შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალიშვილი პროვინციიდან 1


7-07-2015, 22:51
ავტორი sopiko
ნანახია 6 097

ისტორიის პერსონაჟების წარდგენა:
... ალექსანდრე ერისთავი
მამა: ლუკა ერისთავი (საქართველოში ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელის მეპატრონე)
დედა:ანასტასია შერმანი. (დიასახლისი)
და: სალომე ერისთავი (ახალბედა მოდელი)

ალექსანდრემ სააბაზანოში ჩამოკიდებულ სარკეში საკუთარი თავი შეათვალიერა და სიამაყით გაიბღინძა. საყვარლის ნაჩუქარი სუნამო შეისხურა და მისი თავბრუდამხვევი სუნის მიუხედავად რაღაც არ მოეწონა. თითქოს მასში ძველმა სანდრომ გაიღვიძა სათნომ და სამართლიანმა, თუმცა ეს მხოლოდ ორი წუთით. ისევ ისეთი მხიარული და გულცივი გახდა, რომელსაც მხოლოდ თავისი ბედნიერება ახარებს. თავს არ უტყდებოდა მაგრამ გუშინ მართლაც გაუჭირდა თავისი ახალი ''როლის'' შესრულება, როცა ნიკოლოზი კომპანიაში მივიდა და ძველი ტკივილი გაახსენდა. მიხვდა რომ ამდენმა წვალებამ ტყუილად ჩაიარა და წარსულის დავიწყება შეუძლებელია.
-სანდროო, სანდროო-მოესმა გარედან. ალბათ მიუხედავად ბევრი კამათისა სალომე მაინც შემოვიდა მის ოთახში. ლამისაა კლიტე შეაბას კარებს, მაგრამ სალის ხომ მისთვის არაფერი დაუშავებია. პირიქით იმ საშინელი ტანჯვის დროსაც გვერდით ედგა მაგრამ არ შეუძლია... ყველაფერი იმ ამბავს ახსენებს... სწორედ ამიტომ არიდებს თავს ოჯახის წევრებთან ხშირ კონტაქტს. დგუში მოუშვა, ვითომ ბანაობდა.
-სანდრო აქ ხარ? კართან მოვიდა სალომე.
-შხაპს ვიღებ სალომე, მალე გამოვალ და თუ საჩქარო არაფერია მერე ვისაუბროთ-ჯიქურ მიუგო სანდრომ და რომ ცოდნოდა როგორ შეეცვალა სალომეს სახე თავის ნათქვამს ძალიან ინანებდა.
''მე ხომ ვიცი რომ ისევ მატყუებ''-გულდაწყვეტილმა გაიფიქრა სალომემ. გული იმიტომ კი არ ტკიოდა რომ ძმა თავს არიდებდა, არამედ იმიტომ რომ ხედავდა მხიარული და ამავდროულად ცივი სანდროს უკან რამხელა სევდა იმალებოდა.
--მაინც დაგელაპარაკები. აუცილებლად დაგელაპარაკები თორემ ეს ამბავი სხვისგან რომ გაიგო უფრო გაბრაზდები''-მტკიცედ განიზრახა გოგომ და ოთახიდან გავიდა.
როგორც კი კარების გახურვის ხმა გაიგონა ალექსანდრემ წყალი დაკეტა და სააბაზანოს კარი ფრთხილად გამოაღო. როცა დარწმუნდა რომ სალომე ოთახში აღარ იყო მხოლოდ მაშინ გამოვიდა გარეთ. იცოდა რაც უნდა ეთქვა დას მისთვის და ამის მოსმენა მეორედ აღარ შეეძლო. უწინ საყვარელი და ახლა საძულველი ქალი საქაართველოში დაბრუნებულა. რისთვის? ეს კითხვა გუშინდელიდან აწუხებდა კაცს, ყველა გზა მაინც ერთ აზრამდე მიდიოდა... ნანა უკმაყოფილო იყო იმით რომ ალექსანდრე ფეხზე დადგა და კიდევ ერთხელ, მეორედ მოსვლასავით უნდოდა სწვეოდა მას.

-აუცილებელია რომ ცალკე გადახვიდე?-საოცრად სევდიანი იყო ლუკა.
-მაპატიე მამა, აქაურობა სულ ისევ და ისევ იმ ქალს მახსენებს, შენ რომ არ დამთანხმდე ხომ იცი ჩემს წადილს მაინც ავისრულებ უბრალოდ არ მინდა ნაწყენი დარჩე-გადაჭრით უთხრა სანდრომ.
-შენ შეიცვალე მაგრამ ძველი სიჯიუტე და თავდაჯერებულობა არ მოგიშლია. კიდევ ერთხელ გეუბნები, დაფიქრდე...
-არა_მეთქი ლუკა-ხმას აუწია კაცმა და ამჯერად მამას სახელით მიმართლა. ლუკა ერთადერთი ადამიანი იყო ვისაც ამდენი წლის შემდეგ აზრს ეკითხებოდა. ბავშვობიდან მისთვის მამა იდეალური კაცი იყო. სანდრო თვლიდა რომ სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო ნამდვილი მეოჯახე, ქმარი და მამა. ადრე დედაზეც იგივეს ფიქრობდა მაგრამ როცა გაიგო რომ მან ნანას შესახებ ყველაფერი იცოდა და მხოლოდ იმიტომ არ ეუბნებოდა შვილს სიმართლეს რომ მას რამე ''სისულელე'' არ ჩაედინა. იცოდა ანამ ეს მისი დიდი სიყვარულის გამო ჩაიდინა მაგრამ შეცდომა დაუშვა, გამოუსწორებელი შეცდომა, რომლის პატიებაც სანდროს არ შეეძლო.
-კარგი, რადგან ასე გინდა. დღესვე გადადიხარ?-ჩახლეჩილი ხმით კითხა ლუკამ.
-ხვალ გადავალ. დღეს ჩავეწყობი და თან... სალომეს დავემშვიდობები-დაამატა ბოლოს. არ შეეძლო ისე წასულიყო. წასულიყო და ყველაფერი ასე დაეტოვა. უბრალოდ ამის უფლებას მისი ერთ კუნჭულში მიჩქმალული ძველი სანდრო არ აძლევდა. უწინ მთელ აჩოტებს აბარებდა დას. ყველაზე გულწრფელი მასთან იყო. ახლა კი...
-წავალ ბარემ. უკვე 6 საათია-ფეხზე წამოდგა ალექსანდრე და მძიმე ნაბიჯებით წავიდა კარისკენ, თითქოს ქვეყნის ცოდვები ზურგზე მოუკიდიაო.

-რას ამბობ სანდრო. იქ რომ წახვალ აღარ გვნახავ ხომ? არა ხომ?-თვალები აუცრემლიანდა სალომეს როცა ძმამ მოკლედ უამბო თავისი გადაწყვეტილების შესახებ.
-რატომ სალომე, შენ აუცილებლად შეგხვდები ხოლმე.
-ვეღარ გცნობ სანდრო, ვიცი რაც გადაიტანე მაგრამ...-საყვედურნარევი მზერა შეავლო დამ და თავი ისევ ჩაღუნა.
-ნუღარ მიხსენებ გესმის? მე ის დავივიწყე. შენც დაივიწყე, არ შევცვლილვარ. უბრალოდ მივხვდი რომ გრძნობებს ადამიანისთვის კარგი არაფერი მოაქვს. ზედმეტად ემოციური ვიყავი, ადამიანებს ადვილად ვენდობოდი, მათ გასახარებლად ფულსაც არ ვიშურებდი და აი რა მომიტანა ამ ყველაფერმა-უემოციოდ მოავლო ოთახს თვალი ალექსანდრემ.
-და ახლა? შენმა ამნაირმა დამოკიდებულებამ, ყველასა და ყველაფრის მიმართ რა მოგიტანა. მეგობრებთან ერთად კლუბში აღარ დადიხარ. აღარც სახლში აწყობ წვეულებებს, ყველა ჩამოიშორე, მხოლოდ თაზოსთან და ლევანისთან ხარ...
-მხოლოდ იმათთან ვარ ვინც ვიცი რომ არ მიღალატებს, ახალი ნაცნობი, არც ბიჭი და განსაკუთრებით არც გოგო არ მჭირდება.
-ამჯერად მოგიწევს. შენთვის მოსამსახურე დედამ და მამამ უკვე მოძებნეს. თუ უკვე აღარ ხარ ისეთი თავმდაბალი როგორც ადრე და პროვინციიდან ჩამოსულ გოგოს გამარჯობასაც აღარ ეტყვი.-ირონიულად ახედა სალომემ.
-აი ამ პროვინციას საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ... რა? რა თქვი?-ბოლოს მიუხვდა ნათქვამს-რა მოსამსახურე.
-არ დაგავიწყდეს რომ კვერცხის შეწვაც არ შეგიძლია. სახლის დალაგებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.-გამარჯვებული იერით შეხედა დამ.
-მამა, რას ნიშნავს ეს ყველაფერი-ხელის კვრით გააღო გამწარებულმა სანდრომ თავისი ოთახის კარები და მისაღებში გავიდა , სადაც მისი მშობლები მშვიდად საუბრობდნენ.
-რა გაყვირებს ალექსანდრე?-აუღელვებლად გაეპასუხა ლუკა. ანა კი ჩუმად იჯდა. იცოდა ხმას თუ ამოიღებდა სანდრო უფრო გაბრაზდებოდა.
-რა მოსამსახურე მოგინდათ ჰა? მარტო მინდა ყოფნა რატომ არ გესმის-მკაცრად ჩაილაპარაკა ბიჭმა.
-ალექსანდრე ხომ ამბობ რომ ყველაფერი დაივიწყე. მოდი ქალებთან პრობლემების მოგვარება და კომპლექსების დაძლევა ამ პატარა, გამოუცდელ გოგოსთან მეგობრობით დაიწყე. უბრალოდ სცადე მასთან ''გამარჯობა-გაგიმარჯოს'' ურთიერთობა მაინც დაამყარო.
-მამა, ამას მხოლოდ ერთი რამის გამო ვაკეთებ. მინდა დაგიმტკიცოთ რომ მე ახალი ცხოვრება დავიწყე და მალე ყველას დაგარწმუნებთ ამაში.-განაცხადა სანდრომ თუმცა იცოდა როგორ გაუჭირდებოდა დანაპირების შესრულება.

....................................
ახალი ისტორია დავიწყე. პირველ რიგში ძალიან მიხარია რომ ისევ თქვენთან ერთად ვარ. არ შემიძლია არ ვახსენო ზემოთ მოცემული პერსონაჟების წარდგენა რომელიც ასევე მინახავს ერთ-ერთი ახალბედა მწერლის შემოქმედებაშიც. როცა დავწერე მხოლოდ მაშინ მივხვდი რომ ბევრი გამომეკიდებოდა ამაზე. უბრალოდ ბევრი ისეთი რამე უნდა ჩავრთო რომ ამის გარეშე ვერ გაიგებთ ვინ ვინ არის. ამ თავში ყველა მოქმედება მესამე პირში იყო ხოლო მომდევნო თავში სხვა პერსონაჟის მიერ პირველ პირში წარმოდგენილი ნაწილი შეგხვდებათ და იმედია ყველაფერს გაარკვევთ. დააფიქსირეთ თქვენი აზრი. ყველა კომენტარი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩემაი მუზისთვის =d
პ.ს. ამ ისტორიას ერთ ადამიანს ვუძღვნი. იმედია მის იმედებს გავამართლებ. მივმართავ მას: გპირდები მეორე თავიდან ნადვილად დაგაინტრიგებ... ისე გავაგრძელებ ამ ისტორიას როგორც ჩვენ და ჩვენს მკითხველებს გვიყვარს...



№1  offline წევრი nigita

ძალიან მომეწონა , ერთი თხოვნა მაქვს დიდი თავები დადე :D

 


№2  offline წევრი ტასიკო

საინტერესოა, არ დაიკარგო მალ მალე დადე

 


№3  offline წევრი Unnamed

Patara tavi iyo magram saintereso chans da momewona :) da mal male dade xolme raa

 


№4  offline აქტიური მკითხველი lalita

საინტერესო დასაწყისია მალე დადე და გაზარდე თავები.

 


№5  offline წევრი cancara

კაია გააგრძელე დიდი თავები

 


№6  offline წევრი kamila bordonaba

ცოტა უფრო დიდ თავებს თუ დადებთ უკეთესი იქნება ლოდინი პაემანზეა კარგი სხვა შემთხვევაში დამღლელია ;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent