შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხსნელი 2


5-07-2015, 00:07
ავტორი dona gedi
ნანახია 2 330

სახლში დავბრუნდი. მამაც მალე დაბრუნდა. ვახშამი მზად მქონდა და სუფრას მივუჯექით. მოვუყევი ამ დღის უცნაური შემთხვევა. მეგონა გამამტყუნებდა ანდრიას შეფარების გამო, თუმცა ასე არ მოიქცა,მაგრამ თან გამაფრთხილა:
_შეიძლებოდა საქმე მართლა დამნაშავესთან გქონოდა და უფრო მეტად უნდა გეფრთხილა. როცა მარტო ხარ, კარი ღია აღარ დატოვო პატარა, ხომ იცი შენ რომ რამე დაგემართოს... _სიტყვა აღარ დავამთავრებინე მივედი მაგრად ჩავკოცნე და ვუთხარი:_შენი პატარა კარგადაა ხომ ხედავ, ასე რომ წარსულზე ნერვიულობა არ ღირს._კიდევ აპირებდა მშობლიური დარიგებების გაგრძელებას, მაგრამ ამ დროს დედამ დარეკა. ერთი კვირა გავიდა რაც წავიდა და ძალიან მომენატრა, მაგრამ კიდევ ერთი კვირა აპირებდა იქ ყოფნას... ის ექიმია. მის მეგობარს ოპერაცია დასჭირდა ხერხემალზე, დედას კი უნდოდა მის გვერდით ყოფილიყო, როგორც მეგობარი, და როგორც ექიმი_ უკეთ მიხედავდა..დედას დავემშვიდობე და დასაძინებლად ავედი. ვფიქრობდი როგორ უნდა მოეხერხებინა ღამით ჩემი გაღვიძება, როცა დრიფტზე ჩემ წასაყვანად მოვიდოდა. კარის ღიად დატოვებას არ ვაპირებდი, არც ჩემი ნომერი იცოდა, ჩემი გაღვიძება კი საკმაოდ რთული საქმეა.. ამ ფიქრებში ჩამეძინა კიდეც, მაგრამ ღამის 2 საათი იქნებოდა გამეღვიძა, ძალიან ცხელოდა ფანჯარა გავაღე, გზა განათებული იყო და შავი მანქანა იდგა, ლამაზი მანქანა იყო, მაშინვე ანდრია გამახსენდა, რატომღაც გავბრაზდი და ისევ დავწექი. რამ გამაბრაზა? ალბათ იმან რომ მგონია არ დაბრუნდება, გადამაგდებს. არ წამიყვანს დრიფტზე.
დილით რომ გავიღვიძე აღარც მახსოვდა გუშინდელი ამბავი. მეგობართან ერთად ვაპირებდი გასვლას. მას ელი ჰქვია, დის მაგივრობას მიწევს..უნივერსიტეტში ერთად ვსწავლობთ და თითქმის სულ ერთად ვართ...დღეს კი მაღაზიებში გავიარეთ, მე და ელის მთაში გვინდოდა წასვლა, ზაფხუში კარგია მთაში, მე იქ პატარა სახლი მაქვს, ბებიამ დამიტოვა ის სახლი. საჭირო ნივთები მოვიმარაგეთ და სახლში დავბრუნდით. მთაში ერთ კვირაში ვაპირებდით წასვლას. ახლა გამახსენდა დრიფტი და ანდრია.
_რა გჭირს? _მკითხა ელიმ._ ყველაფერი მოვუყევი და გადავწყვიტე, თუ ერთ კვირაში არ მოვიდოდა მაინც წავიდოდი ტყეში.
_მოდი ამაღამ ჩემთან დარჩი, დღეს ხომ არ გაქვს რამე საქმე?
_არა დღეს არა, დედას დავპირდი საღამოს დავბრუნდები და ბებიასთან გაგიყვან მეთქი..მეც დიდიხანია არ ვყოფილვარ მასთან, თან შეიძლება ამაღამ მოგაკითხონ, ამიტომ ჯობია მარტო დაგტოვოთ._სიცილით მითხრა ელიმ.
_ნუ დამცინი, წადი მომშორდი და ბებია მომიკითხე, მეც დიდი ხანია არ მინახავს, უთხარი ანასტასიას შენი გამომცხვარი ნამცხვრები მოენატრათქო..
_ისე მართალი ხარ, ამ დღეებში წავიდეთ ნამცხვარზე, რაც სკოლა დავამთავრეთ ისე ხშირად აღარ მივდივართ ხოლმე, არადა როგორ ახარებს ჩვენი დანახვა... წავედი მე და ამაღამ არაფერი იმაიმუნო._ენა გამომიყო და გამექცა..

ორი დღე გავიდა, ანდრია არ მოსულა. მესამე დღეს საშინლად ცხელოდა, მთელი დღე სახლში ვიყავი, წიგნს ვკითხულობდი..საღამოს უცბად მოიღრუბლა და კოკისპირული წვიმა დაიწყო, ჩემ ფანჯარასთან ვიჯექი წვიმას გავყურებდი, მალე დაძინებას ვაპირებდი, მაგრამ ტრასაზე ისევ ის შავი მანქანა შევნიშნე. გიჟივით დაჰქროდა, რამდენჯერმე გაიარა ტრასაზე ჩემი ფანჯრის წინ. ჩემი ოთახიდან შუქი გადიოდა,მე ჩავაქრე და ისევ ფანჯარასთან დავბრუნდი. სახლიდან ტრასამდე დიდი ბაღი იყო, ადამიანის გარჩევა კი ცოტა რთული.. მანქანა გაჩერდა, ისევ მაგრად წვიმდა. ცოტა დავიძაბე, მანქანიდან ვიღაც გადმოვიდა, წვიმაში დადგა და ფანჯრისკენ დაიწყო ყურება. შემეშინდა, მთლად შავებში იყო გამოწყობილი, კაპიშონიც ეფარა და სახეზე არ დამინახავს. ის კვლავ გაუნძრევლად იდგა და იყურებოდა, თითქოს კარგად მხედავდა. უფრო ავნერვიულდი და ფანჯარას მოვშორდი. თავიდან ვფიქრობდი რომ ანდრია იყო, მაგრამ მანქანიდან რომ გადმოვიდა და არ მეცნო ანდრია სულ დამავიწყდა, არ ვიცი ასე რამ შემაშინა. მაინც შემოვიტოვე იმედი რომ ადრია მოვიდოდა და ტანსაცმლითვე დავწექი. ღამის პატარა ნათურაც ანთებული დავტოვე. უკვე დიდიხნის ჩაძინებული ვიყავი, თითქმის გამოძინებული რომ ხელზე ვიღაცის შეხებამ გამომაღვიძა. თვალები რომ გავახილე და შავებში ჩაცმული კაცი დავინახე, კინაღამ კივილი დავიწყე. ჩემ განზრახვას რომ მიხვდა ტუჩებზე თითი მომადო_ჩუმათო მანიშნა და მეც გამახსენდა, იგივე მეორდებოდა, მაშინაც ასე იყო, კარებში რომ შევეჯახე და გამაჩუმა.
_ნუ გეშინია, მე ვარ. მეგონა ასე უფრო კარგი იქნებოდა შენი გაღვიძება, არ მინდოდა შემეშინებინე.. კაპიშონი მოვხადე რომ დავრწმუნებულიყავი ის იყო თუ არა. დავრწმუნდი..
_არ იჩქარო გამოფხიზლდი, ხომ აღარ გეშინია?_არ მიყვარს საკუთარი სისუსტის გამოვლენა ამიტომ ყოველთვის უარვყობ მათ:
_ უბრალოდ, ახალგაღვიძებულზე ვერ მივხვდი რა ხდებოდა. არ მეშინია. ესეიგი ამაღამ შეჯიბრია?
_კი. ერთ-ორ საათში ინათებს. ეს დრო კარგია შეჯიბრისთვის. მზის ამოსვლასაც ვუყურებთ.. ხომ არ გადაიფიქრე წამოსვლა?
_მართალია ძალიან გინდა ჩემი თავიდან მოშორება, მაგრამ არაფერი გამოგივა.._ღიმილით ვუთხარი მე და ადგომა დავაპირე.
ის ჩემ საწოლზე იჯდა, უცბად წამოდგა და უკან შებრუნდა.
_ანასტასია, მგონი ისევ გძინავს, ჩაიცვი. ეგონა ჩასაცმელი ვიყავი და დამავიწყდა, ჰაჰ. სიცილი ამივარდა.
_რა გჭირს?_ მომიბრუნდა ანდრია._ შენ რაა ჩაცმულს გეძინა?
_კი. მეე, ვიცოდი რომ ამ ღამეს მოხვიდოდი, მაგრამ როგორ შემოხვედი?
_აქ შემოსვლა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს..საათზე მეტია აქ ვარ. რაღაც მომენტში სულ გადავიფიქრე შენი გაღვიძება ისე ტკბილად გეძინა, მაგრამ ბოლოს რაღაც გაწუხებდა. შავიო რაღაცას ბურდღუნებდი და იბღვირებოდი, ამ დროს მოგკიდე ხელი, ნელა გავაღვიძებ მეთქი ვიფიქრე და მაინც შეგაშინე...
_არ შემშინებია.
_ცოტა თბილი ქურთუკი ჩაიცვი არ შეგცივდეს. ცოტა კიდევ წვიმს._მეც დავუჯერე, კედები ჩავიცვი და ანდრიას მივუბრუნდი.
_კიდევ მჭირდება რამე?
_არაფერი.
_მაშინ წავიდეთ._ვუთხარი მე და პირველ სართულზე ჩასაპარად გავემართე, მაგრამ არ გამიშვა. ხელი ჩამკიდა და მითხრა:
_კარიდან არ გავიპარებით. _უცბად ფანჯრის რაფაზე ავიდა და გადახტა. კინაღამ გული გამისკდა,ფანჯარას მივვარდი და გადავიხედე. ფეხზე იდგა ხელებ გამოწვდილი და მანიშნებდა გადმოხტი, მე დაგიჭერო. ბევრჯერ მქონია ამ ფანჯრიდან გადახტომის სურვილი, მაგრამ ვიცოდი რამეს აუცილებლად მოვიტეხდი, ამიტომ არასდროს მიცდია.. ის მელოდა, მე რაფაზე ავედი, მაგრამ გადახტომას არ ვაპირებდი. ანდრია მიხვდა და ჩურჩულით დამიძახა:
_თუ ახლა არ მენდობი, მანქანაშიც ვერ გაჩერდები, რადგან იქ უფრო დიდი ნდობაა საჭირო. შენ ხომ აზრზე არ ხარ როგორ ვმართავ მანქანას._ამ მომენტში ვფიქრობდი რომ სულელი, უტვინო გოგო ვიყავი. მეორე სართულიდან გადახტომას ვაპირებდი და თუ გადავრჩებოდი,სრულიად უცხო ადამიანს უნდა ჩავჯდომოდი მანქანაში, რომელიც არანორმალური სიჩქარით გამაქანებდა, არც კი ვიცი სად...თვალებში შევხედე, არ ვიცი რა იყო იქ ისეთი, მაგრამ ყველა ეს აზრი გაიფანტა და გადავხტი. სასიამოვნო შეგრძნება იყო. გული მაღლა დარჩა და ისე დავმსუბუქდი, თითქოს ჰაერის ნაწილი ვიყავი. მაგრამ მხოლოდ ერთი წამით. წელზე ხელები შემომეჭდო.. ისეთი ძლიერი იყო კინაღამ გამჭყუნა.. ფრთხილად დამსვა მიწაზე და მითხრა:
_ვიცოდი რომ გადმოხტებოდი.
_საიდან იცოდი?
_საიდანაც შენ იცოდი, რომ ამ ღამეს მოვიდოდი._მითხრა და გამიღიმა. მეც გამეღიმა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დიდი ხანი იყო ვიცნობდი ამ ადამიანს და ჩემთვის ძალიან ახლობელი იყო.გავუთამამდი.. ხელი ჩავკიდე და ფრთხილად გავყევი, რომ სიბნელეში რამეს არ დავჯახებოდი. მანაც ღიმილით გამომხედა, იგრძნო რომ უნდობლობა და სიუცხოვე გამიქრა და გაუხარდა..ბაღის გალავანს გადავახტით და მანქანასთან მივედით. ქუდი მომხადა, თვალებში შემომხედა და მითხრა:
_არ შეგეშინდეს, არ მიყვარს... როცა მანქანის მართვას დავიწყებ არ უნდა შეგეშინდეს. თუ გადაიფიქრებ გაგიგებ და ახლავე დაგაბრუნებ სახლში.
_გაგიჟდიი?გადაფიქრებას არ ვაპირებ. შიშით არასდროს მეშინოდა სისწრაფის და იმედია ახლა არაფერი დამემართება, თუმცა ასეც რომ მოხდეს შენ ჩემთან ვალში ხარ, ასე რომ..._თვალი ჩავუკარი და გავუკრიჭე.
_კარგი მაშინ წავიდეთ._მითხრა ანდრიამ კმაყოფილი სახით. მგონი „BMW m3 „ ყავდა. შიგნით სასიამოვნო სურნელი იდგა, სიმყუდროვე იყო. მოვდუნდი. ანდრია მაკვირდებოდა და ცდილობდა ჩემი ემოციები წაეკითხა.
_ მანქანებში დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ ეს მანქანა მომწონს. _სიცილით ვუთხარი მე.
_ასეც უნდა იყოს._ჩაილაპარაკა თავისთვის და მანქანა დაქოქა._ნახევარი საათი დაგვრჩა. ცოტახანს გავისეირნოთ, მერე კი წავიდეთ და გაგაცნობ ჩემს მეგობრებს.
_როგორც იტყვით კაპიტანო. _ვუთხარი ღიმილით._დრიფტის გარდა რამეს სწავლობდი ანდრია?
_კი. დრიფტი ჰობია. არქიტექტორი ვარ და ჩემი პროფესიით ვმუშაობ. შენ რას საქმიანობ?
_მე დედას პროფესიას მივყვები,ის ქირურგია.მე ქირურგია არ მომწონს, ამიტომ ნევროპათოლოგია ვარჩიე. ერთი წელი დამრჩა და დავამთავრებ.. ჯერ მე შემომხდა, მერე ღამეს გახედა, მის ფიქრებს ვერ ჩავწვდი და უნებურად ამოვიოხრე. მან ისევ შემომხდა.
_რა მოხდა?
_არაფერი, უბრალოდ... -ვერაფერი მოვიფიქრე და სიმართლე წამომცდა._ცნობისმოყვარეობა.. ვერ მივხვდი რაზე ფიქრობდი.
ცერად ჩაეღიმა. _გახსოვს ერთხელ მითხარი ჩუმი ფიქრები იმიტომ მოგვცა ღმერთმა, რომ ყველა ფიქრის გამხელა არ შეიძლებაო.-მეც დავნებდი და გამიკვირადა სიტყვასიტყვით რომ ახსოვდა ჩემი ნათქვამი.
_შეგვიძლია წავიდეთ, შეჯიბრი მალე დაიწყება.-მომმართა მან.
_წავიდეთ დავეთანხმე მეც. იმ ტრასაზე არასდროს ვყოფილვარ. ჩემი სახლის წინ ტყეში შევედით, იქ რაღაც გვირაბები გავიარეთ და ტრასაზე გადავედით. სწრაფად და კარგად მართავდა მანქანას. დაძაბულობა სულ მომეხსნა, აღარ მეშინოდა. ჩემი უნივერსიტეტის ბავშვებიც იყვნენ, მხოლოდ ბიჭები. გოგოებიდან არავინ მეცნობოდა. ანდრია რომ დაინახეს, ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი ხმაურით შემოგვეგება. სანი ანდრიას ძმა_ ძალიან საყვარელი იყო. გარეგნულად გავდა ანდრიას, მაგრამ თვალები შავი ჰქონდა.. ორი ბიჭი__ნიკა და გიორგი ანდრიას ახლო მეგობრები იყვნენ. ნიკას შეყვარებულიც ჰყავდა თან, მას დედაჩემის სახელი ერქვა_მარიამი. კიდევ ორი გოგო იყო მათთან ერთად. თავი უხერხულად ვიგრძენი, ყველა მე მათვალიერებდა, ანდრიამ შენიშნა ეს და მანქანებისკენ წამიყვანა. სულ 5 მანქანა უნდა შეჯიბრებოდა ერთმანეთს. ერთი მანქანა მომხვდა თვალში, თეთრი იყო, ნისანი, ძალიან მომეწონა. მძღოლს შევხედე სიმპატიური იყო, დიდი დაკუნთული ტანი ჰქონდა. დამინახა მის მანქანას რომ ვათვალიერებდი გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. შემრცხვა, მგონი წამოვწითლდი. ახლოს მოვიდა და მითხრა:
_მოგწონს?
_ლამაზია, მაგრამ შენ არ შეგეფერება._გავუღიმე._არ გეწყინოს.
_რატომ მე მახინჯი ვარ?_იმანაც გაიცინა.
_არა უბრალოდ, რომ შეხედავ,ხვდები, რომ ის უფრო ნაზი ქმნილებისთვისაა შექმნილი.
_ასეცაა, ეს მანქანა ნამდვილად ნაზი ქმნილებისაა._მითხრა ანდრიამ, რომელიც შეუმჩნევლად მომეპარა ზურგიდან._ მისი გოგოსია. გამეცინა. ანდრიამ ისინიც გამაცნო თორნიკე და ლიზა, შემდეგ მანქანაში ჩამსვა. ცოტა ავნერვიულდი მაგრამ არ ვიმჩნევდი.

თვალები უბრწყინავდა, ბედნიერი ჩანდა. დრიფტი მართლა მისი ცხოვრება იყო, ჰობზე მეტი. მანქანები ადგილებზე დადგნენ და ისე სწრაფად მოვწყდით ადგილს, მეგონა მივფრინავდი. ადრენალინის გამოყოფის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება... უცბად შემოვბზრიალდით, გამომხედა. მამოწმებდა როგორ ვიყავი. სახეში შევხედე, ცოტა დავმშვიდდი და ვუთხარი:
_მომწონს, ეს ყველა გრძნობა მომწონს რომელიც ჩემში ირევა. ვიცოდი რომ კარგი იქნებოდა. გახარებულმა გამიღიმა და მითხრა:
_ჯერ ახლა დაიწყო იმედია აზრს არ შეიცვლი. ახლა შეგეშინდება. ორჯერ დავტრიალდით და მე კივილი დავიწყე, შიშისგან არა, ეს ის კივილი იყო სიამოვნებისა და ადრენალინის გამოყოფის დროს რომ აღმოხდება ადამიანს. ანდრიაც მიმიხვდა. მუცელში პეპლები დაფრინავდნენ.. გული სადღაც მაღლა მრჩებოდა..
_შენც ჩემსავით შეგიყვარდება დრიფტი._ მითხრა და უფრო მოუმატა სიჩქარეს.
_უკვე მიყვარს. ვუპასუხე მე. ჩვენს გვერდით თეთრი მანქანა მოჰქროდა, მაგრამ მთლად ვერ გვისწორდებოდა. მანქანაში ხმამაღალი მუსიკა ისმოდა, ეს უფრო მმატებდა გამბედაობას.. ანდრიამ სიჩქარეს უკლო,თეთრი მანქანა წინ გაუშვა. გაკვირვებულმა შევხედე ანდრიას, მან კი გაიცინა და მითხრა:_ასე ჯობია, ნუ ღელავ დღეს გავიმარჯვებთ.
_ორი მანქანა კიდე გვეწევა. ბევრი დარჩა ფინიშამდე?
_ცოტა დარჩა და ამიტომაც გავუშვი წინ. ათამდე დაითვალე და მოემზადე უნდა გავფრინდეთ._სიცილით მითხრა და ჩემ ღვედს გადმოხედა, გადაამოწმა როგორ იყო შეკრული. ხმამაღლა დავიწყე თვლა. სიცილს ვერ ვიკავებდი. მართლა გავფრინდით, თავიდან სასიამოვნო იყო, მაგრამ ბოლოს უკვე შემეშინდა ორი მკვეთრი მოსახვევი ისეთი სიჩქარით გავიარეთ, რაღაც მომენტში ვიფიქრე ვერ გადავრჩები მეთქი. მანქანა დატრიალდა, უცბად გასწორდა და სიმაღლიდან დაბლა დავეშვით, ძალიან სწრაფად. უკვე ანდრიასაც დაძაბული სახე ჰქონდა, ეს ბოლო იყო ცოტაღა დარჩა და ლიკა დავინახე, თითქმის გვეწეოდა. ანდრიამ კიდე მოუმატა და გავედით... მოვიგეთ. ემოციები ვერ შევიკავეთ. ვყვიროდით. ბავშვები გარეთ გველოდნენ. ანდრიამ ღვედები მომხსნა, გადამეხვია და მითხრა:
_აბა გამარჯვებულო, მოგეწონა?
_ეს კითხვა ზედმეტია.. ახლა ჩემი ვალი აღარ გაქვს, მაგრამ ახლა მე ვეღარ გავძლებ დრიფტის გარეშე.. გამიცინა. მანქანიდან გადავედით. ბავშვები შემოგვეხვივნენ. ლიკა და თორნიკე მეორე ადგილზე გავიდნენ. კარგი ბავშვები იყვნენ. მათთან ვლაპარაკობდით, უკვე წვეულებაზე წასვლას აპირებდნენ, რომ რაღაც ხმაური ატყდა. ხალხმა წრე შეკრა და რაღაცას დაჰყურებდნენ. ანდრიამ ხელი ჩამკიდა და ჩვენც იქით წავედით.
_მგონი კრუნჩხვა აქვს. რა ჭირს?_ბავშვები სხვადასხვა ვერსიებს ამბობდნენ. ისე იყვნენ შემოხვეულები ავადმყოფი ვერ დავინახე, ანდრიას ხელი გავუშვი და ხმამაღლა დავიძახე:
_მოშორდით ავადმყოფს, ჰაერი მიეცით და მიმიშვით თუ შეიძლება, ექიმი ვარ. ყველამ მე შემომხედა, ანდრია დამეხმარა, გზა გამინთავისუფლეს. ნიკას შეყვარებული იყო__მარიამი. დაბლა ეგდო და კრუნჩხვა ჰქონდა. ნიკა მის დაჭერას ცდილობდა. ისეთი ძალით მოძრაობდა მარიამი, მაშინვე მივხვდი ეპილეფსიური შეტევა იყო. თავი დაბლა დავადებინე,გვერდზე დავაწვინე რომ შეტევას კუჭის შიგთავსის ასპირაცია არ გამოეწვია. ბიჭებს ვთხოვე ფრთხილად დაეჭირათ, ყველა გავაჩუმე რომ მშვიდი გარემო შემექმნა. მარიამი ნელ- ნელა მშვიდდებოდა. ნიკასთან მივედი და ვუთხარი:
_არ ინერვიულო, მას ეპილეფსიური შეტევა ჰქონდა. ექიმთან უნდა წავიყვანოთ, მაგრამ ჯერ ცოტახანს უნდა ვაცადოთ ბოლომდე დამშვიდდეს, არ მინდა მანქანაში გაუმეოროს შეტევამ. შეტევა სხვა დროსაც ჰქონია?
_არა პირველად დაემართა, კარგად იყო და უცებ, ისეთი მოულოდნელად დაეწყო... შეიძლება კიდევ გაუმეორდეს?
_წესით არ უნდა გაუმეორდეს, მაგრამ მე ზუსტი დიაგნოზი არ ვიცი, ჯობია საავადმყოფოში მივიყვანოთ. რამდენიმე წუთი ვაცადეთ, კრუნჩხვა შეუწყდა, გონზე იყო, ანდრიას მანქანით წავიყვანეთ და საავადმყოფოში, რომ მივედით იგივე დიაგნოზი დაუსვეს რაც მე. საშიში არაფერი აღარ იყო. ნიკას დავემშვიდობე. ანდრიამ სახლში მიმყვანა.
მამა უკვე ნახევარი საათის გაღვიძებული უნდა ყოფილიყო მე რომ სახლში მივედი. მართალია მე მძინავს ხოლმე როცა ის სამსახურში მიდის, მაგრამ წასვლის წინ ხშირად შემოიხედავს ხოლმე ოთახში, დამხედავს და მიდის. განსაკუთრებით ახლა, დედა რომ წასული იყო.. სახლში შევიპარეთ, ანდრია უკან გავუშვი ნიკასთან, მე კი დავწექი და თავი მოვიმძინარე.მამამ მართლა შემოიხედა, რაღაც ფურცელი დამიდო და გავიდა. წამოვდექი, ფურცელი ავიღე, წერილი იყო. საღამოს გვიან აპირებდა დაბრუნებას, ბიზნესმენია და კომპანიის შექმნის 15 წლის თავს აღნიშნავდნენ. ღამე წვეულება იქნება და პარტნიორი კომპანიებიდან სტუმრები გვეყოლება, რომ გაიღვიძებ მაინც დამირეკეო. მე აბაზანაში შევედი, რომ გამოვედი დავურეკე.
_მა როგორ ხარ?
_კარგად ანა ახლა გაიღვიძე? ალბათ წერილი ნახე.
_კი მა ვნახე. მე ელისთან ვიქნები, ან შეიძლება ის მოვიდეს. მოკლეთ, თუ სახლში არ დაგხვდი დამირეკე, მასთან ერთად ვიქნები..
_კარგი ანა, და ძალიან გთხოვ თუ სახლში იქნები კარი ღია არ გქონდეს. ახლა უნდა წავიდე ბევრი საქმე მაქვს. ჭკვიანად.
_გკოცნი მამა.
ჯერ ადრე იყო მაგრამ ვეღარ მოვითმინე და ახლა ელის დავურეკე:
_ელი გძინაავს?
_რა ხდება? კარგად ხარ? რამე ხომ არ მოხდა? მეეე მეძინა..
_არა არაფერი. ყველაფერი კარგადაა. მარტო ვარ სახლში და რომ გამოფხიზლდები წამოდი.
_აუ შენ მოდი რაა გთხოვ.
_დღეს ვერა. რომ მოხვალ მერე გეტყვი რატომაც. მიდი მალე წამოდი გელოდები.
_კაი ხო ავდგები და ვეცდები მალე მოვიდე.
ვიცოდი რაც იყო ელისთვის მალე. სამი საათი მაინც მოანდომებდა გამზადებას, მინიმუმ ორი.. სამზარეულოში გავედი ყავა მოვიმზადე, ქილით შოკოლადის კარაქი ავიღე და ტელევიზორთან გავედი. მყუდროდ მოვკალათდი და მულტფილმის ყურება დავიწყე. რამდენიმე წუთში კარზე ზარის ხმა გაისმა. ვიფიქრე მომეჩვენა, ელის რომ ველოდები მეთქი, მაგრამ კიდევ განმეორდა და სიხარულით წამოვფრინდი. ასე უცებ როგორ გაემზადა მეთქი, თან ვფიქრობდი. კარი გავაღე და ხელში ანდრია შემრჩა.
_მარტო ხარ?
_კი, მაგრამ მარტო რომ არ ვყოფილიყავი რას ფიქრობდი?
_მამაშენის მანქანა აქ აღარ დგას. ანუ წავიდა. თან შენ ხომ თქვი რომელ საათზე გადიოდა სამსახურში, ასე რომ.._გამიცინა. თვალებში მიყურებდა, დავიბენი. რომდენჯერაც გამიცინებდა ვიბნეოდი..ჯანდაბა.
_კარგი შემოდი._ვუთხარი ბოლოს._საავადმყოფოდან მოდიხარ?
_კი. მარიამი გამოწერეს. უკვე კარგად იყო. შენ რა ქენი, მამამ გნახა?
_კი. ოთახში რომ შემოვიდა ვიწექი და „მეძინა.“_გავუცინე. ნამუსი მაწუხებს, პირველად გავიპარე სახლიდან. არასდროს არ მომიტყუებია ის. არა, პირველი არ იყო. ბავშვობაშიც გავიპარე ერთხელ ელისთან.
_ელი ვინ არის?
_ჩემი მეგობარია. კარი რომ გავაღე მას ველოდი და შენ დამხვდი.
_მერე, ახლა რომ მოვიდეს არ იეჭვიანებს ჩემზე?
_არა, იცის შენზე. ისიც იცოდა ღამით გაპარვას რომ ვაპირებდი. არ გშია? ან ყავას დაგალევინებ. საავადმყოფოდან მოდიხარ.
_მადლობა ანასტასია, მაგრამ დიდხანს ვერ ვიქნები, უნდა წავიდე. მინდოდა მარიამზე მეთქვა, რომ არ გენერვიულა. ერთ წუთს ტელეფონი მათხოვე. ჩემ ნომერს დაგიტოვებ და შენსასაც წავიღებ._გამიღიმა. შემდეგ წამოდგა,ვაცილებდი და მივხვდი, მგონი მარტო მე არ ვიბნეოდი მასთან. ისიც დაიბნა, რაღაცას ფიქრობდა, თუ უნდოდა რაღაც ეთქვა. ჩემსკენ მობრუნდა, მაგრამ ვერაფერი ვერ მითხრა და ისევ გაბრუნდა. შემეცოდა რაღაცნაირად, ვიცოდი რა მდგომარეობაშიც იყო. მოვაბრუნე, თვალებში ჩავხედე და ვუთხარი. _რაღაცის თქმა გინდოდა, მითხარი გაგიგებ. თვალები გაუბრწყინდა, ისევ დავიბენი, მას კი როგორც ჩანს სულ მოეხსნა დაბნეულობა, მომიახლოვდა და თითქმის ჩურჩულით დაიწყო:
_სიტყვებს არ შეუძლიათ გრძნობების გამოხატვა, ისინი მხოლოდ აუფასურებენ ყველაფერს.. არ ველოდი ამას. თვალებში ვუყურებდი მან კი დაბნეულად დაიწყო ლაპარაკი:
_შეგიძლიაა გამიგო უსიტყვოდ? ხომ შეგიძლია უბრალოდ თვალებში ჩამხედო და გამიგო? კიდევ ცდილობდა სიტყვების მოძებნას მაგრამ გავაჩუმე:
_შენც შეგიძლია თვალებში ჩამხედო და გაიგო რა კარგად მესმის შენი. კმაყოფილმა გამიღიმა, ხელის გული წამიერად შემახო ლოყაზე და წავიდა. სიცარიელე ვიგრძენი... ფეხების ბლანდვით დავბრუნდი ოთახში და გაშტერებული ვიყურებოდი, არვიცი რამდენხანს... მერე ელიც მოვიდა, აფორიაქებული იყო.
_ანასტასია ყველა კარი ჩაკეტე. მანქანით რომ მოვდიოდი, შენ სახლთან ახლოს გეგა დავინახე. ორი ბიჭი ყავდა თან. მეშინია მაგ ტიპის. როდის უნდა დაგანებოს თავი ბოლოს და ბოლოს.
გეგა ჩემი სკოლელი იყო, სკოლას რომ ვამთავრებდით ვიღაც დაჭრა და ციხეში ჩასვეს. სკოლაშივე მოვწონდი ხოლმე,რომ დაიჭირეს მას მერე აღარაფერი მსმენია მასზე, ცოტახნის წინ კი კვლავ გამოჩნდა.. რაღაცნაირი ამაზრზენი ტიპი იყო.. _ელი ბოლთას სცემდა. მე წყალი მივაწოდე და დამშვიდება დავუწყე:
_ხომ იცი რომ ვერაფერს იზავს. თუ რამეა მამას დავურეკავ და მაშინვე აქ გაჩნდება.
_თუ გინდა თორნიკეს ვეტყვი და იმ სიფათს გაუერთიანებს. _თორნიკე ელის შეყვარებულია, ძალინ მიყვარს, ბავშვობიდან ვიცნობ, ყოველთვის ჩემი არარსებული ძმის მოვალეობებს ასრულებდა...
_არაა საჭირო. იქნებ შემთხვევითაა აქეთ..
_მასეთი შემთხვევითობების არ მჯერა მე.. კარგი, ახლა მომიყევი რა მოხდა. ანდრია ხომ არ ნახე?
_კი წუხელ გავიპარეთ.. ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი ელის და ისიც ვუთხარი დილით რომ მოვიდა..ყურადღებით მისმენდა და ბოლოს კმაყოფილმა მითხრა:
_ანასტასია მგონი შენი დროც მოვიდა...სანამ წავალთ იქნებ გამაცნო?
_კარგი თუ კიდევ ვნახავ მეთვითონაც.. გავიცინე, ეს ყველაფერი არარეალურად მეჩვენება ისე უცნაურად შემოიჭრა ჩემ ცხოვრებაში..
_რეალური სხვა რამეებიც საკმარისად გვაქვს ცხოვრებაში, ხანდახან არარეალურიც კარგია._ სიცილით მითხრა ელიმ._დედაშენი როდის მოდის?
_ხვალზევით მოვა წესით, თუ არაფერი შეიცვალა.. მომენატრა._გავიღიმე._რომ ჩამოვა, ორი დღე ვიქნები აქ და მერე წავალთ, დედას ესე შევუთანხმდი. თორნიკე რას აპირებს ჩვენ რომ წავალთ?
_ის ისევ ამიტყდა:_ მეც წამოვალ, ყოველ ზაფხულს მე გითმობ და ახლა მაინც წამიყვანეო._მე კიდე ვეჩხუბე, ხომ იცი ყველასგან დასვენება გვინდა მეთქი. ძლივს გავაჩერე.
_მოდი მართლა წავიყვანოთ წელს, მეცოდება.. მის ადგილას არ გაგიშვებდი. მეც ვინერვიულებდი.
_მე თუ ვუშვებ ხოლმე ძმაკაცებთან ერთად, მე არ ვნერვიულობ? თან წელს გაიგო სადაც მივდიავრთ ხოლმე და თუ ვეღარ მოითმენს, ან ჩვენ მოგვინდება მერე ვუთხრათ და წამოვიდეს...
_კარგი მაშინ ასე მოვიქცეთ: სამი-ოთხი დღე ვიყოთ და მერე ამოვიდეს.
_კარგი მაშინ მასე ვეტყვი, გაუხარდება.. _ღიმილით მითხრა ელიმ. რადგან თოკო წამოვა, შეგვიძლია ზევით მთები დავლაშქროთ. გახსოვს შარშან ერთი ქოხი რომ აღმოვაჩინეთ, როგორ გვეშინოდა მაშინ, თან დაგვიღამდა და თავი საშინელებათა ფილმში მეგონა. საღამოსთვის მე და ელიმ მართლა საშინელებათა ფილმი ავარჩიეთ, ქოხის გახსენებაზე ორივეს მოგვინდა. საკმაოდ შეშინებულები ვიყავით მაგრამ არ ვიმჩნევდით..უკვე ღამე იყო რომ მე და ელი პიცის მოსატანად გავედით. უკან რომ ვბრუნდებოდით გეგა შეგვხვდა. ჩემთან ლაპარაკი უნდოდა მაგრამ არ მოვუსმინე, ცოტა მაშინებდა ისეთი ტიპი იყო. ვუთხარი_ თავი დამანებე და ისეთს ნურაფერს გამაკეთებინებ რომ მერე სანანებელი გაგიხდეს მეთქი და ნაბიჯს ავუჩქარე. მაინც გამომყვა და თან მეუბნებოდა: _ანასტასია ნუ მემუქრები, თორემ შენ კი არა მასეთი რამე შეიძლება მე თვითონ გაგიკეთო, ასე რომ გირჩევნია დამელაპარაკო. ელი მეუბნებოდა თორნიკეს დავურეკავო მაგრამ მე დავუშალე. უცბად ანდრიას მანქანა დავინახე. ჩვენსკენ მოდიოდა. გეგას მივუბრუნდი და ვუთხარი: _წადი აქედან, მე შენთვის მიზეზი არ მომიცია რომ უპატივცემულოდ მომქცეოდი, ხოდა თუ ოდნავ მაინც მცემ პატივს წადი. მინდოდა ნამუსზე ამეგდო რომ სანამ ანდრია მოვიდოდა წასულიყო. ამ დროს ანდრიაც მოგვიახლოვდა, აქამდე არ ვჩერდებოდით, მე და ელი მივდიოდით და გეგა უკან მოგვდევდა, ახლა კი გავჩერდი და ანდრიამაც გვერდით მოგვიჩერა მანქანა. გეგა წასვლას არ აპირებდა. ანდრია გადმოვიდა მნახა. მე ელი გავაცანი. ის ძალიან აღელვებული იყო. ანდრიამ ეს შეამჩნია და მკითხა:
_უკვე ღამეა ფეხით რატომ დადიხართ ქუჩაში? თუ მარტოები არ ხართ?_გეგას გადახედა და ისევ მკითხა:_მეორე მეგობარს არ გამაცნობ?
_ის ჩემი მეგობარი არაა. წაგვიყვანე სახლში და მერე ვილაპარაკოთ..
_ანასტასია ვინაა ეს ტიპი? _ახლა გეგამ იკითხა._ მე თვითონ მიგაცილებთ სახლამდე.
_შენ არავინ გეკითხება ვინ მიმაცილებს სახლში. უკვე გითხარი წადი მეთქი. ნერვები მეშლებოდა უკვე, მაინც არ აპირებდა წასვლას. ვიფიქრე რაც არის არის, ჯობია ანდრიამ დამიცვას მეთქი, თორემ ამის მოშორება არც ისე ადვილი იქნებოდა. ამ დროს თორნიკეც გამოჩნდა, როგორც ჩანს მაინც გააფრთხილა ელიმ. თორნიკე მანქანიდან გადმოვიდა, ის გეგას იცნობდა და როგორც აღმოჩნდა ანდრიასაც. თორნიკემ თავის მანქანაში ჩაგვსა, ანდრიასთან მივიდა რაღაც უთხრა და ახლა გეგას მიუბრუნდა. მე და ელი გაფაციცებით ვაკვირდებოდით ყველაფერს. ანდრია მანქანაში ჩაჯდა, ხმა არ ამოუღია ისე მიგვიყვანა სახლში. კარამდე მიგვაცილა და გვითხრა: სახლში შედით და არ გამოხვიდეთ, მალე დავბრუნდებით. მამაშენი სადაა ანა?
_სამსახურში. დროით წადი. გეგას შეიძლება დანა ან რამე იარაღი ჰქონდეს, ისეთი ტიპია ყველაფერზეა წამსვლელი.. ერთხელ უკვე დაჭრა ვიღაც..
_ნუ გეშინიათ არაფერი არ მოხდება, მალე დავბრუნდებით. მე და ელი სახლში შევედით, ვინანე ნეტა არ გავსულიყავით მეთქი პიცაზე ფეხით, მაგრამ უკვე გვიან იყო... ანდრია და თორნიკე ნახევარ საათში დაბრუნდნენ. კარს გიჯივით ვეცი. კარგად შევათვალიერე, არაფერი ჰქონდათ დაშავებული. ვკითხე რა ილაპარაკეთ მეთქი მაგრამ არაფერი გვითხრეს. ოთახში შევედით.თორნიკემ გაგვაფრთხილა ამ დროს ფეხით მარტოები აღარ გახვიდეთო და მეორეთ აღარ დამიმალო კიდე რამე რომ გითხრას თორე ჩავთვლი რო ძმები აღარ ვართო..მეც პირობა მივეცი აღარ დაგიმალავ მეთქი. ბიჭები ცოტახანს კიდევ დარჩნენ. ელიმ თორნიკეს ახარა რომ ჩვენთან ერთად უნდა წამოსულიყო მთაში. ამით ანდრიაც დაინტერესდა.
_თორნიკე სამი წელი არ მიგვყავდა ჩვენთან ერთად, ასე რომ იმედი არ გქონდეს. _სიცილით ვუთხარი მე.
_მთაში მეც ვაპირებდი და ამიტომ დავინტერესდი, იქნებ ერთ ადგილას მივდივართ?
_სადაც ჩვენ ვაპირებთ მხოლოდ ჩემი სახლია, ასე რომ არ მგონია..
_იმედია ოდესმე ვნახავ შენ სახლს._ეშმაკურად გამიღიმა.
_დიდხანს მოგიწევს ლოდინი._სიცილით უთხრა თორნიკემ.
_მე კი მგონია რომ არც ისე დიდხანს._თქვა ანდრიამ და ალბათ რომ არ ჩავძიებოდით კედელზე ჩამოკიდებულ პორტრეტთან მივიდა._შენი თვალები აქვს.. დედაშენია?
_კი დედაა,_ვუთხარი მე._მანდ 18წლისაა, ბებიამ დახატა.
_ლამაზია.. ოთხივე ფიქრებში წავედით.. ტელეფონის ზარმა გამოგვაფხიზლა. ანდრიას ურეკავდნენ, უნდა წასულიყო.. თორნიკეც მასთან ერთად წავიდა.
ელი კმაყოფილი სახით მიყურებდა. როგორც ჩანს ანდრიამ მისი სიმპათია დაიმსახურა. და არა მხოლოდ მისი..



№1  offline წევრი Facura

Es xo ido ukveee?

 


№2  offline წევრი dona gedi

კი, მაპატიეთ ამისთვის შემეშალა :( როგორც კი საიტი ნებას დამრთავს ავტვირთავ ახალს ანუ ხვალ..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent