შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუკეთესო არჩევანი (1)


7-07-2015, 02:21
ავტორი anuki_just love
ნანახია 3 324

ყველაფერი ჩვეულებრივად,მდორედ მიდიოდა ჩემს ცხოვრებაში,არაფერი განსაკუთრებული,ჩვეულებრივი მოზარდი,რომელის თავში ათასი ფიქრი და აზრი უტრიალებდა,ოცნებებიც.რამდენიმე ვითომ მეგობარი,უნვერსტეტი და სახლი,ხანდახან თუ წავალ სადმე მეგობრებთან ერთად და ვსიო მერე.მერე? მერე მოვდივარ სახლში და ჩემს ფუმფლა საწოლში ვიძინებ.დილა ლიკას ყვრილით და ლევანის ღრიალით იწყება,ხო მართლა ისინი ჩემი მშობლები არიან,ერთმანეთი ძალიან უყვართ,მაგრამ მიუხედავად ამისა სულ ჩხუბობენ.დედისერთა ვარ და ეს ძალიან მაწუხებს,თუმცა ხანდახან ამასაც კი აქვს თავისი პლიუსები,მაგალითად ჩემს მეზობელს სიცოცხლეს უმწარებს თავისი უფროსი ძმა,სულ რაღაცაზე უჭედავს რაც მართლაც,რომ მოსაბეზრებელია,ძმა ვახსენე და არ შეიძლება ჩემი დეიდაშვილი ლუკა არ ვახსენო,რომელიც ისეთი მკაცრია ალბათ ცოლი მეორე დღეს გაექცევა.სულ მსაყვედურობს,მაგრამ ისე ვუყვარვარ დიდხანს ვერ მიბრაზდება.ახლა კი დროა მოვრჩე ლაყბობას და ლიკას გავხედო,რომელიც 2 საათია მეძახის.
ოთახის კარები გამოვაღე და კედელთან ატუზულ ლიკას გადავაწყდი
-აქ რას აკეთებ?
-დინა,რამდენჯერ გითხარი ნუ მალოდინებ ამდენსთქო?-დოინჯი შემოირტყა და სახე მოქუფრა
-მე კიდევ რამდენჯერ გითხარი ნუ იცი მოყურადებათქო?-არც მე დავრჩი ვალში დედიკოს
-როგორ მელაპარაკები დინა? ის რომ შენზე მხოლოდ 14 წლით უფროსი ვარ არ გაძლევს ამის უფლებას
-ოჰ! კარგი ერთი! ეგ რა შუაშია? და საერთოდაც რატომ მიგყავთ 20 წლის შვილი თქვენი ახლადშეძენილი მეგობრის დაბადებისდღეზე? ისევ 10 წლის ბავშვი ხომ არვარ?
-ასე თავისუფლად არუნდა გამეზარდე! ახლავე ჩაიცვი და მანქანაში გელოდებით,იცოდე აღარ ამომიყვანო,10 წუთში მანქანაში იყავი!-ხმა გაიმკაცრა,თვალები დამიბრიალა,თითი ცხვირწინ ამიქნია და კურტუმოსქნევით დაუყვა კიბეებს.თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე,ჯანადაბა! ჩემი ამჯერადაც ვერ გავიტანე,მაგრამ არაუშავს.ოთახში შევბრუნდი და გამოვიწკიპე.ისე ჩავივი ლიკას რომ ძალიან მოსწონდა. შავ მაღალქუსლიან ტუფლში გავყავი ფეხი ჩანთა ავიღე და დაბლა ნარნარით ჩავედი
-მამას გოგო-ღიმილით გადმომხედა ჩემმა სიმპატიურმა ლევანმა და მეც საპასუხოდ იმხელაზე გავეკრიჭე ლოყები მეტკინა
-სულ შენი გატუტუებულია ეს გოგო ლევან-დაბღვერილმა გადმოგვხედა ლიკამ მე და ლევანს,ჩვენც ვითომ არაფერიო ისე ავიქნიეთ ხელი და ლევანმაც დაქოქა მანქანა.
სიტუაცია ბანალური და მოსაწყენი,ლიკას მაღალი ფენის წარმომადგენელი მეგობრები,მათში ტრიალს ხომ არაფერი ერჩვნა ჩემს დედიკოს. სასმელი ავიღე და ცოტა მოვწრუპე,არა აქაურობა არიყო ჩემი სტილი,მაგრამ ახლა,რომ იქედან წამოვსულიყავი ლიკას რა გაუძლებდა,მის ტიტინს მერჩივნა ისევ ამათი სრულიად არაფრისმომცემი ტიტინის მოსმენა.და აი გამოჩნდნენ კიდეც მეტიჩრები,ასე ვუწოდებდი დედიკოს მეგობრის შვილებს,ჩემსკენ მოდიან მეც ვემზადები და იდიოტურ ღიმილს ვიკრავ სახეზე
-დინა,როგორ ხარ?-საღეჭი რეზინივით გაიწელა კატო
-კატუს! კარგად შენ?-მეც მას მივბაძე,თუმცა ჩემში მეტი მარაზმი იყო,მაგრამ კატო ისეთი შტერია ამას ვერ მიხვდება
-კარგად ვარ დინ!-რაო დინო?! როგორ მძულს ვინმე რომ ასე მომმართავს,მაგრამ თავს ვიკავებ და ისევ ვიღიმი,ამჯერად კატოს ქეთაც შემოუერთდა და ერთად გადაწყვიტეს ჩემი წამება.მათ ყველა მოყოლილ ვითომდა სასაცილო ამბავზე ვიკრიჭებოდი იდიოტივით,უკვე დავამუღამე კიდეც მათსავით სიცილი,განა რაში მჭირდებოდა ეს? თუმცა ჩემი საზოგადოება მხოლოდ მათგან შედგებოდა,მიუხედავად იმისა,რომ მათ გვერდით ყოფნა სასტიკად მძულდა.ლიკა ყოველთვს ცდილობდა თავის არჩეულთან მემეგობრა,სიტუაციამაც ასე მოიტანა რომ მხოლოდ მისი ამპარტავანი მეგობრების შვილებთან მქონდა ურთიერთობა,პატარაობიდან მათ წრეში გავიზარდე.ლიკა მოსიყვარულე და მზრუნველი დედაა,უბრალოდ რა ქნას როგორც გაზარდეს ისე მზრდის მეც, მას ჩემგან განსხავებით პროტესტის იმპულსები არ ჰქონია თავის დროზე და არც ახლა გააჩნია.საოცრად დახვეწილი და ელეგანტური ქალია ყოველთვის ლამაზად აცვია,ასევე ლევანიც,ლიკამაც ზუსტად თავისი ასლი გამზარდა,იგივე სტილი მაქვს რაც მას.
როგორც იქნა წვეულებაც ფინალს მიუახლოვდა, უემოციოდ დავბრუნდი სახლში,როგორც კი ოთახში შევედი მაშინვე გამოვიცვალე ფეხზე და ვანაში შევვარდი.დილამდე გაგუდულს მეძინა. ძლივს მოვწყდი ბალიშს,მოვემზადე,ვისაუზმე და უნივერსიტეტში წავედი,მანქანა ავტოსადგომზე დავაყენე,მაგრამ ვინ გაცადა ვიღაც ისე გამეტებით დამეჯახა უკნიდან მეგონა ჰაერში ამაბზრიალებდა.თავი ძლივს შევიმაგრე და ფეთიანივით გადმოვედი მანქანიდან
-ჰეი შენ! გინდა მომკლა?-ხელები ჰაერში ავაფრიალე და ჩემს მოწინააღმდეგეს დაველოდე,რომელიც სავარაუდოდ მანქანაში იჯდა
-შენ თუ დაყენება არიცი რა ჩემი ბრალია?-არც ბიჭი დამრჩენია ვალში,ჰო რავიცი ხმა ბიჭის კი ჰქონდა და
-მე მშვენივრად დავაყენე სადაც საჭიროა იქ და შენს შეცდომას მე ნუ მაბრალი-გავცოფდი
-ოჰო,რაო აბა ვნახოთ აქ რა გვავს-მანქანიდან გადმოვიდა და იდიოტური ღიმილით წამოვიდა ჩემსკენ-მამიკოს გოგო ახალი მანქანით,ბოდიში თქვენო ბრწყინვალებავ, რომ ასეთი დიდებული მანქანა დაგიზიანეთ და სიმშვიდე დაგირღვიეთ-თავხედურად გააკეთა ჩემს წინ რევერანსი და ტყავის ქურთუკში ხელები ჩაიწყო.
-უკაცრავად? რას კადრულობ?-დამძაბა აშკარად ამ უცნობმა ტიპმა
-უნამუსო ვიყო რამეს თუ ვკადრულობდე-ისევ გაიცინა და თავხედურად დამიწყო ყურება,ახლა მგონი ენასაც გამოყოფს და ტუჩებსაც გაილოკავს,მე ხომ სექსულურად გამოვიყურები შანელის ამ პატარა მოკლე ნაჭერში,რომელიც მხლოდ უკანალს მიფარავს ისიც ძლივს და ჩემი სავსე მკერდი სააშკარაოზე გამოაქვს.
-ახლავე წაიყვან ხელოსანთან და გააკეთებ,გასაგებია?!-სრული სერიუზულობით ვუთხარი,ჩანთა ავიღე და კურტუმოსქნევი შევედი უნივერსიტეტში,ისე რომ მის პასუხსა და რეაქციას არ დავლოდებივარ.
ხო,აი ასეთი ტუტუცი გოგო ვიყავი მე! დიახაც ვიღაც იდიოტს არ მივცემდი იმის უფლებას დღე გაემწარებინა ჩემთვის.ო ღმერთო! ნიკა ახვლედიანი! თვალებს არ ვუჯერებ! ეს ის ნიკაა ბავშვობიდან რომ ვგიჟდები და ჭკუა მეკეტება,თუმცა ჩემთვის ჩუმად,არავის ვეუბნები,რატომ არ ვართ მე და ნიკა ერთად? ადვილი გამოსაცნობია კატომ დამასწრო. იდიოტური ღიმილი სახიდან მოვიშორე და აუდიტორიაში შევედი. ლექციებმა მშვიდად ჩაიარა,ისე მშიოდა ლამის მოვკვდი შიმშილით,ზარი დაირეკა თუ არა მაშინვე ბუფეტს მივაშურე,ჩემი საყვარელი კრუასანები და ვაშლის წვენი ავიღე და კუთხეში მდგარ მაგიდასთან დავჯექი.წვიმიანი ამინდი იყო,რაც არაჩვეულებრივ გარემოს ქმნიდა,ცოტახნით ამოვყავი ჩემი ქუსლიანი შუზებიდან ფეხები და მაგიდის ქვედა ნაწილში მყოფ ძელზე შემოვალაგე.უფ ამოვისუნთქე!
-დინა?-ზურგს უკან საყვარელი ხმა შემომესმა
-ნიკა?-იმხელაზე გავიოცე მისი დანახვა ვითომ 2 საათის უკან არ მენახა
-როგორ ხარ?-გაღიმებული ჩამოჯდა ჩემს წინ
-კარგად შენ?-დაბნეულობისგან გვერდით გავიხედე და თავი მოვიქექე აი სწორედ ისე უცნაურ სიტუაციებში რომ ხდება ხოლმე
-რავი ტო,ნარმალნა რა.სად დაიკარგე ბავშე რო არ ჩანდი?
-რავი აბა-მხრები ავიჩეჩე
-ისევ ერთ ჯგუფში ვართ ხო?
-მგონი კი-ვითომ არ ვცოდი,არადა პირველი ეგ გავარკვიე
-აუ მაგრად გამისწორდა შენი ნახვა,საღამოს ვიკრიბებით სასტავი და გაიჩითები?
-არვიცი,შეიძლება მოვიდე-არიცი? რა იდიოტი ხარ დინა! ვუთხარი ჩემს მეს და ტუჩი მოვიკვნიტე
-გამისწორდება რა და ძმურად არ გამიეხო,კაი გავიქეცი მე და გნახავ საღამოს-თვალი სექსუალურად ჩამიკრა და გავიდა
დავრჩი ესეთი ბედნიერი და გაღიმებული ჩემთვის.ბიჭების ყურადღება არასოდეს მაკლდა,მეტიც უკვე მომაბეზრებელნიც კი იყვნენ.ნიკას გარდა არავინ მომწონდა სულ მასზე ვოცნებობდი,აი ზემოთ რომ ვახსენე ოცნებებცთქო სწორედ ნიკას ვგულისხმობდი.ის კატოსთანაა და ალბათ ვერც ვერასოდეს ვიქნებით ერთად.ეჰ, რა სენტიმენტალური გავხდი ამ ბოლო დროს. აი ის თავხედი და გამანადგურებელი ბიჭიც გამოჩნდა ! ესღა მაკლდა
-გააკეთე ჩემი მანქანა?-წინ ავესვეტე და დოინჯი შემოვირტყი
-არა -ისეთმა კმაყოფილმა მომახალა ეგრევე,რომ დამაბნია კიდეც მისმა სითავხედემ და ხმის ამოღების და შეპასუხების სურვილიც კი დამიკარგა
-და აბა ახლა მე რითი წავიდე სახლში?
-ეგ ჩემი პრობლემა არაა-მხრები აიჩეჩა
-აბა ვისი პრობლემაა? მაშინ გახდა შენი პრობლემა ჩემი გადაადგლების საკითხი,როცა უკნიდან დამეჯახე და მანქანა დამიმტვრიე,ახლა კი წადი კეთილი ინებე და გააკეთე ჩემი მანქანა!-თითქმის ვუბრძანე,რომ არა ინგლისურის ლექტორი ალბათ ხელსაც გავარტყამდი
-რა ხდება გაგა?-მშვიდად კითხა იმ ორმეტრიან ახმახ ცხოველს
-არაფერი ნატო
-მანქანა დამიმტვრია-უდარდელად ვუპასუხე ქალბატონ ნატოს ხელები გადავიჯვარედინე და ცხვირი ავუბზუე იმ ახმახს
-რა? როდის?-გაოცდა ქალი
-ეგ ამ პატარა გატლეკილს კითხე ტარების აზრზე რო არაა-მკვლელი თვალებით შემომხედა და სადღაც გავარდა
-დინა,შვილო დიდ ბოდიშს გიხდი,დღესვე წავიყვან მექანიკოსთან და გავაკეებინებ შენ არ ინერვიულო,მანამდე კი იმ გადარეულს ვთხოვ მიგიყვანოს სახლამდე
-თქვენ რატომ?-გავოცდი
-გაგა ჩემი შვილია-თბილად გამიღიმა
რაო? ჩემი შვილიაო? მომესმა ხომ? როგორ შეიძლება ასეთ განათლებულ,დახვეწილ და ინტელიგენტ ქალს ასეთი ველური და ხეპრე შვილი ჰყავდეს? რა დააშავა ასეთი ნეტა ამ ქალმა.ახლა ისღა მაკლდა იმ დეგენერატს ვეტარებინე სახლში
-გმადლობთ,მირჩევნია ტაქსით წავიდე-თავაზიანად გავუღიმა
-დინა,გაგა ცოტა იმპულსურია თორემ ისე არაა ცუდი ადამიანი,მოვალეები ვართ ჩვენ გატაროთ,რაც შეეხება მანქანას რამდენიმე დღეში არაფერი დაეტყობა და სულ ახალივით იქნება-მშვიდად ლაპარაკობდა ქალბატონი ნატო.მეც მეუხერხულა უარის თქმა და დავთანხმდი.
უნივერისტეტის კარებთან ვიდექი მოტოიკლეტი რომ გაჩერდა ჩემს წინ
-დაბრძანდით თქვენო ბრწყინვალებავ-ამ ბიჭის ცინიზმი მკლავდა
-მეღადავები?-პირი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე დავაღე ჩაფხუტი რომ გამომიწოდა
-ნწ,არა
-აბა ეს რა არის?-გაოცებულმა ბაიკზე მივუთითე
-აუ რა არი და მატარებელია,დაჯე რა მეჩქარება ისედაც ამდენ დროს მაკარგვინებ.-ჩაფხუტი მომაჩეჩა და თავის ადგილას დაჯდა ბაიკზე
-მე ამით არ წამოვალ-კატეგორიულად განვუცხადე
-რატო რაკმარისად კომფორული არაა ხო?-ჩაეცინა
-პირველი იმიტომ,რომ თუ ჩემი კაბის სიგრძეს გავითვალისწინებ აქ რომ დავჯდები საოცარ ხედს შევუმნი სხვა მძღოლებს
-ეგ არაფერი,ხედით მაინც დატკბებიან ეგ საცოდავები,დაჯე რა და ნუ ბურღავ ტვინს
გაბზარებულმა ჩამოვიმხე თავზე ჩაფხუტი და მის უკან მოვკალათდი დიდი წვალებით.კაბას ხელებით ვექაჩებოდი
-დიდხანს გელოდო თუ წერილი გამოგიგზავნო ხელები რო შემომხვიო?
-უტიფარი-ჩემთვის ჩავიბურტყუნე გაბრაზებულმა და ხელები წელზე მოვხვიე.
-რა ქვი?-გვერდიდან გამომხედა
-არაფერი,მიდი რა იარე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent