შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბავშვობის მოგონებები (თავი 2)


7-07-2015, 02:44
ავტორი 13.
ნანახია 2 247

-ჩამოდი, რა.
-არა. აღარ მინდა.
-აუუ, ნიაკო! აღარ ვთამაშობთ და ჩამოდი.
-არაა! - მთელი ხმით იღრიალა ნიამ.
-დედას ვფიცავარ, მართლა აღარ ვთამაშობთ.
-მერე, რა?
-ნუ იბუტები. ჩამოდი რა.
-არა! სუ აღარ ჩამოვალ ეზოში.
-აუუუ, ნიაკოო.
აივნიდანაც შებრუნდა ბინაში ნია. მაინც არ ჩასულა იმ დღეს ეზოში.

...

მე_10 კლასში გაიცნო კატო და მაკო. სულ ერთად იყვნენ, სკოლაშიც და სკოლის გარეთაც. ახლოს ცხოვრობდნენ და სკოლაშიც ერთად მიდიოდნენ დილით. ეზოშიც ერთად სეირნობდნენ. მერე მაკო შეიცვალა. ხასიათები გამოეცვალა და იჩხუბა, სკოლიდანაც გადავიდა, ბოლო კლასში.
ერთმანეთთან ხშირად რჩებოდნენ ღამე და სკოლის გამოსაშვები გამოცდებისთვის ერთად მეცადინეობდნენ ნია და კატო. უნივერსიტეტის პირველ დღეზე ერად ნერვიულობდნენ, ტანსაცმელიც ერთმანეთის რჩევით შეარჩიეს და ემოციები ჯერ ერთმანეთს გაუზიარეს და შემდეგ დანარჩენებს...
სხვადასხვა უნივერსიტეტმაც ვერ გაწყვიტა მათი მეგობრობა. მერე კურსელებს დაუახლოვდნენ და დღემდე ყველა ერთად დადის თბილისის ქუჩებში. პირველი კურსის დახურვისას ყველა ერთად წავიდა დასასვენებლად.
უკვე 2 კვირაა სადაქალოდან მხოლოდ ნიამ დაიწყო მუშაობა და გული მხოლოდ დაქალებზე და საჭმელზე წყდება. მასაც უნდა დაქალებთან ერთად ჭორაობა, გართობა და სურვილისამებრ კვება. ახლაც მოშიებული ავიდა თეკოსთან. ნათლული ჩაკოცნა და მერე მიუბრუნდა თეკოს, მოღუშული სახის მიმიკით.
-საჭმელი გექნება სახლში რამე, რა.
-ნახე, სახლში მოვიდა თუ არა, ეგრევე ტასო ჩაკოცნა და მერე საჭმელიო, დაქალს კი არ მოიკითხვს.
-როგორ გინდა, აბა? შენ რო უნივერსიტეტის გარდა არსად დადიხარ ოჯახის გამო, მე ოჯახის მაგივრად სამსახურში მშიერი ვგდივარ.
-შენ კაი გოგო ხარ/ - გაცინა თეკოს და მაცივარი გამოაღო. - სალათები მაქვს, ხო შეჭამ?
-მთავარია ჭამა შეიძლებდეს და ნებისმეირს შევჭამ, თევზის გარდა.
-სუ გადაგრევს შენ ეგ სამსახური.
-სამაგიეროდ ფულს მომცემს.
ჯანდაბას, ოღონდ არ დაგვეკარგო და ავიტანთ შენ წუწუნს და გაჭმევთ საჭმელს.
-ჯერ სად ხარ. ახლა მეორეც რომ გეყოლება, მერე შენ სუ წახვალ ხელიდან. უნივერსიტეტშიც აღარ ივლი და სანთლით ძებნას დაგიწყებთ.
-შენ მაინც ნუ მახსენებ, გეხვეწები. რო მახსენდება ვნანობ ვაბშე რომ გავთხოვდი.
-კაი, მთლად ეგრეც არ გინდა. ახალი ამბავი მაქვს.
-აბა?
-ამასწინათ რომ ვთქვი, ბავშვობის მეგობარი მუშაობს ჩემთან ერთად_მეთქი, გახსოვს? - თეკომ თავი დაუქნია და გაშლილ სუფრასთან დასხდნენ. - რამოდენიმე დანარჩენი ბავშვიც მოუძებნია, იმათ სანახავად გავედით სამსახურამდე. ერთის მშობლებს თურმე ბინა არ გაუყიდიათ, იმ ძველ უბანში, ქავთარაძეზე. ხოდა კვირას დაპატიჟებულები ვართ საქეიფოდ, მეზარება. - თეკომ შუბლი შეკრა, ნიამ არ შეიმჩნია, სალათი გადმოიღო თეფშზე და ჭამა დაიწყო.
-გაგიჟდი? წადი, კარგად გაერთობი. ძველ დროსაც გაიხსენებთ და გახალისდებით.
-ვაიმე, როგორ არიან შეცვლილები. ნიკუშა რა სიმპატიურია იცი? ბაშვობაში ისეთი ლამაზი იყო, მეგონა გარდატეხის ასაკში უარყოფითისკენ შეიცვლებოდა, მაგრამ გეფიცები თვალები ზედ დამრჩა.
-ის ნიკუშა? - თვალები გადაატრიალა თეკომ და ორივეს გაეცინათ.
-ჰო, ის ნიკუშა.
ლაპარაკი აღარ გაუგრძელებიათ. წვენი მოსვა ნიამ, ტასოს გახედა, სახე დაჭყანა და პატარის სიცილზე თავადაც გაეცინა.
სუფრის ალაგებაში მიეხმარა თეკოს და ტასო ხელში აიყვანა. შუა მისაღებში გაჩერდა, პატარას ცალი ხელი მოხვია ბეჭებზე და მონაცვლეობით, თითო ფეხს დგამდა გვერდით და ხტებოდა. ძალიან უყვარს, როცა საკუთარი სულელური ქმედებები ბავშვებს საშინლად მოსწონთ და იცინიან.
-ტასოზე ბავშვი ხარ, ნია. როდის უნდა გაიზარდო ?
-შვილიშვილები რომ მეყოლება, მაშინ.
-ღმერთო, შენ უშველე ამ გოგოს! არა, ისე, მე მაინც მგოია, რომ კვირად უნდა წახვიდე დანარჩენებთან ერთად საქეიფოდ. თანნიკუშაო, გასიმპატიურებულაო, რაღაცა... ჰა?
-თეკო!
-რამე ვთქვი? - თალები გადაატრიალა თეკომ დაჩაიცინა.
-ეგ შენი თვალები ერთხელაც იქნება ამომეჩეჩქვინება.
-ჯერ ნიკუშა!
-წავალ, ხო. დანარჩენები რას შვებიან?
-რავიცი, გამქრალია ყველა. - მხრები აიჩეჩა თეკომ და ვითომც არაფერიო ფჩხილების წვალება გააგრძელა.
-წავედი ახლა სახლში. ჩემი პატარაც მომენატრა და ბალიშიც. - მოულოდნელად წამოხტა ფეხზე, ტასო ჩაკოცნა და "მანეჟში" ჩასვა.
-არსად დაგეგარგოს ბალიში.
-რომ არ დამეკარგოს, მაგიტომ ვტოვებ სულ ლოგინში! - ჩანთიდან გასაღები ამოაძვრინა და კარებისგენ გავიდა.
-რა ცანცარა ხარ!
-აბა თქვენ იცით. ტასო არ გადამირიო და ქმარი მომიკითხე.
პასუხის გაცემა ვერც მოასწრო თეკომ, ლიფტში შექანდა და პირგაღებული დატოვა დაქალი.
უყვარს მანქანით სიარული. შეუძლია გადაბმულად რამოდენიმე დღე საჭესთან იჯდეს, შუალედებში ეძინოს და მანქანაშინვე უაზროდ ბევრი საჭმელი ჭამოს, არ დაიღლება. ღამე მატარელით მგზავრობის გარდა, არაფერი ენატრება უმანქანობიდან.
სახლში ახევრად მძინარე ავიდა, დედას აკოცა და პატარა ძმა მოიკითხა.
-ლუკას უკვე დიდი ხანია ძინავს და თუ არ გამიღვიძებ, კარგს იზამ.
-კაი, გამოვიცვლი, პირს დავიბან, მერე ერთს ვაკოცებ და მეც დავიძინებ.
-არ იხმაურო და ფრთხილდ აკოცე! - ნიამ გაუღიმა დედას და თვალები დაუხამხამა, სიცილით წავიდა თავისი საძინებლისკენ, საღამურები ჩაიცვა, ხელ -პირი დაიბანა და მშობლების საძინებელში შევიდა. მძინარე მამა-შვილს დახედა. პატარას კისერში ხმაურიანად აკოცა და ლუკას ტირილზე გაიცინა. ხელში აიყვანა პატარა ძმა, საწოლზე დავარდნილი საწოვარა დაუბრინა, თავისი ოთახისკენ სიმღერით გავიდა, გვერდით მიიწვინა და იქამდე ღიღინებდა, სანამ უნებურად არ ჩაეძინა.
რომ ჰკითხო, არ იღლება სამსახურში, არც მშობლებს და არც დაქალებს აცოდებს თავს. მერე უნდა რომ მართლა ასე იყოს და ცდილობს საკუთარ თავიც დაარწმუნოს ამაში.
ქავთარაძის ქუჩაზეა, ისევ იმ ბინაში ცხოვრობს იგივე ბავშებთან ერთად. ისევ ფეხურთს თამაშობენ, ზუსტად მაშინდელივით გასარემონტებელ, დაბეტონებულ მოედანზე. ნია ისევ ძირს ვარდება და ფეხს იტყავებს. ამჯერად აღარ ტირის, ბიჭები წამოდგომაში ეხმარებიან. ნიკუშა ხელში იყვანს და მარტოს აჰყავს სახლში. ჭრილობასაც დამოუკიდებლად უმუშავებს, ტკივილი გაყუჩების პროცესშია და ნიაც ითენთება. მერე ცალი ხელით ნიკუშა თმას უსწორებს და უღიმის. თავს ოდნავ გვერდულად ხრის, სახეს სალი ხელით უჭერს და მისკენ იხრება.
მათ შორის რადიუსი მცირდება და ნიას პულსი უკვე პიკს წვდება.
ნიკუშას ცხელი სუნთქვა ეფრქვევა სახეზე. ცოტაც და ახლა გული დაარტყავს.
მერე კოცნის მოლოდინში, თვალები დახუჭა და თითქოს მე_9 თვეში მყოფი ორსული ყოფილიყოს, მუცელში ბავშვის მოძრაობა იგრძნო.
ღმერთო, როგორ არ უნდა ახლა თვალების გახელა, მაგრამ სხვა გზაც რომ არ აქვს? სადაა ნიკუშას კოცნა?
მუცელზე ხელებს ურტყავენ, უნდათ რომ მუცელი მოუშალონ.
სიკვდილი უნდა, თვალებს არ გაახელს!
მერე ჰაერი ცოტავდება, სხეული გრილდება და მუცელზე ტკივილი სიმძიმემ შეცვალა.
პულსიც, ცოტა დაუქვეითდა.
ჟანგბადი ამოწურა, ამოსუნთქვა უნდა და ეღვიძება.
შუა საწოლზე, მუხლებზე დგას ლუკა, ხელები ნიას მუცელზე აქვე შემოხვეული, თავიც მუცელზე უდევს, საწოვარას წოვს და დიდი ზღვისფერი ლურჯი თვალებით უყურებს დაიკოს.
-როგორ გეჩხუბო ახლა? - მუცელზე დაისვა ლუკა და საწოვარა წაართვა და გაღიმა. - მითხარი, რა ნაუსით გეჩხუბო? - ნიამ შუბლი შეკრა, ლუკამ გადაიხარხარა და თავი გულზე დაადო დას. - შეგჭამ ახლა! აუ, მშია. წამოდი ვჭამოთ, პატარა კაცი.
სიცილით წამოდგა ფეხზე და სამზარეულოში გავიდა.
-დედიკოს და მამიკოს, კიდევ ძინავთ? - საათს ახედა - უი, ჯერ 6 საათია. წამოდი გავაღვიძოთ. - ძირს ჩამოსვა ლუკა, მშობლების საძინებლის კარი გააღო და ლუკაც სიცილით შებაჯბაჯდა ოთახში.



№1  offline წევრი კოტი

მომეწონა ძლიან!!! საერთოდ სხვანაირია... იმედია არ ჩააშხამებ ყველაფერს კაკაბაძე თორე დაგბრიდავ, ველოდები შემდეგს ჩემი ნიჭიერი ხარ შენ:*
--------------------
ცაში ანგელოზი მათ მომავალს წერდა

 


ესრაიყო უფროო დიდი :(((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent