შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ცეცხლის ალში(9 ნაწილი)


6-07-2015, 19:55
ავტორი magdagoderidze
ნანახია 1 889

უკვე ერთი კვირა გავიდა ლევანის აღიარებიდან და სკოლის დაწყებიდან,ერთი კვირა რაც ჩვენს სკოლაში გადმოვიდა.ამ ერთი კვირის მანძილზე მხოლოდ ორჯერ იყო სკოლაში.ლინდაც ვერ პასუხოვდა კითხვას თუ სად იყო?ლინდას ძალიან ადვილად გავუგე,ძალიან მეგობრული იყო.ჩემთანაც დავპატიჭე რომ მოსულიყო.ძალიან მაინტერესებდა სად იყო ლევანი მაგრამ კითხვას ვერ ვბედავდი. დედას და მამას ქორწინების ოცი წლის თავი იყო,მათი სურვილის მოუხედავად სახლში დავრჩი და ჩემით ავღიშნე მარტო ლიკასთან. მეოცე ქორწინების წლისთავი.დედას კოლექციას შამპანიური მოვაკელი,დიდი ხნის ვადა არ აქვს და სჯობს ეხლა დაილიოს.გოგონებიც ვერ გამოდიან ჩემთან,ორი ჭიქა დავლიე მეტი რომც მდომოდა ვიცოდი დამათრობდა და ამიტომ აღარ გამიგრძელებია.ბოლო ხმაზე ავუწიე მუსიკებს და მოსმენა დავიწყე,ვიცი დედა და მამა ჯერ რომ არ დაბრუნდებიან,რომც დაბრუნდნენ დიდად არ გაუკვირდებათ ალბათ მაღალ ხმაზე მუსიკები.ტელეფონი კარგი ვქენი ჯიბეში რომ ჩავიდე თორე ხომ ვერ გავიგებდი მის ხმას.უცხო ნომერი რომ იყო გამიკვირდა. -ნიტულა,ჩამო რა_ლევანის ხმა რომ გავიგე კიდევ უფრო გამიკვირდა,ჭიანჭველების ტალღამ რამდენინეჯერ ჩაიარ-აიარა. -ლევან_დასარწმუნებლად ვკითხე -მიდი გელოდები,ცივა და რაიმე მოიცვი_თბილი ხმით გამაფრთხილა და გამითიშა,მისი ეს მზრუნველობა ძალიან მომწონდა,ლიკას ავუხსენი ,მოსაცმელი მოვიცვი და კიბეებს დავუყევი.გარეთ მართლაც საშინლად ციოდა,გაყინული ხელები ერთმანეთს გავუხახუნე და მოსაცმელი კარგად მოვიხვიე,ცივმა ჰაერმა ცოტათი სადგაც გაქრო ის რაც დავლიე.მანქანასთან მივედი და ფანჯარაზე დავუკაკუნე,არ აქვს დაკეტიკი მაგრამ მაინც.კარი გამიღო და მანიშნა ჩაჯდომაზე.მეც დავემორჩილე და შემცივნული ავუბუზე,სითბომ ცოტა იმოქმედა და გალღობა დაიწყო ჩემა ხელებმა.აშკარად ეტყობოდა რომ ნასვამი იყო,რომ გავუხსენე სად ვიყავი და რითი მოვიდა აქ ნასვამი ლევანი ტვინში სისხმა ამასხა.რაიმე რომ მოსვლოდა რა?ჭკუა სულ დაკარგა ამ ბიჭმა.გაბრაზებულმა გავხედე მომღიმარს.
-შე მართლა არანორმალურო,მთვრალი საჭესთან როგორ დაჯექი?_სადაც იყო რაღაც ჩამერტყა რომ აღარ გაეცინა,თორე ყველაფერი მავიწყდებოდა და ყველა სიტყვა,წინადადება სადღაც ქრებოდა.
-ჩემი გოგო,იცი რა კარგი ხარ რომ ბრაზობ_ ჩემი ხელი ხელებს შორის მოიქცია და მაკოცა,მის ყველა ქმედებას ვაკვირდებოდი და ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი.
-ესე რატომ დაჯექი საჭესთან?_უფრო დამთბარი ხმით მივმართე და გავხედე?რომც მდომოდა მაიბც ვერ მოვახერხებდი გაბრაზებას
-ესე როგორ?_თავს ისულელებს მგონი ეს
-ლევან,სად იყავი?_გავბრაზდი მოჩვებებით.აბა ისე გაბრაზების თავი სადღა მაქვს
-მეგობრებთან ერთად ვიყავი_კიდევ ერთხელ მაკოცა ხელზე
-მერე იმ მეგობრებმა ან შენ ვერ მოიფიქრე რომ ტაქსით მოსულიყავი
- ჩემი ბრაზია,ზუსტად ისე საუბრობ მამას რომ უბრაზდება დედა_სიცილით მითხრა
-დედაშენი სხვა,მე არ გიბრაზდები.არ შეიძლება საჭესთან ნასვამი რომ დაჯდე,რაიმე რომ მოხდეს მარტო შენ კი არ დაზარალდები_ავიხსენი ლევანს,მაგრამ მეჭვება ჩემი ესმოდეს ისე არის გართული ჩემი ხელზე კოცნით.ხელზე კოცნა რომ არ ეყო ჩემსკენ გადმოიწია და მაკოცა.ეს რა წესია,მე მისი შეყვარებული კი არ ვარ როცა უნდა რომ მკოცნის.მეც რომ ვინაბები და ვეღარაფერს რომ ვეღარ ვამბობ.მეც კარგი დებილი ვარ აბა ბიჭს ამდენს როგორ გავაბედინებდი,"ნუ ეხლა გაჩნია ვინ არის ის ბიჭი " ამომძახა გულმა,სწრაფადვე გავაჩუმე ორივე და მეც ავყევი კოცნაში.
-ძალიან გემრიელი ტუჩები გაქვს_ჩემს ტუჩებზე დაიჩურჩულა ზედ,მეც ვაპირებდი მეთქვა"შენც თქო'მაგრამ მაგის სათქმელად არც ძალა მქონდა და არც სურვილი.მეორედ რომ მაკოცა გონს მე მოვედი და შევაწყვეტინე.
-ტაქსის გამოვიძახებ და სახლში წახვალ ეხლავე_ტელეფონში ტაქსის ნომერი ავკრიბე და საბამ ზარი გადიოდა გავაფრთხილე.ტაქსი გამოვიძახე და მომღიმარს მივუბრინდი.
-არმინდა სახლში,ჩემი სახლი ხარ შენ_გულში ჩამიკრა ლეომ,მეც ძალიან მაგრად მოვხვიე ხელი და ამ წუთებით ტკბობა დავიწყე.არ მინდოდა რომ ეს წამი დიდხანს გაგრძელებულიყო ,მხოოდ მსურდა რომ ყველაფერი გაყინულიყო,დრო შეჩერებულიყო და დროში გაბყუნილიყავით სამუდამოდ ესე.ის ძალიან მთვრალი და მე ორ ჭიქა დანალევი.ისევ ყოველთვის დედას და მამას ქორწინების ოციწლისთავი იყოს.ტაქსის მანქანა სანამ ეზოში არ დავლანდე მანამ ხელები არ გამიშვია,არც ის მიშვებდა და უფრო და უფრო მეხუტებოდა.
-შენი წასვლის დროა,გელოდებიან_მოვცილდი და მანქანის კარი გამოვაღე.ლევანიც გადმოვიდა და ტაქსისკენ წავედით,ჩაჯდომამდე წელზე მომხვია ხელი და კიდევ ერთხელ მაკოცა.
-ჩემი საოცრება ხარ,მძევალს მოვაკითხვა ხვალ_მანქანაზე მანიშნა და ისევ ისე მისებურად მაკოცა,ცოტათი ტუჩს რომ ეხება.ხელი დავუქნიე სანამ თვალ მიეფარებიდნენ,მძევალს კიდევ ერთხელ გავხედე და გასაღები ხელში ავათამაშე.ლიკას ასვლისთანავე მოვუყევი ყველაფერი,ფანჯრიდან გვადევნებდა თვალს.
-რა საყვარელია,მაგრამ დებილი,ნასვამი რამ დააჯინა საჭესთან_ისიც მხოლოდ ამაზე გაბრაზდა
-მეც ეგ ვუთხარი,ესმის კი?_სიცილით ვკითხე,ალბათ განში რომ მიეცათ ლევანისთვის ისევ მანქანით წამოვიდოდა.მანქანის გასაღებს ხელს არ ვუშვებდი და ხანდახან დავყურებდი ხოლმე.
-რისი გასაღებია ეგ?_წამართვა ლიკამ
-მანქანის,მომეცი_აკისკისებულს გავეკიდე,სიცილით შევარდა ჩვენს ოთახში.
_ლიკა გააღე კარი და მომეცი გასაღები_მეც მეცინებოდა მის ბავშვურ საქციელზე
-არ მინდა ამის ყურებაში დამიდებილდე,ისედაც დადებილდი მგონი_სიცილით გამომძახა
-ლიკა გამოდი და რაღაცად გეტყვი_სათქმელი არმაქვს არაფერი მაგრამ მაინც ვეტყვი რაიცი იქნებ და გამოვიდეს.
-მითხარი
-თვალებშუ თუ არ გიყურე ეგრე ვერ გეტყვი_დავუკაკუნე კარზე და გამოსვლისკენ მოვუწოდე.
-თვალებში ყურება არა ის,მიდი მითხარი_არ გამოდიოდა ლიკა
- დილას რომ დასჭირდება ეგ გასაღები მერე ვნახავთ ვინ გადავარდება ფანჯრიდან_დავეჭყანე და კარს მოვცილდი.
-ვერაფერსაც ვერ მიზამს მე ეგ_თავი გამოყო,როგორც კი დამინახა რომ კართან არ ვიყავი გაჯგიმული გამოვიდა. -ვნახავთ_დავემუქრე სამზარეულოდან და წყალი დავლიე.აღარ გამიგრძელებია მასთან იმაზე დავა რომ ლევანი მართლაც ფანჯრიდან ისვრის დილით.გასაღებს ხელში ატრიალებდა და ჩემს ნერვებზე თამაშობდა.დილას ტელეფონის ზარმა გამაღვიძა,არადა მახსოვდა ბუდილნიკი არ მქონდა დაყენებული.ნომრისთ ის არ დამიხედავს ისე ვუპასუხე
-დილა მშვიდობის თოჯინა_ეხლა ისე მეძინევოდა ლევანიც კი მაღიზიანებდა.
-დილა მშვიდოვიდობის_ძილის გაგრძელებას ვცდილობდი მე უფრო ვიდრე საუბარს.
-ნახევარ საათში შენს კორპუსთან ვიქნები და მზად იყავი_გამაფრთხილა
-ჯერ რადროს სკოლაში წასვლა,შვიდი საათია
-დროა მიდი მალე_მიბრძანა
_გნახავ მალე _დამემშვიდობა და გათიშა.რა დროს სკოლა ჯერ შვიდი საათია,გაფრინა ამ ბიჭმა მგონი.
მეც ძვლივს ავდექი და გამოვფხიზლდი.ჯინსის შარვალი ჩავიცვი და ზედა ვერაფერი რომ ვერ შეურჩიე ისევ თეთრი ზედა ვარჩიე.ფეხზე თეთრი კედები ჩავიცვი და ჩანთის ძებნა დავიწყე,ნეტა ეხლა ის გამახსენა სად დავდე.ბოლოს მისაღებში ვიპოვე მდივნის უკან,ლიკას კომოდიდან გასაღები ავიღე.დედას ჯერ კიდევ ძინავს და გაღვიძება არ ღირს.სწრაფად ჩავირბინე კიბები,გარეთ იმდენად აღარ ციოდა როგორც გუშინ ღამ,მანქანა გავაღე და შიგნით მოვთავსდი.აბა გარეთ ხომ არ დავდგები სანამ მოვა.ტელეფონში თამაშებს ვთამაშობდი,ისე შემოიპარა ლევანი ვერც გავიგე.რომ შევამჩნიე გული თუ არ გამკსკდებოდა შიშისგან არ მეგონა.
-რა მშიშარა ხარ _დამცინა მე_წავიდეთ?_მეც თავი დავუქნიე,სიცილით გამომიწოდა ხელი.მეც დავინები და ვერ მოვიფიქრე რომ გასაღების გარეშე ვერ წავიდოდით,ყველაფერი რომ გავაანალიზე ჯიბიდან სწრაფად ამოვიღე გასაღები და ხელზე დავუდე.
-ნუ დამცინი_გავბრაზდი მე. -არ დაგცინი_ხელები ჰაერში აწია
-საჭეს მიხედე_ვანიშნე და ტელეფონში თამაში განვაგრძე.მთელი გზა ნერვებს მიშლიდა,მე თავს ტელეფონს ვაფარებდი.ისიც კი წამართვა და დამემუქრა.
-გადაგსვამ იცოდე_გამაფრთხილა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.სკოლის გზა რომ არ იყო და ვერ ვიცანი გავიკვირვე.
-სად მივდივართ?_გაკვირვებულმა გავხედე
-ტელეფონს რომ მორჩენოდი გაიგებდი სად გადავუხვიეთ_მკაცრად,სიცილშეპარულმა გამცა პასუხი.მშვიდად დაველოდე სად მომიყვანდა.გზა კი მეცნობოდა მაგრამ ვერ გავიხსენე საიდან,თავი კოჯორში რომ ამოვყავი მაშინ ძალიან გამიკვირდა.რა გვინდა აქ ჩვენ,რატომ წამომიყვანა?
-აქ რა გვინდა?_გაკვირვებულმა ვკითხე.
-ჩემი მეგობრები უნდა გაგაცნო_მანქანა გააჩუმა და ტელეფონები ხელში დაიკავა.
-რა მეგობრები,ხომ არ გააფრინე? -წამოდი_გადავიდა და მიბრძანა,მიდი და არ გადაყვე.
თან ძალიან მაინტერესებს ვინ არიან ის მეგობრები.კითხვები გამიჩნდა როდესაც კართან მივედით,საინტერესო იყო რა სტატუსით წარმადგენდა მათან მე?რა რეაქცია ექნებოდათ მათ და მოეწონებოდათ თუ არა ეს ყველაფერი?კარი ლამაზმა გოგომ გაგვიღო,მომხიბვლელად გაიღიმა და ლევანს კისერზე დაეკიდა.ზოგადად ეჭვიანი არ ვარ მაგრამ იმ გოგოს ხელები ლევანის კისერზე რომ აღმოჩნდა და ლევანის მის წელზე ალბათ იქვე მოვკლავდი ორივეს ერთმანეთს რომ არ დაშორებოდნენ.
-როგორ მოგვანატრე თავი შე საზიზღარო_მოცილდა თუ არა მაშინვე გაუბრაზდა.
-ვერ მორჩი თაფლობის თვეს და ჩემი ბრალია კიდე ?_სიცილით კითხა ლეომ,გულზე მომეშვა თაფლობის თვე რომ გავიგონე.
-კიდევ დავრჩებოდით მაგრამ ყოველდღე ხომ არ ხდები ცხრამეტი წლის_გაინაზა ლამაზი გოგონა
-ჯერ ადრეა მაგ დღემდე,სულ დამავიწყდა გაიცანი ეს ნატა ჩემი შეყვარებული_ხელი წელზე მომხვია და გაკვირვებული გულზე მიმუტა.


დაგვიანებულის დაგვიანებული...
წარმატებები ყველა აბიტურიენტს




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent