შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსაზღვროდ-(1)


6-07-2015, 00:59
ავტორი Annano.00
ნანახია 1 982

იმ დილით ძალიან ანერვიულებულმა გავიღვიძე. საწოლზე წამოვჯექი და საათს გავხედე. ჯერ ძალიან ადრე იყო, მაგრამ დაძინებას აშკარად ვეღარ მოვახერხებდი. ჩემს გვერდით, პატარა კარადის თავზე ხელი მოვაფათურე და ფურცლები ავიღე, რომელზეც რაღაც ლექსი ეწერა, და გამეორება დავიწყე. მაშინ პირველად მივდიოდი თეატრში, გასაუბრებაზე, და კასტინგი უნდა გამევლო. ჩემი საუკეთესოზე საუკეთესო მეგობარი, ლილე, უკვე მეორე წელი იყო რაც თეატრის ახალგაზრდული დასის წევრი იყო. მსახიობობა სულ ჩემი ოცნება იყო და იქნება, მაგრამ იქ მისვლას ვერასდროს ვბედავდი. ყოველთვის მეშინოდა, რომ უნიჭო აღმოვჩნდებოდი. მაგრამ ლილემ მიღებამდე ერთი კვირით ადრე ძალით მომიტანა ფურცელზე დაწერილი ლექსი, რომელიც უნდა მესწავლა და შემდეგ კასტინგზე წამეკითხა.

-ნინი, ბოლო შანსი გაქვს, ან ამ კასტინგზე გახვალ ან შენს ოცნებას სამუდამოდ მოეღება ბოლო.-მითხრა და ფურცელი შემომაჩეჩა. იმ წამს ჩემს თავში ნამდვილ ძალას ვგრძნობდი და უყოყმანოდ დავთანხმდი, მაგრამ ახლა, როდესაც ფურცელს უაზროდ დავშტერებოდი და ტვინში აღარაფერი შედიოდა, სულ შევიცვალე აზრი. ავდექი და შხაპი მივიღე, მოვწესრიგდი და გაბრაზებულმა ფურცლები ჩემს ზურგჩანთაში უხეშად ჩავტენე. რამდენიმე სკოლის წიგნი და რვეულიც მივაყოლე და საათს გავხედე. სახლიდან თუ ახლა გავიდოდი, სკოლაში ერთი საათით ადრე მივიდოდი. საერთოდ არ ვიყავი ჭამის ხასიათზე, მაგრამ არაფრის კეთების ნაცვლად ყავის დალევა ავირჩიე და სამზარეულოში გავედი. ჩაიდანში წყალი ჩავასხი, გაზქურაზე შემოვდე და მაგიდას მივუჯექი. მაინც რა მანერვიულებდა? თუ არ მიმიღებდნენ, უბრალოდ უკან წამოვიდოდი. მაგრამ ეს გამანადგურებდა. ბავშვობიდან ძილის წინ ხშირად წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ ვიდექი სცენაზე, გავყურებდი ხალხით სავსე დარბაზს, როგორ მეკვროდა სუნთქვა აპლოდისმენტების გაგონებისას, როგორ ვთამაშობდი რომელიმე თუნდაც უმნიშვნელო როლს... მაგრამ რეალურად, ყოველთვის მქონდა რაღაც კომპლექსი, რაც ხელს მიშლიდა არა მარტო ჩემი თავის გამოხატვაში, არამედ სხვებთან კომუნიკაციაშიც. დიდი სანაცნობო წრე მყავდა, მაგრამ სულ რამდენიმე მეგობარი. ლილე მათ შორის ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო, მახსოვდა, მესამე კლასში როგორ გადავედი ახალ სკოლაში და უცხო ბავშვებს შორის როგორ დავინახე მის თვალებში რაღაც ნაცნობი და ახლო. მის გვერდით დავჯექი. ჯერ გაუბედავად დავიწყეთ ერთმანეთისთვის კითხვების დასმა, მაგრამ უკვე მესამე გაკვეთილზე, ჩვენმა დამრიგებელმა ორივე გარეთ გაგვყარა იმის გამო, რომ გაუჩერებლად ვლაპარაკობდით. იმ დღის შემდეგ მე და ლილე განუყრელები ვართ. ლილე ჩემზე ოდნავ დაბალია, უფრო ღია ფერის თმა აქვს, მე კი მუქი ყავისფერი და სწორი, მოკლე თმები, თაფლისფერი თვალები და მასავით სუსტი აღნაგობა მაქვს. ერთი სიტყვით, არც გამორჩეულად ლამაზი ვარ და არც შესამჩნევად მახინჯი. სკოლაში სულ კარგად ვსწავლობდი. მაშინ კი მე-11 კლასში გადავედი და დავიწყე მასწავლებლებთან გაუთავებელი სიარული და გაკვეთილებზე ტვინის ჭ....ტა. ჩემი დედ-მამა ძალიან გამგები ადამიანები არიან და ყოველთვის იმას მირჩევდნენ, ყველაფერში ჩემი გულისთვის მომესმინა. მათ შორის პროფესიის არჩევისას. სერიოზულად მინდოდა მსახიობობა, მაგრამ თან ალტერნატივებსაც განვიხილავდი. მაგალითად სამედიცინო, იქედან გამომდინარე, რომ მამაჩემი ექიმია და კლინიკასთან ამდენ წლიანმა ურთიერთობამ იგი ძალიან შემაყვარა. არცერთხელ არ მყოლია შეყვარებული. მაგრამ არსებობდა კიდევ ერთი მიზეზიც, რის გამოც ასე ძალიან მინდოდა დასში.. უფრო სწორად ვის გამოც. ლილეს რამდენჯერმე რეპეტიციაზე წავყევი, მათთან კი, დასში, შეხედვისთანავე მომეწონა ერთი მაღალი, ქერა, ცისფერთვალება ბიჭი. რათქმაუნდა, თვითონ ვერც შემამჩნია. მე კი ვუყურებდი, ვუყურებდი და თვალს ვერ ვაშორებდი.. მერე გავიგე რომ სახელად სანდრო ერქვა. შეყვარებულიც ყავდა, და ძაან კარგადაც ცხოვრობდა. მაგრამ მაინც... მე ის საშინლად მომწონდა. მის გამო ყველა სპექტაკლს ვესწრებოდი, არა, ისედაც კი მიყვარდა იქ სიარული, მიყვარდა რა, ვგიჟდებოდი, მაგრამ გაასმაგებულად მივრბოდი რომ საბა მენახა. ახლა კი, ერთადერთი შანსი მქონდა, რომ მივყოლოდი ჩემს ოცნებას, და უფრო ახლოს გამეცნო ის. და თუ ამ შანსს არ გამოვიყენებდი, თეატრისკენ ყველა გზა იკეტებოდა. ღრმად ამოვიოხრე და ჩაიდნიდან წყალი ყავის ჭიქაში ჩავასხი. მოვურიე და მოვსვი. ცხელმა სითხემ ძარღვებში სასიამოვნოდ გამიარა. თავიდან ყველა ფიქრი ამოვიგდე, საათს გავხედე და სახლიდან გასვლა დავაპირე. დედას დავუძახე

-დეე, წავედიი-და კარიც მოვიჯახუნე. გადავწყვიტე, სკოლისკენ ფეხით წავსულიყავი, ყურსასმენებიც ამოვიღე და მუსიკას ბოლო ხმაზე ავუწიე. სულ მეჩხუბებოდნენ, რომ ასე სიარულის გამო როდესმე მანქანა გამიტანდა, მაგრამ "დავიკიდე" და გზა გავაგრძელე. მუსიკა იმ დღეს მართლა ჰაერივით მჭირდებოდა. სკოლაში მაინც ყველაზე ადრე მივედი. ჩანთა მერხზე მოვისროლე და დერეფანში გავედი. უაზროდ დავბოდიალებდი, სანამ სკოლა მოსწავლეებით თვალსა და ხელს შუა არ გაივსო. კლასში დავბრუნდი. ლილე მოსულიყო, ადგილი ჩემს გვერდით დაეკავებინა და ჩემთან მჯდომ კლასელს ეჩხუბებოდა რომ აუცილებლად გადამჯდარიყო სადმე სხვაგან. არ მიყვარს ხალხის ლანძღვა, მაგრამ მართლა იდიოტი მეწყვილე მყავდა. ბოლოს როგორც იქნა ლილემ ყვირილის შემდეგ მოაკეტინა, დაღლილი სახით გამომხედა და თვალები აატრიალა.

-გაიმეორე?-დიდი ენთუზიაზმით შემეკითხა-სპორტზე ჩვენ ადგილას გავიდეთ და მომიყევი. ჩვენ ადგილს ეზოში ხის ძირში მინდორს ვეძახდით, სადაც ხალხი საერთოდ არ მოდიოდა და სულ განმარტოებულად ვისხედით.

ერთი ამოვიოხრე და გამშრალმა ვუპასუხე:

-ზუსტად ვიცი, რომ იქ გასვლისას ყველაფერი დამავიწყდება.

-დაგახრჩობ-დამემუქრა და ძალიან გაბრაზებულმა გამომხედა

-დიდი მადლობა, ძალიან დამამშვიდე-ამოვიბურტყუნე და კლასში უკვე შემოსულ მასწავლებელს მოწყენილი სახით გავხედე. გაკვეთილებლა ჩაიარა. სპორტზე მოყოლილი ლექსი არც ისე ცუდად ჟღერდა. ახლა საკითხავი იყო იქ რა შემხვდებოდა წასაკითხად. საღამოს როგორც იქნა, მეღირსა და რეჟისორთან შევედი. შეხედვისთანავე მივხვდი, რომ ძალიან სასიამოვნო ადამიანი იყო და ნერვიული სპაზმები მომეხსნა.

-ნინი ნიშნიანიძე არა?-გამიღიმა

-დიახ-მეც საპასუხოდ გავუღიმე.

-ალბათ იცი, მე შენი რეჟისორი ვიქნები, თუ რათქმაუნდა..

-კი კი როგორ არა

-მაშინ მოდი დავიწყოთ, ჯერ ფურცელი აიღე და მასზე ტექსტი წამიკითხე, რაც შეიძლება გრძნობებით და გამოთქმით.

მაგიდას ნელა მივუახლოვდი და ერთ-ერთი ფურცელი ავიღე. რაღაც დიალლოგი შემხვდა. მთელი გულით ვეცადე, კარგად გამომსვლოდა. კითხვის დასრულებისას გიორგის, რეჟისორს შევხედე, მაგრამ არაფრისმთქმელი გამომეტყველება ჰქონდა. ფურცელი თავის ადგილას დავაბრუნე და დაველოდე. მალევე მითხრა, რომ ლექსი წამეკითხა. გული ამიკანკალდა, ღრმად ჩავისუნთქე, თვალები დავხუჭე და პირველი სიტყვა ძალიან აკანკალებული ხმით წარმოვთქვი, ნელ-ნელა, მოყოლის პროცესში, კონცენტრაცია ლექსის შინაარსზე მოვახდინე, მთელი სხეულით დავიწყე მისი შეგრძნობა, ეს პირველად ხდებოდა. საერთოდ გადამავიწყდა სად ვიდექი, რას ვაკეთებდი.. უბრალოდ მე ამ ლექსის ნაწილი გავხდი და ყველა არსებული რესურსით, იყო ეს მიმიკა, ჟესტი, ხმა, სხეული თუ სხვა მე ამას გადმოვცემდი და გამოვხატავდი. ლექსი დავასრულე და ირგვლივ მიმოვიხედე. უცებვე დავუბრუნდი რეალობას და ჯერ კიდევ ჩემი გარდასახვით გაოცებულმა რეჟისორს გაუბედავად გავხედე. ნერვიული სპაზმი მუცელში დაბრუნდა. ხელები ოდნავ ამიკანკალდა. გიორგის თვალები გაფართოებოდა და თვითკმაყოფილი ღიმილით თავს ოდნავ შესამჩნევად აქნევდა. გული ისე სწრაფად მიცემდა, მეგონა მალე საგულედან ამომივარდებოდა. პასუხს ველოდებოდი, როდესაც მან თქვა:

-ულაპარაკოდ, მიღებული ხარ-ამის შემდეგ კი მთელი სხეულით მოვეშვი, ბედნიერების მორევში გადავეშვი და დანარჩენი სიტყვებიდან მხოლოდ ეს გავიგონე:

-ხვალ რეპეტიციაზე მოხვალ, 7 საათზე

-კარგით, დიდი მადლობა-ამოვილუღლუღე და კარისკენ ბორძიკით წავედი, გავაღე და ნერვიულობისგან კარზე აკრულ ლილეს გაფართოებულ თვალებს გადავაწყდი. კარი ჩემ უკან მოვხურე, ლილეს ხელი მოვკიდე და დერეფანში გავიყვანე, თან სახეზე ღიმილს ვერ ვიშორებდი.

-არ იტყვი რა მოხდა?-თითქმის მიყვირა

-ხვალ რეპეტიცია 7-ზე გვაქვს-ამაყად გამოვუცხადე და მთელი ძალით გადავეხვიე. ჯერ გაშეშებული იდგა, და ინფორმაციას აანალიზებდა, შემდეგ კი როდესაც ყველაფერს მიხვდა ხელში თითქმის ამიტაცა და კივილ კივილით უფრო ძლიერად ჩამეხუტა

-არ მჯერა!! ვაიმე რა მაგარია! ყველაზე ნიჭიერი ხარ-და მსგავს რაღაცეებს მეუბნებოდა, მე კი საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას და ვფიქრობდი. და ამის შემდეგ მე ოცნება ამიხდებოდა. თუ დიდი ნიჭი არ მქონდა, ერთხელ მაინც მექნებოდა შანსი სცენაზე ფეხის დადგმის. და ხვალ, 7 საათზე, მიუხედავად ყველაფერისა, მე სანდროს ვნახავდი. გავიცნობდი, არამარტო მას, ყველას ვისაც შორიდან ვაღმერთებდი. მალე მე მათი ნაწილი გავხდებოდი. სახლში როგორ მივედი საერთოდ არ მახსოვდა. იმ დღეს სახიდან ღიმილი არ მშორდებოდა. დედ-მამამ მომილოცა, ჩემმა უფროსმა და საყვარელმა ძამიკომ-საბამაც. დავწექი, სკოლაში წასვლას არ ვაპირებდი, თითქმის მთელი ღამე ფიქრებში გადავათენე. მხოლოდ გამთენიას ჩამეძინა. სიზმრადაც რაღაც ტკბილს და ახლოს ვნახულობდი. მე იმ წამს ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი მსოფლიოში.



№1  offline წევრი jadoqari

ძალიან მომეწონა ყოჩაღ lol belay

 


№2  offline წევრი Annano.00

jadoqari
ძალიან მომეწონა ყოჩაღ lol belay

დიდი მადლობა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent