კრიმინალი შემიყვარდა 1
ვერავინ ვერ მიგებდა?! ვფიქრობ ეს უნდა ამართლებდეს ჩემს ცრემლებს! - რაგატირებს ლიზა? უცებ შემოვიდა ჩემიძმა ოთახში. - არ ვტირივარ. ამოვისლუკუნე ერთხელაც. - არა საერთოდ არ გაქვს ცრემლიანი და დასიებული თვალები, საერთოდ არა! სანდრო გვერდით მომიჯდა,ჩემი ხელები თავის ხელებში მოიქცია,თბილი თვალებით შემომხედა - ხოიცი ვინც გაწყენინებს ნებისმიერს შუაზე გავგლეჯ შენს გამო ლიზ. - დედამ და მამამ დამსაჯეს და თათიას დაბადების დღეზე არ მიშვებენ, შენც ხოიცი რო საჩუქარიც და ახალი კაბაც ნაყიდი მაქვს უკვე, თან რაღაც ახალ გახსნილ კლუბში იხდის და ძაან ბევრი ხალხი იქნება და მე რო არ ვიქნები მაგის დაქალი.. და ხოიცი არშემიძლია ეგრე რო მიკრძალავენ რაა, ვაფშე წავალ სახლიდან სადმე და თავს მოვიკლავ. უფრო ავბღავლდი თან უფრო ხმამაღლა ვიდრე აქამდე. - კაი გოფო რეებს ამბობ, ხოარ გაუბერე? მე რისთვის გყავარ საერთოდ რისთვის ვცხოვრობ? პატარა ბავშვის თვალებით ავხედე სანდროს,მერე უცებ მოვეხვიე წელზე და ტირილს თანდათან ვუკლებდი. - მოკლედ 7ზე მზად იყავი და მობილურთან ყურადღებით, მოგწერ. ლოყაზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა. საერთოდ მე და სანდროს და-ძმური ურთიერთობა არ გვქონია არასდროს, რაღაც უფრო მეტი იყო ჩემთვის სანდრო, არა უფრო ზუსტად ყველაფერი იყო, დედაც, მამაც, დაქალი, და, ძმაც და საერთოდ მთელი ჩემი გული. ბავშვობაში ყოველთვის ყველას უკვირდა როგორ შეიძლებოდა ასეთი უზომო სიყვრული და-ძმას შორის.. ლია დეიდა(ჩვენი მეზობელი) ყოველთვის ამბობდა, რომ შესაშური შვილები ჰყავდა დედაჩემს და მამაჩემს, ალბათმართლაც ესეა.. (თავს არვიქებ!). მართლაც 7ზე უკვე მზად ვიყავი და სარკეში ჩემი თავით ვტკბებოდი: შავი მოკლე კაბა მეცვა და ქუსლებზე ვიდექი მემგონი მეორედ ჩემს ცხოვრებაში, თმები ზევით მქონდა ლამაზად აწეული და მკრთალად მესვა ტუჩსაცხი. ჩემი ჩაცმულობა გამოკვეთდა ჩემს კარგ პარამეტრებს და თაფლისფერ თვალებს შავად აჩენდა, რაც ძალიან ელეგანტურს მხდიდა. სანდრომ დარეკა: - რასშვრები? თითქოს არიცოდა რო უკვე მზად ვიყავი... - ვიცმევ ჯერ! გაეღადავე თუ რა ქენი ეხლა?! მკითხა ქვეცნობიერმა. - დროზე ჩამოდი, ვიცი რო ჩაცმული დგახარ სარკის წინ. მოკლედ არავინ არ დაგინახოს მთავარია და კარებს რო მოიხურავ დედას მე ვეგონები და არაფერს არ გეტყვის! როგორც მითხრა ზუსტად ისე მოვიქეცი. - ნუ რა ლამაზი გოგო მყავს პროსტა თქვი ლუკა რაა! უთხრა ვიღაც უცნობ ბიჭს სანდრომ და იმანაც მე შემომხედა. კითხვის ნიშნის თვალებით შევხედე ჯერ სანდროს და მერე იმ ბიჭს, თან პრესტიჟული მანქანისკენაც მეპარებოდა თვალი: Gelendvagen (ზუსტად არ ვიცი სწორად დავწერე თუ არა), შავი იყო და კრიალებდა სისუფთავისგან! - გამარჯობა! ცივად მითხრა ბიჭმა და მანქანაში ჩაჯდა სწრაფად, ვერც კი მოვასწარი გამარჯობის თქმა. - რა უხეშია! დავამტკიცე და მანქანაში სიტყვა-სიტყვით ავედი და რამის უკან გადმოვვარდი, შიგნით სალონი ძაან ლამაზიდა კომფორტული იყო. არა ნუ ისეც არ გვიჭირდა ჩვენ რო შიმშილით ვკვდებოდით თუმცა არც ეგრე არ გვილხინდა, რომ ასეთ ფუფუნებაში გვეცხოვრა! - ნელა ამოდი, არაფერი დასვარო! უკვე ყელში მაწვებოდა მისი თავხედობა! - მე ამ მანქანით არსად წამოვალ! გამწარებული გამოვვარდი მანქანიდან და დოინჯი შემოვირტყი. - რა არ მოგწონს? უკვე ზედმეტებს ბედავდა ეს ლუკა. - სანდრო უთხარი წესიერად მელაპარაკოს! გამწარებული გავხედე ჩემსძმას. - არაფერი ისეთი არ უთქვამს ლიზა ნუგწყინს დებილობები. სანდრომაც რო მისი მხარე დაიჭირა, სასწრაფოდ გაჩერებაზე გავვარდი, ტაქსი გავაჩერე და შიგნით მოწყვეტით ჩავჯექი. რათქმაუნდა ზუსტად ვიცოდი, რომ მანქანით უკან გამომყვებოდნენ ამიტომ დიდად არ მეშინოდა მარტო დარჩენის. გაცოფებული ვიყავი ლუკას თავხედობით და უფრო გაცოფებული სანდროს უმოქმედობით ვიყავი! ცხოვრებაში რამდენი დებილი და მიუხვედრელი შემხვედრია და იმაზე მეტი დებილი ყავს ნაცემი სანდროს ჩემს გამო, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რატომ აბედინებდა ამდენს ლუკას! - სად გაგიჩეროთ? ღმერთმა იცის უკვე მერამდენეჯერ მიმეორებდა საწყალი ტაქსისტი. - მაპატიეთ ჩავფიქრდი.. რო გამოვერკვიე გზა გავუკვალე და ჩამოვედი ვუთხარი რომ ბიჭები გადაიხდიდნენ და გადმოვედი. მაშინვე დავინახე ლუკას მანქანიდან გადმოსული სანდროდა ნაგლურად ვუთხარი: - ტაქსის ფულს ხომ ვერ მასესხებდი სანდრო? - შედი მე გადავიხდი. ეს მითხრა და ტაქსისკენ წავიდა, მაშინვე შევედი როგორც კი ლუკა დავინახე. პრესტიჟული კლუბი ჩანდა, ხალხში ჩემი თათია გამოვარჩიე და საჩუქართან ერთად გავექანე მასთან, მივულოცე და დავიწყეთ ჭორაობა, ეს გოგო მოკლედ თავის დაბადების დღეზეც არაჩერებდა ენას: - ვინ მოგიყვანა? სანდრომ? უინტერესოდ მკითხა და როცა თავი გავაქნიე უარის ნიშნად.. - სიმპატიურია? გაბრწინებული თვალებით შემომხედა. - იდიოტია! უხეში და უზრდელია! ეს ვთქვი და კოქტეილი მოვსვი. - კაი მერესთვის გადავდოთ ეს ლაპარაკი, ეხლა კიდე ვგულაობთთ!! გაწელა სიტყვა, ხელი მომკიდა და საცეკვაოდ გამიწვია...:დდდ მთელი ჩვენი ცეკვის განმავლობაში ვგრძნობდი მწველ მზერას უკნიდან და სპეციალურად არ ვიხედებოდი. - მე გავალ ცოტახნით შენ დაჯექი მანამდე დაისვენე. თათა საპირფარეშოში გაიქცა მე ბართან ჩამოვჯექი და სანდროს გავხედე, რომელიც მთვრალი ვიღაც გოგოებს ეფლირტავებოდა, გამეცინა და გადავხედე ხალხს. ყველა თითქოს ისეთი მხიარული იყო, უცებ აზრების კითხვა რო მცოდნოდა ის ვინატრე, მაინტერესებდა სასტიკად ეხლა რომელი სახის უკან რა ადამიანი ან არაადამიანი იმალებოდა! - ბოდიში წეღანდელისთვის არ მინდოდა, რომ გამებრაზებინე. დამნაშავესავით შემომხედა ლუკამ, თუმცა "ვით" რაშუაშია?! არაფერი არ ვუპასუხე, უბრალოდ გვერძე გავიხედე. - მაპატიებ? ოდნავ გაუმკაცრდა ხმა! ისევ ვდუმდი და ალბათ მის მოთმინებას ვცდიდი, თუ რა მინდოდა არ ვიცი. არც თვითონ არ უთქვამს არაფერი, უბრალოდ გასასვლელისკენ წავიდა და იქ გაჩერდა. მინდოდა ეხლა მივსულიყავი და მეთქვა რომ ვაპატიე და მსგავსი ბანალური სცენები, თუმცა მოგეხსენებათ სიამაყე და მისი ჯანი... ხალხმა შესამჩნევად კლება დაიწყო, უცნაურად მომეჩვენა ყველაფერი და თათას ძებნა დავიწყე ხალხში. - ეხლა დროზე მოკიდე თათიასხელი და დავაწექით აქედან სანამ ძაღლები არ მოსულან, სასურველია ძაან მალე! უცებ მითხრა სანდრომ. აღარაფერი მიკითხავს, მივხვდი რო დროა "დავითესოთ" სანდროს სიტყვებით და თათას ძებნა დავიწყე, მერე გამახსენდა რომ საპირარეშოში წავიდა და მაშინვე იქ შევვარდი. თათია ძირს უგონოდ იწვა და პირიდან ქაფი გადმოსდიოდა.. სასტიკად შემეშინდა, არ ვიცი გიგრძვნიათ თუ არა ოდესმე, მეგობარს რომ კარგავ ბანალურია თუმცა ჩემს დას ოჯახის წევრს ვკარგავდი მაშინ! სასწრაფოდ სანდროს ნომერი ავკრიფე. - საპირფარეშოში მოდი სასწრაფოდ! მარტო ეს ვუყვირე მობილურში, მობილური იქვე მივაგდე და თათიას მივუბრუნდი რა აღარ შემოვარტყი სახეში როგორ არ ვეცადე მის გაღვიძებას მაგრამ ამაოდ, მცოდნოდა მაინც რა მოხდა, რამის გული წამივიდა შიშისგან! სანდრო პირდაპირი მნიშვნელობით შემოვარდა საპირფარეშოში და სასწრაფოდ ხელში დაუფიქრებლად აიყვანა თათა და იქიდან გაიყვანა, მეც დაბნეული გავეკიდე სანდროს.. უკვე გარეთ ვიყავით გამოსულები და მანქანაში ვჯდებოდით: - რა სჭირს კარგად იქნება? შეშინებულის თვალებით შევხედე და მერე გამოღვიძებულს გახურებულ შუბლზე ხელი მივადე. - სიცხე აქვს! დავამტკიცე და სასწრაფოდ მოვაფარე ლუკას ჟაკეტი და მერე თავში გამიელვა ერთმა კითხვამ. - სად არის ლუკა? - აუ ჩემიი აზრზე ხარ? არ ვიცი სადარის. მე გავალ თქვენ აქ იყავით და მოვალთ! - კაი გელოდებით!.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.