ჩვენი ქორწინება ჯოჯოხეთია!!! (დასასრული)
*** ერთი თვის შემდეგ იმ ყველაფრიდან რაც ბოლოს მოხდა, ერთმა თვემ ისე ჩაიარა თვალის დახამხამებაც კი ვერ მოვასწარი.. ნუ თვალის დახამხამება კი მოვასწარი მაგრამ დროს შეგრძნება დავკარგე... თუმცა ყველაფერი კარგად წავიდა, ვხვდებოდი რაღაც გულისიღრმეში ნამდვილად მაკლდა... მას შემდეგ რაც ლუკასგან წამოვედი მშობლებს დაველაპარაკე და სერიოზულად მოვთხოვე რომ ცალკე გადავსულიყავი. თავიდან რათქმაუნდა თავი გაიგიჟეს ჩვიდმეტი წლის გოგომ მარტო როგორ უნდა იცხოვროსო მაგრამ რომ ვუთხარი ჩვიდმეტი წლის გოგო მშობლებმა როგორ უნდა გაათხოვონ-მეთქი, დამთანხმდნენ. ბინა იმ უნივერსიტეტთან ახლოს მიქირავეს სადაც უახლოვეს მომავალში უნდა მესწავლა, მე ჩემს გემოზე მოვაწყე და მივხვდი რომ მარტო ცხოვრების აღარ მეშინოდა. სკოლაში გამოცდების დრო მოვიდა.. დიდი ნერვიულობის შემდეგ ყველა საგანში ჩავაბარე მაგრამ ქიმიაში მაინც ჩავიჭერი.. სულაც არ მინერვიულია... მეორე წელს ყველაფერი კარგად იქნება... ჩემთვის სახალისო სამუშაოც ვიშოვე... ერთ ერთ ოფისში ფოტოაპარატი მომცეს და ჩემი დავალება იყო ყოველ დღე შემომევლო თბილისის ქუჩები და სურათები გადამეღო სხვადასხვა მანქანებისათვის. ხატვაც ნელ-ნელა დავიწყე... მას შემდეგ რაც ახალ სახლში გადავედი პირველი პორტრეტი შევქმენი... პორტრეტი მეტად ნაცნობი ადამიანისა იყო.. ძალიან გავდა.. მასავით ლამაზი სახის ნაკუთები ჰქონდა... არ ვიცოდი რატომ ვხატავდი მის სახეს... უბრალოდ ასე გამოვიდა.. თუმცა მსუბუქი თავის ტკივილები მქონდა ბოლო დროს მაგრამ ესეც გადატანილ ნერვიულობას დავაბრალე... ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა უბრალოდ ერთი ადამიანის მონატრება მკლავდა. ვხვდებოდი როგორ მაკლდა მაგრამ მაინც ვცდილობდი მის დავიწყებას. ლუკა... მასზე ფიქრს ვერ ვიშორებდი თავიდა... მთელი ერთი თვე მისი ხმა არ გამეგონა, ან დაურეკავს.. არ მოუწერია... მისი მეგობრებისაგანაც კი ვერ ვიგებდი ვერაფერს... ყველა მეუბნებოდა -არსად არ ჩანს, ისე გაქრა არავისთვის არაფერი უთქვამსო... დროს ერთფეროვვნად ვატარებდი. სახლი, ინსტიტუტი, სახლი, სამსახური და ისევ სახლი... თუმცაღა ღამეს ხშირად ვატარებდი მეგობრების გარემოცვაში და ამით ვცდილობდი მომეკლა დრო.. შემდეგ კი ეს მოხდა... *** ღამით მეგობრებმა დამირეკეს და მათთან ერთად გასვლა მთხოვეს... თავი ისევ, მაგრამ ამჯერად უფრო ძლიერად მტკიოდა და სახლში დარჩენა გადავწყვიტე. ცხელი ჩაი მოვიდუღე, პურზე თაფლი წავისვი და ტელევიზორისაგან ოდნავ მოშორებით დავჯექი... რომელიღაც არხზე კომედიური ფილმი გადიოდა.. ერთ სცენაზე იმდენი ვიცინე რომ თავის ტკივილიც გადამავიწდა. უცებ კარზე ზარის ხმა გაისმა. ვინ უნდა იყოს ამ შუაღამისას? ალბათ ისევ მეგობრები მოვიდნენ..-გავიფიქრე და დივნიდან წამოვდექი. თავი ასეთი დამძიმებული არასოდეს მქონია... კარს მივუახლობდი და გასაღები ნელა გადავატრიალე. კარსა და კედელს შორის მცირე ზომის ჯაჭვი იყო გაბმული ასე რომ გასაღების გადატრიალებისას კარი მაინც არ იღებოდა. იმ მანძილში გავიხედე რაც კარსადა კედელს შორის იყო დარჩენილი და ადგილზე გავქვავდი. სადარბაზოს შუქი მკრთალად ანათებდა მონატრებულ სახეს. ლუკა... -შემომიშვებ?-მკითხა ჩვეული ტონით. გამაჟრჟოლა. კარის ჯაჭვი ოდნავ ჩამოვწიე და ფართოდ გავაღე. ახლა მე და ის პირისპირ ვიდექით და ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით. მთელმა განვლილმა დრომ ჩაიარა ჩემს წინ. ყველა გრძნობამ ერთიანად იმატა, თავის ტკივილმა პიკს მიაღწია, თვალთ დამიბნელდა და ვერც მივხვდი როგორ მოვიკეცე გონებადაკარგული მუხლებში. *** გონს სრულიად უცხო გარემოში მოვედი... ირგვლივ აპარატის გამაყრუებელი ზუზუნი ისმოდა. თვალები ოდნავ გავახილე და ირგვლივ მიმოვიხედე. პალატაში ვარ.. ირგვლივ ყველაფერი ღია მწვანედაა შერებილი.. ფანჯრებს ჟალუზები აქვს ჩამოპარეებული კარს იქით კი თეთრს ხალათში გამოწყობილი ექიმი დგას პირბადით და ვიღაცას ესაუბრება... ენერგია მთლიანად გამომცლოდა... ირგვლივ სამარისებული სიჩუმე.. ნერვებზე მხოლოდ ეს ტვინისწამღები აპარატი მოქმედებს. თავის გაუნძრევლად თვალები დაბლა დავხარე.. თითზე უცნაური ‘’შპილკა’’ მეკეთა, ხელის გაყოლებაზე კი ‘’საწრუპის ფორმის რაღაცეები’’ მქონდა ჩაყოლებული. ასეთი რაღაცეები მხოლოდ დრამატულ ფილმებში მქონდა ნანახი. პალატაში ექიმი შემოვიდა და შეშინებული სახით დამხედა. -ექიმო რა მჭირს?-იმდენად ხმადაბლა ვკითხე ჩემი ხმა მეც ძლივს გავიგონე. პასუხი არ გამცა. -ექიმო... -ეს..-აღარ დამამთავრებინა მან-ეს... რაც არ უნდა იყოს არ ინერვიულო კარგი? -უბრალოდ მითხარით! -არ ვაპირებდი ჯერ თქმას მაგრამ მოთხოვნა შენი უფლებაა... ეს რაღაც წანაზარდია ტვინში... არ მინდა შეგაშინო მაგრამ ალბათ ეს სახელი გსმენია.. ამას სიმსივნეს ეძახიან... და თვალები დავხუჭე. თითქოს მთელმა ორგანიზმმა ფუნქციონირება შეწყვიდა და სანამ რამეს ვიკითხავდი გავიაზრე რომ ეს იმაზე საშიელი რაღაცაა ვიდრე წარმომიდგენია. თვალიდან ცრემლი გაუაზრებლად გადმომვარდა. -მოვკვდები?-პირდაპირ დავსვი ის კითხვა რომელზეც პასუხი უეჭველად მჭირდებოდა. -ჩვენ შეგვიძლია თავის ქალა გავჭრათ და ეს ნაწილი ამოვკვეთოთ მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია იმის განსაზღვრა თუ ოპერაციას როგორ გადაიტან... შვილო... მთელი საავადმყოფო გაივსო მას შემდეგ რაც იმ ბიჭმა მოგიყვანა... შენი თითქმის ყველა ნაცნობი აქააა და შენ ამ ხალხს უყვარხარ... ეს სიყვარული გაგაძლებინებს.. დამიჯერე.... და კარში უცებ გაუჩინარდა. პირველად დამიდგა მომენტი როცა საკუთარ თავზე მეტად სხვები მეცოდებოდა... დედაჩემი... მამაჩემი... ჩები ბებია და ბაბუა... მეგობრები... და -ლუკა. აი რა ძნელია როცა შენი მომავალი შავ თეთრ ფერებში ისახება და ვეღარ იგებ შემდეგ რა მოხდება... ახლა კი სიმწრისგან თვალებს ხუჭავ და ტირიხარიხარ იმის გამო რომ რასაც აქამდე გრძნობდი შესაძლოა ვეღარ იგრძნო... და პირდაპირ ვიტყვი ამას... შესაძლოა მოკვდე.. და მაინც რაარის ეს? რა ხდება სიკვდილის შემდეგ? იქნებ ბნელ კუთხეში ხვდები სადაც არაფერი ჩანს ან შეიძლება პირიქით... იქნებ სული უბრალოდ სხეულს ტოვებს მაგრამ საყვარელ ადამიანებთან ახლოს დაიარება... მაგრამ შეიძლება ეს ყველაფერი ასე ცუდათაც არაა... იქნებ ყველაფერი კარგად დამთავრდეს და ისევ ის ჩეულებრრივი გოგო გავხდე რომელსაც უიმედოდ უყვარს... და ფიქრებს ფანჯრის გაღების ხმამ მომწყვიტა. -ლუკა-ძლივს მივიხედე უკან და ჩავიჩურჩულე ხმადაბლა. -ჩუმათ.. არ ილაპარაკო... არავინ იცის აქ რომ ვარ... -ლუკა.. მეე.. -დამშვიდდი.. ყველაფერი ვიცი... და მინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე. -რას ამბობ?-ვუთხარი დასუსტებულმა-ხომ იცი რომ არ შემიძლია. -არა თაკ! ყველაფერი ჩემი ბრალია-მოვიდა ჩემთან ახლოს და ჩემს საწოლთან ჩაიმუხლა.-იცი, ამდენი ხნის განმავლობაში იმ დანაშაულის გრძნობას გავურბოდი რომელიც შენს მიმართ მქონდა.. თუმცა სიშორემ უარესი მიქნა.. შენთან მოვედი რომ მეთქვა მიყვარხარ მეთქი მაგრამ შემდეგ ეს მოხდა... ახლა კი ვიგებ რომ შეიძლება დაგკარგო.... თააკ! შენს დაკარგვას ვერ გადავიტან!-ჩემს ხელებს თავი დაადო და მწარედ ატირდა.-წავიდეთ... სადაც გინდა იქ წაგიყვან... იმას გავაკეთებ რაც შენ გინდა უბრალოდ არ დამტოვო... გთხოვ.. -დაწყნარდი... მე კარგად ვარ... ხოდა ყველაფერი კარგად იქნება... გავიკეთებ იმ ოპერაციას და ყველაფერი ისევ ისე იქნება როგორც ადრე იყო... -მპირდები? -გპირდები! *** ორი კვირის შემდეგ უკვე ოპერაცისთვის მზად ვიყავი. სავაადმყოფოში ყვეანი თავს მეხვივნენ ვისაც კი ვიცნობდი. ჩემი მშობლები სიკვდილამდე ნერვიულობდნენ ოპერაციის გამო მაგრამ მე მჯეროდა ყველაფერი კარგად იქნებოდა. და მაშინ როცა დრო დადგა საოპერაციოდ შევეყვანე ექიმებს ლუკა ჩემს ყურთან მოვიდა და ჩუმად ჩამჩურჩულა: -აქედან რომ სრულიად ჯანმრთელი გამოხვალ ცოლად მოგიყვან... მერე კიდევ ორი გოგო და ორი ბიჭი მინდა. ასეთი თავდაჯერებული არასოდეს ვყოფილვარ. ვიცოდი პალატის კარს უკან ჩემი სიცოცხლის აზრი იდგა, ის ადამიანი რომლის გულისთვისაც უნდა მეცოცხლა... და ახლა ზუსტად ვიცოდი რომ სიკვდილი არ მინდოდა, უნდა მეცოცხლა! ჩემს ვენაში რაღაც სითხე შეუშვეს და მთხოვეს დამეთვალა. ნარკოზი ნელნელა მოქმედებდა.. 10...9..8...7...6...5...4............. *** გაღვიძებისთანავე ცხვირში რაღაც სუნმა შემომიღიტინა და წამში ჩემზე ბედნიერი ადამიანი დედამიწის სურგძე არ არსებობდა, სიცოცხლის სუნი იყო. ახლაღა გავაცნობიერე რომ ჩემი გული ისევ რიტმში ძგერდა, რომ ასუნთქვა ჩამოსუნთქვა ისევ შემეძლო... ის რომ ცოცხალი ვიყავი... თითქოს ჩემი ოპერაციიდან საუკუნეს გაევლო... პალატა ოდნავ უცნაურად გამოიყურებოდა.. ოთახს გავდა... ღია ვარდისერი შპალერი ჰქონდა, აქეთ იქით ვარდები ეწყო ვაზებში, თეთრეული სადააც მე ვიწექი კი მიკი მაუსის იყო... ცოტა არიყოს და უცნაურია... რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება თითქოს ჩემი ოპერაციიდან ძალიან დიდი ხანი გავიდა? ნაბიჯების სუსტი ხმა ჩემს ყურთა სმენას მისწვდა და დაველოდე კარს ვინ და როდის შემოაღებდა. ერთი...ორი...სამი... და კარი გამხდარმა და თვალებში იმედჩამქრალმა დედაჩემმა შემოაღო. თითქოს მოჩვენება დაინახაო, ჩემს დანახვაზე ადგილზე გაშეშდა და კარის მოაჯირს დაეყრდნო. -დედა..-ჩავილაპარაკე დასუსტებულმა. დედდაჩემი ადგილს გიჯივით მოწყდა და ჩემსკენ გამოვარდა. -შვილო... თვალები გაახილე?.. გღვიძავს?-კითხვები ძალიან უცნაური ჩანდა და მეც, გაბრუებული ჩვეულებრივად დავიბენი. -ოპერაცია?... კარგად დამთავრდა? უკვე ჯანმრთელი ვარ? -შვილო... შენ რა არაფერი გიგრძვნია?-მკითხა გაოგნებულმა დედაჩემმა და თვალებში ჩამაცქერდა. -და რა უნდა მეგრძნო? -შვილო... ერთი წელი გაუნძრევლად გეძინა... -გონება უარესად ამერია-კომა... ერთი წელია კომაში ხარ? თვალებით ჭერს მივაშტერდი და ვცდილობდი ყველაფერი გამეანალიზებინა.. აი რატომაა ატმოსფერო შეწვლილი.. აი რატომ მგონია რომ ოპერაციიდან დიდი ხანი გავიდა... ნუთუ მართლა ერთი წელი მეძინა?! -შვილო... უკვე აღარავის აღარაფრის იმედი აღარ გვქონდა... ექიმები იმედსაც ვეღარ გვაძლევდნენ... ნამდვილი სასწაულია!-მითხრა ბედნიერმა და მონატრებული ჩამეხუტა. რამოდენიმე წუთი მისი ცრემლები მოთენთილ მხრებს მისველებდა.. ბოლოს როგორც იქნა შევძელი სიტყვით შემეჩერებინა. -დედა... ლუკა სადაა? დედაჩემი მძიმეთ წამოიწია და გვერძე მდგომ სკამზე ჩამოჯდა. -ამაზე ჯერ ვერ დაგელაპარაკები... მამაშენს დავურეკავ რომ მოვიდეს.. ყველას უნდა გავაგებინო რა სასწაული მოხდა..-და სუსტი თითებით თვალები შეიმშრალა რატომღაც გულში რაღაცამ უსიამოვნოდ დამიარა და ცუდი შეგრძნება დამეუფლა... ერთი წელი მეძინა... ნეტა რას შვებოდა ამდენი ხანი ლუკა.. ახლა სადაა? იქნებ აღარც კი ვახსოვარ? -დედა მითხარი სადა? სხვა შეუყვარდა ხომ?-დედაჩემი უხმოდ მიყურებდა.-უბრალოდ მითხარი კარგი? ცოლი მოიყვანა? -არა.. -სხვა უყვარს? -არა.. -მეტყვი რახდება? -ამის თქმა შენთვის ადრეა.. ჯერ მე ვერაფერს გეტყვი დედა... შენ ხომ სულ ახლახანს გაიღვიძე... -დედა.. უბრალოდ მითხარი კარგი?-მეთვითონ მივხვდი ამდენი ხვეწნისაგან ენერგია როგორ გამომეცალა და ველოდი რაღაც საშინელ ამბავს დედაჩემი როდის მეტყოდა. -ყოველდღე ხედავდა როგორ გვეცლებოდი ხელიდან... ყოველ წუთს, ყოველ საათს, ყოველ დღეს შენს გვერძე ჯდომასა და შენთან ლაპარაკში ატარებდა... სჯეროდა რომ ყველაფერი გესმოდა და ყველაფერს გრძნობდი მაგრამ როცა...როცა ექიმებისგან საიმედო ვეღარაფერი მოისმინა წავიდა და...თავი მოიკლა... დ ა ს ა ს რ უ ლ ი ! ! ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.