დაუვიწყარი (2)
-ანასტასია! დაბრუნდი ოთახში, საუბარი არ დაგვიმთავრებია! მამის ასეთ ტონს უკვე ჭკუიდან გადავყავდი.ისე მინდოდა მეღრიალა და ყველაფერი ამომენთხია. -ვის ვესაუბრები მე?! ანასტასია! -მამაააააა! აღარ ვარ პატარა! 17ის ვხდები. -ღმერთო! შენ 17 წელი ბევრი გგონია? -იმხელა მაინც ვარ, რომ ნინის წვეულებაზე წავიდე ! - არა!! იმხელაზე დაიღრიალა, შევხტი. -არანაირი წვეულება! არანაირი ბიჭები, სასმელი და ა.შ! ვეღარ გავუძელი. -მეზიზღები. მთელი სიძულვილით მივანთხიე, ჩემს ოთახში ავვარდი და კარები ჩავკეტე. კიდევ ერთი საათი მესმოდა როგორ უღრიალებდა მამაჩემი ჩემს ძიძას. „იმისთვის ვიწვალე ამდენი, რომ ქუჩის გოგო გამეზარდა?! არაფერი აკლია ! განებივრებული ბავშვია. აი სად შემეშალა, არაფერი არ უნდა შემესრულებინა და მაშინ ისწავლიდა ჭკუას!“ ეს ყველაფერი უკვე საშინლად მოქმედებდა ნერვებზე.. იმის მერე რაც დედას დაშორდა და სასამართლომ აღსაზრდელად მამას მიმაბარა, სულ მაკონტროლებს. ვერაფრით შევაგნებინე, რომ 5 წლის ბავშვი აღარ ვარ, გავიზარდე. ტელეფონი აზუზუნდა, ნინი იყო.. -რა ქენი, დაითანხმე? -არაოოო! საშინლად ვარ ნერვებმოშლილი. -კაი, კაი დაიკიდე.პირველი შემთხვევა ხოარაა.შენს ადგილას, უკვე შეჩვეული ვიქნებოდი. გემრიელად გადაიხარხარა, რამაც კიდევ უფრო მომიშალა ნერვები.. -ნინი! -კაი ხოო, ვხუმრობ. მაგარ რაღაცას გეტყვი ახლა. ადექი, მაგარი კაბა შეარჩიე და წამო კლუბში. -რა კლუბში, ნორმალური ხარ?გამომიშვებს შენი აზრით? -ან, როდის უნდა გაიზარდო? გამოიპარე.. მამაშენის ჯინაზე აკეთე ყველაფერი, კი არ დაჭკვიანდე პირიქით, გაფუჭდი. მის ჯინაზე გაერთე, მოწიე, დალიე.. რო რამე გაიჩხირე კიდეც. -ნინ.. ხო მიცნობ. -ოოოოო, გეყო ბავშვობა, ვსოო! იპარები დღეს! -არ მაქვს კაბა. -ეგ მე მომანდე. ტელეფონი გათიშა. ნინი ჩემი დაქალია.მამაჩემს დიდად არ მოსწონს ის ფაქტრი, რომ მასთან ვმეგობრობ.არ მოსწონს ის, რომ თავისუფლად ცხოვრობს.ის, რომ სწავლა ფეხებზე კიდია და ა.შ. მე თვითონაც არ ვიცი რატომ დავუახლოვდი მას. მშობლები გაშორებულები არიან და ბებიასთან ცხოვრობს.კლუბები, ბიჭები, სასმელი, ნარკოტიკი - მისი სტიქიაა.. ხანდახან მაშინებს კიდეც. რამდენჯერმე ვნახე წამლის ზემოქმედების ქვეშ, საშინელებაა! მოდუნებული სხეული, ჩათეთრებული თვალის გუგები. მიცვალებულს ჰგავდა! შემომთავაზა კიდეც, მაგრამ მამაჩემის შიშით უარი ვუთხარი.. “კაბა მზადაა პატარავ.” “კარგი, სად და როდის გნახო?” “2საათზე, შენი სახლის მოპირდაპირე ქუჩაზე” “კარგი..” საწოლზე გადავწექი.. რატომღაც მეშინოდა..ცოტახანს ვყოყმანობდი, მაგრამ მერე სემის სიტყვები გამახსენდა „მამაშენის ჯინაზე გაერთე“ უცებ, თითქოს რაღაც გატკაცუნდა გონებაში.ვიგრძენი, რომ რაღაც შეიცვალა. ძალიან მომინდა მამაჩემის გამწარება.მინდოდა მომეწია, დამელია, ბიჭები გამეცნო. __________________________________________________________ -გუგა სად შეიძლება ვნახო? კლუბის ბარმენს ვკითხე, რომელიც მის წინ მჯდომ გოგოს ეფლირტავებოდა.. ყურადღება არ მოუქცევია. -უკაცრავად, გავიმეორო? უფრო ხმამაღლა ვთქვი. გაკვირვებულმა შემომხედა. -რა გინდა? უხეშად მკითხა, მისი ჭკუით გოგოსთან მარიაჟობდა. -გუგა სად შეიძლება ვნახო მეთქი! საკმაოდ ხმამაღლა ვთქვი. -რა გინდა ჩემი ძმა?რას ღრიალებ?. მითხრა, თან გოგოს გახედა და გაუღიმა.ბრაზი წამის მეასედში ავარდა თავში, მერე რაღაც ძალამ სინათლის სიჩქარით გადაიტანა აგრესია მუშტში.ხელი მოვიქნიე.. -სადაა გუგათქო! დავუღრიალე, მისი ქალბატონი გაიქცა. თვითონ ბარიდან გამოვიდა. -რა ჩემი ფეხები გინდა? -ოო, ეს არ უნდა გეთქვა. გავუღიმე და კიდევ ერთხელ მოვუქნიე მუშტი.. -კიდევ ვერ ისწავლე ჭკუა? წაქცეულ სხეულთან ჩავიმუხლე და დამცინავი ღიმილით შევუთვალიერე გასიებული, სისხლისგან გაწითლებული ცხვირი.. -კაბინეტშია. მითხრა და სახეზე ხელები აიფარა. -მერე მე საიდან ვიცი სადაა მისი კაბინეტი? ისევ დავიღრიალე.თავს ვერ ვაკონტროლებდი, სასწრაფოდ მჭირდებოდა წამალი! მთელი სხეულით ვცახცახებდი, ძვლები მიკანკალებდა,კბილები ღრჭიალებდნენ. -ბარს ჩაუყევი და დაინახავ. ძვლივს მითხრა. წამოვდექი, ხელი გავუწოდე და წამოვაყენე.მერე სწრაფი ნაბიჯებით წავედი მუქი ყავისფერი კარებისკენ.დაუკაკუნებლად შევედი და პირდაპირ საქმეზე გადავედი. -ლუკამ დაგირეკა? -გამარჯობა თორნიკე.. სკამიდან წამოდგა. -გუგა, არ მცალია შენი პატხალიმობისთვის, წამალი მინდა! ოდნავ ხმამაღლა ვუთხარი. -დამშვიდდი, მოგცემ ახლავე. მითხრა და ნელი ნაბიჯებით დაიძრა სეიფისკენ. -მალე! დავუყვირე. -ბიჭი მომისმინე, შენ ხომ არ გეპატარავები? მოგცემთქო, არ გესმის? ისევ იგივე მოხდა, ბრაზი ტვინში ავარდა.. ადამთან მივვარდი, ხელი მაისურში ჩავავლე და კედელთან ავაყუდე. -წამალი მომეცი! კბილებში გამოვსცრე. -ჰეი, ჰეი.. დამშვიდდი.შენ მართლა ცუდად ხარ.ახლავე, გამიშვი. ხელი ჩამოვუშვი, მანაც უფრო ააჩქარა ნაბიჯები. -ფხვნილი მაქვს. -სულერთია.მალე მომე! -შპრიცი გაქვს თუ მოგცე? -მომე. ადამმა შპრიცი და პაკეტი მესროლა, რომელშიც ფხვნილი ეყარა.. პაკეტი დავყნოსე. ვგიჟდებოდი ამ თეთრი ფხვნილის გამაბრუებელ სურნელზე.უბრალო დაყნოსვაც სხვა სამყაროში მაგზავნიდა. კაბინეტი დავტოვე და ბარმენს კოვზი და სასმელი წყალი ვთხოვე. მერე ბიჭების საპირფარეშოში შევედი, შპრიცი გავხსენი, ფხვნილი კოვზზე დავყარე, წყალი დავასხი და სანთებელა ამოვიღე. ცეცხლი ავანთე და სანთებელა კოვზის ქვემოთ მოვაქციე.ერთი სული მქონდა როდის შევიდოდა ეს სითხე ჩემს სხეულში, ყველა უჯრედს გამითიშავდა და ნეტარებაში მომისვრიდა. წყალი ნელ-ნელა ხურდებოდა, ბოლოს, როცა პატარა წყლის ბურთები დავინახე, სანთებელა ჟიბეში დავაბრუნე და შპრიცით სითხე შევისრუტე. ვეღარ ვითმენდი, კბილები მიცახცახებდა, ტვინი მეთიშებოდა. მაისურის სახელური ავიწიე.მუჭი შევკარი და ძარღვები დავჭიმე, მერე შპრიცი სწორად დავიკავე ხელში და ხელთან ახლოს მივიტანე. აქ არაფერი არ უნდა შემშლოდა, პატარა შეცდომაც სავალალო შედეგამდე მიმიყვანდა.. მართალია, ხელი უკვე გაწაფული მქონდა, მაგრამ მაინც ვფრთხილობდი.. ნემსი, რომელიც შუქზე ელვარებდა და კიდევ უფრო მიმძაფრებდა გაკეთების სურვილს, ვენასთან ფრთხილად მივიტანე.. თვალით ტრაექტორია განვსაზღვრე და სწრაფად შევისე. სითხის შესვლა და ჩემი გაღიმება ერთი იყო.. სხეული მომიდუნდა, მუხლებით დავვარდი იატაკზე, ვგრძნობდი, რომ ამ სამყაროს ვეთიშებოდი.. სხეული სულთან ერთად სხვა განზომილებაში გადავიდა.. გონება გაითიშა და ორგანიზმში უცნაურმა არსებებმა დაიწყეს ფარფატი.. გამოსახულება ჯერ აიმჟღვრა, მერე აჭრელდა.. აქა-იქ სხვადასხვა სილუეტებსაც ვლანდავდი.. მერე უკან გადავიწიე და მთლიანად გავწექი იატაკზე.. ისევ ვიღიმოდი.. დაახლოებით ათ წუთში, ჩემი საყვარელი შეგრძნებები იწყებოდა.. მაშინ, როცა ექსტაზი პიკს აღწევდა, ენა უკან მიდიოდა.. თითქოს, კრუნჩხვა გეწყებოდა, მაგრამ რაღაც ამოუცნობი ძალა ძვლებს გიყინავდა და გიმაგრებდა.. ამავდროულად გრძნობდი, რომ ყველაფერი მოდუნებული გქონდა, თითქოს ელასტიურიც.. იმასაც კი იფიქრებდი, რომ თავისუფლად შეასრულებდი სხვადასხვა აკრობატულ ილეთებს.. კანი კანს აღარ ჰგავდა, ხორცი ხორცს.. ყველაფერი უფრო ფერადი იყო.. შეიძლება ითქვას უფრო ლამაზიც კი.. უბრალოდ არ მინდოდა ეს ყველაფერი დამთავრებულიყო.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.