შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრებისეული მათემატიკა (1)


7-07-2015, 00:36
ავტორი nefertiti
ნანახია 2 792

-ეკატერინე, წერილია თქვენთვის. კარის გაღებისთანავე კონვერტი გაუწოდა შვეიცარმა ქალს და ფართოდ გაუღიმა.
-მადლობა საშა,ფოსტიდან მოიტანეს? დაღლილი ხმით იკითხა და ნაძალადევად გაუღიმა საპასუხოდ
-არ ვიცი ვიღაც ქალმა მოიტანა, ასე მითხრა ეკატერინე მაჩაბელს გადაეცითო,მეც მაშინვე შეგინახეთ. მხრები აიჩეჩა შვეიცარმა და საწყის ადგილს დაუბრუნდა.
ქალმა თავი დაუქნია და ნელი ნაბიჯით წავიდა ლიფტისაკენ. ისეთი დაღლილი იყო ხელი ძლივს ასწია რომ თითი ღილაკისთვის მიეჭირა. სახლში შესულს კონვერტის არსებობა გადაავიწყდა,ზლაზვნით შევიდა საშხაპეში და მხოლოდ ნახევარი საათის მერე დასვენებულს და დანაყრებულს მოაგონდა წერილი. კონვერტს არც მარკა არც გამომგზავნის სახელი არ ჰქონდა. შიგნით კი ათამდე სურათი ეწყო. სურათებზე ორი ადამიანი ფიგურირებდა-ვიღაც ახალგაზრდა გოგონა და მისი ქმარი,არც თუ ისე სასიამოვნო სიტუაციაში...
ეკა გაშტერებული დასცქეროდა სურათებს და ვერაფრითაიგივებდა ამ კაცს საკუთარ ქმართან. გონს ძლივს მოეგო და კაცის ნომერი აკრიფა
-რა ხდება,ბარტყო? კაცის მხიარული ხმა მოესმა და გულის რევის შეგრძენა დაეუფლა მისი უდარდელი ხმის გაგონებაზე
-სახლში მალე მოხვალ? ჩახრინწული ხმით კითხა ქალმა და კისერზე ხელი ნერვიულად მოისვა.
-ალბათ ერთ საათში,მოხდა რამე? შეშფოთება გაერია კაცის ხმაში.
-რომ მოხვალ მერე ვილაპარაკოთ. მშვიდად უთხრა ეკამ და ტელეფონი დაუკიდა. თვითონაც კარგად იცოდა რომ ლუკას ტელეფონი ისმინებოდა,ამ ამბის „საჯაროდ“ განხილვა კი ნამდვილად არ უნდოდა. თავადაც ვერ გაიგო რატომ იყო ასე მშვიდად. მშვიდად ადგა და ხელჩანთაში ყველაზე აუცილებელი ნივთები ჩაალაგა,მერე ტელევიზორი ჩართო და ლუკას მოსვლას დაელოდა.
კაცი იმაზე ბევრად მალე მოვიდა ვიდრე თვითონ ვარაუდობდა.
-ეკო,რა მოხდა? სახლში შემოსვლისთანავე ქალს ეჭვნარევი მზერა მიაპყრო და პერანგის საყელო შეიხსნა.
-ოღონდ იცოდე,ტყუილები არ მითხრა. გეყოს რაც აქამდე მალე. აუღელვებლად დაუდო წინ სურათები და მის პირდაპირ სავარძელზე ჩამოჯდა.
-ეს,საიდან გაქვს? ფერწასულმა იკითხა კაცმა.
-ათი წელი ვიყავით ერთად ლუკა.ათი წელი მეგონა რომ უბედნიერესი ქალი ვიყავი. ხმა წაერთვა ეკას და ცრემლები უნებურად ჩამოუგორდა ლოყაზე. გახსოვს ქორწინების ღამეს რა გითხარი? შენ იცოდი რომ ღალატის ყველაზე მეტად მეშინოდა,ღალატი ყველაზე მეტად მატკენდა და არც ამან შეგაჩერა.
-ეკო,მისმინე. მისკენ წამოიწია კაცი მაგრამ ქალმა სწრაფად შეაჩერა. არ მომეკარო-გამოსცრა კბილებში და ამჯერად მის სახეზე ენით აღუწერელი ბრაზი გამოიხატა.
-ერთხელ მოხდა,მხოლოდ ერთხელ. წუთიერი სისუტე იყო გესმის?
-წუთიერი სისუსტე რომელმაც შენი ოჯახი დაანგრია.
-ეკა,ძალიან გთხოვ. ხომ იცი რგორ ძალიანაც მიყვარხარ. ბოლოჯერ გაიბრძოლა კაცმა.
-არ ვიცი ლუკა,არაფერი აღარ ვიცი. ერთი ის ვიცი რომ მაგ „სიყვარულით“ გამანადგურე.
გემუდარები,თუ ოდნავ მაინც პატივს მცემ არ გამომყვე. ჩახრინწული ხმით უთხრა ქალმა და საბოლოოდ გამოიხურა სახლის კარი.
-ეკატერინე,მიბრძანდებით? გამოვაყვანინო მანქანა?
-დიახ საშა,თუ არ შეწუხდები. დაღლილმა ამოთქვა ეკამ და მობილური ტელეფონი ამოიღო ხელჩანთიდან.
-მაშო ხომ არ გაგაღვიძე?
-რას ამბობ რა დროს ძილია? მოისმა იქიდან ქალის მხიარული ხმა რასაც ბავშვების კისკისი ერთვოდა თან.
-თქვენთან მოვდივარ. მანქანა დაქოქა და ადგილიდან სწრაფად დაძრა.
-მართლა? შეკივლა ქალმა. დათო, ეკა და ლუკა ჩამოდიან. სიცილით გასძხა ქმარს.
-არა მაშო,მხოლოდ მე მოვდივარ. ზედმეტი კითხვები არ გინდა რომ ჩამოვალ ყველაფერს თვითონ გეტყვი. მოუჭრა მოკლედ და ტელეფონი დაკიდა სანამ მაშო კიდევ რაიმეს თქმას მოასწრებდა.
ანანურში რომ ჩავიდა უკვე შუაღამე იყო. ფანჯრებიდანაც ჩანდა როგორ სცემდა მაშო ოთახში ბოლთას და ნერვიულად აქნევდა ხელებს.
კარის გაღებისთანავე ეცა მაშო და რომ არა დათა ალბათ კითხვებით სულს ამოხდიდა.
-აცადე,რა ისტერიჩკა ქალივით იქცევი? მკაცრად დატუქსა კაცმა და ეკა ოთახში შეიყვანა.
-დათა...
-გისმენ ცოლისდავ. მხიარულად მიუჯდა გვერდით ქალს და მხარზე მიიხუტა
-დავლიოთ,რა.
-აღარ იტყვი რა მოხდა? მოთმინების ფიალა აევსო მაშოს
-ურთიერთობა, ათი წლის ნაშენები ურთიერთობა დამენგრა. გაეღიმა ეკას და ხმამაღლა ატირდა.
-----------------
ვიცი რომ ძალიან პატარაა და ასე ერთი თავით ვერც ვერაფერს ვერ
იტყვით მაგრამ მაინც მაინტერესებს თქვენი აზრი...
ბოლო ისტორია შევწყვიტე იმიტომ რომ საერთოდ არ ქონდა გამოხმაურება. არ მინდა ესეც იგივენაირად დავასრულო...



№1  offline მოდერი D-roni

gamoxmaureba ase or tavshi ar mova , me pirvelad vkitxulob shens istorias da ukve dzalian momwons ase ROM gaagrdEle da ar shewkvito icode dzalian kargia ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent