შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ აფრენ [1]


5-07-2015, 23:52
ავტორი ლილიანა7
ნანახია 2 313

,,ღამის ოთხი საათია და ყველაფერი რიგზეა.’’
უცხო სახლის უცხო აივანი, უცხო მოაჯირი, უცხო ეზო, თამბაქოს კვამლში გახვეული მიდამო და აქა–იქ, უცხო სახლის ფანჯრებში ჯერ კიდებ ძლივს მბჟუტავი, მოყვითალო სინათლე.
თავი დაუმძიმდა. თვალებს ძალას თუ არ დაატანდა, ყველაფერი ორდებოდა. აზრზე არ იყო, საერთოდ სად იყო, რატომ იჯდა შუაღამის ოთხ საათზე სრულიად უცხო სახლის აივანზე და რატომ ეწეოდა ზედიზედ, უკვე მეხუთე ღერს. თავს ძლივსღა იფხიზლებდა, აღარც სიგარეტი ანიჭებდა სიამოვნებას და აღარც ვარსკვლავებით მოჭედილი, უძიროდ ლურჯი ცის ყურება, ყოველთვის უჩვეულოდ სასიამოვნო იმპულსებს რომ გზავნიდა მის სხეულში.
სახე უხურდა, ყურები უწუოდა და თავს იმაზე ცუდად გრძნობდა, ვიდრე რამდენიმე თვის წინ, უბედურ შემთხვევას კინაღამ რომ შეეწირა. მეექვსე ღერი სიგარეტი მოაჯირზე ჩაწვა და ხელებჩამოყრილი, წელში ოდნავ მოხრილი მიაჩერდა ცაზე ამოჩემებულ, ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს.
ძალიან მოუნდა ქვემოთ ჩასვლა და უცხო გზებზე სიარული. ეს, ალბათ საუკეთესო დრო იქნებოდა საკუთარ თავთან სალაპარაკოდ. არ გატოკებულა. მზერა ვარსკვლავებს ააგლიჯა და ეზოს მოავლო. მთვარის კამკამა შუქზე, ქუჩის კუთხეში, ნაგვის ურნაში თითქმის მთელი ტანით ჩამძვრალი მოხუცი დალანდა და გული მტკივნეულად შეეკუმშა. თვალები ისევ დახუჭა, გამოსახულებები გაქრა, უკუნითში გადაიკარგა .. ესიამოვნა, მთელი სხეულით მოეშვა და ფილტვებში ღრმად ჩაუშვა მძიმე ჰაერი.
წვიმას ახლახანს გადაეღო, წვეთები ჯერ კიდევ უხმაუროდ ხტებოდნენ სახურავიდან და ხმაურიანად ასკდებოდნენ რკინის მოაჯირს. საგრძნობლად აცივდა. გადაღლილი ქუთუთოები ერთმანეთს დააცილა და მზერა ინსტიქტურად გაექცა ქუჩის კუთხისკენ. მოძრავი სხეული რომ ვეღარ გაარჩია, ოდნავ დამშვიდდა. ეძინებოდა, საშინლად .. ძლივსღა იმაგრებდა დამძიმებულ თავს. კიდევ კარგი, რომ იჯდა მაინც, თორემ მთელი სხეულით გაიშოტებოდა გაყინულ იატაკზე. ხშირ–ხშირად და ღრმად სუნთქავდა, რაღაც აშკარად აწუხებდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა რა. სახლიდან გამოსული ჟრიამული კიდევ უფრო მეტად უსერავდა დამძიმებულ გონებას. არაფერი უნდოდა, საკუთარი საწოლისა და მშვიდი ძილის გარდა.
თავი უკან გადააგდო, გრძელი ფეხები კომფორტულად შემოაწყო სველ მოაჯირზე და გაინაბა. ფიქრი ყოველთვის უყვარდა და ფიქრობდა კიდეც, ძალიან ბევრს .. ყველაზე და ყველაფერზე, ახლა კი იმდენად იყო გადაღლილი, არც არაფერი გახსენებია ისე ჩათვლიმა.
სახეზე თბილი ხელისგულის შეხება იგრძნო, არ გატოკებულა, კიდევ უფრო გაიტრუნა.
–ნინა .. – მის ყურთასმენას სითბოშეპარული, საოცრად მზრუნველი ხმა მისწვდა და ბურანიდან საბოლოოდ გამოარკვია – დე, დაგეძინა?! – ნინამ იგრძნო, როგორ გაეღიმა ქალს და ტუჩის კუთხეები თავადაც უნებურად აიტანა ყურებამდე. ქუთუთოები ისე დააცილა ერთმანეთს, რომ ღვინისფერი ბაგეებიდან წამით არ მოშორებია ღიმილი.
–არ მძინავს, დე. – კიდევ ერთხელ გაუღიმა მის სახეზე დაშტერებულ ლელას და ოდნავ წამოიწია. მოუხერხებლად ჯდომისგან ბეჭები ისე ასტკივდა, სახე უკმაყოფილოდ დაემანჭა და ნატიფი თითები ძლიერად მიიჭირა წვრილ წელზე.
–შიგნით რატომ არ შემოდიხარ?! – სიგარეტს მოუკიდა ლელამ და მარცხენა ხელი მოაჯირს დააყრდნო. სველი ზედაპირის შეგრძნებისას, შესამჩნევად შეაკანკალა. პაუსხს არც ელოდებოდა, იცოდა, რატომაც არ შედიოდა ნინა შიგნით და საკუთარ თავს გაუწყრა, ასე რომ დაღალა უმცროსი ქალიშვილი – ნინა, ხომ იცი, რომ ისინი გიჟდებიან შენზე?!
–ვიცი დედა, ვიცი და ძალიან გთხოვ .. ხელახლა არ დაიწყო, რა. – რაღაც უცნაური, ზღვის მაგვარი, საოცრად კაშკაშა ფერის თვალები ძლივს შესამჩნევად გადაატრიალა ნინამ და ატკივებული ბეჭები ისევ საზურგეს მიაყრდნო. ძილი ახლა უფრო მეტად მოერია. ლელაც შეეცოდა, ასე ძალიან რომ აწვალა და თვალებში ნაღველი ჩაუდა. ქალს, რა თქმა უნდა, არ გამოპარვია.
–ნინა, ხომ იცი, აქ რატომაც მოგიყვანე?! – თავი დამნაშავესავით ჩახარა და ნინამ კიდევ ერთხელ, ცხადად შეიგრძნო რას ნიშნავს სხეულის გაუსაძლისი წვა – დე, წარმოგიდგენია, მე შენი სამეგობრო რომ არ მიყვარდეს და მათთან ერთად წამითაც ვერ ვჩერდებოდე?! – ძალიან ეცადა სიტუაციას სხვა მხრიდან მიდგომოდა. ნინა მიხვდა, თუმცა არაფერი უთქვამს, უბრალოდ გაეღიმა – მაგრამ იცი რა?! ამას ვერასდროს წარმოიდგენ, იმიტომ, რომ მე ვგიჟდები შენს მეგობრებზე.
–სამაგიეროდ, მე არ მეხატება გულზე შენი სადაქალო. – ნინას გულწრფელობამ ქალი ოდნავ გააკვირვა – ჩემს მეგიბრებს ვერაფერს დაუწუნებ დედა და ძალიან გთხოვ, შენებს არც შეადარო. – უდარდელად ამოილაპარაკა და მაშინვე ინანა, ლელას თვალები ჩაუქრა .. – კარგი რა, დე, ნუ მოიწყინე! – გაეღიმა ნინას და დედას ხმაურიანად აკოცა ოდნავ შეფაკლულ ლოყაზე – არ მაინტერესებს, რა ფერთა გამას გამოიყენებ შენს ახალ კოლექციაში და რა გავაკეთო?!
–არც მინდა, რომ გაინტერესებდეს. – მხრები აიჩეჩა ქალმა და ნინამ ისევ შეამჩნია ლელას თვალებში ის სხივი, რამდენიმე წუთის წინ მისმა უხეშობამ უკვალოდ რომ გააქრო – შენ სულ სხვა ფიქრები გაქვს ნინა, სხვა გარემოში იზრდები, ცოტა სხვანაირ, უცნაურ ადამიანებთან ერთად და მე ეს ძალიან მომწონს. – სიგარეტი ნერვიულად მოქაჩა და არეული მზერა ნინას თვალების ფერ ცას გაუშტერა – მე მხოლოდ ის მინდა, რომ სულ ცოტა ხნით მაინც შეგეძლოს ჩემს მეგობრებთან ერთად ჯდომა და საუბარი. მათ ძალიან უყვარხარ ნინა და შენგან საოცარ სიცივეს გრძნობენ. მინდა, რომ ცოტათი მაინც წააგავდე შენს დას, ახლა შიგნით რომ ზის და გულის წასვლამდე კისკისებს – ნინამ ტუჩის კუთხეები შესამჩნევად ჩატეხა – მე მეტს არაფერს გთხოვ, დე. არ ვიცი, შენმა ძმამ ასე ძალიან როგორ დაგიმსგავსა, მაგრამ ფაქტია, ჩემი და თიკასი არაფერი გცხია. ხომ იცი, შენი და ძალიან „ჩემიანია“, ის უნდა, რისკენაც თავის დროზე მე ვისწრაფვოდი. ვერ ვხვდები, ასეთი განსხვავებულები რატომ ხართ და იცი რა, ნინა?! მინდა, რომ ცოტა ხნით მაინც დაემსგავსო ჩვეულებრივ ადამიანებს, ჩვეულებრივი აზროვნებით. – ამოიოხრა ქალმა და მიხვდა, უკანასკნელ წინადადებას არც ერთ შემთხვევაში არ დატოვებდა ნინა უპასუხოდ.
–არაჩვეულებრივს არაფერს ვაკეთებ. – აშკარად გაღიზიანდა და მისმა ხმის ტემბრმა ლელა ოდნავ შეაკრთო. ძალიან არ უნდოდა, რომ ნინას მისი საუბარი არასწორად გაეგო და ჰგონებოდა, რომ დედა მას აკრიტიკებდა და უნდოდა, ძირფერსიანად გამოეცვალა. გოგონას აღარაფერი უთქვამს, თავი უკან გადააგდო და ისევ ჩაიძირა სასიამოვნო ბურუსში.
–ნინა.. მე მომწონს, ასე ძალიან რომ განსხვავდებით ერთმანეთისგან შენ და თიკა.. არც იფიქრო, რომ გაკრიტიკებ.. მე შენ ისეთი „რთული“ მიყვარხარ, როგორიც სინამდვილეში ხარ, არც ის მინდა, რომ ჩემი მოთხოვნების გამო შეიცვალო, თუმცა ვიცი, ამას არასდროს გააკეთებ. – ხმაზე აშკარად დაეტყო ნერვიულობა და ნინამაც სწრაფად გაუშტერა მის არეულ სახეს ზღვისფერი თვალები. იმ წამს, საოცრად გაახარა ამ ქალის არსებობამ და არც უფიქრია, ისე ჩაეკრა გულში. ლელა შეკრთა, გაეღიმა და მბზინვარე თმაზე, ფრთხილად ჩამოუსვა ნატიფი თითები შვილს. ნინასგან მსგავსი, ამაღელვებელი მომენტებით განებივრებული ნამდვილად არ ყოფილა, პირიქით, არასდროს შეეძლო გოგონას სითბოს გამოხატვა და ერთი პერიოდი, ამაზე სერიოზულად დარდობდა ლელა. მერე შეეჩვია, ნინამ შეაჩვია ოდნავ უცნაურ, რთულ და თავისებურ ხასიათს .. – ძალიან დაიღალე?! – შუბლზე აკოცა ქალიშვილს და ოდნავ უკან დაიხია, მისი ულამაზესი ნაკვთების დანახვა თავისუფლად რომ შესძლებოდა. მიტკლისფერი ედო ნინას. არც არაფერი უთქვამს, ულაპარაკოდ დაუქნია თავი და საჩვენებელი თითი მოაჯირის სველ ზედაპირს გაუსვა – ხუთი დაიწყო, ნინა, შიგნით შემოდი და რომელიმე ოთახში წამოწექი.
–არ მინდა დედა, შენს მანქანას წავიყვან და სახლში წავალ. – გამოსაფხიზლებლად, ქუთუთოები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს და ლელას გაკვირვებულ სახეს რომ ჰკიდა თვალი მიხვდა, არსად წამსვლელი რომ არ იყო.
–გინდა, რომ საჭესთან დაგეძინოს?! – გაეცინა ქალს და ხელის გულზე ჩამწვარი სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა – მშვენივრად იცი, ასეთ დროს მარტო ვერ გაგიშვებ, ანდრიას დავურეკე უკვე, მალე მოვალო, მითხრა.
–დილის 5 საათზე იმისთვის გააღვიძე, რომ სახლში წამიყვანოს?! – ისე გაიკვირვა ნინამ, დედას თავი ავტომატურად აგრძნობინა დამნაშავედ. ცოტა გაუკვირდა, ლელამ უკითხავად რომ დაურეკა ნინას უახლოეს მეგობარს.
–ხო და ამიტომ გეუბნები, დარჩი მეთქი. – მხრები უდარდელად აიჩეჩა ლელამ –აი, მოვა ანდრიაც, ამოვა აქ და გაერთობა კიდეც, შენსავით უჟმური კი არაა. – ენა პატარა ბავშვივით გამოუყო შვილს და გაეცინა – რომ დააბრიალებს კუპრივით შავ თვალებს, დორბლებს დააყრევინებს ამათ. – ისევ გაეცინა ლელას. რამდენიმე კვირის წინ, სულ შემთხვევით დაუნახავს თავის ნათლულს ანდრია ქუჩაში, ნინასთან ერთად და იმის შემდეგ აიკლო ლელა, ნინას უთხარით რამენაირად გამაცნოსო და ახლა რომ მოვიდოდა ბატონი ანდრო, ნამდვილად მოგებაში დარჩებოდა ლელა. აღარაფერი უთქვამს ნინას, ლაპარაკის თავი აღარ ჰქონდა, ისედაც ძლივს ახელდა დაღლილობისგან მიბლეტილ თვალებს. ლელამ გაყინული ვისკი რომ მიაწოდა, ოდნავ გამოფხიზლდა და თავი რამდენჯერმე, მძიმედ გააქნია.
–ანდროს რატომ დაურეკე, დედა?! გეთქვა მაინც. – თვალები გადაღლილმა გადაატრიალა და ძალიან მოუნდა, ანდრო უკან გაებრუნებინა და ამ ბიჭისთვის ღამით მაინც მიეცა ძილის საშუალება.
–შენი ნებართვა რად მინდა?! – ისტერიულად გაიკვირვა ლელამ და ნინას წამიერად ეგონა, რომ რაღაც აერია და მისი კი არა, რეალურად დედამისის ბავშვობის მეგობარი გახლდათ ანდრია პირველი – არ მინდა ეს ოფიციალურობა, ნინა, ხომ იცი როგორი არაჩვეულებრივი ურთიერთობაც მაქვს ანდროსთან.
–ოფიციალურობა რა შუაშია, დედა?! – გაღიზიანდა მარგიანი – დაღლილი იქნება უბრალოდ ადამიანი, ხომ არ არის აუცილებელი დილის 5 საათზე იმისთვის გააღვიძო, რომ აქ მოვიდეს და შენს დაქალებთან და მათ შვილებთან ერთად გაერთოს. – ტონს აშკარად აუმაღლა და ლელას ისევ გაუქრა თაფლისფერ თვალებში მოელვარე სხივი. ნინამ იცოდა, რომ სულაც არ დაურეკავს ქალს ანდრიასთვის ამ მიზეზით .. იმიტომ დაურეკა, რომ თვითონ არ ჯდარიყო აივანზე მარტოსული ადამიანივით.
–არ მძინებია ნინა და ნუ ბრაზდები უაზროდ. – გოგონას ყურთასმენას ნაცნობი, საოცრად საყვარელი, ოდნავ სიმკაცრეშერეული, როგორც ყოველთვის მტკიცე ბარიტონი მისწვდა და კარებში სასაცილოდ გაჩხერილ, ორ მეტრიან პირველს რომ ჰკიდა თვალი, წამიერად გაიფანტა ის დაძაბულობა, რამდენიმე წამის წინ რომ ჩამოწვა აივანზე და ნინას სული შეუხუთა. ლელამ იმედიანი თვალები მიანათა ანდრიას და იქაურობა ულაპარაკოდ, ოდნავ ჩაფიქრებულმა დატოვა. პირველს არ გაუღიმია, სერიოზული სახით მიაჩოჩა აივნის კუთხეში მიგდებული პუფი ნინასკენ და ორ მეტრიანი ფეხები მოაჯირზე შემოაწყო. სიგარეტს მოუკიდა, საყვარელი პოზიცია დაიკავა და ისევ ძველებური, სერიოზული მზერა გაუშტერა სივრცეს. რაღაცაზე ჩაფიქრდა ანდრია და , რა თქმა უნდა , ნინას არც ეს გამოჰპარვია. საოცრად მეტყველი იყო პირველის თვალები და მარგიანს თამამად შეეძლო ერთქვა, რომ ასეთს სხვას არავის შეხვედრია. ადამიანი, რომელიც ერთ დიდ სრულყოფილებას ქმნიდა, თავისი უამრავი ნაკლითა და მინუსით. ანდრია არ იყო თბილი, არც მოსიყვარულე, დიდაც არც ემოციების გამომჟღავნება ეხერხებოდა პირველს, მაგრამ მის ერთ გამოხედვაზე შეამჩნევდით იმას, რის ახსნასაც ძალიან, ძალიან დიდი ხანი დასჭირდებოდა. ცოტა რთული იყო ანდრიას სახეზე გამოხატული ამოციებისთვის თავ–თავისი ადგილის მიჩენა და სახელის დარქმევა, მაგრამ ნინა თავიდან ფეხებამდე იცნობდა პირველს და მის თითოეულ მოძრაობას ანიჭებდა მნიშვნელობას.
დაღლილი ჩანდა პირველი და ნინას მოუნდა, ლელას ტელეფონი ნაკუწებად ექცია, ანდროსთან გაშვებული თითოეული ზარისთვის.
–დილიდან გირეკავ, სად გაქვს მობილური?! – ისე იკითხა, სივრცისთვის მზერა არ მოუშორებია პირველს. ეტყობოდა , სულ სხვა რამეზე რომ ფიქრობდა და იმ მომენტში საერთოდ არ ანაღვლებდა მარგიანის დამჯდარი ტელეფონი.
–დამიჯდა. – სასხვათაშორისოდ უპასუხა მარგიანმა და ანდრიას კოლოფიდან ერთი ღერი სიგარეტი ამოაძვრინა. ყოველთვის ეჩვენებოდა ნინას, რომ პირველის სიგარეტს არ ჰქონდა ისეთი გემო, როგორიც თავისას .. ხვდებოდა, ბოლოს პარანოიამდე რომ მივიდოდა იმდენად გახლდათ მეგობრებზე დამოკიდებული.
ანდრო ისევ არ იყო ნინასთან ერთად, აივანზე. ანდრო სადღაც სხვაგან იყო, სხვა სამყაროში, გამომეტყველებაზეც ეტყობოდა, ზედმეტად ღრმად რომ იყო ფიქრებში გადაშვებული და ეს ყველაფერი მარგიანმა მის დაღლილობას მიაწერა .. ისევ მოუნდა, ნაკუწებად ექცია ლელას ტელეფონი.
–მინდა რომ შიგნით შევიდეთ, ნინა. – იმდენად მოულოდნელად დაარღვია სიჩუმე ანდრიას სიმკაცრეშერეულმა ბარიტონმა, რომ ნინა საგრძნობლად შეკრთა .. პირველს გაეღიმა. ნინამ ვერაფერი გაიგო. ფაქტი ერთი იყო, იმ წამს საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ანდრიას სურვილი, ლელას დაქალებთან და მათ „უაზრო“ შვილებთან ერთად გართობა. პირველი ამჩნევდა, რომ ნინა არ იყო „აქაური“ .. არ შეეძლო მჯდარიყო „ჩვეულებრივ“ ადამიანებთან ერთად და ესაუბრა „ჩვეულებრივ“ თემებზე. არაჩვეულებრივად ხვდებოდა, რომ მარგიანს უჭირდა ხალხთან ურთიერთობა , იმიტომ კი არა , რომ რაღაც კომპლექსები ჰქონდა, ან, არ იყო კომუნიკაბელური, პირიქით, ვერანაირი კომპლექსი ვერ ექნებოდა ნინასნაირ ადამიანს. ის უბრალოდ არ იყო მიჩვეული „ჩვეულებრივ“ გარემოს. მარგიანს ესმოდა იმაზე მეტი, ვიდრე უნდა გაეგო მისი ასაკის, 18–19 წლის გოგონას და მიუხედავად იმისა, რომ მის სამეგობრო წრეში ყველა ნინასნაირი იყო, მათშორის ანდრიაც, მათ აშკარად უჭირდათ კონტაქტში შესვლა სხვებთან. ნინას არ აინტერესებდა, რა ფერთა გამას გამოიყენებდა დიზაინერი დედიკო მომავალ კოლექციაში, არც ის ანაღვლებდა, რას ჩაიცვამდა ხვალ და არც ის, ვინ იქნებოდა ლელას მეტიჩარა ნათლულის შეყვარებული. ნინა არ იყო აქაური, არც ის და არც ანდრია .. არც დარანჩენები.
თბილისში ჩქეფდა ცხოვრება. 18წლის გოგონები ცხოვრობდნენ ჩვეული ცხოვრების რიტმით, ფიქრობდნენ სამოსზე, სუნამოზე, ბიჭებზე, სურდათ საზოგადოებაში გამოჩენა, დადიოდნენ წვეულებებზე, დაბადებისდღეებზე, ამათუ იმ ღონისძიებებზე .. ეს იყო თბილისური, სახალისო ცხოვრება და მაშინ, როცა ნინას უფროსი და, თიკა იცეკვებდა საოცრად პომპეზურ კაბაში გამოწყობილი, უზარმაზარ წვეულებაზე, ნინა იჯდებოდა 16 სართულიანი კორპუსის სახურავზე, ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს მიშტერებული. მაშინ, როცა ლელას ექნებოდა საგაზაფხულო კოლექციის ჩვენება და მთელი თბილისი მის გახსნაზე იქნებოდა მიწვეული, ნინა იჯდებოდა საკუთარი ოთახის, კომფორტულად მოწყბილ აივანზე და პურის ნამცეცებს დაუყრიდა ალბათ, მოაჯირზე ჩამოსკუპებულ მტრედებს. მაშინ, როცა გაზაფხულის მოსვლას, თბილისელები რომელიმე პომპეზურ რესტორანში აღნიშნავდნენ და ერთმანეთს ფრანგული ვისკით გაუმასპინძლდებოდნენ, ნინა იჯდებოდა სადმე მთაში, მეგობრეთან ერთად .. სიამოვმებით გადაკრავდა კოკა–კოლაში გარეულ არაყს და იცინებდა ძალიან, ძალიან ბევრს. მაშინ, როცა რომელიმე პრესტიჟული ჟურნალის ყდაზე, ლელა თიკასთან ერთად იქნებოდა წამოჭიმული, ნინა იჯდებოდა ალბათ ზღვაზე და პატარა კენჭებს მხიარულად გააცურებდა ამღვრეულ, საკუთარი თვალების ფერ წყალზე. მაშინ, როცა თიკა პირველად გადაიღებდა „სელფის“ ახალ შეყვარებულთან ერთად, ნინა იჯდებოდა საკუთარი კორპუსის სადარბაზოსთან, კიბეზე .. მუხლებზე ანდრიას ნაპოვნ, პატარა, მოუვლელ ლეკვს დაისვამდა და მოეფერებოდა დაუბანელ, უხეშ ბეწვზე, თლილი თითებით. მაშინ, როცა „ჩვეულებრივ“ თბილისელ გოგონას გააბედნიერებდა მბზინვარე „გუჩის“ კაბა, ნინა შავ კედებსა და მუქ ჯინსში გამოწყობილი ჩაირბენდა კიბეზე და ფანჯრიდან შემჩნეულ, პატარა კნუტებს დაუდგამდა რძით სავსე, ღრმა ულუფას. მაშინ, როცა თიკას გაახარებდა ლელას ოთახში ნაპოვნი, ფურცელზე დახატული ახალი კაბის დიზაინი, ნინას ორგანიზმში სასიამოვნო იმპულსებს გაგზავნიდა ანდრიას სარდაფში, მოლბერტზე შესხმული უამრავი ფერის საღებავი, ფურცელზე საოცრად გადატანილი ლურჯი ზღვა, თეთრი თოლიებით ..
–შიგნით შევიდეთ ნინა! – იმდენად მომთხოვნი და მკაცრი იყო ანდრიას ხმა, რომ მარგიანს ეგონა, რაღაც მიუტევებელი, საშვილიშვილო ცოდვა დაიდო კისერზე აივანზე ჯდომითა და ვარსკვლავების ცქერით. პირველი რომ წამოდგა, ნინას აღარ უყოყმანია, მანაც ულაპარაკოდ დატოვა აივანი და შეაბიჯა თუ არა ოთახში, იმ წამსვე შეეფეთა გაფართოებულ თვალებს .. ძალიან მოუნდა აივანზე გაბრუნება და ჰო, თუნდაც უაზროდ ჯდომა.
–ნინა! – ტაში შემოკრა ლელას ნათლულმა, რომელიც გაურკვეველი მიზეზებისდა გამო გიჟდებოდა მარგიანზე. ნინა საერთოდ ვერ ხვდებოდა, რატომ დაიმსახურა ასეთი სითბო ანისგან – არც ვიცოდი, აქ თუ იყავი, როდის მოხვედი?! – უჩვეულოდ გახარებული ჩანდა გოგონა და ნინას უნებურად გაეღიმა. თვალი ლელასკენ გაექცა, ანთებული, საოცრად მადლიერი თვალებით რომ მისჩერებოდა ანდრიას და ნინას შეეძლო დაეფიცა, ასეთი ბედნიერი კარგა ხანი არ ენახა ლელა. სხეული აეწვა .. სასაცილო იყო, „ჩვეულებრივ“ ადამიანებთან კონტაქტში შესვლის მხოლოდ ერთმა მცდელობამ ასე რომ გაახარა ქალი. მარგიანმა ცხადად შეიგრძნო სინდისის ქენჯა, თავი ისევ გაუსაძლისად დაუმძიმდა და ადგილი რომ ვერ მოძებნა, ორივე ხელით ანდრიას მაისურს ჩაებღაუჭა. ზუსტად ისეთ პოზიციაში იყო მარგიანი, კეთილ „ბიძიას“ რომ ამოეფარები ზურგს უკან და ამდენ ტერორისტს შორის შველას ითხოვ.
პირველი თავისუფალ სავარძელზე ჩამოჯდა მოურიდებლად და გვერდით მოისვა ნინაც.
–ნინ, ლელას დავაბარე, არ ვიცოდი აქ თუ იყავი .. – მარგიანს ესაუბრებოდა ანა, მაგრამ ისე მოურიდებლად დაშტერებოდა პირველს, რომ ნინას ამ გოგოს მხედველობაში სერიოზულად შეეპარა ეჭვი. ნაკვთებს ძლივს იმორჩილებდა, რომ არ გასცინებოდა და მეგობარს ისე ექაჩებოდა მაისურზე, სავარაუდოდ ჩამოახევდა ძალიან მალე – 19 ის ვხდები ნინა და ძალიან მინდა, რომ მოხვიდე.
–მოვალ, ანი. – აუღელვებლად უპასუხა და ვისკის ჭიქა ხელში რამდენჯერმე შეათამაშა. ანის თვალები გაუბრწყინდა, რაღაცის სათქმელად ისევ გააღო პირი , მაგრამ ნინამ დაასწრო .. – აუცილებლად წამოვიყვან ანდრიასაც. – ყველას გულწრფელად გაეცინა, მხოლოდ ანის სახეზე ათამაშდა სიმწრის სიცილი და გოგონას მანიაკური სირვილი გაუჩნდა მარგიანის მოკვლის, ასე ძალიან რომ შეარცხვინა ამდენ ხალხში. პირველმა შესამჩნევად ჩატეხა ტუჩის კუთხეები და ჭიქა ვისკით გაივსო.
–ნინა, მოგვიყევი რამე, მხოლოდ ლელასგან ვიგებთ ხოლმე შენს ამბებს .. რამდენი ხანია ჩვენთან ერთად დრო არ გაგიტარებია. – გულწრფელად გაუღიმა დედამისის დაქალმა. ნინას არ გაღიმებია, საერთოდ არ მოსწონდა ეს ქალი და იმიტომ .. ვერც ხვდებოდა, რატომ უნდა გაეღიმა ყველასთვის და რატომ უნდა ყვარებოდა ყველა.
–არაფერი ახალი, ლანა დეიდა .. – ეცადა გაეღიმა, მაგრამ ტუჩებით რაღაც გაურკვეველი მოძრაობა შეასრულა.
–მე მოგიყვებით! – ხელი ხელს შემოჰკრა დის დანახვით გაბედნიერებულმა თიკამ. მიუხედავად იმისა, რომ შესაშური ურთიერთობა დებს ნამდვილად არ ჰქონიათ და საერთოდ, არც არსებობდა საკითხი, რომელზეც დაეთანხმებოდა ნინა თიკას და თიკა – ნინას .. უფროს მარგიანს მაინც ზედმეტად უხაროდა უმცროსი დის გამოჩენა მის სამეგობრო წრეში და ზოგადად, ამაყობდა კიდეც მისით. არანორმალურად სასიამოვნო გარეგნობა ჰქონდა ნინას და თიკასაც ზედმეტად ახარებდა, მისი ნაცნობების გაბადრული გამომეტყველება უმცროსი მარგიანის დანახვისას – ნინა სწავლობს, თავისუფალ დროს ყოველთვის მეგობრებთან ერთად ატარებს, არანორმალურად პოზიტიურია, გიჟდება ცხოველებზე, არცერთ წვიმიან ამინდს არ „მაზავს“ და აუცილებლად გადის ქუჩაში, სასერირნოდ. ნინა ისევ ისეთი „რთულია“, როგორიც ბავშვობაში იყო .. გიჟდება მთაზე, სწრაფ მდინარეებზე, ტყეზე და საერთოდ, უყვარს ბუნება. გიჟდება იასამანზე. „თავის პონტში“ ცხოვრობს და ძალიან ბედნიერია. საოცრად პომპეზურ კაბაში გამოწყობილიც კი ისე მიაბიჯებს, თითკოს ჯინსი და კედი ეცვას .. ნინას უყვარს ყველაფერი უბრალო და სადა. – დის დახაიათებას არ წყვეტდა თიკა და მისი საოცრად თბილი დამოკიდებულება უმცროსის მიმართ, ყველას სახეზე იწვევდა ღიმილს – ჰო, კიდევ ერთი, ჩემი და ჩიტივით თავისუფალია! – ბოლო სიტყვები ხაზგასმით ამოილაპარაკა და მაგიდის გარშემო შეკრებულ , მამრობით სქესს მოავლო თვალი. ნინას გაეცინა .. პირველმა მხოლოდ ერთხელ სტყორცნა მზერა მარგიანზე მიშტერებულ საზოგადოებას და ისევ მოიყუდა ვისკი – საერთოდ, ნინა ის არის, ვინც საოცრად „თავისებურს“ ხდის, დღევანდელ, მეტად შაბლონურ თბილისს. – ასე გახსნილად თიკას არასდროს უსაუბრია უმცროსზე და ნინას არც ეგონა, ასეთ სითბოს თუ ჩაატევდა გოგონა მის მიერ წარმოთქმულ, თითოეულ სიტყვაში. უმცროსი მარგიანი მოეშვა, სხეული მოუდუნდა და რამდენიმე წამის წინანდელი, სერიოზული გამომეტყველება ღიმილიანმა შეცვალა. პირველმა იგრძნო ნინასგან წამოსული, არანორმალურად დადებითი აურა და ტუჩის კუთხეში შესამჩნევად ჩატეხა.
–ნინა, შენც დიზაინერობას ხომ არ აპირებ?! – კიდევ ერთი კითხვა დაუსვეს მარგიანს და ნინამაც მზერა ოთახის კუთხეში დაყუდებულ, მისთვის უცმობ მამაკაცზე გადაიტანა.
–არა, მე თეატრალურზე ვსწავლობ. – ისევ აუღელვებლად უპასუხა გოგონამ და კმაყოფილი, ღიმილნარევი მზერებიც დაიმსახურა.
–ნინამ ერთი წლის წინ ჩააბარა .. – ქალიშვილის პასუხი ოდნავ განავრცო ლელამ და ისევ კმაყოფილს გაეღიმა. ასეთი ლაღი, ბოლოს რამდენი ხნის წინ ნახეს ქალი, არც ახსოვდათ.
–ანდრია, შენ?! – ამჯერად კითხვა კმაყოფილი გამომეტყველებით მომზირალი პირველისკენ იყო მიმართული. ნინამ იცოდა, ძალიან რომ დაეზარებოდა ანდრიას მისთვის სრულიად უცხო ადამიანებთან საუბარი, ამიტომ სანამ ბიჭი საპასუხოდ გახსიდა პირს, თვითონ დაასწრო.
–ანდრო ბიზნესზე სწავლობს, უკვე სამი წელია. – ამოილაპარაკა ნინამ და გამშრალ ტუჩებზე ფრთხილად დაისვა ენა. ანდრიამ ღიმილნარევი მზერა შეავლო გოგონას, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მობილურზე ატეხილმა განგაშმა ოთახში გამეფებული მყუდროება დაარღვია. სალაპარაკოდ აივანზე გავიდა პირველი და ისე სწრაფად შემობრუნდა, თვალის დახამხამებაც ვერავინ მოასწრო.
–მე და ნინა უნდა გავიდეთ. – ისევ ისეთი მკაცრი იყო მისი ხმა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არც ისე ცუდად გრძნობდა თავს ნინა დედამისის სადაქალოსთან ერთად, იმ მომენტში მაინც მხსნელად მოევლინა ანდრო. სახეგაბრწყინებული წამოდგა ადგილიდან და მეგობარს ამოუდგა გვერდით.
–დე, წავალთ ჩვენ .. – თვალებში სხივი ჩაუდგა ნინას და რამდენიმე წუთის წინანდელი დიალოგებით კმაყოფილ ლელას მრავალმნიშვნელოვანი მზერა სტყორცნა.
–ასეთ დროს, საით?! – ოთახის კუთხიდან გაისმა ახალგაზრდა მამაკაცის ხმა და მარგიანმა ოდნავ მობეზრებული გამომეტყველებით გახედა „არამკითხე მოამბეს“. საერთოდ არ იცნობდა ამ ბიჭს, რაში ანაღვლებდა ნეტავ , სად წავიდოდა ნინა დილის 6 საათზე?! პირველმა ისეთი მძიმე მზერა დაასო „არამკითხე მოამბეს“, ბიჭის სხეულს ბზარი რომ გასჩენოდა არავის გაუკვირდებოდა.
პასუხი, რა თქმა უნდა, არავის გაუცია.
ლელამ ღიმილით მიაცილა კარამდე და ანდრიას ისე „ჩაეფსკვნა“, მარგიანმა ვეღარ მოითმინა და გულწრფელად ახარხარდა. პირველმა მრავალმნიშვნელოვნად ჩაუკრა ქალს თვალი და ძალიან მსუბუქად დაუქნია უძილობისგან გადაღლილი თავი.
კიბეებზე ჩაირბინა თუ არა ნინამ, საოცარი თავისუფლება იგრძნო. აღარც შებოჭილი იყო და არც ნაძალადევი ღმილის აკვრა სჭირდებოდა ლამაზ ნაკვტებზე ..
–საით?! – სახეგაბრწყინებულმა ახედა ანდრიას და სასურველი პასუხის მოლოდინში გაინაბა.
–მთახწმინდაზე! – მთელი სხეულით მოეშვა პირველი, სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ქუჩის კუთხეში გაჩერებული მანქანისკენ დაიძრა. ნინა ოდნავ აღელდა .. თვალი ინსტიქტურად გაექცა ნაგვის ურნისკენ და საბედნიეროდ, მასში მთელი სხეულით ჩაძირული მოძრავი სხეული ვეღარ დაინახა. სამაგიეროდ, მთვარის კამკამა შუქზე არაჩვეულებრივად გაარჩია იქვე გაწოლილი, არხეინად მძინარე, სულ ციცქნა ლეკვი .. სიცილით დასტაცა ხელი და გაღიმებაც კი ვერ მოასწო ანდრიამ, ისე აღმოჩნდა ნინა სასიამოვნო სურნალით გაჟღენთილ მანქანაში მოკალათებული.
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

გამარჯობა, ბავშვებო ! ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ მოგეწონებათ, ისიამოვნებთ და ემოციებს გამიზიარებთ. <3 ესეც ჩემი სუუუულ , სუუუულ პირველი ისტორია ამ არაჩვეულებრივ საიტზე.



№1  offline წევრი ელეონორა

საოცრად "ჩემიანი" ისტორიაა! მიხარია, ასეთი არაჩვეულებრივი ხალხი რომ გამოანათებთ ხოლმე საიტზე.

 


№2  offline წევრი პირველი

ჩემი გვარის დანახვამ ამ არაჩვეულებრივ ბიჭზე ძალიან გამახარა.
მართლა, მართლა, მართლა ძალიან მაგარი გოგო ხარ!
ნინა ისეთია, როგორიც უნდა იყოს ..
მინდა ძალიან ბევრი მკითხველი გისურვო იმიტომ, რომ იმსახურებ.

 


№3  offline წევრი ნაცნობი

უხ ნინა, ნინა:)!!!!! მიხარია ნინასნაირი პერსონაჟი და შენ მიხარიხარ კიდევ ძალიანნ!!

 


№4  offline წევრი ლილიანა7

მე კიდევ მიხარია, "ნინა" ასე სწორად რომ გაიგეთ! მადლობა უღრმესი.

 


№5  offline წევრი nanako123

Dzalian sasiamovno wasakitxia <33 ukve "sashinlad" momwons es motxroba ^_^

 


№6  offline წევრი რაც გიყვარს

არაჩვეულებრივი ფოტო, არაჩვეულებრივი სახელი, არაჩვეულებრივი პერსონაჟები .
წინასწარ ვამბობ ანდრო ჩემია)))))) შესანიშნავი ხარ

 


№7  offline წევრი ლილიანა7

vaime , verc carmoidgent ise gamaxaret!

 


№8  offline წევრი გვირილა ♡

როგორ მომეწონა ♡ წარმატებები და მალე განაგრძე რააა ♡ ველი შემდეგ თავს. ♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent