შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაიკერი ლინდა I


7-07-2015, 13:01
ავტორი gijka13
ნანახია 4 024

"ლინდა"- მაღალი, შავგრემანი, გრძელი წელამდე შავი თმით, ცისფერი თვალებით, შავი, მეტალით გაწყობილი ტანსაცმლით, რამოდენიმე ტატუთინ, ცხვირზე პირსინგით და BMW MOTO S 1000 RR ფირმის მოტოციკლით. ეს გახლავთ ლინდა გეჯაძე, რომელიც საზოგადოებაში ინტერესს და ხშირ შემთხვევაში კრიტიკას იწვევს. რატომ? საქმე მის იმიჯშია, ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ გულის სიღრმეში ყველას შურს მისი.
გამბედავი, ძლიერი, თავისუფალი, გიჟი, ამაყი და ამასთანავე საოცარი სილამაზით დაჯილდოვებული ადამიანი. საოცრებაა ლინდა გეჯაძე. შეუძლებელია ერთხელ მაინც ნახო და სამუდამოდ არ ჩაგებეჭდოს მეხსიერებაში მისი საოცრად დამაჯერებელი მოძრაობა, სექსუალური მიხვრა-მოხვრა, აბრეშუმივით მბზინვარე თმა და უძიროდ ლურჯი თვალები.
მის თვალებს ჯერ არცერთი მამაკაცი არ დაუტოვებია გულგრილი, მიჩვეულია ყურადღებას და ინტერესით აღსავსე თვალებს, ასე ხშირად და ბევრი რომ შესციცინებს.
არა მარტო ბიჭებს, გოგონებსაც ბევრს უნდა მასთან მეგობრობა და მის "სასტავში" აღმოჩენა, მაგრამ ეს ძალიან რთულია, რადგანაც როგორც თვითონ არის განსხვავებული, აზროვნებაც ასევე განსხვავებული და ჩამოყალიბებული აქვს 25 წლის ახალგაზრდა ბაიკერს, რომლის ცხოვრებაც რბოლაა.
თავს ყველაზე კარგად მაშინ გრძნობს, როცა ტრასაზე დგას, ირგვლივ ხალხის ბრბო ყვირის და მოწინააღმდეგე შურის თვალით უყურებს, გამარჯვებულად თავს მაშინ გრძნობს როცა ფინიშთან მისული უკვე დარწმუნებულია, რომ კიდევ ერთი შურიანი არსება დაამარცხა.
თავისი თავით ამაყობს, ყოველთვის წესრიგშია, ვარჯიშობს, არ ეწევა და არც ნარკოტიკების მომხმარებელია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მოუწია უსამართლოდ პოლიციის განყოფილებაში ჯდომა, ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით, ალკოჰოლს იშვიათად ეტანება და დედას უფრთხილდება, ის ხომ ერთადერთია ქვეყანაზე ვინც გააჩნია.
მაიაც ამაყობს თავისი ერთადერთი ქალიშვილით, მართალია მას ხშირად უწევს მისი შვილის კრიტიკის და ლანძღვის მოსმენა მაგრამ მან იცის, რომ ლინდა განსხვავებულია და ხალხის ბბრბოში შურს იწვევს, ეს საოცრად სიამოვნებს.
ერთხელ უკვე ვახსენე ლინდას "სასტავი". მასში შედის ოთხი ბიჭი: გიგი, ანრი, გუგა და ნიკა, რომელსაც ყველა ნიკსონს ეძახის და ერთი გოგონა: მარიტა. მარიტაც ლამაზია, მაგრამ ლინდას ფონზე ყველა სილამაზე იკარგება, ეს სულაც არ აკომპლექსებს მარიტას პირიქით უხარია, რომ მისი საუკეთესო მეგობარი ულამაზესია. მარიტა ქერა მოკლე თმიანი პატარა გოგოა, თავის სტიქიაშია, გატაცებულია პირსინგებით, ეს ადვილი შესამჩნევია, როგორც კი შეხედავ იმ წამსვე თვალში მოგხვდება მისი პირსინგები ცხვირზე, წარბზე, ტუჩზე და ენაზეც კი. ხშირად მეტალის თოჯინას ეძახიან და ეს მოსწონს.
-ლინდა გაიგე ?ვიღაც ახალი ახ*არი ჩამოსულა ამერიკიდან, ამბობენ მაგარი მოტო ყავს და რბოლაში უნდა მონაწილეობის მიღებაო.
უთხრა ლინდას ნიკსონმა და თან ლუდის ბოთლი მოიყუდა.
-ჩემზე მაგარი მოტო ჰყავს?
გაეცინა ლინდას.
-ეგ არ ვიცით მაგრამ სახუმარო როჟა არ ჩანს.
საუბარში ჩაერთო გიგი.
-მაგარი არ მაინტერესებს ამერიკიდან ჩამოსული პიჟონები , პირველობას ვერავინ წაართმევს ჩვენს ლინდას.
გადაიხარხარა მარიტამ.
-ვინ არის?
იკითხა ლინდამ.
-ქართველია რა, ბავშვობიდან ამერიკაში ცხოვრობს, თბილისში ორი დღეა რაც გაიჩითა, კაროჩე ხელწამოსაკრავი როჟა არ ჩანს, ამბობენ რბოლების მეფე იყო ამერიკაშიო.
თქვა გუგამ და ლინდას თვალებში ჩააშტერდა.
-თვალებში ტყუილად მიყურებ შიშს მაინც ვერ დაინახავ. ეგ ამერიკაში იყო მეფე, სადაც მე არ ვიყავი, თბილისში დედოფალი მე ვარ და დამიჯერე ტახტს ვერავინ წამართმევს.
გაიღიმა ლინდამ, გუგას თვალი ჩაუკრა და იგივე გაიმეორა რაც ნიკსონმა ცოტახნის წინ, თვალები დახუჭა და ლუდის ბოთლი მოიყუდა.
-აი ასეთი ლინდა მიყვარს.
თქვა მარიტამ.
-სხვანაირი არც ვყოფილვარ.
გაუკვირდა ლინდას.
-ფრთხილად ლინდუს არარის ასეთი ადვილად დასამარცხებელი.
ჩაერთო ლაპარაკში აქამდე ჩუმად მყოფი ანრი.
-მე ვგევარ ადვილად დასამარცხებელს?
ირონიულად გადახედა ლინდამ ანრის.
-მე ეგ არ მითქვამს.
-წავედი უკვე გვიანია, მაია გაგიჟდება არ მინდა ვანერვიულო.
ლინდამ ბოთლი ნაგვის ურნაში მოისროლა, მოტოციკლეტს მოაჯდა დაქოქა და წამში გაქრა.
-ქუჩაშიც სწრაფად დადის ასე არ შეიძლება..
თქვა მარიტამ.
-რატო დედამ**ნული პოლიცია დადის? გავ*არი მაგათ კანონებს.
თქვა ანრიმ, ისიც მოტოციკლს მოაჯდა და ასევე სწრაფად მოეფარა თვალს.
ანრი და ლინდა ერთად იყვნენ, 3 წელია ერთმანეთს დაშორდნენ, დღეს რომ ჰკითხოთ ვინ არიან ერთმანეთის გიპასუხებენ საუკეთესო მეგობრებიო, მაგრამ რას გრძნობენ? ამ კითხვაზე პასუხი არც ერთს არ აქვს.
ლინდამ მოტოციკლი სამსართულიანი გალავნიანი სახლის წინ გააჩერა.
ჩაფხუტი მოიხსნა და სახლში შევიდა.
-მაია!
დაიძახა სახლში შესვლისთანავე.
-სამზარეულოში ვარ ლინდა!
გამოსძახა მაიამ.
-მე ოთახში ავალ დავიძინებ!
-კარგი მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ!
ლინდამ ოთახში შესვლისთანავე გაიხადა ბატინკები და ტანსაცმელი, პირდაპირ სააბაზანოში შევიდა, შხაპი მიიღო, შავი მაისური გადაიცვა და საწოლზე დავარდა.
-ვინ ჯანდაბა ხარ და რა გინდა...
ამოიბურტყუნა და გვერძე გადაბრუნდა, მალევე ჩაეძინა. დილით მაიას ძახილმა გააღვიძა.
-ხო მაია მღვიძავს რა მოხდა?!
-ანრი მოვიდა საქმე მაქვსო!
-ამოვიდეს!
ლინდა ადგა და შორტი ამოიცვა. ანრიმ კარზე დააკაკუნა.
-მოდი
ანრიმ კარი ფრთხილად შემოაღო.
-რაშვები შეჩ*მა, დაგეძინა ტო?
-რაიყო მერე რა მოხდა?
-დღეს ნიკსონას დაბადების დღეა და ხო იცი მაგარ ფართის აწყობს ამაღამ აგარაკზე და არ უნდა მივეხმაროთ ე?
-დამავიწყდა დამელოდე ჩავიცმევ და დავეშვათ.
-კაი ქვევით გიცდი.
-მიდი ჰო.
ანრი მისაღებში ჩავიდა.
-ანრი სად მიდიხართ?
ჰკითხა მაიამ.
-ნიკსონას დაბადების დღე აქ და აგარაკზე ვიკრიბებით სასტავი.
-დღეს არ მოხვალთ?
-არა მაია დღეს როგორ მოვალთ ვგრიალებთ ტოო...
ანრიც მაიას ეძახდა ლინდას დედას, ბიჭებს და მარიტას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ მაიასთან.
-კაი გასაგებია.
-შენ არ ინერვიულო, ხო იცი ლინდა რა ტიპია?
-არც ვნერვიულობ ლინდა იქეთ მზრდის მე.
გაეცინა ქალს. ანრისაც გაეცინა.
ლინდამ შავი შარვალი, ბატინკები, და შავი ჩონჩხებიანი მაისური გადაიცვა, გადაჭრილ თითებიანი ტყავის ხელთათმანები გაიკეთა, ტყავის მეტალებიანი ქურთუკი ჩაიცვა, ჩაფხუტი აიღო და ქვემოთ ჩავიდა.
-წავედით?
ჰკითხა ანრის.
-ხო წავედით.
-მაია დღეს არ მოვალ.
მიუბრუნდა ლინდა დედამის კარებში გასვლის დროს.
-ვიცი.
ანრი თავის მოტოციკლს მოაჯდა, ლინდა თავისას, რატიმ დაქოქა და ლინდას მიუბრუნდა.
-გამომყევი.
-კაი.

აქვე მოკლედ მინდა ლინდას ბავშვობაზე მოგიყვეთ.
მდიდარი ოჯახი ჰქონდა, მამა 15 ლისამ დაკარგა, მთელი ქონება ლინდას დარჩა, მაგრამ მას არც აინტერესებდა ფული. მოგეხსენებათ ამ პერიოდში მშობლის დაკარგვა მძიმეა, ბავშვობიდან იყო გატაცებული სისწრაფით, მამის დანატოვარიდან მხოლოდ მოტკციკლი შეიძინა ისიც იაფასიანი, ახალი მოტოციკლი, რომელიც ძალიან სწრაფი და თავადაც გამაძლიერებლებით უფრო გააძლიერა ასე რომ ვთქვათ "შოკია" რბოლებში მოგებული ფულით იყიდა. ქონება კი დედას ჩააბარა. მაიაც დღედაღამე მუშაობს ოფისში. სამშენებლო კომპანია აქვთ და საქმეც დღითიდღე უფრო კარგად და კარგად მიდის.

*****
-ლინდა არ გაგიჟდე ეხა მერე რა მოხდა.
წინ დახვდა ნიკსონის სახლში შესულს მარიტა.
-რატო უნდა გავგიჟდე შენ სულ გააფრინე?
გაოცდა ლინდა.
-ნიკსონს ის პიდ*რასტი დაუპატიჟებია.
-ვინ?
-ვინ და აი ის ამერიკიდან რო ჩამოვიდა.
-რაში მაინტერესებს?
უფრო გაოცდა ლინდა.
-სერიოზულად?
-ხო აბა რა მეტყობა არასერიოზულობის?
-ხო რავი გოგო მეთქი არ ესიამოვნებათქო.

ნიკას აგარაკი წყნეთში იყო, საკმაოდ დიდი ორსართულიანი სახლი, ვერანდით და ორი აუზით.
წვეულება აუზთან უნდა ყოფილიყო. ყველაფერი მოამზადეს, მოსაღამოვდა და სტუმრებიც მოვიდნენ.

-ლინდუუს!
დაუძახა ნიკამ ლინდას.
-ხო ნიკ რა იყო?
-მოდი რა ვიღაც უნდა გაგაცნო.
ლინდაც მივიდა და სიმპატიური, დაკუნთული, ქერათმიანი ბიჭი დაინახა.
-კაროჩე ეს დაჩია, ამერიკიდან ჩამოვიდა, მე რო გეუბნებოდი ისაა.
დაიწყო ნიკამ.
-სასიამოვნოა.
ხელი გამოუწოდა დაჩიმ.
-ჩემთვისაც.
ხელი არ გაუწევია ისე უთხრა ლინდამ და ირონიულად გაუღიმა.
-მე დაგტოვებთ.
თქვა ნიკსონმა და წავიდან.
-მეც დაგტოვებ.
ისევ ირონიულად გაიღიმა ლინდამ და შებრუნდა.
-უზრდელი ხარ.
-ვისთვის როგორ.
არ შემობრუნებულა ლინდა ისე უთხრა და წავიდა.
დაჩი კიდე დარჩა სულელივით გაღიმებული.
ლინდას ადამიანის ცნობა არ ეშლებოდა და ახლაც კარგად იცნო დაჩი.
ერთი განებივრებული, თავში ავარდნილი ბიჭი იყო, ნარკოტიკებსაც ხშირად ეტანებოდა და ციხეშიც ბევრჯერ იჯდა, როგორც ნარკოტიკებისთვის ასევე გოგოს გაუპატიურების გამო. ერთი ჩვეულებრივი ნაძირალა იყო, რომელსაც რბოლებზე წარმატებული ასპარეზობის გამო ყველაფერი მისი ეგონა და ასეც იყო, რომელი გოგოც მოეწონებოდა მისი იყო, მნიშვნელობა არ ჰქონდა ძალით თუ ნებით, ძალის გამოყენება სულ ორჯერ დასჭირდა, ისიც 16-17 წლის გოგონებზე, დანარჩენ შემთხვევაში ყველა გოგო ნებდებოდა, საოცრად სიმპატიური იყო. პოლიციაც ვერაფერს უმტკიცებდა ბოლომდე და ყოველთვის სამხილების უქონლობის გამო 3-4 დღეში უშვებდნენ.
ახლა ეს განებივრებული ამაზრზენი არსება იდგა და ლინდას აკვირდებოდა, ეს მზერა ანრის არ გამორჩენია და საოცრად მწარდებოდა, მუჭებს მაგრად კრავდა და სადაც იყო მზად იყო ეს ნაბი*ვარი აქვე მოეკლა. სანამ დაჩის პირისპირ ნახავდა ანრიმ ბევრი რამ გაარკვია მასზე, ჩამოსვლის მიზეზიც. საგადასახადო პროკურატურასთან პრობლემები ჰქონდა და თავს აქ ჩამოსვლით უშველა.
ჩვენი ანრიც არ იყო მახინჯი, მეტიც ძალიან სიმპატიური იყო. შავგრემანი, ბევრი ტატუთინ სხეულზე, დაკუნთული, მოკლე აჩეჩილ თმას ატარებდა. საოცრად მიმზიდველი აღნაგობის ბიჭი იყო, აი ისეთი სკოლის მოსწავლეებიდან დაწყებული შინაბერა ქალებით დამთავრებული რომ ოცნებობენ. მექალთანეც იყო და ერთგულიც, ლინდას მერე სერიოზული პარტნიორი არ ჰყოლია, მხოლოდ ერთი ღამის თოჯინები, რომლებიც მეორე დღეს თავის მოკვლით ემუქრებოდნენ თუ არ დაუბრუნდებოდა.
გამწარებული იდგა ანრი და დაჩის ყველა მოძრაობას და მოქმედებას სწავლობდა, მთელი დღე ლინდას გვერდით არ მოშორებია.
-ანრი დამანებე ცოტა ხნით თავი რა გჭირს ეე?
ეწუწუნებოდა ლინდა.
-არაფერი უბრალოდ ასეა საჭირო.
-გაიწიე გეუბნები თუ არ გინდა ცხვირი გაგიტეხო.
კატეგორიული იყო ლინდა.
-გამიტეხე.
-შენ სულ გააფრინე?
-დღეს ხო.
გამწარებული პასუხობდა ანრი.
ლინდას მობეზრდა იქაური სიტუაცია, ნიკსონს ბოდიში მოუხადა, მოტოციკლს მოაჯდა და წავიდა, თანდათან სიჩქარეს უმატებდა და უმატებდა, აგიჟებდა სიჩქარე, ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს მიფრინავდა, თავისუფლებით ტკბებოდა, როცა მოტოციკლი წამოეწია. ლინდა გაჩერდა, უცნობმაც გააჩერა მოტო. ორივემ მოიძრო ჩაფხუტი. უცნობი დაჩი აღმოჩნდა.
-საით ლამაზო? ღამე მარტო სიარული საშიშია.
-შენ რაღა გინდა?
მომაბეზრებლად იკითხა ლინდამ.
-შენ მინდიხარ...
უთხრა დაჩიმ და მიუახლოვდა.
-არ მომეკარო თორე ლამაზად გადაგტეხაც წელში.
გააფრთხილა ლინდამ და თვალი ჩაუკრა.
-მომწონს წინააღმდეგობა.
გაიღიმა დაჩიმ და უფრო მიუახლოვდა.
-აბა კიდე ერთი ნაბიჯი გადმოდგი.
დაჩი კიდევ მიუახლოვდა, ლინდამ მოტოციკლზე მიმაგრებული მეტალის ხელკეტი თვალის დახამხამებაში მოხსნა და დაჩის პირდაპირ ცხვირპირში გაარტყა.
-კიდევ მოდი შე ნაბი*ვარო, გაბედე.
-შე ბო*ზო!
წამოდგა დაჩი და მუშტი მოუქნია, ლინდამ აიცილი და ახლა მუცელში მოსცხო ხელკეტი, მერე გვერდებზე, ამ დროს მეორე მოტოციკლი გაჩერდა, ანრი იყო. მოტოციკლიდან გადმოხტა.
-შე ნაბო*არო! ვიცოდი ვინც იყავი!
დაუყვირა დაჩის, მივარდა და მთელი ძალით ჩასცხო, დაჩიც ადგა და მუშტი მოუქნია, ბიჭები გამწარებული ჩხუბობდნენ და ლინდა ვერ აშველებდა, ანრიმ თავი დაარტყა დაჩის და გათიშა მერე წიხლებით შედგა, როცა მწარდებოდა ზომას ვეღარ იგებდა,
-ანრი! ანრი! გეყოფა მოკლავ, ანრი!
ანჟღრევდა ლინდა.
-ანრი!
ვეღარაფერს რომ ვერ გახდა ჩაეხუტა და ამით ეცადა დაეწყნარებინა.
-გეყოფა, ვსო დამთავრდა,
ეჩურჩულებოდა ლინდა, ანრიც დამშვიდდა და მთელი ძალით მოეხვია მასზე აკრულ გოგონას.

-------------
აი ეს იდეები მიტრიალებდა თავში, იმედია მოგეწონათ, თუ მოგეწონათ გავაგრძელებ... :-*



№1  offline წევრი lamazmani

კი ძაან კაია მომეწონა აუცილებლად გააგრძელე love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent