შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალიშვილი პროვინციიდან 2


8-07-2015, 17:41
ავტორი sopiko
ნანახია 4 816

ისტორიის პერსონაჟების წარდგენა:
...ლინდა აბაშიძე (დედისერთა)
დედა:ნათია აბაშიძე
დეიდა:ლალი აბაშიძე.

(მოქმედება მიმდინარეობს პირველ პირში)
დილაადრიან ფეხზე ავდექი და ჩავიცვი. აღარ შემიძლია დედაჩემის ტანჯვის ყურება. უკვე გავიზარდე და დროა მას მეც მივეხმარო. დედა ამის უფლებას არასდროს არ მაძლევდა ,მაგრამ ახლა... ყველაფერი უფრო ცუდადაა. გარეთ გავედი და საქონელი საძოვარზე გავრეკე. გადავწყვიტე დეიდას ჩამოსვლამდე ცოტა ხანი სუფთა ჰაერზე დამესვენა. არასოდეს არ ვუყურებდი ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით, მომავალიც არ დამინახია ნათელ ფერებში. ჩემთვის მთავარი დედა იყო, მისი ჯამრთელობა და ბედნიერება. გუშინ ექიმმა თქვა რომ დედას ართრიტი აქვს. ამაზე კიდევ უფრო მისკდება გული. ყველაფერს ფული უნდა, წამლებსაც და საჭმელსაც. მხოლოდ გამხმარი მჭადით, მხალეულითდა და რძის ნაწარმით როდამდე გავალთ ან დედა როგორ მომჯობინდება. გამოსავალიც რომ არ ჩანს. ერთადერთი ოცნება რომელიც ავისრულე იყო საშუალო განათლების ბოლომდე მიღება. მეთორმეტე კლასამდე სკოლაში მხოლოდ მე და ჩემმა მეგობარმა, ნიზამ ვიარეთ. მასაც მხოლოდ დედა ყავს ისევე როგორც მე. ორივეს ''ნაბიჭვრებს'' გვეძახდნენ, მხოლოდ იმიტომ რომ არაკაცი მამები გვყავდა. მამა? ამასაც კი ვერ ვუწოდებ იმ კაცს რომელმაც დედაჩემი სასუწარკვეთილი მიატოვა. რაიონიდან დედა კინწისკვრით გამოაგდეს როცა მისი ორსულობის ამბავი გაიგეს. ეს კიდევ არაფერი იყო, ჩემს მოცილებაზე უარი რომ თქვა ამაზე მთლად გადაირივნენ. ყველასაგან მიტოვებულმა ქალმა თავშესაფარი მათი ოჯახისგან გამიჯნული დის სახლში ჰპოვა. დეიდაჩემს ძალიან გაუმართლა და თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. ბევრს გვეხვეწა დეიდა ქალაქში წამოდითო მაგრამ დედას ეშინოდა ახალი საფრთხის წინაშე არ აღმოვჩენილიყავით და დღემდე აქ ვცხოვრობთ. ერთადერთი აკრძალვა რაც დედისგან მივიღე იყო ის რომ თბილისში არ წავსულიყავი. ეშინოდა ისევე არ მოვეტყუებინე ვინმეს როგორც წლების წინ ის. მესმოდა მისი, მიუხედვად იმისა რომ საკუთარ თავზე მეტად მენდობოდა ყოველი საინფორმაციოს მოსმენის შემდეგ უფრო იძაბებოდა.
-აბაშიძე, რას ჩაფიქრებულხარ-ფიქრებიდან გამომარკვია გაგას ხმამ.
-ფიქრებმა შორს წამიღო...-თავი ვიმართლესავით მე, ფეხზე წამოვდექი და კაბა დავიფერთხე.
-ისევ თბილისისკენ გაგაქროლა?-გაბრაზებით მითხრა ბიჭმა.
-კარგი რა გაგა, ერთხელ გაგანდე ჩემი ოცნებები და იმის მერე თავს არ მანებებ.-ნაწყენმა ვუთხარი მე.
-ლინდა, შენ ყველა შენნაირი გგონია. შენ გგონია მე კარგი ვარ? იქ კიდევ უამრავი არეული ადამიანი დაგხვდება. ქალაქი უამრავ საიდუმლოს მალავს ისევე როგორც ოკეანე, მხოლოდ სწავლის გაგრძელებისთვის გინდა იქ თუ..
-სხვა რა უნდა მინდოდეს გაგა-შევაწყვეტინე მე-შენ მაინც არ მიცნობდე. შენი ღალატი თავში ერთხელაც არ მომივა, ჩვენ დანიშნულები ვართ-კაბის ჯიბიდან ამოვიღე რკინის უბრალო ბეჭედი რომელიც ჩემთვის უდიდეს აზრს ატარებდა, მიუხედავად იმისა რომ გაგა არ მიყვარდა. მე მას უბრალოდ შევეჩვიე, როგორც იტყვიან კაცი-ლენგენდაა ჩემთვის, გარეგნობითაც არ დაიწუნება და როცა მან ყურადღება მომაქცია მხოლოდ იმიტომ გამიხარდა რომ გაუთხოვარი არ დავრჩებოდი, ახლა ამ ფასეულებებმა ძალა დაკარგა და როგორც გითხარით ახალი რამ აღმოვაჩინე მასში. ქორწინებაც აღარ მეჩქარებოდა მხოლოდ სწავლა და სწავლა მიტრიალებდა გუნებაში, რაც როგორც ვხვდები გაგას საშინლად არ მოსწონდა, თანაც საყვარელ დამიანთან განშორებაც ხომ რთული იქნებოდა მისთვის-ერთმანეთს შევფიცეთ და ეს ფიცი არ უნდა გავტეხოთ.
-თავიდან უნდა ამოიგდო ეს ყველაფერი ლინდა. დაიმახსოვრე! თუ იქ წახვალ, მე დამკარგავ-დაბოღმილმა ჩაილაპარაკა გაგამ და მარტო დამტოვა.


სამსახურიდან მოსულ ალექსანდრეს პირველად არ მოუშალა ნერვები დედის სულელურმა წიკვინმა და სალომეს ''რაღაც უნდა გითხრამ''. სრული სიმშვიდე მხოლოდ ახლა იგრძნობოდა სანდრო ბედნიერი ჩაესვენა სავარძელში.
''მალე დამირღვევს ამ იდილიას ქალბატონი მოსამსახურე''-გაახსენდა გუშინდელი საუბარი და ინანა მამას რომ დათანხმდა. ეს მხოლოდ იმიტომ უნდა გააკეთოს რომ იცოცხლოს, ფეხზე რეალურად დადგეს და ყველაფერი დაივიწყოს რასაც წარსული ჰქვია. თავჩაღუნულს ისევ ბრაზმა აუელვარა თვალები და ისევ ისე შეიმართა როგორც გუშინ იყო.
''ქალი ჩემთვის აღარ არსებობს, რა მნიშვნელობა აქვს ის მოსამსახურე გოგო იქნება თუ ბიჭი. ყველა ერთნაირია. ყველას ფული და ძალაუფლება უნდა. წარმომიდგენია როგორ გაუხარდება ღატაკ გოგოს მდიდრულ სახლში შემოსვლა. ალბათ მხოლოდ ანაზღაურებით არ დაკმაყოფილდება და ათას რამეს მოიგონებს ჩემს დასაინტერესებლად''-ფიქრობდა ალექსანდრე და უკვე საერთოდ არ ადარდებდა რას გააკეთებდა მოსამსახურე, ალექსს ვერაფრით ვერ დაამარცხებდა.

...ლინდა...
გულნატკენი ერთ ადგილას ვიდექი. ნუთუ გაგა ნელ-ნელა დაამსხვრევს იმ პატივისცემას რომელსაც მის მიმართ ვგრძნობ? უხეში ლაპარაკი, მუქარა და კიდევ უამრავი სხვა. ჯერ დანიშნულები ვართ და მერე რას იზამს რომ დავქორწინდებით. საათზე დავიხედე რომელიც ბეჭედზე მეტად ძვირფასი იყო ჩემთვის რადგან დედამ მაჩუქა. ფიქრების გასაფანტად თავი გავიქნიე და სადგურისკენ გავწიე. წუთი-წუთზე მივედი. მატარებელი სადგურზე უკვე ჩამომდგარიყო და დეიდა შუბლზე ხელმოჩრდილული მეძებდა მე.
-დეიდა-დავუძახე და მისკენ წავედი.
-ჩემი პატარა გოგო-ჩამეხუტა დეიდა-როგორ ხარ შენ შემოგევლე?-ღიმილით მკითხა მან.
-მე რა მიჭირს დეიდა. დედას მდგომარეობა უფრო გაუმწვავდა და ეგ მაღელვებს თორემ-ჩანთა გამოვართვი მას და სახლისკენ წამოვედით, თან ვსაუბრობდით.
-ნუ გეშინია შვილო, ისეთი სასწაულმოქმედი წამალი ჩამოვუტანე სულ ცეკვა-ცეკვით დაიწყებს სიარულს.
-მართლა დეიდა?-ყურებამდე გავიკრიჭე მე.
-აბა რა საყვარელო, შენ... შენ ხომ არავინ არ გჩაგრავს?-სიცილით მითხრა მან. ის იყო გაგაზე კინაღამ წამისწრო ენამ, რომ თავი შევიკავე, მივხვდი ეს ჩემი პრობლემა იყო და თავად უნდა მომეგვარებინა.
-მე ვინ დამჩაგრავს, გაგა აქ არაა?-ძალაუნებულად გავიღიმე მე.
-რა თქმა უნდა, აბა როგორ უნდა, ლამაზი გოგო...-დაიწყო დეიდამ მაგრამ შევაწყვეტინე:
-შენ რას შვრები? თბილისში რა ამბებია?
-ისეთი ამბებია-ეშმაკურად ჩაიქირქილა დეიდამ-სახლში მივიდეთ და ყველაფერს მოგიყვებით, მთავარია დედაშენი დავითანხმოთ.
მოუთმენელი არასდროს ვყოფილვარ მაგრამ ამჯერად რა დამემართა არ ვიცი, თუ დედა შეეწინაამღდეგება ესე იგი საქმე მე მეხება. ფეხს ავუჩქარე და დეიდასაც ვაჩქარებდი, ისიც ოსტატურად გამიღიმებდა და თავზე ხელს მისვამდა ''ვიცი მე სადაც გეჩქარებაო''. დრო უსაშველოდ გაიწელა. საწყალი დეიდა ბოლოდ ძვლივსღა მოდიოდა, ''დამელოდე გოგოო'', შემეცოდა, ხელი ჩავკიდე და გადავწყვიტე სხვა რამეზე მეფიქრა. როგორც იქნა ჩვენი ბეღელიც გამოჩნდა და მალე სახლსაც მივადექით.
-სწრაფად რა დეიდა, სწრაფად!-პირველად ვიყავი ასეთი აფორიაქებული. სახლში აქოშინებული შევვარდი. ჩემს დანახვაზე დედამ შეშფოთებულმა გადმომხედა.
-ლალი დეიდა სადაა?
-ის...-გარეთ გავიხედე მე, ბოლოს დეიდაც შემოვიდა სახლში-აი უკვე აქაა-ღიმილით წამოვიძახე მე.
-მომკლა შენმა შვილმა-სკამზე მოწყვეტით დაჯდა ლალი და ამოიხვნეშა.
-რა მოხდა? თქვენ ხომ არ გადაირიეთ-უნდოდა მკაცრად ეთქვა დედას მაგრამ ბოლოს მაინც გაეღიმა.
-აბა ახლა მაინც გვითხარი დეიდა რა ახალი ამბავი გაქვს?-ხალიჩაზე მოვკალათდი მე.
-ჯერ წყალი მომირბენინე-ძალით წელავდა დროს ის.
-ოოოფ-სწრაფად გავვარდი სამზარეულოში და ჭიქით წყალი გავუწოდე-აბა დაიწყე...
-მოკლედ თბილისში მიდიხარ-სიცილით გვამცნო მან და ჩვენ რეაქციას დააკვირდა.

..............................................................
ესეც მეორე თავი. ყველა ერთხმად აჯანყდით დიდი თავები დადეო მაგრამ რა ვქნა ამაზე მეტი დღეს ვერ შევძელი. სამაგიეროდ მგონი ცოტა გაერკვიეთ ყველაფერში, გაიგეთ ვინ არის ქალიშვილი პროვინციიდან და რაც მთავარია მთავარსაც მივუახლოვდით =D დიდი მადლობა რომ დრო არ დაგენანათ ჩემთვის და პატარა კომენტარი მაინც ყველამ დამიტოვეთ. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ისტორიაე, გმირებზე და მათ ქცევებზე. თქვენი აზრით რა მოხდება მომავალში და ა.შ. ველოდები კრიტიკასაც. თქვენი სოფიკო (აქ ბევრი გული)



№1  offline წევრი nigita

ხვალ დილას ახალი თავი დადე :D ძალიან კარგია , ეს გაგა პირველი ყოფილი თემური წყობილების ადამიანი :D

 


№2  offline წევრი მარეამო

მალე გააგრძელე რაა <3 ძალიან საინტერესოა

 


№3  offline წევრი lizi chachua

Yochag dzaan momewona ..velodebi axal tavs <3

 


№4  offline წევრი ტასიკო

საინტერესოა ძაან ,

 


№5  offline აქტიური მკითხველი lalita

კარგია გსაგრძელე და მალე დადე.

 


№6  offline წევრი kate :))

kargia. icode mal male da didebi dade <3 (movindome yvelaferi ertad :D)

 


№7  offline წევრი anushka15

მაგარია ეგრე გააგრძელე :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent