კრიმინალი შემიყვარდა! 2
არ ვიცი რას ველოდი, მაგრამ ძალიან მეშინოდა მეგონა არ დაბრუნდებოდა არც სანდროდა არცის დებილი ლუკა! არც კი ვიცნობდი წესიერად თუმცა მაინც ვნერვიულობდი.. - დაბრუნდებიან ლიზზ. გაფითრებული სახით მითხრა მწოლიარე თათამ, თითქოს ფიქრებს მიმიხვდა. - მეშინია უკვე 20წუთი გავიდა, სად არიან?! უნდა წავიდე და მოვძებნო! თათია კარგად მოვათავსე მინერალური წყალი მივაწოდე და მანქანიდან გადმოვედი, ისე რო მაგის წუწუნისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. კლუბში შევედი, სუ ცარიელი დამხვდა, ყველგან ვიყავი საპირფარეშოებშიც და ვიპ ოთახებშიც რომელიც აქამდე არც კი ვიცოდი თუ არსებობდა ამ კლუბში. მერე გამოვედი კლუბიდან და გარშემო შემოვუარე. - ლუკააა! უცებ შევყვირე და რო მივხვდი ხმამაღლამომივიდა პირზე ხელები ავიფარე. - ლიზა დამშვიდდი ეხლა! არ იყვირო! მოდი და ეს მაიკა გამხადე. ცდილობდა ჩემს დამშვიდებას ლუკა და მიწაზე გაწოლილი რაღაც სისულელეებს მთხოვდა.. თან ხელი ჰქონდა სისხლიანი. - რა ვქნა? ნელნელა მივდიოდი მისკენ და თან ვეკითხებოდი. - მოკლედ ეს მაიკა შემომახიე და სისხლდენის შეჩერება მოგიწევს თუ გინდა რო ვიცოცხლო. - რა მოხდა? მაიკის გახევა ისე ვერ მოვხერხე რომ არსტკენოდა ის ადგილი სადაც როგორც მერე მივხვდი დანა გაუყარეს. ძაან შემეშინდა ამდენი სისხლი რო დავინახე და ცოტა პანიკებში ჩავვარდი როცა პატრულის სირენების ხმა გავიგე. - აუ მეშინია რა ვქნათ? აუუ ლუკა.. ამოვილუღლუღე და ტირილით მივეკარი საწყალს, რომელიც ტკივილისგან იტანჯებოდა ყველა ჩემი მოძრაობისას. - უ მაპატიე რაა.. მოკლედ ეს გახეული მაიკა სიგრძეზე შემოვახიე რომ მერე ჭრილობა შემეხვია. - ეხლა ოდნავ მომხვიე ხელი და წავედით. - ვერ წამოხვალ შენ, ან სანდრო სადარის? თათა მოიწამლა თუ რაღაც და მანქანაშია და სანდრო შენ მოსაძებნად წამოვიდა. - მიხედავს ეგ თავისთავს ჩვენ წავიდეთ! - რაღაც ვერ მივხვდი, რას ქვია ჩვენ წავიდეთ?! ეგეც რო სადმე დაჭრილი ეგდოს შენსავით მერე? მარტო შენ თავზე ფიქრობ? უმადური და იდიოტი ხარ! - დაგვიჭერენ თუ დროულად არ წავალთ! ეს მითხრა თუ არა ხელი მომკიდა და კოჭლობით კედელს აეფარა. ფანრის შუქი რომელიც აშკარად ვინმე სულიერს ეძებდა აშკარად ჩვენკენ მოდიოდა და ცოტაც და გვიპოვიდნენ რომ არა სანდროს გამოჩენა: უცებ ავეკარი სანდროს რომელიც შენობის გვერდით დავინახე და ლუკაც მე გამომეკიდა, იმ შუქმაც ვერ შეგვამჩნია სანდროს წყალობით. - სად იყავი შე იდიოტო გული გამისკდა, ნახე ამას რა სჭირს?! გაოგნებულმა ყველაფერი ერთად მივაყარე. - დაწყნარდი შენ ნუ ხარ პანიკებში ეხლა ის უნდა მოვიფიქროთ როგორ გავიდეთ აქედან! - წავალ მე შევამოწმებ, თქვენზე პატარაც ვარ და მოხერხებულიც! ვთქვი მე და ოდნავ გავიხედე კედლიდან. - ხედავ რამეს? - ვერა აქედან ვერა, მაგრამ ეხლა გავალ და უეჭველი დავინახავ რამეს. - წადი კაი! ჩემდა გასაკვირად ნება დამრთო სანდრომ! - რაა? ხო არ ღადაობ? არსად არ წავა! ლუკას ნათქვამმაც რათქმაუნდა გამაკვირვა, თუმცა არც ერთი წამით არ გადამიფიქრია წასვლა, ყურადღება აღარ მივაქციე ლუკას სულელურ ლაპარაკს და წინ წავედი. მივედი შენობის ერთი კედლის ბოლომდე და გავიხედე, სიცარიელე იყო ყველგან და ბიჭებს ვანიშნე წამოდით თქო, გამოვედით უკვე მანქანასთან ახლოს ვიდექით და უცებ ის შუქი. - არ გაინძრეთ, ვისვრი! ერთი პოლიციელი იდგა, თოფი ეჭირა და საკმაოდ შეშინებული აღმოჩნდა. - ის ჯოხი დააგდე შენ! მიმართა ლუკას რომელსაც დიდი გრძელი ჯოხი ეჭირა რომელსაც ეყრდნობოდა! - ვერა დაჭრილი ვარ! ამანაც მკაცრად უპასუხა თითქოს დედას კარაქიან პურზე უარი უთხრა. - მაშინ დააგდე და მოდი ჩემამდე როგორმე! - კი ბატონო. ლუკა ჩემს გვერდით იდგა ამიტომ ჯოხი დააგდო ოდნავ ფეხზე მომხვდა და შევხედე თვალებით რაღაცას მანიშნებდა ჯერ ჯოხს შეხედავდა მერე მე, მივხვდი რო რაღაც შანსი მქონდა! უცებ კარგმა იდეამ დამარტყა თავში! ჯოხი ავიღე და ლუკას ყელში მოვუჭირე, ხო ცოტა სასაცილოდ ჟღერს და დებილიც მიხვდებოდა რომ ჩაწყობილი იყო ყველაფერი. - იარაღი დაუშვი თორე აქვე გავგუდავ! ვუბრძანე დაუფიქრებლად პოლიციელს! - რასაკეთებ? გაკვირვებულმა და ოდნავ დამანჭული (ტკივილსგან) სახით მკითხა ლუკამ, რადგან ნახევრად სწორადიდგა და აშკარად ეტყობოდა რო სისხლმა გამოჟონა! - შენ გაჩუმდი მანდ! თავდაჯერებულად ვთქვი და პოლიციელს მივუბრუნდი. - დააგდე მეთქი იარაღი და წინ გამოაგორე, არ გესმის შენ მანდ? - კარგი, დაწყნარდი, ვაგდებ! მართლა დააგდო, არცკი წარმომედგინა რომ დაიჯერებდა, ეტყობოდა რომ გამოუცდელი იყო. მე ძაან სწრაფად გავუშვი ლუკას ხელი და თვალებით ბოდიში მოვუხადე! - სანდრო ჩაჯექით მანქანაში. ეს ვთქვი და იარაღისკენ წავედი რომ ამეღო, ამ დებილმა პოლიციელმა კი მობილური ამოიღო და რამოდენიმე ფოტო გადაიღო სანამ მე აზრზე მოვიდოდი! იარაღი ავიღე უკვე უნდა დამეწყო მსგავსი ლაპარაკი რო მომეცი მობილური და რაღაცეები და მაშინვე რაცია ჩართო იმ იდიოტმა "ნომერი 3 ლაპარაკობს კლუბის წინ ვარ ობიექტი აქ არის შეიარაღებულია, ვიმეორებ შეიარაღებულია!" - დაქოქე, დაქოქე! ამის თქმა, ჩემი მანქანაში ჩაჯდომა და პოლიციელების მოსვლა ერთი იყო, უცებ ატყდა სროლა და უკვე დაძრულ მანქანას უკანა ფანჯარა ჩაგვიტეხეს! - როგორ ხართ აბა? ვიკითხე დაბნეულმა და თათიას თავი ფეხებზე დავიდე! - ჩვენ კიარა შენ როგორ ხარ? ჩემი გმირი და! ეს კიდე სიცილის და მოფერების ხასიათზე იყო გავიფიქრედა ჩავუღიმე რომ უხერხული არ ყოფილიყო! - მე კარგად, ლუკა მაპატიე ძაან გტკივა? გადავიწიე რომ ჭრილობა დამენახა, მაგრამ უგონოდ რო დავინახე ყვირილი ავტეხე... - რა გაყვირებს გოგო გაგიჟდი? თვალები რომ გაახილა, გამოვშტერდი ისეთი სახე მქონდა "იმერულ ესკიზებში" თითქოს მიცვალებული რომ ადგა იმ ხალხის სახე. - ვაიმე გული გამისკდა, თვალები აღარ დახუჭო. ეს ვთქვი და თითქოს ქვა მომხსნეს მხრებიდანო, სიდენიას მივეყუდე და თათიას თავი ავაწევინე. მოკლედ ყველა სასტიკად შეშინებული და დაშოკილი იყო, რულზე სანდრო იჯდა და აშკარად არიცოდა სად მიდიოდა უბრალოდ ქალაქ გარეთ გავიდა და ბენზინის ჩასასხმელად რომ გაჩერდა მაშინ ამოვიღეთ მარტო ხმა: - მოკლედ ეხლა ფული გვჭირდება და რამე კარგი ადგილი საცხოვრევლად. თქვა ლუკამ და თავის მობილურს ხელი დასტაცა. ორი სამი ზარის შემდეგ უპასუხეს: - გამარჯობა ნათია თუ შეიძლება ჩემს კარტაზე ჩარიცხეთ ფული. - .... - მოგწერ. -.... - უთხარი, რომ ქალაქ-გარეთ გავედი დასასვენებლად, კარგად! ყურმილი რო დაკიდა თვალებში შევაშტერდით ყველა. - მოკლედ ბათუმში კარგი იქნებოდა ეხლა დასვენება.. - აუ ხოო.. აღმოხდა თათიას. - არა რა ბათუმში, იქ ბევრი ხალხია! თქვა სანდრომ და ფული მიაწოდა კაცს, რომელმაც ბენზინი ჩაგვისხა და კეთილი მგზავრობა გვისურვა. - ხო მართალი ხარ! თქვა დანანებით ლუკამ და ფანჯარაში გაიხედა. - უი ისე რატო მოვიდა პოლიცია? ან ჩვენ საერთოდ რა შუაში ვიყავით? გამოვხტი წითელი გოჭი. - ხო რატო? თავი წამოყო თათიამაც. - მოკლედ, დაიწყო ლუკამ. - გარეთ ხო ვიდექი და ვიღაც ორი ბიჭი გამოვიდა აბები დალიეს და ერთმა უთხრა მეორეს მთავარია პოლიციამ არ მოგვისწროს თორე ამათ რაც უნდათ ის უქნიათო (შევამჩნიე რომ თათია დაითრგუნა ამ სიტყვების დროს),ყველაზე თქვა ვინც შიგნით იყავით, მერე მე ვკითხე მეთქი რა ხდებათქო და ერთმა ეგრევე მაჯახა მუშტი და მეორემ ვაფშე დანა გამიყარა ეგრევე, ჩავიკეცე და ხელები შემიკრეს რაღაცით, წამათრიეს და უკან დამაგდეს, მერე რავი რამდენი ვიწვალე არიცით ბოთლი ეგდო ფეხით გავტეხე და ნატეხით გავიხსენი რაა, იმენა ნებისმიერ განძრევაზე ცუდად ვხდებოდი ისე მტკიოდა მუცელი, მერე ეს ქაჯი მოვიდა (ჩემზე თქვა) და ტიპმა მანჯღრია იმენა, მერე ჩამეხუტა და გავთბი, მთელი 15წუთი ხმას არ ვიღებდი, ისეთი შეშინებული იყო მეგონა ეგ იყო დაჭრილი მე კი არა.. ამას უკვე ეცინებოდა მე კიდე გაბუტული ვიჯექი, რო დამცინოდა.. როგორც ვნახე წაიკითხა ბევრმა ეს პირველი თავი და გაგრძელებ მაშინ.. დიდი მადლობა რომ კითხულობთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.