შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

- ნინ! 2


7-07-2015, 18:23
ავტორი natela
ნანახია 1 928

- საბა ნახე რამხელა ვარსკვლავია- აჟიტირებული წამოხტა ფეხზე პატარა ქერა გოგონა.
- ეგ თვითმფრნავია ნინ!- გაიღიმა ბიჭმა და უკვე გაბუტულ გოგონას ჩაეხუტა.
- ციმციმებს!- ცოტაღა აკლდა ატირებამდე ნინას და ისევ "ვარსკვლავს" უყურებდა.
- ხო ალბათ მართლა ვარსკვლავია- ისევ გაიღიმა ბიჭმა.
- ისევ შეგეშალა- გაუხარდა გოგოს.
- სულ მეშლება ხოლმე- სიცილს არ წყვეტდა ბიჭი და უხაროდა რომ გოგონას ამხიარულებდა.
................................................
ხვალ ჩემი დაბადების დღეა, 20ის ვხდები ერთთვეში კი საბა ხდება 23 სამის ზუსტად ერთ თვეში 18 ივლისს.. პიჟამას შორტი და მაისური ჩავიცვი და ბალიშზე თავდე თავი, გარედან ისევ საბას ხარხარი ისმოდა, უკვე თორმეტი ხდება რა იქნება დაიძინონ? დედას მივწერე ვიძინებ თქო და ტელეფონი გამოვრთე გარეთ რომ ხმაური, მანქანების სიგნალი, და დაბადებისდღის ისალოცი სიმთღერა გაისმა, ისტერიულად მაგეცინა და ფეხზე წამოვხტი, ფეხზე დავიკიდე პიჟამოები და კხალათშემოცმული დავეშვი დაბლა, ულამაზესი ფეიერვერკი აიჭრა ცაში როგორც კი გარეთ გავედი, ლიკა ტორტით მომიახლოვდა, ჩემდა გასაკვირად გაგი გამოხტა წინ, სამპანურით ხელში აშკარად მთვრალმა გადამხვია ხელი და სიმღერა დაიწყო ისევ ეს სიმღერა, შეწყვეტილი ფეიერვერკი და ჩამქრალი ტორტის სანთლები, ამჯერად მანქანაში აჟღერდა ოღონდ ჩვენი საყვარელი სიმღერა, ცალი ხელით მიმიხუტა გაგიმ და შუბლზე მაკოცა.
გაოცებულმა შევხედე, სულ ორი კვირაა ვიცნობ და აქედან 13 დღე ჩემს ნერვებზე თამაშობდა.
- გილოოოცააავვვ ! -იკივლა ლიკამ და ტორტი ზედ წაგვისვა მე და გაგის.
რათქმაუნდა ამას ჩვენი სწრაფი რეაქცია მოყვა და ომიც დაიწყო, მთელი ეზო მოვირბინეთ, ლიკა ისე მხიარულად კისკისებდა, სწრაფად დაეწია თორნიკე და ზედ წაუსვა ტორტი მერე კი მაგრად აკოცა და ჰაერში აიტაცა, ფილფანის სახე არ გამომპარვია, ისეთი დაძაბული სახით მოქაჩა სიგარეტი მეგონა მთლიანად შეიწოვდა ღერს.
ფილფანიც ჩვენი მეგობარია, დროშობანაში ჩვენს გუნდში იყო ხოლმე იმიტომ რომ ლიკა იყო ჩვენთან, აი ისე ევასებოდა ლიკა ბავშობიდან არჩევდა ყელასგან მაგრამ არაერს ამბობდა, ლიკა პატარა იყო, ვერ ხვდებოდა ლევანის დახვედრებს და უცნაურ დიალოგებს, მერე აქედან გადავიდა და ყველაფერი მორჩა, უყვარდა ალბათ უყვარდა მაგრამ იმ დროს სხვა საქმეები ჰქონდათ ისე როგორც საბას ..
- ნინ!- დაიყვირა გაგიძემ და ჩემსკენ წამოვიდა.
ხმამაღლა დავიკივლე და გავიქეცი, გაგიძეც ხარხარით გამომეკიდა და მალე დამიჭირა კიდეც, მთელი ნაჭერი ტორტი წამისვა და თითებით კაგად შეასწორა.
- პიჟამა გიხდება - თვალი ჩამიკრა და გახსნილ ხალათზე მანიშნა.
- იდიოტო- ხელი ვკარი და სწრაფად შევიკარი ხალათი.
- ერთობით ნინ?- მოგვიახლოვდა აშკარად მთვრალი საბა.
- საბა! - გაგიძესკენ წაღებული ხელი სწრაფად ჩამოვწიე და საბას მივშტერდი.
- რამდენის გახდი ნინ?- ირონიულად აათვალიერა გაგიძე.
- 20-ის- ვუთხარი გულდაწყვეტილმა, რადგან ჩემი ასაკიც არ ახსოვდა.
- აიღე- ოდნავ დაბნეულმა გამომიწოდა სველი სალფეტკი ლიკამ და მასზე მიშტერებულ ფილფანს გადახედა, მერე კი თორნიკეს მხარს აეკრო თითქოს თავისთავის და ყველას დარწმუნება უნდოდა რომ თოკასთან ბედნიერია. რასაც ფილფანის ჩაცინება მოჰყვა.
ტორტი სწრაფად ოვიშორე სახიდანმ და ისევ მთვრალ საბას გავუშტერე თვალი.
- გილოცავ ნინ!- მომიახლოვდა საბა და შუბლზე მაკოცა.
- მადლობა- ჩავიბურტყუნე და ისევ ფილფანს გავხედე.
- აღნიშნავ?
- შემომიერთდები?
- მპატიჟებ?
- ხო..
- ბოდიში არ მცალია..
- რათქმაუნდა ამათთან სვამ ხომ?
- კაი რა ნინა..
- როგორც გინდა..- გაბრაზებული მოვტრიალდი მეტრეველმა რომ ისევ მიმატრიალა.
- ნინა..!
- არაფერი არ მითხრა საბა წადი და იმ შენს დამპალ სასტავთან ერთად მოიკალი თავი- ვუყვირე გაბრაზებულმა.
- იმ დამპალ სასტავში ყველა შენი მეგობარია..
- ზუსტად ეგ მტკივა- ვიყვირე ისევ- ის მეგობრები რომლებიც მიყვარდა, იცი რა ნათლად წარმომედგინა ჩვენი მომავალი? მაგარი სასტავი უნდა მყოლოდა, სულ ჩემთან რომ იქნებოდნენ და სულ მათთან რომ მომინდებოდა ყოფნა, მათი იმედი რომ მექნებოდა, ყველგან რომ დამიცავდნენ, ცემს ცუდ საქციელზე რომ გამიჭედავდნენ, და საერთოდ დაძმა რომ ვიქნებოდით, ფილფანის და ლიკას ძლივს დალაგებული ურთუერთობა ან ჯერ ისევ ერთმანეთზ გაპარებული თვალები მინდოდა..
- ჩვენ დაძმა ვერ ვიქნებოდით ნინა- გაეღიმა საბას.
არც მინდოდა საბასთვის და ვყოფილიყავი არც არასდროს მინატრია ეს, ზუსტად ის მინდოდა ვყოფილიყავი რაც ფილფანისთვის ლიკა, თუმცა ახლა არც ლევანისთვისაა არავინ ლიკა.
- რატომ?
- გელოდებიან ნინა- გამიღიმა საბამ და წავიდა.
...............................................
- ვინ არიან ეგ ტიპები?- კითხა გუკამ დაძაბულ ფილფანს და არანაკლებ დაძაბულ მეტრეველს.
- ერთი ლიკას შეყვარებულია- უპასუხა ფილფანმა.
- და მეორე?
- ნინას პოტენციური შეყვარებული- ისევ ფილფანმა უპასუხა- თუ ეს ტრა*ს არ გაანძრევს..
- შენ გაგენძრია როცა დრო იყო- გაბრაზდა საბა.
ფილფანმა არაფერი უპასუხა პროსტა გააბოლა..........
.............................................................
ნერვებმოშლილი ავედი სხლში ეს ლიკამაც შეამჩნია და ატყდა მაგრად დავლიოთო, ჩემზე მეტად მაგას უნდოდა ვიცი, ფილფანის ის ამოუცნობი გრძნობა იყო სულ რომ თან დაჰყვებოდა, თოკა უყვარდა, როგორ არ უყვარდა მაგრამ ფილფანი.. ის მაინც ფილფანი იყო.
დილის ექვსამდე ვსვამდით, მერე დავიძინეთ საათნახევარში გაგიძე ასგა უეჭველი უნდა წავიდეო, თოკაც გაყა, დაბლა ჩავედით ბიჭების გასაცილებლად, თოკამ ხმაურით აკოცა ლიკას და მანქანაში ჩაკდა, გაგიძემ მხოლოდ გაიღიმა საღამომდეო დაიბარა და წავიდა.
უკან შემობრუნებულები ადგილზე გავქვავდით, ამ დროს ამათ ყოველთვის ძინავთ და ახლა აქ რა უნდათ არ ვიცი, ირონიული ღიმილით მოგვიახლოვდა ფილფანი და ადგილზე მიყინულ ლიკას ლოყაზე აკოცა.
- როგორ ხარ ლიკუნ?- ჩვეული ხმით კითხა ლევანმა.
- კარგად შენ?- ლიკამაც მოიკრიბა ზალა და ფილფანს გაუღიმა.
- კარგად გუშინ დალიეთ?- გადმომხედა ფილფანმა.
- მადლობა რომ დაბადებისდღე მომილოცე- გაბრაზებულმა ვუთხარი ღმამაღლა და ლიკას ხელზე დავქაჩე წავედით თქო.
აღარაფერი უთქვამს პროსტა გაგვატარა. ვერაფრით დაწყნარდა ლიკა, მაინც ღელავდა.
- ლიკ - მისკენ გადმოვბრნდი და " მძიანრე" ლიკას შევხედე.
- ხო- მიპასუხა და თვალები გაახილა.
- რა იგრძენი?
- არაფერი მე თოკა მყავს.
- ლიკაა
- მართლა, ფილფანი რაღაც იყო მაგრამ მე არ ვყოფილვარ მისთვის არაფერი ასე რომ.. თოკა მაბედნიერებს ..
- კარგია..
მერე დავიძინეთ, საღამოს ბიჭებმა მოგვაკითხეს დანარჩენ მეგობრებთან ერთად დედამაც გაამზადა რარაცეები და სუფრა გავშალეთ, მორიგი ზარის საპასუხოდ გარეთ გავედი, დეიდა მირეკავდა მოსალოცად, მობილური გავთიშე თუ არა სითბი ვიგრძენი ზურგზე, გაგიძე მომეხუტა და ხელები მუცელზე მომხვია გაოცებულმა ავხედე მომღიმარს.
- რაო?- უფრო ფართოდ გაიღიმა გაგიძემ.
- მეხუტები- ავუხსენი სიტუაცია.
- ხო სევნიშნე.
- მეგონა ვერ მიტანდი..
- მეც მეგონა..
ცოტა დავიბენი, გაგიძეს ცახუტება მეუცხოვა, მომწონს მასთან ახლოს ყოფნა ტავიდანვე დამაინტერესდა მაგრამ საბა მაინც სხვაა, ვიცი რომ მასთან არაფერი გამოვა და თუ ლიკაა ფილფანის მიუხედავად თოკასთან ბედნიერი მე რატომ არ შეიძლება ვიყო გაგისთან კარგად?
ჩემმა კურსელმა ნიამ დამიძახა სტუმრები გყავსო, გაოცებული გავედი მისაღებში აღარავის ველოდებოდი, კართან მდგარი საბას და ფილფანის დანახვისას ხომ ყბა ჩამომივარდა. ლიკას გადავხედე ისევ თოკას ეკვროდა შეშინებული თვალებით და სტუმრებისკენ დავიძარი.
- დანაშაულის გამოსყიდვა მინდა- გაიღიმა ფილფანმა.- გილოცავ- თქვა და პარკი გამომიწოდა რომელიც სნიკერსებით იყო სავსე, ისე სნიკერსებით კი არა სუპერ სნიკრსებით.
აცრემლებული გადავეხვიე ლევანს, სკოლაში რომ მივდიოდი დილით მყიდულბდნენ ხოლმე ის ან საბა სნიკერსებს, ძალიან მიყვარდა და აჩემებული მქონდა რომ სუპერ სნიკერსი მინდოდა და არა ისე სნიკერსი.
- გახსოვს?- აცრემლებულს ისევ გამეღიმა და ისევ ცავეხუტე მონატრებულ ფილფანს.
- ხო სუპერია ისე არა - გამიღიმა ფილფანმაც.
- შემოდით- სუფრაზე ვანიშნე და ცრემლები მოვიწმინდე.
ცხვირზე თითი დამკრა ლევანმა და სუფრისკენ დაიძრა, მერე ნონას აკოცა და მოიკითხა.
- ეს ჩემგან- კულონი გაშალა საბამ.
- მადლობა- თავდახრილმა დავიჩურჩულე და ფეხსაცმლის შესწალა დავიწყე, ლამაზი ფერია კრემისფერი.
- არაფერს- ლოყაზე მაკოცა საბამ და თითქოს ჩამეხუტა მაგრამ წელის მაგივრად რომ თმაზე ვიგრძენი ხელები მერე მივხვდი რასაც აკეთებდა, თმა გადამიწია და კულონი გამიკეთა.- გიხდება- შუბლზე ფრთხილად შემახო ტუჩები და მომშორდა.
- დავსხდეთ- ჩავიბურტყუნე და დაბნეული წავედი ჩემი ადგილისკენ.
ფილფანს უკვე ჭიქა ეჭირა და ჩემს სადღეგრძელოს ამბობდა, ხელით მანიშნა მოდიო, მეც მივუახლოვდი ხელში ჭიქა მომარჯვებულო ფილფანს, მარცხენა ხელი გადამხვია და ლაპარაკი განაგრძო.
- ნინა ჩვენტან ერთად გაიზარდა და ყოვლთვის ისე მეყვარება როგორც და, მარტალია აირია რაღაცეები, მე და საბა ისე ვერ გავიზარდეთ როგორც გვინდოდა მაგრამ მაინც გვიყვარს ისინი ვინც გვიყვარდა, ისევ ისე ან უფრო მეტად- თოკას ხელებში მოქცეულ ლიკაზ წამით შეაჩერა მზერა ფილფანმა და ისევ განაგრძო- უბრალოდ რაღაცეები ისე არ გამოდის როგორც გვინდა- დაამთავრა ფილფანმა და ჭიქა გამოცალა.
- აქ რატომ მოვიდნენ?- მიჩურჩულა ლიკამ და მოხარხარე ფილფანს გახედა საბასთან ერტად დედაჩემს რომ ელაპარაკებოდა.
- არ ვიცი იქნებ მართლა ვუყვარვართ ისევ ისე..
- სისულელეა..
- აბა რას შვებით?- ხელი გადაგვხვია თოკამ და ლიკას ხმაურით აკოცა ლოყაზე.
- თოკა დათვერი ?- სიცილით კითხა ლიკამ.
- აუ ხო რა ლიკ, წავიდეთ..
- წავიდეთ..- ისევ გაუცინა ლიკამ.
არაფერი მითქვამს ვიცი რომ მათთვის ასე ჯობია, ლიკა და თოკა გავაცილე და აივანზე მდგარი ფილფანისკენ გადავინაცვლე, სიგარეტს რომ გამწარებული ქაჩავდა.
- ლიკა ბედნიერია ლევან- დავიჩურჩულე და ეზოდან გასულ თოკას მანქანას გავხედე ლიკა რომ მართავდა.
- მერე მე რა?
- არ გინდა რა, შეეშვი კაი ? არ მინდა ცხოვრება აურიო..
- არც ვაპირებ..
- კარგია, გამიხარდა რომ მოხვედი..
-ვიცი- გამიცინა ლევანმა და შიგნით შებრუნდა .
- ჩემი წასვლის დროა - მითხრა ოტახში დაბრუნებულს გაგიმ.
- უკვე?
- ხო ..
- გაგაცილებ ..
- კარგი..
კარებამდე მივაცილე გაგი, დამშვიდობებისას გადამეხვია და წავიდა, ახლა არ მომეწონა , მეუცხოვა და არ მესიამოვნა იმიტომ რომ საბა იყო აქ ჩემს სახლში..
არ მომწონს ის ფაქტი რომ საბას გავლენა აქვს ჩემზე, არაფერი გაუკეთებია, უბრალოდ ამოვია, უბრალოდ აქ იყო და ამ უბრალოდ აქ ყოფნამ გადაცონა გაგის ჩახუტებაც კი..
მეორე დღე სარამოს გამეღვიძა, გაგიმ დამირეკა ნაბახუსევზე გამოვიდეთ ლუდითო არც მე მითქვამს უარი და ბარში ჩავედი, ლიკას არ დალევია ამიტომ ჩვენი დაცინვით ირთობდა თავს,
-თორნიკე შენს შეყვარებულს ენას ამოვაძრობ- დავიმუქრე და ლუდი მოვსვი.
- სად გაქვს მაგისი თავი- ენა გამოუყო ლიკამ.- აუ წამო რა ბაზალეთზე ავიდეთ თქვენც გამოხვალთ და მეც გავერთობი.
- შანსი არაა- ავწიე ხელები- სად მაქვს მე სიარულის თავი?
- აუ მიდი რაა..
- ნასვამები ვართ ლიკა- ბოლო ხავსს მოეჭიდა თოკო.
- მე დავჯდები..
- შემახსენეთ ეს პრავაზე მე მივიყვანე ხო?- იკითხა თოკამ.
- ხო - გაბრაზებულმა დავუქნიე თავი.
- მაგარი მივქარე-დასკვნა დადო თოკომ.- ეგ არ გაუშვა პრავაზე- ურჩია გაგის.
- ეგ რა შუაშია?- სწრაფად ავწიე თავი მაგიდიდან.
- არაფერი არაფერი- გაიცინა გაგიმ.
- წამო რა თუ მივდივართ- ატყდა ისევ ლიკა.
- წამო ჩავიცვათ და - ფეხზე მობეზრებული სახით ავდექი.
ჩემთან ავირბინეთ შორტები და ბრეტელიანი მაისურები ცავიცვით, პირსახოცები და სხვა რაღაცეები ავიღეთ და დაბლა ჩამოვედით, ისევ მოვკარი თვალი საბას მაგრამ არ შევიმჩნიე, ბიჭები უკვე აქ იდგნენ მანქანით, თორნიკემ ფეხებიდან აათვალიერა ლიკა და დადარდიანებულჩაფიქრებული სახე მიიღო.
- რა ?- კითხა ლიკამ.
- ცოლად უნდა მოგიყვანო- გამოაცხადა თოკომ და ლიკას მოეხვია.
სიცილით მიკრა ხელი და მანქანაში მძღოლის ადგილი დაიკავა.
ბაზალეთზე კარგად გავერთ, მაგრამ გაგის გავებუტე იმიტომ რომ მაყვინთავა წყლისა კი მეშინია.
ეზოში მანქანა გაჩერდა თუ არა გადმოვხტი და ჩემი სადარბაზოსკენ სწრაფად წავედი, გაგიც გამომყვა და ხელი ჩამკიდა.
- კაი რა ნინ, ბოდიში არ ვიცოდი- გაიცინა გაგიმ.
- შემეშვი- ვუყვირე გაბრაზებულმა.
- კაი რა ნინ რა ვიცოდი წყლისა თუ გეშინოდა.
- ხომ გითხარი მეშინია თქო..
- მეგონა მატყუებდი.
- ხო და გეგონოს- ისევ შემოვბრუნდი მაგარმ გაგიმ ისევ არ გამიშვა.
- რა გავაკეთო ვიყვირო რომ შემირიგდე?
- კაი რაა..
- არ გჯერა?
- შემეშვი გაგი..
- ნინაა!!!!1- აყვირდა გაგი - მაპატიე რაააა!!!- რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა და ეზოს შუაგულში დადგა- არ ვიცოდი გეფიცები !
- გაგი- მივუახლოვდი რომ გაჩუმებულიყო მაგრამ უფრო აყვირდა.
- მაპატიე რა ნიინ!!!! ბოო- დიიიი- შიიიიიიიიიი!- ხელები გაშალა და გაიცინა.
- კაი ვსო- გამეცინა მეც.
- მაპატიე?- დასერიოზულდა და მომიახლოვდა.
- არ ვიცი რას მიყიდი?- ვკითხე და გამომცდელად მივაშტერდი.
- ნაყინს!
- შოკოლადსაც..
- აი ამდენს- სიცილით გაშალა ხელები გაგიმ.
- მაშინ კი- ამოვილაპარაკე ბედნიერმა.
და ისევ გაჩნდა საბა, ისევ გადაწონა მისმა უბრალოდ იქ ჯდომამ ყველა გაგის ქცევა, მაგრანმ დავაიგნორე და გაგის ჩავეხუტე.
სახლში დაღლილი ავედი, წყალი გადავივლე და დავიძინე.

სურათზე ფილფანია..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent