შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაინც აგიფეთქებ ფიქრებს! (1)


7-07-2015, 19:05
ავტორი buchi
ნანახია 3 028

მე ნათია ვარ ახვლედიანი 22 წლის და უკვე ყველაფერი მოვასწარი...სწავლა,ოჯახი,ქმარი,შვილი და უამრავი პრობლემა.ნიკას დავშორდი და ჩემ 4 წლის შვილთან უტასთან ერთად ცალკე ვცხოვრობ,ჩემების დაჟინებული თხოვნის მიუხედავად.მინდოდა მარტო მეცხოვრა ხოდა ასეც მოვიქეცი.მყავს ანი,ერთადერთი ყველაზე ახლო მეგობარი,ბავშვობიდან სულ ერთად ვართ და იმაზე მეტად ვენდობი ვიდრე საკუთარ თავს.ასევე მყავს უნივერსიტეტის 2 მეგობარი მარი და ქეთა.ხვალ ჩემი ბიძაშვილის ნუცას დაბადების დღეა ამიტომ დილისთვის "ბუძელნიკი დავაყენე ყველაფერი რომ მომესწრო.მანაც არ დააყოვნა და 9საათზე აწკრიალდა.
-დე გაიღვიძე?მოდი ჩემთან.უტა მაგიდას მისჯდომოდა და ხატავდა.
-დედიკო ბებოსთან ხო წამიყვან?
-კი დედიკო.ავდგები ვისაუზმოთ და წავიდეთ.უტას ლოყები გემრიელად დავუკოცნე და საწოლიდან წამოვდექი.უტას საუზმე გავუმზადე ჩემთვის ყავა მოვიდუღე და აივანზე გავედი სანამ უტა ისაუზმებდა სიგარეტს მოვუკიდე მასთან არასოდეს ვეწევი,იცის მაგრამ ასე მირჩევნია.ჩემებთან გავიყვანე,კარი დედამ გამიღო,უტა მაშინვე კისერზე ჩამოეკიდა და სამზარეულოსკენ გააქანა სადაც გემრიელი ნამცხვრები ეგულებოდა,მეც უკან გავყევი.
-დე რას აპირებთ დღეს?
-ნუცაზე მეკითხები?რავი კოჯორში ავიდეთო და წავალთ ალბათ.
-დე ჭკვიანად იყავით მაგის ამბავი რომ ვიცი ბიჭებიც იქნებიან.
-კარგი რა დეეე,ბავშვევით მარიგებ.
-ასეა საჭირო.
-კარგი დე წავედი,მამა ჩამიკოცნე რომ მოვა.დროებით
-ჭკუით.
მანქანის გასაღებს ხელი დავავლე და კიბეები ჩავირბინე სწრაფად ჩავჯექი და ტელეფონიც აწკრიალდა.
-ხო ნუციი
-რას შვები გოგონი?კოჯორში ავდივართ გადაწყდა.5ისკენ გელოდები.
-აუ რა მაგარია,როგორ მიყვარს იქაურობა.გოგოებს წამოვიყვან და 5-ზე ვიქნებით.უიიი დაბადების დღეს გილოცავ.ორივეს სიცილი აგვიტყდა.ტელეფონი გავთიშე და სახლში მისული მაშინვე სააბაზანოში შევვარდი.პირსახოც მოხვეული დავტანტალბდი და კაბას ვარჩევდი საღამოსთვის რომელიც ჩემ ზაგარს უფრო ეფექტურად წარმოაჩენდა.კარების ხმამ გამომარკვია რომელიც გაბმულად რეკავდა.
-რა ამბავია,მოვდივარ.კარი გავაღე და ნიკა შემრჩა.ხასიათი გამიფუჭდა მივხვდი ჩხუბს ვერ ავცდებოდი.
-ნათი როგორ ხარ?უტას ნახვა მინდა
-კარგად,შენ?ჩემებთან გავიყვანე დღესსაქმეები მაქვს.უნდა დაგერეკა.
-რა საქმეები?
-ისეთი არაფერი.მისაღებში დივანზე მოკალათდა და ფეხებიდან ამაყოლა გამჭოლი მზერა,უცებ მივხვდი რომ პირსახოცით ვიდექი და მაშინვე ოთახში გავიქეცი ტანსაცმელი გადავიცვი და რომ გამოვედი ისევ დივანზე იჯდა და ისევ იმ მზერით მიყურებდა.
-ნიკა ზეგ გამოიარე და უტას ნახავ თუ გინდა სადმე გაისეირნეთ.მინდოდა ახლა როგორმე თავიდან მომეცილებინა.
-და დღეს სად მიდიხარ?
-მეგობართან,რა მნიშვნელობა აქვს
-როგორ არ აქვს აბა საქმე მაქვსო?
-ნიკა ჩხუბი არმინდა ძალიან გთხოვწადი უნდა მოვემზადო.
-მე წაგიყვან სად მიდიხარ
-არმინდა გოგოებს ველოდები,თან შენ რატო უნდა წამიყვანო
-ვინმეს ხვდები?
-გეყოფა რა.არმინდა ჩხუბი
-მაშინ მითხარი ვის ხვდები.
-არავის!და შენ საერთოდ აღარ გეხება ეგ საკითხი 2წელია გესმის 2 წელი რაც დავშორდით.ორივეს ჩვენი ცხოვრება გვაქვს,ამით არ დამთავრებულა ცხოვრება.
-შვილი გვყავს.
-ვიცი,მაგრამ უტა რა შუაშია?
-მოგეთხოვება წესიერად მოიქცე
-რაა?ღადაობ?ამას როგორ ამბობ?!მე არაფერს ვაკეთებ უწესოს გეხვეწები მორჩი რა.შენც გყავდა შვილი და ცოლიც,მაგრამ წესები მაშინ არ გახსოვდა რატომღაც.
-ნათია ნუ მაღიზიანებ.
-ნუ მაცინებ რა წადი,დავამთავრე და წინასწარ დამირეკე რომ ეს არასასურველი საუბრები თავიდან ავიცილოთ ხოლმე.
-ვიცი რომ ისევ გიყვარვარ.
-ნიკა,მორჩა მეთქი გესმის?ჩვენ არცერთი არ ვიყავით ოჯახისთვის მზად,არც ერთმანეთი გვყვარებია როგორც ხედავ სხვანაირად ოჯახი არ დაინგრეოდა.
-მე მიყვარდი და ახლაც...
-გეყოფა რა წადი
-წავალ,მაგრამ მალე დავბრუნდებო.კარი მივაჯახუნე და ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი სიგარეტს მოვუკიდე.რამდენი ღამე ვმჯდარვარ ფანჯარასთან მასზე მოლოდინში,რამდენი ღამე გამითენებია ცრემლებით რამდენი...რამდენი ჩხუბი,რამდენი გაქცევა და უკან დაბრუნება იმ პირობით რომ ის ამას აღარ გაიმეორებდა,რამდენჯერ მოვიტყუე თავი,რამდენი სისაძაგლეები უთქვამს,ბოლოს იმ ზომამდე მივედი რომ სახლიდან გასვლაც კი აღარ მინდოდა,ყველას ჩამომაშორა და ახლა როგორ ბედავს როგორ რომ მოვიდეს და ამდენი სისულელე მითხრას.ძალიან მომბეზრდა!!!ფიქრებიდან ზარმა გამომარკვია,კარისკენ წავედი
-ნათ რას შვებიი? არ მომზადებულხარ???
-აუ გოგოებო...შემოდით.რომელი საათია?
-5ხდება
-არაააა.ოთახში გავიქეცი ჩემი არჩეული სალათისფერი მუხლს აცდენილი კაბა ჩავიცვი,სადა მაგრამ შესამჩნევი მაკიაჟი გავიკეთე,ფეხზე კრემისფერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი,ჩანთას და საჩუქარს ხელი დავავლე და ოთახიდან გამოვედი.
-ოოო,როგორი მაგარი გოგო ხარ,მეშინია დღეს შენი თავი არ მომტაცონ.
-ანიიი ნუ მაიმუნობ.სიცილით გავედით სახლიდან და მანქანა სწრაფად გავაქროლე კოჯრის გზატკეცილისკენ.
-უპასუხეთ რა ჩემი მობილურია.ჩანთაში დევს,გადავხედე უკან მჯდომ მარის და ქეთას.
-ხო ნუცი,ქეთა ვარ.
-სად ხართ გოგო
-მოვდივართ ნუუც უცებ შევყვირეთ ოთხივემ.
-რამე ხომ არ წამოვაყოლოთ?
-არა არაფერი თქვენ გვაკლიხართ.
-კაი დროებით.ქეთამ გათიშა ტელეფონი და მეც მუსიკას ავუწიე.
ამასობაში კოჯორში მზადება მიმდინარებოდა.
-აუ გიოოო,ჭიშკარი გააღე რა გოგოები მოდიან(ნუცა)
-სანდროო,ნუცამ ჭიშკარი გააღოსო(გიო)
-მიდი,მიდი ბევრს ნუ ლაპარაკობ გოგოებს კარი გაუღე(სანდრო)
-რა იყო გიტყდება?(გიო)
-კიი ტო მაგრად.სანდრომ სიცილი მიაყარა.ნუცას და მის დაქალებს (სალი,მაგდა)სუფრა უკვე გაეშალათ და სამზარეულოში ისევ რაღაცას ფუსფუსებდნენ.გიო კარისკენ წავიდა და ის ის იყო გახსნა რომ გოგოებიც მაშინვე შემოსრიალდნენ ეზოში.გიოს მაშინვე მოვკარი თვალი და მესიამოვნა მისი დანახვა.გოგოები გადმოვიდნენ და სახლსჰი სწრაფად შევიდნენ.მე მანქანა დავაყენე,ჩანთა და საჩუქარი ავიღე და გიოს შევეჩეხე.
-უკაცრავად...
-გიო როგორ ხარ?
-მოიცა ვიცნობთ?
-მგონი კიი,გამეღიმა და ნიშნისმოგებით შევხედე.
-არა,ასეთი გოგო ვერ დამავიწყდებოდა,მანაც გაიღიმა ისევ ეს ღიმილი.
-მაგრამ დაგავი...სიწყვა გამაწყვეტინა
-ნათიიიიი,აუ არ არსებოობს ტოო.მოდი ახლა წარსულში დავბრუნდეთ 5წლით უკან და ყველაფერს გიამბობთ.მე და ნუცა ერთად ვწავლობდით სკოლის ბანკეტიც შესაბამისად ერთად გვქონდა სადაც გიო გავიცანი,ნუცას ძმის ანუ ჩემი ბიძაშვილი ლევანის ძმაკაცი იყო,ბიჭები ნუცას გამოჰყვნენ ბანკეტზე.მაშინვე თვალი დავადგი,საოცრად მომწონდა.გიოც უცებ დამიახლოვდა ძმაკაცის ბიძაშვილს და არავის უშვებდა ჩემთან ეცეკვა,იმ წუთიდან იმ დღიდან გახდა ერთადერთი და დაუვიწყარი,იყო ღვინო,სადღეგრძელოები,ამღვრეული თვალები და ღიმილი სახეზე საოცარი ღიმილი,ვიჯექი და ვუყურებდი მას,ირგვლივ იყო ბევრი ხალხი,მუსიკა და ცეკვაც პირველი ცეკვა,გაყინული ხელები,ბედნიერი სახეები დაუვიწყარი წუთები.მერე იყო ის "ვერ კოცნის" ამბავი,გარეთ ვიდექი როცა გვერდით ამომიდგა სიგარეტს მოუკიდა და ისე ახლოს მოვიდა მის სუნთქვას ყელთან ვგრძნობდი ერთიანად გავიყინე იმ ზაფხულის სიცხეში.უცებ კი საიდანღაც დედაჩემი გამოხტა და ყველაფერი ჩაშალა.
-როგორ ხარრ?რამდენი დრო გავიდა ტოო.
-ხოო.ბევრი.
-არა,რა დამავიწყებს დედაშენს.ორივეს სიცილი აუტყდა



№1  offline წევრი lamazmani

კაია მომწონს მალე გააგრელე მაგარია

 


№2  offline წევრი buchi

lamazmani
კაია მომწონს მალე გააგრელე მაგარია

მადლობა <3 ამაღამ დავდებ ახალს:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent