შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და წილოსანი ( ნაწილი მეშვდე)


7-07-2015, 00:08
ნანახია 2 359

უი გამოფცხილდი (გაეცინა მას
_უტაქტოვ,აქ რაგინდა (გამეღიმა მე
_ჩემი რაღაცის დასაბრუნებლად მოვედი,უკან უნდა წავიღო (ისევ გაეცინა მას და თვალი ჩამიკრა
მე კიდე ღიმილი სახეზე შემაშრა,როდესაც გავაცნობიერე რომ თბილისს გავცდით.
_ააა დემეეე (დავიკივლე მე) სად მივდივართ?
_მოგიტაცე თქო რომ გითხრა დაიჯერებ? (ეშმაკურად ამომხედა მან.მე ნერვიულად გამეღიმა,შემდეგ გამეცინა და ასე დაახლოებით ათი წუთი გიჟივით ვხარხარებდი წილოსანის მანქანაში,როდესაც დავწყნარდი და გავაცნობიერე,რომ ბიჭი არხუმრობდა ავკანკალდი,შემეშინდა,თუმცა მაინც ვუპასუხე.
_არა დემე ვერ დავიჯერებ,ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე. (ისევ ნერვიულად გამეცინა მე
_არადა უნდა დაიჯერო(თქვა და სიჩქარეს მოუმატა.შემატყო,რომ მისი მეშინოდა და ახლა უკვე თბილად მითხრა) ჩემი არა,არ შეგეშინდეს. (ხელი აკანკალებულ თითებზე დამადო და მაგრად მომიჭირა.მე ჩუმად ავტირდი,მას ეს არგამოპარვია,ერთი ღრმად ჩაისუნთქა და გზატკეცილიდან გადაუხვია.დაახლოებით ხუთწუთიანი სიარულის შემდეგ,თავი შუაგულ ტყეში ამოვყავით,ირგვლივ არაფერი იყო,სიცარიელის გარდა.
_ჰა როგორია? (ღიმილით დამიდგა გვერდით,)
_რა დემე?! (გავიკვირვე მე და თვალები მოვჭუტე გარემო უკეთესად რომ შემეთვალიერებინა.)
_კაი ტო მეღადავები ვერაფერს ვერ ხედავ ვაფშე? (გაუკვირდა მას
_მხოლოდ უშველებელ სივრცეს ჩვენს გარშემო (მობეზრებულად ვთქვი მე და ხელი ავიქნიე)
_კარგი მაშინ ეხლა (მკითხა და პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი მისი ტუჩები,ჩემს ბაგეებს რომ შეეხო და საღად აზროვნების ყოველგვარი შესაძლებლობა მომისპო.მთლიანად მასზე მინდობილს არ მაინტერესებდა სად ვიყავი,როგორ ვიყავი ან რანაირად.ჩემთვის მხლოდ წილოსანი არსებობდა და სხვა არავინ იმ მომენტში.მოწყვეტით მომშორდა,შემდეგ თვალები დამიკოცნა და ამოიჩურჩულა
_აბა ახლაც ვერ ხედავ ვერაფერს?
_ეს დემე,ეს ხომ შეუძლებელია,როგორ რანაირად,აქ ხომ არაფერი არ იყო,ეს ეს აქ როგორ გაჩნდა? (დაშტერებული ვტრიალებდი აქეთ იქეთ და გარშემო შექმნილ სანახაობას თვალს ვერ ვწყვეტდი.უზარმაზარი საჰაერო ბუშტი,უამრავი პატარა ბუშტი და ფრანის „რა გულიანად“ მთელსგარშემო ისმოდა.გამიხარდა,გავგიჟდი.გაუცნობიერებლად ჩავეხუტე დემეს და კვლავ პირველი კითხვა გავუმეორე) ეს როგორ გააკეთე?
_სიყვარული აგიჟებსო ხომ გაგიგია? (ეშმაკურად მკითხა მან.მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე)
_კი გამიგია
_მერე გიჟი,რომ თავისუფალია ეგეც ხომ გაგიგია?
_კი ესეც.
_და თავისუფალი გიჟისთვის შეუძლებელი არაფერი რომ არაა ეგეც ხომიცი?
_არა ეგ არვიცი.
_ხოდა ეხლა გეუბნები ამას მე და აწი დაიმახსოვრე (მითხრა ეშმაკურად,ცხვირზე თითი დამკრა და მის ხელებში მომწყვდეული,სრულიად მოულოდნელად საჰაერო ბუშტზე ავღმოჩნდი.
_მიყვარხარ. (ამოიბუტბუტა დემემ და ტუჩებით ყელზე კოცნით დამასაჩუქრა.
_მეც. (ვუპასუხე ჩურჩულით,მისკენ მივტრიალდი,თითის წვერებზე ავიწიე და ტუჩებზე ჩემი ტუჩები მივაწებე.ვიგრძენი როგორ გაეღიმა,და მეც ბედნიერს თვალებიდან უნებურად ცრემლები ჩამომცვივდა.
შემდეგ იყო უამრავი ახალი თავგადასავალი.
სიგიჟე.
ექსტრემი.
გართობა.
მეტი პოზიტივი.
და უფრო მეტი სიყვარული.
_აუ დემე ნანა ინერვიულებს არც დამირეკია,რას იფიქრებს ამდრომდე სად არის ჩემი შვილიო?! ამოვიბუტბუტე მე და ვაშლის მოზრდილი ნაჭერი გავიქანე პირში.
_მაგაზე არიღელვო (მითხრა მან
_რატო? (გავიკვივე მე
_იმიტომ რომ შენმა ბიჭმა იყოჩაღა და ხვალ შუადღემდე დაგისაკუთრა (მითხრა მან,წარბები სასაცილოთ აბზიკა ზევით და დამეჭყანა)
_ეხლა რა ქენი,მიმიკით გამაჯავრე თუ რამაფიაა? (გამეცინა მე
_ნუ რაღაც მაგდაგვარი (თქვა მან და ღიმილი სახეზე შეახმა,როდესაც თავი გვერძე გაატრიალა) ფუ ამის დედა ვატირე ამათ აქ რა ჯანდაბა უნდათ
_ვინებს დემე? (გავიკვირე მე,იმიტომ რომ აშკარად ვერავის ვერ ვამჩნევდი გარშემო
_ვის და აი იმათ (მითხრა მან და მანიშნა გაიხედეო,მეც გავიხედე და უნებურად გამეღიმა მოახლოებულ სილუეტებში გაბო,სანდრო,დათა და დაჩი,რომ ამოვიცანი.დემეს კი სიბრაზისგან ყელზე ძარღვები დაბერვოდა და ბიჭების მოკვლით იმუქრებოდა,რაზეც ჩემგან კაი გვარიანი მუჯლუგუნი მიიღო,მან კი საწყალი თვალებით შემომხედა და მოახლოებულ ბიჭებს დაუბღვირა.მე კი ბედნიერი მათი ნახვით,ოთხივე გემრიელად ჩავკოცნე და ჩვენს საპიკნიკო სუფრასთან მივიპატიჟე.
_ჰეი გვრიტებო,როგორც ჩანს საქმე გუდად მიდის (ჩაილაპარაკა ლექსომ და უსაშელოდ გრძელი წამწამები სასაცილოდ ააფახუნა) ამიტომ გადავწყვიტეთ,რომ აქ ყოფნას ჯობია,დემესთან ავიდეთ წყნეთში აგარაკზე,უფრო კარგად გავერთობით ექვსივე,წინააღმდეგნი არვართ,კიარადა დიდად მოხარულნი ვიქნებით ნინასაც თუ დაურეკავ და მასაც წამოიყვან.
_ოპაა ვიღაცას რაღაცა სჭირსო (გაეცინა დაჩის და ლექსოს თვალი ჩაუკრა
_ნუ რაღაც მაგდაგვარი,მიდი დაურეკე ნინას (მითხრა მან,მეც სხვა გზა არმქონდა,ორწუთიანი ლაპარაკის შემდეგ,ნინა დავითანხმე და ვაზისუბანში დავიძარით მის წამოსაყვანად,რადგანაც ორი მანქანით ვიყავით გზაშიც თავისუფლად მოვთავსდებოდით,თუმცა დაქოქვისთანავე მანქანა საოცარი ხმით აღმუვლდა და ჩაკვდა,მერე გაირკვა რომ ბიჭების ოინები იყო და ნახევარსაათიანი ჩხუბის შემდეგ დათას მანქანაში ექვისვე მოვკალათდით,სივიწორვის გამო კი იძლებული გავხდი,წინმჯდომ წილოსანს კალთაში ჩავჯდომოდი და ისე დავდგომილიყავით თბილისისაკენ მიმავალ გზას.ისე გავერთე გზაში,ვერც კი მივხვდი როგორ ავედით უცებვე ვაზისუბანში და მეწყინა,როცა გავაცნობიერე,რომ დემეს კალთიდან ადგომა მომიწევდა.ნინაც მალევე ჩამოვიდა და მეც ასადგომად მოვემზადე,დემემ რომ დამიჭირა და ყურში მიჩურჩულა
_არგამაბრაზო,დაეტიე სადაც ხარ,მე უკან ბიჭების გვერდით დამჯდომი არვარ,როცა შენ აქ ხარო
_კიმაგრამ ნინა?
_ნინას ეხლა მგონი ყველაზე ნაკლებად მის გვერდით შენი ჩაკვეტება უნდა (გაეცინა მას და ლექსოსა და ნინაზე მიმითითა,რომელბიც ერთმანეთს თვალებს უჟუჟუნებდნენ,მე კი უკმაყოფილოდ ამოვიფრუტუნე და დემეს კალთაში მივყუჩდი,ბიჭს ჩაეღიმა.
_აუ დემე რამდენხანში მივალთ?
_15 წუთში
_ოო
_დამიჯერე ისე კომფორტულად ვარ დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მთელი ცხოვრება ასე ზედმეტების გარეშე,თუმცა ჩვენ როგორც გვინა ისე არაა (გაეცინა მას და მომიღუტუნა,მე სიცილისგან ცუდად გავხდი,ბოლოს დემეც დაიღალა ჩემი ფართხალით და ღუტუნიც შეწყვიტა.სიცილ ხარხარით მალევე მივედით დანიშნულების ადგილზე და ფეხის გასამართად,მანქანიდან პირველი მე გადავხტი.
იმღამეს არცერთს არგვიძინია.
დაახლოებით ღამის 3 საათი იყო,ჩემმა მობილურმა რომ დარეკა.
წიკო მირეკავდა.მეც გული ამიფრთხიალდა,ბავშვებს ვანიშნე გაჩუმდითქო,ერთი ღრმად ჩავისუნთქე და ვუპასუხე
_ხო დავითა
_დავითა ვარ გოგო მე? (მიწყინა სანდრექსამ
_წიკოს ნომირდან მირეკავ და საიდან დამესიზმრებოდა შენ რო იქნებოდი(გავიკვირვე მე
_კარგიხო.მითხარი სად ხარ?
_რაიყო მშვიდობაა (ავღელდი მე
_კი მშვიდობაა,პროსტა მომენატრე
_სანდრის რამოწიე? (გავიკვირვე მე
_მეიდ ინ გალი (გაეცინა მას
_ფურა შტერი ხარ მეძინება მე და ისე ქენით,როგორმე რო თბილისი არ გადაწვათ (გამეცინა მე
_გეკადრება დაიკ...
_ხორავიცი მე (და სიცილისგან ცუდად გავხდი გაგას ღრიალი რომ გავიგე ვაიმე ჯოჯოხეთში ვარ და იქაც თქვენ მელადნებით ამის დედა ვატირეო)
_არხართ თქვენ კარგად,მეძნება და დილის რვამდე თქვენი ზარი არვნახო აქ შემოსული (ვითომ მკაცრად ჩავილაპარაკე მე
_მოსულა (მითხრა მან და მეც მათი ყოლით ბედნიერმა გავთიშე.

მართლაც უბედნიერესი ადამიანი ვიყავი,მყავდა საუკეთესო ოჯახი,სამეგობრო წრე,სადაც მუდამ სითბო,სიმხიარულე და სიყვარული იყო.დაუფიქრებლად ვარჩევდი მათ სიცოცხლეს ჩემსას.იმდონემდე ჩემიანი იყო ყველა,რომ სიტყვებითაც ვერ ვხსნიდი.
ფიქრებიდან დემეს ხმამ გამომარკვია
_შენი ძმა უნდა გავიცნო.
_და რას ეტყვი,პრივეტ მე შენი თექვსმეტი წლის დის შეყვარებული ვარო?
_არა მაგას არა.
_აბა?
_ეგშენ არგეხება (მითხრა მან და ჩვეულებისამებრ ცხვირზე თითი დამკრა.
___
შემდეგ იყო,უამრავი ასეთი დღე.ლექსოსა და ნინას წყვილიც ამ ამბიდან ერთ თვეში შედგა.დემემ ჩემი ძმა გაიცნო და არამარტო ის.მართლა უბედნიერესი ადამიანი ვიყავი დედამიწის ზურგზე.უბედნიერესი კიდე ალბათ ცოტაა.
იმ ღამიდან დღემდე 7 წელია გასული.
მე დღეს 23 წლის ვარ ;)
დემე 25ის ;)
ორი წელი სხვაობა.მაინც როგორი რიცხვია ორი.
აი რაღაც ისეთია.თუმცა ამას თქვენ ვერ გაიგებთ,იმიტომ რომ არცერთი თქვენგანი არყოფილხართ არც ჩემს და არც წილოსანის ადგილზე.
ბევრი რამე შეიცვალა-მათ შორის მეც.
არვაპირებ თქვენთვის დემესთან გატარებული ყოველი დღისა და ღამის მოყოლას.თითოეული მათგანი განსაკუთრებული იყო,თავისებური,თბილი და პოზიტიური.ამას მე ვერ მოგიყვებით,ეს თქვენ უბრალოდ უნდა გენახათ.ხო,ხო!უნდა გენახათ როგორი იყო წილოსანი,შეუძლებელია უბრალოდ მისნაირი იყოს კიდევ ვინმე,მისი მსგავსიც არმოიძებნება აქ!ის ერთი იყო და ისიც ჩემი იყო,მართალია დროებით,მაგრამ მაინც ჩემი ერქვა.
მხოლოდ იმდენს მოგიყვებით,რომ მიხვდეთ თუ რატომ ვარ ეხლა მე იქ სადაც ვარ ;)
რატომ აღარ მაქვს ურთიერთობა ზოგიერთ მათგანთან ;)
როგორ გავიდა ხუთი წელი ;)
არვიცი მოსაყოლი მართლაც ბევრია.არა გატყუებთ,მოსაყოლი ბევრი კიარა ბევრზე ბევრად მეტია.
მე და წილოსანი ერთად,ზუსტად 3 წელი ვიყავით.
3 წელი.
1096 დღე
1096 ღამე.
და ყოველდღეში იყო რაღაც განსაკუთრებული,აუხსნელი.
ამ სამი წლის მანძილზე ხშირად გვიკამათია,თუმცა არცერთხელ არ გვიჩხუბია.
უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით.
ყველგან ერთად ვიყავით.
მე,ის და ჩვენი სამეგობრო.
წილოსანთან გატარებული ყოველი წამი დავიწყებას არასდროს არმიეცემა ჩემს გულში.თბილისის სევდიან ქუჩებსაც მუდამ ემახსოვრება ყოველივე ეს.და არამარტო მას,თითოეულ ადგილს,თითოეულ წერტილს სამყაროში,სადაც ჩვენ ფეხი დაგვიდგავს.და მე ეს ზუსტად ვიცი,რადგან შეუძებელი იყო გეყურებინა ჩვენთვის და ეს არდაგემახსოვრებინა.ხო სწორად გაიგეთ,რომ ზუსტადაც,რომ
შე უ ძლე ბე ლი იყო.
8 ნოემბერი -ჩემი დაბადების დღე.(ჩვენი ერთად ყოფნის მესამე წელი)
მთელი დღე ჩვეულებრივად მეხმიანებოდა წილოსანი. დილიდან შუაღამემდე ჩემს გვერდით იყო,ბავშვებთან ერთად,12 ს 5 წუთი რო დააკლდა,გარეთ ჩამიყვანა.
_ვერაფერს ვერ ხედავ ხო? (მითხრა მან
_ნეტუ
_კაი ეხლა? (და როგორც ადრე,ისევ ისე მაკოცა,თვალი გავახილე და ისევ ვერაფერი ვერ დავინახე
_ვერც ეხა
_ხოდა ზუსტად მაგაშია სიურპრზი.სიურპრიზიი (დაიყვირა მან,მეც მის სისუელელზე გამეცინა,დაახლოებით ასე იყო ორი წუთი,შემდეგ საათზე დაიხედა,სახე დაუსერიოზულდა და დროაო დაიძახა,იმ წამს ცაში გაჩნდა უამრავი ფრანი,ფეიერვერკები,დემეს უკან ჩემიბიჭები,ჩემიძმა დეიდაშვილები,მათი ძმაკაცები,დემეს ბიჭები ყველა ერთად მღეროდა ჩვენს სიმღერას ფრანის:რაგულიანადს.
შემდეგ წილოსანი მოვიდა ჩემთან.
-ეხლა პირველის ერთი წუთია,რაც იმას ნიშნავს რომ უკვე შენი დაბადებისდღე აღარაა,ასე რომ აღარ იქნება ყველაფერი ისე როგორც შენ მოისურვებ.უკვე ჩემი დღე დაიწყო.და მე დემეტრე წილოსანს სიცოცხლეზე და ყველაზე მეტად მიყვარხარ შენ ანასტასია დადიანი და გთხოვ,კიარადა მოვითხოვ,რომ შენ გერქვას ჩემი ცოლი.(მითხრა მან და უზარმაზარი ოქროს ბეჭედი ხელისგულზე დაიდო.
_დაე დაგმაყოფილდეს შენი მოთხოვნა (ვთქვი მე და ბიჭს მთელი ძალით ჩავეხუტე.შემდეგ იყო ოვაციები,შეძახილები,ბევრი შამპანიური,გაკვივრებული მშობლები და ბოლოს მაინც ყველას ბედნიერი გამომეტყველება.
მიუხედავად იმისა რომ მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი,სანამ სწავლას არმოვრჩები გათხოვებაზე არ ვიფიქრებთქო,მაინც გადავდგი ეს ნაბიჯი და ქორწილი ზაფხულში,მესამე კურსის დამთავრებისთანავე დავნიშნეთ.მომავალი იურისტი ქალი,სულ რაღაც 3 თვეში წილოსანის ოფიციალური ცოლი გავხდებოდი.თუმცა არის ისეთი რაღაცეები,რაც გვაიძულებს,რომ ბედნიერ მომავალზე უარი ვთქვათ და პირდაპირ თავით გადავეშვათ,უბედურების მორევში და სწორედ ასეთი რაღაც დამემართა მე.
მარტის თვე იყო,უფრო ზუსტად 16 მარტი,დილას წილოსანმა გამაღვიძა გინდა თუ არა მნახეო
_აუ კაი რა დემე,მძინავს თან დილის შვიდი საათია გიჟი ხოარხარ?!
_ანასტასია არმეხუმრება,მალე მართლა რა,ვორონცოვზე ვარ და გელოდები (უჩვეულოდ სერიოზული ჩანდა წილოსანი.
_დემე მშვიდობაა?
_არა ტასო არა გელოდები მალე რა გთხოვ.
როგორ გავემზადე და რაჩავიცვი არმახსოვს,5 წუთში უკვე ტაქსში ვიჯექი და დანიშნულების ადგილზე მივდიოდი,შორიდან დავლანდე წილოსანი და ჩქარი ნაბიჯით მივუახლოვდი.
_დემეე (ეგრევე მოტრიალდა,უჩვეულო სახე ქონდა,სწრაფად წამოვიდა ჩემკენ და გულში ჩამიკრა
_ვიგუდები მშვიდობაა? (ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი ნერვიულად ვაცეცებდი თვალებს,როდესაც ბიჭს ღიმილი ყურებამდე გაეხა და „პაემანი ვორონცოვზე“ ამ სიმღერის სიმღერა დაიწო.სიცილი ვერ შევიკავე,ისეთი სანახავი იყო წილოსანი,გული რომ ვიჯერე საშინლად გავბრაზდი,თვითონაც შენიშნა და ჩასახუტებლად წამოვიდა მე კი გვერდი ვიცვალე.
_აუ კაი რა სტასი,ნახე როგორი სერენადა გიმღერე შენ კი არმიფასებ (მითხრა მან და უსაშველოდ გრძელიწამწამები ამიფახურა
_აუ კარგი რა,შენ არიცი მე როგორ ვინერვიულოე (ვთქვი და ავტირდი,უმალ გაჩნდა ჩემთან და მომეხვია) აუ არიცი შენ მე რეები არ ვიფიქრე.
_ჩუ პატარა,ჩუ სანამ შენ კარგად ხარ მეც კარგად ვარ,არიტირო,მითხარი რა გავაკეთო და გავაკეთებ,ოღონდ შენ არიტირო კაი?
_ჩაა...მეე...ხუ...ტე (ამოვისულუკუნე მე და ხელები გავშალე.
_მაგაზე გაწყენინებ?! (გაეღიმა და გულში ჩამიკრა) არიცი შენ როგორ მიყვარხარ და რამდენს ნიშნავ ჩემთვის.აქამდე ყველას დავცინოდი,ვინც სიყვარულისგან გაგიჟებული მინახავს.შენ კი ვერვხსნი,შენ ისე უცებ შემოხვედი ჩემს ცხოვრებაში და ისემალე დაისაკუთრე ჩემი გული,ვერც მე მივხვდი.პირველად როდის მივხვდი იცი,რომ შენ ჩემი ჯულიეტა იყავი და მე შენი რომეო?! აი სუსუ თავიდან მარჯანიშვილზე,კოკისპირულ პიჟამაში გამოწყობილი,მთელი ძალით რომ ჩამეხუტე.აი მანდ მივხვდი,რომ მაგარი დარხეული მქონდა,შემდეგ უფრო ახლოს მოვედი შენთან.დაძინებამდე მიყვარდი,გაღვიძებისას კი უკვე მივხვდი რომ ყურებამდე და ყურებს იქითამდეც შეყვარებული ვიყავი შენზე! შენ საოცრება ხარ,სუფთა ხარ ყველანაირად.ჩემი სუფთა,სიფრიფანა გოგო ხარ.
_ოდესმე მითქვამს შენთვის რომ ყველაზე მეტად მიყვარხარ?
_არა,მაგრამ ეჭვი მაქვს მოვისმენ!
_მართალი ხარ!ანასტასია დადიანს მთელი გულით,ყველაზე ეტად უყვარს დემეტრე წილოსანი!
_ჩემი სულელი ბაჭია (ხელები მომხვია და შუბლზე ტუჩები მომაწება,მე გავინაბე.
16 ში მთელი დღე ერთად ვიყავით მე და ჩემი ბიჭი,მთელი ქალაქიც მოვიარე,ღამის ორი საათი იყო სახლთან რომ მიმიყვანა.
_ჰე მიდი ადი ახლა (მითხრა მან და კოცნით დამაჯილოდვა)
_მეშენ ძალიან!
_სახლში ადი მერე ფანჯრიდან გადმომხედე და მეც წავალ
_რაგეშველება
_არაფერი (გამეკრიჭა ბიჭი,მეც სახლში სულ ხტუნვა ხტუნვით ავედი და ფანჯრიდან დემეს ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე,მას გაეღიმა,თვალი ჩამიკრა და ადგილს მოწყდა.
დილის ოთხი საათი იქნებოდა,ნინამ რომ დამირეკა სასწრაფოდ ჩემთან ამოდი დედაა ცუდადო.მე ნერვიულობისაგან გულილამის ხელში მეკავა,ჩემებს დავუბარე ნინასთან გადავდივარ,დღეს იქ ვრჩებითქო და კისრისტეხით გავემართე მოპირდაპირე კორპუსისკენ.
მიუხედავად იმისა,რომ ამ პადიეზდში შესვლას ღამე კიარა,დღე ვერიდებოდი,საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიშმა,სხვა ყველა გრძნობა გადაფარა და სადარბაზოში შევვარდი,მეორე სართულზე ვიყავი და სიბნელეში ძლივს მივიკვლევდი გზას ვიღაცის უხეში ხელები,რომ შემეხო წელზე,ცხვირზე რაღაც დამაფარეს და მეც აზროვნება და არა გონება დაკარგული,უხმოდ ჩავესვენე უცნობის მკლავებში.არვიცოდი სად მივდიოდი და როგორ,ტირილითაც ვერ ვტიროდი,მთლიანი ჩემი სხეული პარალიზებული იყო,მხოლოდ ტვინი მუშაობდა მშვენივრად და როდესაც მომხდარს ვიაზრებდი კათასტროფული ტკივილით მევსებოდა გული.არვიცი რამდენიხანი ვიარეთ,ერთადერთი ის მახსოვს,რომ ვიღაცის საძინებელში ვიყავი და ვიღაც შეუჩერებლად მიფათურებდა ხელებს.მე კვლავ არშემეძლო გატოკება და აუტანელ ტკივილს მხოლოდ ცრემლებით ვუმკლავდებოდი.მალევე გავითიშე.ვნატრობდი რომ ეს ყველაფერი სიზამრი ყოფილიყო და დილას კვლავ დემეტრეს ზარს გავეღვიძებინე,თუმცა ასე არმოხდა.დილას თვალი,რომ გავახილე შუა ტრასაზე ვეგდე,ამ სიტყვის პირდაპირი მნიშნელობით.მთელი სხეული მტკიოდა,მუცლის ღრუში აბობოქრებული ხანძარი გატოკების საშვალებას არმაძლევდა,თუმცა როგორღაც ადგომა მოვახერხე და აქეთიქეთ დავიწყე ტრიალი ნაცნობი ადგილისთვის რომ მიმეგნო,თუმცა ამაოდ.მეც ბედს მივენდე და დაღმართს დავუყევი.არეული ნაბიჯებით მივაბიჯებდი,თან ცრემლები მახრჩობდა,თავს დამტყდარი უბედურების გაანალიზებისავე გული შუაზე მეფლითებოდა და ტირილს ვუმატებდი.სასოწარკვეთაში ჩავვარდი,როცა გავაცნობიერე რომ ვერავის თვალს ვეღარ გავუსწორებდი,დემეტრეს გახსენებისთანავე ტკივილიანად გამეღიმა.მართლა ასე მოხდა...სიმწრით,აგურაგურ ნაშენები ცხოვრება თავზე დამემხო.არმეგულებოდა იმ წამს ჩემზე უბედური ადამიანი.ალბათ ბედის ამბავი იყო თავი თბილისის შესასვლელთან რომ ამოვყავი.ყურადღებას ვერ ვაქცევდი ხალხის მზერას.ერთადერთი აქედან წასვლა მინდოდა,საერთოდ დედამიწიდან გაქრობა.იქვე ტაქსი დავლანდე,მისამართი ვუკარნახე და პირდაპირ სახლისკენ მიმავალ გზას დავუყევით.სახე დავილაგე,რადგანაც ჯიბეში ფულის ნასახიც არმეგულებოდა ყურზე მყოფი ოქროს საყურეები დავიხსენი და ტაქსისტს გავუწოდე.
_ეხლა არმაქვს ფული,აი ეს გამომართვით,ოქროა,ძალიან გთხოვთ
_რასამბობ ვილო,მიდი ადი ეხლა სახლში.
_გმადლობთ (ვუთხარი და გადმოვედი,თუმცა საყურეები მაინც არწამომიღია.სახლში შესვლისთანავე ჩემოდანს ვეცი და ბარგის ჩალაგება დავიწყე,მანამდე წილოსანი უნდა მენახა.საღამოს ყველაფერს მოვრჩი და ბიჭს შეხვედრა ვთხოვე,არგამოპარვია ჩემი გაცრეცილი სახე წილოსანს,გადასაკოცნად წამოვიდა თუმცა თავი გავატრიალე,ერთი ღრმად ჩავისუნთქე და აწყლიანებული თვალებით გავხედე სახეწაშლილ ბიჭს.სიტყვებით ვერ ავხსნი რის ფასად ვიჯექი წილოსანის წინ ესე მშვიდად და როგორ ვუყურებდი თვალებში მოტყუებულს.
_არმჯერა,თვალებში შემომხედე და მითხარი რომ მატყუებ (მკლავში მწვდა წილოსანი და ორივე ხელით მაგრად შემაჯღრია)
_არგატყუებ.გითხარი უნდა დავშორდეთ თქო(კვლავ „უემოციო“ ვიყავი მე)
_რატომ? (კბილებშიგამოსცრა მან
_იმიტომ რომ არმიყვარხარ,არცარასდროს მყვარებიხარ,შენთვის გული რომ არ მეტკინა იმიტომაც დაგთანხმდი ცოლობაზე,თუმცა შემდეგ გამოჩNდა სხვა,რომელმაც დამანახა თუ რასნიშნავს სიყვარული,რას ნიშნავს როდესაც გრძნობ რომ ის შენი სულის ნახევარია.არმიყვარხარ დემეტრე.გულს ვერ უბრძანებ რავქნა,ეს ბეჭედი გამომართვი,სხვას გაუკეთე,შენ საუკეთესოს ისახურებ და არა ჩემნაირს.(სიტყვით გამოსვლა დავამთავრე და განადგურებულმა დავტოვე შენობა,ნინას შევხვდი და მთაწმინდისაკენ ავიღეთ გეზი,მატყობდა რომ ვერ ვიყავი და კითხვებითაც თავს არმაბეზრება,იცოდა მისვლისთანავე ყველაფერს მოვუყვებოდი და ისიც მშვიდად ითმენდა.ტყეში მალევე ავედით და მანქანიდან ნორმალურად გადასული არვიყავი ტირილი რომ ამიტყდა ისტერიკული.
_გისმენ ანი (უჩვეულოდ მშვიდი იყო მაჩაბელის ხმა)
_ნინა დაიფიცე,დაიფიცე შენთვის ყველაზე წმინდა,რომ რასაც შენ ეხლა,აქ,ამ წუთში მოისმენ,მხოლოდ ჩვენს შორის დარჩება და ამას ვერავინ,ვერასდოდეს,ვერ გაიგებს!
_ანი მაშინებ (შეშფოთდა ის
_დაიფიცეთქო (მკაცრად ვთქვი მე
_ვფიცავ (თქვა მან და ინტერესით სავსე თვალები მომაპყრო)
_მოკლედ გუშინ,რომ დამირეკე ეგრევე წამოვედი შენთან,მეორე სართულზე ვიყავი ვიღაცამ ხელი რომ მომკიდა და....
თხრობა დავასრულე და ისიც ჩემთან ერთად ტიროდა,თავები ერთმანეთზე მიგვედო და ჩუმად ვსლუკუნებდით
_ჩემი პატარა,როგორ დაიტანჯა,გეხვეწები სუ,ჩუმად აღარ იტირო..
_ვსიო მორჩა (ვთქვი მე და ცრემლები ხელისგულებით მოვიწმინდე)
_ეხლა რას აპირებ?
_არვიცი ნინა,ერთადერთი რაც ვიცი ეს ისაა,რომ ხვალვე წავალ ათენში დეიდაჩემთან და იქედან მინიმუმ რამდენიმე წელი არჩამოვალ.
_რაშენ ხოარ გაგიჟდი?! მერე აქააურობას ვის უტოვებ?! დემეტრესთან რასაპირებ?! მე სულ გკიდივარ ხო?! ან ნანა არგეცოდება?!
_არგავგიჟებულვარ,არც ისეთი მაქვს რამე ვინმეს რომ დავუტოვო,წილოსანი ჩემს ცხოვრებაში აღარ იარსებებს,შენ ზუსტად იცი ჩემთვის რაცხარ და ვინცხარ და ნანას კიდე ბიჭები არმოაწყენენ.იცოდე სიმართლე მარტო შენ იცი!არმინდა ეს ვინმემ გაიგოს,თვით ნანამაც არუნდა იცოდეს.დამიჯერე ნინ ჩემთვის ესეა უკეთესი,აქ მართლა ვეღარ გავჩერდები,არშემიძლია,მეც გამიგე ნინ რა
_მესმის,უბრალოდ ვერ ვხვდები ასეთი ძლიერი როგორ ხარ.
_არვიცი,მართლა არვიცი,ეხლა კიდე გთხოვ,სახლში წამიყვანე,ბილეთები მაქვს ასაღები და ბარგიც ჩასალაგებელი.იცოდე აღარასდროს აღარ იტირო,მე სულ შენს გვერდით ვიქნები,სულ!ჩემი იმედი ყოველთვის გქონდეს!
_მიყვარხარ!
_მეც!
___
_დედა ძალიან გთხოვ გამიგე რა,სწავლა მინდა,იქ ჩავალ დეიდასთან,ვისწავლი მოვრჩები ყველაფერს და ჩამოვალ,სულ დაგეკონტაქტები ხოლმე
_არვიცი ანი,მაინც მგონია რომ
_დედა!ხომ ვილაპარაკეთ არა ამაზე უკვე?გეყოს რა,ძალიან მიყვარხარ იცოდე.
___
აეროპორტში მხოლოდ ძალიან ახლობლები გავიყოლე.დედა,მამა,ძმა,დეიდშვილები,წიკო და დავითა,ხოლო პირადი სამეგობროდან განუყრელი შვიდეული წამომყვა.ისე ჩამშლოშნეს ლამის დამბანეს,და ზედმეტი ხვევნა კოცნის შემდეგ თითქმის დანამული ავედი ესკალატორზე.
___
ათენს ადვილად მოვერგე,საკმაო მეგობრებიც გავიჩნე,თუმცა ჩემების დანაკლისს მაინც ვერავინ მივსებდა.მიუხედავად მაქსიმალური მცდელობისა და მონდომებისა,რომ სევდა გულიდან გამეგდო,მაინც არაფერი გამომდიოდა და შუაღამისას,მთვარის შუქზე ცრემლები თავისით მიიკვლევდნენ გზას ჩემს ლოყებზე.4 წელი გავიდა ზუსტად.
დღეს მე უკვე წარმატებული ქალი ვარ.
შესანიშნავი სამსახურით
შესანიშნავი აქაური მეგობრებით
თუმცა უწილოსნოდ და ჩემიბავშვების გარეშე.მიუხედავადიმისა რომ დღეში ცხრაჯერ ველაპარაკებოდი თითოეულ მათგანს,მაინც არიყო ეს საკმარისი.
ეხლაც ფიქრი ტელეფონზე ზარმა გამაწყვეტინა,რომელმაც მაცნობა რომ ნინა რეკავდა და ჩემი თავი უკვე მკვდრად გამოვაცხადე.
_შენ რა სულ გადაირიე?!
_მადლობა ნინა მეც არამიშავს
_რასქვია არაგიშავს,უნდა კვდებოდე!რაგახდა შენი სამსახური ისეთი რომ დაქალის ქორწილში ვერ ჩამოდიხარ!აზზრზე ხარ გითხოვდები ტასო,შენ კიდე რანაირად იქცევი!კარგი ხო დაგთანხმდი,რომ ჩემი მეჯვარე არ ყოფილიყავი,მაგრამ ჩემს ქორწილში ჩამუსვლელობა უკვე ნამეტანია!ვიცი წილოსანის გამო იკავებ თავს!ლექსოს ნამდვილად ვერ ვეტყვი შენი ძმაკაცი არდაპატიჟო თქო,მითუმეტეს მეჯვარე!
_ნინა ხო იცი...
_მაცალე!ნუ მაწყვტინებ!ეხლა კარგად მომისმინე!შენ მგონი ვერ აანალიზებ რომ ვთხოვდები,ვერ ხვდები იმას თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს დღე ჩემთვის!მაგრამ როგორც ჩანს იქაური მეგობრები უფრო მეტად შეიყვარე,ვიდრე ჩვენ,ასე რომ ან ზეგ დილიდან ჩემს გვერდით იქნები ფიზიკურად! და არა სულიერად! ანარადა ჩათვალე რომ სერიოზულად ვიჩხუბებთ.
_ნინ ამას როგორ მეუბნები,თქვენ ხართ ჩემი სიყვარულები,სიამაყეები,უთქვენოდ აქამდეც ვერ მოვიდოდი,ძალიან მიყვარხარ!უბრალოდ გამიგე,მართლა არშემიძლია,გპირდები რომ მალე ჩამოვალ,მაგრამ ვერა ზეგ!ძალიან ვწუხვარ ამის გამო,ხოიცი არა?!
_კაი (მითხრა და გამითიშა,ვხვდებოდი რომ ვაწყენინე,მარა რავქნა დაბადებიდან ასეთი დამპალი ვიყავი,თვალებში ჭინკები ავათამაშე და უფროსის კაბინეში სახე გაბრწყინებული შევედი.
_გამარჯობა ადონი (მივესალმე ჩემს ბერძენ უფროსს)
_სალამი,აბა როგორ მიდის საქმეები?
_შესანიშნავად,ხვალვე გავფრინდები საქართველოში და ახალ ფილიალს მეთვითონ შევამოწმებ.
_შენ რომ არა ანასტასია,არვიცი.ზუსტად ვიცი წარმატებას მოგვიტანს ეს ახალი წამოწყება.მთავარი ადვოკატის პოსტს რათქმაუნდა შენ მოირგებ,შემდეგ კი როგორც შევთანხმდით კომპანიებში გადანაწილდებით.
_რათქმაუნდა ადონი,ეხლა კი თუ ნებას დამრთავთ დაგტოვებთ,გასამზადებელი ვარ!
_თუგინდათ გაგიყვანთ.
_არაგმადლობთ,ნახვამდის.
ჩემს უფროსს ბედნიერად დავემშვიდობე და თავაწეულმა გავიარე კოლიდორი,მანქანაში მოვთავსდი და გეზი სახლისაკენ ავიღე.
_დეეიდუკკ მოვედი,ბარგი ჩავალაგოთ რა
_ჩაგილაგე უკვე დე
_მშვენიერია,ეხლა წავალ ცოტას წავუძინებ და გამაღვიძე თორმეტზე!
_კაიჩემო გახარებავ,ძალიან მომენატრები!
_კაი რა დეიდუკ,არდაიწყო რა,თვეში ერთხელ ჩამოვალ,საქმეების გამო თან შენც გნახავ ჩემო ბუთქუნა დეიდავ.
___
ცრემლებით დავემშვიდობე დეიდას და აეროპორტში წავედი.როგორც კი თვითვმფრინავი დაეშვა ხარბად ჩავისუნთქე ჩვენი სამშბლოს ჰაერი და ბედნიერმა გავწიე სასტუმროსაკენ.მიუხედავად იმისა რომ ჩამოსვლა ძალიან მიხაროდა,იყო ძალა რომელიც უკან მიბიძგებდა.იმ დაწყევლილ ღამეს მახსენებდა,შემდეგ წილოსანს...უსიამოვნო ფიქრები თავიდან გავდევნე და ტაქსის მძღოლს გეზი რედისონისკენ ავაღებინე.არავინ არიცოდა ჩემი ჩამოსვლის ამბავი,ხვალ გაიგებდა ყველა საღამოს ნინას ქორწილში ამას.მანამდე კი კაი გამოძინება არმაწყენდა.რადგან რესტორანში 7 ზე იკრიბებოდნენ ლოგინში კოტრიალისთვის საკმაო დრო მქონდა და რადგანაც დაგვიანებას ვაპირებდი ორი საათი მოსამზადებლად საკმაო დროდ ჩავთვალე და საღამოს ეკვს საათზე ბედნიერმა ვჭყიტე თვალები.
გრძელი,ზურგ ამოღებული,ფეხზე ჩახსნილი,ტანზე მოყვანილი წითელი კაბა მოვირგე,მაკიაჟიც ვიზაჟისტებს სადა გავაკეთებინე,გრძელი ქერა თმა ხელში მოვიქციე და ერთმხარეს გადმოვიგდე დახვეული,წინა თმა უკან ჩევიკარი,ფეხები შავქუსლიანებში ჩავყავი,მასვე შევუხამე შავი ფერის სამკაულები,შავი პორტფელი ხელში ჩავიბღუჯე,ჩემი თავი სარკეში შევათვალიერე,ფრიად კმაყოფილი დავრჩი,დაბლა ჩავედი და მძღოლს რესტორნის მისამართი ვუკარნახე.
___
_არა აზზრზე ხარ?! უკვე ცხრა დაიწყო იმას უკვე არცდაურეკა (გაცოფებული ნინა ქალების საპირფარეშოში სცემდა ბოლთას,მეგობრები ამაოდ ცდილობდნენ მის დამშიდებას,ბოლოს როგორც იქნა გავიდა და თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავა.
წილოსანიც აფორიაქებული იყო,ეგონა რომ აქმაინც ნახავდა ოთხი წლის უნახავ ტასოს,თუმცა იმედგაცრუებული დარჩა და ცდილობდა გუნება გამოეკეთებინა.
ყველას უკვირდა ტასოს ესეთი საქციელი,დედამისსაც,მთლიანად მის ოჯახს,სამეგობროს,თუმცა რაიცოდნენ რაგეგმავდა ქალბატონი.
___
ბავშვობიდან წიკი ქონდა ნინას)სადაც წავიდოდა ყველგან მობილური უნდა ქონოდა თან,ისოდა ტასომ ამის შესახებ და დარწმუნებული იყო,რომ მეგობარი არც ეხლა არ დაარღვევდა ამ ტრადიციას,ამიტომაც თამამად შევიდა რესტორნის ეზოში და ნინას მობილურზე მიწერა „შემოსასვლელზე თვალი გეჭიროსო“ თითქოს გულმა უგრძნო მაჩაბელს,ეგრევე მიატრიალა თავი და შორიდანვე დალანდა დადიანის ქერა კულულები.გულის შეტევა თუ არ ექნებოდა არ ეგონა,იმ წუთას არაინტერესებდა ხალხის აზრი რომელიც მას უყურებდა,არც თამადას სადღეგრძელო,რომელსაც უკვე ორი წუთი იყო ამბობდა,ბოლო ხმაზე იკივლა ტასოო და ფეხსაცმელ გახდილი სირბილით წავიდა მონატრებული დაქალისაკენ.
ყველამ მათ შეხედა,დემეტრე დარეტიანდა,მოძრაობის უნარი დაკარგა,მხოლოდ მას უყურებდა,უფრო გაზრდილს და დაქალებულს,უფრო მიმზიდველს და სექსუალურს,უფრო ლამაზსს და თამამს.გაგიჟდა,ეგონა ელანდებოდა,მხოლოდ ლექსოს მუჯლუგუნმა გამოაფხიზლა.
_ჩამოვიდა ტო აზზრზე ხარ? (ლუღლუღებდა ჯერ კიდევ გაოგნებული სიძე
_აჰაამ (არანაკლებ შოკირებული იყო წილოსანი
_ეხლა რას აპირებ?
_არაფერს..არვუყვარვარ,არმიყვარს.ვითომ არც ყოფილა რა
_ხოიცი რომ ეგრე არ გამოვა არა?
_არვიცი.
_ნუატრაკებ.
_ცოტაც მაცალე.(უჩვეულოდ მშვიდი იყო დემე
___
_არმჯერა,ესე როგორ მომატყუე შე გარეწარო (ვერიჯერებდა ნინა და მონატრებულ დაკალს ეხვეოდა
_ჩემი ლამაზი ქალი,ამ დღეს როგორ გამოვტოვებდი?!სულ მკვდარი რომ ვყოფილიყავი თავს ამოვითხრიდი და საფლავთან ერთად დავიკავებდი ჩემს ადგილს.
_გიჟი ხარ რა,ნამდვილი გიჟი (თქვა ნინამ და იმის დასამტკიცებლად,რომ არაფერი ელანდებოდა მეათეჯერ უბწკინა ტასოს ხელზე.
_სანამ არდაგიგლეჯივარ მოგცილდები,ჩემებს ვნახავ და მერე შემოგიერთდები.
_მიდიჰო
___
რაჯობია მონატრებულსხეულს გულში რომ ჩაიკრავ?!არცარაფერი.ჩემიანების დანახვამ ისე გამახარა,რომ ყველა უსიამოვნო განცდა განიდევნა ჩემგან.რჩებოდა მხოლოდ ერთი,რომლის მზერაც მთელი საღამო არ მომცილებია.რთული მისახვედრი არიყო ვინ იქნებოდა.რათქმაუნდა წილოსანი იყო.მეც დავიღალე და ნეფედედოფლის მაგიდისკენ გავემართე.დიდი სიყვარულით მოვიკითხე ლექსო,წილოსანს უბრალო სალამი მივუძღვენი,ნინას მეჯვარეს კი უბრალოდ გავუღიმე.


ვიცი ძალიან ცუდი გოგო ვარ.
ველი შეფასებას.
შეცდომებისთვის ბოდიშით,არგადამიხედია პირდაპირ ვტვირთავ.



№1  offline წევრი talaxadze133

Male dade kargi iko momewona <33

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent