დაუვიწყარი (1)
თავი საშინლად მტკიოდა.. თვალები მძიმედ გავახილე.. ოთახში ჯერ კიდევ ბნელოდა..წამოდგომას შევეცადე, მაგრამ დამძიმებული სხეული ვერ დავიმორჩილე.. გვერდი შევიცვალე.. შიშველი ზურგის დანახვაზე ჩამეღიმა.. გრძელი, შავი თმები გველებივით იყო მოფენილი თეთრ ბალიშზე.. ხელი გადავახვიე და მივეხუტე.. მსიამოვნებს, როცა წინა ღამით ნასიამოვნებ პარტნიორს, კიდევ უფრო დიდ სიამოვნებას ვანიჭებ მეორე დღეს.. დიახ, პარტნიორს.. ჩემთვის მხოლოდ პარტნიორები არიან, აი მათთვის კი.. თითქმის ყველას ვუყვარდები.. არც მიკვირს.. გოგონებს სიამოვნებთ, როცა ჩემს მკლავებში იღვიძებენ.. ჰგონიათ, რომ მეც იგივეს ვგრძნობ და სიხარულით ივსებიან.. არადა სულ ფეხებზე ყველა.. სიყვარულს არც არასდროს მჯეროდა და არც დავიჯერებ.. ჩემთვის მთავარია ფიზიკური სიამოვნება, სულის დედაც.. ჩემს მკლავებში მოქცეული სხეული შეიშმუშნა.. მერე მოხვეულ ხელზე ხელი დამადო და ჩემსკენ გადმობრუნდა, ჩამეხუტა.უეჭველად ვიცოდი, რომ ვუყვარდი. -დილამშვიდობის. -დილამშვიდობის, მშვენიერო. „მშვენიერო“.. გიჟდებიან როცა ასე მივმართავ. მერე ყველასთან იგივე ხდება, ცოტა მოფერება, ალერსი.. მერე უცებ საქმე გამომიჩნდება და დარეკვის პირობით ვტოვებ მათ ბინას. თუ ვურეკავ? არა რათქმაუნდა. სიამოვნება არ მეორდება. -ხომ დამირეკავ? -აბა რას ვიზამ, მშვენიერო. როგორც ყოველთვის, ვკოცნი მის შუბლს, შემდეგ ცხვირს და ბოლოს, ტუჩებს. გოგონები გიჟდებიან ამ ჟესტზე. მეც მათი გაგიჟების მიზნით სამ-სამ კოცნას ვუტოვებ სახეზე. როგორცკი ბინას ვტოვებ, ბარში მივდივარ. ბარმენი ჩემი ძმაა. ყოველთვის მიმასპინძლდება ხოლმე სასმელით. თან, შეიძლება ახალი თოჯინაც შევათვალიერო. -თოკო! -ლუკა.. ჩვენებურად ჩამოვართვი ხელი და გადავკოცნე. -როგორი იყო?. -უკეთესებიც მყოლია. გავუღიმე და ხელით ვანიშნე- დაასხითქო. ლუკამაც არ დააყოვნა და პატარა ჭიქით ჩემი საყვარელი ცისკი მომაწოდა.ჭიქა გამოვართვი, მადლობის ნიშნად ოდნავ ავწიე და მოვსვი.მერე შევბრუნდი და იდაყვებით დავეყრდენი მაგიდას.ვსვამდი და თან, ახალ გასართობს ვეძებდი.ბილიარდის მაგიდასთან საკმაოდ საინტერესო სხეული შევნიშნე. სწორი ფეხები, კარგი ზომის თეძოები და გამოთლილი წელი.ტუჩები ენით დავისველე, ჭიქა დავდგი და ბილიარდის მაგიდას მივუახლოვდი.. გოგონას საპირისპირო მხარეს დავდექი. როგორცკი ჩემი დაჟინებული მზერა შეამჩნია, კეკლუცად ჩაიცინა და შავი, მაგრამ ძალიან მანათობელი თვალები მომაპყრო, თან ეშმაკურად გამიღიმა.. მივხვდი, რომ უკვე ჩემი იყო და თამამად გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი.. ადგილიდან არ დაძრულა და როცა მივუახლოვდი, ჩემსკენ შემობრუნდა. -თქვენი სახელი, მშვენიერო?. გაეღიმა. -ელისი. -სასიამოვნოა ელის,თორნიკე. გავუღიმე და ხელზე ვეამბორე, თან თვალებისთვის თვალი არ მომიშორებია. -კოქტეილი?. სექსუალური ღიმილით ვუთხარი, ისიც უმალვე დამთანხმდა. არ გამკვირვებია, სულ ასე ხდება. ბართან მივიყვანე და გოგონების საყვარელი კოქტეილი შევუკვეთე. თვალებში დაჟინებით ვუყურებდი, ეს ყველა გოგოს აგიჟებდა.ელისიც არ ყოფილა გამონაკლისი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, უცებ გეტყვით, რომ ახალი თოჯინა კლუბში წამოსვლაზე მარტივად დავითანხმე. სახლში ფეხით მივაცილე და ისევ ბარში დავბრუნდი. -რა მოსაბეზრებელია ყველაფერი! შევჩივლე ლუკას და ისევ ერთი ჭიქა გადავკარი. -მერე შეცვალე. გამიღიმა და ჭიქა გამივსო. -როგორ?. -როგორ და დღეს არ წახვიდე კლუბში. ერთი დღე რამე სხვა აკეთე. -ლუკა, ასეთ გოგოს ხელიდან ვერ გავუშვებ.ნახე რა თეძოები ჰქონდა?.რა საჯდომი?! უჰ! კიდევ ერთი ჭიქა გადავკარი. -შენი საქმისა შენ იცი. გამიღიმა. ნაცნობი წყურვილი მომაწვა. არა, არც სიგარეტი მინდოდა და არც წყალი.. არც სასმელი. -შენი მოტოციკლი მათხოვე. ლუკას გასაღები გამოვართვი. საოცარ სიამოვნებას მანიჭებდა ქართან ბრძოლა მოტოციკლის ტარების დროს.ძალიან სწრაფად ვატარებდი, უქუდოდ.მიყვარდა, როცა მოზღვავებული ადრენალინი, კიდევ უფრო მაჩქარებინებდა სვლას. კიბეებიც სწრაფად ავირბინე.სახლში შესვლისთანავე ჩემს ოთახში შევვარდი და ტუმბო გამოვაღე. -ფუ შენი ! აღარაა. ტუმბოს ფეხი ვკარი და ლოგინზე მოწყვეტით დავეშვი. გადავწექი, თვალები ხელებით მოვისრისე.ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს სხეული გამომიშრა, კანქვეშ ყველაფერი ამეწვა. ხელის კანკალით ამოვიღე ტელეფონი ჯიბიდან.ხელის კანკალითვე ავკრიფე ლუკას ნომერი. -ლუკა დამიმთავრდა! დროზე მომიტანე! დავიღრიალე. -თორნიკე დამშვიდდი.ახლა ვერაფრით ვერ მოგიტან.დღეს გიოს შევეცვალე და ღამეც მე ვმორიგეობ. -ფუ შენი ! რა ჯანდაბა ვქნა? -გუგას უნდა ჩამოეტანა.ღამე მის კლუბში წადი და უთხარი მოგცეს. მეც დავურეკავ და გავაფრთხილებ. -ლუკა ცუდად ვარ!მთელი ღამე არ გამიკეთებია!არც დღეს! ლომკაში ვარ ბიჭო! -მესმის თორნიკე. მეც არ გამიკეთებია დღეს..სამი საათი მოითმინე რა! -ფუ შენი დედაც! ვიღრიალე და ტელეფონი კედელს მივაფშვენი.ვცახცახებდი, წამალი მჭირდებოდა.. ყველაფერს გავაკეთებდი ერთი შპრიცისთვის, ეშმაკსაც კი მივყიდდი სულს. მეორე ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოვიღე და გავაბოლე.ცოტათი დავმშვიდდი.თვალდახუჭული ვუშვებდი კვამლს, ასევე თვალდახუჭული ვისუნთქავდი.მესამე ღერიც რომ ჩავწვი, წამოვდექი და სააბაზანოში შევედი.სახეზე წყალი შევისხი, ჩასისხლიანებულ თვალებს სარკეში დავაკვირდი.სევ ამიკანკალდა სხეული. -ააააააააააააა! ვიღრიალე და მუჭით სარკე ჩავამსხვრიე.ხელიდან წითელი, მდორე სითხე წამოვიდა.ნამსხვრევები იატაკზე დაიყარა.ჩემს დანაწილებულ გამოსახულებას ჩავაშტერდი.თვალები უფრო და უფრო მისისხლიანდებოდა, ტუჩები მილურჯდებოდა. იქეთ გავედი, საათს გავხედე.11 სრულდებოდა. ადამის კლუბი პირველზე იღება. უცებ, ელისმა გაიელვა გონებაში. ელისი თუ წამალი?წამალი თუ ელისი? წამალი ! უცებ გადაწყვიტა გონებამ და სულ გადამავიწყა ელისის გამოყვანილი სხეული. ხომ.. ეს ისტორია ძველია. გადავწყვიტე კიდევ ერთხელ დამედო. დააკომენტარეთ ყველამ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.