. იცი რომ ყოველთვის დაგიჭერს მხარს, როდესაც ყველა, ოჯახის წევრებიც კი ზურგს გაქცევენ, ის შენს გვერდით დადგება. ყველასგან და ყველაფრისგან დაგიცავს და შენს გამო თავსაც გაწირავს. -ადი დაიძინე თორე ჩამადნები ეხლა ხელებში. - ჩაჩურჩულა მან ლინას და ისიც სიცილით ავიდა ოთახში. არ დაუძინია. ისევ გადაწვა ლოგინზე და ფიქრი დაიწყო. ამისთვის დრო მთელი დღე ეყო. საღამოს ისევ მამამისი ამოვიდა. თვალები ეხუჭებოდა ისე ეძინებოდა, თუმცა მაინც დაძაბა გონება და ძლივს მოკრებილი გონებით დაიწყო მისი მოსმენა. -რჩები სკოლაში. პირველი რაც იგრძნო - ბედნიერებაა. ბედნიერება იმისგან, რომ მამამისზე 17 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული იმედები არ გაუცრუვდა. შემდეგ დაიბნა, რადგან იცოდა რომ ამ ორ სიტყვას მოჰყვებოდა 'მაგრამ...' სიტყვის თქმაც ვერ მოასწო ისე დააყოლა გიორგიმ ეს სიტყვა. -მაგრამ... -დვალისგან თავს შორს დავიჭერ. გიორგი დაიხარა და ქალიშვილს შუბლზე აკოცა. -ლინა ძალიან ვნერვიულობ. -არაფერი მომივა გპირდები. არ ვიცი რას ვამბობ მაგრამ მაინც გპირდები. -კარგი, დაიძინე... დაიძინა, მაგრამ ძილშიც ვერ მოისვენა. კი დაპირდა რომ არაფერი მოუვიდოდა, მაგრამ რამდენად შეძლებდა ამ დანაპირების ასრულებას? რაღაც მხრივ სჯეროდა რომ დვალი არ იყო ბოროტი. იყო უზრდელი, უხეში, უკარება, ყველასგან განდეგილი სიმპატიური იდიოტი მაგრამ... მოიცადეთ, ლინამ გაიფიქრა სიმპატიურიო? არა, ძალიან სიმპატიური კია, მაგრამ ლინამ გაიფირა ?! ჰო, კი გაიფიქრა, მაგრამ თვითონაც არ იცის რატომ. გემოვნება კარგი რომ აქვს, ეგ იცის მხოლოდ. ჩვეული რუტინა. მაღვიძარის ხმა, ზოზინით წამოდგომა, ჩაცმა, მანქანა, სკოლა და პირველ გაკვეთილზე დაგვიანება. ოღონდ ამჯერად კიდევ ერთი გამონაკლისით, დვალი მის ადგილას. მისმა დანახვამ ოდნავ დავბრუ დაახვია, თუმცა არ შეიმჩნია და მამაცურად გაეშურა თავის ადგილისკენ. დაჯდა და მწველი მზერა იგრძნო, რა ძნელი მისახვედრია, ვინ უყურებდა. უბრალოდ გონება ისე ჰქონდა არეული, ერთად დააწვა ნერვებზე ნერვიულობა, აფორიაქება, ძილის საშინელი სურვილი და დაღლილობა. ტვინში ფრაგმენტულად გაუელვა ლონდონის წვიმიანმა ქუჩამ და ისევ ინატრა, ნეტავ იქ ვიყოო. *** თუმცა არ იყო. ვერ იყო. დვალი ისევ უყურებდა და მას ისევ ჰქონდა დახრილი თვალები. სიტყვები მიყოლებით მორბოდნენ სათქმელად მაგრამ წინ კბილების დიდი რიგი ეღობებოდათ და ჩერდებოდნენ. ძლივს იკავებდა თავს იმისგან რომ ეკითხა: რა გინდა?! ვინ ხარ?! რატომ მაქვს შენს გამო ამდენი პრობლემა მამაჩემთან?! საერთოდ რა ხდება?! და რატომ დამჩემდა შენზე ფიქრი ასე ხშირად ?! მიუხედავად ამისა მთელმა დღემ ისე გაიარა არაფერი უთქვამს. დაირეკა თუ არა ბოლო გაკვეთილის ზარი კლასიდან გამოვიდა. ჯიბეში სიცარიელე იგრძნო და უკან შებრუნება დააპირა, კლასში ხომ არ დამრჩაო, მაგრამ დვალის ხმამ გააჩერა. შებრუნებულს ბიჭი დაინახა, რომელსაც უმეტყველო თვალები ოდნავ შეცვლოდა და ყურადღებით ჩაშტერებოდა ლინას ტელეფონს. -Guns N Roses? - იკითხა ბიჭმა. ლინამ ჯერ წარბები შეკრა. შემდეგ გაკვირვებისგან ჩაეცინა. -ჰო. - თქვა, ბიჭს ტელეფონი გამოართვა და გასასვლელისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა. პირველად დაინახა ლინამ მის სახეზე გმაყოფილება. ვერც კი წარმოიდგენდა რომ დვალთან რაღაც საერთოდ ქონა შეეძლო. თუმცა, შეცდა. იმედი ჰქონდა მამამისის ცდებოდა ამ ბიჭის შესახებ. რადგან თავის და უნებურად დღითი-დღე ეცვლებოდა მასზე წარმოდგენა... *** ძალიან უცნაურია ცხოვრება. ისე შემოდიან მასში ადამიანები, როგორც მას უნდა. ან-არ უნდა. მაგრამ ისინი მაინც შემოდიან. ცუდად თუ-კარგად, ეს ჩვენზეა. ჰო, თუ კარგი თვალით შევხედავთ, იქნებ ანგელოზად გამოგვეცხადონ, მაგრამ თუკი თავიდანვე შევრაცხავთ დემონად, დიდი მცდელობის მიუხედავად, ბოლომდე მაინც ვერ დავიჯერებთ მათ ანგელოზობას. და როგორაა როცა შენს ცხოვრებაში ადამიანი შემოდის როგორც დემონი, რომელსაც ანგელოზის კვალსაც ატყობ? აი, ზუსტად ასეა ივაშენკო დვალთან მიმართებაში. შეიძლება ხანდახან იდიოტი, ხშირად უხეში და მუდმივად საკუთარ თავში ჩაკეტილი იყო, მაგრამ Guns N Roses-ს რომ უსმენდა, ამან ლინას თვალში ოთხმოცდა ცხრამეტჯერ გაადიდა. ივაშენკოების სახლში დაძაბულებამ პიკს მიაღწია. დაცვა დაუნიშნა გიორგიმ ლიკას და ელიზას უნივერსიტეტში და ამან ისედაც აღშფოთებული გოგონები, უარესად გააბრაზა. "ხუმრობ ხო? ლინას კლასში ვიღაც დვალია, კარგი, მაგრამ არანაირი დვალი არ არის ჩემს უნივესიტეტში!" - ყვიროდა ტირილამდე მისული ელიზა, რომელსაც მარია ფეხზე ექაჩებოდა და დუდღუნით აწყნარდებდა. ლიკაც ასე იყო, დიდები იყვნენ, არ მოსწონდათ "დიდების სკოლაში" 'მამიკოს ხალხთან' ერთად სიარული და რა ექნათ. ლინაზე ეს საუბარი უფრო და უფრო საშინელ ეფექტებს ახდენდა დროის გასვლასთან ერთად. თავს დამნაშავედ თვლიდა რომ დვალთან 'კონტაქტში' არაფერს იმჩნევდა იმის შესახებ რომ ის მისთვის პოტენციური საფრთხე იყო. ამ დაძაბული საუბრის დროს, მისაღებში, დივანზე იჯდა, ისე თითქოს არაფერი ესმოდა და კედელს მიშტერებოდა. მასში ფიგურების დანახვას უშედეგოდ ცდილობდა. -ლინა დამეხმარე! - დაუყვირა ელიზამ როცა მიხვდა რომ გასამართლებელი არგუმენტები ელეოდა. -ბოლო-ბოლო თქვენვის უნივერსიტეტის შეცვლა არ უთხოვია. - ჩაეცინა მას. -ასე აგდებულად არ უნდა ისაუბრო ჩემზე! - დაიყვირა გიორგიმ. -მართლა? თორე რა? სკოლას შემიცვლი? დავიღალე 'მამიკო'! -მე არ მაინტერესებს დაიღალე თუ არა! -არც მე არ მაინტერესებს შენი აზრი ჩემი ხმის ტონზე. -ლინა დროზე ოთახში! - თქვა სანდრამ მშვიდი ხმით და ლინაც ნელა წამოიწია დივნიდან. მომდვენო დღე სკოლაში კოშმარი იყო. მასწავლებლები თითქოს ძალით ცდილობდნენ ლინას ნერვების მოშლას და შესანიშნავადაც გამოსდიოდათ. თუმცა, მათემატიკის მასწავლებელმა მასზე საშინლად იმოქმედა. გაკვეთილი ახალი დაწყებული იყო როცა ქალმა დაფაზე ამოცანა დაწერა და დაუყოვნებლივ მოინდომა მისი ამოხსნა. ბავშვებს ამის სურვილი რომ ვერ შეატყო, თავად გამოიძახა და პირველად თვალში ივაშენკო მოხვდა, რომელსაც ყურსასმენები გაეკეთებინა და სახეზე ეტყობოდა რომ სულ არ ადარდებდა ეს ქალი, სკოლა და მათემატიკა მითუმეტეს. -ივაშენკო, დაფასთან! - დაიწივლა ქალმა, თუმცა ყურსასმენებში მოზუზუნე სიმერის ხმა მაინც ვერ გადაფარა და დვალს მიუბრუნდა; -გამოაძრე ეგ რაღაცა, ერთი! - მიუხედავად იმისა რომ დვალს ეს ყველაზე ნაკლებად უნდოდა, უხერხულად შეიშმუშნა და ხელი ლინას ყურსასმენისკენ წაიღო, მისი ოდნავ მოქაჩვის შემდეგ, გოგონას მკაცრი, ფერადი მზერა მიიღო, რომელიც მალევე მოშორდა და მისგან მასწავლებელზე გადავიდა. -ვინ მოგცა უფლება გაკვეთილზე მაგ საზიზღრობის მოსმენის? - აგდებულად მიმართა და დოინჯი შემოირტყა ქალმა. -საკუთარმა თავმა....?! - ისეთი ხმით იკითხა ლინამ, თითქოს ეს ისედაც ცხადი ყოფილიყო. -ვის ელაპარაკები ეგრე აგდებულად გოგო! -შენ. -ორიანი! ეხლა კიდე გამოეთრიე დაფასთან! - ამაზე ლინას სიცილი აუტყდა. -თუ ორიანი დამიწერე, დაფასთან გამოსვლა რაღად მინდა?! -გამოეთრიე მეთქი! - ყვირილი წივილმა შეცვალა და ქალის სახეც დატოვა ხორცისფერმა, მას წითელი დაეპატრონა. წითელი ლინას ცინიკურმა სახემ და გაშეშებამ უფრო ააღაჟღაჟა. -ძალიან უცნაურები ხართ. შენ და შენნაირები. - დაიწო ზიზღით სავსე ხმით. - ჯერ ივაშენკო, რა გვარი გაქვს. უკრაინელს რა გინდა ქართულ სკოლაში. მერე კიდე თვალები. ჰეტე... რაღაც ხო?! სულ მეშინოდა ეგეთი ხალხის... თვალებში გეტყობათ რომ ცოფიანები ხართ... - ლინა გაფითრდა. თვალები რამდენიმე სანტრიმეტრით წამოეწია ბუდეებიდან. ძარღვები დაეჭიმა და მუშტები შეკრა. თვალებში ცრემლის ნაპერკალმა გაჰკრა. აშკარა იყო, თუ მალე არ გავიდოდა კლასიდან, ხალხის წინაშე ტირილს დაიწყებდა. -ძალიან ცდები თუ გგონია რომ რომელიმე ჩემნაირის ფეხის ფრჩხილად ღირხარ! - ეს თქვა და კლასიდან სწრაფად გავარდა. საშინელი არასრულფასოვნების შეგრძნება დაეუფლა. ისევ დაიწყო საკუთარი ყოფის წყევლა. ისევ შეახსენა თავი თითქმის მოშუშებულმა იარამ. ისევ საშინლად ეტკინა თავის განსაკუთრებულობა თუ უცნაურობა. საპირფარეშოს კედელთან ჩაკეცილი, ვერაფერს არჩევდა საკუთარი ცრემლების გარდა. ცრემლების, რომლებიც იმ თვალებიდან მოდიოდნენ, რომლებიც ასე ძალიან სძულდა. ვერ ჩერდებოდა, არ ჩერდებოდა. უნდოდა ყველა ტკივილი ერთად გადმოენთხია ცრემლებით და მიუხედავად იმისა რომ არ გამოსდიოდა, მცდელობას მაინც არ აკლებდა. ვერ შეამჩნია როგორ შემოაღეს საპირფარეშოს კარები. ვერც ის, როგორ დაუდგა წინ მაღალი ბიჭი. ვერც ის რომ ხელში მისი ნივთები ეჭირა. და მითუმეტეს ვერც ის რომ თვალებში მწუხარება ეხატა. -ივაშენ... - დაიწყო თუმცა სწრაფადვე შეასწორა. - ლინა! მისი სახელის გაგონებისას ლინამ თავი მუხლებიდან ამოყო და დვალს გახედა. გაუკვირდა სახელით რომ მიმართა. ისიც გაუკვირდა იქ რომ იდგა. ისიც, მისი ნივთები რომ ეჭირა. -აქ... რა გინდა? - ძლივს ამოღერღა. ტირილისგან ხმა ჩახლეჩოდა. -ლელამ თქვა გაუტანე ნივთებიო. ლინას ჩაეცინა. აშკარა იყო რომ ბიჭი იტყუებოდა. ცრემლები სწრაფად მოიწმინდა და დვალს ჩანთა ხელიდან გამოართვა. -შენ ლელას ნათქვამს არ უჯერებ. ბიჭი წამით შედგა. გაუკვირდა რომ გოგონა სიმართლეს მიუხვდა. -არც შენ არ უნდა დაგეჯერებინა. ლინა დაიბნა. დვალის ნათქვამს ვერ მიხვდა. -ვერ გავიგე... -არ უნდა დაგეჯერებინა რაც გითხრა. თვალებზე... გოგოს თვალების ხსენებისასღა გაახსენდა რომ ჰეტეროქომია ჰქონდა და თავი ჩახარა. -წადი გაკვეთილზე. -არ მინდა. -გოგოების საპირფარეშოში რაღა გინდა? - გაეცინა ლინას. -კარგი მაშინ გამოდი. -რატომ? -ლელა გაამწარე და მერე მე გამოვედი ამიტომ... -აბა იმან გამომიშვაო? - დვალს ძარღვები დაეჭიმა. -მომისმინე, დავინახე რომ ტიროდი და იმ არანორმალურმა გაგაბრაზა, ამიტომ ცოტა ხნით ვეცადე ნორმალური ვყოფილიყავი და გამოგყევი. ეს კი იმას სულაც არ ნიშნავს რომ სულ ნორმალურობას და მაგ კითხვების ატანას ვაპირებ! -შეგიძლია გახვიდე. - თქვა ლინამ 2 წამიანი დუმილის შემდეგ. -არა უნდა გელაპარაკო! -სკოლის გარეთ ვერ მელაპარაკები. - მოკლედ მოუჭრა გოგომ. -დაცვა გელოდება ვიცი მაგრამ ეხლა არ დგას. - ლინას გაუკვირდა მამამისმა ოდნავი თავისუფლება მაინც რომ მიანიჭა. მაგრამ, რა თავისუფლებაზეა საუბარი, მესამე გაკვეთილზე 'ნორმალურ ლინა ივაშენკოს' სკოლიდან გასვლა არ უნდა სჭირდებოდეს. ნელა წამოდგა და ბიჭს უკან გაჰყვა. იცოდა რომ დიდი შანსი ჰქონდა უდიდესი პრობლემის აკიდების მაგრამ საშინლად აინტერესებდა რაზე უნდა ესაუბრა დვალს. ბიჭის ქმედებებიც აკვირვებდა. თავის თავიც. მიჰყვებოდა უკან კლასელს, რომელთან საუბარი კი არა, 1 კილომეტრზე მიკარება ჰქონდა აკრძალული. მიჰყვებოდა და არ იცოდა სად და არ იცოდა რისთვის. "იქნებ და, მართლაც ბოროტი იყო დვალი? იქნებ მართლა უნდოდა მისთვის რამის დაშავება?" - ამას ფიქრობდა გონება, მაგრამ აი გული, უხილავი ნდობით იყო აღჭურვილი და ეს ნდობა აიძულებდა უკან მიჰყოლოდა. -საით? - ჰკითხრა როდესაც სკოლას კარგა მანძილით გასცდნენ. -არ გიტაცებ ნუ გეშინია. - აი, ამან შეაშინა. -შეიძლება ტყუილი არ იყოს ის რაზეც ამდენი ხანია მესაუბრებიან ამიტომ.. - თვითონაც ვერ მიხვდა საიდან წამოაყრანტალა ასეთი სისულელე. დვალს არაფერი უთქვამს და ამან ლინა უფრო შეაშინა თუმცა არ შეჩერებულა. ერთ ქუჩაში გავიდნენ, რომელიც თითქოს "გათანამედროვებულ" თბილისს მოსწყდა და სადღაც სხვაგან გადაიკარგა. თითქმის ყველა სახლი დანგრეული იყო. ყველას ჰქონდა ჩამსხვრეული შუშები, ნახევრად ჩამონგრეულ კედლები... -რა გვინდა აქ? იქნებ მიპასუხო? - ხმას აუწია ლინამ. დვალი ერთ სახლთან შეჩერდა. დიდი აივნის მაგვარი ფანჯარა ჰქონდა, შუშისგან განთავისუფლებული და მთაწმინას გაჰყურებდა. თავისუფლად შეგეძლო მისი 'სავარძლად' გამოყენება და ბიჭიც სწორედ ასე მოიქცა. -და...? - გოგოს ხმა ასეთ გარემოში ექოდ გაისმა. -სკოლიდან რომ გითხრეს გადადიო რატომ არ გადახვედი? - ლინა გაოცდა, შეშინდა, შეძრწუნდა. ბიჭის ხმის ტონი არ მოეწონა. ნაბიჯი წინ გადადგა და დვალისგან ოდნავ მოშორებით, თაროზე შემოჯდა. -არ მინდოდა და იმიტომ. შენ რატომ არ გადახვედი? -მე სხვა რაღაც მომთხოვეს. - სიმწრისგან ჩაეცინა დვალს. ჯიბიდან სიგარეტის ღერი ამოიღო და მოუკიდა. -ანუ მართალია. -გააჩნია მართალში რას გულისხმობ. -ჩემი ოჯახის პოტენციური საფრთხე ხარ. -პირიქით ვიტყოდი. -გეყოფა გამოცანები რა. რატო მომიყვანე აქ. -მოკლედ მე შენთან დაახლოება მომთხოვეს. რატომ და რანაირად არ მითხრეს. თითქოს ეს დაახლოება ცუდი გაგებით უნდა გამეგო. თან რატომ უნდა დავუახლოვდე ადამიანს საკუთარი სურვილის გარეშე. -მე კი არ მესმის რატომ აშინებ მამაჩემს ასე ძალიან. გაორმაგებული დაცვა. სკოლა, უნივერსიტეტი, საბავშვო ბაღი, ყველგან მძღოლით და მანქანით. თბილისიდან გაქრობა და საოცრად შეშინებული მამაჩემი. და ყველაფერი შენს გვარს უკავშირდება. - ლინამ დიდი შვება იგრძნო რომ როგორც იქნა ეს ხმამაღლა თქვა, თუმცა შეაშინა იმ ფაქტმა რომ ეს დვალს უთხრა. -ჩემთანაც არაა დიდად განსახვებული სიტუაცია უბრალოდ არაფერი არ მესმის მას შემდეგ რაც... - დაიწყო ბიჭმა თუმცა ხმა გაუწყდა. -რაც რა? -ზედმეტს ვამბობ. -აშკარაა მეც ზედმეტი ვთქვი! - გაბრაზდა გოგო, ჩანთა მხარეზე მოიგო და წამოდგომა დააპირა მაგრამ ადგილს დაუბრუნდა. -მამაჩემი ციხეშია და შეიძლება ეს მამაშენთან იყოს კავშირში. -სხვა რამეს არც მოველოდი. - ჩაეცინა ლინას. სიჩუმე ტელეფონის ხმამ დაარღვია. სულ დავიწყებოდა ლინას მისი არსებობა და ოდნავ დაფრთხა. თუმცა 'დაფრთხა' არაა საკმარისი იმ გრძნობის გადმოსაცემად როდესაც ლინამ ტელეფონის ეკრაზე ლათინური, საშუალო ზომის ასოებით დაწერილი სიტყვა "მამა"-ის ამოიკითხვისას იგრძნო. *** იმ დღეს ივაშენკო ბეწვზე გადარჩა. აი ისე იყო, სიმართლის ძალიან პატარა მარცვალიც რომ ჩაეგდო საძირკველში, მთელი სასახლე თავზე ჩამოენგრეოდა და თან შიგ დვალსაც ჩაიყოლებდა. თუმცა, გადარჩა და იცოდა რომ ასე ხშირად არ მოხდებოდა. დვალის ნათქვამის შემდეგ უფრო გაუმძაფრდა სიმართლის გაგების სურვილი. ვერანაირად ვერ იჯერებდა რომ მამამისი ცუდი ადამიანი იყო. როგორ უნდა დაეჯერებინა, რომ მისი გმირი, ადამიანი რომელიც ძილის წინ ზღაპრებს უკითხავდა, ადამიანი რომელიც ძილის წინ ყოველთვის კოცნიდა შუბლზე, ადამიანი რომელიც არასდროს ტოვებდა უყურადღებოდ, ადამიანი რომელიც ყველა სურვილს უსრულებდა ბოროტი იყო? როგორ უნდა დაეჯერებინა რომ დვალის მამა ციხეში მის გამო მოხვდა? -ლინა აქ ხარ? - თვალების წინ ხელი აუთამაშა ლიკამ. მთელი ოჯახი მაგიდასთან იჯდა. ვახშმობდნენ, თუმცა მას ჭამა ოდნავადაც არ უნდოდა. -რა მოხდა? - იკითხა დამფრთხალის ხმით. -დღეს მათემატიკა ააწიოკე? - კისკისით ეკითხებოდა ელიზა. -ჩემი დაა! - წარბები აათამაშა დათამ და ლინას ხელი გამოუწოდა, დასარტყმელად. მანაც არ დააყოვნა და სიცილით შეაგება. გიორგიმ წარბაწევით გახედა ქალიშვილს. -მამა ნერვები მომეშალა. - თავი მოისაწყლა ლინამ. -შენს ყოველ ნერვების მოშლაზე მასწავლებელი უნდა მირეკავდეს? -თუ დაგირეკა და ჩემს დანაშაულზე გითხრა თავისი რატომ დაავიწყდა? - ხმა აიმაღლა გოგონამ. -რა? ამ კითხვას მოჰყვა ყველაფრის მოყოლა და აშკარად გაბრაზებული გიორგი ივაშენკო. შემდეგ კი ამ ყველაფერს ყოველი მათემატიკის გაკვეთლის გაცდენა კარგა ხნის მანძილზე. თუმცა, მარტო არა. 23 დეკემბერს, ჩვეულად გავიდა ორი მაღალი ადამიანის სილუეტი სკოლიდან იმ დღეს მათემატიკა ბოლოს წინა ჰქონდათ, ამიტომ მხოლოდ 45 წუთით შეიძლებოდა სკოლიდან გაპარვა. ივაშენკოების მძღოლი ყოველთვის ბოლო გაკვეთილის დასაწყისისთვის მოდიოდა და ლინაც აქამდე ბრუნდებოდა სკოლაში. ბევრს არ ლაპარაკობდნენ. საერთოდაც, საერთოდ არ ლაპარაკობდნენ. ხან-ეწეოდნენ. ხან-სიმღერებს უსმენდნენ. ხანდახან კი უბრალოდ ისხდნენ. იმ დღეს დაილაპარაკეს. არა, დვალმა დაილაპარაკა. -ივაშენკო, შეგიძლია სახელი დამიძახო? ლინა ამ კითხვამ ძალიან გააკვირვა. -კარგი, საბა, არა? - იკითხა. -კი, ლინა. - თქვა წარბშეკრულმა 'საბამ'. ისე იყო მიჩვეული ამ სახით სიარულს, რომ იმ სიტუაციაშიც არ ეცინებოდა ან ეღიმებოდა, სადაც ეს საჭირო იყო. -რამე... ახალი ხომ არაა იმ ყველაფერთან დაკავშირებით? -არა. შენკენ? -არა... ბოლო დროს საეჭვო სიჩუმეა. -ჰო... -რო გაიგონ მე და შენ ესე ვართ ერთმანეთზე დაგვაკლავენ. - ჩაეცინა ლინას და სიგარეტს მოუკიდა. -ჰო, ჩვენ არ ვაპირებთ ერთმანეთის მოკვლას და ისინი დაგვიპირებენ. ისევ სიჩუმე... -ძალიან მაინტერესებს რატომ სძულხარ მამაჩემს. - სიცილით იკითხა ლინამ. ჩაეცინა საბასაც. -მეც ვერ ვხვდები რას უშავებს ბიძაჩემს შენი ოჯახი. - ისეთი ხმით თქვა დვალმა თითქოს ჩვეულებვრივ რამეს ამბობდა. -ჩემი ოჯახი? კიდევ მოხდა რამე? - წამოიჭრა ლინა. -ტყუპები რაღაცო... ლაპარაკობდა ბიძაჩემი. - ლინას სისხლმა ტვინში აასხა, გაწითლდა, ძარღვები დაეჭიმა. -მოიცადე საბა რა ტყუპები? - დაიყვირა გოგონამ. - რამე რომ დაუშავონ ტყუპებს... ჯანდაბა დვალო რაში გავეხვიეთ. *** რაში გაეხვივნენ და იმაში საიდანაც გასასვლელი ან საშინლად რთული საპოვნელია, ან კიდევ საერთოდ არ არსებობს. თუმცა ეს იმას არ ცვლის რომ ან-ერთი და ან-მეორე, აქედან გასასვლელის პოვნისთვის ცდას დააკლებენ. გულის ფართხალით მივიდა ლინა სახლში. გულის ცემას ყურებში გრძნობდა და იცოდა, თუ მალე არ ნახავდა ტყუპებს საღ-სალამათს, ერთმანეთთან მოჩხუბარეს, გული გაუსკდებოდა. სახლის კარების შეღება დიდ ძალისხმევად დაუჯდა. განსაკუთრებით მაშინ შეშინდა, როდესაც სახლის საშინელი სიჩუმე გაიგონა. მოსამსახურეც არ ჩანდა, ბავშვები მითუმეტეს. სამზარეულო, მისაღები, მამას კაბინეტი და პირველ სართულზე სიცარიელემ გულის ცემა შეუნელა, საშინლად შეუნელა. მეორე სართულზე ასვლა დიდ ძალისხმევად დაუჯდა. მუხლები უკანკალებდა, იკეცებოდა. არ იცოდა, უნდოდა თუ არა რომ ბავშვები ეპოვა. მისმა გონებამ მათი ხილვის ათასი სიტუაცია წარმოიდგინა. სისხლის გუბეში მწოლიარე გოგონა და ბიჭი; შუბლში ტყვია დარჭობილი მარია და ნიკა; ნაწამები, გაწამებული, რამდენიმე კვირის შემდეგ ნაპოვნი ბავშვები; ტირილი, ყვირილი, ცრემლები... მეორე სართული. დათას ოთახი-სიცარიელე. ლიკას ოთახი-სიცარიელე. ლიზას ოთახი-სიცარიელე. სანდრას და გიორგის ოთახი-სიცარიელე. ლინას ოთახი-სიცარიელე. უკვე პანიკაში ჩავარდნილი ლინა, ტყუპების ოთახის წინ კანკალით იდგა და კარის შეღების ეშინოდა. აშინებდა საშინელი, საზიზღარი სიჩუმე რომელიც ოთახიდან შესანიშნავად ისმოდა, მიუხედავად იმისა რომ ხის მასიური კარი აკავებდა. ძლივს მოიკრიბა ძალა და კარის სახელური ჩამოსწია. თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა. ტვინში ისევ აემღვრნენ გამოსახულებები, სისხლი, ცრემლები, ყვირილის ხმა... თუმცა, ყველაფერი სინათლის სხივმა გაფანტა. ოთახის შუაში, ორ დიდ ფანარას შორის მოთავსებულ სავარძლებზე ისხდნენ ქერა, ცისფერთვალება გოგონა და ბიჭი, ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით რომ ჰგავდნენ. პატარა ყურებზე, უზარმაზარი ყურსასმენები ეკეთათ და ყურადღებით შეჩერებოდნენ ლეპტოპის ეკრანს, წინ რომ ედგათ. იმ წამს ლინას სხეული ძველმა, კარგად დავიწყებულმა გრძნობამ მოიცვა. თბილმა, საშინლად სასიამოვნო შეგრძნებამ მთელს სხეულში დაურა, თვალებთან შეჩერდა და ცრემლებად გადმოეღვენთა სახეზე. ცრემლებს ხმამაღალი ოხვრა და მარიას თბილი მზერა მოჰყვა. გოგონამ პატარა ხელებით ძლივს მოიშორა ყურსასმენები და მოტირალი დისკენ გამოიქცა. მისმა უეცარმა ქმედებამ კი ნიკაც გამოაცოცხლა და ახლა ისიც წამოვიდა კედელთან ჩაკეცილი ლინასკენ, სახე ცრემლებით რომ დასველებოდა და ტყუპების გამოსახულება დაბინდვოდა. ორივე მაგრად ჩაიკრა გულში, ყურადღება არ მიუქცევია ბავშვების ნათქვამი: "ლინ, ლა გწილს?" და "ლინ, ნუ ტილიქალ" -ხომ კარგად ხართ? - ჰკითხა ჩახლეჩილი ხმით. -კი, ქო, ნიკა? - ლამაზი თვალების ხამხამით გახედა ერთმა ტუპმა-მეორეს. -ქო, ალ იტილო კალქი? - გაიცინა ნიკამ და ხელებით ლინას სახიდან ცრემლების მოშორება სცადა. ამან გოგონა რეალობაში დააბრუნა და ხმამაღალი სიცილი აღმოხდა. ბედნიერება იგრძნო. უდიდესი ბედნიერება იმისგან რომ ღმერთმა არ გასწირა. არც ის და არც-დვალი. *** საღამოს საშინლად უნდოდა გარეთ გასვლა, წვიმა ცრიდა და ასეთი ამინდი საშინლად მოსწონდა. გიჟივით უდნოდა გარეთ გასვლა და წვიმაში სიარული. სიარული და არა ცეკვა. ვერ იტანდა ასეთ ბანალურ სიტუაციებს. წვიმაში ცეკვა, წვიმაში კოცნა, წვიმაში ხელის თხოვნა. ერთი წვიმაში სიარული ვერ ბანალურდებოდა მის თვალში, თორემ დანარჩენი ყველაფერი. ფანჯრის რაფაზე იყო ჩამომჯდარი, სახით ფანჯრისკენ, მარჯვენა ხელის საჩვენებელი და შუა თითებით ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი ეჭირა, საშინლად შორს და ამავდროულად საშინლად ახლოს-ცას უყურებდა, რომელსაც ნაცრისფერისა და მკრთალი ლურჯის ნაზავი დასდებოდა. ალაგ-ალაგ თეთრიც მოჩანდა, თუმცა, ნაცრისფერის ამ უჩვეულო ელფერის ფონზე, არც ისე კარგად და ლინაც არ აქცევდა ყურადღებას. -ლინ, - ოთახის კარის შემოღებამ ფიქრების სამყაროს გამოსწყვიტა და ელიზასთან მიბრუნება აიძულა. -რა? - ჰკითხა უემოციოდ. -მამა მოვიდა და ჩამოვიდეს კაბინეტშიო, სერიოზული საქმე მაქვს და სიგარეტი ჩააქროს, ფანჯარასაც დროზე მოშორდეს სანამ გაცივდაო. - ლინას ნერვიულად გაეცინა. ფანჯარას მოშორდა და სიგარეტიც გასრისა საფერფლეში. კიბეებზე ჩასვლისას აჩქარებული გულის ცემა ეუცხოვა, თუმცა შემდეგ მიხვდა ეს რატომაც სჭირდა და ყურადღება ტუჩის კვნეტაზე გადაიტანა. კაბინეტის კარებზე დააკაკუნა და ისე შევიდა. იცოდა რომ მამამისი გიჟდებოდა, როცა ლინა ზრდილობიანად, ზრდასრული, გაწონასწორებული ადამიანივით იქცეოდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას რომ გიორგი მამამისი იყო. შვილისგან პირველ რიგში პატივისცემას მოითხოვდა. ამ უკანასკნელს კი ლინა ბოლო პერიოდში, არასდროს ემორჩილებოდა. -შემოდი ლინა, - გაიგონა მამამისის ოდნავ მკაცრი, სერიოზული ხმა და კარი შეაღო. გიორგი თავის მაგიდასთან, უამრავი ფურცლის გარემოცვაში იჯდა, სათვალე ეკეთა და ყურადღებით იქექებოდა საბუთებში. -დაჯექი, ორი წამით და... - ლინამ სკამი ნელა გამოწია და ზედ მოუხერხებლად დაჯდა. გიორგიმ შვებით ამოისუნთქა როდესაც უამრავი თეთრ ფურცელს შორის, ერთი, მისთვის საჭირო იპოვა, შავ საქაღალდეში ჩადო და მაგიდის ერთ-ერთ, გასაღებით დაკეტილ უჯრაში შედო, შემდეგ კი ქალიშვილს მკაცრი სახით ამოხედა. -მათემატიკაზე არ დასწრებაზე მერე ვისაუბროთ, ან ვიკამათოთ, შეიძლება ვიჩხუბოთ კიდეც! - ბოლო სიტყვა ზედმეტად მკაცრად მოუვიდა და ლინას ტვინში განგაშის ზარი და 'ოღონდ საბა არ ახსენოს' გაისმა. -მაგრამ ის უფრო მაინტერესებს სად ხარ შენ ამ დროს? - არა, პირდაპირ არ უხსენებია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. უცებ ლინას საშინლად მოუნდა ეთქვა: საბასთან ერთად ნანგერევებთან ვზივარ და შენ გლანძღავო, მაგრამ დილით ტყუპებზე გადატანილმა ნერვულობამ აიძულა მოეკეტა. ტყუილი, ტყუილი, შესანიშნავი ტყუილი გამოაცხო ზუსტად 3 წამში. -საჭირო ოთახში ვარ ხოლმე. - გიორგის ცისფერმა თვალებმა სათვლეებიდან ეჭვით გამოხედეს: -დარწმუნებული ხარ? - კიდევ ერთი განგაშის ზარი და ისევ 'ოღონდ დვალი არა' -ასი პროცენტით. შეგიძლია მომაკითხო და ნახო როგორ ვზივარ ფანჯრის რაფასთან, ყურსასმენებით და როგორ ვეწევი სიგარეტს. ზუსტად ვიცი რომ საშინლად გსიამოვნებს ამის ყურება. - ნერვიულად გაეცინა ლინას. -მარტო ხარ ხოლმე? -მამა დაკითხვაზე ვარ? აბა რა 8 მოსწავლიან კლასში, რომელშიც 2 ბავშვი ყოველდღე აცდენს და ერთი ყოველთვის გადის, 4 ბავშვისთვის ტარდება გაკვეთლი? -საბა დვალიც აცდენს მათემატიკის გაკვეთილებს. - ლინას ჩაეცინა. არა და საშინლად მოუნდა ოთახიდან გაქცევა. -ეს მისი პრობლემაა. ყოველ შემთხვევაში მე არასდროს შემიმჩნევია. და საერთოდ, ისევ საბა დვალი? -ისევ საბა დვალი. რაიმე სახის ურთიერთობა გაქვთ, გამოგლაპარაკებია? - ლინას გულისცემა ძალიან სწრაფიდან-ძალიან ნელს უცებ ენაცვლებოდა. შეეძლო დაეფიცა რომ სახიდან ფერი დაკარგა. -არა, არ მახსენდება. მაგრამ შეიძლება, დავალებაზე ან გაკვეთილზე მხოლოდ რამდენმე სიტყვა. - კიდევ ერთი ტყუილი. -კარგი ლინა, გადი და... -მათემატიკის გაკვეთილებზე დასწრებას მაინც არ ვაპირებ. -გადი, გადი... - სიცილით თქვა კაცმა. გოგონამ ოთახის კარები ჩაკეტა თუ არა, შვებით ამოისუნთქა. 'ამჯერად გადავრჩიო' გაიფიქრა და ლოგინს დაემხო. ბალიში მაგრად ჰქონდა ჩახუტებული და სარკეში თავის ფერად თვალებს ზიზღით ათვალიერებდა. ძალიან ბევრჯერ უთქვამთ მისთვის, მათ, ვინც იცოდა როგორ ვერ იტანდა თავის თვალებს, ლინზით იარეო. თვითონაც ბევრჯერ უფიქრია ამაზე მაგრამ არასდროს უცდია. რადგან ასეთი დაიბადა, ესეიგი ასეთი უნდა ყოფილიყო სიცოცხლის ბოლო დღის, ბოლო საათის, ბოლო წუთის ბოლო წამამამდე. ბუნებისთვის წინ აღდგომას არ აპირებდა. არ მოსწონდა, მართალია, არ მოსწონდა, მაგრამ სიყალბეს ვერ იტანდა. ბუნებრივობა ყველაზე მეტად მოსწონდა და ყველაზე მეტად უხდებოდა. თავს არ თვლიდა მზეთუნახავად. ფიქრობდა რომ შეიძლებოდა ყოფილიყავი მაღალი, საკმარისად გამხდარი, გრძელი ფეხებით, დიდი ტუჩებით, აპრერიხილი ცხვირით და ქერა თმით და თავში იმდენი ტვინი მაინც გქონოდა რომ შენი თავისთვის მზეთუნახავი არ გეწოდებინა. ფიქრობდა რომ არც ისე უშნო, სანამ თვალებზე შეხედავდნენ და ამის შეცვლა არ უნდოდა. ფიქრების სამყაროს ისევ გამოსტაცა ვიღაცამ. ტელეფონის ვიბრაცია პირდაპირ მუცელზე იგრძნო და დაიკლაკნა, გაუკვირდა ვინ უნდა მომწეროსო და ნომერსაც დახედა. "სახელი და გვარი" შემდეგი შინაარსის ტექსტს სწერდა: "სახლში არავინაა და ვერაფერი ვერ გავარკვიე. შენი და და ძმა კარგად არიან?" *** პარასკევს, მეოთხე გაკვეთილზე ის განმეორდა რაც ჩვეულებვრივ, კარგა ხნის მანძილზე ხდებოდა. ლინამ და საბამ საკლასო ოთახი დატოვეს, დერეფანი ჩუმად გაიარეს და სკოლის ეზოდანაც უკვალოს გაქრნენ. ზამთრის სუსხი ჰაერში შესანიშნავად იგრძნობოდა. ლინას ტყავის ქურთუკი მაგრად შემოეჭდო ტანზე და გრძელი ქერა თმაც თვალებთან ჩამოეფხატა, იქნებ გამათბოსო. უხასიათოდ იყო. იმდენად უხასიათოდ რომ სუნთქვაც ეზარებოდა. ბოლო დღე იყო სკოლის. ახალი წლის არდადეგები იწყებოდა და ლინა თავს ძალიან უცნაურად გრძნობდა. უცნაურად ცუდად იყო. თითქოს გული რაღაცაზე სწყდებოდა და ვერ ხვდებოდა ეს რაღაც რა იყო. ჩვევად ჰქონდა უკვე ოჯახზე ნერვიულობა, მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო. უყურებდა დვალის პროფილს. თვალის დაუხამებლად უყურებდა და გული კიდევ უფრო სწყდებოდა. -საბა... - წამოიწყო უნებურად. ბიჭმა მზერა ჰორიტონს მოაშორა და მას შეხედა. პირველად დააკვირდა ლინა მის გარეგნობას სერიოზულად. საკუთარ თავზე გაეცინა და სცადა ყურადღება საბას სახიდან საქმეზე გადაეტანა. -მამაშენი დააპატიმრეს მამაჩემის გამო ამის შემდეგ კი ორი ოჯახი ერთმანეთს აუმხედრდა. დვალებს რამე ბიზნესი გაქვთ? -კი სამშენებლო მასალების... -ჰაჰ, არ უნდა გამიკვირდეს. მამაჩემსაც. ისეთი არაფერი შემიმჩნევია რომ მეთქვა, საეჭვოა თქო! - ლინა ადგილზე შედგა, კედელს მიეყუდა და ხელები სახეზე აიფარა. ზედმეტი გრძნობები დაუგროვდა იმისთვის რომ საღად აზროვნება შესძლებოდა. -აღარ შემიძლია ამდენი საიდუმლო, მართლა! ჩემმა ძმამ ყველაფერი იცის და არაფერს მეუბნება. სახლში ყველა ლიზას და ლიკას გარდა თვლის რომ მონსტრი ხარ და ისინიც მხოლოდ იმიტომ არ თვლიან რომ მე დავარწმუნე. საკუთარი თავის მიკვირს არასდროს წავსულვარ მამაჩემის გადაწყვეტილების წინაშე ახლა კი შენ რომ გელაპარაკები მისი წესების კოდექსის ყველა წესს ერთად ვარღვევ. ამას რატომ ვაკეთებ, ან რატომ აკეთებენ! - გოგონა ტირილს იწყებდა. ამას ყველაზე მეტად ვერ იტანდა. დვალის წინ ტირილი? ხუმრობთ? ამას ვერასდროს ვერ იზამს! მაგრამ მისი ფიქრები ცრემლებს სულაც არ ესმოდათ. მოდიოდნენ, ძლივს გამოკვეთეს ცისფერი თვალი და ახლა ლოყისკენ მიიწევდნენ. არც მწვანე თვალიდან აპირებდნენ დაყოვნებას. სწრაფად გადმოეღვეთნენ და გოგონას სახე დაუსველეს. დვალი გაშეშებული იდგა ლინას პირდაპირ. მის ცრემლებს პირველად არ ხედავდა, თუმცა ახლანდელი ტირილი, წინაზე დიდ უსიამოვებას ანიჭებდა. რამდენიმე წუთიანი დუმილი ისევ საბას მოქმედებამ დაარღვია. ყელში ამოუვიდა უბრალოდ დგომა და არაფრის გაკეთება როცა მის წინ გოგონა ტიროდა. ნელა წაიღო ხელები ლინას სახისკენ და წამოაწევინა. თვალები დაინახა. ორი თვალი. ერთი ცისფერი. მეორე-მწვანე. ახლა ორივეს მუქი ტონალობა მიეღო, ცრემლების ფონზე კი ერთმანეთს ოდნავ მაინც ემსგავსებოდნენ. მსგავსება კიდევ ერთი ჰქონდათ. გრძნობები. ორივე თვალში იკითხებოდა როგორ სძულდა გოგონას ის რასაც აკეთებდა. სძულდა რომ ამდენ რამეს მალავდა. სძულდა მის გარშემო ამდენი საიდუმლო. სძულდა უკვე ჩვევად გქცეული ნერვიულობა. სძულდა მისი დაცვის მიზნით მუდმივად დამალული სიმართლე. ყველა საიდუმლოება ერთად სტკიოდა. გრძნობების დამალვა კი საკმარისზე მეტხანს გამოუვიდა. ვისთან-ვისთან და დვალთან ნამდვილად არ აპირებდა ამ ყველაფერზე საუბარს, თუმცა ასე გამოვიდა. გრძნობები, ცრემლები, გული, სულაც არ ეკითხებოდა გოგოს გონებას თუ ვინ ედგა წინ და შეიძლებოდა თუ არა მის წინ ტირილი. თვალებში უყურებდა საბა. პირველად უყურებდა თვალებში ისე, რომ უფიქრდებოდა, განსხვავებული იყო, განსხვავებული, მაგრამ ძალიან ლამაზი. პირველად მოეჩვენა ადამიანი ტირილის დროს ლამაზად. -ნუ ტირიხარ. - უთხრა დაბალი ხმით. საბას ხმის გაგონებისას ლინა თითქოს დედამიწაზე დაბრუნდა და გაუკვირდა. გაუკვირდა რომ საბა ხელს სახიდან არ უშვებდა. გაუკვირდა რომ უთხრა ნუ ტირიხარო. გაუკვირდა, რადგან ის ლინას მდგომარეობის მიახლოებულ ვერსიას მაინც გრძნობდა. -რამეს... მოვიფიქრებთ. - თქვა, სახიდან ხელი მოაშორა და გოგოს გვერდით, კედელს მიეყუდა. სიჩუმეში გასული 45 წუთი, საშინლად რთული იყო ერთისთვისაც და მეორისთვისაც. იცოდნენ რომ კარგა ხანი ერთმანეთის ნახვას ვერ მოახერხებდნენ. ლინაც მიხვდა რატომ სწყდებოდა გული და კიდევ უფრო დიდი უხერხულობა დააწვა მხრებზე. იცოდა, დარწმუნებული იყო რომ დვალი ცუდი ადამიანი არ იყო. შეეძლო დაეფიცა, ყველაფერი გაეკეთებინა ამის დასამტკიცებლად რადგან თავად ზუსტად იცოდა! დვალი არ იყო ცუდი. დვალი არ იყო უხეში. დვალი არ იყო ცივი. არც თავის თავში ჩაკეტილი. დვალი იყო დვალი და ისეთი გაგება სჭირდებოდა, როგორც დვალს. სკოლის ბოლოს ნათქვამი "კარგად" და კიდევ ერთი, ამჯერად მრავლის მეტყველი მზერა. ჰო, ბევრი ვერ გაიგებდა ამ მზერის აზრზს. ლინამ გაიგო. გაიგო... *** როგორ იწყება საუკეთესო ახალი წელი? ალბათ, ბევრი შუშხუნით, მილოცვებით, ძალიან ბევრი საჩუქრით და ოჯახის წევრებთან გართობით. მაგრამ ლინასთვის 'საუკეთესო' ახალი წელი, დაიწყო თავის ოთახის ფანჯრიდან, ათასფრად განათებული ცის ყურებით, კარის ხმაურიანი შემოღებით და მამამისის საშინლად გაბრაზებული მზერით. ჰო, აი, მაშინ იცოდა როგორი საუკეთესო ახალი წელიც ელოდა. *** -ლინა, ეს რა არის? - შეტევაზე წამოვიდა გიორგი. სახეზე წითელი დასდებოდა. თვალები რამდენიმე მილიმეტრით გადმოსწეოდა ბუდეებიდან. ასეთ მდგომარეობაში ლინას მამა არასდროს ენახა. გოგოს გიორგიმ წინ სურათი აუფრიალა. სურათი, რომელის აშკარად სკოლის კამერის მიერ იყო გადაღებული. სურათი, რომელზეც შესანიშნავად გაირჩეოდა ორი სილუეტი. ის და საბა. სურათზე. მამამისის ხელში. თვალების რამდენჯერმე დახამხამება დასჭირდა იმის გასააზრებლად თუ რა ხდებოდა მის გარშემო. იცოდა რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა. იცოდა, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი გაირკვევოდა. იცოდა რომ სასტიკად მიეზღვებოდა დვალთან ურთიერთობით. იცოდა, მაგრამ გაჩერებას ვერ ახერხებდა. საუკეთესო საჩუქარი ახალი წლის ღამეს? ახალი კომპიუტერი? ტელეფონი? კარგი წიგნი, მანქანა? მაგრამ ლინამ იცოდა რომ მასზე 'მაგარი' საჩუქარი მთელს დედამიწაზე არავის ექნებოდა. უეცრად საშინელი ტკივილი იგრძნო. სულიერი ტკივილი. მიხვდა რომ ყველაფერი დასრულდა. მისთვის, ყველაფერი დასრულდა. დასრულდა დვალისთვისაც და დასრულდა მისთვის და დვალისთვისაც. დასრულდა ის რაც არასდროს ყოფილა. დასრულდა ურთიერთობა. მეგობრობა თუ უბრალოდ კლასელობა. -გეკითხები, ეს რა არის მეთქი? - მამამისის ღრიალმა აზრზე მოიყვანა და ტკივილი უფრო საშინელი ძალით დაეჯახა. დაეჯახა და ძალა წაართვა, კედელს აეკრა იმის იმედით რომ ის მაინც შეაკავებდა დავარდნისგან. მამამისის თვალებში უდიდესი ბრაზი და ზიზღი ამოიკითხა. ამან გონება უარესად აურია. ზიზღს მის თვალებში პირველად ხედავდა და ისე საშინლად არ მოსწონდა... -ლინა, რა არის ეს? - ღრიალის გაძლიერებას მოჰყვა ყველას თავმოყრა ლინას ოთახში. -ფოტოა. - დიდ ძალისხმევად დაუჯდა ამ ერთი სიტყვის თქმა. ძალიან უკვირდა, როგორ არ ტეხდა ხმამაღალ ღრიალს. -აჰ, ესეიგი ფოტოა! - მამამისის სახე წამით გიჟისას დაემსგავსა. -ჰო, ფოტოა. -ფოტოზე იცი ვინაა? -მე ვარ და დვალი. საბა. ალბათ სკოლის კამერამ გადაგვიღო. - თქვა უემოციოდ. ამან გიორგი უფრო გააბრაზა. ხელი გამოწია და უცებ ლინამ საშინელი წვა იგრძნო მარჯვენა ლოყაზე. ინერციით გვერდით გადავარდა და თავი საწოლის კიდეს ჩამოარტყა. გაითიშა. -ლინა? ლინა! - დაიწივლა სანდრამ და ქალიშვილს მიუახლოვდა, რომლის საფეთქლიდანაც წითელი, ბლანტი სითხე ნელა მოიზლაზნებოდა და თეთრ ხალიჩას შინდისფრად ღებავდა. -ცხოველი ხარ! - უღრიალა ქმარს. - ხომ შეგეძლო რომ დარყმის გარეშე გეგერკვია ყველაფერი! დათა სასწრაფოში დარეკე, მალე! სასწრაფოს მოსვლის სირენის ხმა მთელს ქუჩას აპობდა, ლინას სხეული კი ამ დროს უსასრულობაში დაცურავდა და უკან დაბრუნების ოდნავი სურვილიც არ ჰქონდა. მიცურავდა, მიცურავდა.... გზადაგზა ნაცნობი სახეები გამოესახებოდა. მაგალითად, ჯერ ელიზა გამოესახა, შემეგ მას ლიკა და დათა მიყვნენ და ყველაფერი ტყუპებმა დააგვრგვინეს თუმცა არა. კიდევ გამოჩნდა ერთი ვიღაც, ის ვისი იქ გამოჩენაც ისეთივე დიდი შეცდომა იყო ლინასთვის, როგორიც მასთან დაახლოვება. თუმცა არა! არა! ლინა მასთან დაახლოვებას შეცდომად არანაირად არ თვლიდა! არ თვლიდა, რადგან მიცნაირი უცნაური, ყველასგან ცალკე მდგომი ადამიანი იპოვა. შეიძლება, ისეთ სიტუაციაში არა, როგორშიც ისურვებდა, თუმცა მაინც ხომ იპოვა? ადამიანი, რომელსაც ჰქონდა მისნაირი მუსიკალური გემოვნება, მისნაირი შეხედულება ბევრ რამეზე. ადამიანი რომელიც მის თვალებს იყურებდა ისე, თითქოს იქ ორ ერთი და იგივე ფერის, ნორმალურ თვალს ხედავდა. უეცრად შეტოკდა, მიხვდა რომ უსასრულობა ენგრეოდა. აქაც არ მოასვენეს! ახლა ისევ გაიღვიძებდა და დაიწყებოდა ლექციები. ალბათ, დვალის ნახვის უფლებას აღარასდროს მისცემდნენ. ეს კი იმაზე მეტად სტკიოდა ვიდრე... გაიღვიძა. თეთრ, წამლების სუნით გაჟღენთილ ოთახში თეთრი და ლურჯი უფრო გაუფერულდნენ, თუმცა მაინც მკვეთრად ჩანდნენ მათში გრძნობები. შიში, დანანება, ტირილის საშინელი სურვილი და მოსალოდნელი მონატრება. --- პალატაში მარტო ლიკა და ელიზა იყვნენ. თავში, საფეთქალთან ყრუ ტკივილს გრძნობდა, თუმცა ეს ტკივილი ახლოსაც ვერ მივიდოდა იმასთან რასაც სულიერი ტკივილი ერქვა. შეშინებული სახეებით ედგნენ წინ დები. თითქოს რაღაცის თქმა უნდოდათ მაგრამ პირის გაღების ეშინოდათ. ელიზამ მაინც თქვა: -ლინ, არ ინერვიულო არაფერზე რა. არ დაგიშავებს არაფერს. იმის გააზრება რომ დები მაინც ედგნენ გვერდში ლინასთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. -თავი... - ძლივს ამოთქვა ლინამ. -თავი გაგიტყდა და გეტკინება. არაუშავს, გაგწერენ ორ დღეში. - უთხრა ლიკამ რომელსაც მისი ხელი ეჭირა. -უნდა გკითხო, რა მოხდა? რატომ მოხდა ასე? ყველაზე მეტად რასაც გიკრძალავდა ის რატომ გააკეთე... - ლინას პირველი ცრემლი ჩამოუგორდა თვალიდან. ჩახლეჩილი ხმით ძლივს დაიწყო: -საერთოდ არც ვიცი როგორ დავახლოვდით. უბრალოდ ასე მოხდა. და მერე გავარკვიეთ რომ ორივეს ოჯახის მთავარი მტრები ვიყავით. ცუდი არაფერი გამიკეთებია. არაა დვალი ცუდი ადამიანი. არ ვიცი მისი ოჯახის ამბავი მაგრამ ის მართლა არაა ცუდი. ლინას ამ სიტყვებს კიდევ მოჰყვა რამდენიმე ცრემლი. დებმა გაუღიმეს და ერთხმად უთხრეს, გვჯერაო, მაგრამ, მამა არ დაგიჯერებს, ვიცითო. თავადაც იცოდა რომ მამამისი არ დაუჯერებდა. ეგონა საერთოდ სახლში გამოკეტავდა და ოთახის კარზე გასაღებს დაუყენებდა, სიგარეტს, ტელეფონს და ლეოტოპს წაართმევდა და დღის სინათლეზე მეორედ აღარ გამოიყვანდა. მაგრამ საავადმყოფოში იყო. აქ კი იმიტომ იყო რომ მამამისმა დაარტყა. რა უნდა გაეკეთებინა გიორგის იმაზე უარესი, ვიდრე ქალიშვილის ასე გამეტება იყო? მალე ელიზამ და ლიკამ პალატა დატოვეს. ის კი მარტო დარჩა თავის მელანქონიურ ფიქრებთან და ისევ საშინლად მოუნდა ლონდონში ყოფნა, წვიმიანი ქუჩის ყურება და სიგარეტის მოწევა. ისე საშინლად მოუნდა, რომ სიგარეტის სუნით გაჟღენთილი წვიმის ხმაც გაიგონა, თუმცა, მხოლოდ გონებაში. თავის ყრუ ტკივილის დაიგნორება სულ უფრო და უფრო უჭირდა, მაგრამ ფიქრობდა. ფიქრობდა დვალზე. ფიქრობდა და თან თავის თავზე ეცინებოდა. ფიქრობდა, მამაჩემს ჩემი ფიქრების რომ ესმოდეს, უფ, რა დღეს დამაყრიდაო. პალატის კარი ისევ გაიღო და ისევ დაიმსხვა ლინას სამყარო. ამჯერად, დედა. აშკარად ბევრი ეტირა და თვალები დასიებული ჰქონდა. ლინას საწოლს მიუახლოვდა და ხელზე ნელა დაუწყო ფერება. -არ დაგიშავებს არაფერს, ნუ გეშინია. უბრალოდ ბევრ რამეს შეგიზღუდავს და ბევრს გელაპარაკება. - თბილი, ნაზი ხმით ეუბნებოდა დედა და უფრო უჩენდა ტირილის სურვილს. თავისი ცხოვრებით კმაყობილი არც არასდროს ყოფილა, ახლა კი მითუმეტეს, იმასაც ართმევდნენ, რაც საკმარისად არასდროს ჰქონდა. ორი დღე იყო საავადმყოფოში. ორი დღე და არც-ერთხელ არ შემოსულა მასთან გიორგი. მესამე დღეს სახლშიც დათამ მიიყვანა. თავი ძალიან აღარ სტკიოდა, აღარც გულის ტკივილს დარდობდა ძალიან, მაგრამ მონატრება დროის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო იზრდებოდა მასში და იცოდა რომ დიდხანს ვერ გაძლებდა. სხვა გზა არც ჰქონდა, უნდა გაეძლო, რადგან დვალს ვეღარ ნახავდა. მისი საღად მომუშავე გონება იჟინებდა: 'ამას უნდა შეეგუო რადგან სხვანაირად არ იქნება" სულელი გული კი ამბობდა: "ძალიან მოგენატრება მალე და მერე რაღას იზამ?!" აქ გონება ისევ ყვიროდა: "რატომ გენატრება?! ძლივს იცნობ" თუმცა გული პასუხობდა; 'ენატრება და რა ქნას?!" ჰო, ლინაც უჯერებდა გულს, ენატრებდა და რა ქნას? სახლში იყო, ლოგინში იწვა და პულტით ტელევიზორის არხებს აწვალებდა, როდესაც ოთახის კარები მამამისმა შემოუღო, ხელი ჰაერში გაუშეშდა. გიორგის თვალებში ძალიან დიდ სირცხვილთან ერთად, დიდი ბრაზიც იმალებოდა. -მეგობრები იყავით შენ და დვალი? - იკითხა სრულიად მშვიდად. -კი. - გოგონაც შეეცადა ასეთი ტონით ეთქვა და ყური არ დაეგდო შინაგანი სამყაროსთვის, სადაც ყველაფერი ყვიროდა ნერვიულობისგან. -არ თვლი ცუდ ადამიანად? -არა. - ხანგრძლივი სიჩუმე. -იცის ყველაფერი? -კი... -და შენც იცი იმაზე. -კი. -კარგად იცნობ? -იმდენად მაინც რომ ვიცოდე როგორია. -და როგორია? -ცუდი არაა. -კარგი... სკოლაში დაბრუნება გინდა? -ვიცი რომ არ დავბრუნდები. -რატომ? -ჩათვლი რომ საშიშია. -და შენ არ თვლი? -მე ვიცნობ საბას. -ამდენი ლაპარაკის მერე... -უნებურად დავახლოვდით. -და მეთემატიკის გაკვეთლებზე... -მასთან ერთად ვიყავი. -იცოდი მისი ოჯახის შესახებ? -კი. -და იმანაც იცოდა შენი ოჯახის შესახებ? -კი-ხო გითხარი. -და ამის მიუხედავად მაინც მეგობრობდით? -ვიცოდით რომ ერთმანეთს არაფერს დავუშავებით. სიჩუმე... -სკოლიდან გადავდივარ? -გადადიხარ? -მაშინ, სკოლაში არ ვივლი? -არ ვიცი, არ ივლი? -მამა... -სკოლამდე დიდი დროა. სანამ მე არ დამირეკავ და დაცვას არ გაიყოლებ ისე არსად არ გახვალ. გასაგებია? ტელეფონის ჩამორთმევას საჭიროდ არ ვთვლი, მაგრამ როგორც კი გავიგებ რომ მასთან კავშირი ისევ გაქვს, უკარაინაში გაგიშვებ და არ ვხუმრობ, ლინა, მართლა გაგიშვებ! შეიძლება მართალი ხარ, შეიძლება რაღაც პროცენტით ის ბიჭი არ იყოს ცუდი, მაგრამ ოჯახი აქვს ცუდი. -მე მასთან მაქვს კავშირი და არა მის ოჯახთან! - წამოიძახა ლინამ. -მეორედ შემეპასუხები და ისე არ მესაბრები როგორც მამას უნდა ესაუბრებოდეს შვილი და შენით გაითხრი სამარეს რომელში შენივე ნებით დაწვები. სანამ გიორგი ოთახიდან გავიდოდა, ლინამ ის თქვა რაც არანაირად არ უნდა ეთქვა: -საბას მამა ციხეში შენს გამოა? აშკარად გაბრაზებულმა გიორგიმ კარგა ხანს იატაკს უყურა შემდეგ ლინას გამაფრთხილებელი მზერა ესროლა და ოთახიდან გავიდა. ლინა უარეს სასჯელს ელოდა, თუმცა გულს მაინც უკლავდა ის ფაქტი რომ ახლა დაზუსტებით იცოდა, საბას ნახვას ვეღარ მოახერხებდა. თუ კი ეცდებოდა, უკრაინაში გაუშვებდნენ სადაც ამის შანსი კიდევ უფრო დაუპატარავდებოდა. ლოგინზე გადაგორებულს, ტირიალამდე ცოტაღა აკლდა, როდესაც ისევ იგრძნო ტელეფონის ვიბრაცია და სწრაფად დაწვდა მას. კიდევ ერთი მესიჯი "სახელი და გვარი"-სგან. საბა, საბა... რა დავაშავე ასეთიო, გაიფიქრა ლინამ და მესიჯი გახსნა. *** "როგორ ხარ?" "მამაჩემმა გაიგო ყველაფერი" "ჯანდაბა! რამე მოხდა?" "კი. შენი ნახვის შანსი აღარ მაქვს" საკმაოდ ხანგრძლივი პაუზა. "და რომ მწერ ეგ შეიძლება?" "არა, მაგრამ რა ვქნა..." "ეხლა რა ხდება?" "საავადმყოფოდან დღეს გამომწერეს, რავი" "რა გინდოდა მანდ?" "გიორგიმ დამარტყა და რაღაცას დავეჯახე" კიდევ ერთი პაუზა. "აქ ხარ?" - მისწერა ლინამ როცა 15 წუთი გავიდა საბას ბოლო მესიჯიდან. "ხო. პირველად მომინდა მართლა ვყოფილიყავი შენი ოჯახის მტერი." ლინას გაეცინა. "რატომ?" "არ იმსახურებ იმას რაც გაგიკეთა. ეხლა როგორ ხარ?" "რა ვი, არამიშავს." "ცუდია რო ვეღარ ვნახავთ ერთმანეთს, ვერასდროს" "რა იცი, იქნებ ვნახოთ 10 ან 20 წლის მერე :D " "ეგრე თუ გააგრძელეს, 10 ან 20 წელი აღარ გვექნება :D " "მართალია..." "საერთოდაც შეიძლება ერთმანეთი ვნახოთ, ოჯახების მასობრივ შეტაკებაზე :D " "აუ არაა სასაცილო :D :D " "ზუსტად მაგიტომ გეცინება :D " "ეხლა მამაჩემი რო შემოვიდეს ოთახში :D :D " "ან კიდევ ბიძაჩემმა რო ნახოს რაზე მეცინება :D " "ვაფშე არ უნდა გწერდე, კი მივიღე მარა ეხა უკრაინაში არ მინდა ძაან" "ეგ რა შუაშია?" "ახალი სასჯელია :3 " "უკრაინაში წასვლა?" "კი, იცის რო სწერვა, თანამედროვე ბაბიაჩემის ატანა არ მაქვს" "აა, ანუ ეხლა აღარ უნდა მოგწერო" "რატომ მეცინება :'( " "ვაფშე არ 'ვშუტკაობ" რატო გეცინება" "თავი მივარტყი :3 " "აი, მერე მე არ დამაბრალო" "ხო გიორგის ვაბრალებ" "აჰაჰჰაჰა" შიშით, ხელების კანკალით და მუდმივად კარებისკენ ყურებით სწერდა თითოეულ მესიჯს, მაგრამ ამდენი დღის შემდეგ საბოლოოდ იგრძნო რას ნიშნავდა გართობა, მიუხედავად იმისა რომ ეს სასტიკად აუკრძალეს. აკრძალული ხილი ხომ ყველაზე გემრიელია... ძალიან უაზროდ, საბას იშვიათად მოწერილი მესიჯებით გავიდა რამდენიმე კვირა. ძველით ახალ წელს, გიორგიმ დაიჟინა, ჩემს ახლო მეგობარს წვეულება აქვს და აუცილებლად უნდა იყოს იქ ყველა ივაშენკო, ლინას ჩათვლითო! ლინას ხაზი იმიტომ გაუსვა, რომ იცოდა, გოგონა ვერ იტანდა ასეთ წვეულებებს და არც არასდროს დადიოდა. ვერ იტანდა კაბის ჩაცმას, გაპრანჭვას, 'ელიტაში' ტრიალს. თუმცა ამ შემთხვევაში სხვა გზა არც ჰქონდა. მიუხედავად იმისა რომ ამ ყველაფერს საშინლად ვერ იტანდა, ისედაც ბევრი რამ ჩაიდინა, რამაც მამამისი გააბრაზა და ახლა კიდევ ჭირვეულობას ვერ დაიწყებდა. "კაბას ჩემით ავარჩევ" - მხოლოდ ეს სიტყვები თქვა და სავარძელში ჩაესვენა. ივაშენკოების სახლი კი სასიამოვნოდ გაკვირვებული ოჯახის წევრების შეძახილებმა აახმაურა. მუხლს ზემოთ, შავი კაბა, სადა მაკიაჟი, გასწორებული თმა და ძლივს ჩაცმული მაღალქუსლიანები ისედაც მაღალ ივაშენკოს კიდევ უფრო მაღალს ხდიდა. მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი უნდოდა, (უკრაინაში წასვლის გარდა) ოღონდ იმ წვეულებაზე არ წასულიყო, მაინც ითმენდა და საკუთარ თავს უმეორებდა, ისედაც საშინელ დღეში ხარ, გინდა უარესად გახდე? მოითმენ რამდენიმე საათსო და თან პატარა ხელჩანთაში ტელეფონთან ერთად ყურსასმენებსაც ტენიდა. -ლინ, მზად ხარ? - ხმაურიანად შემოაღო კარი დათამ და სარკესთან მდგომი, უჩვეულოდ ქალური დის დანახვაზე სიცილი დაიწყო. -ქალს ემსგავსები ივაშენკო! - შეაქო და ლინას სახის დანახვისას სიცილი უცებ შეწყვიტა. -არ გინდა წამოსვლა ხო? -ხო უბრალოდ.. -იმ ბიჭის ამბის გამო ითმენ. -მოდი 'იმ ბიჭზე' ნუ ვისაუბრებთ. - თვალები გადაატრიალა ლინამ და ტყავის ქურთუკს სტაცა ხელი. -აუ ისე ეს ივაშენკოები, სუ ძაან მაგარი ნაროდი ვართ. - ხარხარებდა ლიკა. -ხო, სუ ცისფერთვალება ქერები და სუ კაები! - მხარს უბამდა ელიზაც. ლინამ ამის გაგონებაზე საჩვენებელი თითი მწვანე თვალთან მიიტანა და გაბუტულის ხმით თქვა: -ივაშენკო არ ვარ თუ სიბრმავე გჭირთ? -შენ 'ყველაზე' ივაშენკო ხარ! - სიცილით უთხრა დათამ და ხელი მხარზე გადახვია. -ამას რას ვხედავ! - შეჰყვირა ოთახში შემოსულმა სანდრამ. -რა? - დაფრთხა ყველა. ქალი წინ წამოვიდა და გაფართოებული თვალებით მიაშტერდა ლინას. -დედა, შენ მართლა ქუსლიანები გაცვია, ახლა? - უცებ ატყდა ხმამაღალი ხარხარი. ყველა იცინოდა ლინას გარდა. -კი დედა. - უემოციოდ თქვა გოგონამ თუმცა ოდნავ მაინც ჩაეღიმა. წვეულება გიორგის ერთ-ერთი ახლოს მეგობრის სახლში იმართებოდა. სულ ისეთი ხალხი იყო, კომპანია ოჯახს რომ ერჩივნა და კუპიურებისთვის თავისუფლად რომ გაწირავდნენ ოჯახის წევრებს. ამიტომ ვერ იტანდა ლინა ასეთ ადგილებში სიარულს. ვერ იტანდა ამ ამაყ, თვითკმაყოფილ ხალხს, სულ საკუთარ თავზე რომ ფიქრობდნენ. არ იცოდნენ მეგობრობა, სიყვარული და ფულით ცდილობდნენ მათ ყიდვას რაც რათქმაუნდა არ გამოსდიოდათ. -გიორგი, რამდენი ხანია არ მინახიხარ! - მხიარულად შეეგება ირაკლი აბაშიძე მონატრებულ მეგობარსა და პარტნიორს. -ირაკლი! - გაეღიმა გიორგისაც. -ეს ალბათ შენი ოჯახია, შემობრძანდით! აჰ, გამარჯობა სანდრა! - ხელზე ნაზად ეამბროზა აბაშიძე სანდრას, რომელიც დარცხვენილი, უხერხულად იღიმოდა. - და ივაშენკოების სამი ულამაზესი ქალიშვილი! ლანა, ლიზა და ლინდა ხომ? - ლინამ მისი დამახინჯებული სახლის მოსმენისას ისეთი სახე მიიღო, აბაშიძე აშკარად მიხვდა რომ რაღაც შეეშალა. -ეს, ლინაა! - ხელი გამოიშვირა გიორგიმ უმცროსი ქალიშვილისკენ. -ეს-ელიზა. -იგივე გააკეთა შუათანას შემთხვევაშიც და უფროსიც არ დაავიწყდა. -ეს კი ლიკა. -სასიამოვნოა გოგონებო! - ფართოდ გაიღიმა ირაკლიმ და სტუმრებს სახლში შეუძღვა. ლინას აქ ზუსტად ისეთი სიტუაცია დახვდა, როგორსაც მოელოდა. მამამისმა გოგონებს უთხრა, მე იქით ვიქნები, გარეთეთ თქვენო. კი იცოდა, რომ სამიდან ვერცერთი ვერ გაერთობოდა, მაგრამ მათთვის მაინც შვება იყო ის რომ მამას სახეს ცოტა ხანს ვერ დაინახავდნენ. უაზროდ მიეყუდა ლინა უზარმაზარი ოთახის კედელს და ოფიციანტს წვენი გამოართვა. დები თვალთახედვიდან დაკარგა, ახლა კი მხოლოდ ხალხის თვალიერება დარჩენოდა. უყურებდა საშუალო სიმაღლის კაცს დიდი ღიპით და ხელში შამპანიურით, რომელიც მასზე რამდენიმე თავით მაღალ, წითელ კაბაში გამოწყობილ ახალგაზრდა გოგონას დინჯად ესაუბრებოდა. გოგონა თავს ღიმილით უკრავდა, არა და აშკარად ეტყობოდა რომ ერთი სული ჰქონდა როდის გაიქცეოდა. მისგან მზერა ლინამ კარგად მოხუცებულ წყვილზე გადაიტანა, ერთმანეთს ტკბილად რომ ესაუბრებოდნენ და გულწრფელად უღიმოდნენ. მათ დანახვაზე ლინას ოდნავ ჩაეღიმა, ნამდვილი სიყვარული ასეთიაო გაიფიქრა და ახლა შემდეგ წყვილს შეხედა. სწორედ ამ დროს იგრძნო ტელეფონის ვიბრაცია და სწრაფად გააღო ხელჩანთა, მესიჯის სანახავად. იცოდა ვინც სწერდა, მაგრამ კარგა ხანი იყო არ მოეწერა და უკვირდა, ნეტავ რა მოხდაო. "ხალხის ასე თვალიერება უზრდელობაა" - სახელი და გვარი. ხალხის ასე თვალიერება? და მოიცადეთ, საბამ საიდან იცოდა? როდესაც ლინა პასუხს მიხვდა, მთელს ტანში გასცრა. ივაშენკოები და დვალები. ერთ წვეულებაზე. ერთ სახლში. ეს უზარმაზარი სახლი ლინას თვალში წამში ისე დაპატარავდა, რომ ადამიანები მასში ჭიანჭველებად იქცნენ. ერთი ჭიანჭველა საბა იყო, მეორე თვითონ. მათ შორის მდგომი, მოზრდილი ჭიანჭველათა გუნდი კი მათი ოჯახები, რომლებიც ამ ორისთვის ერთმანეთამდე მიღწევის ბარიერს წარმოადგენდნენ. და თუ კი ლინა აქამდე ფიქობდა, დვალს ვერასდროს ვნახავო, მიხვდა, რომ მწარედ თუ ტკბილად, მაინც შეცდა და უფრო ყურადღებით განარძო ხალხის თვალიერება. *** ძალიან ანერვიულებულ ლინას გამოსახულებაც კი დაებინდა. უეცრად მის წინ ხალხის ძალიან დიდი ნაკადი გაჩნდა რომელშიც საშინლად ძნელი იყო დვალის პოვნა. საუბედუროდ, არც ივაშენკოები ჩანდნენ. მხოლოდ ის მოახერხა რომ ტელეფონი აეღო და მიეწერა: "რა გინდა აქ? სადაც ხარ იდექი, ოღონდ მითხარი სად ხარ, მაგრამ არ მომიახლოვდე, გთხოვ." ისე ანერვიულდა, უნებურად დაეწყო კანკალი. მესიჯი უცებ მოუვიდა: "შენგან მარცხნივ, პირდაპირ გაიხედე, რაღაც დიდი ვაზა დგას და გასასვლელია სამზარეულოში." -ლინას უცებ გაექცა მზერა იმ ადგილისკენ, სადაც დვალმა უთხრა და შენიშნა კიდეც, შავებში ჩაცმული, ტელეფონზე დაშტერებული, მაღალი ბიჭი, მუქი წაბლისფერი თმით. სხეულში უცნაურმა გრძნობამ დაუარა. საშინლად მოუნდა ნაბიჯის გადადგმა და მასთან მისვლა. საშინლად მოუნდა მასთან საუბარი. ან უბრალოდ ჩუმად ყოფნა. მასთან ყოფნის დროს სიჩუმეც კი კარგი იყო.. კარგა ხანს უყურებდა ყურადღებას არ აქცევდა მესიჯებს რომლებიც მიყილებით მოსდიოდა. უბრალოდ უყურებდა და ებრძოდა მიახლოების საშინელ სურვილს. როდესაც დვალმაც ამოხედა, ოდნავ გაუღიმა და ტელეფონზე ანიშნა სხვა გზა აღარ ჰქონდა, მზერა მისგან ტელეფონზე გადაიტანა. "ივაშენკოები და დვალები ერთ სახლში! რა პატარაა თბილისი" "ლინა, მომაშტერდი!" ის იყო ტექსტის აკრეფას აპირებდა როდესაც არსაიდან ლიკა მიუახლოვდა და უთხრა: - წამოდი რა, ელიზამ დალია რაღაც და ცუდადაა. - არც კი დაფიქრებულა ისე ჩადო ტელეფონი ჩანთაში და სწრაფი ნაბიჯით გაჰყვა დას სამზარეულოსკენ. სანამ სამზარეულოში შევიდოდა, მილიმეტრებით ასცდა დვალს და გულისცემა გაუხშირდა. ელიზა სამზარეულოში, ერთ-ერთ სკამზე იჯდა. ლოყები აღაჟღაჟებოდა და ტკივილისგან სახე დამანჭვოდა. -რა დალიე? - ჰკითხა როგორც კი მიუახლოვდა და ზურგზე ხელი გადაუსვა. -აზრზე არ ვარ რაღაც შავი იყო და საშინლად მწარე თუ ცხარე. - სიტყვები აებნა ისედაც მოლუღლუღე ელიზას. - ალკოჰოლი იყო რაღაც რა. -მამას დავუძახებ... - გაიწია ლინა გასასვლელისკენ თუმცა ელიზამ შეაჩერა. -არ გინდა რა, მერე იტყვის ჩამაშხამეს ყველაფერიო. -მაშინ მაცადე დათას ვნახავ! -არა, არ გინდა. იყავი, გამივლის. - ჩახლეჩილი ხმით ძლივს საუბრობდა ელიზა და ყოველ სიტყვაზე იმანჭებოდა. -კარგად ხართ? - გაიგონეს უცნობის ხმა. შებრუნებულს, ლინამ ის წითელკაბიანი გოგონა დაინახა, მოხუცი კაცი რომ ესაუბრებოდა და სახეზე რომ ეწერა, ერთი სული ჰქონდა გაქცეულიყო. -რაღაც საშინელება დალია და გამწარდა. - დაიჭყანა ლიკა. გოგონას გაეცინა, მაგიდიდან ერთ-ერთი ჭიქა აიღო, ონკანის წყლით გაავსო და ელიზას გაუწოდა. -დალიე და გაგივლის. არ ხარ ეტყობა ელკოჰოლს შეჩვეული. -ელიზამ უცებ გამოცალა წყალი და გოგონას მადლიერის ღიმილით გახედა. კიდევ ერთხელ ჩაახველა და ახლა ჩვეული, თუმცა ოდნავ დაბალი ხმით უთხრა გოგონას: -მადლობა, როგორ ვერ მოიფიქრეთ! - გაბრაზებული მზერა სტყორცნა დებს და წითელკაბიანს ხელი გაუწოდა: -მე ელიზა ვარ. -გოგონამ ელიზას ხელი უცებ შეაგება და გაუღიმა. -სალომე. სასიამოვნოა. -ჩემთვისაც. - გაეცინა ელიზას. ლინას კი კიდევ ერთი მესიჯი მოუვიდა ტელეფონზე. რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა და გახსნა: "რამე მოხდა?" "ჩემს დას სჭირდა რაღაც მაგრამ უშველეს." - სწრაფად აკრიფა ტექსტი და "გაგზავნას" დააჭირა. წითელკაბიანმა და ელიზამ საუბარი გააბეს და სიცილიც დაიწყეს. ლიკა კუთხეში უაზროდ იდგა, ლინა კი ისევ ტელეფონს ჩაჰკირკიტებოდა და საბას სწერდა პასუხს მესიჯზე: "როგორ გეგონა, ვერ მნახავდი :3 " - აქ ლინას ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად ჩაეცინა. "ესეთ ნახვას ჯობდა არ მენახე! ეხლა სადმე მამაჩემმა რომ დაგლანდოს დამაბრალებს, აი რატომ წამოხვედი წვეულებაზეო -_- " 'იქნებ ეხლა მხედავ უკანასკნელად' ამ მესიჯმა ლინას უფრო საშნელი გრძნობა დააუფლა. ოთახიდან გასვლა დააპირა და ლიკამ რომ ჰკითხა, საითო, ორი თითით უჩვენა, სიგარეტის მოსაწევადო. სანამ სამზარეულოდან გავიდოდა, ისევ მილიმეტრით უნდა ასცდენოდა დვალს და სწორედ ამ წამს გაუვარდა ხელიდან ტელეფონი. არა, სიმართლე ვთქვათ, ძალით დააგდო. ბიჭი უცებ დაიხარა მის მისაწოდებლად. გულისცემა ისევ გახშირდა. ამის გასაკეთებლად თავადაც უცებ დაიხარა და ფერადი თვალებით პირდაპირ მუქ ყავისფერ, მომწვანო თვალებს შეეჩეხა. -უკანასკნელად არ გხედავ. - დაიჩურჩულა, ტელეფონი გამოართვა და სასწრაფოდ გაერიდა. თავის სიტყვების ბოლომდე თავადაც არ სჯეროდა. უბრალოდ გააცნობიერა, იქნებ მართლაც უკანასკნელად ხედავდა, როგორ არ ერთქვა ერთი სიტყვა მაინც? თავს საშინლად გრძნობდა. საპირფარეშოში შევიდა და სარკეში საკუთარი თავი ეუცხოვა. ნერვეულობისა და აღელვებისგან მთელი სახე აღაჟღაჟებოდა, ხელები უკანკალებდა ერთდროულად ძალიან უხაროდა საბას ნახვა და თან საშინლად ეშინოდა იმის რაც ამას მოჰყვებოდა. ორი სიგარეტი ზედიზედ ჩაწვა, დაელოდა სანამ სიწითლემ გადაუარა და ისე გავიდა ხალხში. დათა იპოვა და მთელი საღამო არ მოსცილებია. უბრალოდ გულში ხმამაღლა გაეცინა, როდესაც საბას მესიჯი: "ვინაა ეს ბიჭი?!" წაიკითხა. უფრო მეტად კი მაშინ როცა მისწერა, ჩემი ძმააო და მისი კმაყოფილი სახე დაინახა. კიდევ რამდენიმე საათი ხალხის გარემოცვაში, რომელთაც დასანახად ვერ იტანს. ძველით ახალი წლის დადგომას ყველა სიხარულით და ჟრიამულით შეხვდა. ორი ადამიანი კი სიჩუმეში, ერთმანეთთან მზერით საუბრით. ისიც ეშინოდა რომ უყურებდა, თუმცა მაინც უყურებდა. უბრალოდ შეუძლებელი იყო გცოდნოდა რომ ბოლოჯერ იყავი მასთან ასე ახლოს და არც კი გეყურებინა... *** 15 იანვარს, საუზმედ მთელი ოჯახი შეიკრიბა. გარეთ ზამთრის სუსხი მშვენივრად იგრძნობოდა, თუმცა სახლში სიცივეზე ვერავინ წუწუნებდა. მხიარულად მიირთმევდნენ, ხანდახან რეპლიკებს წამოიძახებნენ და მათზე კარგადაც იცინოდნენ. მშვიდად მიდიოდა ყველაფერი სანამ დათამ ლინას გამაფრთხილებელი მზერა არ ესროლა და არ თქვა: -მამა გუშინ აბაშიძის წვეულებაზე დვალებიც იყვნენ. - ამ სიტყვებმა ბავშვები ისე გააჩუმა, რომ ქარის ხმაც კი გასარჩევი გახდა. ლინას თავზარი დაეცა. ვაი თუ ისიც შეამჩნია როგორ ვჭამდით მე და საბა ერთმანეთს მზერითო, თუმცა გულის სიღმეში იმედი ჰქონდა რომ დათა ამას არ იტყოდა. გიორგის ისეთი რეაქცია ჰქონდა, თითქოს დათას მისთვის ეთქვა, რა კარგი ამინდიაო. ერთი ყურიდან შეუშვა, მეორედან-გამოუშვა და უემოციო სახით განაგრძო ჭამა. -ვიცი. - ამოთქვა მას შემდეგ რაც ლუკმა გადაყლაპა და ლინას წარბაწევით შეაჩერდა. ლინა მზერით ეუბნებოდა, ჩემგან რა გინდაო. გიორგი კი მზერითვე პასუხობდა, ყველაფერი ვიცი რასაც გუშინ აკეთებდიო. თუმცა რა იცით, იქნებ ლინას გონება ცდებოდა და გიორგის თვალები სულ სხვა რამეს ამბოდბნენ. უბრალოდ ლინასთვის აღმაშფოთებელი იყო მამამისის სიშვიდე, საეჭვო სიმშვიდე. -ჰო, სამივე დვალი იქ იყო, თუმცა მე არც-ერთი არ შემიმჩნევია. - ისევ მშვიდად განაგრძო უფროსმა ივაშენკომ. უცებ ლინა ყველაფერს მიხვდა, მიხვდა რომ მამამისმა გამოცდა ჩაუტარა და ფეხზე წამოხტა. -სერიოზულად? მაგიტომ წამათრიე ხო? - დაიყვირა. - გაინტერესებდა რას ვიზამდი დვალს რომ ვნახავდი? სულელური თამაშია. - თქვა, ჩანგალი თეფშზე ხმაურით დააგდო და თავის ოთახში სირბილით ავიდა. სიბრაზისგან მუშტები საწოლს დაუშინა. ყურადღება არ მიუქცევია კაკუნისთვის ოთახის კარზე, თუმცა დათას ხმის გაგონებისას ნელა წამოდგა და კარები გააღო. -ლინ, მე მგონი მე და შენ უნდა გავისეირნოთ. -არ მინდა... - ჭირვეულობა დაიწყო ლინამ. დათა მასთან ახლოს მოიწია და თითქმის ჩურჩულით უთხრა: -გუშინ შენ და საბა შეუმჩნეველი არ დამრჩენილხართ. - ლინას მთელს ტანში გააცია. -მა-მ-ამამ იცის? -არა რათქმაუნდა! - შეიცხადა დათამ. - მოდიხარ? - ჰკითხა. რაც ხელში მოხვდა ის ჩაიცვა და 10 წუთში ძმასთან ერთად სახლი დატოვა. საშინლად ენატრებოდა გარეთ გამოსვლა (მამამისის გარეშე). დათამაც იცოდა ეს და ამიტომ არჩია ფეხით გაევლოთ. როდესაც სახლს კარგად ჩამოშორდნენ, დათამ დაიწყო: -ვნახე როგორ უყურებდით ერთმანეთს. მაგრამ არ მიახლოებიხარ. -მივუახლოვდი. - წამოროშა ლინამ. -ტელეფონის დაგდებას თუ გულისხმობ, მე ვიცი რომ ძალით მოხდა, თუმცა სხვების თვალიდან ეს ისე ჩანდა როგორც უბრალო შემთხვევა და იქ ვერ დაიწყებდა ვერავინ: ჩვენ მტრები ვართ და ერთმანეთს ტელეფონებს არ მივაწოდებთო. -გოგოს ჩაეცინა. -ლინა რატომ არ გაწყვიტე მასთან კონტაქტი. შეგიყვარდა? -გოგოს ბოლო სიტყვებზე სიცილი აუტყდა. -მე? დვალი? არა, არა. - თავი გააქნია. თუმცა უცებვე დასერიოზულდა. -აბა რა ხდება? -არაფერი, ირონიულია, ცხოვრებაში ერთადერთი მეგობარი გყავდეს და ისიც შენი მტერი იყოს. - ისევ დაიწყო ლინამ სიცილი. -გიოგის არაფერს არ ვეტყვი. არც მესიჯებზე და არც წვეულებაზე. უბრალოდ, იცოდე, ძალიან დიდ შარში ჩააგდო მამამ დვალები და ყველაფერს იზამენ რომ სამაგიერო გადაუხადონ. ლინამ ეს იცოდაც იცოდა, ამიტომ ძალიან არ გაკვირვებია. -ციხეში გიორგის გამო ჩაჯდა საბას მამა ხო? -საიდან იცი? - გაიკვირვა დათამ. -საბამ მითხრა. -მამაშენის მიმართ ცუდად განგაწყო? -ეგ რა შუაშია! - აფეთქდა ლინა. - ჯერ ერთი, წამოსცდა და მეორე სიმართლეა, არა? -არ მინდა ამაზე საუბარი. -იმედია არ აპირებ რომ გიორგისთან ჩამიშვა. -იდიოტი, ჭირვეული ბავშვი ხარ! - გაიცინა დათამ და ხელი გადახვია. -ანუ..? -არ ჩაგიშვებ მაგრამ შენი და დვალის ურთიერთობა არ მომწონს. -არცაა საჭირო რომ მოგწონდეს. - სიცილი აუტყდა ლინას. - მე მომწონს. -პრობლემაც ეგაა, რომ მოგწონს. - უკმაყოფილოდ გააქნია თავი დათამ და დასთან ერთად კაფეში შევიდა. *** სკოლის დაწყებამდე რამდენიმე დღეღა იყო დარჩენილი. საღამო იყო და ლინა და-ძმებთან ერთად მისაღებში იჯდა. ნიკას და ლიკას უყურებდა რომლებიც თითქოს ხუმრობით, ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ, ცხელ შოკოლადს წრუპავდა, ერთი ყურით მის გვრდით მჯდომთ, ელიზას და დათას უსმენდა, მეორე ყური კი ტელეფონისკენ ჰქონდა მიმართული, მესიჯი როდის მომივაო. ჯანდაბა! ტვინში უზარმაზარი არეულობა ჰქონდა. ჯერ კიდევ არ იცოდა ბრუნდებოდა თუ არა სკოლაში. თავის თავის უკვირდა რომ დაბრუნების იმედი ისევ ჰქონდა. მამამისმა გამოცდა მოუწყო წვეულებით და იმის წარმოდგენაც არ უდნოდა თუ რას უზამდა სკოლაში, მაგალითად, მასწავლებლებს მოისყიდიდა და ეტყოდა, დვალს და ჩემს ქალიშვილს თვალი ადევნეთო და შეიძლება მისკენ ერთი გახედვაც კი საბედისწერო გამხდარიყო. ახლა ისევ ფიქრობდა, ნეტავ მართლა ბოლოჯერ შევხვდი "მაშინ" დვალსო?! მისი მთელი სამყარო ამ კითხვაზე პასუხად კიოდა: "არა-ო" მაგრამ ტვინი, რომელიც შედარებით საღად აზროვნებდა, ლინას ცუდისკენ უბიძგებდა და ეუნებოდა, რომ მიუხედავად დვალის 20 წლის შემდეგ ნახვის შანსისა, რამდენიმე დღეში ამის მოხდენა მაინც ნაკლებად სავარაუდო იყო შეუძლებელი თუ-არა. ნერვებს ისიც უშლიდა, რომ ბოლო რამდენიმე კვირა საბას მეტზე არაფერზე და არავიზე ფიქრობდა. მიუხედავად იმისა რომ ეს იმ სიტუაციაში სრულიად ნორმალური იყო (აბა, როგორ არ იფიქრებ ადმაიანზე რომელიც შენი მეგობარია და მისთვის ყურებაც აკრძალული გაქვს) ლინა მაინც ფიქრობდა რომ ასე არ შეიძლებოდა... -ფერადვალება აქ არ გვყავს! - შეუთვალა ელიზამ და მხარიც გაკრა, იქნებ გამოვაფხიზლოო. -რა გინდათ ფერადვალებასგან? - უცებ წამოიჭრა ლინა. -არაფერი, ავღნიშნეთ რომ დაფრინავ. - ღიმილით მიუგო ლიკამ. -ნეტავ სად. - ავად ჩაეცინა დათას. -ივაშენკო, უნდა მოკეტო! - ლინა ძმას ნამიოკს მიუხვდა და ბალიში ესროლა. -აუ, წვიმს გარეთ. - დანანებით თქვა ლიკამ. -მერე მაგას 'აუ' უნდა? - სახე გაუნათდა ლინას. - შინა პატიმრობა რომ არ მქონდეს გავიდოდი. -ასეთ წვიმაში გარეთ ვინ გავა თუ არა ივაშენკო! - თავი გააქნია დათამ. -მოკეტე და გამომყევი. -რატომ? -რამდენი ხანია წვიმაში გარეთ არ გავსულვარ! - წაიტირა გოგონამ. -მერე მე რა ვქნა? - ირონიულად უთხრა ძმამ. -უნცა იცეკვო ! - გამწარდა ფერადთვალება. -ვცეკვავ! - ხელები აათამაშა დათამ. -მარტო რომ გახვიდე კარებიდან ორ ნაბიჯზე რას გიზავს? - შეწუხდა ელიზა. -დამაბრალებს დვალის სანახავად გახვედიო. -იქნებ ტყუილი არც იყოს! -დათა მოგკლავ! - დაუყვირა და მარტო გავიდა გარეთ. -არ გაინტერესებს ხო გიორგი?! - ესმოდა სიცილის ხმა სახლიდან მაგრამ სულ არ აინტერესებდა. წვიმის წვეთები ძალიან სწრაფად ეცემოდნენ სახეზე და სწრაფადვე უსველებდნენ მას. ამდენი ხნის შემდეგ ლინამ თითქოს თავისუფლად შეძლო ჩასუნთქვა და უმტკივნეულოდ ამოსუნთქვა. გაშეშებული იდგა ეზოში, ერთ ადგილას, სახით-ცისკენ, ჩუმად... მისთვის იმ წამს დრო ჩერდებოდა და ნატრობდა, უსასრულობა ოდესმე თუ უნდა დადგეს, მაშინ ახლაო. -შემოდი, გაცივდები! - უყვიროდა დათა, თუმცა თითქოს არც გამიგონიაო, არაფერს პასუხობდა. -ლინა სკოლაში ხომ გინდა? ხო და თუ ცუდად გახდები ვერ წახვალ! -სკოლაში არავინ მიპირებს გაშვებას. - ხმადაბლა, თუმცა დათასთვის გასაგებად ჩაილაპარაკა გოგონამ. -გიპირებს, გაგიშვებს. და მესიჯი მოგივიდა ტელეფონზე. -იდიოტი ხარ! - უთხრა და სახლში შებრუნდა. სკოლის დაწყებამდე ერთი დღით ადრე უთხრა დედამისმა "ადი და მოემზადე სკოლისთვისო" თავზარი დაეცა, ჯერ განცვიფრდა, შემდეგ ამან გაუარა და გაუხარდა. გაუხარდა ის რომ საბას ნახავდა. მაგარამ ამანაც გაუარა და გულში საშინელი ეჭვი დარჩა, ეჭვი იმის შესახებ, რომ მამამისი ასე არ გაახარებდა. დილით ადრე ადგა, მოწესრიგდა და დაბლა ჩავიდა. გაუკვირდა როცა კარებთან დაცვის მანქანა ვერ დაინახა. მამამისმა ახარა, სკოლაში მე წაგიყვან და მე წამოიყვან, უბრალოდ დაცვა იქ მთელი დღის განმავლობაში იდგებაო. შინა პატიმრობა გრძელდებაო გაიფიქრა და მანქანაში ჩაჯდა. მთელი გზა ისე იყო, თითქოს რბილი სავარძლის ნაცვლად, ნემსებზე იჯდა. მანქანა სკოლის წინ რომ გაჩერდა და გამოსვლა დაუმშვიდობებლად დააპირა, მამამისმა ხელზე მოუჭირა. -ჩინებულად უნდა მოიქცე ლინა, თორემ იმას გავაკეთებ რაც ადრე უნდა გამეკეთებინა. ბებიაშენს ერთი სული აქვს როდის გნახავს! -რას გულისხმობ ჩინებულრად მოქცევაში. -შენ შესანიშნავად იცი რასაც. -ნახვამდის! - კარები ხმაურით მიკეტა და სკოლაში შევიდა. გაკვეთილი ჯერ არ იყო დაწყებული, თუმცა ქართულის მასწავლებელი უკვე კლასში იყო. რა თქმა უნდა, იცოდა რომ მამამისი დავალთან ჯდომის უფლებას არ მისცემდა, ამიტომ არ გაჰკვირვებია როდესაც მასწავლებელმა უთხრა, პირველი რიგის ბოლო მერხი დაიკავეო. საბას მერხი ცარიელი იყო და ამან გული იმაზე მეტად ატკინა ვიდრე მოელოდა, მაგრამ როდესაც კლასის კარი ვიღაცამ ხმაურით შემოაღო და შემდეგ ხმაურითვე მიხურა. ლინამ უნებურად აწია თავი დაგვიანებულის სანახავად და გულის ტკივილი გაქრა. მისი ორგანიზმი სხვა, უცნობმა გრძნობამ მოიცვა. -დვალო კიდევ ერთ დაგვიანებაზე ოქმს დაგიწერენ, ეხლა დაბრძანდი! - ცივად უთხრა მასწავლებელმა და დვალიც ძველი ადგილისკენ გაეშურა. ლინა ვეღარ უყურებდა, იცოდა რომ აკონტროლებდნენ და იმაზეც გაუჯავრდებოდნენ რომ უბრალოდ შეეხედა. დვალის თვალებშიც გაკრთა იმედგაცრუება ცარიელი მერხის დანახვისას, თუმცა მან ვერ დათრგუნა უფრო დიდი, გაკვირვება რომელიც ლინას კლასში ყოფნამ გამოიწვია. საბას კლასში შემოსვლიდან სამ წუთში მოვიდა ლინას ტელეფონზე შეტყობინება. "მგონი ერთადერთი რაც "უკანასკნელად ნახვაზე" უარესია, ეს სიტუაციაა. შეხედვაც არ შეიძლება, არა?" "არა, არ შეიძლება" -მისწერა ლინამ და მთელი ძალით შეეცადა ცრემლები შეეჩერებინა რომლებიც რამდენიმე წუთში სახეს დაუსველებდნენ. *** ტანჯვა იყო მაშინ, იქ ჯდომა ორივესთვის. მთელი დღე ტელეფონში იყვნენ ჩამძვრლები, მთელი დღე სწერდნენ ერთმანეთს მაგრამ ვერ ბედავდნენ შეხედვას. რა საშინელებაა, ასე ახლოს გყავდეს საყვარელი ადამიანი და არ გქონდეს საშუალება შეხედო, დაელაპარაკო, ჩაეხუტო... ლინა ვერ ამბობდა რამდენად იყო დვალი მისთვის "საყვარელი" ადამიანი ან რამდენად უნდოდა მისი "ჩახუტება" მაგრამ გვერდით დგომა და დალაპარაკება ბოლო დროს საოცნებო გაუხდა. "ჯობდა სახლში ვყოფილიყავი" მისწერა ლინამ 5 გაკვეთილის ბოლოს. "იცოდა მამაშენმა რო ესე უფრო უარესი იყო და მაგიტო გამოგიშვა" "ღმერთო, არასდროს მეგონა რომ მამაჩემი შემძულდებოდა" "არასდროს თქვა არასდროს! :D " მეხუთე გაკვეთილზე, მას შემდეგ რაც ზარი დაირეკა, ლინა კლასიდან გამოვიდა და მესიჯის კრეფა დაიწყო: "პირველ სართულზე ფიზიკის კაბინეტში" დაინახა როგორ დაიქნია თავი საბამ მსუბუქად და ნაბიჯი წინ გამოდგა. ფიზიკის კაბინეტი იმ დროს რემონტდებოდა. სულ საღებავის სუნად ყარდა და გაფუჭებული ნივთების ერთგვარი 'საცავი' გამხდარიყო. უფრო უკეთესი მათთვის კაბინეტის მდებარეობა გახლდათ. მეორე სართულზე კიბიდან მარჯვნივ, მიხვეულ-მოხვეული დერეფნის ბოლოში შეყუჟულიყო და კიბის თავზე რომ იყო, იმ ვიდეოთვალიდან საერთოდ არ ჩანდა. ორივემ იცოდა რომ ძალიან სარისკო იყო რასაც აკეთებდნენ, თუმცა ერთმანეთთან საუბრის სურვილი მათთვის ყველაფერზე წინ იდგა. რაღაც მხრივ სისულელეც იყო, შეხვედრა სკოლაში, როდესაც უფროს ივაშენკოს მხოლოდ ეს უნდოდა. ლინა კი უკრაინაში, თავის "თანამედროვე" ბებიასთან წასვლას არ აპირებდა. თუმცა ლინა იმასაც არ აპირებდა უბრალოდ ეყურებინა მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანისთვის და მასთან მიახლოების საშუალება არ ჰქონოდა. კაბინეტში პირველი ის შევიდა და დამტვერილ მერხს ხელებით მიეყუდა. გულისცემა უნებურად აუჩქარდა. სულაც არ გაუკვირდებოდა ახლა მამამისს რომ შემოეღო კაბინეტის კარი და ცინიკური ღიმილით ეთქვა, აი, ლინა, ამ გამოცდაში ჩაიჭერო. ჩაიჭრა, ყველა გამოცდაში ჩაიჭრა. ზარი დაირეკა. გავიდა 5 წუთი. 10 წუთი... 20 წუთი. ლინას გული საშინლად დასწყდა, როდესაც საბამ მისწერა, კლასში ამოდიო. 3 წუთში უკვე მერხთან იჯდა და ახალ მესიჯს წერდა. კითხვაზე 'რა მოხდა?" დვალმა მისწერა: "ერთ გამოცდაში ჩავიჭერით. მეორეში ჩაჭრა აღარ შეიძლება. შენც ხომ იცი როგორ მინდოდა ჩამოსვლა. მაგრამ არ შეიძლება." ეს ხომ თვითონაც ვიცოდიო გაიფიქრა ლინამ მაგრამ მიხვდა რომ მართალი იყო და აღარ გაბრაზებულა. უბრალოდ მისწერა, მართალი ხარ, ვიციო და მასწავლებელს შეხედა, რომელიც მის სახელს უკვე მესამედ იძახდა. -გისმენთ, უკაცრავად. - უთხრა და ფერადი თვალები აანათა 40-45 წლის, მომღიმარ ქალს. -დვალთან რატომ არ ზიხარ? - კითხვის გაგონებაზე უნებურად გადახედა საბას. მიხვდა, ალბათ ამ ქალის ნახვა ვერ მოასწრო მამაჩემმაო და სიმართლე უთხრა: -მასწავლებელმა გადამსვა. -და როდის აქეთ უჯერებთ მასწავლებელს! - სიცილი დაიწყო ქალმა. - გადაჯექი მიდი. შეშინებულმა ჯერ ქალს შეხედა და მერე ზუსტად მის მდგომარეობაშ მყოფ დვალს. ძლივს აითრია ფეხი და გვერდით დაუჯდა. ის გაკვეთილი ყველაზე ნელა გავიდა და ყველაზე საშინლად გაიწელა. თუმცა ყველაფერს აქვსო დასასრული და ის დღეც გაილია, ძლივს, მაგრამ მაინც გაილია. საღამო იყო და ლინა სწავლობდა. ელიზამ უთხრა, წამოდი, ბავშვები წამოვიყვანოთ ბაღიდან და გავიაროთ ცოტაო. მიუხედავად იმისა რომ ბევრი ჰქონდა სასწავლი, მაინც მიჰყვა დას ჯერ საბავშვო ბაღში და შემდეგ სასეირნოდ. სიცილით მიდიოდნენ ქუჩაში. ნიკას ტიტინზე სრულიად უცხოსაც უტყდებოდა ხარხარი. ბავშებს კი არა თოჯინებს უფრო ჰგავდნენ. იმ თოჯინებს რომლებიც გამუდმებით იცინიან და ცეკვავენ. -ელიჟა, ეჩ ლა ალიჩ? -ხელი გაიშვირა მარიამ ნაყინის ფორმის ქანდაკებაზე. -ნაყინია, გინდა? - სიცილით იკითხა ელიზამ. -მინდაა! - ორ ხმაში დაიყვირეს ტყუპებმა. -იანვარში ბავშვებს ნაყინს აჭმევ? - გამოესარჩლა ლინა. ამაზე ელიზას უარესმა ხარხარის ტალღამ დაარტყა. -შენც ხომ ბავში ხარ? დავიჯერო არ გინდა? - წარბები აათამაშა გოგონამ. -თუ რამეა მაშინვე შენ გაბრალებთ! - თქვა და ტყუპებს ხელები მოჰკიდა ფერადთვალებამ. -ქო, გაბრალებთ! - კისკისით თქვეს ბავშვებმაც და სუპერმარკეტისკენ მიმავალ დას თვალი გაადევნეს. ელიზაბედ ივაშენკო ოთხი ნაყინით გამობრუნდა მარკეტიდან, თუმცა რამაც იქ ნახა, ძალა წაართვა და ოთხივე ძირს დაუვარდა. მაღალი, ქერა, თითქმის თეთრთმიანი გოგონა ძირს, გზაზე უგონოდ ეგდო. ელიზას გონებამ გოგონაში უცებ იცნო თავის და, უარესად კი მის გარშემო სიცარიელემ შეაშინა. ტყუპები გამქრალიყვნენ. *** ემოციების გამოხატვისგან სრულიად დაუძლურებული, ხელში ყავით ხელში იჯდა მისაღებში, დივანზე და უმეტყველო თვალებით მიშტერებოდა იატაკს. რამდენიმე საათში თავს იმდენი რამ დაატყდა, რაც ადამიანების უმრავლესობას კვირების განმავლობაში არ მოსდის. პირველად შეიცნო საბა დვალი (ან სულაც მისი ოჯახი) მტრად და ამან გული საშინლად ატკინა. იმაზე მეტად ატკინა, ვიდრე თავი სტკიოდა. ძლიერმა დარტყმამ გათიშა, სწორედ ამ დროის მოიტაცეს დვალებმა ტყუპები. მანქანაში გაეღვიძა და ხელში მოტირალი ელიზა შერჩა. როცა სიტუაციაში გაერკვა, საკუთარი თავის დადანაშულების გარდა, მხოლოდ ერთი გზა ჰქონდა დარჩენილი, ტელეფონის აღება და საბასთვის მიწერა. თუმცა, ამის გასაკეთებლად ძალა არ ეყო. თავი საშინლად სტკიოდა და ძლივს მოძრაობდა. სახლში მივიდნენ თუ არა, ცრემლებისგან დაცლილი სანდრას დანახვა იმაზე საშინლად ეჩვენათ ვიდრე მოელოდნენ. გაცოფებული გიორგი კი ყველაზე და ყველაფერზე ანთხევდა ჯავრებს რაზეც შეიძლებოდა. ხან სად დარეკა, ხან-სად მაგრამ ვერაფერს ვერ მიაგნო. სუპერმარკეტის გარე ვიდეოთვალებიც კი გადაახვევინა, თუმცა ხელთ არაფერი დარჩა, ლინა და ბავშვები ვიდეოთვალისთვის მოფარებულ ადგილას იდგნენ. როდესაც გამწარებულმა უფროსმა ივაშენკომ საბოლოოდ დაყარა ფარ-ხმალი, აღარ ვიცი სად დავრეკოო, ლინას გაუსწორა მზერა, რომელიც დივანზე გადაწოლილიყო და ფერადი თვალები ჭერისთვის აებყრო. -მოდი დავივიწყოთ ის რომ დვალს "ემესიჯები" და ნომერი მომეცი. - ძლივს გამოსცრა კბილებში. ლინამ თავი ნელა წამოწია. აი, მაშინ ნამდვილად აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. დამაცადე და მე თვითონ ვკითხავო, უთხრა და ტექსტის კრეფა დაიწყო: "საბა არ გვინდა ზედმეტი უბრალოდ რა იცი ჩემს და-ძმაზე" მესიჯი რამდენიმე წამში დაუბრუნდა, უნდა დაგირეკოო. იმ წამს ტელეფონის აღება ყველაზე უხერხული იყო ლინასთვის. აბა, როგორია, უყურებდე თვალებში მამაშენს და ლაპარაკობზე იმასთან ვისთვის ყურებაც კი აკრძალული გაქვს! საბამ თქვა, ისიც რამდენიმე წუთის წინ გავიგე რომ გაიტაცესო და ბიძაჩემი დაურეკავსო, ნუ გეშინია, არაფერს დაუშავებს ბავშვებსო. ლინა ამ სიტყვებს უნდა დაემშვიდებინა, არა და უარესად ააფორიაქა. ფეხები მოეკეცა და კედელს მიეყუდა. იმ წამს საბოლოოდ გააცნობიერა რაც მოხდა და ამან უდიდესი ტკივილი მიაყენა. საშინელ მდგომარეობაში იყო საბაც, ვერ წარმოდგინა რა გააკეთა ივაშენკომ ისეთი, ყველაზე პატარა შვილები რომ მოსტაცა ბიძაჩემმაო. საერთოდ, ისიც უკვირდა ბიძამისი ასეთი სასტიკი რომ გამოდგა და ბევრიც უყვირა, ბავშვებს არაფერი დაუშავო, ისე როგორ დაეშვი რომ ყველაზე პატარები გაიტაცეო. მაგრამ ამაზე პასუხმა: "გერჩივნა ლინა გამეტაცა ხო?"-დაამუნჯა. ძალიან სულელურად გრძნობდა თავს უფროსი ივაშენკო. იჯდა სახლში და ელოდა როდის დაურეკავდა დვალი. იჯდა უმოქმედოდ, მაშინ როდესაც მისი ტყუპები სადმე უგონოდ იყვნენ. იმის წარმოდგენაზე რომ ლუკა მათ რამეს უშავებდა, მის მიმართ სიძულვილი ასჯერ, ორასჯერ ეზრდებოდა. თუმცა ყველაზე დიდ ტკივილს ის ფაქტი აყენებდა, რომ ეს ყველაფერი მისი ბრალი იყო. ზარი გიორგის ტელეფონზე მთელს სახლში ექოდ გაისმა. უცებ წაიღო ხელი ტელეფონისკენ და უპასუხა: გისმენო. არ გაუგონიათ გარშემომყოფებს დვალის საუბარი, მაგრამ თუ გიორგის სახით ვიმსჯელებდით, მან ყველაზე საშინელი თქვა, რის მოსმენაც უფროს ივაშენკოს შეეძლო. -რა უნდა? - ჰკითხა დათამ ტელეფონის გათიშვისთანავე. -საბუთები, საბუთები! - დაიყვირა და პირველივე რაც ხელში მოხვდა (ჭიქა) კედელს მიახეთქა. ამ სიტყვების შემდეგ, გიორგი კაბინეტში შეიკეტა და ბრძანება გასცა, არ გაბედოთ ჩემი შეწუხებაო. სანდრას თითქოს ზუსტად ეს უნდოდაო, ხმამაღალი ოხვრა აღმოხდა და ცრემლებიც გამოაყოლა. ლიკა დედას ჩაეხუტა და თავზე ხელი გადაუსვა, მაგრამ ამან ქალი უფრო ხმამაღლა აატირა. ლინამ კი ძლივს აითრია სხეული და თავის ოთახში ავიდა. საწოლზე გადაგორდა და მესიჯის წერა დიწყო, თუმცა ზუსტად იმ წამს დაურეკა ტელეფონმაც. ფანჯარასთან მივიდა, გამოაღო და ისე უპასუხა. იფიქრა ქარის გამო ხმას ვერ გაიგონებენო. -ხო. რა მოხდა? - უთხრა მაშინვე. -დარეკა ბიძაჩემმა? -კი რაღაც საბუთებიო. გაგიჟდა გიორგი, საბა. აღარ ვიცი რა გავაკეთო. რა საბუთებია ესეთი. ან რა ჯანდაბაა როგორ გაიტაცა ბიძაშენმა ყველაზე პატარები! მე რა, ვერ მხედავდა? - ხმას აუწია ლინამ. თვალები ევსებოდა და ტირილი ხმაშიც შეეპარა. -ზუსტად ეგ ვიკითხე. - ჩაიდუდუნა საბამ. - საბუთების გამო ბავშვები? ჯანდაბა! - ამოთქვა საბამ და გოგონამ შესანიშნავად გაიგონა როგორ დაარტყა მან კედელს მუშტი. -მე და შენ მტრები ვართ ხო? ეხა ხო მაინც ვართ. - უკვე ტიროდა ლინა. ხანმოკლე სიჩუმეს მოჰყვა საბას ოდნავი ჩაცინება და სიტყვები: არა, არ ვართ. ჩვენი ოჯახები კი, ჩვენ არა. არ ინერვიულო თქო ვერ გეტყვი, მაგრამ დამიჯერე, ხო მენდობი?-ლინა წამით შეყოვნდა თუმცა შემდეგ უთხრა: -კი. მერე? -ჰო და პირობას გაძლევ, არაა ბიძაჩემი სასტიკი მონსტრი რამე რო დაუშავოს ბავშვებს. -იმედია მართალი ხარ. - დაიჩურჩულა გოგონამ. ოთახის კარები ელიზამ ხმაურით მიხურა და დას ანთებული მწვანე თვალებით მიაშტერდა. -რამე მოხდა ელიზა? - ჰკითხა შეშინებულმა. -მამა წავიდა. იცის იმან რამე? -არა. -თქვა ლინამ და შემდეგ საბას მიუბრუნდა: უნდა წავიდე, თუ რამეა მომწერეო და გაუთიშა. -ჩამოდი, დათას აქვს სალაპარაკო. თავის ტკივილი დააიგნორა და ნელა ჩაიარა კიბეები ჰოლამდე. სანდრა და ლიკა მისაღებში არ იყვნენ. დათა კი დივანზე ანერვიულებული სახით იჯდა და თითებს იმტვრევდა. -რა მოხდა? - იკითხა ლინამ სუსტი ხმით. - იცი ხო, რა საბუთებია?! - ბიჭმა ნელა დაუქნია თავი. გოგონები დათას პირდაპირ ჩამოსხდნენ და მომლოდინე თვალებით მიაჩერდნენ. -კი. - თქვა და ღმრმა ჩასუნთქვაც დააყოლა. - სამწუხაროდ. -დავიღალე დათა ან თქვი, ან კიდევ უკვე აღარ ვიცი! - აფეთქდა ელიზა. -საბუთებია... სამშენებლო მასალების გაყალბებაზე და... მოკლედ ის საბუთები მოხვდება თუ არა დვალის ხელში, მამას დაიჭერენ. ამის თქმა და ტელეფონზე ზარი ერთი იყო. ტყუპები და გიორგი საღ-სალამათნი ბრუნდებოდნენ სახლში. *** მეორე დღეს არც არავის უნდოდა არსად წასვლა და არც ამის შესაძლებლობა ჰქოდათ. გიორგიმ ადრიანად დატოვა სახლი დათასთან ერთად და დაიბარა, საქმეზე მივდივართო. ზუსტად არ იცოდნენ ლინამ და ელიზამ რა 'საქმე' იყო ეს, თუმცა წარმოდგენა მაინც ჰქონდათ. ვერაფრის მოყოლა ვერ მოასწრო დათამ და გული საშინლად სტკიოდათ. თუმცა, როდესაც ლინამ ბევრი ფაქტი ერთმანეთს დაუკავშირა, რაღაც სავარაუდო სურათიც მიიღო, რომელსაც ერთი დიდი გრაფმენტი აკლდა. ახალგაღვიძებული ჯერ კიდევ ლოგინში იწვა და ფიქრობდა თუმცა სრულ პასუხამდე მაინც ვერ მიდიოდა და ნერვები კიდევ უფრო ეშლებოდა. წინა ღამეს მისი და საბას საუბარი, ტყუპების მოსვლის შესახებ სიახლის ცნობით დამთავრდა. თუმცა როგორც კი ახალი ფურცელი გახსნა ლინამ, მაშინვე მიიღო შეტყობინება. "არ გამოგიშვეს სკოლაში?" "არა არ მინდოდა. რა მნიშვნელობა აქვს მაინც არ გავაქვს ლაპარაკის შესაძლებლობა" "ლინა ბოდიში." "რაც გუშინ მოხდა შენი და ბიძაშენის კი არა მამაჩემის ბრალი იყო და ისეა სიტუაცია მალე მე მოგიხდი ბოდიშს." "ახალი გაიგე რამე?" "კი მაგრამ ესე სალაპარაკო არაა." "აბა მე და შენ შანსი არ გვაქვს ერთმანეთის ნახვის" "მოვითმინოთ და გვექნება" ლინამ შეამჩნია რომ ელიზა ტელეფონში იყურებოდა და გაეცინა. -სხვისი მესიჯების კითხვა უზრდელობაა დაიკო! -აუ ცოდოები ხართ ძაან. - მოიღუშა გოგონა. ლინაც დასერიოზულდა. -ჰო... -ლინ, - წარბბები აათამაშა ელიზამ და დას ზემოდან შეხედა. - მოგწონს ხო? - თქვა და სიცილი ატეხა. -ელიზაბედ ივაშენკო რა დროს ეგაა! - ხმამაღლა თქვა მაგრამ ხმაში სიცილი მაინც შეეპარა. -იდეა მაქვს! - წამოიძაღა ელიზამ. -რა იდეა? -მამა სამსახურშია. დაცვას მოვატყუებ რამენაირად. ხო და გაგაპარებ და ნახავ იმას. რაღაც ადგილი ხო გაქვთ სადაც ხვდებოდით ხოლმე? ან მათემატიკის გაკვეთილზე რო მიდიოდით? - ლინა წამოიწია, თვალები გაადიდა. -სერიოზულად? -რა თქმა უნდა! -ელიზააა! - ჯერ ტუჩის კვნეტა დაიწყო შემდეგ კი დას ძალიან მაგრად ჩაეხუტა. -ერთი პირობით! - დაიჟინა მაინც. -რა პირობით? - ხასიათი წაუხდა ლინას. -აღიარე რომ მოგწონს! - ხარხარი ატეხა ელიზამ. -როგორც კი დავასკვნი მაგას, პირველს შენ გეტყვი! - ირონიულად თქვა მაგრამ მაინც დასერიოზულდა. მოსწონდა? თვითონაც არ იცოდა, მართლა. როდესაც მიწერა დააპირა, ზუსტად მაშინ მოუვიდა შეტყობინება და ისევ გაეცინა. "ვიცი რო ძაან სარისკოა მარა ნანგრევებთან მოსვლას შეძლებ?" "ზუსტად ეგ უნდა მეთქვა! მათემატიკიდან გამოდი." "კარგი, ოღონდ ფრთხილად ლინა" მათემატიკა იმ დღეს ბოლო ჰქონდათ, ამიტომ ორ საათზე, როდესაც ლიკაც წავიდა უნივერსიტეტში და ტყუპებიც გაისტუმრეს საბავშვო ბაღში, ჩუმად გავიდნენ სახლიდან ეზოში. ჭიშკართან ორი დაცვა იდგა. ეს არ აღელვებდათ, რამენაირად გაეპარებოდნენ. -საით? - იკითხა ერთ-ერთმა. -მაღაზიაში გავალთ აქვე, ცოტა ხანს. არაფერი მოგვივა ნუ გეშინიათ! - ირონიულად თქვა ელიზამ და რეაქციას არ დალოდებია, ისე გაძვრა ჭიშკრიდან. უკან კი ლინაც მიჰყვა, ოდნავ აფორიაქებული, მაგრამ მაინც. -აუ ელიზა რას ვაკეთებ! - წაიტირა ლინამ, თუმცა ელიზაბედის კმაყოფილმა მზერამ ყველაფერი დაავიწყა. -ეს ყველაფერი იმისთვის რომ უბრალოდ აღიარო! -იოცნებე! *** ზუსტად იქ იდგა. იმ ჩიხში სადაც პირველად მიიყვანა. ისევ იყო მიყუდებული კედელზე და ისევ გაჰყურებდა მთაწმინდას. ნაბიჯების ხმის გაგონებაზე წამოიწია და ხელში ოდნავ ლოყებაწითლებული, ქერა გოგონა შერჩა, ორი სხვა და სხვა ფერის თვალით. მის დანახვაზე უნებურად გაეღიმა. არა, სულაც არ იყო იმ წამს გასაღიმებელი სიტუაცია, მაგრამ გაეღიმა და რა ექნა?! არც ერთს დაუყოვნებია დიდხანს და არც-მეორეს. ღიმილს სიცილი, რამდენიმე ნაბიჯი ერთმანეთისკენ და ერთი თბილი ჩახუტება მოჰყვა. ლინამ გააცნობიერა რომ ელიზას აზრები 'მოწონებაზე' მხოლოდ 'მოწონებას' კარგა ხნის გამცდარი იყო. ჩახუტებამ მიახვედრა როგორ ძალიან ენატრებოდა საბა. მიახვედრა რომ მიუხედავად ყველაფერისა, ყველა საშინელისა, მისთვის მაინც სულ ერთი იყო რომ ის 'დვალი' იყო ან თავად 'ივაშენკო'. საერთოდ რა აზრი აქვს იმას თუ ვინ-ვისი შვილია, როცა არსებობს ურთიერთობები, რომლებიც განსაზღვრავს ბევრი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანს-მომავალს. -არ მჯერა! - გაიცინა საბამ. -არც მე! - სიცილითვე უპასუხა ლინამ. როდესაც უკნიდან ფხუკუნი მოესმათ, მხოლოდ მაშინ გაახსენდა გოგონას თავის და. -უი, სულ დამავიწყდა. - დაიმანჟა. - აი ეს ისაა ვინც გამაპარა. - ხმაში სიცილი ეპარებოდა ლინას. -გაიცანით, თქვენ ერთმანეთის მტრები ხართ. - უაზროდ იცინოდა გოგონა მათი სახეების დანახვაზე. დვალს ჯერ გაუკვირდა, მერე აღშფოთდა და ბოლოს სიცილი დაიწყო. ელიზა კი კარგა ხანი წარბაწევით იყურებოდა, თუმცა ბოლოს მაინც გაეცინა და საბას ხელი ჩამოართვა. -სასიამოავნოა. -ჩემთვისაც. -ჰო, გავალ ცოტა ხანს, გავივლი და დამირეკე ლინ. - თქვა ელიზამ და უცებ მოსყდა ადგილს. ლინა საბას გვერდით კედელს მიეყუდა და მთაწმინდას გახედა. ისევ დაუდგა თვალწინ წვიმიანი ლონდონი და ახლა თავი იქ მასთან ერთად წარმოიდგინა. გააჟრჟოლა. ასე აშკარად უკეთესი იყო. -ბევრი დრო არ მაქვს.. - სიჩუმე ლინამ დაარღვია. - ჰო და მოგიყვები რაც გავიგე. ანუ, ესეთი რაღაცაა... - ჩაფიქრდა ლინა. აზრებს ალაგებდა. - მამაჩემი და მამაშენი ერთმანეთის მოკავშირეები იყვნენ იმიტომ რომ ერთი ბიზნესი ჰქონდათ. მერე რაღაც მოხდა, გიორგიმ რაღაც გააყალბა. სწორედ ის საბუთები უნდოდა გუშინ ბიძაშენს. რაღაც გააყალბა ჰო და მამაშენი ციხეში მოხვდა. მაგრამ ამას ერთი ძალიან დიდი რაღაც აკლია. თუ მოკავშირეები იყვნენ და ვთქვათ მამაშენმა რაღაც დააშავა, მაშინ რატომ არიან ჩვენი ოჯახები მტრები. იმიტომ რომ მამაჩემმაც დააშავა რაღაც და ეს საბუთები გააყალბა. ჯანდაბა, ყველაფერი ამერია. დავიღალე ამაზე ფიქრით. დათაც არ ამბობს ბოლომდე არაფერს. - ხმაში ტირილი შეერია ლინას. -ეხლა არ იტირო რა გთხოვ! დათა შენი ძმაა არა? -ჰო. -და იცის ყველაფერი ? -კი. -და რატომ არ ამბობს? -მიცავს. ყოველ შემთხვევაში ეგრე გონია. სიჩუმე... საბამ ტელეფონი აიღო, ყურსასმენები ჰქონდა შეერთებული და ერთი გაიკეთა, მეორე კი ლინას გაუწოდა. ოდნავ ჩაეღიმა და გაიკეთა. -This I Love? - გაეცინა ლინას. საბამ ოდნავ დაუქნია თავი. - I just can't let it die Cause her heart's just like mine. - წაიმღერა სიმღერის კონკრეტული მომენტი და საუთარ თავზე გაეცინა, ხმა საერთოდ არ მაქვსო. -And she holds her pain inside. - წაიმღერა საბამაც უფრო გაეცინა გოგონას. -მოდი აღარ ვიმღეროთ, საერთოდ! - თქვა ლინამ და ყურსასმენი მოიხსნა. ისევ ჩამოწვა სიჩუმე. საშინელი სიჩუმე. ოღონდ ამჯერად ლინა მთაწმინდას კი არა-დვალს უყურებდა. თვალებში უყურებდა ისიც. ლინა კი ყოველ წამს ოცდებოდა, რადგან ის ისევ უყურებდა თვალებში ისე, თითქოს იქ უცნაურს, არანორმალურს ვერაფერს ხედავდა. *** ბევრი აღარ უსაუბრიათ, ელიზას დაურეკა ლინამ და სახლში წავიდა. თითქოს სრულიად დამშვიდდა. "ფრთებიდან" ჯაჭვები მოეხსნა და თავისუფლად ფრენა შეძლო. გაუჭირდა დვალის დატოვება მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. თუ კი ორი კვირის წინ ეგონა რო ვერასდროს ვეღარ ნახავდა და ნახა, თანაც არა ერთხელ, მაშინ ალბათ იმის იმედიც უნდა ჰქონოდა რომ ეს მომავალშიც მოხდებოდა. ჩვენ არასდროს არ ვიცით როდის რა ხდება უკანასკნელად, თორემ ბევრ რამეს შევცვლიდით. ზოგადად, ერთი ფაქტის ცოდნას არ ცოდნას, შეიძლება ბევრი რამ შეეცვალა ჩვენში. თუმცა არ ცვლის, რადგან არ ვიცით. ან-ზედმეტი ვიცით. გზაში ლინამ დათას მისწერა, არაფერი აღარ მაინტერესებს საღამოს მოხვალ და ყველაფერს მოყვებიო! მისგან პასუხი აღარ მიუღია, არა და იცოდა რომ ძმას სხვა გზა აღარ დაუტოვა. იმის გააზრება კი რომ შეკითხვას საბოლოოდ გაეცემოდა პასუხი, ძალიან ახარებდა. "შენ და ელიზა მოემზადეთ და მოვალ 5 წუთში წაგიყვანთ" მიიღო თუ არა მესიჯი, მაშინვე შევიდა ელიზას ოთახში და ახალი ამბავი 'ახარა' 15 წუთში დათას სახლში ისხდნენ. ბიჭი საუბარს იწყებდა: -მოკლედ, ისეთი სიტუაცია იყო 1 წლის წინ რო კოტრდებოდა მამა და გადაწყვიტა რო უკრაინიდან სამშენებლო მასალებთან ერთად ჩამოეტანა ნარკოტიკიც და აქ გაესაღებინა. ჰო და ძაან მალე გაიგო ამაზე პოლიციამ და მამა დააკავა. ამ დროს თქვენ, დედა და ბავშვები იყავით ლონდონში და არ გაგიგიათ არაფერი. მოკლედ ისე მოხდა რო მამამ საბუთები გააყალბა და ყველაფერში დაადანაშაულა ანალოგიური კომპანიის ფილიალის მფობელი, მიშა დვალი. გირაოს შედეგად გიორგი გამოვიდა, დვალი კი დააკავეს და დღემდე ციხეში ზის. - ლინას თვალებში საშინელი ზიზღი გამოისახა. მამამისი წინ რომ მდგარიყო, სიამოვნებით შეაფურთხებდა. -მერე... - გააგრძელა დათამ. -ლუკა დვალმა, მიშას ძმამ ვერ აიტანა ყველაფერი და გადაწყვიტა რო უნდა მიზღვებოდა მამაჩემს. იმის გამო რო მან თქვა: "მე ექვსი შვილი მყავს და ჩემ გარეშე რა ეშველებათ."სულ დაივიწყა ის რომ სამი შვილი დარჩა დვალს. -საბას და-ძმაც ყავს? - ჩაერთო ელიზა. -კი. ის წითელკაბიანი რომ დაგეხმარა წვეულებაზე და კიდევ ერთი, 2 წლის და. მხოლოდ იმიტომ რომ იმას ციხეში ჯდომა არ უნდოდა! აზრზე ხართ რა გააკეთა? - ადგილიდან წამოხტა ლინა. ცრემლებს უკვე აღარ აკავებდა. ყველაზე დიდი საშინელება რაც ადამიანს შეიძლება დაემართოს, არის იმის გაცნობიერება რომ ტყუილში ცხოვრობდა. მამა რომელიც ყველაფერს ერჩივნა. მამა რომელიც დედაზე მეტად უყვარდა! მამა რომელიც მისი ოცნებების გმირი იყო. ადამიანი რომელიც ყველაფერს უსრულდებდა... ყველას აქვს ნიღაბი, რომელსაც ადრე თუ გვიან მაინც იხსნის. საკითხავი ისაა, თუ ვინ დარჩება ნიღბის მიღმა ბოლოს. სახლში სამივე განადგურებული მივიდა და როდესაც იქ გიორგი დაინახეს, სამივემ, პირველად იგრძნო უდიდესი სიძულვილი მამის მიმართ. ამის გამო საკუთარი თავებსაც ადანაშაულებდნენ, თუმცა ეს სიძულვილს არაფერს აკლებდა. -შენ, გოგო! - დაუყვირა ლინას მისი დანახვისთანავე და მისკენ წამოვიდა. - რამდენჯერ უნდა გითხრა ერთი და იგივე, ჰა?! რამდენჯერ?! - ხმამაღლა ღრიალებდა გიორგი და მარჯვენა ხელს ისე იქნევდა, ლინა დარწმუნებული იყო, მალე გაარტყავდა. უკვე სულ აღარ აინტერესებდა გაარტყავდა თუ მოკლავდა. იმ პატივისცემის ნატამალიც აღარ ჰქონდა მის მიმართ რაც ადრე და თუ უფროს ივაშენკოს ეგონა, რომ თავის შვილს, თავისზე უფრო უხეშს და ეგოისტს დაამარცებდა, საკმაოდ ცდებოდა. -თავი შორს დაიჭირე თქო დვალისგან რამდენჯერ გითხრა? -რატომ უნდა დავიჭირო თავი შორს ჩემი მეგობრისგან მხოლოდ იმიტომ რომ შენ ასე გინდა? - არ ჩამორჩა ლინაც. გიორგის სახეზე ირონიამ გაკრა, თუმცა ის მალე ჩაანაცვლა ბრაზმა. -შენი მტერია-მეთქი! არ გესმის? - ახლა ლინას ჩაეცინა. -შენი მტერია! შენი და არა ჩემი. -რა ჯანდაბა გჭირს, ესე ძალიან გიყვარს რო ვერ წყდები? -ზუსტადაც ! შენზე მეტად მაინც მიყვარს და იმაში მაინც ვარ დარწმუნებული რომ რასაც აკეთებს და ამბობს ტყუილი არაა! - ამ სიტყვებს მოჰყვა საშნლად გამწარებული, მთლიანად გაწითლებული უფროსი ივაშენკო და ზარი კარებზე. პოლიციამ ნამდვილ დამნაშავეს მიაკითხა. *** ჩვენ, ადამიანებმა, არასდროს ვიცით როგორია ჩვენი ბოლო მოგონება ჩვენს საყვარელ ადამიანებზე. ხშირად ძალინ გვიან ვხვდებით რაღაცებს და ეს 'რაღაცები" ჩვენს მომავალში დიდ შავ ხვრელს ტოვებს რომელსაც დრო ვერ ავსებს. შეუძლებელია მაღალი, ქერათმიანი, ფერადთვალება გოგონასთვის მამამისის ბოლო სიტყვების დავიწყება: "მაინც არ გაგახარებთ, აი ნახავთ." ვერანაირად ვერ წარმოიდგენდა ლინა ივაშენკო რომ მისი ოდესღაც ძალიან საყვარელი ადამიანი ამ დანაპირებს რამდენიმე საათში აასრულებდა. აასრულებდა და მას ისე ეტკინებოდა, როგორც არასდროს. ზემოთ რომ ვთქვი, ყველაზე საშნელია როდესაც ტყუილში ცხოვრობ თქო-შევცდი. ყველაზე საშნელი ლინასთვის იმ ადამიანის დაკარგვა იყო რომელიც ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ის 'მისი' ადამიანი იყო. მისი ყველანაირად. რამდენიმე თვეში ის მოახერხა, რასაც ვერავინ, ვერასდროს ვერ მოახერხებს. საბა დვალმა შეძლო რომ გულქვა, უკარება, უცნაურ და ფერადთვალება ლინა ივაშენკოს თავი შეაყვარა. მან ქნა ის რასაც ვერავინ, ვერასდროს ვერ იზამს. რადგან ლინა ასეთია. იცოდა რომ არასდროს შეუყვარდებოდა არავინ, შეცდა, შეუყვარდა. შეუყვარდა მთელი არსებით, იმაზე მეტად ვიდრე ამის თქმა სიტყვებით შეიძლება. რადგან საბას შეყვარებით ის ქნა რასაც ვერასდროს ვერ წარმოიდგენდა და ცხოვრებამ იმის უფლებაც არ მისცა რომ ამით გაეხარა, ახლა უკვე ზუსტად და საბოლოოდ შეეძლო ეთქვა: ლინას ვ ე ღ ა რ შეუყვარდებოდა. ვ ე ღ ა რ რადგან მას არავინ ჰგავდა. მისნიაირი ვეღარ იქნება. უბრალოდ ვ ე ღ ა რ იქნება. ახლა ლონდონშია, წვიმიან ქუჩას გაჰყურებს და სიგარეტის სუნით გაჟღენთილ, ნესტიან ჰაერს სუნთქავს. სულ სიცარიელეს გრძნობს, ყველგან. იცის რომ სულ იგრძნობს. რადგან საბა წავიდა, საბა წაართვეს და მას ვერავინ ვერ ჩაანაცვლებს, ჰო და მის სიცარილესაც არ ჰყავს შემვსები. ვერ ივიწყებს იმას თუ როგორ დაურეკა ტირილით "წითელკაბიანმა" და როგორ "ახარა" რომ თავად ძმა, მას კი მთლიანად 'საბა' აღარ ჰყავდა. ვერ დაივიწყებს ნინოს სიტყვებს:"ხელებში ჩამაკვდა და მითხრა ლინას უთხარი, რომ უცნაური კი არა, განსაკუთრებულია. ულამაზესი თვალები აქვს და არ დაავიწყდეს, შეუძლებელი შეძლო და დვალს თავი შეაყვარა, ამაზე მაგარს ვერაფერს იზამსო" ადამიანი ცხოვრებას ყველა სიტუაციაში, ყველანაირად აგრძელებს. ოღონდ გაგრძელებას გააჩნია. ზოგი სიცოცხლეშივე კვდება. ახლა იმას აკეთებს რაზეც კარგა ხანი ოცნებობდა. ლონდონშია და უყურებს, იმ დაწყევლილ ქუჩას უყურებს! ოღონდ ხელში სიგარეტის ნაცვლად სურათი უჭირავს. სურათი, რომელიც ელიზამ გადაუღო მათ მაშინ, როცა ერთმანეთს ჩაეხუტნენ. ბოლო დროს ამ სურათზე ძვირფასი არაფერი აქვს. სარკეში რომ იხედება და თვალებს ხედავს, აღარ ეზიზღება. ეს ის თვალებია, საბას თვალები. თვალები, თვალები, რომლებშიც მხოლოდ ის ხედავდა სამყაროს... დასასრული. ****** ვიცი რო ძალიან დიდია და მადლობა ვინც ამის წაკითხვაზე დრო დახარჯეთ ... მართლა მთელი გულით მაქვს დაწერილი და დასასრულისთვის ბოდიში. შეიძლება ძალიან 'მარტივად' გადავწყვიტე პრობლემა და ვთქვი რომ ერთად ყოფნის შანსი არ ჰქონდათ, მაგრამ რა ვიცი, ასე გადავწყვიტე. იმედია მოგეწონებათ და კომენტარებში გამოხატავთ თქვენს აზრს . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.