შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხსნელი 3


6-07-2015, 08:57
ავტორი dona gedi
ნანახია 3 256

დილით ვიღაცის კოცნამ გამომაღვიძა. თვალები გავახილე.
_დედა! _შევძახე გაოცებულმა. _როდის დაბრუნდი, რატომ არ გამაფრთხილე?
_ჩემო გოგო. _დედამ გულში ჩამიკრა.. _მინდოდა გამეხარებინე..
ცრემლები წამომცვივდა, არ მინდოდა მაგრამ ვერ შევიკავე.. ისეთი თბილი იყო.. დედას სურნელიც კი მომნატრებოდა. მამაც შემოვიდა, გული აუჩუყდა ასე რომ დაგვინახა და ამის დასამალად დედას წამოყენებას ცდილობდა.
_ადექი მარიამ, გეყოფათ. დაისვენე, გამოიცვალე მაინც.
_მართალი ხარ, აბაზანაში შევალ დე მე, შენ მანამდე ადექი კარგი?
_მიდი დედა. მე და მამა რამეს მოგიმზადებთ._ მამას თვალი ჩავუკარი. ჩავიცვი და დედასთვის ყავა და ფუნთუშები გავამზადე. აბაზანიდან რომ გამოვიდა თვალები გაუბრწყინდა, ჩვეულებრივ ამას თვითონ აკეთებდა ხოლმე, მე მაინც იშვიათად მიწევდა.
_დე თუ გინდა ჯერ საჭმელს გაჭმევ.
_არ მინდა ჯერ ყავა მირჩევნია დედიკო.
_კარგი მაშინ მოდი და თან მოგვიყევი რა ხდებოდა შენთან.
_ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ოთხი დღეა რაც ქეთი გამოწერეს და უკვე უკეთაა. თქვენ მითხარით როგორ იყავით უჩემოდ, გაგიჭირდაა დე დიასახლისობა?
_ეს მამას კითხე. _სიცილით ვუთხარი მე.
_მინდა გითხრა რომ საუკეთესო შვილი გყავს, ყველაფერს ასწრებს, საქმესაც და გართობასაც._უთხრა მამამ._საჭმელებიც გამოსდის ასე თუ ისე._დაუმატა სიცილით.
_გეყოთ ჩემ დიასახლისობაზე ლაპარაკი, საკუთარი თავის მოვლა მშვენივრად გამომდის. ხომ არ გავიწყდებათ რომ სამი წელია დამოუკიდებლად ცხოვრება დავიწყე?_ორივემ სიცილი დაიწყო. მამა რომ წავიდა მე და დედა ჩემ ოთახში მოვკალათდით და კარგად ვიჭორავეთ..

დედა ჩემი უფროსი მეგობარია, უფრო სწორედ რომ ვთქვათ, ყველანაირად ცდილობს საუკეთესო მეგობარი იყოს და დედობრივი რაღაცეები არ გამოურიოს ხოლმე, აი ისეთი რაღაცეები შვილებს რომ ძალიან აღიზიანებთ.. მართალია ხანდახან მაინც გამოურევს ხოლმე, მაგრამ მაინც ყოველთვის ვთანხმდებით. ალბათ იმიტომ რომ ორივეს შეგვიძლია დათმობა, თან მარიამი იმ დედების რიცხვს არ მიეკუთვნება, რომლებიც შვილებს საკუთრებად აღიქვავენ. ხშირად უთქვამს:_’’შვილი მშობლისა არ არის, ღვთისააო.“ ფიქრობს რომ შვილს დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალება უნდა მისცე, მაგრამ როცა საქმე ჩემ დამოუკიდებლობას ეხება ცოტა უჭირს ამას შეეგუოს. მასში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ შეუძლია ცხოვრებას და საერთოდ სხვადასხვა საკითხებს, შენი თვალით შეხედოს. ამიტომ მიგებს ყოველთვის და მისი ეს თვისება მეც მაიძულებს რომ მისი თვალით შევხედო ხოლმე ამათუიმ საკითხს. მართალია მე ნაკლებად გამომდის ეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემში თინეიჯერი ბავშვი იღვიძებს, მაგრამ მაინც ვცდილობ...
***
_ანასტასია გაიღვიძე! უნდა წახვიდეთ დედა. მიდი, მიდი გამოფხიზლდი.
_აუ როგორ მეძინება..
_არაუშავს, ადექი წყალი გადაივლე და გამოფხიზლდები.
ავდექი. აბაზანაში შევედი, მოვწესრიგდი. საოცრად კარგ ხასიათზე ვიყავი. მუსიკა ჩავრთე და ჩემი ჩემოდნების შესამოწმებლად გავედი ოთახში. მამას ისევ ჩაუდია ჩანთის ჯიბეში თვალებში შესასხურებელი რაღაც საშინელი სპრეი. არასოდეს დამჭირვებია მისი გამოყენება მაგრამ მაინც სულ მატანდა. მალე ელიმაც დამირეკა მზად ვარ და შეგიძლია გამომიაროვო. დედას და მამას დავემშვიდობე და წავედი. ელიც ჩემსავით იყო აღტაცებული. 6-7საათი ვიმგზავრეთ. სახლში დაქანცულები მივედით, მაგრამ დასვენების დრო არ გვქონდა. სახლი საშინლად იყო დამტვერილი, მთელი წელი არავინ შედიოდა შიგნით. ჯერ სახლი დავალაგეთ, ყველა კარი და ფანჯარა გავაღე რომ გრილ ჰაერს შიგნით შემოეღწია. ჩემი ფილტვები ხარბად ისრუტავდა ჯანგბადს. მთაში თითქოს სხვანაირი ხდები, თითქოს შენც ბუნების ნაწილი ხარ და ტკივილამდე სასიამოვნოა თავისუფლების ის შეგრძნება, რომელსაც მხოლოდ მთებში გრძნობ..
საღამოს გარეთ გავედით. ერთ ამაღლებულ გორაზე მოვკალათდით ჩვენი ცხელი ყავებით და ორივე ასე ჩუმად ვისხედით და დებილებივით გვეღიმებოდა..
_ახლა კოცონი რომ გვქონდეს უფრო კარგი იქნებოდა,_ვთქვი მე,_მაგრამ არაფრის თავი აღარ მაქვს..
_ხო, არც მე.. თორნიკეც რომ მოვა უფრო ადვილი იქნება,_თვალი ჩამიკრა,_საკაცო საქმეების გაკეთბა აღარ მოგვიწევს..
_ხვალ უკვე დასვენებულები ვიქნებით და დღისითვე მოვაგროვოთ შეშა კოცონისთვის.
_სახლში დარეკვა არ დაგვავიწყდეს, ინერვიულებენ.
_კარგი, ყავას რომ დავლევთ მერე მე დავურეკავ..

***
მთელი ღამე ისე მეძინა არაფერი არ გამიგია.. დილით ჯერ მე გამეღვიძა. მარტო არ მინდოდა და ელიც გავაღვიძე. ბუტერბროდები მოვამზადე და ისევ ჩვენ გორაზე გავედით დილის შესახვედრად. მზე ახალი ამოწვერილი იყო.
_მალე გაგვღვიძებია, ალბათ წუხელ მალე რომ დავიძინეთ იმიტომ. საათი არც მინახავს._თქვა ელიმ.
_აქ დრო უმნიშვნელო ხდება, იშვიათად ვუყურებ ხოლმე საათს როცა აქ ვართ.. ახლა მხატვრული ლაპარაკი არ დამაწყებინო მთებზე._სიცილით ვუთხარი მე._თორნიკეს ელაპარაკე? როდის მოვა?
_ხვალ მოვა. ალბათ შუადღისკენ.. დღეს რამე გემრიელი მოვამზადოთ.
_მოდი სამწვადე წამოვაღებინოთ, კოცონსაც დავანთებთ.
_კარგი დავურეკავ დღეს და ვეტყვი წამოიღოს. ცოტახანს ასე ვისხედით, უაზროდ ვლაყბობდით და ყავას მივირთმევდით, მერე მოვემზადეთ ტყეში გასასვლელად, რომ შეშა მოგვეგროვებინა. ბევრი ვიბოდიალეთ, გრძელი ტოტები წავათრიეთ სახლში და კოცონისთვის დავხეჩეთ. სახლში შევედით თუარა ფანჯრის გამოსაღებად მივედი, მიყვარს გრილი ჰაერი რომ შემოდის სახლში.
საჭმლის მომზადება დავიწყეთ. გემრიელადაც მივირთვით და მერე სოფელში წასასვლელად მოვემზადეთ. ჩემი სახლი სოფლისგან ცოტა მოშორებით იყო. იქ თითქმის ყველას ვიცნობდით, საღამოობით ხშირად ვიყავით ხოლმე მათთან. მთელი სოფლის ახალგაზრდები კოცონთან ვიკრიბებოდით და ვერთობოდით.
გზადაგზა გვირილების გვირგვინებიც გავიკეთეთ მე და ელიმ. პირველად დეიდა მარტასთან მივედით, ძალიან საყვარელი ქალია. მზრუნველი და თბილი. 2შვილი ყავს. 8 წლის ლიკა და 5 წლის დავითი. დავითი ცერებრალური დამბლითაა დაავადებული. დეიდა მარტას ბევრი სირთულის გადალახვა უწევდა ამის გამო.. მისი ქმარი გიორგი რამდენიმე დღით ამოდიოდა ხოლმე მთაში, სამსახურის გამო დიდხანს ვერ რჩებოდა. ბებია სულ ეხმარებოდა ხოლმე მათ ოჯახს და მარტა სულ ისე იხსენებდა მას როგორც საკუთარ დედას. ყოველთვის როცა მათთან მივდიოდი ახალ-ახალ ამბებს მიყვებოდა ბებიას შესახებ. მეც რაღაც მიუწვდომელ, დიდებულ ქალბატონად მესახებოდა ბებია. მე მისი სახელი დამარქვეს. მარტამ რომ დაგვინახა ხელებგაშლილი გამოგვეგება:
_ჩემო გოგონებო, რა კარგია რომ მოხვედით._ორივეს გადაგვეხვია და სახლში შეგვიყვანა.
_როგორ ხარ დეიდა მარტა?_ვკითხე მე._ბავშვები სად არიან?
_ბავშვები მეზობელ სახლში არიან, პატარები გაიცნეს და ვეღარ ვაცილებთ ერთმანეთს, მთელი დღე თამაშობენ. ჩემი დავითიც დასდევთ მათ და მათი სიხარული უხარია მასაც.
_როგორაა მისი ჯანმრთელობის საქმე დეიდა მარტა?_იკითხა ელიმ._ახალი ხომ არაფერი უთქვამთ ექიმებს?
_არაფერი ჩემო კარგო, ისევ ისეთი მდგომარეობაა, ექიმთან ვიყავით სანამ წამოვიყვანდი და მამშვიდებდა, ბედნიერი უნდა იყო რომ მხედველობის და სმენის პრობლემები არ დაერთო ამ ყველაფერსო.
_მართალი უთქვამს დეიდა მარტა._მიმართა ელიმ.
_როდის მოხვედით გოგოებო?
_გუშინ საღამოს მოვედით. ხვალ ელის თორნიკესაც ველოდებით, მერე ერთად გამოგივლით.
_კარგია, უფრო დაწყნარებული ვიქნები, სულ ვნერვიულობ ღამით რომ მარტოები ხართ ხოლმე. მოდი ამაღამ ჩემთან დაგტოვებთ ჩემო გოგოებო და ხვალ გაგიშვებთ.
_არაფერი არ წამოგვიღია დეიდა მარტა, ნუ ნერვიულობ მამამ როგორც ყოველთვის გამომატანა თავდაცვის საშუალება._სიცილით ვუთხარი.
_ძალიან კარგი._სიცილით მიპასუხა მარტამ,_მაგრამ ამაღამ არსად გაგიშვებთ, ყველაფერს მე მოგცემთ რაც დაგჭირდებათ.
_კარგი დეიდა მარტა,_უთხრა ელიმ,_მაგრამ ერთი პირობით, ხვალ დილით ადრე წავალთ, რომ თორნიკეს სახლში დავხვდეთ.
_კარგი, დილით ადრე გაგიშვებთ. ახლა კი რამე უნდა გაჭამოთ.
_არაფერი არ გვინდა, სანამ წამოვიდოდით ვიდიასახლისეთ, სალათი და კატლეტი მოვამზადეთ, მივირთვით და ისე წამოვედით. მართლა კინაღამ დამავიწყდა, ბავშვებს პატარა საჩუქრები მოვუტანეთ,_ჩანთიდან პარკი ამოვიღე და მარტას მივეცი._რომ დაბრუნდებიან მიეცი, გაუხარდებათ. მარტას თვალები გაუბრწყინდა, ძალიან უხაროდა ხოლმე როცა ვინმე უბრალო ყურადღებას მაინც გამოიჩენდა მათ მიმართ. რაღაცნაირი თავმდაბალი ქალი იყო, ხანდახან ვფიქრობდი, საკუთარ თავს კარგად ვერ აფასებს მეთქი. არ იცოდა რამდენად დადებითი ადამიანი იყო.
საღამოს კოცონთან შევიკრიბეთ, ახალი ბავშვებიც შემოგვმატებოდნენ. ალბათ 15-20 ბავშვი ვიყავით. ხან ვთამაშობდით, გიტარაზე ვუკრავდით, ვმღეროდით, ვიცინოდით. ერთი ბიჭი მომხვდა თვალში უცნაურად მაკვირდებოდა, თამაშებში წყნარად იყო არ აქტიურობდა, მხოლოდ ერთხელ დაუკრა გიტარაზე და თვითონვე იმღერა. ლამაზი ხმა ჰქონდა... ელიმაც შეამჩნია მისი მზერა და გადმომჩურჩულა:
_ეს ბიჭი ვინაა წინ რომ გვიზის? არ გაიხედო იქით! რაღაც უცნაურად იყურება. როგორც გაგვაცნეს ახალია, შენ ხომ არ იცნობდი?
_არა. მეც შევამჩნიე და ისე მაკვირდება ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს._ელის ჩაეცინა.
_ანასტასია, ძვირფასო მოდი ტელეფონი გირეკავს._მარტა მეძახდა. წავედი მაგრამ სანამ ტელეფონი მომაწოდა ზარი შეწყდა. ანდრია ყოფილა, ნეტა რა მოხდა, ამ ღამით რატომ მირეკავს?_ვიფიქრე ჩემთვის. კიდევ დარეკა, ვუპასუხე:
_ანა! გესმიის ჩემი? ანა!_ძალიან აღელვებული ხმა ჰქონდა.
_კი მესმის ანდრია, რა მოხდა? კარგად ხარ?
_მე კი. შენ როგორ ხარ? სად ხარ?
_მეე მთაში წამოვედი ელისთან ერთად.
_ხო, ვიცი რომ მთაში წახვედი, მაგრამ ახლა სად ხარ? რაღაც ხმები მესმის!
_სოფელში ვარ ახლობელთან. ბავშვების ხმები გესმის. რა ხდება ისეთი შეშინებული მელაპარაკები. ან რა მნიშვნელობა აქვს სად ვარ? სიტვა არ დამამთავრებინა:
_კარგი, არფერია მერე აგიხსნი. ახლა უნდა წავიდე და ფრთხილად იყავი კარგი?
_კი მაგრამ, მოიცადე. ვერაფერი გავიგე.
_მერე ვილაპარაკოთ ანა. ერთხანს ჩუმად იყო, მეც ხმა ვეღარ ამოვიღე, ვერ გავიგე რა ხდებოდა. მერე ტელეფონი გათიშა. უნებურად უკან მოვბრუნდი და ხის უკან ის ბიჭი დავინახე, მე რომ მაკვირდებოდა. ისევ ისეთი თვალებით მიყურებდა, როგორც ჩანს მომისმინა ტელეფონზე რომ ვლაპარაკობდი. კარგად დავაკვირდი და ნერვებ მოშლილმა დავუძახე:_ჰეი, ვინ ხარ? უცებ სადღაც გაქრა. შემეშინდა, ხომ არ მომელანდა მეთქი. კოცონთან დავბრუნდი. ის ბიჭი იქ აღარ იყო.
_ელი იმ ბიჭს რა ერქვა?
_მგონი ლაშა, ზუსტად არ მახსოვს. შენ რომ წახვედი, ცოტახანში ადგა ისიც, მეც გამოვედი შენთან, მაგრამ რომ დაგინახე მარტო იყავი უკან დავბრუნდი. რამე გითხრა?
_არაფერი. ტელეფონი რომ გავთიშე და უკან მოვბრუნდი ხის უკან იდგა და მიყურებდა, დავიძახე ვინ ხარ მეთქი და უცბად ისე გაქრა თითქოს მოჩვენება იყო.
_ვინ გირეკავდა?
_ანდრია იყო. ვერაფერი გავიგე რა უნდოდა. განერვიულებული ჩანდა და არ მითხრა რა ხდებოდა მერე აგიხსნიო. ხასიათი გამიფუჭდა რაღაცნაირად. მოდი დავბრუნდეთ რაა სახლში.
_ჩვენ სახლში თუ მარტასთან?
_არა, ახლა ჩვენთან რომ წავიდეთ მარტა ვეღარც მოისვენებს.
_კარგი წავიდეთ. _ბავშვებს დავემშვიდობეთ და წავედით.
_დეიდა მარტა სად ხართ? ოთახში არავინ ჩანდა. მერე გვერდითა ოთახის კარი გაიღო, მარტამ თავი გამოყო და ჩურჩულით გვითხრა:
_ახლავე მოვალ გოგოებო. ცოტახანში გამოვიდა ოთახიდან.
_ბავშვები უკვე დააძინე?_ვკითხე მე.
_მთელი დღე თამაშით ისე იღლებიან, ძილში არც კი ტოკავენ. მოდით გოგონებო ცხელი ჩაი დავლიოთ რას იტყვით?
_მე წყალს ავადუღებ._თქვა ელიმ და წამოხტა.
_კარგით მე ჩაის გავამზადებ._ავყევი მეც.
_მაშინ მე ნამცხვარზე ვიზრუნებ._სიცილით თქვა მარტამ.
ჩაი დავლიეთ, ცოტა კიდევ ვიჭორავეთ და მერე მარტამ დაგვაწვინა__ ხვალ მალე უნდა ადგეთ და დროით დაიძინეთო.
დილით მაღვიძარას ხმამ გამომაფხიზლა. ელიც გავაღვიძე და ჩუმად მოვემზადეთ წასასვლელად რომ მარტა და ბავშვები არ გაგვეღვიძებინა, მაგრამ მისაღებ ოთახში რომ გავედით მარტას უკვე ყავა და ფუნთუშები მოემზადებინა.
_უჭმელად არსად გაგიშვებთო ვითომ მკაცრად გვითხრა, თან ეცინებოდა. ჩანთაში თავისი გამომცხვარი ნამცხვარი და საჭმელი ჩაულაგებია და ისიც თან გაგვატანა. ჯერ უარს ვეუბნებოდით, მაგრამ გვითხრა:_სახლში კაცი უნდა მოგივიდეთ და იმას სხვანაირი მიხედვა უნდა, თქვენ თუ არ გინდათ ის შეჭამსო. გარეთ ცოტა ციოდა, სუსხიანი დილა იყო მაგრამ ჰაერი იყო ისეთი, მინდოდა ბოლომდე შემესრუტა.. ეს ძველი ქვით ნაშენი სახლები ყველაზე დიდ სიმდიდრედ მიმაჩნდა. მთა საოცრად მამშვიდებდა და მცვლიდა, უფრო მეტად მაყვარებდა სამშობლოს..
***
სახლში მივედით და რამდენიმე საათიანი ლოდინი საუკუნედ მოგვეჩვენა სანამ თორნიკე მოვიდოდა. მანამდე შეშაც მოვაგროვეთ კოცონისთვის, ის ნამგზავრი და დაღლილი იქნებოდა. ვერც ვურეკავდით გზაში არ იჭერდა. რამდენიმე საათით დააგვიანა თორნიკემ და უკვე სერიოზულად ავნერვიულდით. ჩვენ გორაკზე გავედით და იქიდან ვიყურებოდით როდის გამოჩნდებოდა მანქანა. ელი ბოლთას სცემდა ჩემს წინ და ბოლოს თქვა:
_ნახევარი საათი კიდევ მოვიცადოთ და თუ არ მოვა წავიდეთ, მეტს ვეგარ მოვითმენ იქნებ მანქანა გაუფუჭდა და დახმარება ჭირდება თუნდაც სახლამდე მოგვიწიოს წასვალა მართლა ვეღარ მოვითმენ.
_მოდი აღარ გვინდა ეს ნახევარი საათიც წავიდეთ რაა ვეღარც მე ვითმენ და აღარც გითხარი._წამოვდექი მანქანის გასაღები და ტელეფონები ავიღეთ, ქურთუკები მანქანაში ჩავდეთ და წავედით. საჭესთან მე დავჯექი. ერთი გამვლელი მანქანა შეგვხვდა და გავაჩერეთ, თორნიკეს მანქანა ავუღწერე და ვკითხე ხომ არ გინახავთ მეთქი გზაში, გერმანელი ტურისტები იყვნენ და კიდევ კარგი ცოტა გამეგება გერმანულის, აგვიხსნეს რომ ნახეს ის და ჩვენც შედარებით დავმშვიდდით. 10-15 წუთი კიდევ ვიარეთ და მისი მანქანაც გამოჩნდა. გავაჩერე და მანქანიდან გადმოვხტით. რომ დაგვინახა თორნიკემაც უცბად დაამუხრუჭა და გადმოვიდა. ელი გაიქცა და ჩაეხუტა. სანამ მეც მივიდოდი თორნიკეს მანქანის უკან კიდევ ერთი ჯიპი გაჩერდა. თორნიკესთან მივედი და მოვეხვიე.
_აქ რა გინდათ ბავშვებო?_გვკითხა თორნიკემ.
_ძალიან რომ დააგვიანე შეგვეშინდა._უპასუხა ელიმ._სად იყავი ამდენ ხანს?
ამ დროს მანქანიდან გადმოსული ბიჭები დავინახე.
_ანდრია? სანდრო? აქ რა გინდათ?_წამოვიძახე მე.
_მანქანა გამიფუჭდა ჩემო გოგოებო,_დაიწყო ანდრიამ._ბორბალი გამეჭრა და ბიჭები შემხვდნენ და დამეხმარნენ გამოცვლაში. ამიტომაც დამაგვიანდა და რადგან არ იჭერდა ვერც დაგირეკეთ. პანიკაში იყავი უკვე არაა?_ელის შეხედა სიცილით.
_შენ დამცინე და მეორეთ ვინ წამოვა შენს საძებნელად ვნახავთ._უპასუხა ელიმ.
_ანასტასია მაინც არ მიმატოვებდა შენც ხომ იცი._არ ჩამორჩა თორნიკეც.
_ეს მართალია, ვუპასუხე მე. აღარ დავბრუნდეეთ?_ვიკითხე ბოლოს.
_წავიდეთ კი._მიპასუხა ანდრიამ. ელიმ კი ხელი გამკრა და მანიშნა ბიჭები მომეპატიჯებინა. არ მინდოდა ჩემი სახლის გზა ანდრიასაც ესწავლა მაგრამ სხვა გზა აღარ იყო და დავპატიჟე.
ელი თორნიკეს ნაცვლად დაჯდა საჭესთან, რომ მე მარტო დავრჩენილიყავი და ანდრია ჩემთან ჩამჯდარიყო, მაგრამ ანდრია არ ჩავისვი გაბრაზებულმა მანქანაში და სანდრო წავიყვანე. სახლში რომ მივედით ისევ დღე იყო. სანამ ბიჭები მოწესრიგდებოდნენ და დაისვენებდნენ მე და ელი სამზადიში ვიყავით და თან ვლაპარაკობდით:
_რატომ წამოხვედი სანდროსთან ერთად? რამე მოხდა?_მკითხა ელიმ.
_ნერვები მომეშალა მარტო რომ დამტოვე. არ მინდოდა რო ამ სახლის გზა სცოდნოდა ანდრიას, ახლა მარტოები ვეღარ ვივლით.
_ანა შენ თვალები გაგინათდა როცა ის დაინახე, ხომ იცი რომ ყველაფერს ვამჩნევ, ხოდა უბრალოდ ხელი შეგიწყეთ. ჩვენ თუ არ გვენდომება ისინი აქ მაინც ვერ მოვლენ გესმიის, არ აქვს მნიშვნელობა სახლის გზა ეცოდინებათ თუ არა.
_ეგ მართალია ვერ მოვლენ, მაგრამ ისე აღარ იქნება როგორც უნდა ყოფილიყო. არაუშავს რაც არის არის. მე მიხარია რომ მათთან ერთად გავერთობით, მაგრამ არ მინდოდა ჩვენი ადგილი გაეგოთ.
_მაშინ არც თორნიკე არ უნდა წამოგვეყვანა. შენ გინდა მისი აქ ყოფნა, მაგრამ არ გინდა საკუთარ თავს გამოუტყდე ამაში.
_კარგი ხო მართალი ხარ, მაგრამ ახლა მაგ სიმართლემ ხასიათი გამიფუჭა.
_გადაგივლის არაუშავს._გამარჯვებულის სახით ჩაილაპარაკა ელიმ. მე კი უფრო მეშლებოდა ნერვები. გერეთ გავედი და ბიჭები ეზოში დამხვდნენ, უკვე დაბინდებულიყო და მწვადების შეწვა დაეწყოთ.
_თორნიკე მერე კოცონს ხომ ავანთებთ?_ვკითხე მე.
_კი, მწვადი შევწვათ და მერე მოვუსხდეთ კოცონს. ელისაც დაუძახე და ჩამოიტანეთ რაც გაამზადეთ, მწვადი მალე იქნება მზად.
_თუ გინდა დაგეხმარებით._ მითხრა ანდრიამ. მე უარი ვუთხარი და შიგნით შევედი. ელის მივეხმარე ყველაფრის გამოტანაში. მერე პლედებიც წამოვიღე და კოცონის გარშემო დავსხედით. სანიმ წითელი ღვინო მოიტანა, ძალიან გემრიელი იყო. ყველამ დავლიეთ და ხასიათიც გამომიკეთდა. ბევრი ვიცინეთ, ვითამაშეთ და ბოლოს ყველაფერი რომ მოგვწყინდა საშიშ ამბებზე გადავედით. ვინც ყველაზე საშიშ ამბავს მოყვებოდა გამარჯვებული იყო და ყველა წაგებულს მისთვის ერთი სურვილი უნდა შეესრულებინა. ანდრია და ელი ყველაზე საშიშები აღმოჩნდნენ, ამიტომ კიდევ მოვაყოლეთ ორივეს ახალი ისტორიები, მაგრამ რადგან ორივე მაგარი იყო ორივეს მივეცით გამარჯვების უფლება. ღვინომ ყველაზე კარგად იმოქმედა და ყველა სისულელეზე ვიცინოდით. სანიმ მალე თავი ჩარგო ხელებში და ჩაეძინა.
_ჯერ ისევ პატარაა._ღიმილით თქვა ანდრიამ._წავალთ ჩვენ, წავიყვან სახლში თორე ცოდოა ასე. ანდრია წამოდგა. მე კი თორნიკეს ვანიშნე დავტოვოთ მეთქი, მეშინოდა ნასვამი მთაში როგორ ივლიდა.
_ანდრია არ გინდათ ამაღამ წასვლა,_მიმართა თორნიკემ._ნასვამი ხარ და დაღლილი, სანდროც ცოდოა ძილი უნდა. დარჩით და ხვალ წადით.
_კარგი რა თორნიკე, შენ ხომ იცი როგორ ვმართავ მანქანას, არ აქვს მნიშვნელობა ფხიზელი ვარ თუ არა. _სანდრო გააღვიძა და იმანაც წასვლა არჩია, თან მამშვიდებდა:
_ნუ გეშინია, ის მანქანით უფრო უკეთ დადის ვიდრე ფეხით, ასე რომ არ ინერვიულოთ.
_დამირეკე რომ მიხვალთ ანდრია._ვუთხარი მე.
_კარგი დაგირეკავ.
თორნიკე და ელი ისევ კოცონთან მისხდნენ. მე კი ჩემი პლედი ავიღე და ბავშვებს დავემშვიდობე:
_შევალ მე წამოვწვები და თქვენ ბევრი არ იცელქოთ._ვუთხარი სიცილით.
_დარწმუნებული ხარ რომ გინდა სახლში შესვლა? თუ გინდა ჩვენც წამოვალთ._მითხრა თორნიკემ._ახლა მე თქვენს შორის ჩავდექი. ამიტომ არ მოგყავდით ხოლმე არაა?
_შენ ჩვენს შორის ვერ ჩადგები, ძალიანაც რომ მოინდომო. ხომ იცი როგორ მიყვარხარ არაა? არ უნდა გეთქვა ეგ სიტყვები. _მივედი მოვეხვიე და შუბლზე ვაკოცე._შენ კი ქალბატონო, ვიცი ეჭვიანობ ახლა და მოდი შენც მოგეხვევი._სიცილით ვუთხარი მე. შიგნით შევედი და თბილად მოვკალათდი საწოლში. ბუხარში სასიამოვნოდ ტქაცუნობდა შეშა. წიგნი ავიღე და ერთი ფურცელი არც მქონდა წაკითხული რომ ანდრიამ დამირეკა.
_ანა, გესმიის?
_კი ანდრია მიხვედით?
_კი სახლში ვართ. სანდრო გაითიშა უკვე._თქვა სიცილით.
_კარგია მაშინ მეც მშვიდად დავიძინებ.
_ანასტასია,_მითხრა სერიოზული ხმით და დადუმდა.
_რა ხდება?_ვკითხე მე._მითხარი რა გჭირს?
_არაფერი, რაღაც უნდა შემომეთავაზებინა, მაგრამ გამახსენდა რომ გინდოდათ განმარტოვებით დაგესვენათ. სხვა დროს იყოს არაუშავს.
_შეგიძლია შემომთავაზო, ვნახოთ როგორ მომეწონება_ვუთხარი სიცილით.
_უბრალოდ ერთი ადგილი უნდა მეჩვენებინა, ნახევარი გზა ფეხით უნდა გავიაროთ ოღონდ.
_რა იცი რომ ნანახი არ მექნება ის რაღაც ადგილი?
_ზუსტად ვიცი.
_კარგი მაშინ თანახმა ვარ. როდის წავიდეთ?
_ერთი პირობით წაგიყვან._მითხრა სიცილით._მარტო უნდა წამოხვიდე.
_კარგი მაგრამ რატო შეგიძლია მითხრა?
_იქ რომ მივალთ მიხვდები. თუ გინდა თორნიკეს მე ვეტყვი.
_არა თვითონ ვეტყვი, არ გინდა. მაგრამ დრო არ გითქვამს.
_ხვალ არა. ხვალზევით რომ იყოს?_მკითხა ყოყმანით.
_კარგი მაშინ ხვალ მოგწერ საღამოს, თუ არაფერი შეიცვლება წავიდეთ.
_კარგი დროებით.
ისევ ავიღე წიგნი მაგრამ კითხვის გაგრძელება ვერ მოვახერხე, ფიქრებმა წამიღო და მალევე ჩამეძინა. ღამე ელის შემოსვლა გავიგე, წიგნი ამაცალა, რომელიც ისევ ხელში მეჭირა და სანამ გამოვფხიზლდი თვალებზე თითი გადამისვა რამდენჯერმე და ისევ გავითიშე. ელიმ იცოდა რომ ასე წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი და ადვილად მეძინებოდა, ამიტომ ყოველთვის ამ ხერხს იყენებდა როცა ჩემი გაღვიძება არ უნდოდა. დილით თორნიკეს და ელის ჩურჩულმა გამაღვიძა და ოთახიდან გავყარე ნუ მაღვიძებთ მეთქი. მერე მაინც ვეღარ დავიძინე და მეც ავდექი. ყავა ტრადიციულად ჩვენ გორაზე დავლიეთ თანაც უფრო კომფორტულად. თორნიკემ საქანაო სკამები მოგვიტანა დასაკეცი იყო და მანქანით წამოიღო. ყოველთვის ძალიან მიყვარდა ასეთი სკამები და ეს რომ იცოდა თორნიკემ საჩუქრად დამიტოვა. ამ სახლში დავტოვოთ უკან ნუღა წავიღებთო. მეც სიამოვნებით დავთანხმდი. ყავა რომ დავლიეთ ჩავალაგეთ საგზალი და მეზობელი სოფლების დასათვალიერებლად გავემართეთ. მე და ელის გვქონდა დათვალიერებული, მაგრამ თორნიკემ ისეთი ადგილებიც გვაჩვენა სადაც ჩვენ არ ვყოფილვართ. ერთი დიდი მთის წვერზე ავედით და საჭმელად იქ გავჩერდით. შვიდი სოფელი მოჩანდა ამ მთის წვერიდან. ულამაზესი იყო იქაურობა, თუმცა სიცხემ ძალიან შეგვაწუხა და ტყის ჩრდილს შევეფარეთ. საღამომდე ვიყავით იქ, ყვავილები დავკრიფეთ, გვირგვინები დავწანით, სურათები გადავიღეთ, ვიწექით უაზროდ მიწაზე გულაღმა და ცას შევყურებდით.. იქ ყველაფერი მაბედნიერებდა.. ჩამოსვლა უფრო გაგვიჭირდა, ფეხი გვიცურავდა და თორნიკე ორივეს ძლივს გვიჭერდა. მაინც მშვიდობით მივედით სახლში და კართან კალათი დაგვხვდა. ვიცანი ვისიც იყო:
_მარტა დეიდა ყოფილა, როგორი მზრუნველია სულ მაკვირვებს ეს ქალი.
_ჩვენ კი არ მივედით თორნიკე რომ ენახა. წამოდი დავურეკოთ და ვუთხრათ რომ ხვალ გავუვლით._მითხრა ელიმ. მეც დავთანხმდი, მაგრამ მერე გამახსენდა რომ ანდრიას შევუთანხმდი და თორნიკეს მივუბრუნდი:
_გუშინ ანდრიამ დამირეკა სახლში რომ მივიდნენ და მერე სადღაც დამპატიჟა, ერთი ადგილი უნდა გაჩვენო არ გექნებაო ნანახი. უნდა რომ მარტო წავყვე. რას იტყვით? გეწყინებაათ თქვენ რომ წახვიდეთ მარტო მარტასთან და მე ანდრიას გავყვე?
_არ გვეწყინება, გაყევი._სასწრაფოდ მიპასუხა ელიმ სიცილით.
_ხო შენ ვიცი როგორც ემხრობი ანდრიას,_ვუთხარი მე,_თოკო შენ რას მეტყვი?
_წადი მაგრამ მაინც დავურეკავ ანდრიას, მე მაინც მითხრას სად მიდიხართ, რამე რომ მოხდეს ან გიჭირდეთ ვიცოდე სად იქნებით. შენ ამ ბავშვს ნუ მიბრაზებ,_ახლა ელის მიუბრუნდა._შენსავით ცელქი არაა ხო ხედავ._სიცილით უთხრა ელის. მე და ელის კი იმაზე აგვიტყდა სიცილი, რომ თორნიკემ არ იცოდა ანდრიას რომ დრიფტის შეჯიბრზე გავყევი, მხოლოდ ის იცოდა როგორ გავიცანით ერთმანეთი. სანამ თორნიკე დაურეკავდა, მანამდე მე მომწერა ანდრიამ:
_როგორ ხარ ანა? მოდიხარ ხვალ ჩემთან ერთად?
_კარგად შენ როგორ ხარ? კი წამოვალ. დრო მითხარი და კიდევ რა გვჭირდება რომ წამოვიღო. ალბათ მოწერა დაეზარა და დამირეკა. მეც ვუპასუხე:
_იმდენ რამეს ვწერდი რომ დარეკვა ვარჩიე,_მითხრა მან._რვაზე ან ცხრაზე რომ გავიდეთ? ერთი საათით ადრე დაგირეკავ თუ გინდა და გაგაღვიძებ.
_კარგი მაშინ შენ იმედზე ვიქნები. და რა წამოვიღო?
_არაფერი არ გინდა ანა, უბრალოდ სპორტული ფეხსაცმელი ჩაიცვი, ფეხით სიარული მოგვიწევს. თუ რამე დაგჭირდება ხვალ გეტყვი, სახლში გამოგივლი.
_კარგი, მაგრამ ეხლავე გაფრთხილებ, თუ ცუდ გზაზე ვივლით, წონასწორობაში პრობლემები მაქვს და შეიძლება ჩემი ტარებაც შენ მოგიწიოს._ვუთხარი სიცილით.
_ეგ პრობლემას არ წარმოადგენს,_მითხრა მხიარული ხმით,_მალე დაიძინე დღეს, ხვალ ადგომა არ გაგიჭირდეს დილით.
_კარგი შევთანხმდით.
_მოიცადე, არ გამითიშო,_წამოიძახა ანდრიამ,_ანა, გესმიის?
_კი აქ ვარ.
_უთხარი ბავშვებს რომ ჩემთან ერთად მოდიხარ?
_კი, თორნიკე აპირებდა დაერეკა შენთან, თუ გინდა გალაპარაკებ.
_კარგი დამალაპარაკე.
მასთან გავედი და ტელეფონი მივაწოდე. მე ელისთან მივედი.
_მიდიხარ ბოლოს? ათქმევინე სად უნდა წაგიყვანოს?_მკითხა ელიმ.
_არა არც მიცდია. ჯობია არ ვიცოდე._გავიცინე._მოდი მომეხმარე ხვალისთვის რამეს გამოვაცხობ.
_ანა საით ხართ,_დაიძახა თორნიკემ,_თან სამზარეულოში შემოვიდა და ტელეფონი მომაწოდა._თბილი ქურთუკი წაიღე._მითხრა ღიმილით.
_გითხრაა სადაც მივდივართ?
_კი, მოგეწონება.
_მე მითხარი რაა._ელი კისერზე ჩამოეკიდა თორნიკეს. თორნიკე ყოყმანობდა. ელიმ აკოცა. თორნიკემაც მაშინვე მოახსენა ჩრჩულით ყველაფერი.
_მორჩით ჩურჩულს და მომეხმარეთ მომზადებაში._ვუთხარი მე. სანამ ყველაფერს მოვამთავრებდით ელიმ დასაძინებლად გამიშვა, მე მივხედავ შენ დროით დაიძინეო. მეც წავედი და ძალიან მალე გავითიშე.



№1  offline წევრი dona gedi

ეხლა დავდებ ცოტახანში ახალ თავს :* გამიხარდება შენიშვნებსაც თუ მომცემთ )))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent