შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ჩემი ფანჯრის წინ" (სრულად)


8-07-2015, 01:42
ავტორი ელი
ნანახია 7 491

წამიერად შეჩერებული გულისცემა.სწრაფად გახელილი თვალები და ღრმა ჩასუნთქვა. ისე ძლიერად ჩაისუნთქვა თითქოს და ცდილობს საკუთარ ფილტვებში მოიქციოს მთელი სამყაროს ცუდი.საცაა ფლიტვებიც დაუსკდება და მიაღწევს სანატრელ შედეგს. ბოლო წამები.სახეზე დაკარგული ფერი. უკვე ისმის კოლიდორში მომავალი სიკვდილის ფეხის ხმა.არა და თითქოს არც ისე ძველი იყო მისი სახლის კოლიდორში ხის იატაკი,მაგრამ ახლა რა საოცრად ტკივილიანი ჭრიალი გაუდით მათ. ალბათ აფრთხილებენ რომ მოდის... მოდის მოუსვლელიდან ვერ მომსვლელი. მაგრამ მაინც მოდის. მოდის და...
უკვე თვალის დარაბებიც დაიხურა და ნათლად დაინახა გაფანტულ ნისლში ის... დაინახა ის ატმისფერი სარაფანი, სათუთ სხეულზე სიფრთხილით რომ მორგებოდა. თვალი ზემოთ ააყოლა და მხრებთან მზერა მიეყინა. მის ყელთან თავმომწონედ ამომსხდარან ლავიწები,ეს ატმისფერი თხელი ბრეტელებიც როგორ სილამაზეს სძენენ.მოხდენილ ყელს ააყოლა თვალი და სახის არისტოკრატიული ნაკვთების დანახვისას მთელ სხეულში გააკანკალა. ლამაზი ფორმის სისხლისფერი ტუჩები მსუბუქად შეხებოდნენ ერთმანეთს. პატარა ცხვირი და დახურული დარაბები,რომელთა ზღურბზეც ხორბლისფერი ბარაქიანი ყანა ბიბინებდა.გრძელი მზისფერი თმა სიარულისას ნაზად ეფერებოდა გოგონას ზურგს წელს ქვემოთამდე.მოდიოდა და მოაფრქვევდა ალბათ სამოთხის სურნელს.
ზუსტად მის წინ შეჩერდა გოგონა. მისი სუნთქვა სახეზე ელამუშებოდა.უეცრად შუაზე გაიპო ხორბლისფერი ყანა,გაიხსნა დარაზული დარაბები და... და მათ შიგნით მოქცეული ბობოქარი ზღვა გამოჩნდა. წამით შეხედა ამ სილამაზეს.ისევ შეჩერებული სუნთქვა. სწრაფად გახელილი თვალები და ღრმა ამოსუნთქვა.
შავი იდუმალი თვალები ისევ იმ სიყვითლე შეპარულ ჭერს მიაპყრო.ფრთხილად წამოჯდა საწოლზე.შიშველი ფეხებით ცივ იატაკს ოდნავ შეეხო და კვალავ გააჟრჟოლა ახლა უკვე ცხადში.ორივე ხელით საწოლს დაეყრდნო და სუნთქვის დარეგულირება სცადა. რამდენი ხანია უკვე ამ ერთი და იგივე სიზმარს ხედავს და ოფლში მცურავს ეღვიძება. ფიქრობთ იტანჯება?! არა... ამას ბედნიერებადაც კი თვლის, ის ხომ მას ხედავს.
სიცოცხლის 22 წელი.უსიზმრობის 20 და სიზმირიანობის 2 წელი.
კიდევ ერთი ღრმა ამოსუნთქვა და ფეხზე მყარად წამოდგა.ოთახს თვალი მოავლო:ისევ ერთი უბრალო ხის საწოლი,პატარა ხისავე კარადა, კედელთან მიდგმული ხის მაგიდა და ერთი ამავე მასალის სკამი. კედელზე ძველი მოყავისფრო მოყვითალო უცნაური ორნამენტების შპალერი.
საწოლის გვერდით მდგარი ხის ტუმბოსაკენ მიტრიალდა. ზედ ხის ჩაროში ჩასმულ ფოტოს ნახავდით საიდანაც ნაღვლიანი საშიში თვალები იმზირებოდნენ. ისევ ისეთი თვალები აქვს იოანეს,მაგრამ ახლა კიდევ უფრო უსიცოცხლო. შავი თმა დაბალზე. ორივე მხარეს ხშირი წარბები,ორივე ლამაზად გატეხილი. ფოტოს თვალი მოაშორა და მის გვერდით მდგარ მინის ჭიქას ხელი ზოზინით მოკიდა და რამოდენიმე ყლუპი წყალი ტკივილით ჩაუშვა სხეულში. ჭიქა ადგილზე დააბრუნა და ფოტოს ზურგი აქცია. რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და ყავისფერ მატერიას მიაპყრო მზერა. ორივე ხელი ფრთხილად შეახო და წამში დააშორა ერთმანეთს. წელს ზემოთ შიშველს მოვლილ სხეულზე უცებ დაეცა სინათლე და სითბო,მაგრამ მაინც ვერ გაათბო.ერთ დროს თეთრი საღებავით შეფერილი ხის ფანჯარა ჭაღარა შერეულ თმას მოგაგონებდათ. ზოგგან რომ ჯერ ისევ შემორჩენოდა ყავისფერი და ზოგგან კი თეთრად იყო შეფერილი. ბიჭმა ხის ხელნაკეთი საკეტი გადაატრიალა და ფანჯარა ზემოთ ახსნა.
მთელი ძალით შემოიჭრა ოთახში ჯერ არ დაბინძურებული ჰაერი და მანაც ღრმად ჩაისუნთქა.
მზერა გზის გადაღმა ძველ შენობას მიაპყრო. დიდი ხის კარი და მრავალი ფანჯარა რომ ამშვენებდა. რამოდენიმე წამიც და... აი მიადგა მზის სინათლეც ამ ვეებერთელა კარს, უცებ მძლივს-მძლივობით გაიხსნა კარის ცალი ფრთა და უკვე ნაცნობ სხეულს წააწყდა. მზის სხივებმა უფრო აუბრდღვიალეს გოგონას თმები და აუკაშკაშეს მათ შემყურე ზღვისფერი თვალები. მზის სხივებით გაცისკროვნებულმა თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა და უდნავ გაიღიმა. ბიჭს მის ღიმილზე სუნთქვა კვლავ შეეკრა. გოგონამ თვალები გაახილა და უცებ ჩაუყვა ქუჩას.
იოანემ იგრძნო რომ დღესაც იცოცხლებდა და მზერა გააყოლა ნაზად მონარნარე სხეულს.
2 წელი 11 თვე და 28 დღეა რაც ყოველ დილით ჩუმად უყურებს ფანჯრიდან მას. ყოველ საღამოს ზუსტად მის პირდაპირ ფანჯრიდან გამომავალ სინათლეს თვალმოუშორებლად უყურებს და ელოდება თუნდაც წამით დაინახოს ის. ამდენივე ხანია რაც არ გასულა ოთხაიდან, არ უნდა გამორჩეს თუნდაც ერთი მის გამოჩენა.
ფანჯარას მოშორდა და მის გვერდით ეულად ჩამოკიდებულ კალენდარს მიუახლოვდა,რომელსაც მხოლოდ სამი ფრიალა ფურცელი შემორჩენოდა.
სამი დღე. მხოლოდ სამი დღე და ყველაფერი სხვაგავარად იქნება.
თავი ოდნავ მიატრიალა და კუთხეში მიწყობილ სამ მუყაოს ყუთს შეხედა.
ოთახში მხოლოდ ურცხვად მოტიკტიკე საათის ხმა გაისმოდა.
უცებ გაილია 2 დღეც.კალდენდარს მხოლოდ ერთი ფურცელი შემორჩა. მთელი ღამე ბჟუტავდა იოანეს ოთახში სინათლე.
დილის 6 საათი. გამორკვევა სასიამოვნო სიზმრიდან.
იოანე ფეხზე წამოდგა. ზუსტად სამი ყლუპი წყალი დალია ჭიქა ადგილზე დააბრუნა. კარადას ფეხშიშველი მიუახლოვდა და ჭრიალით გამოხსნა მისი კარი. მესამე თაროზე შემოდებული თეთრი მუყაოს პარკი გამოიღო. კვლავ საწოლისაკენ წავიდა და ჩამოჯდა პარკიდან ჯინსის შარვალი,ცისფერი თხელი მაისური და შავი კეტები ამოიღო. ზანტად მოირგო სხეულზე. ოდნავ მოზრდილ წვერზე ხელი ჩამოისვა და კალენდართან მივიდა,ბოლო ფურცელიც ჩამოხია.
ფანჯარასთან მივიდა და ისევ შეეგება მზის სხივებს. ისევ დაინახა საყვარელი სილუეტიდა ისევ შეეკრა სუნთქვა.
სამი წლის შემდეგ ისევ იგივე სამოსში გამოწყობილი წავიდა იქ სადაც პირველად იხილა გოგონა.
ზუსტად შუა დღის სამი საათი იყო. გოგონას სახლის კარზე ზარის ხმა გაისმა. კარის მიღმა ფოსტალიონი რომ დაინახა ძალიან გაუკვირდა პირველად მიიღო წერილი. გოგონამ კარი დახურა და საძინებლისაკენ წავიდა. საწოლზე ჩამოჯდა და კონვერტი ფრთხილად გახსნა.
სამად მოკეცილი ფურცელი ნაზად გადახსნა და მაშინვე თვალში მოხვდა უცნაური ლამაზი მოყვანილობის ასოები. ასეთი ლამაზი კალიგრაფია არსად ენახა.
ღრმად ჩაისუნთქა და კითხვა დაიწყო.
"ჩემი ფანჯრის წინ"
"სამი წლის წინ სწორედ ამ დღეს მდინარის პირას დავინახე გოგონა ატმისფერი კაბით. ისეთი ლამაზი იყო მაშინვე შეწყვიტა ჩემმა გულმა ფეთქვა.სწორედ მაშინ, ჩემ დაბადების დღეზე მისი დანახვისას სრულიად თავიდან დავიბადე.შუა დღის სამი საათი იყო. გოგონა მიუახლოვდა ხიდის კიდეს და მდინარეში სამი გვირილა გადააგდო.ღრმად ჩაისუნთქა და უკან მობრუნდა კისკისით, დატრიალდა სამჯერ და შემდეგ გაუჩინარდა. სამი დღე ვეძებე გოგონა და ბოლოს ვიპოვე. ვიპოვე და დავიდე ბინა სამუდამოდ მასთან. სამი წლის მანძილზე ყოველ დილით ვუყურებდი მას.ყოველ საღამოს ვუყურებდი მის ფანჯარაში სინათლეს და ხშირად მის ჩრდილს. შემიყვარდა მესამე ფანჯარა მესამე სართულზე. სამი წლის მანძილზე შემიყვარდა სიზმარი მასზე ყოველ ღამით. მან ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა. შემიყვარდა ყველაზე მეტად. არ ვიცი ეს გრძნობა სიტყვებით როგორ დავამცირო.არ მემეტება.უბრალოდ ეს გრძნობაა ყველაფერზე დიდი ჩემში.
ნინე,ჩემო ნინე რამდენჯერ მინატრია ჩამეხედა შენ ზღვისფერ თვალებში. რამდენჯერ მინატრია გადმომედგა 33 ნაბიჯი და მოვსულიყავი შენთან. ჩვენამდე ხომ 33 ნაბიჯია. 3 წლის შემდეგ მე შენ გეუბნები რომ მიყვარხარ. მიყვარხარ უზომოდ,უსაზღვროდ,უმიზეზოდ,უსასრულოდ,უკიდეგანდო და უძიროდ. მაპატიე რომ ამის თქმა აქამდე ვერ შევძელი. უბრალოდ მე არ ვარ შენი ღირსი.მე ეს ვერ შევძელი,მაგრამ გთხოვ ახლა შენ გააკეთო ეს- დაითვალე ნაბიჯერბი,გადადგი ზუსტად 33 ნაბიჯი გზის გადაღმა და მოდი ჩემთან. გახსოვდეს რომ სამი მარადიული ციფრია შვენთვის. დღეს 23 წლის დავხდი. სიცოცხლის 3 წელი გამიხდა,მე ხომ შენი ხილვის შემდეგ გავცოცხლდი. მე ვერ გითხარი სამი სიტყვა "მე შენ მიყვარხარ" და თუ შენ ვერ გითხარი ვისთვის უნდა მეთქვა რაიმე? გავლიე 3 მდუმარების წელიც და იცოდე მე ახლა მივდივარ...არც კი იფიქო რომ გტოვებ. მოდი ჩემთან 33 ნაბიჯში. მე ვარ იოანე, არ დამივიწყო. მოდი ჩემთან."
გოგონამ წერილის კითხვა დაასრულა და სახეზე ობლად ჩამოვარდნილი სამი ცრემლი მოიწმინდა. ვერაფერი გაეანალიზებინა მხოლოდ ესმოდა ხმა,რომელიც მისკენ უხმობდა. კარის ზღურბლიდან დაითვალა ნაბიჯები.
--33-- დაიჩურჩულა გოგონამ და ყავისფერ კარს მიადგა.სამჯერ დააკაკუნა მაგრამ არავინ გაუღო.ფრთხილად ჩამოწია სახელური და ადგილს შეეყინა. თვალში კედლებზე გაკრული უამრავი ფოტო მოხვდა,ყველა ფოტოზე თავად იყო. მთელი კედლები ამ ფოტოებით იყო სავსე ჭერიც კი.ეს იყო ის სამი წელი,რომელსაც გოგონას ყურებაში ატარებდა იოანე. გოგონა გარშემო ტრიალებდა და თვალს ვერ აშორებდა ფოტოებს. იგრძნო როგორ ტკიოდა გული.მაშინვე მოეკვეთა მუხლები და ოთახის შუაგულში ჩაიკეცა. მწარედ მოთქვამდა გოგონა. არ იცოდა რა ატირებდა,მაგრამ გრძნობდა უდიდეს ტკივილს.რამოდენიმე ხანში ფეხზე წამოდგა და ტირილით გაემართა ნაცნობ ადგილას. ხიდთან მისული ცრემლიანი თვალებით ეძებდა სასურველ სილუეტს,მაგრამ მხოლოდ თეთრ გვირილებს მოკრა თვალი ხიდის კიდეზე. იქ მისულს კიდევ ერთი წერილი დახვდა,ხელის კანკალით გახსნა გოგონამ. იცნო იგივე კალიგრაფია.
"მაპატიე,უბრალოდ მე არ შემიძლია ვიყო შენთან.არ მემეტები ჩემთვის. მინდა პირველად და უკანასკნელად შევეხო იმას რასაც შეეხე შენ და შეგიგრძნო, მე მივდივარ რათა დავიჭირო ის შენი გადაყრილი სამი გვირილა. გახსოვდეს ჩემი ბოლო სიტყვები იყო " მე შენ მიყვარხარ".
გოგონა მთლდ აცახცახდა. არ იცოდა რას გრძნობდა უბრალოდ უყურებდა მდინარეს და დასტიროდა დაკარგულ სიყვარულს.
ღამის სამ საათზე მიაკვლიეს ბიჭის უსულო სხეულს მდინარის პირას. მაჯის საათი სამ საათსა და სამ წამს უჩვენებდა.
დაკრძალვის დღეს გოგონა პირველად და უკანასკნელად შეეხო იოანეს უსულო სხეულს. პირველად იხილა ის.გაატანა ცივ მიწაში პირველი და უკანასკნელი ამბორი.
იმ დღის შემდეგ გოგონას არ დაუტოვებია იოანეს სახლი.ყოველ დილით მზის ამოსვლას მის საფლავზე ხვდებოდა სამი გვირილით ხელში.
ნინეს შეუყვარდა პირველად და მარადიულად, მთელი გრძნობით.
არ ასმოდა იოანესი,მაგრამ მაინც პატიობდა რომ გაიმეტა სამუდამო უმისობისათვის.
დიდხანს იცოცხლა ნინემ.არცერთი დღე არ გაუტარებია იოანეს გარეშე და ბოლოს სამ მარტს ისევ მასთან ერთად ჩაეძინა სამუდამოდ.
................................................................................................................
გამარჯობათ.არ ვიცი ეს დაბრუნებაა თუ არა,მაგრამ უბრალოდ ახლა რაღაც მომაწვა და დავწერე ეს. არ ვიცი რა გამოვიდა.უბრალოდ ჩემი განწყობის ნაყოფია.მომენატრეთ ძალიან. თქვენი ელი.



№1  offline მოდერი ელი

გიკი გოგო
ჩემი ელო ჩემი ელიოტი love მე იმას ველოდებოდი მაგრამ ეს ისეთი იყო. აი ისეთი როგორ ვთქვა თბილი საყვარელი და ძალიან კარგი love უი არ დამავიწყდეს :დ პირველი ვარ!!!!
ხალხო დაიმახსოვრეთ ეს ვისი გოგოა გაიგეთ?! ჩემი ელიოტია და ჩემი ელო!!! მარტო ჩემია ხო გაიგეთ ხალხო?!! wink love



ჩემი გადარეული!... ელიოტის პანდუსაა !... ხო იცი ის ბოლომდე მქონდა დაწერილი და წამეშლა...მეორედ ხო იცი ვეღარ დავწერდი , ასე რომ ის უკვე წარსულს ჩაბარდა

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

ჩემი გოგოო... love აი თურმე რა მელოდაა.... wink ეს შენი გულია, ეს უბრალოდ დაწერილი, შემოწოლილი მუზით... შეგიძლია დაწყობილი გრძნობები პირველი სიტყიდანვე ამიშალო, არა მარტო მე ყველა მკითხველი ესეა ალბათ... რატომ არ გჯერა იმის რასაც წერ რომ უდავოდ უმაგრესია... ესე პატარა საყვარელ არსებას ამდენი ემოცია ერთად როგორ გეტევა, ესე გამოუცდელს... მშურს იმ ადამიანის რომელიც შენი ცხოვრების მეგზური გახდება... love ისე წერ თითქოს ეს ყველაფერი ათასჯერ განცდილი და გადახდილი გაქვს... wink ჩემი ნიჭიერი გოგო ხარ შენ...
ვამაყობ რომ მყავხარ, მიყვარხარ ჩემო პატარავ... შენში ემოციების ბუმია რომელის აუცილებლად გარეთ უნდა გამოუშვა და გამაცნო love ჩEმი ელე ხარ...

 


№3  offline მოდერი ელი

terooo
ჩემი გოგოო... love აი თურმე რა მელოდაა.... wink ეს შენი გულია, ეს უბრალოდ დაწერილი, შემოწოლილი მუზით... შეგიძლია დაწყობილი გრძნობები პირველი სიტყიდანვე ამიშალო, არა მარტო მე ყველა მკითხველი ესეა ალბათ... რატომ არ გჯერა იმის რასაც წერ რომ უდავოდ უმაგრესია... ესე პატარა საყვარელ არსებას ამდენი ემოცია ერთად როგორ გეტევა, ესე გამოუცდელს... მშურს იმ ადამიანის რომელიც შენი ცხოვრების მეგზური გახდება... love ისე წერ თითქოს ეს ყველაფერი ათასჯერ განცდილი და გადახდილი გაქვს... wink ჩემი ნიჭიერი გოგო ხარ შენ...
ვამაყობ რომ მყავხარ, მიყვარხარ ჩემო პატარავ... შენში ემოციების ბუმია რომელის აუცილებლად გარეთ უნდა გამოუშვა და გამაცნო love ჩEმი ელე ხარ...





რას არ მივცემდი ახლა ერთი თვის წინნდელი ჩახუტება რომ განმეორდეს. როგორ მინდა ახლა,ამ ღამესაც ძახილით ამოგიცნო შორიდან მომავალი. მერე გამოვიქცე და ისევ ჩაგიკრა გულში,ისევ შეგიგრძნო და ისევ დადებილებულმა გიყურო. როგორ მინდა, როგორ მინდა ახლა აქ მყავდე...მენატრები.მართლა ძალიან მინდა შენთან. იცოდე ახლა შენი ჯერია, მე ჟინვალიდან ქუთაისში ჩაოვედი ახლა შენ გააკეთე იგივე.გელოდები გახსოვდეს <3

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

იმისთვის რომ ესეთი პატარააა საყვადურიიი შეენ

ელი
terooo
ჩემი გოგოო... love აი თურმე რა მელოდაა.... wink ეს შენი გულია, ეს უბრალოდ დაწერილი, შემოწოლილი მუზით... შეგიძლია დაწყობილი გრძნობები პირველი სიტყიდანვე ამიშალო, არა მარტო მე ყველა მკითხველი ესეა ალბათ... რატომ არ გჯერა იმის რასაც წერ რომ უდავოდ უმაგრესია... ესე პატარა საყვარელ არსებას ამდენი ემოცია ერთად როგორ გეტევა, ესე გამოუცდელს... მშურს იმ ადამიანის რომელიც შენი ცხოვრების მეგზური გახდება... love ისე წერ თითქოს ეს ყველაფერი ათასჯერ განცდილი და გადახდილი გაქვს... wink ჩემი ნიჭიერი გოგო ხარ შენ...
ვამაყობ რომ მყავხარ, მიყვარხარ ჩემო პატარავ... შენში ემოციების ბუმია რომელის აუცილებლად გარეთ უნდა გამოუშვა და გამაცნო love ჩEმი ელე ხარ...





რას არ მივცემდი ახლა ერთი თვის წინნდელი ჩახუტება რომ განმეორდეს. როგორ მინდა ახლა,ამ ღამესაც ძახილით ამოგიცნო შორიდან მომავალი. მერე გამოვიქცე და ისევ ჩაგიკრა გულში,ისევ შეგიგრძნო და ისევ დადებილებულმა გიყურო. როგორ მინდა, როგორ მინდა ახლა აქ მყავდე...მენატრები.მართლა ძალიან მინდა შენთან. იცოდე ახლა შენი ჯერია, მე ჟინვალიდან ქუთაისში ჩაოვედი ახლა შენ გააკეთე იგივე.გელოდები გახსოვდეს <3



ხოო მე პირობებს ვასრულებ და აუცილებლად ჩამოვალ... აი შეყვარებული ადამიანის წერილს რომ კითხულობს გოგო ისე ვკითხულობდი ახლა მე ამას და გულმა მართლა გამოტოვა რამდენიმე დარტყმა და ჩასუნთქვაც კი დამავიწყდა... ჩემი გადარეული ხაარ...

 


№5  offline წევრი nukiiiiii

ჩემო უჭკვიანესო გოგო ეს უმაგრესი დაბრუნებაა ვამაყობ შენით♥♥♥

 


№6  offline წევრი del rey

vaime imdeni vitireee ai arvici guli damewvaaa (((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent