შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰეროინი, ჟელიბონები და გადრანი. (სრულად)


6-07-2015, 16:44
ავტორი Eleniko❤️
ნანახია 7 272

-ანიტა შელია, 19 წლის.
-ჩემი სახელი და გვარი მეც ვიცი.
-ასე ვერ მოვრიგდებით-ამოიოხრა მამაკაცმა და დოსიეს დახედა-ყველაზე მეტად გიყვარს ჰეროინი და ჟელიბონები, უცნაური პასუხია.
-ჩემსავით უცნაური, არა?
-გოგონა, არ მესმის ასეთი მხიარული როგორ ხართ, როდესაც ასეთ მდგომარეობაში იმყოფებით?!-მამაკაცმა სიმკაცრე შემატა ხმას და გოგონას წინ რკინის სკამში ჩაეშვა.
-ბატონო მიხეილ, უკვე დავიღალე, თუ გინდათ ჩამსვით, თუ გინდათ გამიშვით. აქ ყოფნა აღარ შემილია, დახუთული ჰაერია.
-დავურეკავ შენს მშობლებს და იმედია მიკარნახებენ, გაგიშვა თუ ეს ღამე აქ დაგტოვო.
-არა-ფეხზე წამოიჭრა-არ დაურეკოთ, გევედრებით, არ მაქვს მაგათი თავი.
-მაშინ მირჩიეთ, რა გავაკეთო.
-მე მეკითხებით? კომისარი რისთვის ხართ, დამნაშავეებს ეკითხებით რა უყოთ?
-შენნაირს პირველად შევხვდი-ამოიოხრა კომისარმა ბერიძემ.
-ხოდა წავალ, თუ მე მეკითხებით, მაშინ გამიშვით-თავი გააქნია და გამომწვევად გაუღიმა თავისზე ბევრად უფროს მამაკაცს.
-და რა გარანტია მაქვს, რომ იგივე არ განმეორდება?
-არა, გარანტია ნამდვილად არ გაქვთ-ორივე ხელი მაგიდას დაარტყა-მაგრამ რა აზრი აქვს? რამდენიმე წელიწადში ისედაც მოვკვდები, აი თქვენ კი ბატონო მიხეილ, თუ გნებავთ, რათქმაუნდა, ჩემს ქელეხში დაგპატიჟებთ. რა უცნაურია არა? ჯერ კიდევ სიცოცხლეში გეპატიჟებით ქელეხში-გოგონამ თავი აწია და ხმამაღლა გადაიხარხარა.
-სიკვდილი გინდა?-გაკვირვებულმა იკითხა მიხეილ ბერიძემ.
-დიახაც მინდა, თანაც ის მაინც მეცოდინება, რომ ბებერი არ მოვკვდები და კუბოშიც ასეთ ლამაზს ჩამაწვენენ-კვლავ გადაიხარხარა, კაბას ორივე ხელი მოკიდა და დაბზრიალდა.
-არა-თავი ჩახარა ბერიძემ-შენი ადგილი აქ კი არა საგიჟეთშია, იცოდე თავიდან მომწყდი და აქ აღარ დაგინახო, თორე ვეღარ გადამირჩები, შე გადარეულო-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და გარეთ მომლოდინე რიგით პოლიციელს უბრძანა გოგონა გაეყვანა.

სანამ ჭიშკრამდე "მიაცილა" ის კაციც გადარია, მასხრად აიგდო და იმდენი ეტიტინა ახალგაზრდა მამაკაცი პირჯვარს იწერდა, ფუი ეშმაკსო.

ღიმილით მიაბიჯებდა, ჩვეულებრივ ასეთია, სულ იღიმის, სულ მხიარულია, სულ რაღაც უხარია, გამუდმებით ტიტინებს 5 წლის ბავშვივით და მოსვენებას არავის აძლევს, სადაც შევა სიმშვიდე წამსვე იკარგება და ალბათ ამიტომაც უყვარს ყველას, გოგოები გიჟდებიან, ქუჩაში გაივლის და თვალს არ აშორებენ..ჯიბიდან მობილური ამოიღო და ჩამრთველ ღილაკს თითი დააჭირა, მაშინვე გადარეკა აბრამიშვილთან.

-დეაკო, სად ხარ?
-სად ვარ კი არა, სამსახურში ამიყვანს ანე-ჩაჰყვირა ტელეფონში და ხმამაღლა გადაიხარხარა.
-მართლა? რა მაგარია, გილოცავ-დაქალის ბედნიერება გაიზიარა და კიდევ უფრო ფართოდ გაიღიმა.
-სად ხარ შენ, გამოდი რა ჩემთან-შეევედრა დაქალი.
-პოლიციაში ვიყავი, მოგიყვები მერე, ჯერ სახლში უნდა ავიდე, გამოვიცვალო და თან ძაააალიან მშია-გაიცინა კვლავ და სასაცილოდ სიარული დაიწყო.
-ვაიმე, მართლა? გამოგიჭირეს ხო? ისევ ჰეროინზე?
-ხო, ხო. უნდა გავთიშო, 7-ზე მანდ ვარ, გკოცნიი-ჩაჰყვირა და ტელეფონი კვლავ პატარა ჩანთაში ჩააბრუნა. ნაცრისფერი "მანიკური" ალაგ-ალაგ გადასვლოდა, როგორ ვერ იტანს ამ მდგომარეობას, გაბრაზებულმა დახედა გაუბედურებულ ფრჩხილებს და სადარბაზოში შევიდა.

-დედა, მშია-სააბაზანოდან გამოსული მაშინვე სამზარეულოში შევარდა.
-ეხლავე, ეხლავე, ორაგული გინდა?
-არა-თავი სასაცილოდ გააქნია-სხვა რა გვაქვს?
-შემწვარი ქათამი-უპასუხა ლენამ და სუფრის გაშლას შეუდგა.
-რა ადვილი მისახვედრია, რომ დღეს მზიკო არ ყოფილა.
-ანიტა!-გაუბრაზდა დედა და თეფში მიაწოდა დადეო-მზიკო კი არა, მაგ ქალს მზია ქვია და ზრდილობიანად ილაპარაკე.
-კარგი რა დედა, კარგი რა, ნერვებს ნუ მიშლი, ნამცხვარი მინდა შოკოლადის-ტუჩები წინ გამოწია.
-უნამუსო, ესე იგი თევზსა და ქათამზე უარს ამბობ?
-დიახაც, უარს ვაცხადებ მივირთვა დედაჩემის, ქალბატონ ლენა სმირნოვას მომზადებული თევზი და ქათამი, რადგან როგორც მოგეხსენებათ ვეგეტარიანელობისკენ მივილტვი და ხორცი დიდად არ მიყვარს-დედას გაუღიმა და ბარის მაგიდაზე შესკუპდა.
-რაო?-შეიცხადა ქალმა-ბურგერები და მსგავსი რამეები კარგად გიყვარს.
-დედა, ტვინი წამიღე, ნამცხვარი გამოიღე შევჭამ და საერთოდ მოგწყდები თავიდან-ბარის მაგიდიდან ჩამოხტა და მაგიდას მიუჯდა.
-შენი საშველი არ არის-გაბრაზებულმა ლენამ მაცივრიდან შოკოლადის ნამცხვარი გამოიღო და წინ დაუდგა.

-მაშო სადაა-უინტერესოდ იკითხა და ნამცხვრის მთლიანი ნაჭერი გადაიღო.
-მამაშენთან ერთად აუზზე.
-ვა, ყოჩაღ მაგათ. კარგი დედი რა იყო ვუყიდი მერე მაშოსაც, ძაან მშია-გაუღიმა და ბოლო ლუკმაც ჩაატკბარუნა-ვსო წავედი, დეაკო მელოდება, სამსახურში მიიღეს, ხვალ პირველი დღე აქვს, ალბათ გავყვები-შემოსასვლელში გავარდა და ფეხზე ჩაიცვა-დედა, ჩემი ჩანთა სადაა?
-რომელი ჩანთა, იმდენი გაქვს სათვალავი ამერია.
-გუშინწინ რომ ჩამოვიდა, პატარა, თეთრი.
-ოთახშია, მაგ ჩანთის ფასი გუშინ გავიგე და გამასწარი გირჩევნია.
-ხომ იცი დე-სამზარეულოში შებრუნდა-ჩანთები ჩემი სუსტი წერტილია.
-გუშინ ამბობდი ფეხსაცმელები ჩემი სუსტი წერტილიაო-ხელები გადააჯვარედინა ქალმა.
-კაი ვსო, მოვრჩეთ დამაგვიანდა, მაშო და ლაშა მომიკითხე.

დედას ლოყაზე აკოცა და კიბეებზე დაეშვა. ჩანთა შეამოწმა, თეთრი ფხვნილის დანახვისას მაცდურად ჩაიღიმა და ტაქსი გააჩერა.

-მოვედი-სახლში თვლებგაბრწყინებული შევიდა.
-ხვალ რა ჩავიცვა? ეს თუ ეს?-ორივე ხელში ტანისამოსი ეკავა დეაკოს.
-მომესალმე მაინც.
-გამარჯობა-დეაკო მისკენ წავიდა და გადაკოცნა-აბა, რომელი?
-მარჯვენა, ჟელიბონები გაქვს?
-გუშინ ჩანთა აქ დაგრჩა და სავსეა ჟელიბონებით.
-ჩემს ჩანთაში იქექებოდი ხო?
-სულაც არა, უბრალოდ დავცალე რომ დღეს მაგ ჩანთით წავსულიყავი უნივერსტეტში-მარჯვენა ხელზე გადაკიდული ტანისამოსი საწოლზე ნაზად მიაფინა დეაკომ.
-თუ გინდა სამსახურშიც მაგით წადი, ოღონდ ჩემი ჟელიბონები დააბრუნე-ორაზროვნად ჩაილაპარაკა და თეთრი ფხვნილი ჩანთიდან ამოიღო.
-არა-მაშინვე წინ გადაუხტა დაქალი-დღეს არა ანიტა. ხვალ სამსახურში ნორალური ადამიანივით უნდა მივიდე.
-მერე მიდი, მე რას მერჩი?
-ნუთუ არ წამომყვები?
-კაი, კაი. ხვალ უარს აღარ გეტყვით-თეთრ ფხვნილს დახედა და კვლავ შეინახა ჩანთაში.
-ვჭამოთ-განაცხადა დეაკომ და დაქალს სამზარეულოში შეუძღვა.
-არ მშია, მე ამეებს შევჭამ-ჟელიბონები ჯამში ჩაყარა და გემრიელად შეხედა.

12 საათისთვის გაშოტილები იწვნენ დეაკოს საწოლში და უაზროდ კისკისებდნენ. დეაკომ მაღვიძარა დააყენა 8 საათზე და დაქალს ანიშნა გაჩუმებულიყო, რომ მშვიდად დაეძინა. 8 საათზე ორივე ფეხზე იდგნენ. ანიტამ ჩვეულებრივად, რაც ეცვა ის ჩაიცვა, დაქალს გემოვნება შეუქო და ჩანთაში კვლავ ჩაიყარა ჟელიბონების 4 შეკვრა, მაინც რომ მომშივდესო. დეაკოს მანქანაში ბედნიერად მოთავსდა და სამსახურისკენ გზა მოხუცი ქალივით დაულოცა.

შენობა საკმაოდ დიდი იყო, რამაც ანიტას გაოცება გამოიწვია.

-არა, აქ ვეღარ მოგაგნებ ხოლმე-ამოიოხრა საცოდავად.
-ნუ მეკაიფები ეხლა და წამოდი, ვითომ ჩემი კლიენტი ხარ.
-არ გამაცინო ეხლა რა, შენი კლიენტი სუ რო ვკვდებოდე მაინც არ ვიქნები-გულზე ხელი მიიჭირა-და აქ რა უნდა გააკეთო?
-უფროსის ასისტენტი ვიქნები, საყვარელო-თეძოები აათამაშა აბრამიშვილმა და ანეტას კომპანიაში შუძღვა.

მეცხრე სართულზე ფეხით ავიდნენ, ორივეს ეშინია ლიფტის, არ იცის რატომ წამოყვა დაქალს ამ გოლიათ კომპანიაში, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ვერავინ ვერ აუკრძალავს სად წავა და სად არა. დეაკოს მშვენიერი კაბინეტი და ტყავის მოტრიალე სკამი ძალიან მოეწონა, რამდენიმე წამში კი ოფისის ტელეფონმა დარეკა, დეაკომ არისტოკრატული ხმით უპასუხა.

-დიახ, ახლავე ბატონო გუკა, კარგით-ტელეფონი გაუთიშა და მეგობარს დამანჭული სახით გახედა-ყავა მომიტანეო, მე რა მოსამსახურე ვარ?
-მიდი მიუტანე, მანამდე მე ამ სკამით გავირთობ თავს-მაცდურად გადახედა დაქალს და სკამის ტირალი დაიწყო.
-ველურო, იმედია ყავა მე არ უნდა მოვადუღო, თორემ ძალიან უგემური გამოვა.
-წადი რა, მზარეული ეყოლება იმ შენ დებილ უფროსს, ყავა თუ არ დალია ეხლა დააკლდება რამე-გაიცინა ანიტამ-რაო რა ქვიაო?
-გუკა, გუკა გადრანი.
-ხისთავიანი სვანი ყოფილა, წადი მიუტანე, სანამ აქ შემოგვივარდა და ორივე გვარიანად გამოგვლანძღა.

რამდენიმე წამში თვალებგაბრწყინებული შევარდა დეაკო კაბინეტში და დაქალს აუწყა ისეთი უფროსი მყავს კარაქივით დავდნიო. ამაზე ბევრი იცინეს, მერე ანეტამაც გადაწყვიტა უფროსის მონახულება, რადგან დეაკო 2 საათი არ გაჩერდა მისი დიდებით, თმები გაიშალა და დეაკოს კაბინეტიდან გამოვიდა, ცოტას გავივლიო.

მხიარულად მიაბიჯებდა უფროსის კაბინეტისკენ უეცრად ვიღაც რომ შეეჯახა და სხეულზე მწველი სითხე იგრძნო, არა, რათქმაუნდა, არ გაბრაზდება, მერე რა, მაგრამ კარგად კი უნდა იხალისოს ახლა, მამაკაცის თეთრ პერანგს მკერდზე ყავის ლაქები ემჩნეოდა, გამოდის ამ შეჯახებით ისიც დაზიანდა, ახედა და ნერწყვი ძლივს გადაყლაპა. ოდნავ წამოზრდილი თმა, ყავისფერი უძირო თვალები, საოცარი ცხვირი და დაწყობილი ნაკვთები.

-თვალებში ვერ იყურები?-მართალია ჩხუბს არ აპირებდა მაგრამ მისი გარეგნობის დანახვისას მოუნდა მამაკაცი ცოტა ხანს აქ გაეჩერებინა.
-მე?-მკერდზე ხელი მიიდო მამაკაცმა-თქვენ არ იყურებით.
-თქვენნაირები ნერვებს მიშლიან, უფროსთან შევალ და მოვახსენებ რა უტაქტო ხართ.
-სამწუხაროდ უფროსთან ვერ შეხვალ-გაუღიმა მამაკაცმა.
-ასე გგონია?
-დიახ, მგონია, იმიტომ რო უფროსი შენთან მოვიდა და წინ გიდგას-მამაკაცმა თავი უკან გადაწია და ხმამაღლა სიცილი დაიწყო.
-ვაიმე-გაუკვირდა-ანუ გუკა შენ ხარ?
-ხო მე გუკა ვარ-კვლავ სიცილს აგრძელებდა.
-ნუ დამცინი, თორემ..
-თორემ რა?-წარბები აწია გუკამ.
-რა და..-გეგმას აწყობდა, მალევე გაუნათდა სახე და დერეფანში მომუშავე ყველა ადამიანს შეავლო თვალი-გუკა, ჩემო საყვარელო, საოცარი ღამე იყო, გასაგიჟებელი პირდაპირ, კიდევ გავიმეოროთ, საწოლში განუმეორებელი ხარ-ხმამაღლა ლაპარაკობდა შელია და მამაკაცის რეაქციებზე იცინოდა, გაბრაზებულმა გადრანმა ხელი მკლავში ჩაავლო და თავის კაბინეტისკენ წაიყვანა.

-რის მიღწევას ცდილობ?
-არაფრის-უპასუხა და გადრანის მობზრიალე სავარძელი დაიკავა.
-საერთოდ საიდან გაჩნდი აქ?
-საიდან დაა... რავიცი, აბა რა გეგონა ღამე რომ მიმატოვე-ხარხარს აგრძელებდა გოგონა.
-ღამე მიგატოვე?-გაიკვირვა გუკამ-მოდი ჯერ ის გავარკვიოთ ვინ ხარ.
-ანიტა მქვია და ამ კომპანიის დირქტორი ვარ, დიახ, ასე ნუ მიყურებთ, ეს კომპანია მე მეკუთვნის, ვერ ხედავთ უფროსის სკამზე მე ვზივარ, აი თქვენ კი საერთოდ ვინ ხართ?-ხუმრობას აგრძელებდა, გუკასაც გაეცინა.
-მე თქვენი ახალი ასისტენტი გუკა გადრანი ვარ-ხუმრობაში აყვა გადრანიც.
-ხოდა მომიტანეთ ჟელიბონები, ყავა და შოკოლადის ნამცხვარი-ბრძანება გასცა.
-ეხლავე, გავრბივარ-ახარხარადა გუკაც და მაგიდის წინ მდებარე სავარძელში ჩაეშვა.
-რა დაუდევარი ხართ ბატონო გუკა, თქვენ გათავისუფლებული ხართ!-მაგიდაზე მუშტი დაარტყა და მამაკაცს კარისკენ უბიძგა.
-ეგ მერე იყოს და თათბირზე მივდივარ ანიტა, ასე რომ თუ არ შეწუხდები დამტოვე.
-თუ არ შეწუხდები დამტოვე,-გააჯავრა გადრანი-მეც წამოვალ თათბირზე.
-რა შარში ვარ, ეს ვინ შემომეჭრა-თავზე ხელი გადაისვა.
-თუ არც წამიყვან, სულაც არ მჭირდება შენი თათბირი, წაბრძანდი და უსმინე გამოწკეპილ მამაკაცებს. კარგად იყავი-ფეხზე წამოხტა და კაბინეტიდან გავარდა.

გუკა გადრანს კი სახიდან ღიმილი მომავალი ორი დღე აღარ მოშორებია.

აი ანიტა სულ სხვა განზომილებაში იყო, მთელ დღეებს დეაკოსთან ატარებდა და ეუბნებოდა შეყვარებული ვარ შენს გუკაზეო. მართალიც იყო, ცხოვრებაში პირველად იგრძნო ასეთი რამ, აღარ უნდოდა ნარკოტიკი და გონების დაკარგვა, უნდოდა სულ ფხიზლად ყოფილიყო და გუკას სახე წარმოედგინა, თუმცა ანიტა შელიას არაფერი მოაწყენდა, მაინც იცინოდა, მაინც გიჟობდა და მაინც ყველაზე მხიარულ ადამიანად ითვლებოდა ქალაქში.

10 ივნისს დაჩი კოხრეიძე ფართო მაშტაბურ წვეულებას აწყობდა თავის დაბადების დღის აღსანიშნავად, ვინაიდან დაჩი და დეაკო ახლოს იცნობდნენ ერთმანეთს, დეაკო აბრამიშვილი ერთ-ერთი მთავარ სტუმრად ითვლებოდა, თუმცა დეაკო რის დეაკო იქნებოდა ანიტაც რომ არ წაეყვანა. წასვლამდე შეიყნოსეს, უფრო მაგრად გავერთობითო და ტაქსით მიაკითხეს კოხრეიძის "სამფლობელოს".

დეაკო ერთობოდა, ანიტას თვითონაც ვერ გაეგო რა ემართებოდა, ჰეროინმა საშინლად იმოქმედა და ეს უკვე მესამედ ხდება, საშინელი გრძნობა ეუფლება, თითქოს სადაცაა იატაკზე გაადენს ზღართანს. მუცელზე ხელი მიიჭირა და ვარდისფერ პუფში ჩაეშვა, უძილობამაც ბოლო მოუღო, ხასიათს ყველაფერთან ერთად გუკას უარყოფა უფუჭებს. თავი უკან გადააგდო და თვალები დახუჭა, ერთი სული აქვს კიდევ როდის დაიძინებს და ვეღარასდროს გაიღვიძება, მართალია ზედმეტას შეუსაბამო ქცევები აქვს სიკვდილის მოსურნესთან შედარებით, თუმცა რა ქნას, რამდენი ხანიც დარჩა, ცდილობს სულ ბედნიერად გაატაროს ეს დრო. ცდილობს არ იფიქროს იმაზე, რომ ერთ დღეს ეს თეთრი ფხვნილი მის უნიკალურ, გასაოცარ სიცოცხლეს შეიწირავს.

-ანიტა, დაგეძინა?-მხარზე ხელის შეხება იგრძნო და პუფზე წამოჯდა, გუკას თვალების დანახვისას მთელს სხეულში დაუარა და მშვიდად გაუღიმა.

-პრივეტ გუკა.
-გამარჯობა ანიტა, როგორ ხარ?
-მშვენივრად, აქ საიდან?
-დაჩი ჩემი უახლოესი ძმაკაცია.
-კაია, გამიხარდა შენი ნახვა.
-ძაან კაი რო გაგიხარდა, იცეკვებ?
-რავიცი, დღეს უხასიათოდ ვარ-სახე დაემანჭა ანიტას.
-არ არსებობს ტოო-ხელები გაშალა გუკამ-ანიტა შელია და უხასიათობა?
-დიახ, დიახ-ფეხზე წამოდგა ანიტა-უხასიათოდ ვარ, თუმცა გამოსწორება შეიძლება.
-"იასნად" შეილება-გაიცინა გუკამ.
-რა იყო, რა სიტყვებით ლაპარაკობ, ბატონო გუკა?
-აბა რა გეგონა, სამსახურის გარეთაც ეგეთი ტიპი ვიქნებოდი?
-მეგონა და სხვათაშორის-საჩვენებელი თითი გადრანის ნაცრისფერ მაისურს მიადო-თეთრი პერანგი უფრო გიხდებოდა.
-მართლა?-ანიტასკენ მიიწია.
-დიახ, მართლა-გვერდით გადადგა ნაბიჯი შელიამ და გადრანის მზერას სწრაფად აარიდა თავი.
-წამო, ვიცეკვოთ-კვლავ შესთავაზა.
-თუ ეს გამამხიარულებს, მაშინ წამო-ხელი მოკიდა გადრანს და საცეკვაო ადგილისკენ წაიყვანა.

ბევრი იცეკვეს, შელია, რის შელია იყო პირველი რომ არ ავარდნილიყო სცენაზე კარაოკის დროს და ისე მაგრა იმღერა, მეორე დღეს ნახევარი თბილისი ლაპარაკობდა სიმღერაც შესძლებიაო. სიმღერის შემდეგ, გადრანმა გადაწყვიტა სახლამდე მიეცილებინა ანიტა, ხოდა სწორედ ისე მოხდა, რომ ერთმანეთს აკოცეს, მათი ბაგეები ერთმანეთს შეეხო და... არა, ასე ძალიან ბანალურია, ერთმანეთს აკოცეს, გადრანისთვის უბრალო, რიგითი კოცნა იყო, აი ანიტასთვის კი... გასაოცარი წუთები იყო მის ცხოვრებაში, პირველი კოცნა და თან გუკა გადრანთან? ბუხ, ბუხ-კინაღამ გული გაუსკდა შელიას, თუმცა, რაღათქმაუნდა, არ შეიმჩნია, მიცილებისთვის მადლობა გადაუხადა და სადარბაზოში შევარდა. ფანჯრიდან უყურებდა, როგორ დაქოქა გადრანმა მანქანა და ელვის სიწრაფით მოსწყდა ადგილს.

დილით ტელეფონის ზარმა გააღვიძა, ხელი მარჯვნივ გადასწია და მობილურს უპასუხა.

-დღეს ვივახშმოთ?-პირდაპირ იკითხა გადრანმა.
-გუკა?-გაოცდა და მობილურს რამდენჯერმე დახედა.
-ესე გაგაკვირვე?
-არა, სულაც არა-გაიღიმა-ვივახშმოთ, რომლისთვის?
-8-ზე რო გამოგიარო?
-8-ზე? კარგი, იყოს 8-ზე.
-კაი, მაშინ. დღე მხიარულად დაიწყო?
-ძალიან მაგარი დილაა-უპასუხა და საწოლიდან წამოდგა.
-კაი, გკოცნი.-გუკას სიტყვებმა კვლავ ღიმილი მოჰგვარა სახეზე.
-საღამომდე-უპასუხა და ტელეფონი გათიშა.

არ იცის როდის მოასწრო ამ ბიჭთან ასე დაახლოება. თუმცა რა მოსწრება უნდოდა, ძალიან კონტაქტურია, მაგრამ მაინც გუკა სხვა თემაა.. გუკა არ უნდა გააბრაზოს, გუკას არ უნდა გადააბიჯოს, არ უნდა აწყენინოს და მაინც რატომ? გუკა გაბრაზდება როცა ჰეროინზე გაიგებს, გუკას ეწყინება. ასე არ გამოვა, თეთრო მეგობარო, ჩანთიდან ფხვნილი ამოიღო და ფანჯრიდან გადაუძახა. არადა რამდენი იწვალა ამის საშოვნელად, სულ ტყუილად გადაყარა ფული. რამდენიმე წამში კარზე ზარის ხმა გაიგო, ყოველთვის უყვარდა კარის გაღება, რატომღაც სულ უხაროდა, ხალათი მოიცვა და შემოსასვლელში გავარდა.

-თქვენი ამანათია-კურიერმა დიდი ყუთი გაუწოდა და საბუთებზე ხელი მოაწერინა.
-რა ამანათი?-გაიოცა და ყუთი სახლში შემოიტანა.
-თქვენ მიერ გამოწერილი ნივთები, 2 კვირის წინ გამოიწერეთ-ღიმილით უპასუხა კურიერმა და კიბეებზე ჩაირბინა.

ყუთი ორივე ხელით ასწია და მისაღებში გავიდა.

-კიდევ რაღაცეები გამოიწერე ხო?-გაუბრაზდა ლენა-ამდენი რამე რათ გინდა, ნეტავ გამაგებინა.
-კარგი რა დე, არც მახსოვს რა გამოვიწერე-გაიცინა და სავარძელზე მოთავსდა.
-მე რო გავიზრდები, ჩამაცმევ ხოლმე?-იკითხა მაშომ და უფროს დას გვერდით მიუსკუპდა.
-არ ვიცი, მოვიფიქრებ-უპასუხა და ყუთი გახსნა. იქიდან 2 ჩანთა, 3 ჯინსი, ათიოდე მაისური და სამკაულები ამოაძვრინა.

-რამდენი რამე გიყიდია შე ცუღლუტო-ოთახში ყავის ფინჯნით დამშვენებული ბატონი ლაშა შემოვიდა.
-ხო, ძალიან ლამაზი მაისურებია.
-ეგ ჯინსი ზედმეტად დახეული ხო არ არის?-შეათვალიერა მამამ.
-კარგი რა მა, მე ძაან მომწონს და ჩავიცვამ ეხლავე-ოთახში გავარდა, ახალი ტანისამოსით შეიმოსა და კვლავ ოჯახის წევრებს დაუბრუნდა, ლაშა უკვე კომპანიაში წასულიყო.

-მაშო, წამო გინდა გავისეირნოთ-შესთავაზა დას.
-თმას თუ დამიწნი მინდა-ენა გამოუყო მაშომაც და დას წინ დაუჯდა.
-მოდი, დაგიწნი-თმა დაუწნა, თავის გემოვნებით ჩააცვა და სახლიდან მასთან ერთად გავიდა.

-მაშ, ისე რამდენი წლის ხარ?-გადაიკისკისა ანიტამ.
-10-ის გულმავიწყო. უკვე ნერვებს მიშლი, სულ ნუ იცინი-შეუბღვირა უმცროსმა შელიამ.
-წამოდი შე მსუნაგო, რამე ვჭამოთ, თორემ მომშივდა.


***


-6 ნაჭრიანი პიცა, 2 კოკა-კოლა, ცეზარი და ორი ბრაუნი.
-კიდევ მე ვარ მსუნაგი?-გაიკვირვა მაშომ.
-დიახაც, ხარ!-ენა გამოუყო ანიტამ და მიმტანს მომხიბვლელად გაუღიმა.

6 საათზე სახლში მივიდა, ტანზე გადაივლო, მკრთალი მაკიაჟი გაიკეთა და შავი, გაშლილი, მუხლს ოდნავ აცდენილი კაბა ჩაიცვა, შავი კედები არ მოუხდა და გადაწყვიტა გადრანი გაეკვირვებინა-მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვა. ამას წინათ იყიდა ერთ-ერთ ძვირადღირებულ მაღაზიაში, თუმცა აღარ მოეწონა და კარადაში მიაგდო. პატარა ჩანთა მხარზე გადაიკიდა, თმა ჩვეულად გაიშალა, ამასობაში 8 საათიც მოვიდა და გუკას ზარიც გაისმა.


***


-მითხარი თეთრი პერანგი გიხდებაო და მეც გაგახარე-გაუღიმა გადრანმა და შამპანიურის ჭიქა მოიყუდა.
-ყოჩაღ-გაუღიმა.
-აი შენ კი დღეს ნამდვილი პრინცესა ხარ.
-აზვიადებ.
-ხო?
-ხო, ნუ მეთამაშები.
-შენზე ცუდი რაღაცეები გავიგე-უცბად ჩააგდო სიტყვა გუკამ და მაცდურად გაუღიმა.
-მერე?-ყელში ბურთი გაეჩხირა შელიას.
-მერე მოგწონს?
-ჰეროინი? ძალიან.
-აი მე არ მომწონს.
-დიდი ამბავი, მერე არ მიიღო თუ არ მოგწონს.
-და შენ უნდა მიიღო?-წარბი აწია გადრანმა.
-კი, მე უნდა მივიღო. წინააღმდეგ შემთხევევაში მოვკვდები.
-თუ მიიღებ მაშინ მოკვდები და საერთოდაც ძალიან მაბრაზებ.
-აქ ამაზე სალაპარაკოდ მომიყვანე?
-თუნდაც-კისერზე ძარღვები დაებერა გუკას.
-მაშინ ავდგები და წავალ.
-წახვალ, მაგრამ სარეაბილიტაციო ცენტრში-მშვიდად გასცა პასუხი, რასაც ანიტას ხმამაღალი სიცილი მოჰყვა.
-გუკა არ გინდა, ჩემი საქმე მე ვიცი და ნუ ჩაერევი.
-არ ვერევი, უბრალოდ მაბრაზებ და ეს არ მომწონს.
-კარგი-კვლავ ძლივს გადააგორა ნერწყვი-წავიდეთ, ხასიათი გამიფუჭე-ფეხზე წამოიჭრა, გუკაც წამოდგა, ფული დატოვა და უკან გაეკიდა ანიტას, რომელიც ცხოვრებაში პირველად ტიროდა.

-რა გატირებს ტოო, რამე ცუდად გითხარი?
-გგონია არ მინდა შევეშვა? გგონია მიხარია, რომ მალე მოვკვდები? ასე გგონია რო ბედნიერი ვარ?-ხელების შლით საუბრობდა ანიტა.
-დაწყნარდი.
-ვერ დავწყნარდები გუკა! გგონია არ მინდა იმ ცენტრში წასვლა? მშობლებს რა ვუთხრა, ჰეროინზე ვზივარ და აღარ მინდათქო? გგონია ამას ასე ადვილად მიიღებენ? ყველას დავკარგავ, ყველას და ყველაფერს გუკა.
-მომენდე და არაფერს დაკარგავ, ფერია-სახეზე ხელი ჩამოუსვა და გაუღიმა.
-კი გუკა, დავკარგავ. შენც დაგკარგავ, დეაკოსაც, ჩემს დასაც. გგონია მერე ასეთი მხიარული ვიქნები?
-წავიდეთ-ხელი გადახვია და მანქანისკენ წაიყვანა.

კარს უღებდა, როდესაც უკან შემობრუნდა შელია და გუკას თვალებს მიაშტერდა.

-მაკოცე.

თქვა თუ არა მაშინვე დაეტაკა გადრანი თაფლივით ტკბილ ტუჩებს, ამჯერად უკვე აღარც გუკასთვის იყო რიგითი კოცნა. ეს რაღაც მისი სასუნთქი წყარო იყო. დიახ, გუკა კოცნიდა ანიტას ისე თითქოს ანიტას ტუჩები ჰაერი ყოფილიყოს, გუკას კი სუნთქვა უჭირდესო.

-შემიყვარდი-თქვა გადრანმა და ჩვეული ღიმილით გაუღიმა შელიას.
-მეც შემიყვარდი-გაიცინა და მოეხვია. მთელი ძალით მოხვია ხელები გადრანის დიდ მხრებს.

2 თვე გავიდა, ჰეროინს აღარ იღებს. ახლა ბენდიერია, საყვარელ ადამიანებთან ერთად ატარებს მთელ თავის ცხოვრებას, რომლის დასრულებაც აღარ უნდა. პირიქით, სიცოცხლე მოუნდა, მოუნდა ეარსება, გაეჩინა გადრანის შვილები და გაეზარდა ისინი, მერე შვილიშვილები და თუნდაც შვილთაშვილები.

-გუკა წავიდეთ, დაგვაგვიანდება.
-მოვდივარ, ეხლავე-ბიჭებს დაემშვიდობა და მანქანაში მძღოლის ადგილი დაიკავა.

ანიტამ მობილური ამოიღო და ილიას გადაურეკა.

-ილია მოვდივართ, დაჩი მანდაა?
-კი რძალო აქაა, დროზე მოდით.
-დეაკოც მოვიდა?-საშინლად ღელავდა შელია.
-მოვიდა, მოვიდა.
-კარგი, მოვდივართ. კაბა გაისწორა და მომავალ მეუღლეს გაუღიმა.

დაინიშნენ. ქორწილს არ ჩქარობდნენ. გუკამ იცოდა, რომ ანიტა შელია მარტო მისი გოგო იყო და ანიტამაც იცოდა გუკა გადრანი რომ მისი იყო მხოლოდ.

-გუკა, იცი ერთხელ პოლიციაში ვიყავი და დამკითხეს-ძალიან სასაცილოდ დაიწყო მოყოლა შელიამ.
-ვა, მერე?-ვითომ დაინტერესდა გუკაც.
-მერე გამომიშვეს, გავაგიჟე კომისარი-ხარხარებდა და თან შოკოლადის ნამცხვარს შეექცეოდა.
-არა გეტყობოდა თავიდანვე ჩემი ცოლი რო იქნებოდი-გადაიხარხარა გუკამაც.
-ჩემი და ვნახოთ წამო, ხო იცი როგორ უხარია შენი სახით დამცველი რო ყავს?
-ჩემი პატარა პრინცესაა ეგ. წამო.


***


-სიცხე მაქ გუკა, რით ვერ გაიგე-დაიყვირა და ოთახში შეიკეტა.
-ანიტა მაპატიე, ბოდიში. უბრალოდ გთხოვე. ანიტა გამიღე კარი, ნუ იცი ეს გაბუტვები.
-არ გაგიღებ, იდექი მანდ.
-ანიტა, ცუდად იქცევი.
-არა გუკ, გამაბრაზე და გაგებუტე. მორჩა-პატარა ბავშვივით დაიწყო.
-ნუ ტიტინებ სულელივით, გამიღე თორე არ ვიცი რას ვიზამ-რამდენიმე წამში აცრემლიანებულმა გაუღო კარი და გულზე მიეკრო.
-მიყვარხარ და ნუ მაბრაზებ.
-აღარ გაგაბრაზებ ჩემო ფერია-ანიტას სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებზე ნაზად შეეხო.


***


აი, უკვე წელიწად-ნახევარი გავიდა, მშვენივრად უგებენ ერთმანეთს, ერთადაც ცხოვრობენ და ძალიან კარგად ატარებენ დროს. შეიცვალა ანიტა, ალბათ გუკამ შეცვალა, გუკაც სულ სხვანაირი გახდა.
ერთად იძინებენ და ერთად იღვიძებენ, თითქოს მათ გარშემო აღარაფერი არსებობს, ერთმანეთის ყურებით იწვიან, უხარიათ რომ ანიტა და გუკა აქტუალური თემაა. კი, როგორც ყველა, ხშირად აბრაზებენ ერთმანეთს, ხშირად ჩხუბობენ, მაგრამ რა ქნან სხვაგვარად არ გამოსდით, ანიტას ბრალია თუ არა ბოლოს მაინც გუკა უთმობს.
არდადეგები მორჩა და მესამე კურსზე უნდა მივიდეს, იცის რთულია და გუკაც ყველანაირად უწყობს ხელს სწავლაში, ყოველ გამოცდაზე გარეთ დგას და მომლოდინე თვალებით იყურება აქეთ-იქით. იცის ანიტა ჭკვინია და აუცილებლად ჩააბარებს, თუმცა მაინც დარდობს, არ უნდა მისმა გოგომ ასე ინერვიულოს. ყოველ ჯერზე გაბრწყინებული თვალებით გამოდის ანიტა და სიცილ-კისკისით ეხვევა მომლოდინე გუკას, რომელიც სულ ერთ პოზაში ფეხებგადაჯვარედინებული, სათვალეებით, თეთრი, მკლავებზე აკეცილი პერანგით უცდის.

უნივერსტეტში ბევრჯერ სცადეს ანიტას გამწარება, ბევრმა გადაწყვიტა გუკას დაპატრონება, თუმცა არცერთისკენ არ იყურებოდა, ისევ ისე უცდიდა საცოლეს და უამრავჯერ რწმუნდებოდა რომ ანიტა ერთადერთი და განუმეორებელი იყო.

-ჩავაბარე, ჩავაბარე-გაჰკიოდა და უნივერსტეტიდან ბედნიერი სახით გამორბოდა.

გარეთ გუკა რომ არ იდგა ეუცნაურა, გულიც დაწყდა და გაუკვირდა, რაღაც მოხდა, ისე აუცილებლად მოვიდოდაო, ტაქსი გააჩერა და სახლში მივიდა, არც იქ დახვდა საყვარელი ადამიანი და გაბრაზებული გაიშოტა საწოლზე. 1 საათიც არ იყო გასული, კარზე გულისგამაწვრილებელი ზარი რომ გაისმა. ფეხზე წამოხტა და კარი გააღო.

-გუკა-მაშინვე მოეხვია-დღეს რომ არ მოხვედი გამაკვირვე.
-ხო, მაპატიე. რაღაც საქმე მქონდა.
-კომპანიასთან დაკავშირებით?
-ხო-მოკლედ უპასუხა და დივანში ჩაეშვა.
-რამე გჭირს გუკა?
-კი ანიტა, მჭირს.
-რა?-გაკვირვებულმა შეხედა.
-ლადო ამაშუკელი რას წარმოადგენს?
-გუკა გაგიჟდი?-სახე წაეშალა-ვიღაცამ რაღაც ცუდად გითხრა არა? ვიღაცამ რაღაც მოგატყუა, გუკა მე ლადუკასთან საერთო არ მაქვს.
-ლადუკას ნუ ეძახი ანიტა.
-გუკა გულს მტკენ. არაფერი დამიშავებია, უბრალოდ გამომელაპარაკა. ხომ იცი რო..
-არა-შეაწყვეტინა-არ ვიცი ანიტა. ეგ ბიჭი არ მომწონს და დამთავრდა, არც შენ მეგობრად და მითუმეტეს არც სხვა ვინმედ, გაიგე?
-მადლობა ასეთი ლაპარაკისთვის. დიდი მადლობა-ჩანთა დაიტაცა და სახლიდან წამოვიდა.

ამ ლადუკამ ყველაფერი ჩაუშალა, არადა დღეს ვახშამს გეგმავდნენ, გამოჩნდა და ყველაფერი აურ-დაურია. თუმცა რა ლადუკას ბრალია? მხოლოდ ერთხელ გამოელაპარაკა, არსად გაჰყოლია, აშკარად რაღაც აკავშირებს გუკას ლადუკასთან, აბა ისე დიდი რამე, ერთხელ გამოლაპარაკებისთვის ასე უნდა ეყვირა?!

დეაკოსთან ავიდა, საღამომდე ილაპარაკეს, ანიტამ სახლში დაბრუნებას არ ვაპირებ და აქ დავრჩებიო. საღამოს გუკამაც მოიწყინა, ვეღარ გაძლო და საყვარელ ადამიანს დაურეკა.

-ანიტა მაპატიე, ავნერვიულდი პროსტა რაა, ნუ მიჭედავ ეგეთ რამეებზე ძალიან გთხოვ, ხო იცი რა მაგრად მიყვარხარ და ვერ ვძლებ უშენოდ.
-გუკა ძალიან მაწყენინე, არ უნდა გეყვირა ჩემთვის, ვიღაც ლადუკა ამაშუკელის გამო.
-კიდე ლადუკა?-ისევ დაიწყო.
-მაპატიე, ლადო-შეასწორა ანიტამ და ღრმად ამოისუნთქა.
-ანიტ დაბრუნდი რა სახლში, გეხვეწები ვერ ვიძინებ უშენოდ, შენი სურნელი რო არ არი არ შემიძლია რაა. ვჭედავ შენზე და მოგაკითხავ მითხარი სად ხარ? დეასთან ხარ ხო?
-გუკა ძალიან მაგრად მიყვარხარ, დეაკოსთან ვარ. მოდი.

ვეღარ ითმენდა ერთი სული ჰქონდა საყვარელ ადამიანს ჩაკვროდა გულში. 1 საათი ელოდა და ბოლოს იფიქრა აღარ მოვაო. დეაკოს უთხრა მე წავალ ალბათ რამე ხდებაო, მობილური აიღო და უეცრად უცხო ნომერი გამოისახა, სწრაფად უპასუხა.

-დიახ-მშვიდად უპასუხა.
-ქალბატონო ანიტა-ეუცნაურა მიმართვა-თქვენი ახლობელი ავარიაში მოყვა, მძიმე დაზიანებებით ტრავმატოლოგიურში გადაიყვანეს, გთხოვთ. მობრძანდეთ, მე კომისარი დავით გაბუნია ვარ, ტრავმატოლოგიურთან გელოდებით, გთხოვთ არ ინერვიულოთ.

დეაკოს გაფითრებულმა შეხედა, არაადამიანური ხმა აღმოხდა და დივანზე უგონოდ მიწვა, რამდენიმე წუთი უჩიჩინებდა დეაკო, საბოლოოდ ძლივს მოაფხიზლა მეგობარი და თვალებგაფართოებულმა შეხედა.

-გუკა-ფეხზე წამოხტა შელია-ავარია-თავში ხელი წამოირტყა და გიჯივით გამოვარდა სახლიდან, უკვე ყველაფერს მიმხვდარი დეაკო საჭესთან მოთავსდა, ანიტას ღაპა-ღუპით მოსდიოდა ცრემლები, ძლივს ბედნიერება დაისაკუთრა და ახლა ყველაფერი აირევა.

ტრავმატოლოგიურის წინ დახვდა კომისარი, თუმცა არც ერთს არ მიუქცევია ყურადღება. ანიტა გაცოფებული შევარდა, გიჟივით კიოდა, ვერ იჯერებდა ყოველივეს.

-დაწყნარდით გოგონა, ვილაპარაკოთ-დიდ მკლავებში მოიქცია კომისარმა ანიტა და მისი დაწყნარება სცადა.
-გოგონა-დეაკოს მიმართა-ბიჭის ახლობლებს შეატყობინეთ.
-რა გინდათ, გუკასთან გამიშვით-ტიროდა და კომისარს გაშვებას ევედრებოდა.
-გოგონა, თქვენ ვერ აცნობიერებთ რა მოხდა. შემომხედეთ, უნდა ვილაპარაკოთ.
-ჯანდაბა, ჯანდაბა, გისმენთ.
-თქვენი შეყვარებულის მანქანას 2 ტყვია მოხვდა, მანქანა მწყობრიდან გამოვიდა და ამიტომ გადავარდა ხევისკენ. ცივი გონებით იფიქრეთ, გუკას მტრები ჰყავს?
-არა-უხეშად უპასუხა-არ ყავს მტრები, არ ვიცი.
-გასაგებია, და ხომ არ იცით სად მიდიოდა? ნასვამი თუ იყო ან მანქანაში მის გარდა ვინმე თუ იჯდა?
-მანქანაში მარტო იჯდა, ამ კითხვებს მე რატომ მისვამთ, იქ ვიყავი? ჩემთან მოდიოდა, დაახლოებით 2 საათის წინ გამოვიდა არ ყოფილა ნასვამი კომისარო.
-გასაგებია, შეგიძლიათ მიბრძანდეთ-გარეთ გამოვიდა.

თეთრხალათიანი მამაკაცი დეაკოს ელაპარაკებოდა, დეაკო კი რიტმულად უქნევდა თავს, მათ მიუახლოვდა.

-როგორ არის?-დამშვიდებულმა იკითხა.
-არ მინდა შეგაშინოთ მაგრამ მძიმე დაზიანებები აქვს, ფეხში ტყვია მოხვდა, თავის დაზიანებებიც საკმაოდაა, ახლა მდომარეობა სტაბილურია, თუმცა შინაგანი სისხლდენის საფრთხე დიდია.
-გადარჩება?-თეთრ წერტილს მიაშტერდა და ისე იკითხა.
-ჯერ არაფრის თქმა არ შემიძლია, გთხოვთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ თორემ აქედან მიგაბრძანებენ, აქ მარტო თქვენი გუკა არ წევს, სხვა პაციენტებს თქვენი ისტერიკები არ სიამოვნებთ.-უხეშად უთხრა მამაკაცმა და გოგონებს მოშორდა, რამდენიმე წამში მთელი ტრავმატოლოგიური ხალხით გაივსო, გუკას და ანიტას მშობლები, ცალკე გუკას უამრავი მეგობარი, ყველა მოუთმენლად ელოდა ექიმის განცხადებას.

ერთ კუთხეში იჯდა მოკუნტული, ნერვიულობისგან სახე ოფლით დაცვარვოდა, ილია და დაჩი გვერდით ედგნენ და მის დამშვიდებას ცდილობდნენ.

-მე უნდა წავიდე-ფეხზე წამოდგა და ბიჭებს გადახედა.
-წაგიყვან-ხელი მიაშველა დაჩიბამ.
-არა დაჩი, წავალ, მარტო მინდა ყოფნა.
-გასაგებია-მუხლებზე ხელები დაირტყა ილიამ და გაჩუმდა.

ქუჩაში ნელა მიდიოდა, ახლა მხოლოდ ჰეროინი მისცემს საღად აზროვნების საშუალებას. ტელეფონი ამოიღო და ერთგან გადარეკა.

-15 წუთში მოვალ, მანდ გაქვს?
-მაქვს, მოგცემ.
-ფულს მერე მოგცემ კახი. მოვდივარ-მობილური ჯიბეში ჩააბრუნა და ტაქსი გააჩერა.

ბარის წინ დგას და ნაბიჯის გადადგმის ეშინია, გუკა თუ გაიგებს ყველაფერი დასრულდება, გუკამ რომ გაიგოს არასდროს აპატიებს, კიბეებზე ნელა დაეშვა. კახის ჩვეულად გაემზადებინა ჯამში ჟელიბონები და ფურცელზე ჰეროინი.

-მადლობა-მშვიდად გაუღიმა და შეიყნოსა, ცოტა ჟელიბონიც მიაყოლა და ბარს გადახედა, ახლა აქ კი არა საავადმყოფოში გუკას გვერდით უნდა იყოს, მაგრამ არ შეუძლია, მეტს ვეღარ გადაიტანს, გული გასკდომამდე სტკივა.

-ვა, ანიტაა-გაიწელა გვერდით მჯდომი, ანიტამ გაკვირვებულმა ახედა.
-უი, ლადო.
-რა იყო იყნოსავ?
-ზოგჯერ.
-მერე შენი საქმრო რას ამბობს-წარბი აწია ლადუკამ.
-ლადუკა ნერვებს მიშლი-შეუღრინა-მაპატიე, ლადო.
-ანიტა, ცუდად ხარ, წამოდი წაგიყვან-ხელი წელზე მოხვია.
-ხელი-უხეშად მოიშორა-ხელი არ შემახო-ფეხზე წამოდგა და ბარიდან გამოვიდა.

დეაკო ურეკავდა და ვერ აიღო, რამდენიმე საათი გამოსაფხიზლებლად ბაღში დაჰყო, გამთენიისას კი ტრავმატოლოგიურს მიაკითხა.

-როგორ არის?-კვლავ იკითხა.
-ძალიან კარგად-გახარებული ჩანდა დეაკო-შენ გიკითხა.
-შევალ-გაუღიმა და კარი შეაღო.
-მოგიწევს ყოველდღე ჩემი თრევა-მაშინვე ირონია მიაგება გუკამ.
-რას გულისხმობ?
-ცოტა ხნით დავკოჭლდი-გაიცინა-მოდი აქ ჩემო სიცოცხლე-წინ გადაიწია, საყვარელი ქალი თავისკენ მიიზიდა და გვერდით დაიწვინა.
-მიყვარხარ და მაპატიე-ძალიან ჩუმად ჩაიდუდუნა შელიამ. გუკას არ გაუგონია.


***


გუკა 2 კვირაში გამოწერეს, ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, ცხოვრება უხაროდათ, მაგრამ ანიტა ვერ ძლებდა, დღითიდღე ინადგურებდა თავს თეთრი ფხვნილით. ვერ ითმენდა, არ შეეძლო და ყველაზე მეტად საკუთარი თავი ეზიზღებოდა უნებისყოფობის გამო. 1 თვეში დაგეგმეს ქორწილი, მეტს ვეღარ ითმენდა გადრანი..

ანიტა თეთრ კაბაში გამოწყობილი სარკის წინ იდგა და ცრემლები ღაპა–ღუპით ჩამოსდიოდა.

–ანიტა, დროზე ვაგვიანებთ–დაიძახა გარედან დეაკომ.

შელიამ ტუმბოდან ფურცელი აიღო და გაკრულად დაწერა პატარა ტექსტი. იცოდა, ახლა ყველაზე მეტად ატკენდა გუკას, იცოდა ცხოვრების ყველაზე დიდი დაღად დაემჩნეოდა გუკას ანიტა, მაგრამ ვერ შეძლო, ვერ გაბედა, ნარკოტიკმა გაანადგურა, სიცოცხლე მოუსწრაფა, ბედნიერება არ აცადა.. ხელები აუკანკალდა, ჯამში ჩაყრილი ჟელიბონები ხმაურით გადმოცვივდნენ იატაკზე, გამოსახულება გაორდა, ცოტაც და დამთავრდება, ცოტაც და იქნებ ეღირსოს დასვენება. გუკა უყვარს, დეაკოც, დედაც და მამაც, მაშოც, ყველა უყვარდა, ყველას აღმერთებდა, არასდროს იყო მოწყენილი... მაგრამ თითქმის სულ აწუხებდა რაღაც, თითქმის სულ მალავდა ნამდვილ სახეს. ზედმეტი იყო, ზედმეტად დაზარალდა, ახალგაზრდა იყო, ვერ გაუძლო...


***


იცი? შენი ტკივილი მეც მტკივა.
არ მინდა, რამე გტკიოდეს,
ჩემი თხოვნა უფალთან თუ მივა
მინდა იყო კარგად.
როცა მხიარული ხარ, ღიმილი ძალიან გიხდება,
შენი ღიმილის დანახვა
მათრობს....
ნეტა იცოდე...
რა მემართება ამ დროს.


***


შუადღის 4 საათზე დაგეგმილი ქორწილი ჩაიშალა. გუკა გადრანმა ვერ გააცნობიერა რა მოხდა და ალბათ ვერც ერთმა იქ მყოფმა, დეაკო აბრამიშვილი აფორიაქებული მივარდა სიძეს, უაზროდ კიოდა.
დააგვიანდათ...

ანიტა შელია უკვე დაკარგული იყო, უკვე ღმერთთან ახლოს იჯდა და ზემოდან გადმოჰყურებდა საყვარელ ადამიანებს...

რა მოხდა? ზედმეტი დოზა? იმ წამს არავინ არაფერი თქვა, შემდეგ ყველა სხვადასხვას გაიძახოდა. ალბათ მაინც ჰეროინს დავაბრალებთ.

მე კი დავიფიცებ, ანიტა შელია ისევ ისეთი ლამაზი იყო. გასვენების დღესაც რაღაც საოცარს აბრწყინებდა, თითქოს სიყვარულს, სიხარულს და მომავალს, თითქოს რაღაც უხაროდა, გაფითრებული კანიც კი ამშვენებდა და დღემდე მემახსოვრება გუკა გადრანის გამომეტყველება, დღემდე მემახსოვრება სიტყვები, რომლებიც ანიტას მიერ ფურცლის ნაგლეჯზე გაკვრით იყო დაწერილი.

"არ გთხოვ მაპატიო, მეცინება, ღმერთო რა სულელი ვარ, რეებს ვბოდავ, თუმცა მაინც გეტყვი, კომისარ მიხეილ ბერაძეს უთხარით, ჩემს დოსიეში შესწორება შეიტანოს, ყველაზე მეტად ჰეროინი, ჟელიბონები და გადრანი მიყვარს" – და კვლავ, კვლავ დავინახე გადრანის სახეზე მოგვრილი გასაოცარი ღიმილი.


***


ვინც უნდა იყოს შენს გვერდით–იქნება! თუნდაც იმ ცხოვრებაში.


2015 წელი, 6 ივლისი. გუკა გადრანი აღარ მინახავს.



***************


ესეც ასე. დაგიბრუნდით ახალი ისტორიით:) საშინლად მაინტერესებს თქვენი აზრი..



№1  offline წევრი ფსიქო.13

saocreba iyo...
mec miyvars marlboro,jelibonebi da lasha.
nu miyvars da,ras vizamt.
---
siyvarulit,meocnebe halucinaciori,anu fsiqo.13 :)
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№2  offline მოდერი ^paradise^

Damaqirebeli istoriaa <3 simartle gitxra dzalian momewona :* cremlebic ki wamomivida bolos:(( <3 madloba rom aseti sasiamovno ramdenime wuti gvachuqe

 


№3  offline მოდერი ანკა

მომეწონა, ძალიან საინტერესო ისტორია იყო :) <3 სევდიანი, მაგრამ ღიმილისმომგვრელი დასასრული ჰქონდა winked <3 <3 <3

 


ჟელიბონები მიყვარს მეც საოცრად… ნუ ჰეროინი არ გმისინჯავს ჯერ და არ ვიცი,მაგრამ თამამდ შემიძლია ვთქვა შენ მიერ შექმნილი გადრანიც არანაკლებ მიყვარს უკვე<3 თან სვანი :დ კარგი ხარ <3

 


№5  offline წევრი Eleniko❤️

ძაან დიდი მადლობა ბავშვებო love love

 


ჟელიბონები:))) მეკეტება! ზედმეტად მომეწონა ეს მოთხრობა:)) აიი ძალიან აზრიანი იყო ჩემთბის და სხვისთვის არვიცი

 


№7  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaime ra kargi iyok magram es gogo shemecoda :(( xval gamocda maq cudataa chemi saqme :(((

 


№8  offline წევრი Eleniko❤️

uchveulo
vaime ra kargi iyok magram es gogo shemecoda :(( xval gamocda maq cudataa chemi saqme :(((


წარმატებებს გისურვებ! <3

 


№9  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Eleniko❤️
uchveulo
vaime ra kargi iyok magram es gogo shemecoda :(( xval gamocda maq cudataa chemi saqme :(((


წარმატებებს გისურვებ! <3
madlobaaa :))

 


№10  offline წევრი Eleniko❤️

ელე♥
Eleniko❤️
ძაან დიდი მადლობა ბავშვებო love love

მოოიცაა კაცოო გუუგაააც მოოკვდააა?? ორივეე აანუ??


ელე ანიტა მოკვდა, ჰეროინის ზედმეტი დოზისგან საკუთარი ქორწილის დღეს, თუმცა, ეს მისი სურვილი იყო და კარგად ჩანს კიდეც ისტორიაში... აი რაც შეეხება გუკას, დასასრული თქვენთვის მომინდია.. აქ უბრალოდ წერია, რომ რაღაც დროის შემდეგ გუკა აღარ ”მინახავს”.. თქვენი გადასაწყვეტია, ის სადმე შორს წავიდა(უცხოეთს ვგულისხმობ) თუ თავი მოიკლა.. :((

 


№11  offline წევრი Eleniko❤️

myself
გუშინ რომ ვნახე ეს ისტორია და შემდეგ კომენტარები წავიკითხე, მივხვდი რომ ცუდად მთავრდებოდა. ამიტომ თავი შევიკავე, მაგრამ რადგან დაგპირდი, დღეს მაინც წავიკითხე.ტყუილად არ შემიკავებია თავი... რადგან ძალიან იმოქმედა. წინა ისტორიასთან შედარებით, დაიხვეწე და უფრო კარგად და გამართულად წერ, რაც ძალიან კარგია. ისტორიაზე, რა გითხრა არ ვიცი!
მეც მეტკინა...
თან ძალიან!
შეიძლება ცუდად დაამთავრე, მაგრამ ამ ისტორიით, შენი სათქმელი თქვი.
მიხარია რომ ამას, მარტო მე კი არა, ხალხიც მიხვდა.
მოკლედ, ელენიკო...კარგი ხარ! love


ძაან დიდი მადლობა შენ ამ კომენტარისთვის❤️❤️ მიხარია რომ მოგეწონა❤️

 


№12  offline წევრი idm.4

ვაიმეე როგორ მომეწონაა :'( ცრემლებს ვიკავებდი მაგრამ ბოლოს კომისარზე რომ დაწერა ცუდად გავხდი :'(

 


№13  offline წევრი human

ძაიან მომეწონა ყოჩაღ მართლა ვისიამოვნე <333

 


№14 სტუმარი Gadrani nikushaa

Ramainteresebs da es guka gamogonilia tu namdvili?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent